სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
იოანე გიორგის ძე მარგიანი 1872-1933წწ დეკანოზი დაბ. სოფ. მუჟალი, მესტია იოანე გიორგის ძე მარგიანი 1872-1933წწ დეკანოზი დაბ. სოფ. მუჟალი, მესტია

1872-1933 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება



გვარი მარგიანი სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

382       ბეჭდვა

იოანე გიორგის ძე მარგიანი 1872-1933წწ დეკანოზი დაბ. სოფ. მუჟალი, მესტია

იოანე გიორგის ძე მარგიანი (დეკანოზი) დაბადების თარიღი: 25 მაისი, 1872წ. გარდაცვ. თარიღი: 20 ნოემბერი, 1933  (61 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი: თბილისი, ვერის სასაფლაო

იოანე მარგიანი დაიბადა 1872 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუჟალში მღვდლის ოჯახში.

1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, მაგრამ სემინარიის მე–4 კურსიდან სწავლა შეწყვიტა და  ქუთაისის საოლქო სასამართლოში დაიწყო მუშაობა. 1895 წელს სოფელ ბანოჯის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დანიშნა, ხოლო 1896 წელს სვანეთში, სოფელ იფარის სამრევლო სკოლაში გადაიყვანეს. ეს სკოლა "კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სკოლების რიცხვს განეკუთვნებოდა და იოანეც ამ საზოგადოების წევრად დაინიშნა. 1897 წელს მესტიის იმავე დანიშნულების სკოლაში განამწესეს.


1897 წელს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის იოანე სამკერდე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. 1897–1899 წლებში მესტიის საკვირაო სკოლის გამგედ მუშაობდა.

1899 წლის 11 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) იოანე დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 31 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ბეჩოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაინიშნა. პარალელურად ბეჩოს სასოფლო სკოლის პედაგოგად მუშაობდა.


1902 წლის 7 მარტს ჟახუნდარას წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და ლაშხიეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1906 წლის 14 მარტს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. ამავე წელს წმინდა სინოდის ბრძანებით, ლაშხეთის სამთავარხუცესო ოლქი ცაგერის ოლქს შეუერთდა და გაერთიანებული ცაგერის ოლქის მთავარხუცესად მამა იოანე დაინიშნა.


1904 წლის 14 აპრილს მამა იოანე საგვერდულით დააჯილდოვეს, ხოლო 1908 წლის 14 მაისს სკუფია უბოძეს. 1910 წელს "ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ" ქების ფურცელით დაასაჩუქრა. 1902–1905 წლებში მამა იოანე იმერეთის საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ლეჩხუმის სამაზრო განყოფილების წევრია და 1902-1909 წლებში ცაგერის ოლქის დეპუტატი.

1906–1912 წლებში მამა იოანე ცაგერის ორკლასიან სკოლაში, ერთკლასიან ქალთა სკოლაში და ცაგერის უმაღლეს დაწყებით ოთხკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1906 წლიდან მამა იოანე იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად თანამშრომლობდა საზოგადოებასთან.

1906-1907 წლებში მამა იოანეს თაოსნობითა და ინიციატივით, ცაგერის ტაძარს გაუკეთდა გალავანი და გამშვენიერდა ეზო. 1910 წელს ეკლესიაში დაიდგა ახალი კანკელი, რომელიც იმავე წელს მოიხატა, ხოლო 1912 წელს აშენდა ახალი რკინის სამრეკლო და ცაგერის ეკლესიას საკათედრო ტაძრის სტატუსი დაუბრუნდა (1881 წელს წმ. სინოდის ბრძანებით გაუქმდა ცაგერის უძველესი მამათა მონასტერი და ჩამოერთვა საკათედრო ტაძრის სტატუსი).

1913 წლის 23 დეკემბერს მამა იოანეს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი იოანე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებთან, სადაც დიდი გულისტკივილით წარმოგვიდგენდა ძველი სვანეთის ყოფა-ცხოვრების დუხჭირ მხარეებს, საუბრობდა სვანეთში სწავლა-განათლების, მიმოსვლის საშუალებებსა და სამედიცინო მომსახურებზე, აურაცხელი საეკლესიო წიგნებისა და ხატების მოვლა-პატრონობის გზებზე. მისი მოღვაწეობის პერიოდში აშენდა ოთხი ქვის ეკლესია და განახლდა ცხრა ეკლესია.

 დეკანოზი იოანე მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის I და II კრებებზე, როგორც ცაგერის ოლქის მთავარხუცესი. დეკანოზი იოანე თავისი ძირითადი სამსახურის გარდა მისდევდა მეფუტკრეობას, ამერიკაში აგზავნიდა ქართული ფუტკრის დედებს, ხოლო იქედან იღებდა სპეციალურ ლიტერატურას. თაფლს ქვევრებში ინახავდა. ადგილობრივი მოსახლეობისათვის განკუთვნილი ჰქონდა ერთი ქვევრი, რომლიდანაც ნებისმიერ იქაურ მკვიდრს შეეძლო ნატურალური თაფლის წამლად წაღება.

დეკანოზი იოანე მარგიანი  იყო მრავლმხრივი მოღვაწე, მას დიდი წვლილი მიუძღვის ლეჩხუმსა და სვანეთში, მძლავრი რუსიფიკაციის პერიოდში, ქართული ღვთისმსახურების აღდგენისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინების საქმეში. ეროვნულ-სარწმუნებრივი შინაარსის პუბლიკაციებთან ერთად, დეკანოზ იოანე მარგიანს აქვს ეთნოგრაფიული შინაარსის არაერთი წერილი, რომელთაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციული ქართული ყოფისა და კულტურის მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით. ეს მდიდარი მასალა გაბნეულია მე–19 საუკუნის ბოლო მეოთხედისა და მე–20 საუკუნის პირველი მეოთხედის პერიოდულ გამოცემებში. დეკანოზ იოანე მარგიანის სახელთანაა დაკავშირებული სვანეთის ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ანსაბლი, რომელიც 1928 წელს ჩამოყალიბდა.

 საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავრობამ მოსთხოვა მამა იოანეს საჯაროდ გამოსულიყო და მოსახლეობისათვის ეთქვა, რომ ღმერთი არ არსებობდა. დეკანოზი იოანე მართლაც გამოვიდა სიტყვით და თავისი გამოსვლა ასე დაუმთავრებია: "რაც შეეხება ღმერთის არსებობა-არარსებობას ამისთვის მე დამჭირდება ისეთი ფილოსოფიური წიაღსვლები, რომელსაც თქვენ ვერ გაიგებთო".  დეკანოზი იოანე მაშინ გადაურჩა დაპატიმრებას, თუმცა იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა. მიუხედავად ამისა, მე–20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იგი მაინც ვერ აცდა დაპატიმრებას. კოლექტივიზაციის პერიოდში მრავალი სვანი არ დაემორჩილა მთავრობის გადაწყვეტილებას, თავიანთი მიწები მოექციათ საერთო საკუთრებაში და ამის გამო ტყეში გავიდნენ. რაიონის ხელმძღვანელობამ იოანე მარგიანს, როგორც ავტორიტეტულ პიროვნებას, შუამავლის როლი სთხოვა "ყაჩაღების" შემორიგებაში. იგი დათანხმდა, მაგრამ მთავრობას მათი ხელშეუხებლობის გარანტიები მოსთხოვა. მთავრობამაც სიტყვა მისცა...  თავიდან სიტყვა შეუსრულეს, მაგრამ შემდეგ დაარღვიეს, რის გამოც იოანემ მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ თვით იოანე დააპატიმრეს და ბრალი დასდეს ყაჩაღებთან ლოიალურ დამოკიდებულებაში. ბუნებრივია, იგი მოხვდა შავ სიაში. შავ სიაში მოხვდა მისი ქალიშვილი თამარიც, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–4 კურსზე სწავლობდა და გარიცხეს, როგორც შავსიელის შვილი.

ყველაფერმა ამან ძლიერ შეარყია მისი ჯანმრთელობა და  1933 წელს, 61 წლის ასაკში აღესრულა. დაკრძალულია თბილისის ვერის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1906-)

მარგიანი გიორგი მურზას ძე; 1868-1903 მუჟალის მაცხოვრის შობის ეკლესია; 1867-1868 ;ფხუტრერის მთავარანგელოზის ეკლესია;

მარგიანი დავით (დარისპან) გიორგის ძე; 1897-1917 მუშქიერის წმ. გიორგის ეკლესია;

მარგიანი ზაქარია გიორგის ძე; 1903-1917 მუჟალის მაცხოვრის შობის ეკლესია;

მარგიანი იოანე გიორგის ძე; 1899-1902; ბეჩოს ღმრთისმშობლის შობის ეკლესია ; 1902-1906 ჟახუნდრის წმ. გიორგის ეკლესია; მესტია1906-1917;  ცაგერის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია

ივანე მარგიანი ცხოვრება და მოღვაწეობა pdf ავტ. თამაზ ლეჟავა წიგნი დაბეჭდილია 2008 წელს

ბატონი თამაზ ივანეს ძე ლეჟავა 1933-2009წ. მამა ივანე მარგიანი, ბაბუა დედის მხრიდან.

მადლობა თამარ თამაზის ასული ლეჟავას, წიგნის მოწოდებისათვის


ნაშრომი ეძღვნება ცნობილ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეს დეკანოზ იოანეს (ივანე მარგიანს). მასში ფართოდ გაშუქებულია ამ მრავალმხრივი მოღვაწის ბიოგრაფია, შესწავლილია გენეალოგია, სასულიერო და ეროვნული მოღვაწეობის საგულისხმო მომენტები, წარმოჩენილია ივანე მარგიანის დიდი წვლილი სვანეთში პირველი ფოლკლორული ანსამბლის ჩამოყალიბების საქმეში, რომელმაც ფართო საზოგადოებას გააცნო სვანური სიმღერებისა და ცეკვის იშვიათი ნიმუშები. წიგნს თან ერთვის ამ ანსამბლის მიერ მოსკოვში 1928 წელს გასტროლების დროს შესრულებული სვანური სიმღერების უნიკალური ფონოჩანაწერები, რომლებიც მოიძია ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა. ნაშრომი განკუთვნილია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.

რედაქტორი როზეტა გუჯეჯიანი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. რეცენზენტები თამაზ ბერაძე – პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ტარიელ ფუტკარაძე – პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

თამაზ ლეჟავა, 2008. 

გამომცემლობა აგორა, 2008.

ვიტორიო სელას ფოტოები ამოღებულია ალბომიდან ,ვიტორიო სელა საქართველოს კავკასიაზე“, გამომცემლობა „განჯემი“, 2001 წ. I58M 978-99419-002-3-5 

გვ4

რედაქტორისაგან

საქართველოს უახლესი ისტორია მრავალ გმირსა და მოწამეს იცნობს, მაგრამ ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობია ბევრი ჭეშმარიტი მამულიშვილის სახელი, რომელთა შორის ერთ- ერთი დეკანოზი იოანეცაა (ივანე მარგიანი). ივანე მარგიანის (1872- 1933 წწ) მრავალმხრივი სასულიერო და საერო მოღვაწეობის ესა თუ ის ასპექტი არათუ ისტორიკოსთა და ეთნოლოგთა, არამედ ენათ- მეცნიერთა, ფოლკლორისტთა, ჟურნალისტთა თუ _სხვა დარგების წარმომადგენელთა ინტერესს იწვევს. ივანე მარგიანი საქართველოსთვის მეტად მძიმე პერიოდში მოღვაწეობდა (XIX ს-ის ბოლო, XX ს-ის პირველი მეოთხედი). ჯერ მეფის, ხოლო შემდეგ საბჭოთა რუსეთისაგან ოკუპირებულ საქართველოში ქართული სიტყვისა და სამშობლოს სიყვარულის ქადაგება უამრავ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ივანე მარგიანი ერთგუ- ლად ემსახურებოდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსისა და წმიდა ილია მართლის იდეალებს და მუდამ ქართული ღვთისმსახურების აღდგენას და ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების აღორძინებას ესწრა- ფოდა· ივანე მარგიანი ზემო სვანეთის მულახის თემში, მღვდლის გიორგი მარგიანის ოჯახში დაიბადა. განათლება ქუთაისის გიმნაზიაში, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელსა და თბლლისის სემინარიაში მიიღო. მღვდლად კურთხევის შემდეგ ქვემო სვანეთსა და ცაგერში მოღვაწეობდა. სასულიერო მოღვაწეობასთან

გვ. 5

ერთად პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, ამასთანავე, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერი- ოდულ გამოცემებთან („ივერია“, „მოამბე“, ,,ცნობის ფურცელი”, „მოგ- ზაური“, „მწყემსი“, ,,შინაური საქმეები“...). ივანე მარგიანის ყოველი სტატია თუ ნაშრომი ეროვნული თვალთახედვით გამოირჩევა. იგი მხარში ედგა ყოველ სასიკეთო საზოგადოებრივ წამოწყებას და მედგრად ეწინააღმდეგებოდა ანტიქართულ და ანტირელიგიურ გამოხდო- მებს, რითაც სამწუხაროდ ხასიათდებოდა XX საუკუნის დასაწყისი. ათეიზმის სენითა და სოციალ-დემოკრატიული იდეებით დაავადებული საზოგადოების მხრიდან მომდინარე აგრესიას აქტიურად ებრძოდნენ დასავლეთ საქართველოს სასულიერო და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის, ივანე მარგიანიც. მან მხარდაჭერა გამოუცხადა მღვდელ სვიმონ მჭედლიძესა და გაზეთის „შინაური საქმეები“ გეზსა და მიმართულებას. შემდეგაც, კომუნისტური რეჟიმის მძვინვარების ხანაშიც ახერხებ- და ივანე მარგიანი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებას – ეწეოდა ქართული (სვანური) ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, სათავეში ედგა ცაგერის განათლების განყოფილებას, ბარიტის წარმოებას, 1928 წელს დააარსა ზემო სვანეთის სიმღერისა და ცე კვის ანსამბლი, მოიძია, თავი მოუყარა, აღადგინა და დაკარგვას გადაარჩინა მრავალი ძველქართული (სვანური) ცეკვა და სიმღერა, მათ შორის საეკლესიო საგალობლებიც. 1931 წელს ივანე მარგიანი დააპატიმრეს, რეპრესიების სიმძიმე იწვნია მისმა ოჯახმაც. ქვეყნის თავისუფლების დაკარგვითა და ღვთისმსახურების აკრძალვით გამოწვეულმა სევდამ ივანე მარგიანის ჯანმ- რთელობა მკვეთრად შეარყია. იგი 61 წლის ასაკში (1933 წ.) გარდაიცვალა. ივანე მარგიანის ნაშრომ-ნააზრევი ამჟამადაც აქტუალურია. სამწუ- ხაროდ, დღესაც მოქმედია ბევრი რუსული – იმპერიული და საბჭოთა იდეოლოგიით ნასაზრდოები სამეცნიერო თეორია – მიმართული ქართული ეთნიკური (ეროვნული) ცნობიერების გახლეჩვისა და დანაწევრებისაკენ

გვ. 6

– მათ შორისაა ე. წ. ქართველური ენების (ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური) თეორიაც. ეს თეორია როგორც გარედან თავსმოხვეული და მიუღებელი ჩვენი ეროვნული იდენტობისათვის, ბუნებრივია ქვეყნის ხელახალი განთავისუფლებისთანავე, ნელ-ნელა დავიწყებას უნდა მისცემოდა, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება ფარნავაზიდან მომდინარე უწყვეტ ტრადიციას – რომლის მიხედვითაც ყველა ქართველს უძველესი დროიდანვე, ერთი ენა ქართული გვაქვს და მისი ნაირსახეობანი სხვა არაფერია, თუ არა ქართული ენის კილოები, ანუ განშტოებანი, როგორც ამას ბრძანებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ჩვენდა გასაოცრად, ეს ანტიქართული თეორია დღევანდელ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოშიც ერთგვარ აღმავლობას განიცდის და ამით კიდევ ერთხელ არღვევენ ქართული თემების – სვანების, მეგრელების და ლაზების ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობითობის უფლება·ს, წყვეტენ რა ამ მხარეების შვილებს 25 საუკუნოვან ქართულ კულტურას, ენასა და ისტორიას. ცხადია, თავისი მოქალაქეების შეურაცხყოფის მცდელობას მალევე აღკვეთს ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება. XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის პირველ მეოთხედში კი სვანეთში ქართული ინტერესების დამცველად და რეალური ისტორიის აღმდგენლად ივანე მარგიანი გვევლინება სხვა ქართველ მოღვაწეებთან (ბ. ნიჟარაძე, ეგნ. გაბლიანი, ლ. დადეშქელიანი, ქ· გელოვანი..) ერთად. დედა ქართულისგან სვანური კილოების ცალკე „ენად“ გამოყოფის, იმპერიული იდეოლოგიის – „დაყავი და იბატონე!“ – წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ივანე მარგიანის სამეცნიერო თუ პუბლიცისტურ შემოქმედებაში, სადაც რამდენი- მე უმნიშვნელოვანესი პრობლემა იკვეთება: 1. ივანე მარგიანი დაუღალავად იბრძვის სვანეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების უფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის; 2. იგი მეცნიერულად ასაბუთებს, რომ სვანებისათვის სწორედ ქართულია მშობლიური, სამწიგნობრო და საეკლესიო ენა; 3. იბრძვის სვანეთის ეკლესიებსა და

გვ.7

სკოლებში ღვთისსჯულის სლავურ გრაფიკას მორგებული სვანური კილოებით სწავლების წინააღმდეგ; 4. ლექსიკოგრაფთა ყურადღებას მიაპყრობს ქართული ენის სვანურ კილოებს და მიუთითებს, რომ სალიტერატურო ქართულში უკვე დაკარგული ძველქართული სიტყვების, მათ შორის სახარებისეული ტერმინების მოძიება სწორედ სვანურ კილოებშია შესაძლებელი; 5. მისი დაკვირვებით, ქართული ენის სვანური კილოებისა და ქართული სალიტერატურო ენის შედარება უნდა მოხდეს არა XIX საუკუნის მიწურულის გამარტივებულ-გაღარიბებული ქართულის მიხედვით, არამედ ძველი ქართული ენის საფუძველზე. ამ შედარების შედეგები კი საფუძველს გამოაცლის ანტიქართველ მკვლევარ-მოგზაურთა დასკვნებს, რომლებიც სვანურს ცალკე „ენად“ მიიჩნევენ და აქ ვგულისხმობ არა მხოლოდ რუსეთის იმპერიის დამქაშებს (გრენი, უსლარი...), არამედ ზოგიერთ თანამედროვე უცხოელ სოციოლინგვისტსაც, რომლებიც სვანებს ქართველთაგან ,,დაჩაგრულებად“ მოიხსენიებენ. თუმცა კი სვანები ისეთივე შემოქმედნი და მონაწილენი არიან დიდი ქართული კულტურის, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეების შვილები. ამავე დროს, უაღრესად ფასეულია ივანე მარგიანის ეთნოლოგიური წერილები და საისტორიო გამოკვლევები. სვანეთის ტრადიციული ყოფის ბრწყინვალე მცოდნე, ძირისძირობამდე სწვდება ყოველი ქართული (სვანური) საწესჩვეულებო რიტუალის ჭეშმარიტ ქრისტიანულ არსს; წარმოაჩენს ქართული (სვანური) ჩვეულებითი სამართლის იმ დანაშრევებს, რომლებიც ძველქართული ფეოდალური ხანის საერო და აგრეთვე, საეკლესიო პოსტულატებით არის ნასაზრდოები. აღწერს მატერიალური ყოფის საგულისხმო ნიუანსებს. ხატოვნად გვისურათებს სვანეთის ყოფით კულტურას და ხშირად იუმორისტული პასაჟებითაც ალამაზებს ქართველი მთიელების (სვანების) მენტალობის ამა თუ იმ ნიშან-თვისებას. ივანე მარგიანს ღირსეული ადგილი უკავია ქართველ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეთა შორის. მისასალმებელია ამ ამაგდარი მოღ- 

გვ.8

ვაწისადმი მიძღვნილი კრებულის გამოცემა, რისთვისაც აქტიურად იღწვის ივანე მარგიანის შთამომავალი ბატონი თამაზ ლეჟავა. ჩემი მხრივ კი დავამატებ და მკითხველს პატიებას ვთხოვ ერთგვარი სუბიექტივიზმისა და ემოციური დამოკიდებულებისათვის მეცნიერიც ხომ ადამიანია რომ გამორჩეულად მიყვარს ივანე მარგიანის შემოქმედება, რადგანაც იგი ჩემს მშობლიურ კუთხესთან – სვანეთთან  არის მჭიდროდ დაკავშირებული და, ბუნებრივია, ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ დიდ მოღვაწესა და მოაზროვნეს აქვს გამოკვეთილი და რომლებიც, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია მშენებარე ქართული სახელმწიფოსთვის.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი როზეტა გუჯეჯიანი 

გვ.9

ვუძღვნი დედაჩემის, თამარ მარგიანის, ხსოვნას. წინასიტყვაობის მაგიერ ივანე მარგიანის შესახებ წიგნის დაწერა მე, პროფესიით ქიმი- კოსს არასდროს მიფიქრია, რადგან მის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ჩვენი მშობლების თაობის მიერ გამოვლილი ქარტეხილები, რის გამოც მათი ძირი- თადი საზრუნავი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ოჯახის ფიზიკური გადარჩენა და შვილების გზაზე დაყენება იყო. ამას ისიც ემატება, რომ ივანე მარგიანი პოლიტპატიმარი იყო და ამასთანავე, მის შვილიშვილებს ბაბუა არ ახსოვთ. ივანე მარგიანის შესახებ წიგნის დაწერის იდეა ეკუთვნის ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მივუტანე მასალები იმის შესახებ, რომ სვანური სიმღერისა და ცეკვის გუნდის დამაარსებელი იყო ივანე მარგიანი და არა მურ- ზაყან დადეშქელიანი. ამასთან, ბატონმა ანზორმა მთხოვა მომე- პოვებინა დამატებითი მასალა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო წიგნის დაწერა ივანე მარგიანის, როგორც მუსიკალური ფოლკ- ლორის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი ადამიანის შესახებ და მისი გამოქვეყნება ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენ- ტრის ეგიდით. ამ იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო ივანე მარგიანის გუნდის მიერ 1928 . წელს მოსკოვში ჩაწერილმა სიმღერებმა, რომელთა ფონოჩანაწერებს მოსკოვის ცენტრალურ ფონოარქივში მიაკვლია ანზორ ერქომაიშვილმა. 

გვ.11

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის უკვე გამოცემული იყო გიორგი ავალიანისა და გიორგი ზურაბიანის წიგნი ,ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე“, სადაც ივანე მარგიანის პრესაში გამოქვეყნებული ათი წერილია შეტანილი, მასალების მომიების შედეგად მისი სასულიერო და საზოგადო მოღვაწეობა იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ სვანური სიმღერისა და ცეკვის გუნდის ჩამოყალიბება, მომზადება და გასტროლების ორგანიზება ახლა ივანე მარგიანის ცხოვრების მხოლოდ მცირე ეპიზოდად გამოიყურება. ამრიგად, შეგროვილი მასალის ძირითადი ნაწილი ივანე მარგიანის სასულიერო, სამეცნიერო, პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეხებოდა დღა წიგნის სტრუქტურა ადრე დაგეგმილ ფორმატს აღარ შეესაბამებოდა. ამიტომ, ანზორ ერქომაიშვილთან და ვახტანგ როდონაიასთან შეთანხმებით გადავწყვიტე მოძიებული მასალის საფუძველზე გამოშექვეყნებინა უფრო ფართო პროფილის ნაშრომი. წიგნში გამოყენებული ამონარიდები, როგორც წესი, მასში უცვლელად არის შეტანილი. მინდა აღვნიშნო, რომ წიგნის გამოსაცემად მომზადებაში მარტო არ ვყოფილვარ და ბევრმა ახლობელმა მიიღო მონაწილეობა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას: ნანა გამყრელიძეს, ქეთევან მარგიანს, მანანა კიკაბიძეს, თინათინ ლეჟავას, თამარ ხოსრუაშვილს, ვახტანგ როდონაიას, ბორა ბზეკალავას, ჯემალ მარგიანს, დიმიტრი ლოჩო შვილს, ივანე (ჯუკა) ლეჟავას. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო წიგნის რედაქტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის როზეტა გუჯეჯიანის მიმართ საქმიანი რჩევებისა და მხარდაჭერისათვის. ღიდ მადლობას ვუხდი პროფესორებს თამაზ ბერაძესა და ტარიელ ფუტკარაძეს წიგნის რეცენზირებისათვის. თამაზ ლეჟავა 

გვ12

ივანე მარგიანის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

ივანე მარგიანი დაიბადა 1872 წლის 25 მაისს მულახის თემის სოფელ მუჟალში, ცნობილი მღვდლის გიორგი მარგიანის* ოჯახში. ივანე მარგიანი სწავლობდა ჯერ ქუთაისის გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ხალხოსნური მოძრაობის გავლენით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეთა ერთ-ერთ მღელვარებაში მონაწილეობის გამო ივ. მარგიანი სასწავლებლიდან გაურიცხავთ. მალე მან შეძლო თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გაგრძელება. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 1898-99 წლებში ივანე მარგიანი მღვდლად აკურთხეს და ქვემო სვანეთში, სოფელ ჩოლურში განამწესეს, ამასთანავე, სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დანიშნეს. 1902 წელს ივ. მარგიანი აირჩიეს ლაშხეთის (ქვემო სვანეთის) ,,ბლაღოჩინად“ (კეთილმოწესედ). ამის შემდეგ იგი ღვთისმსახურებას ეწეოდა სოფ. ჟახუნდერში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. ,,გიორგი მარგიანის შესახებ იხილეთ: ე. გაბლიანი, „ივერია“, 1904 წელი, N276, გვ. 2; ექვთ. თაყაიშვილი, ,„არქეოლოგიური ექსპედიცია ლენხუმ- სვანეთში 1910 წელს“. პარიზი, 1937 წ., გვ. 247, 250, 262; ლ. ტოგონიძე, გ. მაჩურიშვილი, ,,საპატრიაქოს უწყებანი“ 2006 წ., N41, გვ. 19; თ. ლეჟავა, ჟ. „ჩვენი მწერლობა“, 2006 წ, N12, გვ. 41-44, 

გვ13

1906 წელს ივანე მარგიანი ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს, ხოლო ცოტა ზხნის შემდეგ დანიშნეს ცაგერის ოლქის მთავარხუცესად. (37) 


იმავე 1906 წელს ლაშხეთის საბლაღოჩინო ოლქი თავისი ნებით შუერთდა ცაგერისას; ამის შემდეგ 1912 წლამდე ივანე მარგიანი ცაგერის და ლაშხეთის გაერთიაწებულ საბლაღოჩინოს ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით ლაშხეთის და ცაგერის ოლქებში აქტიური სააღმშენებლო პროცესი გაჩაღდა. 

გვ14

1912 წელს ცაგერის ეკლესიას დაუბრუნდა საკათედრო ტაძრის სტატუსი ამ თარიღს ემთხვევა ივანე მარგიანის მიერ ლაშხეთის ,,ბლაღოჩინის“ უფლებაშოსილების მოხსნა. 1917 წელს მამა იოანეს მიენიჭა დეკანოზის წოდება. იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 1917 და 1920 წლების კრებებში, როგორც ცაგერის ოლქის მთავარხუცესი (37) 


ივანე მარგიანი 1903 წელს მეგზურობას უწევდა პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ სვანეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით ორგანიზებულ ექსპედიციას, ხოლო 1910 წელს – ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურ ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში. 

გვ15

ჩვენ მიერ მიკვლეული მასალებიდან ირკვევა, რომ ივანე მარგიანი აქტიურ სასულიერო მოღვაწეობა·სთან ერთად ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოს ჟურნალ–გაზეთებთან („დროება“, „ივერია“, „მოგზაური“, „ცნობის ფურცელი“, „მოამბე“, „მწყემსი”, „შინაური საქმეები“). მათში პირუთვნელად და დიდი გულისტკივილით


აღწერს ძველი სვანეთის ყოფა-ცხოვრების დუხჭირ სურათს, წარმოგვიღგენს სვანეთში სწავლა-განათლების, მიმოსვლის საშუალებების და სამედიცინო მომსახურების შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებისა და სხვა მოუგვარებელი საქმის მოწესრიგების გეგმებს (წერილების ერთი ნაწილი თავმოყრილია გიორგი ავალი- 

გვ16

ანისა და გიორგი ზურაბიანის მიერ გამოცემულ წიგნში „ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე“ (36). ივანე მარგიანის წერი- ლებში სამი ძირითადი პრიორიტეტი დომინირებს: – მშობლიური კუთხის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის და სწავლა-განათლების გაუმჯობესებისათვის ზრუნვა; – ქართული ენისა და სვანური დიალექტების გენეტიკური კავშირის მტკიცებულებების საფუძველზე ერთიანი ქართული თვითშეგნების დამკვიდრებისათვის ბრძოლა; – მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის განმტკიცება და მოსახლეობის სულიერების და ზნეობის ამაღლება. განსაკუთრებით საინტერესოა ივანე მარგიანის წერილი სვანურის ენის შესახებ (21), რომელშიც იგი მთლიანად აქარწყლებს რუსი მკვლევრის სტოიანოვის, საფუძველშივე მცდარ მტკიცებას ქართული ენისა და სვანური დიალექტების სრული სხვადასხვაობის შესახებ, რაც საქართველოს კუთხეების გათიშვას და ჩვენი ეროვნული თვითშეგნების ძირის გამოთხრას ემსახურებოდა. ივანე მარგიანის წერილებში თავმოყრილია უნიკალური ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალა სვანეთის შესახებ. გარდა ამისა, მიკვლეულია მისი ფსიქოლოგიური ეტიუდი „მაგის რა ბრალია“ და რუსულიდან ნათარგმნი მოთხრობა „საშინელი დანაშაული“, რომლებიც გამოქვეყნდა გაზეთში „შინაური საქმეები“ |31, 32). 1912 წლის შემდეგ გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვიძიეთ მასალები ივანე მარგიანის პუბლიცისტური მოღვაწეობის შესახებ. არ არის შესწავლილი არც 1904-1910 წლების პერიოდიკა. ცაგერში ივანე მარგიანმა შექმნა ოჯახი ვარვარა ბერიძესთან ერთად. მათ შეეძინათ სამი ქალიშვილი – ნანა, თამარი, თინათინი და ორი ვაჟი - დიდიმი, ლადო (თინათინი და ლადო სიყმაწვილე- შივე გარდაიცვალნენ). მის ოჯახში სხვადასხვა ხანგრძლივობით ცხოვრობდნენ ახლო ნათესავების შვილები, რომლებიც აქ საშუალო განათლებას იღებდნენ. 

გვ17

სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად ივანე მარგიანი ცაგერის ცხრაწლიან სკოლაში ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს და ფიზიკას; მევახშეობის მარწუხებისგან მოსახლეობის დახსნისა

ნანა მარგიანი დაბ. 1905წ.

თამარ მარგიანი დაბ. 1909წ.

დიდიმ მარგიანი დაბ. 1910წ.

ლადო და თინა მარგიანები

შუაში მათი დისშვილი ზურაბ ლეშკაშელი 1928წ.

დიდიმ მარგიანი (დაბ. 1910 წ.) ნანა მარგიანი (დაბ. 1905 წ.) თამარ მარგიანი (დაბ. 1909 წ.) ლადო და თინა მარგიანები. შუაში მათი დისშვილი ზურაბ ლეშკაშელი (1928 წ.)

გვ18 . 

და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით ივანე მარგიანმა 1912 წელს ჩამოაყალიბა ცაგერის საკრედიტო ამხანაგობა. თავისი ძირითადი სამსახურის გარდა იგი სერიოზულად მისდევდა მეფუტკრეობას და აქტიურად ეწეოდა ქართული ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას; საზღვარგარეთ გზავნიდა ქართული ფუტკრის დედებს, ხოლო იქიდან იღებდა სპეციალურ პერიოდულ ლიტერატურას; თაფლს ქვევრებში ინახავდა. ერთი ქვევრი განკუთვნილი იყო ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომლიდანაც


მესტიის საფუტკრე – ივანე მარგიანი პრაქტიკული მეცადინეობის დროს (1927 წ.) ნებისმიერ იქაურ მკვიდრს შეეძლო ნატურალური თაფლის წამლად წაღება. სვანეთში კულტურული მეფუტკრეობის გავრცელება სწორედ ივანე მარგიანის სახელს უკავშირდება. გასაბჭოების შემდეგ მშობლიურ კუთხეში დაბრუნებულმა ივანე მარგიანმა სვანეთის რაიაღმას კომთან ჩამოაყალიბა საფუტკრე მეურნეობა, სადაც მო- 

გვ19

სახლეობას პრაქტიკულად ასწავლიდა ფუტკრის მოვლას. მან პირველმა დანერგა სვანეთში დადანის ტიპის სკები და თაფლის გამოსაწური ცენტრიფუგა (ციბრუტა). საქართველოს გასაბჭოების პირველივე წლებიდან ივანე მარგიანი სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე მოღვაწეობდა. იგი იყო ცაგერის რაიაღმასკომის განათლების განყოფილების გამგე, მექვენის ბარიტის წარმოების მმართველი, ზემო სვანეთის რაიაღმასკომის განათლების განყოფილების გამგე (36). დედაჩემი იხსენებდა, რომ ცაგერის კომკავშირელმა აქტივისტებმა ივანე მარგიანს მოსთხოვეს საჯაროდ გამოსულიყო და მოსაზლეობისთვის განემარტა, რომ ღმერთი არ არსებობს. ივანე  მარგიანი მართლაც გამოსულა და თავისი სიტყვა ასე დაუმთავრებია: „..რაც შეეხება ღმერთის არსებობა-არარსებობას, ამისათვის მე დამჭირდება ისეთი ფილოსოფიური წიაღსვლები, რომლებსაც თქვენ ვერ გაიგებთ.”

ამის შემდეგ ივანე მარგიანს ცაგერში აღარ დაედგომებოდა. მას ჩამოართვეს სახლი და იგი დაბრუნდა სვანეთში. . 1928 წელს მან პირველმა ჩამოაყალიბა სვანური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელმაც კონცერტები გამართა თბილისში, ერევანში, მოსკოვსა და ლენინგრადში. 1928 წლის გაზეთებში, მათ შორის გაზეთში „იზვესტია“, ფართოდ არის გაშუქებული გუნდის გასტროლები. მაგრამ სვანეთში ცხოვრების პერიოდს მისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. საბჭოთა მმართველობის პერიოდში მრავალი სვანი არ დაემორჩილ) მთავრობის გადაწყვეტილებას, თავიანთი მიწები მოექციათ საერთო საკუთრებაში და ამის გამო ტყეში გავიდნენ. რაიონის ხელმძღვანელობამ ივანე მარგიანს, როგორც ავტორიტეტულ პიროვნებას, შესთავაზა შუამავლის როლი „ყაჩაღების“ შემორიგებაში. იგი დასთანხმდა, მაგრამ მთავრობას მოთსთხოვა მათი ხელშეუხებლობის გარანტიები. მთავრობამ სიტყვა მისცა. თავიდან მას სიტყვა მართლაც შეუსრულეს, მაგრამ შემ- 

გვ20

დეგ პირობა დაარღვიეს, რის გამოც ივანე მარგიანმა მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ, 1931 წელს, თვით ივანე მარგიანიც დააპატიმრეს და ბრალი დასდეს ყაჩაღების მიმართ ლოიალურობაში. ბუნებრივია, რომ იგი „შავ სიაში“ მოხვდა, რის გამოც მისი შვილი, თამარ მარგიანი, როგორც „შავსიელის“ შვილი, გარიცხეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსიდან და მხოლოდ მოგვიანებით კორნელი კეკელიძის ძალისხმევით შეძლო მან სწავლის გაგრძელება (კორნელი კეკელიძე და ივანე მარგიანი სასულიერო სემინარიაში ერთად სწავლობდნენ). ბატონ კორნელის გარიცხულთა სიაში ყურადღება მიუქცევია გვარ-სახელისათვის, გამოუძახებია იგი და უკითხავს ვისი შვილი ხარო. შემდეგ მან, როგორც ღირსეულმა მამულიშვილმა, გამოიჩინა მოქალაქეობრივი სიმამაცე და იმას მიაღწია, რომ თამარ მარგიანი უნივერსიტეტში აღადგინეს. ,,უკანასკნელი წლების მოვლენებმა შეარყია ივანე მარგიანის ჯანმრთელობა; 1933 წელს ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ, იგი გარდაიცვალა 61 წლის ასაკში; დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. ივანე მარგიანის დაუღალავი მოღვაწეობა, ჩვენ მიერ მიკვლეული წერილების ანალიზი გვარწმუნებს, რომ იგი ილია ჭავჭავაძის ჭეშმარიტი სულიერი მემკვიდრე იყო. სამშობლო, ენა და სარწმუნოება მის უპირველეს საზრუნავს წარმოადგენდა. 

გვ21


გვ22


გვ23


გვ24

ზოგიერთი ცნობა ივანე მარგიანის წინაპრების და დედმამიშვილების შესახებ 

ივანე მარგიანის წინაპრების შესახებ აქა-იქ გაბნეული საკმაო მასალა არსებობს. წიგნის დაწერისას ძირითადად ვისარგებლე ივანე მარგიანის და ეგნატე გაბლიანის პუბლიკაციებით, აგრეთვე 


ბორის (ბორა) ბზეკალავას მიერ შეგროვილი მასალებით. ამ უჭ უკანასკნელმა ინფორმაცია შეკრიბა ივანე მარგიანის ძმისშვილების, თავისი დედის თამარ (გოგუცა) მარგიანის და ბიძის ჭიჭიკო მარგიანის მონათხრობის საფუძველზე. მოძიებული მასალები რამ- 

გვ25

დენადმე განსხვავებულია ერთმანეთისაგან, თუმცა ცალკეული ვერსიების ძირითადი მომენტები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენამდე მოღწეულია ივანე მარგიანის წინა ხუთი თაობის სახელები, რომელთა სათავეშია გიო მარგიანი. მისგან მომდინარეობს მარგიანების ეს შტო გიოშა. ივანე მარგიანის ბედის განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი ითამაშა გიოს შვილთაშვილმა მურზამ – ივანეს ბაბუამ და იმ შემთხვევამ რომელიც უკავშირდება სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს მთაში. ეს შემთხვევა მოთხრობილია ეგნატე გაბლი- ანის წიგნში ,,ძველი და ახალი სვანეთი“ (38): ,სვანს თავისი სტუმრის გალანძღვა არამც თუ მაშინ, როცა ის ოჯახში იმყოფე-ბა, არამედ ოჯახიდან გასვლის შემდეგაც, დიდ სირცხვილად და თავის შეურაცხყოფად მიაჩნია და ამიტომაც, თუ სვანის სტუმარს მის ოჯახიდან გასვლის შემდეგ მოგზაურობის დროს რაიმე ხიფათი მოელის, მასპინძელი მიჰყვება მას, სანამ სამშვიდობო ადგილას არ მიიყვანს, და რადგანაც სტუმრის გალანძღვა ჩვენში მასპინძლის შეურაცხყოფად ითვლება და ამ ნიადაგზე ხშირად მკვლელობაც მომხდარა, ამიტომ თუ რომელიმე სვანს ასეთი სტუმრის გალანძღვა აქვს განზრახული, ის ხშირად იძულებული ხდება თავი შეიკავოს, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, მათ შორის, როგორც არის ნათქვამი, იმართება ბრძოლა და ხშირად მკვლელობაც.. რამდენიმე ათეული წლის წინეთ სვანეთში მოვიდნენ პირველი ნაკურთხი მღვდლები ქუთაისიდან. ქვემო სვანეთში ისინი ესტუმრენ თავად გარდაფხაძეს, ზემო სვანეთში რომ ამოვიდნენ – მარგიანებს. გარდაფხაძეებს ამ დროს ემტერებოდნენ მესტიაში მცხოვრები ჯაფარიძეები (მურზაყანშა), იმის გამო, რომ მათ მიერ ცოლად დანიშნულმა გარდაფხაძის ერთმა ასულმა ჯაფარიძე მიატოვა. ჯაფარიძეებმს როცა გაიგეს, რომ ზემოხსენე- ბული მღვდლები გარდაფხაძეების სტუმრები იყვნენ, გარდაფხაძეებისთვის რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ, გადაწყვიტეს მათი 

გვ26


გვ27

დაჭერა და დაუდარაჯდნენ სოფელს გარეთ, იქვე მახლობლად. ამ მღვდლებს მიაცილებდა მათი მასპინძელი მურზა მარგიანი. როცა მან გაიგო, რომ ჯაფარიძეებს მისი სტუმრების გალანძღვა უნდოდათ, სტუმრები უკან დასტოვა, თვითონ წინ წავიდა, მონახა დადარაჯებული ექვსივე ჯაფარიძე და სთხოვა ასეთ განზრახვაზე

სოფელ ჭოლაში წმიდა ბარბარეს ეკლესია. მამა გიორგი აკურთხებს მიცვალებულთა სუფრას. დ ერმაკოვის ფოტო 1910წ.


 ხელი აეღოთ. მათ შორის საქმე გამწვავდა. მოხდა ჩხუბი, რომლის დროსაც მურზას მიერ მოკლული იქნა ერთი ჯაფარიძე და რამოდენიმე დაჭრილი. თვით სტუმართმოყვარეობის მსხვერპლი 

+ 2006 წ. N24 „საპატრიარქოს უწყებანში“ იმავე ფოტოს მიწერილი აქვს წმინდა გიორგის ეკლესია. შეცდომა მომდინარეობს დ. ერმაკოვისაგან. 

გვ28

მურზაც ვაჟკაცურად მოკვდა იქვე. ხოლო მღვდლებმა თავი გადაარჩინეს უბედურებას, იქვე გავლენიან აზნაურ სვინჩილდ ჯაფარიძესთან თავის შეფარებით.“ თვით ივანე მარგიანი, მურზა მარგიანის ცხოვრების ზემოთ აღწერილ ეპიზოდს ეხება ,,პაპ''-ების საქმიანობისადმი მიძღვნილი წერილების სერიაში (28), რომლებიც აგებულია მისი მამის, გიორგი მარგიანის მონათხრობზე: „თავისუფალ სვანეთის სოფელ მუჟალში შეხვდებით დღეს მოხუცებულს, შტატს გარეშე მყოფს მღვდელს, მამა გიორგი მარ გიანს, რომელიც წინეთ პაპა იყო და რომელსაც თეთრი წვერი უმტკიცებს გამოცდილებასა. ზემორე ნათქვამი პაპათა შესახებ ჩვენ გვაქვს ნაამბობი ხსენებული მღვდლისაგან. ამისათვის და რადგან მღვდლის გ. მარგიანის ცხოვრებაში ბევრი საგულისხმო რამ მოიძებნება, ურიგო არ იქნება ორიოდე სიტყვით მისს წარსულ ცხოვრებასაც შევეხოთ. მღვდელი გ. მ-ნი არის გლეხის შვილი, ბუნებითი სვანი, ს. მულახს დაბადებული. მამა მისი მურზა იმ დროში შესანიშნავი ყოფილა ვაჟკაცობითა და სტუმართმოყვარეობით. თავის სამს ვაჟს დროის შესაფერად ზრდიდა და 16 წლის გიორგის თოფის ხმარება თამამად შეეძლო. აღსანიშნავია ერთი გარემოება მამა გიორგის ცხოვრებიდან. ეს ის დრო იყო, როდესაც რუსის მთავრობა ახლად შემოვიდა სვანეთში და თავის წესებს ამყარებდა. ნაცვლად პაპებისა, მთავრობამ ახალი მღვდლები” გაუგზხავნა სვანეთსა. ახლად მოსული მღვდლები პირველად ეხა– მუშა ხალხს და არც არაფრად არ ეპიტნავებოდა: მას ჰყავდა საკუთარი, ღვიძლი მღვდელი, მასთან აღზრდილი, შესიხლხორცებული. ამის გამო, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა პირობებში უნდა ყოფილიყვნენ ახალნი მღვდელნი, მეტადრე გამძლავრებული პაპების გადამკიდენი. პირველად ორმა–სამმა თუ გაბედა სვანეთში მისვლა, ისინიც იძულებულნი იყვნენ ცუდათ ყოფილიყვნენ, რადგან მათს საქმეს პაპები ასრულებდნენ. ერთს ზაფხულის 

გვ29

დღეს ორი მღვდელი შიადგა მურზა მარგიანს, როგორც პურმარილით განთქმულს, და მფარველობის გაწევა სთხოვა. ამ უკანასკნელს, როგორც შეშვენის მთის კაცს, პატივით გააცილა სტუმრები მეორე სოფელ შესტიამდე. აქ რამდენიშე აზნაურმა, გვარათ ჯაფარიძეებმა, განიზრახეს მღვდლების შეპყრობა, მაგრამ მურზა მარგიანმა შესძლო მღვდლების შეხიზვნა მახლობელს კოშკში. ამ გვარად სტუმართ მოყვარე სვანმა მღვდლები გადაარჩინა სიკვდილს, მაგრამ თითონ კი ვერ გადარჩა: უკან დაბრუნებისას დახვდნენ იხსევ ის აზნაურები და შეპყრობა დაუპირეს. ეს ლაღმა მთიელმა იუკადრისსა და თავი შესარცხვენად არ მისცა. ასტყდა იქეთ-საქეთ თოფის სროლა, რომლის დროს მურზამ ორი აზნაური მოკლა და ერთიც დასჯრა და შემდეგ თითონაც მოკლული იქმნა. აქედან იწყება ახალი ხანა გიორგისა და მისი ძმისათვის; ისხინი იხიზნებიან კოშკში, რადგან სისხლის აღება მოელოდათ მიუხედავად იმისა, რომ მურზას გვამი დიდის საფასით (1200 მან.) იქმნა გამოყიდული ჯაფარიძეების ხელთაგან. ამ დროს შემთხვევით  შეეყარა გიორგის, მაშინ უნცროსს პაპას, ჭეთილმოწესე სვანეთის ეკლესიათა მღვდელი ქუთათელაძე, როშელმაც შეატყო ნიჭი გიორგის და წაიყვანა, ქუთაისს სწავლის მისაღებად. დავაჟკაცებული გიორგი სწავლობს ყოვლად სამღვდელო გაბრიელის" ხარჯით ქუთაისში და რამოდენიმე ხნის შემდეგ იმწესება შედავითნედ სვანეთშივე. აქ ახალგაზრდა სვანი, ყოფილი პაპა, გულსმოდგინედ ეკიდება სამსახურს, რის შემდეგ მღვდლის ხარისხს პოულობს მოკლე ხანში.

მლოცველი გიორგი გამოდის ახალს ასპარეზზედ სავსებით მომზადებული: იგი ხალხის შვილია, მასთან შეზრდღილი და შესისხლხორცებული. სახარების ქადაგება და კეთილი ცხოვრება უპო-

ჯაფარიძეების განზრახვის მოტივებს ეგნატე გაბლიანისაგან განსხვავებით ივანე მარგიანი არ აკონკრეტებს. “ გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე). 

გვ30

ვებს მას ხალხის სიყვარულსა და ნდობას. იგი სათაყვანებელ პირადა ხდება არა თუ სვანთა, არამედ სამღვდელოთა შორის, რომელნიც მას ერთხმად მოძღვართ-მოძღვრად ირჩევენ. 

გიორგი მარგიანი, ვაჟიშვილის დარისპანის ოჯახთან ერთად, ჩიჩი ჩიქოვანი, აკაკი (რევაზ მარგიანის მამა) და ბურთული მარგიანები 1905წ.

საზოგადო მოღვაწეობის გარდა მ. გიორგი შესანიშნავია, როგორც ჭეშმარიტი მამა და ოჯახის ბურჯი. მიუხედავად ცუდის პირობებისა იმას ოთხივე ვაჟი მიჰყავს ქუთაისში სასწავლებლად; თვითონ იკლებს, გაჭირვებულადა სცხოვრობს და ამგვარად ოთხსავე შვილს სწავლას აძლევს: ორს საშუალოს, ერთს მდაბალს და ერთსაც სამხედრო სამსახურისას. მამა გიორგიმ თავისავე სიცოცხლეში მისცა გზა შვილებს და გამოიყვანა ისინი ცხოვრების 

გვ31

ასპარეზზედ სამოქმედოდ. სამი შვილი მღვდელობს სამშობლოში, ხოლო მეოთხე ჯარშია ოფიცრად. თავისი ასულნიც მ. გიორგიმ ღირსეულს კაცებს მისცა და ამგვარად ერთი ოჯახიდგან რამდენიმე ოჯახი შექმნა და მით საზოგადოებას ცოტათ თუ ბევრად მომზადებულნი წევრნი ჩააბარა. 

დარისპან მარგიანი, მისი შვილები: აკაკი, ვალო, ბურთული, პოპო. მარჯვნივ დგას რევაზ მარგიანი.

ყოველსავე ამაში მ. გიორგის მარჯვენა ხელს შეადგენდა მისი მეუღლე (მარიამ დადვანი – თ. ლ.), ბუნებითი სვანი და უსწავლელი ქალი, მაგრამ ოჯახისა და შვილების ერთგული. დღეს მ. გიორგი თუმცაღა გათეთრებულია, მაგრამ კიდევ მხნედ არის. მთელი სვანეთი თაყვანსა სცემს მას და „მახვშს“ (უფროსს) ეძახის. მიუხედავად თავისი სიმხნისა მან სამსახურს თავი დაანებს და მრევლი შვილს დაუთმო. მისი ჭაღარა მოწმობს მასში დიდს გამოცდილებასა, ტკბილი საუბარი – იესო ქრისტეს მცნებათა გავლენას, ღრმა ქართული

გვ32

საღმრთო წერილის სავსებით ცოდნასა, ცხოველი სიტყვა – სახარების მადლსა, პკეთილი მაგალითი – მოძღვრის ღირსებასა და სტუმართ-მოყვარეობა (მთიელთ ეს ღირსეული მხარე) – მოყვასთა სიყვარულს; იგი დღეს 75 წლისაა (1911 წ. – თ. ლ.).

რამდენად სასაცილოა პაპათა შესახებ თქმული ზოგიერთი მხარე, მით ერთი ორად საქებარია მათი ღვაწლი, მოქმედება და ყოფა-ცხოვრება, რომელთაც ნაკლოვანებასთან ერთად ღირსებაც აქვსთ!. ხალხს უყვარდა ისინი.. ოხ რა ბედნიერი ვიქნებოდი – ეხლა რომ იყოს იმგვარი სიყვარული მოძღვართა და მოწაფეთა შორის!. ამას ჩვენ არ ვაზვიადებთ და დასამტკიცებლად ჩვენის აზრისა ჰკითხეთ თითონ ხალხს...“ მურზა მარგიანს დარჩა სამი ვაჟი: გიორგი, დოქა და გვეგია. მათგან უფროსი – გიორგი დაიბადა 1836 წელს. როგორც ეგნატე გაბლიანი წერს, გიორგი მარგიანის მღვდლად კურთხევა გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ და გამწესება მუჟალის მაცხოვრის ეკლესიაში (მულახის თემი) 1865 წელს უნდა მომხდარიყო. ფაქტობრივად, იგი იყო პირველი სვანი ნაკურთხი მღვდელი. ამის შემდეგ გიორგი მარგიანი იქვე დასახლდა. იმავე სოფელში მის მახლობლად დასახლდნენ მისი უმცროსი ძმებიც დოქა და გვეგია. როგორც ზემოთ ივანე მარგიანის წერილში იყო ნახსენები, გიორგი მარგიანი დაქორწინდა მულახელ მარიამ დადვანზე და შექმნა დიდი ოჯახი. მას შეეძინა ოთხი ვაჟი (დარისპანი, ივანე, ზაქარი, ნიკოლოზი) და ოთხი ქალიშვილი (ქეთევანი, ეფროსინე, მარიამი, დიოოლ). მისი ოჯახი, სადაც თავშესაფარს პოულობდა მრავალი გაჭირვებული და ობოლი, გამოირჩეოდა ქველმოქმედებით და საზოგადოებრივი აქტიურობით. მამა გიორგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მულახში სამოქალაქო სასწავლებლის დაარსებისა, რისთვისაც იგი დააჯილდოვეს წმინდა ანას ორდენით (აღნიშნული დაჯილდოების ფაქტი დაად- 

გვ33

გინა პროფესორმა გრიგოლ მარგიანმა ლენინგრადის სახელმწიფო საისტორიო არქივში მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით).ლუარსაბ ტოგონიძის და გიორგი მაჩურიშვილის ცნობით (37), გიორგი მარგიანი 1886 წელს დაჯილდოვდა ,,კამილავკით'',1899 წელს- სამკერდე ოქროს ჯვრით, 1906 წელს კი მიენიჭა დეკანოზის წოდება.

ზაქარია მარგიანი, ნიკოლოზ მარგიანი

როგორც ივანე მარგიანის მონათხრობში იყო აღნიშნული, გიორგიმ ოთხივე ვაჟს სწავლა-განათლება მიაღებინა. სამმა მათგანმა- დარისპანმა, ივანემ და ზაქარმა- მიიღეს სასულიერო განათლება, ხოლო ნიკოლოზმა ხონის სამოქალაქო გიმნაზია დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა განაგრძო და ამიერკავკასიის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

გვ34


გვ35

დარისპანი (პოეტ რევაზ მარგიანის ბაბუა) მურშკელის წმინ· და გიორგის ეკლესიის მოძღვარი იყო, ივანე – ლაშხეთის (ქვემო სვანეთი) და ცაგერის კეთილმოწესე, ხოლო ზაქარი – მუჟალის მაცხოვრის ეკლესიის მოძღვარი. ნიკოლოზი 1917 წლის რევოლუციამდე რუსეთის არმიაში მსახურობდა (მიაღწია პოლკოვნიკის ჩინს). 

1870 წელს გიორგი მარგიანმა გადაწყვიტა ქართული ტიპის ორსართულიანი ოდა სახლის აგება, რისთვისაც რაჭიდან მოიწვია მშენებელთა ბრიგადა. მშენებლობა 1873 წელს დამთავრდა. ცნო-


ბილი იტალიელი მოგზაურ—ეთნოგრაფის და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას არქივში შემონახულია მის მიერ 1890 წელს გადაღებული სოფელ მუჟალის (მულახის თემი) ფოტოსურათი, რომელზეც მარცხენა ქვედა კუთხეში კარგად ჩანს გიორგი მარგი-

გვ36

ანის სახლი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო სვანეთის სინამდვი–- ლეში პირველი ფანჯრებიანი და აივნიანი, არასვანური არქიტექტურით აგებული სახლი. იგი დღესაც არის პირვანდელი სახით შემონახული და გიორგი მარგიანის შვილთაშვილს გიორგი (გია) შოთას ძე მარგიანს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ სახლის მშენებლობასთან ერთად იქვე დამზადდა ევროპული ტიპის ავეჯი: მაგიდები, სკამები, სავარძლები და სხვა საყოფაცხოვრებო მოწყობილობანი· ზოგიერთი მათგანი დღემდეა შემორჩენილი. 


სოფელი მუჟალი მდებარეობს უღვირის გადასასვლელის მახლობლად, ქვემო სვანეთიდან (ლენტეხიდან) მიმავალ გზაზე, მესტიიდან დაახლოებით 10კმ მანძილზე და ამიტომ ამ კუთხის სტუმრები მუდმივად სარგებლობდნენ გიორგი მარგიანის სტუმართმოყვარეობით. თითოეული სტუმარი თავს ვალდებულად თვლიდა სახლის კედელზე დაეტოვებინა თავისი ავტოგრაფი თარიღის 

გვ37

აღნიშვნით. სახლის მეორე სართულის კედელზე ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი უცხოელების და ჩვენი თანამემამულეების ავ- ტოგრაფები, კერძოდ: ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილის, შალვა ამირანაშვილის, ლევან გოთუას, მთამსვლელი ჯაფარიძეების, უც- ხოელი მთამსვლელების – კოკინის, ფრეშფილდის, დეშის, პლატცის და სხვა მრავალთა. 



უცხოელთა სტუმრობას გიორგი მარგიანის ოჯახში აღწერს გურია-·სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი თავისი მოგზაურობის ანგარიშში, რომელიც „კავკასიაში მართლმაღიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების საბჭოში“ ყოფილა წარდგენილი 1983 

გვ38

წელს (39). „ამ მღვდელთან აღმოჩნდა ორი უცხოელი, რომლებიც სამეცნიერო მიზნით მოგ ზაურობდნენ სვანეთში, ლონდონის გეოგ- რაფიული საზოგადოების მდივანი მისტერ დუგლას ფრეშფილდი, სწორედ ის, ვინც 1868 წელს პირველად ავიდა იალბუზისა და ჟაზბეგის მწვერვალებზე და ბატონი დეში, ვენის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი. პირველი მათგანი შეისწავლიდა კავკასიონის მყინვარებს და მთავარი ქედის მწვერვალთა სიმაღლეებს, მეორე ფირზე იღებდა ხედებს ამ მყინვარიდან.“ საინტერესოა 1904 წლის 2 დეკემბერს გაზეთში ,,ვერია“ ეგნატე გაბლიანის მიერ გამოქვეყნებული წერილი (41), სადაც იგი აღწერს გიორგი მარგიანთან სტუმრობას: ,,ამ ზაფხულს გვესტუმრა ერთი უცხო ქვეყნის მოგზაური, ტომით იტალიელი, ძალიან მოიწონა აქაური ჰაერი და ბუნება, შეადარა შვეიცარიას და ამბობდა ფინც სვანეთში არ ყოფილა, ის კავკასიაში ნამყოფად არ ჩაითვლებაო · შემდეგ ეგნატე გაბლიანი წერს, რომ „ჩვენებურმა წესწყობილებამ და ხალხის მდგომარეობამ კი მეტისმეტად შეაწუხა, დააღონა და ჩაუშხამა სიამოვნება. როცა იტალიელმა უკან დაბრუნება ისურვა, მოინდომა მაღალი კლდეების უფრო ახლოს ნახვა. გავუდექით გზას. საღამოს მივაღწიეთ მამა გიორგი მარგიანის სახლამდე. ამ წმინდა აბრამივით სტუმრის მოყვარემ ჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწია და ბევრი რამ საინტერესო გვიამბო სვანეთისა. გიორგი მარგიანი, მღ. პ. კარბელაშვილის თანახ- მად, ერთი უპირველესი მამულიშვილია, მეტისმეტად სტუმართ- მოყვარე, ღარიბების შემბრალებელი და ყველაზე უხნესი ს. მულახში. სვანეთში რომ უწინ ”პაპები” იყვნენ, ეს გიორგი მარგიანი იმათ რიცხვში ითვლებოდა. 1857 წელს ჩავიდა ქუთაისში, სადაც ეგ ზარხოსმა მონათლა და მიაბარა გაბ. ეპისკოპოზს. 1865 წელს გაბ. ეპისკოპოზმა მღვდლათ აკურთხა. შემდეგ ისევ თავის ქვეყანას მიუბრუნდა და შეუდგა ქრისტიანობის გავრცელებას. ამ შრომისმოყვარე მოძღვარმა გაუზარდა ოთხი შვილი საშუალო სასწავლებელში სამშობლოს დიდის შრომითა და გაჭირვებით. 

გვ39

ისინიც დღეს თავის ყრუ მხარეს ემსახურებიან. ერთის სიტყვით, მარგიანი განთქმულია მთელს სვანეთში. მღვ. მარგიანის, როგორც გარეგანმა შეხედულებამ, აგრედვე ენერგიულმა ლაპარაკმას და ოჯახობის წესწყობილებამ დიდად იმოქმედა იტალიელზედ.“ გიორგი მარგიანი პროგრესულად მოაზროვნე მოძღვარი იყო. ამაზე მეტყველებს მისი პუბლიკაცია გაზეთში ,დროება“ (40). წერილი ეხება პრისტავ მარჯანოვის ინიციატივას სვანეთში ზოგიერთი მავნე ზნე-ჩვეულების მოშლის თაობაზე. ამ ინიციატივას სიხარულით შეხვდა გიორგი მარგიანი: „ამ შემთხვევით მოიშალა პრისტავი მარჯანოვისაგან სამი კარგი სამძიმო საქმე: პირველი – ნაჭვლაში (ნაჭვლაში არის საქმროსაგან მიცემული სასძლოს მშობლებთდამი საქონლით ორას ანუ სამას მანეთამდე და როდესაც ქალი შეიქნება გასათხოვარი, მაშინ ან აღარ მიყვებს საქმროს და ან თუ წაჰყვა, უნდა გამოექ- ცეს ქმარს რამოდენიმე ხნის შემდეგ, მერმე ქმარი დაიწყებს საჩივარს ნაჯვლაშის დაბრუნების თაობაზე, ასე რომ ამ ნაჭვლა- შის დაბრუნებაზე ბევრი უბედურება ხდება სვანეთში – კაცის კვლა და ჩეხვა). მეორე ცუდი ჩვეულება სვანებისა მასში მდგომარეობდა, რომ პატარებს აკვანშივე ანიშვნინებდნენ და როგორც წამოიზრდებოდნენ, ხშირად შეიძლებოდა ან ქალი გამოსულიყო მახინჯი და ან კაცი; ამისთვის, რაკი ერთ-ერთი მხარე განდრკებოდა და არ შეირთავდა, დაერეოდნენ და უნდა ამოეწყვიტათ ერთმანეთი, – მეტადრე ვაჟის მხრით მშობელი უფრო იყო დაჩაგრული ამ  საქმეში, რადგან დანიშვნისთანავე ვაჟის მხარეს უნდა მიეცა ნიშნად ერთი ან ორი ხარი; შეიქმნებოდა საჩივარი და ვაჟის მხრის მშობელი სულ სარგებლით წაიყვანდა საქონელს. შესამე ჩვეულება მოისპო კიდევ მთელს სვანეთში, სადაც ამისთანს ლღარიბი ხალხია და მასთან ზარმაციც, ყოველ კვირაში დადებული უქმად პარასკევი და შაბათი. ამ დღეებში ყველამ უნდა იმუშაოს უსათუოდ.“ 

გვ40

შემდეგ გიორგი მარგიანი აღწერს იმ საჯარიმო სანქციებს, რომლებიც უნდა დაეკისროთ ამ „პრიგოვორების“ დამრღვევთ. „უნდა მოგახსენოთ, რომ ეს სრული სამადლობელი საქმე მოხდა ჩვენ სვანეთში ბ. მარჯანოვის განკარგულებით, ღმერთსა ვთხოვ დასცალებოდეს ამას ამგვარი საქმეების კეთილად წაყვანა და ჩვენც მოგვეცეს მით საღავათი“ – დასძენს მამა გიორგი. 1937 წელს პარიზში გამოცემულ წიგნში „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“ (42) ექვთიმე თაყაიშვილი სამჯერ მოიხსენიებს მამა გიორგი მარგიანს. აღწერს რა სოფელ ჩვაბიანის მთავარანგელოზის მიქაელის ეკლესიაში ნანახ ხის შანდალ-კანდელს, იგი ბოლოში დასძენს: „ასი წლის მღვდელმა წინეთ პაპად ნამყოფმა, გადმომცა, რომ ნათლისღების დღეს ეს კანდელები იორდანეზე მიაქვთ და უამისოდ შეუძლებელია წყლის კურთხევა.“ 250-ე გვერდზე ექვთ. თაყაიშვილი კვლავ ახსენებს მამა გი- ორგის: „ჟაბეშში ჩვენს დროს მღვდლად იყო ღრმა მოხუცებული, მაგრამ კვლავ მხნე მოძღვარი გიორგი მარგიანი, რომელიც წინეთ, როგორც მოვიხსენიეთ, პაპი ყოფილა.“ 262-ე გვერდზე ვკითხულობთ: „სოფელ ჭოლაშში პატარა ჩვეულებრივი ეკლესია არის წმინდა ბარბარესი. მასში საყურადღებო არაფერი არის. სოფელში ჩვენ დავესწარით დიდ დღესასწაულს 195 აგვისტოს. ეს დღესასწაული მიცვალებულთა დღესასწაულია, მათი მოგონების და პატივისცემისათვის არის დანიშნული. ოჯახი ამზადებს საუკეთესო საჯშელებს, გამოაქვთ სასაფლაოზე, დააწყობენ სუფრაზე ან თვით განსვენებულის საფლავზე, ან მის ახლოს. ყველა სუფრა პაპმა (ანუ ეხლა მღვდელმა) უნდა აკურთხოს. სახლში ამ დღეს არავინ რჩება, ყველა სასაფლაოზეა გამოსული და ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილნი თავიანთ მკვდრების "

ივ. მარგიანის წერილიდან (28) ირკვევა, რომ ამ დროს მამა გიორგი მხოლოდ 74 წლისა იყო.

გვ41

სასაფლაოებთან. ვერასოდეს ვერ ნახავთ ისე ერთად შეყრილს მთელს მოსახლეობას, ამიტომ ეს სცენები საჭმელების კურთხევისა და სვანთა ნაირ-ნაირ ჯგუფებისა თავიანთი მარაგით გადმოვიღეთ სხვა ფირფიტაზე. სუფრას აკურთხებდა უხუცესი მღვდელი მარგიანი, რომელიც წინეთ პაპი ყოფილა“ (იხ. ფოტო გვ. 28). საინტერესო ცნობას იძლევა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (39): ,ეკლესიის მონახულების შემდეგ ადგილობრივ მღვდელ მამა მარგიანთან მოგვიწია ღამის გათევა, თავისუფალი სვანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანთან. ამ მხარეში მართლმადიდებლობის აღდგენამდე, ის მიეკუთვნებოდა პაპებს“, ანუ თვითმარქვიას ღვთისმსახურებს, რომელთა მეშვეობითაც ქრისტიანობა, მართალია დამახინჯებული სახით, მაგრამ მაინც შენარჩუნდა სვანეთში. დღეს ის არის მის მამულში ერთ-ერთი საუკეთესო მღვდელი. მუჟალის ეკლესიისათვის, რომლის კურთხევაც იყო მეორე დღეს, სამშენებლო მასალა მისი მეცადინეობით იქნა შემოწირული მრევლის მიერ. მან სამასწავლებლო სემინარიაში აღზარდა ვაჟი, რომელმაც წერა-კითხვა მრავალ სვან ბავშვს ასწავლა. ისინი დავლოცე, ვაჩუქე ჯვრები და სასწავლო ნივთების საყიდლად საჭირო თანხაც გადავეცი. როცა მომიწევს შპაპებისა” და სვანეთში სამისიონერო სამსახურის შემოღებამდე ქრისტიანობის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებით საუბარი, შამა მარგიანის მიერ მოცემული განმარტებანი იქნება ჩემთვის თუ არა ერთადერთი, ყოველ შემთხვევაში, საუკეთესო მონაცემები მაინც. მე ვსთხოვე მას ამ საკითხისადმი ინტერესის გამო, რომ თავისუფალ დროს, აესახა თავისი მოგონებანი ქაღალდზე...“ როგორც ირკვევა, ეს მისია მამა გიორგიმ თავის შვილს მამა იოანე მარგიანს გადაულოცა, რომელმაც უნიკალური მასალა დაგვიტოვა ,,პაპების“ მოღვაწეობისა და სვანეთში ქრისტიანული რელიგიის შენარჩუნებაში მათი დამსახურების შესახებ (15, 28).

გვ42 

გიორგი მარგიანის, როგორც სვანეთის წარსულის საუკეთესო ვცოღნის შესახებ ეგნატე გაბლიანი ვრცლად საუბრობს 1927 წელს გამოცემულ წიგნში „თავისუფალი სვანეთი“ (46): „მახვშის არჩევნებისა და საზოგადოდ სვანეთის ჩვეულებითი უფლებების და ადათ-წესების აღწერის დროს მე ვსარგებლობ უმთავრესად იმ მოხუც გიორგი მარგიანის ნაამბობით, რომელიც 25 წლის განმავლობაში იყო ყოველივე ამის უშუალო მოწმე და თვალყურის მდევნებელი. ეს ის გიორგი მარგიანია, რომელიც თავისი წარსულით და მოღვაწეობით კეთილი მოგონების ღირსია და რომლის მამა, მურზა 1847 წელს ს. მესტიაში ვერაგულად იქნა მოკლული ჯაფარიძეების მიერ, მაშინ, როცა ის მიყვებოდა თავის სტუმრებს, საქართველოდან გაგარინის მკვლელ მურზაყან დადეშქელიანთან გაგზავნილ ორ მღვდელს. ჯაფარიძეებმა განიზრახეს მათი დაპატიმრება, მურზა მათ შეება, მოუვიდათ ჩხუბი, რომლის დროსაც მან მოკლა ერთი ჯაფარიძე, რამდენიმე სასიკვდილოდ დასჭრა, სტუმრები თუმცაღა სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ თვითონ კი ტრაგიკულად გამოეთხოვა წუთისოფელს. აი, ამ ჯაფარიძეების მიერ შევიწროვებული გიორგი თოფით ხელში ციხეში იმყოფებოდა, მაშინ როცა 1847 წ. კოლუბიაკინის მოგზაურობის შემდეგ სვანეთს განაგებდა პირველი ბოქაული ალექსანდრე მიქელაძე... ამ მიქელაძემ· " 20 წლის ყრმა გიორგი წაიყვანა ქ. ქუთაისში, მიაბარას იქ გელათის მონასტრის ერთ-ერთ ბერს წერა-კითხვის და მღვდელ-მოქმედების შესასწავლად... ქუთაისიდან ქართული წერა-კითხვის კარგი მცოდნე, მღვდლად ნაკურთხი, ის ბრუნდება თავის ქვეყანაში, სადაც მთელი სვანეთის ”

გაგარინი აქ ნახსენები უნდა იყოს დადეშქელიანის პიროვნების პოპულარობის ხაზგასასმელად, რადგან ამ დროს იგი ცოცხალი იყო. “

ივანე მარგიანი ამ მომენტს უკავშირებს სვანეთის ეკლესიათა კეთილმოწესეს, მღვდელ ქუთათელაძეს

გვ43

დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს, ხალხი მას არქმევს “ხოშა ბაპს” დიდ მღვდელს. სამართლიანობა მოითხოვს აღვ- ნიშნოთ, რომ ეს იყო სვანეთის წარსულის საუკეთესო მცოდნე და ჩემი შრომის დაწერის დროს შე ვსარგებლობ უმთავრესაღ მისი ცნობებითა და ნაამბობით და ამიტომ, ვგონებ, ეს ცნობები სავსებით.  სარწმუნო უნდა იყოს“ – წერს ეგნატე გაბლიანი (გვ. 81-82). 



პირველ რიგში: რევაზ მარგიანი, შალვა გვარლიანი, ლადო მარგიანი, თინა გვარლიანი;
მეორე რიგში: დოდო გვარლიანი, -?, ნიკოლოზ, ეთერ, გივი მარგიანები, ნოდარ კალანდაძე, ჩიჩი ჩიქოვანი-მარგიანისა;
მესამე რიგში: ნინუცა გვიშიანი-გვარლიანისა, -?, აკაკი, ივანე მარგიანები, ვარვარა ბერიძე, ნინო დევდარიანი-მარგიანისა, თამარ მარგიანი;
მეოთხე რიგში: ელენიჩკა მახარობლიძე, პოპო, შოთა მარგიანები, კოჭო მახარობლიძე, ზურაბ გვარლიანი, მანია ბარლიანი (ზურაბის
ძიძა),
ცუცა ფრუიძე-მარგიანისა, დიმიტრი მახვილაძე.

გვ44


გვ45
ივანე მარგიანის სასულიერო მოღვაწეობა ივანე მარგიანის ბიოგრაფიულ ცნობებში უკვე აღინიშნა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 1898-99 წლებში, იგი მღვდლად აკურთხეს და ქვემო სვანეთში, სოფელ ჩოლურში განამწესეს. იმავდროულად მას ამავე სოფლის სამრევლო სკოლის მასწავლებლობა შეუთავსეს. უკვე 1902 წელს ივ. მარგიანი ლაშხეთის (ქვემო სვანეთის) „ბლაღოჩინია“ კეთილმოწესე). ბლაღოჩინად დანიშვნას ემთხვევა მისი სოფ. ჟახუნდერში, წმინდა გიორგის ეკლესიაში გადასვლა. „აქ წმ. გიორგის საყდრის ვრცელ ეზოში ახალგაზრდა ბლაღოჩინი მამა იოანე მარგიანი სცხოვრობს“ – წერს მღ. პ. კარბელაშვილი (43) ივანე მარგიანს, სრულიად ახალგაზრდა კაცს ამ მოკლე ხანში იმდენად ღირსეული სახელი მოუხვეჭია, რომ მღ. პ. კარბელაშვილი სვანეთში მოგზაურობის დღიურებში აღ- ფრთოვანებით წერს: „ამ მივარდნილ ქვეყანაში (იგულისხმება ლეჩხუმ-სვანეთი) პატიოსანნი ბლაღოჩინნი გერსამია, მარგიანი და ნიჟარაძე წარმომადგენელნი არიან იმ სანეტარო კაცთა, რომელთაც მაცხოვარმა რჩეული მცირედთა გუნდი უწოდა“ (44). მამა იოანე მარგიანის ლაშხეთში მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა საეკლესიო სამრევლო სკოლისთვის ახალი დიდი შენობის აშენება სოფლის საზოგადოების ხარჯზე (43), რაც შეუძლებელია მომხდარიყო ადგილობრივი კეთილმოწესის ივანე მარგიანის უშუალო მონაწილეობის გარეშე. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 1906 წელს ივანე მარგიანი ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის 

გვ46

ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს და იმავდროულად დაინიშნა ცაგერის ოლქის მთავარხუცესად (37). იმავე 1906 წელს ლაშხეთის საბლაღოჩინო ოლქი თავისი ნებით შეუერთდა ცაგერისას (45) და 1912 წლამდე ივანე მარგიანი ცაგერის და ლაშხეთის 


გაერთიანებული საბლაღოჩინოს კეთილმოწესის მოვალეობას ასრულებდა. 1912 წელს მან თავისივე სურვილით მოიხსნა ლაშხეთის ბლაღოჩინის უფლებამოსილება, რაც ჩვენი აზრით გამოწვე- 

გვ47

ული იყო მისი ოჯახური პირობებით (ამ დროს მას უკვე ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა) და ცაგერის სკოლაში პედაგოგი- ური საქმიანობით. ლაშხეთში მისი ათწლიანი მოღვაწეობის პერიორდში ოთხი ახალი ეკლესია აშენდა და ცხრა ეკლესია განახლდა. იმავე ათ წელიწადში ივანე მარგიანის თაოსნობით ცაგერის 

ტაძარს გაუკეთდა მშვენიერი ეზო და გალავანი, ხოლო 1910 წელს ეკლესიაში დაიდგა ახალი კანკელი, რომელიც იმავე წელს მოიხატა (37). იმავე წყაროს მიხედვით 1912 წელს აქ აშენდა რკინის ახალი საუკეთესო სამრეკლო. მამა იოანეს ინტენსიური საეკლესიო აღმშენებლობითი საქმიანობა უფრო შთამბეჭდავი გახდება, თუ გავითვალისწინებთ სვანეთის მკაცრ კლიმატურ პირობებს და 1905-1906 წლების ლეჩხუმ-სვანეთში არსებულ მძაფრი სამოქა- ლაქო დაპირისპირების ატმოსფეროს აქ. მიმდინარე რევოლუციუ- 

გვ48

რი მოძრაობის გამო (43). 1912 წელს ცაგერის ეკლესიას დაუბრუნდა საკათედრო ტაძრის სტატუსი (1881 წელს წმ. სინოდის ბრძანებით გაუქმებულა ცაგერის უძველესი მამათა მონასტერი და ჩამორთმევია საკათედრო ტაძრის სტატუსი). 1917 წელს მამა იოანეს მიენიჭა დეკანოზის წოდება. იგი აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლისა და 1920 წლის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კრებებში, როგორც ცაგერის ოლქის მთავარხუცესი. 1912 წელს ივანე მარგიანის მიერ ლაშხეთის ოლქის ბლაღოჩინის უფლებამოსილების მოხსნასთან დაკავშირებით, მას ღია წერილით მიმართავს ლაშხეთის ჩვიდმეტი სასულიერო პირი (47). მიმაჩნია, რომ ამ ღია წერილის გაცნობის გარეშე ივანე მარგიანის პიროვნული პორტრეტი სრული არ იქნებოდა: „თქვენო მაღალკურთხევავ, მამაო ბლაღოჩინო იოანე! განმავლობს ათი წელიწადი, რაც თქვენა ბრძანდებით ჩვენი ოლქის ბლაღოჩინათ, დღეს თქვენის ნებითვე თავს ანებებთ ამ თანამდებობას, ამის გამო ზნეობრივად ვალდებულნი ვართ მოგახსენოთ ჩვენი გულ-ნადები სიტყვა: თქვენი გამოცდილება, მხნეობა, თავგამოდებული ზრუნვა ეკლესიისა და სამღვდელოების სასარგებლოდ პირველვე თავს მდები იყო იმისი, რომ თქვენ შეეფერებოდით ამ თანამდებობას. გულწრფელობა, გულახდილობა და ხასიათის სიმაგრე პირველად თუმცაღა სამღვდელოებამ და ხალხმა ავგულობით ჩამოგართვათ, მაგრამ საქმემ დაგვარწმუნა სულ წინააღმდეგ ში. დავრწმუნდით, რომ გულჩახვეული კაცი საშიშია, ვინემ გულახდილი. ამის გამო სამღვდელოებაც და ხალხიც თან- დათან შეეჩვია თქვენს ხასიათს და ჩვენს შორის სიყვარული დამყარდა. რა იქნებოდა, რომ სამღვღელოებას გაგვჭირვებოღა და თქვენ არ დახმარებოღით, თუკი ვინმე გთხოვდათ დახმარებას. თქვენ მიერ ხალხში მოხვეჭილი გავლენა და ნდობა დიდი იმედი იყო ჩვენთვის. თქვენი დაუღალავი შრომა და ენერგია იყო იმის მიზეზი, რომ ამ ათი წლის განმავლობაში ამ მცირე თორმეტ კრებულიანს ოლქში ოთხი ქვის ეკლესი აშენდა და ცხრა ეკლე- 

გვ49

ხია განახლდა- შეკეთდა. ყოველივე ეს გვავალებს ამ მცირე ბარათით მადლობა შემოგწიროთ იმ მწყემსობა– წინამძღვრობისათვის რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში გაგვიწიეთ უანგაროთ. ჩვენი თქვენდამი სიყვარული დაუვიწყარი იქნება დიდხანს. დავშთებით თქვენი მადრიელნი: 1. მღვდელი არსენი ონიანი, 2. მედავითნე ტარასი დაშნიანი, 3. _ მღვდელი ანთიმოზ ნემსაძე, 4. მღვდელი დოროთე ასათიანი, 24. მღვღელი სოლომონ ჯანხოთელი, 6. მღვღელი ნესტორ გაბლიანი, 7. მღვდელი პორფირი ჩხეტიანი, 8. მღვდელი ევგენი ონიანი, 9. მღვდელი ტარასი ფოფხაძე, 10. მედავითნე დავით პირველი, 11. მედავითნე ივანე ონიანი, 12. მედავითნე ივანე ონიანი, 13, მედავითნე  ერმალოზ ხაბულიანი, 14. მედავითნე ანდრია ხარძიანი, 15. მედავითნე მელიტონ გოსლიანი, 16. მღვდელი გიორგი ტვილდიანი, 17.  მღვდელი საბა ფრუიძე“.
ივანე მარგიანის მრწამსის შესახებ ნათლად მეტყველებს მისი წერილები, რომლებიც სასულიერო ცხოვრების სხვადასხვა მხარეს ეხება. ამ მხრივ ფრიად შთამბეჭდავია ივანე მარგიანის ნარკვევი „ბუნებითი სვანი იღუმენი მამა თეოფანე“ (9). ვშიშობთ, რომ მისი შინაარსის მოკლედ გადმოცემისას შესაძლოა დაიკარგოს ის არსებითი, რითაც იპყრობს იგი მკითხველს და ამიტომ  მოგვყავს ნარკვევის სრული ტექსტი: „სოფელ იფარში ( ზემო სვანეთშია) რომ შეხვალთ, ჩრდილო დასავლეთისაკენ ფერდობზედ დაინახავთ, თითქო არწივის ბუდეა მიკოსებულიო, ახალ სავანეს ფეხს“ აქ. მიგიყვანთ თქვენ საცალფეხო გზა, რომლით სიარული ხანდისხან საძნელოც არის შვავისა გამო (მთა წყდება). თქვენ შორიდანვე დაინახავთ მაღალ გუმბათიან ეკლესიას, თეთრად შეღებილს, რომელიც ჯერ კიდევ  ვერ არის დამთავრებული თუმცა ის ახალს არქიტექტურულის გემოზედ არ არის აშენებული, მაგრამ მისს ამშენებელ არქიტექტორისაგან ისიც გაგიკვირდებათ და დიდათ მიიჩნევთ. ამ უმთავ

გვ50

რეს ეკლესიას აქვს მოდგმული პატარა ეკლესია, რომელიც მორწმუნე და ღვთისნიერ კაცზედ დიდს შთაბეჯდილებას ახდენს თავისი სიწმინდით, უბრალო მოწყობილობით და სიღარიბით. ამ ე კლესიას მოდგმული აქვს რამოდენიმე სენაკი ზოგი პაწია, ზოგიც ზომიერი. აქაც ის სიღარიბე, მაგრამ სისუფთავე და უბრალო მოწყობილობა! აქვე ნახავთ აბანოს, სხვადასხვა გვარს ხეხილებს, მშვენივრად მოვლილს ბოსტანს და სხვას. შესვლისთანავე თქვენ გაიგონებთ ზეცის მუშის საღირს, პატიოსან მუშაკ-ფუტკრის ზუზუნს... ის, თითქო უხარიან თქვენი მოსვლაო, გარს გევლებათ, ხან წინ მოგივლისთ, ხან უკან, გეალერსებათ და თან თითქო თქვენი ცნობაცა ჰსურს: წმინდა გულით მოდიხარ სავანეში, თუ არაო? ცოტას გაივლით ამ მუშაკების სადგომს-ბინას, დაინახავთ – რგვალ ხის ბუკებს. ზოგს კი ბინა შენობის კედლებში აქვსთ გაკეთებული... აქვე ახლოს მოჩანჩქარებს ანკარა წყარო. აქა-იქ გაჭიმულან სათიბები და ყანები, სადაც ითესება პური, ქერი, შვრია, ფეტვი, ცერცვი, ოსპი და სხვა. ამას გარშემო შემორტყმია ტყე-მუხნარი. ყველგან ბუნების სილამაზე, სიმშვენიერე და დიდება!.. ეხლა შევიდეთ ერთს საშუალო ოთახში და რას დავინახვთ? ერთს კუთხეში ხის ფიცრებზედ ლოგინია გაკეთებული; ლოგინს აღმოსავლეთით უდგია ოთხ კუთხიანი მაგიდა. იქვეა ორიოდე უბრალო სკამი. მაგიდაზედ აწყვია საეკლესიო წიგნები, რამოდენიმე წიგნაკები წმინდანების ცხოვრებიდგან, რამოდენიმე ნომერი ჟურნალ „,მწყემსი“-სა, მიბაძვა ქრისტესი, ხელთნაწერები და სხვა. ჩრდილოეთით ჰედელს ბუხარი აქვს; ბუხარს აღმოსავლეთით უდ- გია პატარა კიდობანი – ფქვილის ჭურჭელი და ზედ გობი. აგერ ბუხარზედ მიყუდებულია კეცები (პურის გამოსაცხობად), მის ახლო აგდია ხის მაშა.. ლოგინის ჩრდილოეთ მხარეს გაკეთებულია პაწია შკაფი და შიგ აწყვია სხვადასხვა ჭჯურჭელი. იქვე ჰკიღია ხის კანის ”ბოყვით” ლობიო, მის გვერდით მარილი და სხვა საკმაზავი მასალები. ფანჯრიდგან შემოყვანილია სიმა და კედელზედაა მიბმული ზარის დასარეკად, რომელიც გარედ აივანზედა 

გვ51

ჰკიდია. აგერ ლოგინის ერთს ნაპირას აწყვია დართული მატყლის ძაფები, იქვე საქსოვი სავარცხალი და ყოველგვარი მოწყობილობა, რაც კი რამ საჭიროა ქსოვისათვის და რაც სვანეთში ხმარებაშია. მკითხველს ეჭვი შეეპარება და იფიქრებს, ალბათ ეს ოთახი დედაკაცის ბინაა, თორემ საქსოვ იარაღებს აქ. რა უნდაო? არა... ლოგინზედ თქვენ დაინახავთ მწოლარეს თმა-ჭაღარას და ლმობიერი სახის ადამიანს. ის ეს ორი წელია სენმა შეიპყრო და  ფეხები დაუკავა -დაუხუთა. მიუხედავათ ამისა მას წინანდელი ენერგია-მოძრაობა არ დაუკარგავს... არცა ჰყავს მომვლელი, არცა პატრონი! თვითონ აცხობს, იკეთებს საჭმელს, თვითონ რთავს, ქსოვს, თვითონ რეცხავს ჯურჭლებს და სხვა. ლოგინთან უდგია მისგანვე გაკეთებული ბორბლებიანის „კამი, რომლის შემწეობითაც მიდი-მოდის ოთახში და ოთახიდგან ოთახში (უიმისოდ ვერ დადის). ვინ არის ეს ბუნებისაგან დასჯილი? იკითხავს პატივცემული მკითხველი. ეს არის ბუნებითი სვანი იღუმენი მამა თეოფანე, რომელსაც შეიძლება იცნობდეთ (ერისკაცობაში თაისავ კორძაია – თ. ლ.). აი ამ გამრჯელის, დაუძინებელი მუშა ბერის ხელს ეკუთვნის ყველა ის, რაც ზემოდ აღვწერეთ. ბევრი იშრომა ამ პატივცემულმა სულიერმა მამამ, ააგო სავანე, რომელსაც მიასაკუთრა მისგან შეძენილი აუარებელი ადგილები, ბევრ ღატაკსა და დავრდომილებს აძლევდა ლუკმას, სცემდა ნუგეშს და ეხლა, როდესაც მას მოძრაობა აღარ შეუძლია, ვიშეორებ, ახლაც. არ უძლებს გული, რომ საწყალს არ შეეწიოს... რთავს, ქსოვს და იმითი ჰმოსავს გაჭირვებულებს! აი სად არის ნამდვილი სიყვარული! აი სად სუფევს ქრისტეს მადლი! აი ჩვენი მაცხოვრის მიმდევარი.. დიდ არს ღმერთი შვილო – შეუბნებოდა ის საუბრის დროს ღიმილით; მე დამსაჯა ღმერთმა ამ სოფლად და მომეგო რიგისამებრ მე დავისაჯე, რათა ვადიდო ღმერთი მიუწვდომელი! დიდება მის სახიერებასა!.. ის ამ სიტყვებით არც სამდურავს აცხადებს ღმერთზედ და არც სასოწარკვეთილებაში შედის. არამედ მადლობასა სწირავს ღმერთს და იმედოვნებს რაღაცაზედ...“. 

გვ52

ივანე მარგიანი იმდენაღ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადოების სულიერი ფორმირები·სათვის იღუმენის ცხოვრების მაგალითს, რომ მას მღვდ. პ. კარბელაშვილის ექსპედიცია, რომელსაც სულ ორი კვირის განმავლობაში უნდა მოევლო ლეჩხუმ- სვანეთის ეკლესიები მათი მოხატულობის, ზარების, ზატების, სხვა სიძველეთა და კულტურის შესასწავლად, მამა თეოფანეს სავანეშიც აუყვანია. ექსპედიციაში მონაწილეობღნენ პროფესორი ა. ხახანაშვილი, კომპოზიტორი ზ. ფალიაშვილი, ფარმაციის მაგისტრი ს. ტყეშელაშვილი და მოსკოველი ბოტანიკოსი ვინმე სტეპან ანტონიჩი. პ. კარბელაშვილი აღფრთოვანებას ვერ მალავს მამა თეოფანეს პიროვნებით შთაგონებული: „დიდად პატივცემულია მამა თეოფანე მთელ სვანეთში. ამოდენა ღვაწლი და ამაგი გაუწევია ამისთანა უალაგო ადგილას თავის მოძმეთა სიკეთის გული- სათვის, რომ ოდესმე აქ დაწესებულიყო მონასტერი და იქ მცხოვრებ ბერ-მონაზვნებს აღედგინათ მამა-პაპური სარწმუნოებრივი მხურვალე გრძნობა, გამართულიყო ყრმათა სასწავლებელი და ძველებურად აყვავებულიყო სწავლა განათლება... ცრემლით გამოვეთხოვეთ ამისთანა ღირსეულ შვილს და ჩავეკიდნეთ დასავლეთისკენ ჩამავალ სახიფათო ვიწრო თავდაღმართსა“ – წერს პ. კარბელაშვილი (48). საყურადღებოა ივანე მარგიანის ქადაგება (25), რომლის შე- მოკლებული ვარიანტი 2006 წელს გამოქვეყნდა. ლ. ტოგონიძის და გ. მაჩურიშვილის მიერ (37): „გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი.· კაცისკვლანი, მრუშებანი, სიშვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი“ (მაითე 15, 19).
„»გული საღრმთო წერილის სიტყვით, არის საუნჯე კეთილთა, გინა ბოროტთა განზრახვათა, გრძნობათა, სიტყვათა და საქმეთა. გულში აღორძინდებიან სხვადასხვა გვარნი სურვილნი და განზრახვანი,· მასში ჩაისახება და დაიბადება ადამიანის გაბედულობა ამა თუ იმ საქციელზედ, ამა თუ იმ დანაშაულობაზედ იმაში არის კვარცხლბეკი ნებისა და მისთა სურვილთა. ამიტომაც ადვი- 

გვ53

ლი გასაგებია, თუ საღმრთო წერილი რათ ეძახის გულს საუნჯეს და ამბობს:  კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღოს კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღოს ბოროტი” (ლუკა 6, 45). როდესაც მაცხოვარი ჩვენი ამბობს: “გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი, კაცის-კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი” (მათე 15, 19), აქ ის პირველს ალაგას აყენებს ბოროტთა განზრახვათა, მათ შემდეგ კი ბოროტთა საქმეთა. ეს ადვილი გასაგებიც არის, რადგან ჩვენნი შინაგანნი განზრახვანი უფრო საშიშნი არიან, ვიდრე აშკარანი ცოდვანი – დანაშაულობანი. მართლადაც, ჩვენნი შინაგანნი გულის სიტყვანი მოქმედებენ თავისუფლად: გულიდგან გადადიან კაცის გონებასა და ნებაზედ; იმათი მოქმედება ხდება სხვისაგან შეუმჩნევლად. ამ შემთხვევაში ჩვენ ხშირათ ვფიქრობთ და ვამბობთ, რომ ეგ გულის თქმათა უბრალო თამაშია და გართობაო, მაგრამ ძლიერ ვსცდებით: ეს არის უუსაშინლესი თამაშობა. ის ზრდის ვნებათა და ავარჯიშებს გულის თქმათა, უადვილებს მათ გამარჯვებასა და უკაფავს გზას დიდ დანაშაულობათა ჩასადენად, რომლების სისრულეში მოყვანას ხანდისხან წინ გადაელობებიან და ხელს შეუშლიან გარეშე გარემოებანი. რამდენად გამრავლდებოდნენ ბოროტებანი და დანაშაულობანი ქვეყანაზედ, რომ ჩვენს გულის ლტოლვილებათა შესრულებას ხელს არ უშლიდეს სხვადასხვა გარეგანი შემთხვევა! მაშინ კაცის კვლა ისეთივე ხშირი იქნება, როგორც ხშირია შური და სხვა გულის ამღვძვრელნი თვისებანი... მაშასადამე საჭიროა ზნეობრივი სიფაქიზე მივიღოთ და ამისთვის კი უპირველეს ყოვლისა უნდა განვიწმინდოთ გული, რაიც შეიძლება მხოლოდ ზნეობრივი თვითაღზრდით, თვითცნობიერებით, საქმიანობით... ქრისტიანულ თვითაღზრდის უმთავრეს იარაღად უნდა ჩაითვალოს ლოცვა, რომელიც აერთებს კაცს ღმერთთან, აღამაღლებს 

გვ54

მისს სულსა და გონებას, განსწმენდს – განასპეტაკებს მას ყოველივე ცუდისაგან და ანიჭებს ძალას მას კეთილის სამოქმედოთ ლოცვასთან უნდა შეერთებულ იქნეს საღმრთო წერილის კითხვა, მეტადრე სახარებისა. მაგრამ, საუბედუროდ ჩვენდა, ეხლანდელს დროში ლოცვასა და საღმრთო წერილის კითხვას არავინ არ მისდევს; ამავე სენით არის შეპყრობილი ჩვენი სამღვდელოებაც, რომლის მეტი ნაწილი თავის მოვალეობასა ხედავს მხოლოდ მწუხრისა, ცისკრისა და წირვის „ოფიციალურად“ შესრულებაში. ძვირათ თუ შეხვდებით მღვდლის ოჯახში ბიბლიასა და კერძოდ სახარებასა და თუ შეხვდებით, კუნჭულში მიგდებულს, მტვერისაგან შეჭმულს. რის შედეგია სამღვდელოთა შორის შურიანობა, მოქალაქეობ– რივი გაბედულობის უქონლობა, ბეზღობა, უსახელო წერილების წერა და არა საკადრისნი ქცევანი და გულის სიტყვანი ბოროტნი, თუ არა ზნეობრივად თვით აღზრდის უქონლობისა და მისგან წარმომდგარ დაქვეითებისა?! ამიტომაც საცოდავია ის მღვდელი, გინა საეკლესიო მოსამსახურე, რომელიც ამა ქვეყნის სიყალბეს ოდნავათაც. ვერ დაშორების და სახარების ძალას მასზედ არავითარი ზედგავლენა არა ჰქონია!. საჭიროა ქრისტიანული საქმიანობა, ანუ ძებნა სასუფეველისა ღვთისა და სიმართლისა მისისა და დამყარება ამა “სასუფეველისა ღვთისა” ქვეყანაზედ, რადგან მაცხოვარი ბრძანებს: “სასუფეველი ღვთისა შორის თქვენსა არს? (შათე 17, 21). ხოლო ქვეყანაზედ სასუფევლის დამყარება იგივეა, რაც თავისთავის ზნეობრივად განსპეტაკება და სრულყოფა. მაგრამ “სასუფეველი ცათა? სახარების სიტყვით იიძულების (ძალით აიღებს), და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი, ესე იგი ღვთის სასუფეველი დამყარდების კაცთაგან, მხოლოდ არა ერთბაშად, არამედ თანდა-თანობით მადლიანის შრომით და ქვეყანაზედ სიკეთის მოფენით...

გვ55

ეს ყოველივე – კი უპირველესად ჩვენ, მოძღვართა, მოვალეობას შეადგენს... განვაღვიძოთ გულში სარწმუნოება, განვაც ხოველოთ სასოება, განვაღვიოთ გული ცეცხლითა სიყვარულისათა ღვთისადმი და მაშინ დამყარდება ჩვენ შორის სასუფეველი ღვთისა. ცხოვრება, მართალია, ბევრს დაბრკოლებას იძლევა ამის შესასრულებლად, მაგრამ ამისდა მიუხედავად ჩვენ მედგრად უნდა _ ვეძიებდეთ იმას, ურომლისოდაც ჩვენ სულიერად მკვდარნი ვართ, _ და რომლისგანაც მივიღეთ არა მარტო სწავლა, არამედ ცხოვრებაცა.. სახარება ამბობს: მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესოს მიერ იქმნა” (იოანე 17). ბლაღ. მღვდ. ი. მარგიანი.
P.S ზემორე წერებული მიიღონ ჩემვან ზოგიერთებმა ნაცვლათ იმ უსახელო წერილებისა, რომლებსაც ისინი აწვდიან მთავ- რობას ჩვენდა დასამცირებლად და თან მივუგებთ: და განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელს სდებდეს სახელსა უფლისასა” (ბ. ტიმ. 2).“
სვანეთის სასულიერო ცხოვრების პრობლემებისადმი მიძღვნილ სტატიაში „სვანეთის ჭირისუფალს, ბატ. ლეონადოს“ (26) ივანე მარგიანი ეხმაურება სოციალ-დემოკრატების გაზეთში „ფონი“ გამოქვეყნებულ ვინმე ლეონადოს წერილს, სადაც ეს უკანასკნელი, საუბრობს რა ,,ხალხის გათახსირებულ ზნეობაზე“, ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს სვანეთის სამღვდელოებას და მისი წარმომადგენლების განუვითარებლობას; მიაჩნია, რომ აქაური სამღვდელოება ხალხის შვილია და ბევრად არ განირჩევა ხალხისგანო. „სვანი“-ს ფსევდონიმით გამოქვეყნებული ივ. მარგიანის პასუხი ბატ. ლეონადოსადმი სრულად მოგვყავს ამ წერილის _ ილიასეული პოლემიკური სტილისა და სოციალ-დემოკრატების პრინციპებისადმი შეურიგებელი სულისკვეთების გამო. „ნეტარხსენებულ ესდეკების ორგან გაზ. “ფონში” წავაწყდით ბ. ლეონადოს წერილს ზემო სვანეთიდან, რომელშიდაც იგი დას- 

გვ56

ტირის სხვათა შორის ამ უკანასკნელ ხანებში სვანეთის ზნეობით გათახსირებას და ერთ-ერთ ამის მიზეზათ ასახელებს, ჩინოვნიკების და მებატონეების (რომელთაგან ერთი ლეონადოც გახლავთ) გკვლენას. მებატონეებმა და რუსის ჩინოვნიკებმა რომ ცუდი გავლენა იქონიეს ხალხის ზნეობაზე ეს ძველი ჭეშმარიტებაა და ამის წინააღმდეგ თქმა არაფრის შეგვიძლია. არც ის გვიკვირს, რომ ბ. ლეონადო, ყოფილი მებატონე და მაშასადამე, სვანეთის ზნეობრივ გათახსირებაში მონაწილე, თავს იმათრახებს, რადგან ამის მიზეზს თვითვე ლექსით ასე გადმოგვცემს:
მგელმან მგლის ტყავის დახევა
აროდეს გაიმეტოსა,
ვიდრე ცხოვრების მძაფრ სიომ
სხვა მხრიდამ არ დაბეროსა!..
(ეს ლექსი პირველად გვესმის, უთუოდ ლეონადოს ყაიდის უნდა იყოს!).
დიახ ,,დაბერა სიომ” და ლეონადომაც დახია მგლის ტყავი, რომელშიდაც იგი გახვეული იყო მოძრაობის წინა ხანებში, ე.ი. უღალატა თავის წოდებას, გახდა ესდეკი და დაიწყო ხალხის მისგანვე “გათახსირებულ ზნეობის” აღდგენა და გაფაქიზება, რა თქმა უნდა სხვა ესდეკებთან ერთად და რაში გამოიხატა ეს ზნეობის გაფაქიზება, ამის მოწმე ყველა ვართ, ვინც 1905 წლის შემდეგ არ დავბადებულვართ. გარდა სხვა სიკეთისა სილაჩრეც კი ასწავლეს სვანებს ნაცვლად შველი გულოვნობისა, რადგან პირველ შემთხვევაშივე ხოხბებივით მიიმალ–მოიმალენ ბუჩქებში. იმ ზომამდე ხალხის ზნეობა არასოდეს არ დაცემულა, როგორც ესდეკურ მოძრაობის შემდეგ, რასაც დღესაც გათვითცნობიერებას ეძახიან და ბ. ლეონადოც ამ აზრის უნდა იყოს. საინტერესოა ვიცოდეთ, დღეს რა გზას ადგია ბ. ლეონადო და რით აპირებს სვანების ძველი სი ქველის აღდგენას. “'ფონში” დაწერილი ერთი 

გვ57

სტატია, რა თქმა უნდა, ვერ უშველის საქმეს; თუ სვანეთში სოციალიზმის შეტანას ფიქრობს, რომელშიდაც, სიტყვაზე ვთქვათ, ბევრ ზნეობრივს ვერაფერს ვხედავთ, ძალიან გვიან მოუვა, აზე რომ თანამედროვე სვანეთი მაინც ვერ მოესწრება მის განხორციელებას; იქნებ ხალხის სწავლა-განათლებას ესწრაფვის, რომ მეტი სინათლე შეიტანოს სვანეთის ბნელ მთებში?! ერთი სიტყვით რა შემატა მას შემდეგ, რაც მგლის ტყავი დაუხევია? არაფერი და ვერაფერსაც ვერ შესძენს, რადგან ხალხზე ძალიან შორს დგას და არაფერი საერთო მასთან არ აქვს. ხალხის დახმარებას კიდევ არ ნიშნავს, რომ უზომო სურვილები აღუძრა მას და საშუალება კი არ მისცე ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად. ვის არ უნდა თავი მეფეთ და ცოლი დედოფლათ., როგორც იტყვის ქართული ანდაზა, ვის არ უნდა მილიონებში სცურავდეს, მაგრამ სად არის საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. სულ დიდი, რაც თქვენ და თქვენმა ამხანაგებმა მოუპოვეთ ხალხს, ბ. ლეონადო, ეს ტანტალის განსაცდელი გახლავსთ, აღუძარით სურვილი რაღაც მიუწთომელი განცხრომით ცხოვრებისა და ერთი თითიც არ დააწები- ნეთ ზედ, ერთი ყლაპი წყალიც კი ვერ დაალევინეთ ამ უკვდავების წყაროდან, რომელიც თქვენთვისაც ოცნებას შეადგენს. თქვენგან. გამხეცებული სურვილებ აშლილი ხალხი ვერ გრძნობდა, რას შვრებოდა და დღესაც არ ჩამდგარა ნორმალურ კალაპოტში, დღესაც უარს ყოფს ცხოვრების აუცილებელ პრინციპებს, თვისტომობას, ეროვნებას, ნათესაობას, სარწმუნოებას, სასოებას და თვით თქვენგან ღვთაებად აღიარებულ ძმობა–ერთობასაც კი. აი, თუ გნებავთ, ნაყოფი თქვენი მოღვაწეობისა სვანეთში, აი შედეგი თქვენგან “დახეული მგლის ტყავისა” დასტებით, თუ გნებავთ, თუ შეგიძლიათ დასტკბეთ იმ სურათით, რომელიც გადაგეშალათ თვალწინ, როგორც შედეგი თქვენის და თქვენისთანების ზნეობრივად გამამრთელებელი(?!) ქადაგებისა.
ამის შემდეგ თქვენ კიდევ შეგიძლიათ უსაყვედუროთ სვანეთის სამღვღელოებას, რომელიც ჭირსა და ლხინში გვერდში უდგია 

გვ58

ბეჩავ ხალხს და ნუგეშს აძლევს სარწმუნოებით, სასოებით და ხშირად ნივთიერი დახმარებითაც? რა უფლება გაქვთ უკიჟინოთ უმოქმეღობა მათ, ვინც თქვენზე მეტს მოქმედობს და თქვენზე მეტს არგისა ხალხს? თქვენ ბრძანებთ, რომ სვანეთის სამღვდელოება განუვითარებელია, თვით ხალხის შვილია და ბევრათ არ განირჩევა ხალხისგანო. ჯერ ერთი რომ განვითარებული და თავის მოწოდების სიმაღლეზე მდგომი სულ არ მოგვეძევა საქართველოში და საიდგან დაებადებას სვანეთს ასეთი სამღვდელოება, მეორეთ საიდგან განვითარდეს ერი, თუ ნელნელა არ დაიწყო განვითარება: ჯერ ასეთი მღვდლები გამოვიდა ხალხიდგან, მერმე უკეთესი გამოვსა და ასე თანდისთან დაიბადება ნასწავლი და განვითარებული სამღვდელოება და საზოგადოება. მაგრამ მაგარი ის არის, რომ განათლებული და განვითარებული ახალგაზრდობა ვეღარ ცნობს იმ წრეს, საიდგანაც გამოვიდა. იმას უკვე აღარ ა კმაყოფილებს თავის სამშობლო სოფელი მისი მცხოვრებლებით და ცხოვრების პირობებით. იგი უკვე გარეშეთ სცნობს თავს და ეძებს ისეთ ხალხს და ისეთ ცხოვრების პირობებს, სადაც მას გაეძლება. აბა მიბრძანეთ, რომელი განათლებული სვანი დაუბრუნდა თავის სამშობლოს, თუ არა ისევ ის მცირედნი, რომლებსაც თქვენ ასე აუგებთ? როგორც მამულიშვილს, თქვენ უნდა გახარებდესთ ის გარემოება, რომ სვანეთმა თვით წარმოშვა თავის მწყემსნი და მოძღვარნი – თუმცა თქვენებურათ ნაკლებ განვითარებულნიც. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ხალხი წინ მიდის, რომ მას შეუძლია თავისი ზნეობრივი ძალ-ღონით გაიტანოს თავი და არა მუდამ სხვას შეჩერებოდეს ხელში. რაც უნდა იყოს თავისი სჯობს სხვისას, თავის საკუთარი მმართველობა სჯობს უცხო ტომთა მმართველობას; ეს კაი ხანია დაამტკიცა ისტორიამ და ეს არის საქართველოს ეკლესიის ბრძოლის პრინციპი, რომ თავის საკუთარი მმართველობა ჰქონდეს, თუმცა კარგად ვიცით, რომ გერმანიას, საფრანგეთს და სხვა განათლებულ ქვეყნებს გაცილებით უფრო განვითარებული სამღვდელოება ჰყავს. კარგი ის არის,

გვ59

როცა ხალხი ვარდივით შიგნიდან იფურჩქნება, იზრდება და არა გარედან იწებებს ათასნაირ მის ბუნებასთან შეუხაშებელ ზნე- ჩვეულებას. თქვენ ეს კარგად უნდა გესმოდეთ, ბ. ლეონადო, როგორც ხალხის მოჭირნახულეს. მაგრამ ჩვენ მაინც არ გვიკვირს თქვენი სხვა გვარი სიმღერა. ჩვენ კარგად ვიცით, როგორი მღვდლები გსურთ სვანეთში სოციალ-დემოკრატი, მარქსის მოძღვრების აღმ- სარებელი, თქვენი და თქვენი პარტიის ყურმოჭრილი მონა-მორჩილი – აი თქვენი იდეალი სვანეთის სამღვდელოებისა. მაგრამ ეს ხომ ჩვენებურათ, ქრისტიანულათ, სამღვდელოება არ იქნება, არამედ გუნდი ჯირიკების ორატორთა. დასასრულ გირჩევთ წინ დაიხედოთ და მერმე სხვას უკიჟინოთ. (22 სვანი. ვფიქრობთ, მკითხველი ადვილად შეამჩნევს, თუ როგორ ეხმაურება ამ წერილის საკვანძო საკითხები საქართველოს დღევანდელ რეალობას; წერილში აშკარად იკვეთება ივ. მარგიანის ანტიგლობალისტური განწყობილება: ,,კარგი ის არის როცა, ხალხი ვარდივით შიგნიდან იფურჩქნება, იზრდება და არა გარედან იწებებს ათასნაირ მის ბუნებასთან შეუხამებელ ზნე-ჩვეულებებს.“ ივანე მარგიანს მიაჩნდა, რომ სვანეთში სულიერი აღზრდის გაუმჯობესება უშუალოდ უკავშირდებოდა ამ რეგიონში მღვდლების ეკონომიკურ პირობებს. ამიტომ იგი აქტიურად იბრძოდა სვანეთში სასულიერო პირების მატერიალური მდგომარეობის გა- უმჯობესებისთვის. ივანე მარგიანის აზრით სვანი, თუ არასვანი მღვდელი იძულებულია, მიატოვოს სვანეთი, ვინაიდან აქ ცხოვრების უკიდურესად მძიმე პირობებია, ხოლო გასამრჯელო – დაბალი. ამ პრობლემას ეძღვნება ივანე მარგიანის წერილი „ორიოდე სიტყვა სვანეთის სამღვდელოების შესახებ“ (10) წერილი აპროტესტებს სვანეთზე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სასარგებლოდ საკომლო გადასახადის არასწორად დაწესებას. საქმე 

გვ60

ისაა, რომ 1872 წელს იმერეთის ეპარქიის დეპუტატთა კრების გადაწყვეტილებით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სასარგებლოდ დადგენილი საკომლო გადასახადის ორი მესამედი უნდა შევსებულიყო სანთლის მოგებიდან, ხოლო ერთი მესამედი კრებულის საკუთარი ფულიდან, რაც თითო კრებულისათვის წლიურად 11 მანეთსა და 50 კაპიკს შეადგენდა. ივანე მარგიანი მიუთითებს ამავე კრების დადგენილების იმ ნაწილზე, სადაც აღნიშნულია სვანეთის ეკლესიების სიღარიბე და ისიც, რომ სვანეთის ეკლესიებს სანთელს უგზავნიდა ,ქრისტიანობის აღმადგენი საზოგადოება“. აქედან გამომდინარე სვანეთს ხსენებული გადასახადის მხოლოდ ერთი მესამედი უნდა გადაეხადა ე. წ. „თავისი ფულებიდან“, რადგან სანთლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის მუხლი სვანეთის ეკლესიებს არ გააჩნდათ. ასე იბეგრებოდა სვანეთის ეკლესიები 1897 წლამდე, მაგრამ მას შემდეგ რაც სვანეთის ეკლესია გურია-სამეგრელოს ეპარქიიდან კვლავ დაუბრუნდა იმერეთის ეპარქიას, რატომღაც ეს შეღავათი დავიწყებას მიეცა. „თუ კი იმერეთის სამღვდელოება თავის ჯიბიდან მხოლოდ გადა- სახადის მესამედს იხდის, სვანეთის სამღვდელოებამ რატომ უნდა იხადოს სავსებით მთელი გადასახადი?! – კითხულობს წერილის ავტორი. ამრიგად, ირკვევა, რომ 1897 წლიდან 1901 წლამდე, ანუ 4 წლის განმავლობაში სვანეთის სამღვდელოება უკანონოდ იბეგრებოდა, რაზედაც ყურადღება არავის გაუმახვილებია. წერილის ავტორს შემდეგ მოჰყავს სვანეთში მცხოვრები მღვდლის აუცილებელი ხარჯების დაწვრილებითი ანალიზი და ადარებს იმერეთში მოღვაწე მღვდლის მატერიალურ მდგომარეობას. ივ. მარგიანს მიაჩნია, რომ სვანეთის სამღვდელოების შეჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობა არის იმის მიზეზი, რომ „,არა სვანთაგანნი იძულებული ხდება მალე მიატოვოს სვანეთი, სადაც მას უძნელდება ცხოვრება, და გადაიხვეწოს თავის სოფლებისაკენ. თვით სვანთაგანებმაც რომ ვეღარ შეძლეს ოჯახობით ყოფნა 

გვ61

სვანეთში, ლეჩხუმისაკენ გადავიდნენ, სადაც ისინი ნაკლებად უჩივიან ბედს და კმაყოფილნი არიან.“ წერილი მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი მიზნად ისახავს მღვდლების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რათა სვანეთის ისედაც მკაცრ პირობებში მოხდეს სულიერი მწყემსების ადგილზე დაკავება და რომ მღვდელი ამავე დროს შედარებით თავისუფალი იყოს მატერიალური სარჩოს მოპოვებისგან, რაც მას საშუალებას მისცემს „ხალხს ესაუბროს და რიგიანად დამწყემსოს იგი“. ყურადღებას იქცევს წერილის კვალიფიციური ხასიათი, ეკონომიკური გათვლები და დასკვნების მკაცრი დასაბუთება. ნათქვამის დასტურად მოვიყვანთ მცირე ამონარიდს აღნიშნული წერილიდან: „ეხლა ვნახოთ თუ რა ხარჯი აქვს სვანეთში მღვდელსა, – ამ შორეულ ქვეყანაში, სადაც შორითგან მოსატანი და საყიდელია ყველაფერი. ვსთქვათ მღვდელის ოჯახი ორთა შუა რიცხვით შესდგება ექვსი სულისაგანრ თითო სულზე ავიღოთ წელიწადში ოც-ოცი ფუთი პური (ჯარისკაცს, რომელსაც სტუმარი არ აწუხებს, ეძლევა 22 ფუთი), აქედგან (20 X 6) 120 ფუთი პური მოუნდება მთელს ოჯახს წელიწადში. რადგან ადგილობრივ სვანეთში პური ძნელი საშოვარია, ამიტომ აქაური სამღვდელოება პურს რაჭა-ლეჩხუმიდან ეზიდება, სადაც ფუთი პური ღირს ექვსი აბაზი. ამ სახით პურში წავა 144 მანეთი. ეხლა პურის გადმოსატანად მოუნდება ოცი ცხენი, ცხენის ქირა პატრონითურთ 8 მან. (ზოგან 10 მან.). სჩანს, რომ 120 ფუთი პურის გადმოტანაში წავა 160 მანეთი და ეს ფული რომ პურის ფასს – 144 მანეთს მივუმატოთ, გამოვა 304 მანეთი. დანარჩენი ხარჯი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, ჩაი-შაქარი, ღვინო, რომელიც ჩვენთვის ხილს შეადგენენ, ხორცი, ყველი და სხვა საზოგადოდ აღვნიშნოთ 360 მანეთი, ზემოხსენებული ფულითურთ გამოვა (304+360) 664 მანეთი. რადგან სვანეთში ზამთარი გრძელია 

გვ62

(9 თვე) და ზაფხული მოკლე (3 თვე), ამიტომ ყოველივე წლის საჭირო სარჩო მოტანილი უნდა იქმნეს ერთბაშად და დროზედ ქუთაისიდგან ან სხვა ადგილებიდან. ამისათვის საჭირო ფული მღვდელი იძულებული ხდება ისესხ-ივახშოს ადგილობრივი ვაჭრებისაგან, ან სხვაგან უზომო სარგებლით. ამის გამოა, რომ ყოველი მღვდელი სვანეთში მუდამ ვალებშია.“ წერილის ბოლოს ივ. მარგიანი წერს: „ბოლოს ვიტყვით, რომ ასეთი გადასახადი სვანეთის სამღვდელოებას ძლიერ შეაწუხებს. ამიტომ ხსენებული გადასახადი უნდა შემცირდეს და ისევ ძველი გადასახადი 11 მან. 90 კაპ. უნდა დარჩეს (ანუ რამდენსაც დანარჩენი სამღვდელოება იხდიდა – თ. ლ.). თან სასურველიას სამღვდელოების დეპუტატთა კრებები იმისთანა უშიშარსა და მოხერხებულს დროს ინიშნებოდეს, რომ შორეულსა და მთა ადგილებიდგან მისვლა-მოსვლა ხერხდებოდეს.“ ივ. მარგიანის ეს მოსაზრება უკავშირდება იმას, რომ 1897 წლის კრებას, სადაც სვანეთის სამღვდელოებას სრული საკომლო გადასახადი შეაწერეს, სვანეთის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. შესაძლებელია ოდნავ თემიდან გადახვევა გამოგვივიდეს, მაგრამ არ გვინდა უყურადღებოდ დავტოვოთ ციტირებული წერილის ის ნაწილი, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძე) ეხება: „ღვთივ განსვენებული ყოვლად სამღვდელო გაბრიელი, ეს დაუძინებელი მუშაკი, მუდამ თვალყურს ადევნებდა სვანეთსა და ბევრი კეთილი საქმე დანერგა მათმა მეუფებამ აქ. კიდევ ბევრს გააკეთებდა, რომ, ჩვენდა საუბედუროდ სვანეთი ლეჩხუმითურთ გურია-სამეგრელოს ეპარქიისათვის არ მიეწერათ. მაგრამ ყოვლად სამღვდელო გაბრიელი ამ დროსაც არ სტოვებდა უნუგეშოდ სვანეთის სამღვდელოებას, როგორ იქნებოდა, რომ სვანეთიდან მღვდელი წასულიყო იმერეთ-სამეგრელოსაკენ და პირველად გაბრიელი – მოწყალე და მჭევრმეტყველი მწყემსთმთავარი არ ენახა? ყველას თითქო საღმთო მოვალეობად ჰქონდა 

გვ63

დადგენილი ენახა ყოვლად სამღვდელო და ლოცვა-კურთხევა მიეღო მისგან.. ის კურთხეულიც, თითქო ზეციდგან რომ ეხარაო, ისე მიიღებდა სვანეთის მღვდლებს, რომ მის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა. მისი ტკბილი სიტყვები, ნუგეში და დარიგება ისე ამხნევებდა საწყალს მღვდლებს, რომ თავი უბედნიერეს ადამიანებად მიაჩნდათ. მე თვითონ ვიცი მღვდელი სვანთაგანი, რომელიც სვანეთის გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადარიცხვის შემდეგ, არც ერთხელ არ ჩასულა ახალს მწყემს-მთავართან. მან ვალად გაიხადა რამოდენიმე წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ენახს ყოვლად სამღვდელო გაბრიელი, მიეღო ლოცვა- კურთხევა და თავისი ვალი შეესრულებინა. მას მეტი არა უნდოდა რა!.. შემდეგ სვანეთი ისევ იმერეთის ეპარქიას მიაწერეს, მაგრამ საღავათის მიცემის მაგიერ მეტი ბეგარა დაადვეს აქაურ სამღვდელოებას. ეხლა გვაქვს იმედი, რომ სვანეთის სამღვდელოებას ჯეროვანი ყურადღება მიექცევა, რადგან ნიჯიერი და სამართლიანი მღვდელ-მთავარის გაბრიელის შემდეგ იმერეთის კათედრაზედ ვხედავთ ისევ ნიჯიერსა და ღირსეულს მწყემს-მთავარს, ყოვლად სამღვდელო ლეონიდსა.“ ივანე მარგიანი გულგრილი არ დარჩენილა არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურული მოწყობის საკითხისადმი. უგზოობის და სვანეთის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით იგი ამტკიცებს სვანეთის იმერეთის ეპარქიისადმი დაქვემდებარების აუცილებლობას. ამ თემას ეხება მისი წერილი სათაურით „სვანეთის იმერეთის ეპარქიიდან დაშორების გამო“ (22). წერილის ავტორი „სატანჯველ“ და „დამღუპველ“ დროს უწოდებს იმ პერიოდს, როდესაც სვანეთი გურია-სამეგრელოს ეპარქიას ეკუთვნოდა. „ეხლა ვიკითხოთ, თუ როგორი კავშირი, ანუ მიმოსვლა იყო მწყემსთ-მთავრისას და იმის სამწყსოს შორის. სვანის მღვდელს (გინდა სხვას) ეპისკოპოსის ნახვა რომ ნდომოდა, პირველად 

გვ64

უთუოდ უნდა ქუთაისში ჩამოსულიყო, რადგან სხვა გზა არა ჰქონდა, და მერე გამგ ზავრებულიყო ფოთს. ამაზედ უარესი დას- ჯაღა შეიძლება? სამეგრელო სამეგრელოა და სოხუმ-ბათუმი ხომ უფრო დაშორებულია სვანეთზედ.. (იყო მოსაზრება, რომ სვანეთი დაქვემდებარებოდა ბათუმის ან სოხუმის ეპარქიას – თ. ლ.). მაშ რა საჭიროა, რომ სვანს ზედმეტი გზა ვათელვინოთ და ეხლა ჯანსაღი სიცოცხლე შევუმოკლოთ?“ – დასძენს ივ. მარგიანი. სვანეთის ეკლესიის სტრუქტურული დაქვემდებარების კონტექსტში ივანე მარგიანს არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნდა სვანეთის საეკლესიო მოსამსახურეთა შვილებისათვის ქუთაისის სასწავლებელში შეღავათიან პირობებში განათლების მიღების შესაძლებლობა. გურია-სამეგრელოს ეპარქიის სტრუქტურაში სვანეთის ყოფნის პირობებში ,,სვანი დარწმუნებული იყო, რომ დღეს თუ ხვალ მისი შვილი სამეგრელოში ყოფნით სიცოცხლეს დაკარგავდა (ივანე მარგიანს წერილში მოჰყავს აქაური ჰავისადმი სვანების შეუგუებლობის მაგალითები – თ. ლ.), ამიტომ არჩია ისევ ქუთაისი ან სულ უსწავლელად დარჩენა, მაგრამ ქუთაისში ცალკე სასწავლებლის ქირა, ცალკე შენახვა ყოველივე  ეს ზედმეტ ბარგად დაედო და ამიტომ იძულებული შეიქნა, ისევ უსწავლელად დაერჩინა ბავშვი. ამიტომაც იყო, რომ ბევრმა საეკლესიო მოსამსახურეთაგანმა (სხვებმაც) ვეღარ შეძლო ბავშვების გამოზრდა.“ ივანე მარგიანის წერილების სერია „,ვინ იყვნენ „ბაპ“-ები, ანუ „პაპ“-ები?“ (15, 28) შეიძლება განვიხილოთ, როგორც მადლიერების გამოხატვა იმ მოძღვართადმი, რომლებმაც სვანეთის იზოლაციის და ძნელბედობის პირობებში მოსახლეობის სულიერებაზე ზრუნვა იტვირთეს და გადაარჩინეს ქრისტიანული რელიგია ამ რეგიონში. აღნიშნულ წერილებს, გარდა ამისა, ეთნოგრაფიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან აქ აღწერილია იმდროინდელ სვანეთში გავრცელებული საეკლესიო რიტუალები. 

გვ65

„ყველამ ვიცით, რომ ჩვენმა მხარემ ბევრი განსაცდელი გამოიარა, მეტადრე სარწმუნოების მხრივ. მუდამ მტრების შემოსევა და ქვეყნის განადგურება ხელს უშლიდა წინსვლას.. წინსვლა რა იყო, მაჰმადიანობა მძლავრდებოდა და ეს ხომ წინ არავის გაუშვებს. ამას ზედ დაემატა შინაური უთანხმოება, შური და სიძულვილი ურთიერთს შორის, ყველაფერს თავისი დაღი დაასვეს მტრებმა, სადაც კი ადვილად მისწვდებოდნენ, ყველგან ძალდატანებით შემოჰქონდათ თავიანთი სარწმუნოება, ზნე და ჩვეულება; ეკლესიებს ჰრყვნიდნენ და წმინდა ნივთებისაგან ძარცვავდნენ. მთლად გასცლიდნენ მათ ძვირფას ხატებისა და ნივთებისაგან, რომ მოშორებულნი ჩვენნი მეზობელნი არა, – ერთიანად აღმოფხვრიდნენ ქრისტეს სარწმუნოებას და ყველგან მაჰმადიანობას დანერგავდნენ, რომ ისევ ის მეზობლები არა, რომელთაც მიაწოდეს დასაცველად მისმა თანამოძმეებმა მრავალი ძვირფასი ხატი, ჯვარი და ნივთეულობა! – ვინ იყვნენ და ვინ არიან ეს მეზობელნი? ესენი არიან ჩვენი თანამოძმეები გვარტომობით და სარწმუნოებით: სვანნი, ფშავ-ხევსურნი, და სხვა მთიულნი ხალხნი და მათი მოძღვარნი, უკეთ რომა ვსთქვათ მათი “პაპები? და “დეკანოზები”“ „ბაპ“-ების (ზედა ხევში, ანუ თავისუფალ სვანეთში) და ,,პაპ“- ების (ქვედა ხევში) ინსტიტუტის ჩამოყალიბების ისტორიას ივანე მარგიანი შემდეგნაირად აღწერს: „სვანეთი მოგეხსენებათ, უგზო-უკვლო ქვეყანაა, ძველად მაინც მეტად მიუდგომელი იყო. იგი შეადგენდა საქართველოს სამეფოს ნაწილს და თუ ხშირად თავისუფლების დროშას ატარებდა, – ეს სვანთა მხნეობის და იმ არეულობისა გამო, რომელიც თითქმის მუდამ ჟამ სუფევდა ჩვენში (საქართველოში – თ. ლ.). სვანეთსაც ისეთივე მღვდელნი ჰყავდა იმავე დროს, როგორც დანარჩენებს, მაგრამ ისევ იმ განსაკუთრებულმა პირობებმა სვანეთი თითქმის განაცალკევა სხვებისაგან და რამდენიმე ხანს თავისუფლების დროშა მიანიჭა.. გამოიყენა თუ არა ეს დრო სვანეთმა? ეს კია, რომ იგი უკან ჩამორჩა სხვებს: სარწმუნოება სიბნელით იმოსებო- 

გვ66

და, არეულობა, კაცის კვლა, სისხლის აღება და ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როგორც ივ. მარგიანის წერილიდან ირკვევა, ადრე ცაგერის და ცაიშის ეპისკოპოსები უგზავნიდნენ სვანეთს ნაკურთხ მღვდლებს, რომელთაც პაპები ამზადებდნენ, როგორც შეგირდებს (,დიკვნარ“). „როდესაც პაპა მოხუცდებოდა და შეგირდი გაიწვრთნებოდა, ამ უკანასკნელს აგზავნიდა ეპისკოპოსთან ცაგერს ან ცაიშს, რომელიც ხელდასმულს აბრუნებდა სვანეთში. შემდგომში პაპებმა თვითონ მიითვისეს კურთხევის უფლება, თავისი შეხედულებით ხელს ასხამდენ დიაკვნებს” პაპებად და ეკლესიასაც თვითონ განაგებდნენ. ბაპ”-ები და “აპ”-ები ჩაცმულობით არ განსხვავდებოდნენ რიგითი სვანებისგან. ტყავის სარტყელს ადგილობრივი ხელობის ხანჯალი ამძიმებდა, ბეჭზე კი კაჟის თოფი ეკიდა. სხვა ხნავდა, პაპაცა ხნავდა, სხვა ომობდა, პაპაც ომობდა და წინ უძღოდა ლაშქარსა. ამავე დროს ის კიდეც მღვდელობდა, თუ შეიძლება ასე ითქვას... მასში თქვენ ნახავდით ისეთს ძალას, რომელიც ხალხს პატივისცემას და სიყვარულს აგრძნობინებდა. აი ამ პაპებმა” დაიცვეს საქართველოში ქრისტიანობა მოსპობისაგან და ხელი შეუშალეს მაჰმადიანობის გამეფებას, გამოსტაცეს ხელთაგან მაჰმადიანებს წმ. ძვირფასი ხატები და ნივთნი, რომელთაც ჩვენ ეხლა თვალწინა ვსპობთ. ამით ხალხს დაუფასებელი სამსახური გაუწიეს. პაპების ყოფაც ხოვრებაში ბევრი რამ ღირშესანიშნავია, მეტადრე საინტერესოა წირვა-ლოცვის, ნათვლის, გვირგვინის კურთხევისა და სხვა საიდუმლოების წესრიგი და მათი აღსრულება.“ პაპების თემას ივანე მარგიანი უბრუნდება სტატიაში „ისტორიული და გეოგრაფიული აღწერა სვანეთისა“ (16), სადაც სვანების ქრისტიანობისადმი ერთგულების შესახებ ასე მოგვითხრობს: „სვანს თავი უძველეს ქრისტიანად მიაჩნია, თავისი ღმერთი კი უმაღლეს ღმერთად, რადგან მისი ღმერთი, როგორც თვითონ, ისე მაღლა სუფევს!. ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, რომ იგი სხვა სარწმუნოების კაცს კარგის თვალით არ შეხედავს. სვანი სჯუ–

გვ67 

ლის მხრით თავის თავს წინ აყენებს იმერელსა და მეგრელზედაც.“ რაც შეეხება სვანეთში ქრისტიანული რელიგიის გავრცე- ლების ისტორიას, ქართველ მემატიანეებზე დაყრდნობით ივანე მარგიანი წერს, რომ ,,ქრისტეს ამაღლების შემდეგ ანდრია მოციქული სიმონ კანანელთან ერთად და სხვა მოწაფეებითურთ, რომელთა რიცხვში მატათაც იხსენიება, ჰქადაგებს ქრისტიანობას მესხეთსა და აფხაზეთში, აქედან მიდის სვანეთში, რომელსაც ქალი მართავს და რომელიც ქრისტიანობას იღებს. მატათა და სხვა მოწაფენი რჩებიან სვანეთში, ანდრია კი სხვა მოწაფეებითურთ მიდის ოსეთისკენ“ (12). ქართული ეკლესიის მრევლზე ზრუნვით შეწუხებული ივანე მარგიანი კავკასიონის ქედგაღმა მცხოვრებ მაჰმადიან მეზობლებთან სვანების სავაჭრო ურთიერთობაზე წერს: „ეს არის მიზეზი იმისი, რომ სვანმა თათრული (იქაური ენა განირჩევა ნამდვილ თათრულისაგან) ზედმიწევნით იცის. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ზოგჯერ სვანი ორ-სამ წლობით აძლევს მაჰმადიანს თავისს 13-I8 წლის ვაჟსა მოჯამაგირედ. პატარა სვანი ზედმიწევნით სწავლობს თათრულსა, ეჩვევა იქაურ ზნე-ჩვეულებასა და სულ იცვლება. როდესაც თავის სამშობლოში ბრუნდება, ის სულ უცნობი ხდება; ამპარტავნობს თათრული ენის ცოდნით, ყბედობს, აქებს ,,ნაფრაზს'' და ეკლესიაზეც აცრუებული აქვს გული. ის არც ქრისტიანთა რიცხვში ურევია, არც მაჰმადიანებში და ამგვარ ადამიანებისაგან კი სიკეთე არა გამოვა რა ცუდის მეტი. უფრო სამწუხარო ის არის, რომ რამდენიმე სვანთაგანი მთლად მოსწყდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მაჰმადიანობა მიიღო და მუდამ იქა სცხოვრობს“ (16). აღწერს რა ივანე მარგიანი სვანეთის ძნელბედობის პერი- ოდს, როცა ადგილი ჰქონდა ტყვეების ჩრდილოეთ კავკასიაში გაყიდვას, იგი დასძენს: „მართლაც ამგვარად ბევრი წევრი მოაკლდა მართლმადიდებელ ეკლესიას და ისლამიზმს მიეკედლა“ (13).

გვ68

ივანე მარგიანი გვერდს არ უვლის სამღვდელოების ერთი ნაწილის ზნეობრივი დეგრადაციის პრობლემასაც. „მღვდელი“-ს ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში „წერილი ლეჩხუმიდან“ (24) იგი მწვავედ აკრიტიკებს ზოგიერთი ,სასულიერო პირის“ უზნეობას. სინანულით ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ,,მართა– ლია გვყანან ფაქიზი მოძღვარნი, მაგრამ ცოტანი და მათი კეთილი აზრი ამდენს ურწმუნოებასთან იხუთება, კვდება.. ერთი მღვდელი მეორეს ადგილს ეცილება (მრევლს) და ხალხს უჯანყებს, ამისთვის ფულსაც ხარჯავს. მეორეს სხვისი სიკეთე ეხარბებას და სცდილობს წაახდინოს... ამას წინეთ ერთს უკადრის სამღვდელოების დამახასიათებელს გარემოებასა ჰქონდა ადგილი ჩვენ კურთხეულ მაზრაში. რამდენიმე დიდების მოყვარე და ბლაღოჩინობის მძებნელმა ჯერ ურიის დუქანში და მერმე ღვინის სარდაფში მიტინგისებური შეკრებილობა გამართეს, თან სხვს მღვდლებიც მიიზიდეს. შეიქნა სმა, რომლის დროსაც ბევრი საგულისხმო სიტყვები წარმოითქვა. ერთი შეზარხოშებული მღვდელი ამბობდა: მე ბედენიკზე არ წარმადგინა ბლაღოჩინმას და ის არ შინდა ბლაღოჩინადო. მეორე გაიძახოდა: ყველაფერი მაგას აქვს, ნაბლიუდატელობა, ბლაღოჩინობა, გამომძიებლობა, ზაკონოუჩიტელობა, სუდში ეგ აფიცებს, კიდევ რამდენი, ჩვენ კი არაფერი? შემოსულ კაცს უნდა ჰქონდეს ყოველივე თანამდებობა და ჩვენ აქაურებს- კი არაფერიო. მესამე ღაღადებდა: მე თუმცა მისი წარდგინებით ჯილდო მომცეს, მაგრამ ეხლა დეკანოზობაზე აღარ წარმადგინა და ვინც დეკანოზობას მომცემს, იმას აღვირჩევ ბლაღოჩინადაო, მეოთხე ძალზე გასძახოდა: ჩემმა შვილიშვილმა ეკლესია გატეხა და ბლაღოჩინი რომ არა, პოლიცია ვერ დაიჭირავდა მასაო! მეხუთე მღვდელი გაჰკიოდა: მღვდელი მიჩიოდა ფულებსა და ბლაღოჩინმა ეპისკოპოსს ჩემი თავი დააშტრაფინაო. მეექვსე ბანს აძლევდა: გამოძიების დროს ბლაღოჩინმა მხარი არ დამიჭირა, ეგ ხალხს უფრო ესარჩლება და რათ მინდა მაგისთანს ბლაღოჩინიო; მეშვიდეც გაიძახოდა: სათქმელი რაც აქვს ჩვენ ბლაღოჩინს, პირში 

გვ69

მოგვაყრის და არ გვეფერება, მოგვეფეროს და გასწორდეს თორემ არ გვინდა ბლაღოჩინადაო..“ შემდეგ ივ. მარგიანი გულისტკივილით წერს, რომ ამ კატეგორიის მოძღვართა სასარგებლო საქმეში მონაწილეობაზე დათანხმება შეუძლებელია: ,როდესაც ამას წინეთ სამღვდელოებას წინადადება მიეცა ზნეობრივ განმანათლებელ ძმობის წევრად ჩაწერისა, ყველამ დიდის რიხით უარი განაცხადა!! მოდი და გააკეთე რამე ამგვარ სულიერ მოძღვრებთან!.“ ივანე მარგიანი წერილს ასე ამთავრებს: „გირჩევთ, სულიერნო მოძღვარნო, პირდაპირ თქვენ დანიშნუ- ლებას მოჰკიდოთ მაგრათ ხელი და ინტრიგანობა-საჩივრობას თავი დაანებოთ. არავის ნება არა აქვს უნარმოკლებულს სხვას შეუშალოს ხელი მუშაობაში.. დროა შევიგნოთ ეს მცნება“. წერილის ავტორის (ფსევდონიმი ,,მღვდელი“) იდენტურობა ივანე მარგიანთან ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან დუქანში შეკრებილ მოძღვართა გულისწყრომა მიმართულია ცაგერის ოლქის ბლაღოჩინისადმი, ანუ ივანე მარგიანისადმი. გარდა ამისა, ერთ-ერთი მღვდლის აღშფოთების საფუძველია ის, რომ „შემოსულ კაცს უნდა ჰქონდეს ყოველივე თანამდებობა და ჩვენ აქაურებს-კი არაფერიო“, თვით ივანე მარგიანი, როგორც ჩანს, საკმაოდ უფრთხილდებოდა თავის რენომეს და ოდნავ გადაბრუნებულ სიტყვას ან მინიშნებას უმალვე ეხმაურებოდა. ამის დამადასტურებელია ივ. მარგიანის მიერ გაზეთში ,,ცნობის ფურცელი“ გამოქვეყნებული რეპლიკა (18) ლაჯანელი ბანოვანის წერილზე. რეპლიკა სათაურით „წერილი რედაქციისადმი“” ეხება სოფელ შგედში (ლაშხეთის საზოგადოება) ახალი ეკლესიის აგებასთან დაკავშირებით ლაჯანელი ბანოვანის (დესპინე გელოვანი) მიერ ქარაგმულად ნათქვამ სიტყვას – „ამ ბოლო დროს თავი იჩინა რაღაცამ...“ (49). ბლ. მღვდელი ივანე მარგიანი სთხოვს წერილის ავტორს განმარტოს ეს „რაღაც“, რადგან იგი „ეჭვსა ჰბადებს მკითხველში და ამ ეჭვს შეუძლია ჩირქი წამცხოს მე, როგორც საქმის სათავეში მდგომს ადგილობითს კეთილმოწესეს.“ 

გვ70

აქ ყურადღებას იქცევს აგრეთვე იმდროინდელი კომუნიკაციე- ბის პირობებისათვის უჩვეულო ოპერატიულობა. ლაჯანელი ბანოვანის წერილის გამოქვეყნებიდან ივანე მარგიანის პასუხის დასტამბვამდე სულ 19 დღეა გასული. არ არის გამორიცხული, რომ ივანე მარგიანი თვით სწვეოდა გაზეთის რედაქციას. საზოგადოების ზნეობრივი ფორმირებისათვის ზრუნვას ემსახურება გაზეთში ,„შინაური საქმეები“ (27) გამოქვეყნებული ივანე მარგიანის მიერ ხელმოწერილი მადლობის წერილი სიითურთ იმ სასულიერო პირებისა, რომლებმაც გარკვეული ქველმოქმედება გასწიეს ბაგრატის ტაძრის გარშემო ზღუდის გასაკეთებლად: „მამაო რედაქტორო! გთხოვთ უმორჩილესად ადგილი დაუთმოთ თქვენს გაზეთში იმ პირთა სიას, რომელთაც გამოიღეს თავისი წვლილი ჩვენი ისტორიული დიდებული ნაშთის, ბაგრატის ტაძრის გარშემო ზღუდის გასაკეთებლად“ (შესაძლოა ამ პიროვნებების აქ ჩამოთვლას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდეს მათი შთამომავლებისთვის: სამ. დაშნიანი, მ. თაგვაძე, დ. ახვლედიანი, ა. ჩაკვეტაძე, ლ. ირემაძე, დ. ომონაძე, კ. ბურჯანაძე, ა. ჩარკვიანი, ა. კოპალიანი, დ. გორდულაძე, ე. სვანიძე, პ. ახვლედიანი, ანდრია გოლეთიანი, ი. თაგვაძე, ი. ჭაბუკიანი, ტ. დაშნიანი, ე· გოლეთიანი, ვ. თაგვაძე, ი. კოპალიანი, ა. ჩიქოვანი, პ. კოპალიანი, ი. ფრუიძე, ი. ახვლედიანი, ზ. კოპალიანი, ე. სვანიძე, მ. კოპალიანი). სიტყვამ მოიტანა და საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ ივ. მარგი- ანის მიერ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატ- რონობისათვის გაწეულ მცირედ სამსახურზე. ამ მხრივ საყურადღებოა ივ. მარგიანის წერილი „დღეს მაინც უნდა ვიფიქროთ რამ ამ ძველ ნაშთების შესაფერად დაცვის შესახებ“ (11|, სადაც. იგი აღწერს ხატების და საეკლესიო წიგნების შენახვის არასახარბიელო პირობებს და სთავაზობს ადგილობრივ მღვდლებს შეკრიბონ ისინი და შეუქმნან უკეთესი პირობები. გარდა ამისა, სურვილს გამოთქვამს, რომ ერთ-ერთ ეკლესიასთან დაარსდეს სიძველეთა მუზეუმი. ქართული კულტურული 

გვ71

მემკვიდრეობის შენახვისა და პოპულარიზაციისთვის ზრუნვის დამადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ ივ. მარგიანის წერი- ლები, გაგზავნილი პროფ. ალ. ხახანაშვილისადმი (კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ალ. ხახანაშვილის ფონდი N524, N525), საიდანაც ირკვევა, რომ მას საქართველოს წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის და პირადად ალ. ხახანაშვილისათვის გაუგზავნია ძველი ქართული ტყავზე შესრულებული ხელნაწერები: „მოწყალეო ხელმწიფევ ალექსანდრე სოლომონის ძევ! პირველად სიმდაბლით მოგიკითხავთ. ბოდიშს ვიხდი, რომ აქამდისინ ვერ შევასრულე თქვენი დავალება. რაც შეეხება ტყავზედ დაწერილს წიგნს, რომლის გაგზავნაცა თქვენთან მთხოვეთ, იგი ჩემ მიერ იქნა გაგზავნილი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში და თანა ვსთხოვე, რომ იქიდგან თქვენთვის გამოეგზავნათ. გაახლებთ სახარების სიტყვების სიას, რომლებიც ეხლაც იხმარება სვანურს ენაში (?) და აგრეთვე წარწერებს 1) ს. საყდრის ხატზედ და 2) ს. ფაყის ხატზე.
სვანური ენის (?) გამოსარკვევად, თუ რომელს შტოს ენებისას ეკუთვნის იგი, პირველსავე მოთხოვნილებისამებრ მზათა ვარ მოგაწოდოთ ცნობები, თუ-კი თქვენ შემეკითხებით.
სიმდაბლით ბლაღ. მღვდ. ი. მარგიანი
21 ენკენ. 1903 წ.“
ივანე მარგიანის საქმიანობას ხელნაწერების გადარჩენისათვის ეხმაურება გაზეთი ,„ივერია“ (50):
„მღვდელი მარგიანისაგან წერა-კით. საზოგადოებას მოუვიდა ექვსი ხელნაწერი, მათ შორის სამი ტყავზე დაწერილი. ეს ხელნაწერები მღვდელს მარგიანს შეუძენია სვანეთში. ტყავზე ნაწერთა შორის ერთი ყველაზე ძვირფასია, რადგან პალიმფსესტს წარმოადგენს. პალიმფსესტი ისეთი წიგნია, ძველად ნაწერს ტყავზე ახალი ტექსტია დაწერილი. სვანეთიდან მოსული პალიმფსესტი მეტად ძვირფასი უნდა იყოს, რადგან ძველი ტექსტიც საკმაოდ ადვილი გასარჩევია.“

გვ72

როგორც ალ. ხახანაშვილისადმი გაგზავნილ მეორე წერილიდან ირკვევა ეპისკოპოს დიმიტრის” მამა იოანე ამგვარი საქმიანობისათვის დაუტუქსავს კიდეც: „იმ ხელნაწერების შესახებ, რომლებიც მე შევწირე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ეპისკოპოს დიმიტრიმ კანტორის “უკაზით” პასუხი მომთხოვა – ვინ მოგცა შენ ეგ ხელნაწერებიო“ ვინ იცის, რომ არა ეს ფაქტი, კიდევ რამდენი ხელნაწერი გადაურჩებოდა მოუვლელობის გამო განადგურებას? არადა, ჯერ კიდევ 1901 წელს ივანე მარგიანი წერდა, რომ „ყლველივე ეს ძველი ნაშთნი შესაფერად არ არიან დაცულნი.. მრავალი მათგანი დაიკარგება (11). ეს ძვირფასი ხატები და წიგნები გაფანტულნი არიან სხვადასხვა ეკლესიებსა, კოშკებსა და სახლებში, სადაც მათ თვალყურს არავინ არ ადევნებს. ეს ძველი ნაშთნი გაფუჭებულნი არიან მტვრის, კვამლისაგან და ყოველივე უწმინდურებისაგან. ავიღოთ, მსგალითად ს. დოლი ბეჩოს მრევლში, სადაც ერთს კოშკში დიდი ხნიდგან ინახებოდნენ ხატები და წიგნები, ეს კოშკი ამ რამოდენიშე ხნის წინათ ჩანგრეულა ( სახურავი მისი ზედს ნაწილით). კოშკის ნანგრევებს რამოდენიმე ხატი ქვეშ შოუტანია, რამოდენიშე დაუგლეჯ-დაუფლეთია და მიწასთან გაუსწორებია. ამ ხატებში შესანიშნავის ხვთის მშობლის ხატი ბერძნული და ხუცური წარწერებით. ხატი შორთულია სხვადასხვაგვარი ძვირფასი თვლებით, როშლების უმეტესი ნაწილი დაკარგულია... წმინდანების ნაწილები გამოცვინულან და დაკარგულან. მხოლოდ რამდენიმე ნსაწილი სანთელ ზედ მიკრული შოვსძებნე მიწაში და ისევ შიგ ჩავახვენე... დანარჩენები კი საშუდამოდ

ეს უნდა იყოს საქართველოდან ხალხის მიერ გაძევებული (ფოთიდან 1904 წელს გაქცეული) ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე. „იგი იყო მოწი- ნააღმდეგე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და მტერი ყოველგვარი ქართულისა, რის გამოც კირიონმა ,,რძე-ნაწყენი დიმიტრი” უწოდა, ანუ დედის ძუძუს შემბღალველი“ 511. 73 

გვ73

დაკარგულან.. ბოლოს მოვახერხე და ეს ხატები კოშკებიდამ გადატანილ იქმნენ ეკლესიაში.“ საგულისხმოა, რომ ივანე მარგიანმა ეს. განახორციელა არა თავის მრევლში, (ჩოლურში), არამედ ბეჩოში. ,,მას გარდა, სვანების ზოგიერთ სახლებში, მეტადრე სადაც სპაპები? სცხოვრობდნენ, ბევრი ტყავზედ დაწერილი საეკლესიო წიგნი ფუჭდება მტვრითა და კვამლით. ჩემს მრევლში მე ვნახე რამოდენიმე ამგვარი წიგნი, სხვათა შორის ერთი სახარება (ვეთხთავ), რომლის ფურცლები აქა-იქ გაფანტულიყვნენ. ჩემის ფიქრით, ადგილობრივი მღვდლისათვის არ უნდა იყოს საძნელო, რომ თავის სამრევლოში შეკრიბოს ამგვარი წიგნები და რიგიანად მოუაროს. ყველა ხატები (ზოგან მაინც) და წიგნები თითოეულ სამრევლოში უნდა შეიკრიბოს და შეირიცხოს შტატის ეკლესიაში. ამის სისრულეში მოყვანისათვის უნდა დაარსდეს კომისია, რომლის მოვალეობა იქნება, სხვათა შორის, ცნობაში მოყვანა (ანუ. ინვენტარიზაცია – თ. ლ.) სვანეთის ეკლესიების ყოველივე ქონებისა.“
ალბათ არ იქნება ზედმეტი იმის აღნიშვნა, რომ ივანე მარგიანი მეგზურობას უწევდა ლეჩხუმ-სვანეთის ეკლესიებში დაცული სიძველეების აღწერის მიზნით ექვთიმე თაყაიშვილს მიერ 1910 წელს ორგანიზებულ ექსპედიციასაც. ამ ექსპედიციის მასალების ამსახ- ველი წიგნის (42) წინასიტყვაობაში ექვთიმე თაყაიშვილი წერს: „მაგრამ მანამ ამ მუშაობაზე დავიწყებდეთ საუბარს, ვალად ვრაცხ ჩემს თავს გულითადი მადლობით მოვიხსენიო ის პირნი, რომელთაც ჩვენ დაგვეხმარნენ, პატივი გვცეს და ხელი შეგვიწყვეს ჩვენი მოგზაურობის დროს. ლეჩხუმში დიდი სამსახური გაგვიწია ლეჩხუმის ბლალღოჩინმა მარგიანმა, რომელმაც მიგვიღო თავის ოჯახში ცაგერში და იქიდან თავისხლებლით მოგვარონია უმეტესი ნაწილი ლეჩხუმის ეკლესიებისა...“ (გვ. ზ).
საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ მოჟტანილი მასალები ივანე მარგიანის მრავალმხრივი და ნაყოფიერი სასული- ერო მოღვაწეობის შესახებ მოიცავს 1900-1912 წლებს, ანუ სულ 13 წელიწადს (თუ არ ჩავთვლით მწირ ინფორმაციას 1917 და 

გვ74


გვ75

1920 წლებში მამა იოანეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კრებებში მონაწილეობის შესახებ). უფრო გვიანდელი მასალები არ არის გამოკვლეული. არ არის ზუსტად ცნობილი რომელ წელს აუკრძალეს ივ. მარგიანს ღვთისმსახურება ე. წ. „კომსომოლებმა”. 


დასასრულ, მოვიყვანთ მცირე ამონარიდს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის როზეტა გუჯეჯიანის სტატიიდან (52): ,,ამრიგად, ივანე მარგიანს ღირსეული ადგილი უკავია XIX ს.-ის მიწურულისა და XX ს.-ის დასაწყისის ქართველ სასულიერო მოღვაწეთა შორის და უთუოდ, საჭიროა, მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვისაც გახდეს ცნობილი.“ 

გვ76

ივანე მარგიანი ერთიანი ქართული თვითშეგნების შესახებ
„წმიდაო მთავარანგელოზო მუხერისაო...
ადიდენ ბაგრატონიანნი, დადიანნი და
დიდებულნი და ერთობილი საქართველო
და ერთობილნი სანნი და ხევი ლატალისა...“
წარწერა სოფელ ლაჰილის (ლატალის თემი)
წმიდა გიორგის ეკლესიის მიქაელ მთავარ-ან
გელოზის ხატზე, XIII-XIV ს.

საყოველთაოდ ცნობილია, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი როლი საქართველოში ერთიანი ქართული ცნობიერების შენარჩუნებასა და განმტკიცების თვალსაზრისით. ამ დიდ ეროვნულ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს კონკრეტულმა პიროვნებებმა, რომელთა მოღვაწეობის გაშუქება და გახსენება, ჩვენი აზრით, სასიკეთოდ წაადგება ქვეყანას. ამით გაგრძელდება მათ მიერ სიცოცხლეში ნა კეთ·ები საქმე ღღესაც, როცა ისინი მარადიულ სასუფეველში იმყოფებიან. მათი დიდი ეროვნული საქმეების წარმოჩენა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გამო (52, 53). ლაშხეთის (ქვემო სვანეთი) და ცაგერის ოლქის კეთილმოწესის (ბლაღოჩინის) ივანე მარგიანის ცხოვრება და მის მიერ ქართულ უურნალ-გაზეთებში 1891-1904 და 1911I-I12 წლებში გამოქვეყნებული წერილები ნათლად გვიჩვენებს, რომ მას ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული ქართველურ ენობრივ სივრცეში ქართველთა დედაენის – ქართულისა და ქართველური კილოების 

გვ77

ერთიანობა და იგი ამ მიმართულებითაც იღწვოდა „ერთობილი საქართველოს“ შენარჩუნებისათვის რუსიფიკაციის უმძიმეს პერიოდში. ივ. მარგიანს სვანეთში მოღვაწე სულიერი მამების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მისიად მიაჩნდა – სვანური და ქართული ენების, სვანების და ქართველების გვარტომობის ერთიანობის მყარი საფუძვლის შექმნა ერთიანი საქართველოს განმტკიცებისათვის. ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ თემასთან დაკავშირებით ივანე მარგიანის წვლილის შესახებ აღნიშნულია გ. ავალიანის, გ. შურაბიანის წიგნში (36) და გ. გასვიანის წერილში (54), ხოლო განსაკუთრებით ფართოდ გაშუქდა იგი რ. გუჯეჯიანის ზემოთ ციტირებულ პუბლიკაციებში (52, 53). ივანე მარგიანს კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ სვანეთის მოსახლეობის ერთიანი ქართული ცნობიერების შენარჩუნება-განმტკიცებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთის სკოლებში ქართული ენის სწავლებას. ჯერ კიდევ 19 წლის ჭაბუკი 1891 წელს სვანეთიდან სიხარულით ატყობინებს გაზეთს „ივერია“ (1). „ამჟამად ჩვენში ერთი დიდად სასიამოვნო ამბავი მოხდა: აქ დაარსდა ორკლასიანი სასწავლებელი. ეს სასწავლებელი თავისი ხარჯით ააშენა მულახის საზოგადოებამ  რომელიც შედგებს ცხრა პატარ-პატარა სოფლისაგან.. მოწაფეების რიცხვი ლამის სამოცს აღემატოს“ – განაგრძობს ავტორი და სინანულით აღნიშნავს, რომ ყმაწვილებს ქართულ ენას არ ასწავლიანო. „დიდს მსდლობას ვუძღვნით იმათ, ვინც ჩვენი სასწავლებლის დაარსებისათვის იზრუნა. უფრო დიდ მსდლობას იმას ვუძღვნით, ვინც, ჯერ ერთი ქართულის ენის სწავლას არ მოგვაკლებს და მეორე, გზების გაკეთებას იკისრებს“ – ამთავრებს თავის წერილს ივანე მარგიანი. 

სასწავლებლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ივანე მარგიანის მამა, დეკანოზი გიორგი მარგიანი, რისთვისაც მეფის მთავრობამ იგი დაა- ჯილდოვა წმინდა ანას ორდენით. 

გვ78

ორი წლის შემდეგ თავის მორიგ კორესპონდენციაში (2) ივანე მარგიანი წერს: „ამჟამად სვანეთში სამი სკოლაა: ორი ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების სახელზედ, იფარში და მესტიაში, მესამე კი სახელმწიფო – მუჟალში. სამივეში სწავლის საქმე ჯერჯერობით კარგად მიდის, მხოლოდ სამწუხაროღ ის დაგვრჩენია, რომ უკანასკნელში ქართულს ენას არ ასწავლიან და ამიტომ რუსული ენის სწავლება სვანურის ამარას უძნელდებათ“. ეს უკვე გზავნილი იყო მთავრობისადმი: თუ გინდათ სვანებმა ისწავლონ რუსული, ასწავლეთ მათ ქართული!
გაზეთის „ცნობის ფურცელი“ 1903 წლის 8 იანვრის ნომერში ანონიმური ავტორი, რომლის იდენტურობა ივანე მარგიანთან ეჭვს არ იწვევს, წერს (19): „მთელს სადადიანო სვანეთში (იგივე ქვემო სვანეთი) ერთის სკოლის მეტი არა აქვს საეპარქიო საბჭოს. დირექციას კი აქვს ორი სკოლა, მაგრამ რად გინდა, ქართულს არ ასწავლიან, თუმცა იგი ყველასათვის საჭიროა, რადგან აქეთ ქართული ყველამ იცის. არავინ არ გამოჩენილა იმისთანა კაცი, რომ ხალხს აუხსნას საქმის გარემოება და ჰეთილის გზაზე დააყენოს! რატომ შეგნებულნი მაინც არ ზრუნავენ ხალხის ინტერესების დაცვისათვის? ეს ინტერესები ხომ მათიცაა? თუ კი თავადაზნაურობის ღირსების დამტკიცებისათვის, რომელსაც მათ არავინ არ წაართმევდა, ასე ბევრს ხარჯავდნენ (ბევრმა თავიც გადააგდო), ეროვნების უფლებებისათვის ორიოდე სიტყვას მაინც რატომ არ ჰხარჯავენ!“,. დაგვეთანხმებით, ეს იყო სერიოზული გამოწვევა ან თუნდაც მოწოდება. ზემოთ მოყვანილი კორესპონდენცია გამოქვეყნდა 1903 წლის 8 იანვარს და უკვე 28 მარტს შედგა ლეჩხუმის მაზრის (რომელშიც შედიოდა ქვემო სვანეთიც) თავადაზნაურობის კრება, რომელმაც ლევან დადეშქელიანის წინადადებით აღძრა შუამდგომლობა, რომ „სვანეთს, როგორც საქართველოს ერთ მხარეს, თვით ქართველთ ტომით დასახლებულს, არ მოესპოს პირველს დასაწყის სკოლებში ქართული ენა“ (55). 

გვ79

ძნელია დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ თავად-აზნაურთა რეაქცია უშუალოდ უკავშირდება ივანე მარგიანის 1903 წლის იანვრის კორესპონდენციას, მაგრამ ეს ფაქტი, სულ ცოტა, მიუთითებს მოსახლეობის, სასულიერო პირებისა და თავადაზნაურობის ერთიან ქართულ თვითშეგნებაზე. ამას ადასტურებს სევერიან კეკელიძის (კორნელი კეკელიძის ძმა) კორესპონდენცია ,ქართული ენის გამოდევნა სვანეთის სამრევლო სკოლებიდან“, რომელსაც „ივერიამ“ პირველი გვერდი დაუთმო („ივერია“, 1905, N39, გვ.1). ჯერ კიდევ სვანეთის სამრევლო სკოლებიდან ქართული ენის სრულ განდევნამდე აქ დაიგზავნა ახალი პროგრამა ,,для точного исполнения“. ამ დოკუმენტის მიხედვით ქართულ ენას, რომელსაც ავტორის თქმით „წინედ პირველი ადგილი ეჭირა“, დათმობილი ჰქონდა მხოლოდ სამი საათი კვირაში. აღნიშნული პროგრამების ამოქმედების შემდეგ სკოლებში ორი წლის განმავლობაში მოსწავლეთას რაოდენობა საშუალოდ 35-დან 10-მდე შემცირდა. „რამდენიც გნებავთ სთხოვეთ სხვანს ახლა, ბავშვი სჯოლაში ატარეო, რაც გნებავთ შეპჰპირდით – აღარ დაგიჯერებს“ – დასძენს ს. კეკელიძე.
არანაკლებ ყურადღებას უთმობს ივ. მარგიანი სვანების ისტო- რიულ წარმომავლობისა და სვანების ქართველობის მტკიცების საკითხს.
1902 წლის ჟურნალში ,,მმოგზაური“ ივანე მარგიანი წერს (12), რომ XVII-XVIII საუკუნის „მწერალნი დოსითეოსი – იერუსალიმის პატრიარქი, შარდენი, გიულდენშტედტი, კლაპორტი და დიუბუა დე მონპრე სვანებს საქართველოს მონათესავე ტომად აღიარებენ. უმრავლესი ნაწილი ახალი მწერლებისა-კი არ ეთანხმება ამ აზრს და არც მოჰყავს რაიმე მაგარი საბუთები, რომ მათი სიტყვა დამაჯერებელი იყოს (აშ დასს ეკუთვნის ბ. სტოიანოვი, თუკი ეს პატიოსანი მუშაკი – ,,სვანური ენის მცოდნე ''(?) ნებას მოგვცემს ჩავსწეროთ იგი მშწერალთა რიცხვში).. სვანური ენა, (თუ შეიძლება ახე ვუწოდოთ) რომელიც პირველს გაგონება- 

გვ80

ზედ უცხო ენად ეჩვენება კაცს, თითქმის ქართული ენაა. სამი მეოთხედი სვანური სიტყვებისსა ნამდვილი ქართული სიტყვებია. ამის გარდა სვანურ სოფლებს უმეტეს ნაწილად ქართული სახელები ჰქვიან. სვანური გვარები ხომ სულ ქართული გვარებია. სვანეთი სავხეა ძველებური საყდრებით, ხატებით, ტყავზე დაწერილი ძველი საღრმთო წიგნებით და სხვა ძვირფასი ნივთებით... რისთვის უნდა ეგზავნათ სვანეთში ქართველებს ამდენი სიმდიდრე, თუკი არსა სთვლიდნენ ხვანებს თავის მონათესავე ხალხად?“ – კითხულობს ავტორი. ივანე|მარგიანს მტკიცედ სჯეროდა, რომ დადგებოდა დრო, როცა „ხვანებს ყველა აღიარებს ,„ქართველთა ნათესავის ტომად“ და თავად ებრძოდა სვანების ქართული ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ გაშლილ კამპანიას, ამაზე მეტყველებს 1903 წლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ,,ნარკვევი“ (57): „კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამმართველო, როგორც ჩვენს მკითხველებს მოეხსენება, ცალკე კრებულებს ბეჭდავს კავკასიის ხალხთა ცხოვრების შესახებ. ამ კრებულის X წიგნში დაბეჭდილია წერილი ბ-ნი სტოიანოვისა, რომელიც ამტკიცებს, რომ სვა- ნურს ენას არავითარი დამოკიდებულება არა აქვს ქართულ ენასთანაო. ამის გამო მღვდელი ბლაღოჩინი ივ. მარგიანი ჟურნალ მოამბის” ივლისის წიგნში სწერს“ – (აქ სრულად არის გადმობეჭდილი ჟურნალიდან ,,მოამბე“ იგვანე მარგიანის სტატია ,,ორიოდე სიტყვა სვანური ენის შესახებ“(21), რომელიც ილიასეული მძაფრი პოლემიკური სტილითაა დაწერილი – თ. ლ.). სტატიის ბონდოში „ნარკვევის“ ავტორი დასძენს: ,,დასსახსრულ მსმს მარგიანს მოჰყავს ვრცელი ლექსიკონი სვანური სიტვყვებისა, ადარებს ქართულ სახალხო და სალიტერატურო სიტყვებს და თვალსაჩინოდ ამტკიცებს, რომ ან სულ ერთი და იგივე სიტქვებია, ან მცირედ შეცვლილი და გადასხვაფერებული, თუმცა ფესვი ერთგვარი აქვთ“ როგორც ვხედავთ, „ივერიის“ რედაქციამ იმდენად აქტუალურად ჩათვალა „მოამბეში“ გამოქვეყნებული ივანე მარგიანის წერილი, რომ იგი სრულად გადმობეჭდა თავისი გაზეთის ფურცლებზე. 

გვ81

მოვიყვან რამდენიმე ფრაგმენტს ამ წერილიდან: „იგი (სტოიანოვი) არ ერწმუნება არც ბარტლომეის, არც რადდეს, არც ღო- ღობერიძეს, არც ნადეჟდინს და ამბობს: ბ. ნადეჟდინი საზოგადო ხმით და ბაქრაძის, ღოღობერიძის და მაქს მიულერის გავლენის ძალით ჰფიქრობს, რომ სვანური ენა ერთი ძირისაა ქართულთან... თურმე სვანეთში – მულახელები იგივე მალოროსსებია! ბოლოს გამოვიდა რაღაც დომხალი, არეული, ჩარეული და ცხრა რჯულა. მართლაც, საიდან უნდა მიხვდეს კაცი სვანური ენის მსგავსებას ქართულთან, როდესაც ბ-ნი სტოიანოვი სიტყვებს სულ ასხვაფერებს და რაღაც სხვა ენასა ჰქმნის“ (21).
სვანების ქართველობას ეძღვნება ივანე მარგიანის შემდეგი წერილიც: „რა ენაზედ ადიდებდნენ და ადიდებენ სვანები ღმერთს“ (25). ივანე მარგიანი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს სვანების არაქართველობის აპოლოგეტებს – „იმათ ვინც გაიძახის სვანები სულ სხვა ხალხიაო.. ნეტავ რითიმე მაინც გვიმტკიცებდნენ თავიანთ აზრსა, მაგრამ რისი აზრი, რისი დამტკიცება! აქ მხოლოდ სხვა აზრი იმალება, რომელსაც მკითხველი ადვილად მიხვდება“ – არაორაზროვნად დასძენს ავტორი. სტატიის ბოლოს ივანე მარგიანს სვანური და ქართული სიტყვების, ღმერთის სადიდებელი გამოთქმების, საეკლესიო დღესასწაულების მრავალი მაგალითი მოჰყავს ერთმანეთთან შესადარებლად, წერილს კი ასე ამთავრებს: ,,კიდევ ბევრ სიტყვას მოვიყვანდით, მაგრამ, ვგონებ, ესეც საკმარისია, რომ მიხვდეს კაცი, თუ რა ენაზე ადიდებდნენ და ვადიდებთ ღმერთსა ჩვენ, სვანები“.
რუსიფიკაციის აქტიურ პერიოდში სვანების ქართველობის მტკიცება იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა ივანე მარგიანს, რომ იმავე შინაარსის წერილის რუსული ვარიანტი პროფესორ ალ. ხახანაშვილი·სათვის გაუგზავნია თხოვნით, რათა იგი რო- მელიმე რუსულ გაზეთში მოეთავსებინა (საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ალ. ხახანაშვილის ფონდი, N525, 
N834

გვ82

საინტერესოა ივანე მარგიანის მოსაზრება, რომელიც მოტანი- ლია წერილის რუსულ ვარიანტში: 


რუსების შემოსვლამდე სვანური კილოების ქართულისაგან წარმომავლობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. რუსიფიკაციის პირობებში სვანური ცალკე ენად განიხილებოდა. რ. გუჯეჯიანს (52) მიაჩნია, რომ ივანე მარგიანი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ეჭვქვეშ დააყენა სვანური კილოკავების, როგორც ცალკე ენის არსებობის საკითხი. ჩვენ დავუმატებთ, რომ თუ სადმე ივანე მარგიანი ხმარობს შესიტყვებას „სვანური ენა“ მის შემდეგ სვამს კითხვის ნიშანს (?). ასეთი კითხვის ნიშნებია დასმული ალ. ხახანაშვილისადმი გაგზავნილ წერილშიც, ხოლო სვანური სიმ- ღერისა და ცეკვის ანსამბლის სახელმწიფო ოპერის თეატრში და ერევანში გამოსვლების შეჯამებისას ივ. მარგიანი სვანურ სიმღერებს ძველ ქართულს უწოდებს. ზოგჯერ ივ. მარგიანი „სვანური ენის“ შემდეგ ფრჩხილებში წერს: „თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ“ ან ,„რა მოხდა ვუწოდოთ ენა“. მას მიაჩნდა, რომ ქართულიც და სვანურიც წინარე ქართული ენიდან მომდინარეობენ და მათი გენეტიკური კავშირის და- სამტკიცებლად მრავალი არგუმენტი მოჰყავს; მაგრამ ვინაიდან 

გვ83

მათგან პირველი – სამწიგნობრო, საეკლესიო და, ამდენად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეების გამაერთინებელი ენაა მას უპირობოდ უწოდებს ენას („დქდაენას“, „ღვიძლ ენას“), ხოლო მეორეს, როგორც შიდა საურთიერთობო საშუალებას კითხვის ნიშანს უსვამს. რ. გუჯეჯიანის ციტირებულ წერილში ვ კითხულობთ: „მან (ივანე მარგიანმა), როგორც სასულიერო პირმა, ბრწყინვალედ იცოდა ძველი ქართული სამწიგნობრო და საეკლესიო ენა. ცხადია, ერკვეოდა სვანურ კილოკავებში და ამიტომ სრულიად ადვილად პოულობდა მათი ერთიანობის დამადასტურებელ მრავალ მაგალითს“. ამ მზრივ საგულისხმოა ივ. მარგიანის კიდევ ერთი წერილი ალ. ხახანაშვილისადმი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ალ ხახანაშვილის ფონდი, N524). წერილში მას მოჰყავს სახარების ტექსტში მოძიებული 20 სიტყვა, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე სვანურ მეტყველებაში. წერილიდან ირკვევა, რომ ამ თემაზე ივ. მარგიანს თავისი მოსაზრება გაუზიარებია ალ. ხახანაშვილისათვის 1903 წლის ზაფხულში, როცა იგი მეგზურობას უწევდა პ. კარბელაშვილის მიერ ორგანიზებულ ლეჩხუმ-სვანეთის ექსპედიციას. წერილიდან ჩანს, რომ სახარების ტექსტში გამოყენებულ სიტყვებსა და სვანურ მეტყველებაში შემორჩენილ ზოგიერთ სიტყვებს შორის მსგავსების საკითხს იმდე- ნად დაუინტერესებია ალ. ზახანაშვილი, რომ ივ. მარგიანისათვის უთხოვია თავისი მოსაზრების დამადასტურებელი კონკრეტული მა- გალითები მისთვის წერილობით გადაეგზავნა. ამაზე მეტყველებს ივ. მარგიანის წერილის ორი ფრაზა: ,ბოდიშს ვიხდი, რომ აქამდისინ ვერ შევასრულე თქვენი დავალება“ და „ჯერ-ჯერობით ამის მეტი არა მაქვს ამოკრეფილი სახარებიდან სიტყვები“. მეტად საგულისხმოა წერილი „სვანური “"ენა” და ახალი აშორდია“ (29). ავტორი (,,სვანი“) წერს, რომ ,,არავისთვის ამჟამად საიდუმლო აღარ არის ის გარემოება, რომ სვანნი გვარ– ტომობით ქართველებს ეკუთვნიან და სვანური ენაც (კილოკავი) 

გვ84


გვ85


გვ86


გვ87

იგივე ქართულია. მეტს ვიტყვი, სვანური ენა და პოეზიას არის სალარო შველი ქსართული ენისა, რადგან აქ ბევრი ქასრთული სიტყვას დაცული“ (შევადაროთ აკადემიკოს შოთა ძიძიგურის მოსაზრება: „უაღრებსად ფასეულია ნ. მარის დაკვირვება, რომ ხსვანური დიდ შემწეობას იძლევა ქართული საეკლესიო და საერო თხზულებების ძველი ენის გასაგებად“). წერილის ავტორს მიაჩ- ნია, რომ ზოგიერთი მეცნიერი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო „სვანებს თიშავდა ქართველებისაგან“, რათა „მთავრობის მოხელეთა გული მოეგოთ და თავი წარმოჩინებულ ეყოთ..“ „დღეს ამგვარი გარეწარობით ვერავინ ვერ დაუბნელებს თვალებს ვერც მთავრობას და ვერც საზოგადოებასა, რომელიც ეჭვს გარეშეა, ყოველთვის აფახებდა და აფასებს კიდეც ამვვარ ვაჟბატონთა ,,პო- ლიტიკანობა-გაიძვერობას'' და შესაფერ მსჯავრს სდებს. მაგრამ ვაი რომ აშორდიები" ყოველთვის არიან და მეორე გულშემატკი– ვარი (პირველი ჩვენშივე ბუდობს დიდი ხანია – ჩვენებურია) აშორდია დღეს, ჩვენ, სვანებსაც გამოგვიჩნდა: რასაც ჩვენ ვერ მივმხვდარვართ და პირველმა სვანელმა აშორდიამ ვერ შესძლო, ის ნაკლი სვანეთის ბოქაულად ნამყოფმა ალექსანდრე წერეთელმა  შეავსო: ..სამღვდელოება ქარეულს ენაზედ ღვთის მსახურების შესრულებისათვის მთავრობის მოღალატედ დასახა და, სხვათა შორის, პირველ საბრალდებულო მუხლად შემდეგი დასწერა: ,,церковная служба совершается на непонятном сванам
грузинском языкеб которая с такум же  успехом могла бы совершается на русско-славянском."

1891 წლის N21 გაზეთში ,,ივერია“ მოთავსებულია დათიკო ვერმიცანაშვილის რეპლიკა: ,,ჩვენი ცხობილი ლინგვისტი ბ-ნი აშორდია აპირებს გამოსცეს სამეგრელოში მეგრულს ენაზედ შეგრულის ასოებით დაბეჭდილი მეგრული გაზეთი, რომელსაც უნდა უწოდოს ,,ნაყოფი უვიცობისა” გაზეთი ყოველდღიური იქნებსა და მხოლოდ თითო ცალი გამოვა, რადგანაც გამომცემელი, რედაქტორი, თანამშრომელი და მკითხველი ამ გაზეთისა მარტო თვითონ აშორდია იქნება“ 

გვ88

ნუ სწუხდებით ბ-ნო წერეთელო; ჩვენ გასაგებ ენაზედ ვადიდებთ ღმერთსა, რომელიც ჯერ ჩვენ არ დაგვიკარგავს, ქართული ენა ჩვენთვის ღვიძლი ენაა, გასაგებიცას და საუკუნეებისაგან ნაკურთხიცაა.. ამით შორს ვერ წახვალთ და ვერც ბოქაულობას იშოვით.. ბ-ნი წერეთელი, დღემდის სვანეთის მადლიანი ბუნების სტუმართმოყვარეობით სარგებლობს და დახეთ, როგორ გვიხდის? ,,წერეთელ სიკეთის მუქაფად ორგულობ გვაყერ”  (წერეთელმა სიკეთის მუქაფად ორგულობა გვიყო)!  დააკვირდი ბ-ნო წერეთელო ამ წინადადებასა და სთქვი: ქართულია თუ არა?“ – დასძენს ანონიმი ავტორი. ავტორის ივანე მარგიანთან იდენტურობის და- საბუთებისათვის ბევრი არგუმენტი არსებობს, მაგრამ ერთიც საკმარისად მიგვაჩნია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ,,ბლაღ. მღვდე- ლი ივ. მარგიანი“-თ ხელმოწერილ სხვა სტატიაში (,,ქართული ლექსიკონის შემუშავების შესახებ“) ვკითხულობთ მსგავს წინა- დადებას „დღეს სვანი გეტყვის: მუქაფთ სიკეთ მაყრ (მუქაფად სიკეთე მიყავ (რა)“ (30).
ამ წერილში ბევრ საინტერესო მოსაზრებასთან ერთად ერთიანი ქართული ცნობიერების კუთხით ნიშანდობლივია შემდეგი: ,,ჩვენი ლინგვისტიკა ხომ ძლიერ ლღარიბის და ეს ერთის მხრით ჩვენი ლექსიკონის სიღარიბითაც აიხსნება. ფილოლოგიური ნაშრომი ძლიერ ნაკლებად გვაქვს და ამიტომაც არის, რომ ქართველობისაგან განათიშეს გვარ-ტომობით ერთი სვანები, მეგრელები, ინგილოები და სხვები. ნამდვილად კი ესენი ერთი ტომის ხალხია. ერთსა და იმავე ენაზედ საუბრობენ, თუმცაღა ვითარების გამო მათი სასაუბრო ენა ერთი მეორეს დაშორებია. ქართული ენა მდიდარია, ჩვენი ლექსიკონი – კი ღარიბია სიტყვებით, რაც ისევ ჩვენი ბრალია. თამამად ვიტყვი, რომ კერძოთ სვანური ენს უშრეტი სალაროა ძველებური ქართულის ენისა და საზოგადოდ ხალხური პოეზია და სასაუბრო ენა სავსეა მარგალიტი სიტყვებით. ჩვენ კიდევ იმას ვიტყვით, რომ საჭიროსა ლექსიკონის შევსება ახალ-ახალი სიტყვებით და რომ ამ შემთხვევაში, კერძოდ, სვანური ენა დიდ დახმარებას გაგვიწევს“. 

გვ89

მშობლიური კუთხის მოჭირნახულე როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, ივანე მარგიანმა თავისი პირველი წერილი სვანეთისთვის საჭირბოროტო საკითხებისა და იქაური მოსახლეობის დუხჭირი პირობების შესახებ 19 წლის ასაკში გამოაქვეყნა (1. მოგეზსენებათ, ეს ის ასაკია, როდესაც ახალგაზრდების უმრავლესობა ძირითადად გართობა-დროსტარებაზე ფიქრობს და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, იფიქროს და, რაც მთავარია, იზრუნოს საკუთარ ქვეყანაზე. წერილი მოიცავს სვანეთისათვის საჭირბოროტო მრავალ პრობლემას, რაც ნათლად მეტყველებს, რომ ივანე მარგიანის სახით ქვეყანას და საკუთრივ სვა- ნეთს დაუღალავი მზრუნველი და ქომაგი მოევლინა. სრულიად ახალგაზრდა კაცმა ზუსტად განსაზღვრა თავისი კუთხის მოსახლეობის უპირველესი სატკივარი, მათი ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა – უგზოობა, და, აქედან გამომდინარე, დანარჩენი სამყაროსაგან მოწყვეტილობა, რაც სვანეთს უმძიმეს მდგომარეობაში ამყოფებდა: „სვანეთი მეტადრე ზემო, როგორც მოგეხსენებათ, მიყრუებული და ღარიბი ქვეყანაა. იგი ოთხივკუთხით მაღალის მთებით არის შემოზღუდული, რომლებზეც მუდამ თოვლი შძევს და ამიტომ ძლიერი სიცივეც იცის. ზამთარი ჩვენში რვა-ცხრა თვეს გასტანს ხოლმე, ზაფხული სამ თვეს. ამ ცხრა თვის განმავლობაში ჩვენში შინაური საქმეების გარდა, არაფრის მუშაობა არ შეიძლება, რადგან დიდი თოვლი იცის. მაშ უსაქმოდ რა უნდა ხალხს შინ? არაფერი, მაგრამ წასასვლელი გზა რომ არსაით აქვს ? ას ეს დამწყვდეული ამ ვიწრო ქვეყანაში, თითქოს

გვ90

საპატიმროში იყოს ტუსაღი მოქცეული. ამიტომაც სანამ ზამთარი დადგებოდეს ახლო-მახლო სოფლებში გადის სამუშაოდ და ამგვარად პოულობს თავის საზრდოს, ზოგიერთი სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ასწრებს ზაფხულში სამუშაოდ წასვლას და ზამთრობითაც კიდევ მიდის. დიდი თოვლიანი მთები უნდა გადაიაროს და ამიტომ ბევრჯერ ხდება უბედურება, ამ მგ ზხზავრობის დროს ბევრი ხალხი იღუპება. ისეთი საშინელი და უკუღმართი გზებია, რომ ათს სულში ხუთი ძლივს გაატანს სამშვიდობოს, მადლი არ იქნება, რომ მარტო ზაფხულში კი არა, ყოველთვის შეგვეძლოს აქეთ-იქეთ თავისუფლად სიარული, როგორც სხვა ხალხს? რასაკვირველია, მადლი იქნებოდა, მაგრამ მზრუნველი რომ არავინა გვყავს? უგზოობისაგან ჩვენსავით არავინ არ იტანჯება. ამ ბოლო ხანებში ცოტა მაინც გვეშველა. ადგილობრივმა ბოქაულმა ბ-მას ივანე ღოღობერიძემ ბრძანება მისცა მამასახლისებს, რომ ხალხი შეეკრიბათ და გზის მუშაობა დაეწყებინებინათ. ეს ამბავი კი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ჩვენში მობრძანდებოდა მაზრის უფროსი და რომ უფრო უშიშრად ევლო, გზები უნდა შეესწორებინათ. ეს ბოქაულის ბრძანება აასრულეს ზემო სვანებმა და მშვენივრად შეასწორეს გზა ლატფარის მთის იქით მხარეს, ძირიდგან წვერამდი. ლატფარის აქეთა მხარეს კი ისევ გაუკეთებელი დარჩა. ნეტავ ვეღირსებით რომ უშიშრად და თავისუფლად შეგვეძლოს სიარული?“ სამი წლის შემდეგ ივ. მარგიანი კვლავ ეხმიანება გზების პრობლემას (31): ,,ყველამ იცის, რა მიყრუებული კუთხეა სვანეთი. ზამთრობით სვანეთში გადასვლა შეუძლებელია, ზაფხულობით კი საშიშია, ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, რომ სვანეთი დღეს ყველაფერს მოკლებული არის: მართლაც, ჟურნალ-გაზეთები (სამწუხაროდ, მათ სამიოდე კაცი იწერს მარტო) ორი თვის განმავლობაში ძლივს მოაღწევს ხოლმე ჩვენამდის, ასე რომ მანდაური ძველი ამბავი ჩვენთვის ახალია; წერილის გაგზავნა რომ გვინდოდეს, ან უნდა კაცი ვიქირაოთ ან არა და ამისი ზრუნვა სრულიად 

გვ91

დავუტეოთ. ამიტომაცაა, რომ აქედან ამბებს ძვირად თუ იწერებიან ჟურნალ-გაზეთები. ერთი სიტყვით, უგზოობა ძლიერ გვაწუხებს და არ ვიცით როგორ მოვიქცეთ?.. მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, მთავრობას გადაუდვიას რამდენიმე ათასი მანეთი სვანეთში გზების გასაყვანსდ. ადვილად წარმოიდგენთ მკითხველო, რა სიხარულს მივეცით თავი ამ ამბის გაგონებაზედ?. დიაღ, ძალიან გვიხაროდა, მაგრამ ეს სიხარული მწუხარებად გადაგვექცა. როგორც გვეუბნე- ბიან და გვესმის, ზოგიერთს პირებს გზის გაყვანა არასასურველისა და გამოუყენებელის მხრით, ე.ი. ლენხერით (ახლანდელი მესტია- ხაიშის მიმართულება – თ. ლ.) სურთ თურმე და სცდილობენ, ეს სურვილი აღასრულონ. ლენხერით გზის გაყვანის უვარგისობაზე და გამოუყენებლობაზედ ამ წერილში ჩვენ არაფერს ვიტყვით; ამ საგნის შესახებ ჩვენ აზრს გამოვსთქვამთ შემდეგ, როდესაც კი დრო ნებას მოგვცემს. აქ კი უნდა ვურჩიოთ იმათ, რომლებსაც ლენხერით გზის გაყვანა სურთ, რომ პირადი ინტერესები უკან დასწიონ და საზოგადო ინტერესებს ემსახურონ.“
მკითხველის ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ ამ შეგონების ავტორი მიყრუებულ კუთხეში გაზრდილი 23 წლის ჭაბუკია. არსი კი ის არის, რომ ლენხერით გზის გაყვანა იმდროინდელი ტექნიკური შესაძლებობების პირობებში ნიშნავდა გამოყოფილი მწირი სახსრების უნაყოფოდ ხარჯვას, რადგან მისი მოვლა მუდმივ შრომატევად მომსახურებას მოითხოვდა. ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ ივ. მარგიანის წერილებში გზების თემა გამოკვეთილად პრიორიტეტულია. ერთ-ერთ წერილში (4), იგი საგანგებოდ ეხმაურება სვანეთში ახლად გამწესებული ბოქაულის ს. ლ. დალაქიშვილის ამაგს გზების გაყვანაში. ,,ყველამ იცის, თუ რა მიუდგომელი მხარეა სვანეთი. მთელი რვა თვე ზამთარია და კაცს სვანეთში დაძვრა არ შეუძლიან ადგილიდან, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში თუ ჰნახავს კაცი სვანეთს და სვანი სხვა მახლობელ მხარეს, მაგრამ მაშინაც საძნელოა მოგზაურობა გზების უვარგისობისა გამო. რამდენი ბოქაული გამოიცვა- 

გვ92

ლა სვანეთმა მაგრამ არც ერთმა მათგანმა მისს ძირეულ საჭიროებას, მაგალითაღ, გზების გაუმჯობესებასა და სხვას არ მიაქცია ყურადღება. იყვნენ კეთილნი, მაგრამ ისინიც მხოლოდ ვიწრო წრეში მოქმედებდნენ. არ შეგვიძლიან, არ მოვიხსენიოთ ახლად გამომწესებული ჩვენში ბოქაულის. ლ. დალაქიშვილი, რომლის 


მობრძანება ჩვენში უნაყოფოდ არ დარჩენილა. იგი მოსვლისთანავე შეუდგა ახალის გზების გაყვანას. ეს გზები ვაკეა, მოხდენილს ალაგს გაყვანილი, საკმაო სიფართოვე ექმნება. ეტყობა, რომ ბ-ნი დალაქიშვილი ამ საქმეში ძლიერ გამოცდილია.. ბოლოს უნდა ვთქვათ, რომ ახალის გზების გაყვანა დიდ სარგებლობას მოუტანს სვანეთს, რომელიც თავის დღეში არ დაივიწყებს ბ-ნის დალაქიშვილის ამაგსა და ყოველთვის მისი კეთილად მხსენებელი იქნება.“ 

გვ93

წერილის ავტორს ისიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ, „რომ ზოგიერთმა მამასახლისებმა ბოქაულის გეგმას არ მისდიეს და ამიტომ გზა ვერ გამოვიდა ზოგან რიგიანი“, მაგრამ აქვე აღნიშნავს გზების გაყვანაში გამორჩეულ მესტიის მამასახლისს მ. მჭედლიანს, რომელმაც „ყველაზე ვაკე, ფართო, ლამაზი, მკვიდრი გზა გაიყვანა“ და რომელიც „სხვა მამასახლისების მხრივ მიბაძ- ვის ღირსია.“
მოგვიანებით, როცა ივ. მარგიანი ლაშხეთის ოლქის (ქვემო სვანეთი) ბლაღოჩინია (14), იგი ეხება ქვემო სვანეთის გზების მდგომარეობას და აქაც არ ავიწყდება ამ პრობლემის მოგვარებაში მისაბაძი მაგალითის წინ წამოწევის მნიშვნელობა: „გზები ხშირი წვიმებისა და შვავების გამო აქეთკენ ძლიერ დაზიანდნენ, ასე, რომ მათზე მოგზაურობისაგან ღმერთმა დაგიფაროთ ყველანი! რიგიანი გზა აქამდისაც არა გვქონია და ახლა ხომ მათზე გავლა გაგიძნელდებათ. რას მივაწეროთ, რომ მათი გაკეთებისათვის არავინ ზრუნავს ჯერ-ჯერობით არ ვიცით! ყველაზე უფრო მომეტებული შრომა ეტყობა გზების შესახებ ლენტეხის საზოგადოების მამასახლისს ი. ლიპარტელიანს, რომელმაც ეგრეთ წოდებული გზა – “ლათქველიარი” ისეთს ადგილას გაიყვანა (ძველი უხერხული მიატოვა), რომ ამ ალაგას სიარული უშიშარჰყო. ხსენებული მამასახლისის სიმკვირცხლე და დაუზარებელი შრომა მადლობის ღირსია ჩვენს მიერ და მთავრობის მხრითაც ყურადღებისა.“
1903 წელს ივანე მარგიანი თავისი კუთხის სხვადასხვა სა- ჭირბოროტო საკითხებზე ფიქრით დამძიმებული (ამ დროს იგი უკვე 31 წლისაა), შენიღბული ხელმოწერით – „ვინც უნდა ვიყვე“ (19), აქვეყნებს წერილს სათაურით ,,სვანეთის რამე-რუმე“, სადაც ზოგიერთ მწვავე პრობლემასთან ერთად გზებსაც ეხება: „დალახვროს ღმერთმა ეშმაკი! – ბევრი რამა მაქვს სათქმელი, მაგრამ ვერ მომიხერხებია! მიზეზი? ჰმ! ვითომ არ იცი, მკითხვე- 

გვ94

ლებას რომ ვახსენებ, მკითხველო, ეგებ გაიკვირვო, მაგრამ ნუ გაგიკვირდება· მე თავისუფალს სვანეთში დავიბადე, ჩემი წინა- პარნი თავისუფალნი იყვნენ და ეს რომ გამახსენდა, იმიტომ ვიწყე თავისუფლებაზე ლაპარაკი! სხვა არა იფიქრო რა.. ის დრო რომ იყოს, ამდენ ბოდიშს არ მოვიხდიდი და ბევრს რამეს ვიტყოდი... მაგრამ ახლა ის დრო აღარ არის და ისევ ისა ვთქვათ, რაც დაკნინებულს ჩვენს ცხოვრებას შეეხება.
არ იქნა და არაფერი ეშველა სვანეთის გზებს. ამ ბოლო დროს რაღაც აღარავინა ჰფიქრობს გზებისათვის; გუბერნატორის მოსვლისათვის შეაკეთეს და მერე კი ისევ ღვთის ანაბარას გაუშ- ვეს. ყველაზე უფრო ცუდი გზები ს. ლენტეხსა და ცაგერს შუაა. ხიდები ხომ სულ უვარგისია. ამის მიუხედავად სვანები მაინც ბლომად მიეშურებიან საენკენებოდ (ბაზრობაზე – თ. ლ.) ცაგერისაკენ,: ზოგს მარილი მოაქვს, ზოგს სიმინდი, რომ ზამთარში ოჯახი გამოკვებოს, ზოგს რა და ზოგს კიდევ რა. მართალია, მგზავრობა უმეტეს შემთხვევაში უხიფათოდ არ ჩაივლის ხოლმე, მაგრამ რა უნდა ჰქნან?“ – დასძენს წერილის ავტორი. “ უგზოობის საკითხს ეხება აგრეთვე წერილი „ლეჩხუმ-სვანეთის რამე-რუმე, ისევ უგზოობა...“ (20).
 „ისევ უგზოობის შესახებ უნდა ვესაუბრო მკითხველს. აბა სხვსა საგანი რომელი ავილო რომ ლეჩხუმის მაზრას შევეხო კარგი მხრით (სვანეთი ლეჩხუმის მაზრის შემადგენელი ნაწილი იყო – თ. ლ.). არც ერთი კუთხე საქართველოში ისე არ არის შეწუხებული უგზოობით, როგორც ლეჩხუმი. ავდარში აქაურს გზებზედ გავლა არავითარ სულდგმულს არ შეუძლიან უხიფათოდ: ან მთლად ჩაეფლობა კაცი ცხენითურთ ან ტალახში ამოითხუპნება. სანამ კარგად არ მოშრება ტალახი, მანამ ურმის გზა ძნელდება და სოფლიდნ სოფელში სიმძიმის ზიდვა შეუძლებელ საქმედა ხდება. სვანეთის გზებზე (ცხენის წყლის პირას) ლაპარაკი სრულიად აღარ ღირს: ან უვარგისს დამპალს ბოგირებს ვერ გადაურჩები ან სახიფათო ბილიკების წერა შეიქმნები, თუ არ 

გვ95

იმარჯვე. ნამეტნავად დაზიანებულია ცაგერიდან ლენტეხამდე მიმავალი გზა. უხიდობამ ხომ მთლად გააჭირვა საქმე. ამ ორი-სამი წლის წინად გაკეთებული ხიდები ზოგი ჩაიქცა, ზოგი წყალმა წაიღო და მათ მაგივრობას გვიწევს ბოგირ-ჭოკები, რომლებზე გასვლაც სუვოროვის მიერ ალპების გადალახვას უდრის. ზოგან ბოგირებიც არა გვაქვს და მგზავრი იძულებულია მთის გამხეცე- ბულ წყლის ზვირთებს ებრძოლოს (მაგ. მდ. ხელყურა). სწორედ გასაჭირი მდგომარეობაა და დროზედ მიშველება პირველი საქმეა, მაგრამ ვინაა ჩვენში მთქმელი ან ნათქვაშის გამგონე?“
სვანეთსა და ცაგერს შორის გზის სირთულეს ივ. მარგიანი ხატოვნად აღწერს (19): ,,სვანეთსა და ცაგერს ერთმანეთისაგან მურის (ლანლანდაშის) კლდეები ყოფს, რომლებს შუაც ისე ვიწროდ ჩაჰქუხს ცხენის წყალი, რომ შორიახლოდან გეგონებათ – რომ აქ კაცი კი არა ბუზიც ვერ გაეტევა და ვერც ზემოთ გადაფრინდებაო. მართლაც რომ ჩინებული ბუნებრივი საზღვარია! ძნელი გასავლელია და ამიტომაც არის, რომ სვანეთისაკენ ძნელად თუ შედის რაიმე კარგი.. კანონიც რომ ვერ გაეტია ამ ოხერსა და ტიალში! მურის ხიდს ზემოთ კანონი ვერ ამოვა, ვერ გამოეტევა, იმიტომ, რომ ვიწრო სავალი აქვსო – ამბობს სვანი და არცა სცდება. კანონს თუ ვერ გაუფართოვეს გზა, აბა სწავლა-განათლება ან სხვა რამე როგორ შევა!“ მინდა მოვიყვანო გზების პრობლემებისადმი ივ. მარგიანის დამოკიდებულების ამსახველი ერთი ეპიზოდი. როგორც ცნობილია (58; 59), ივ. მარგიანმა, როცა მას საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ღვთისმსახურება აეკრძალა, ჩამოაყალიბა სვანური სიმღერისა და ცეკვის პირველი გუნდი და მოატარა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქები. ნიშანდობლივია, რომ ამ გუნდმა თბილისში გასტროლების დროს, მესანგრეთა ასეულის კლუბში უფასო კონცერტი გამართა ამ სამხედრო ქვედანაყოფის პატივსაცემად (35) მე- სანგრეთა შესახებ თვით გუნდის ხელმძღვანელი ივ. მარგიანი 

გვ96

წერს, რომ ამ ასეულმა დიდი შრომა გასწია მესტია-ზუგდიდის მიმართულებით გზის გაყვანაზე. როგორც ირკვევა, მულახის თემს ამ ასეულზე შეფობა ჰქონია აღებული. კონცერტის დაწყებამდე გუნდის მონაწილემ, სები გულედანმა, მადლიერება გამოხატა მესანგრეთა მიმართ სვანეთში გზის გაყვანაში დიდი ლღვაწლის გამო. მან აგრეთვე იმედი გამოთქვა სვანეთსა და ასეულს შორის მტკიცე კავშირის შენარჩუნების შესახებ. ერთი შეხედვით თითქოს უბრალო ფაქტი მადლიერების გამოხატვისა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ივ. მარგიანი სვანეთის გზხების პრობლემას. მეორე საჭირბოროტო პრობლემა, რომელსაც ივ. მარგიანი ეხება თავის პირველსავე პუბლიკაციებში, ეს არის სვანეთში სამედიცინო მომსახურების მდგომარეობა. 1893 წელს (ამ დროს ივ. მარგიანი 21 წლის ჭაბუკია) გამოქვეყნებულ წერილში (2), ეხება რა სვანეთში ფეხმოკიდებულ ცრუმორწმუნეობას, წერს: „თუ ვინმე ავად გახდება, მაშინვე მარჩიელთან მირბიან... ასე განსაჯეთ, სვანეთიდგანაც კი მიდიან დაბა ლაილაშში მარჩიელთან ოთხი-ხუთი დღის მანძილზედ, მეტადრე მაშინ, როცა ავად გაუხდებათ ვინმე. საჭიროა სვანეთს საკუთარი ექიმი ჰყავდეს, რომ ხალხს გაჭირვებაში დაეხმაროს“ – ასკვნის წერილის ავტორი. ორი წლის შემდეგ ივ. მარგიანი წერს (3) „ამჟამად სვანეთსა ჰყავს თავისი საკუთარი ექიმი, ბ-ნი ტერტეროვი და დალაქი ბ-ნი ბარელიძე (იმ დროს დალაქს ფერშლის ფუნქცია ჰქოდა – თ. ლ.). ამ გარემოებით ჩვენ, რასაკვირველის ძლიერ მოხარული უნდა ვიყოთ. მაგრამ არ შეგვიძლიან, ცოტაოდენი უკმაყოფილება არ გამოვხატოთ. ბ. ტერტეროვი მართლა პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ დალაქს, ბარელიძეს – კი უნდა ვურჩიოთ, რომ ფეხის ქირაა, თუ ცხენისა, ავადმყოფთან მისვლისათვის და ნახვისათვის სამს მანეთს ცოტა რამ დაუკლოს, რადგან სამის მანეთის შოვნა მოწყვეტილ, გადაკარგულ სვანეთში მცხოვრებისათვის მეტად საძნელოა. 

გვ97

შეორე კარგი იქნებოდა უიმისოდაც ღატაკს სვანებს წამლების მიცემის დროს ხორაგს – ყველს, პურს, ხორცს, არაყს და სხვას არ ართმევდეს. ჩემი ფიქრით ის წამლები, რომელთაც თქვენ ბ. ბარელიძევ, ურიგებთ ექიმის ბრძანებით გაჭირვებულთ, სახელმწი- ფოა და მუქთათ უნდა ეძლიოს მათ? არამც თუ გვგონია, ეს ასეა. სვანს პურისა, ყველისა, ხორცისა და არაყის მეტი არაფერი არ გააჩნის და თუ ესეც სხვას მისცა და სხვა არჩინა, მას რაღა დარჩება?“ – დასძენს ავტორი.
სამედიცინო მომსახურების პრობლემას ივ. მარგიანი კვლავ უბრუნდება ამ საკითხთან დაკავშირებული ბოლო პუბლიკაციიდან 3 წლის შემდეგ (5). მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, მდგომარეობის რადიკალურად გამოუსწორებლობის გამო, მისი არგუმენტები განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რაზედაც ცოტა მოგვიანებით შევჩერდებით. თავდაპირველად წერილის ავტორი საუბრობს სვანეთში „სამედიცინო მომსახურების“ მდგომარეობის შესახებ: ,„საკვირველია მკითხველო, რომ ამგვარ საღს ალაგას, როგორიც არის სვანეთი, ავადმყოფობა ხშირი იყოს, მაგრამ ეს ასე არის. ამის მიზეზი ბევრია, სხვათა შორის უექიმობა და უწამლობაცა. სვანეთსა ჰყავს ერთი ექიმი და ერთიც დალაქი, მაგრამ რა გინდათ? ყველა ჩვენში სამსახურს სწუნობს და აბუჩად იგდებს. ექიმი გვეწვევა ივნისის დამდეგში, მოგვინახულებს (მადლობელ- ნიც ვართ) და აგვისტოს დამლევს წაბრძანდება – ღმერთმა უწყის სად! გვრჩება დალაქი ორი მუჭა წამლითა, მაგრამ რად გინდა, როდესაც საწყალი სვანი იმითაც ვერა სარგებლობს რიგიანად! დალაქს წამალს ვერა სთხოვ.. ყველას ეშველა და ჩვენ კი არა გვეშველა რა! სულ უიღბლობა და უიღბლობა!. ავადმყოფთა გაჯირვებას ისევ სამღვდელოება თუ ამსუბუქებს სვანეთში. არც ერთი მღვდელი არ არის ჩვენში, რომ ცოტაოდენი წამალი მაინც არა ჰქონდეს წინდაწინ შეძენილი.. ამ წამლებით ყველა სვანი სარგებლობს უფასოდ. არ ვიცი იმისთანა მღვდელი სვანეთში, რომ გაჯირვებულს ან წამლით, ან სხვით შემწეობა არ აღმოუჩი- 

გვ98

ნოს და უარი უთხრას. ამ მხრივ სვანეთის სამღვდელოება საქებარია. მე თვითონ ვიცი მაგალითები, რომ ავადმყოფს ვერც სა- ხელმწიფო წამლით და ვერც ფერშლით უსარგებლია გაჭირვების დროს და მხოლოდ მღვდლისაგან მოცემულს წამალს უხსნია იგი სიკვდილისაგან. კეთილი და პატიოსანი საქმეა ეს სამღვდელოე- ბის მხრივ. მაგრამ მარტო სამღვდელოებამ რა ჰქნას? აქ. საჭი- როსა მთავრობისაგან დახმარების და შემწეობის მიცემა. ჩემის აზრით, ვერავითარი დახმარებს იმდენს სარგებლობას ვერ გაუ- წევს სვანებს, როგორც ავადმვოფთათვის ქსენონის დაარსება"...
“სვანეთში ქსენონის გახსნის აუცილებლობის დასაბუთებისათვის, რომელიც მოსახლეობას მუდმივი სამედიცინო მომსახურების პირობებს შეუქმნიდა, ავტორი იშველიებს სვანეთის სპეციფიკას, რაც გამოიხატებოდა ხშირ დანაშაულში, როგორიცაა კაცის კვლა, დაჩეხვა-დამახინჯება. წერილის ავტორის აზრით ასეთი დანაშაული ზამთარში უფრო ხშირია, მაგრამ რადგან ზამთარში არც ექიმია და არც მომრიგებელი მოსამართლე, გვამის შემოწმება (ექსპერტიზა) ხდება 9-10 თვის შემდეგ. ასეო პირობებში „სამართლიან დასკვნას ძვირად თუ დაადგება ექიმი“ – ასკვნის ივ. მარგიანი.
ქსენონის გახსნის აუცილებლობის დასამტკიცებლად მას, გარდა აღნიშნულისა მოჰყავს სვანების დამოკიდებულება ექსგუმაციის მიმართ. აღნიშნავს, რომ ადგილობრივ მკვიდრთ ხშირად ძალადობა გაუწევიათ მთავრობისათვის მიცვალებულის გვამის ამოღე- ბის დროს, რადგან მათი აზრით მიცვალებულის ხელმეორედ ამოღება და დამარხვა ორნაირი სიკვდილია. „ამ უხერხულობის და წინააღმდეგობის მოსპობა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმი მუდმივ ადგილობრივ იქნება და დროზედ შეამოწმებს გვამ- სა. და თუ მთავრობა გაგვაბედნიერებს სვანებს ქსენონის დაარსებით, იმ შემთხვევაში ექიმიც ვალდებული შეიქმნება მუდამ სვანე– თის საბოქაულოში იცხოვროს და ქსენონს ვერ მოშორდება. დარ- წმუნებული ვართ, რომ ჩვენი ახალი მაზრის უფროსი ბ-ნი ყიფი- 

გვ99

ანი უნარს გამოიჩენს ამ საქმეში და ქსენონის დაარსების ღირსად გაგვხდის“ - ამთავრებს წერილს ავტორი. დაგვეთანხმებით, ალბათ, მკითხველო, როგორი გამჭრიახობით არის დასაბუთებული ქსენონის აუცილებლობა. სტრიქონებს შორის ამოიკითხავთ, რომ მეფის რუსეთის მთავრობის პირობებში ავტორი ჰუმანიტარული ხასიათის არგუმენტებთან შედარებით უფრო ქმედითად მიიჩნევს ძალოვანი და მართლწესრიგის სამსა-ხურების ინტერესებს და მიზნის მიღწევისათვის აქცენტებს სწორედ მათზე აკეთებს.
ამავე 1898 წელს ივ. მარგიანი ეხმაურქბა (6) ქუთაისის გუბერნატორის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ სვანეთის ექიმმა მუდმივად სვანეთში უნდა იცხოვროს და არა ქუთაისში, როგორც მანამდე იყო. ,გასაკვირი იყო სწორედ, ჯამაგირს სვანეთში მსახურობისას იღებდა, თვითონ ექიმი ვინ იცის სადღ შრომობდა. სვანეთში მხოლოდ ზაფხულობით მიდიოდა საორთვეოდ, ვითომ და სამსახურს ვასრულებო. ამისთანა ბედს არ ვიცი, რომ ყველა ექიმი ეღირსოს. ზაფხულობით აქ სამსახურის მოვალე კი არა, ისეც ბევრი წამოვა, ისეთი კარგი ჰაერია და სამაგალითო მჟავე წყლებია“ – წერს ივ. მარგიანი. ზემოთ, წინა თავში ჩვენ უკვე ვახსენეთ ივ. მარგიანის პირველი ორი წერილი (1; 2), სადაც უკვე გამოიკვეთა მისი ზრუნვის ერთ-ერთი ძირითადი საგანი – სვანეთის მოსახლეობაში სწავლა- განათლების საკითხის მოგვარება. თავის ერთ-ერთ მორიგ წერილში იგი კვლავ უბრუნდება ამ თემას (5), სადაც სვანეთში სწავლა-განათლების ტემპებით უკმაყოფილება იგრძნობა: „მოგახსენეთ, რომ ასე გვგონია განათლებაში ფეხს ჩავდგამთო, მაგრამ რის ჩადგმა, როდესაც ფეხი არც კი დაგვიძვრია ადგილიდან განათლების მხრივ! საიმედოს ბევრს გვეუბნებიან, მაგრამ ცალიერი იმედი აბა რას გამოგვადგება?.. მოვიხსენიებ ხალხის აზრს ქართული ენის შესახებ. ქართული ძლიერ საჭიროა ჩვენთვისაო, ამბობენ სვანები. ქართული წერა-კითხვის ცოდნა საკმა- 

გვ100

რისია, რომ ჩვენ ის გამოვიყენოთ ჩვენდა სასარგებლოდ. ქართული ენის შესწავლა ჩვენს შვილებს ძლიერ ეადვილებათ, დიდებმა კი თითქმის ყველამ ვიცით და წერა-კითხვის ცოდნაღაა საჭირო, რომ ჩვენ ლუკმა პური ვიშოვნოთ, რომელიც ჩვენთვის ვგონებ არავის არ შეეხარბება. ჩვენი ხშირი საშოვარი ალაგები არის: ლეჩხუმი, რაჭა, იმერეთი, ქუთაისი, ხშირად ქართლიც, გურია, სა- მეგრელო, სამურზაყანო და აფხაზეთი, სადაც ქართულად ლაპარაკობენ. ამ ადგილებში ვაჭრობა, აღებ-მიცემობა უმეტეს ნაწი- ლად სრულდება ქართული წესრიგით. ჩვენ იმათთან უფრო გვაქვს ხშირად საქმე, ან მიწას ვთხრით, ან თხრილს ვიღებთ ან სიმინდ- ყურძენს ვუწევთ, ან გზებს ვუკეთებთ ან მოსამსახურეებად ვუდგებით... ბევრი ჩვენი შვილთაგანი კი მხოლოდ პირველ-დაწყებითს სწავლას იძენს და საშუალო სასწავლებელში ვერ მიდის სიღარიბის გამო. ამიტომ ისინი იძულებულნი არიან ისევ საკუთარი ხელით და ოფლის ღვრით იშოვნონ პური. ამ შემთხვევაში-კი რუსულ ენასთან ერთად საჭიროა იმათთვის ქართული ენის ცოდნა და წერა-კითხვა. ამიტომ დიდი წყალობა იქნება თუ კი რუსულ ენასთან ერთად ჩვენს შვილებს ქართულ წერა-კითხვასაც ასწავლითო!“
იმავე 1898 წელს ოქტომბერში ივ. მარგიანი უკვე იმედიანად წერს (6):
„ამ ბოლო დროს სვანეთსაც ეღირსა განათლების სხივი. დღემდი სვანეთი უმაღლესი მთავრობისაგან სწავლა განათლების შესახებ თუმცა დავიწყებული არ იყო, მაგრამ ნამდვილად ყურადღებას კი მოკლებული იყო. ეხლა როგორც გაზეთებში იყო მოხსენებული, მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების, ბ. ინსპექტორის მამინაშვილის შუამდგომლობა სვანეთის შესახებ შეიწყნარს მისს ყოვლადუსამღვდელოესობამ საქართველოს ექ- სარხოსმა ფლაბიანემ და კეთილ ინება, გარდა არსებული სკოლებისა, გახსნილ იქმნას ოთხი სკოლა შემდეგ სოფლებში: ბეჩოში, ცხუმარში, ფარში და ლახამულაში... 

გვ101

სწორედ სასიხარულოა ეს გარემოება მით უფრო, რომ თვითონ სვანებიც ძრიელ მონდომებულნი არიან სწავლა-განათლებას... ამათ სიხარულს საზღვარი არა აქვს. მეტად აღტაცებულია ყველა უბრალოდან კეთილშობილამდე, სასიამოვნოა ის გარემოებაც, რომ მებატონეები და ადმინისტრაციაც ხელს უწყობს სკოლების საქ- მეს, რაც კი შეიძლება. ღვთის მადლით, მასწავლებლებიც კარგები მოუვიდათ სვანეთის სკოლებს. თითქმის ყველა სასულიერო სემინარიაში კურსდამთავრებულნი არიან და რაც შეიძლება ნამდვილი სამოსწავლო იარაღით აღჭურვილნი, გარდა ამისა, სულით და გულით მონდომებულნი არიან და იმედია, ეს პატივცემული მასწავლებლები გაჭირვებას არ შეუშინდებიან და ერთხელ ხელმოკიდებულ საქმეს რიგიანად წაიყვანენ. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ აქ ბავშვმა არ იცის ქართული, მასწავლებელმა – სვანური, ამიტომ პირველ წელიწადს ჯეროვანი ნაყოფის გამოღება შეუძლებელია, მაგრამ ერთი იმედია სვანი ქართულს ძრიელ ადრე ისწავლის.“ აქვე ავტორი აღნიშნავს სოფელ ფარში სწავლაში ჩამორჩენას, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი თითქმის ერთი თვეა, რაც მიუვიდათ, სწავლა ჯერ არ დაწყებულა, იმის გამო, რომ აქაური ბავშვების მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათ შვილებს სწავლა არ სჭირდებათ, რადგან „ისინი ჩვენ მწყემსებად გვჭირდებაო“., ავტორი გაკვირვებას გამოთქვამს ამ გარემოების გამო, რადგან ამავე სოფელში მამა დეკანოზი ცხოვრობს, რომელ- საც ხალხი, როგორც მოძღვარს, უნდა უჯერებდეს. ივ. მარგიანი აქვე დასძენს: „აქაური სკოლები, რომ მართლა ნაყოფიერი იყოს და უბრალოდ არ დაიკარგოს ორი-სამი წლის შრომა და ხარჯი, საჭიროა ერთი რამე კურსის დამამთავრებელი სასწავლებელი იქმნას გახსნილი, უამისოდ ორი-სამი წლის შემდეგ ბავშვი ისევ ცხვარს და თხას უნდა გაჰყვეს უკან. მართალია, ამ მდგომარეობაში ყველა არ დარჩება და როგორც დღემდე თითო-ოროლა გააგრძელებს სწავლას, მაგრამ მომეტებული კი იძულებული იქნება მამა-პაპის შრომის იარაღს მოჰკიდოს ხელი. 

გვ102

თუ ბ-ნი ინსპექტორი მოინდომებს და იშრომებს, როგორც დღემდის, იმედია, სვანეთი ოთხკლასიან სასწავლებელსაც ეღირსება, და ეს იქნებას სწორედ უდიდესი ნაბიჯი სვანეთში სწავლა-განათ- ლების გაძლიერებისა· მაშინ, იმედია, სვანეთი დაწინაურდება მალე.“ ლაშხეთში (ქვემო სვანეთი) მღვდლად გამწესების შემდეგ ივ. მარგიანი ღრმად ეცნობა ქვემო სვანეთში სწავლა-განათლების მდგომარეობას და აღმოაჩენს ამ კუთხის საგრძნობ ჩამორჩენას თავისუფალ (ზემო) სვანეთთან შედარებით (14) ივ. მარგიანი აღნიშნავს, რომ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით სადადიანო (იგივე ქვემო) სვანეთს დიდი უპირატესობა აქვს თავისუფალ სვანეთთან შედარებით, ვინაიდან აქ კლიმატიც ნაკლებად მკაცრია და გარე სამყაროსთან კონტაქტიც გაცილებით უფრო იოლია. მიუხედავად ამისა, ავტორს მიაჩნია, რომ „როგორც განათლების, ისე მოქალაქეობის მხრითაც თავისუფალმა სვანეთმა წარსდგა წინ რამოდენიმე ნაბიჯი, სადადიანო სვანეთი კი ისევ სიბნელით მოცულს მორევში სცურავს და არავითარი წინსვლა არ ეტყობა... ამას გვიმტკიცებს ჯერ სკოლების რიცხვი და მერმე თვითონ ნასწავლთა რაოდენობა. თავისუფალ სვანეთში, სადაც 14 მრევლია, სულ 13 სკოლაა, 7 საეკლესიო, 6 – სამინისტრო. სადადიანო სვანეთში კი, რომელიც 11 მრევლისაგან შედგება ორი საეკლესიო სკოლაა და ორიც სამინისტრო“.
მკითხველის ყურადღებას იმას მივაპყრობ, რომ 1893 წელს, ანუ 9 წლის წინ, თავისუფალ სვანეთში სულ სამი სკოლა იყო (2). ასეთ მკვეთრ პროგრესს, ვფიქრობ რომ, ივ. მარგიანის პუბლიკაციებში გამოხატულმა აქტიურმა მოქალაქეობრივმა პოზიციამაც შეუწყო გარკვეულწილად ხელი. ავტორი განაგრძობს სტატისტიკური მონაცემების ჩამოთვლას, საიდანაც ირკვევა, რომ იმ მომენტისათვის თავისუფალ სვანეთში მოსწავლეთა რიცხვი 419 იყო, ხოლო სადადიანოში – 82. საგულისხმოა, რომ თავისუფალი სვანეთის სკოლებში მოსწავლეთა 

გვ103

საშუალო რაოდენობა (32) აღემატება ქვემო სვანეთის იმავე მაჩვენებელს (20), რაც ამ ორი კუთხის მოსახლეობის სწავლა- განათლებისადმი დამოკიდებულების მანიშნებელი უნდა იყოს.
ავტორი მიუთითებს მსგავს თანაფარდობაზე განათლების მქონე ადამიანთა შორის: „ახლა ვიკითხოთ, რამდენს სულს მიუღია საშუალო თუ სხვა განათლება? თავისუფალ სვანეთში მცხოვ- რებთაგანს სწავლა-განათლება მიუღია ჯერ-ჯერობით 30-35 სულს (არ იფიქროს მკითხველმა, რომ ჩვენ ამით ვამაყობდეთ; კნინი ციფრებია, მაგრამ იგი ჩვენ მხოლოდ შესადარებლად მოგვყავს), რომლებიც თითქმის ყველა სამსახურშია და სწავლობს ეხლახან ქალაქების სხვადასხვა სასწავლებელში 20-25 კაცი, რომელთა- გან ერთი უნივერსიტეტს ამთავრებს (ივ. ნიჟარაძე“ სოფ. უშგულიდან). სადადიანო სვანეთში კი სწავლამიღებულნი უფრო მცირეა; სულ რომ გავადიდოთ, ხუთს არ აღემატება; სხვაგან სწავლობს 3-5 ბავშვი. ახლა გავიგოთ, თუ რამდენი ჟურნალ-გაზეთი მოუდის თავისუფალს სვანეთს და რამდენი მეორეს? თავისუფალ სვანეთში მოდის ჟურნალ-გაზეთები: 2 – ,,ივერია'', 3 – ,,ცნობის ფურცელი'', 2 – ,,კვალი'' , 3 – ,,ნოვოე ობოზრენიე'', 2 – ,,კავკაზი” 1- ,,სპ. ვედომოსტი'', 4 – ,,ნივა'' 4 – ,,მწყემსი”, სადადიანო სვანეთს მოუდის ერთადერთი ეგზემპლიარი ფცნობის ფურცელი" ამ მდგომარეობის ერთ-ერთ მიზეზად ავტორს სადადიანო სვანეთის სამღვდელოების უმეტესობის არასათანადო მომზადება მიაჩნია: ,,თავისუფალ სვანეთში 15 მღვდელში ექვსს საშუალო განათ- ლება აქვს მიღებული, ხოლო დანარჩენებს შინაური. ამათში 8 სვანთაგანია. სადადიანო სვანეთის 11 მღვდელში მხოლოდ ორს აქვს საშუალო განათლება, დანარჩენებს შინაური. რაც შეეხება სადადიანო სვანეთის სამღვდელოებას, ამათში თითქმის არც ერთს

” ეს უნდა იყოს ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფე, რომელიც მოხსენიებულია წიგნში: ექვთ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937წ.

გვ104

არა უზრუნვიას რა სწავლა-განათლების საქმეში. არ უზრუნვია, იმიტომ, რომ არც შეეძლოთ, რადგან ვერ იყვნენ მომზადებულნი ამისათვის (ჩვენ ვამბობთ უმეტესობაზე).. თუ ადგილობრივი სამღვდელოება ვერ უძღოდა წინ ხალხს, არც თავადაზნაურობას უფიქრია რამ თავისი შვილების განათლებაზე. თითქოს, არაფერიაო, არც მთავრობას მიუქცევის ყურადღება ამ მოვლენისათვის და სადადიანო სვანეთს თანდათან უტოპებია უვიცობის მორევში...“
არანაკლები უკომპრომისობით გამოირჩევა 79-ე გვერდზე ციტირებული წერილი (19), რომელშიც ანონიმი ავტორი – ,,ვინც უნდა ვიყვე“ – აკრიტიკებს ქვემო სვანეთის თავადაზნაურობას ეროვნული ინტერესების დაცვაში პასიურობის გამო. ავტორის ვინაობა ეჭვს არ იწვევს, რადგან მოგვიანებით გამოქვეყნებული წერილი (20), რომელსაც ხელს აწერს „,ივანე მა-ნი“, დასათაურებულია ასე: „,ლეჩხუმ-სვანეთის რამე-რუმე, ისევ უგზოობა... ცაგერის ენკენობა“.. და ასე შემდეგ, ანუ ანონიმი ავტორის წერილის მსგავსად სათაურში („ისევ უგზოობა”) ივ. მარგიანი აღიარებს, რომ წინა წერილშიც ამ საკითხზე საუბრობდა. ორივე წერილი გზების პრობლემით იწყება. გარდა ამისა, ავტორი პირველ წერილში ამბობს, რომ ,,მე თავისუფალ სვანეთში დავიბადე“. ორივე წერილში იგრძნობა ლეჩხუმის და სვანეთის სატკივარის თანაბრად კარგი გათავისება. ივ. მარგიანი ხომ ამ დროს ლაშხეთის ბლაღო- ჩინია და უკვე დაოჯახებულია ცაგერელ ვარვარა ბერიძეზე. ამდენად, დიდი ალბათობით, ანონიმი ავტორი – იგივე ივანე მარგიანია. გაოცებას იწვევს ივ. მარგიანის პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიცია, პირდაპირობა და უკომპრომისობა, თუ გავითვალისწი- ნებთ, რომ იგი ამ დროს ახლად არჩეულია ლაშხეთის ოლქის ბლაღოჩინად. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგები ხდება ათი წლის შემდეგ ლაშხეთის ოლქის სამღვდელოების ღია წერილში ნათქვამი სიტყვები ივ. მარგიანისადმი (47): „..თქვენი გამოცდი- ლება, მხნეობა, თავგამოდებული ზრუნვა ეკლესიისა და სამღვდე- ლოების სასარგებლოდ პირველივე თავს მდები იყო იმისი, რომ 

გვ105

თქვენ შეეფერებოდით ამ თანამდებობას. გულწრფელობა, გულახდილობა და ხასიათის სიმაგრე პირველად თუმცაღა სამღვდელოებამ და ხალხმა ავგულობათ ჩამოგართვათ, მაგრამ მალე საქმემ დაგვარწმუნა სულ წინააღმდეგში. დავრწმუნდით, რომ გულჩახვეული კაცი საშიშია, ვინემ გულახდილი. ამის გამო სამღვდელოებაც და ხალხიც თანდათან შეეჩვის თქვენს ხასიათს და ჩვენს შორის სიყვარული დამყარდა...“ სწავლა-განათლების პრობლემა ივ. მარგიანს ერთნაირად პრიორიტეტულად მიაჩნდა – ეხებოდა ეს სვანებს თუ სხვა ხალხს. ერთ-ერთ წერილში, აღწერს რა დაბა ლაილაშს, იგი საგანგებოდ ეხება ებრაელი ბავშვების სწავლების საკითხს (20): „დაბა ლაილაშში 120 კომლამდე ქართველია, 20 კომლი სომეხი და 100 კომლამდე ებრაელი. აღებ-მიცემა უმეტეს ნაწილად სომხების და ებრაელების ხელშია. ურევიან წვრილი კაპიტალისტებიც. მევახშეობა აქაც მძვინვარებს. სომხებსა ჰყავთ საკუთარი მღვდელი და აქვთ ქვის ეკლესია. ებრაელებს ჰყავთ ხახამი და ერთი მასწავლებელი, რომელიც ებრაულს წერა-კითხვას ასწავლის ბავშვებს. სწავლება მეტად პატრიარქალურადაა დაყენებული. სწავლის მსურველი ბევრია, მაგრამ საქმის მოთავეა ძვირი. საჭიროა ლაილაშელ ებრაელთათვის საკუთარი სკოლა, სადაც პირველდაწყებითი სწავლება ქართულ ენაზე უნდა სწარმოებდეს, რადგან სხვა ენა არ იციან. პირველადვე ებრაულს ენაზე ბავშვების მიყენება დიდი ცოდვაა. მე თვითონ დავრწმუნდი, რომ ბავშვებმა იციან ებრაულად კითხვა, ლოცვები ზეპირად, მაგრამ უმეტეს ნაწილად არ ესმით მნიშვნელობა წაკითხულისა. როგორც კი შეუსწავლიათ ებრაული ანბანი, მაშინვე მასწავლებელს ბავშვებბ მიუყენებია დაბადებისათვის, რომელსაც უთარგმნის ქართულად, მაგრამ ეს თარგმანი უფრო თავისებური ხასიათისაა, ვიდრე ნამდვილი.“ ივ. მარგიანმა, როგორც განათლების დამფასებელმა და ამ პრობლემით სისხლხორცეულად დაინტერესებულმა პიროვნებამ, 

გვ106

რა თქმა უნდა, გვერდი ვერ აუარა ცაგერში კარგამოკეტილ სამკითხველოს: „ბაზრობამ, რომელიც დ. ცაგერს გაიმართა და მალე ისევ ჩაიშალა, გაგვახსენს სამკითხველო, რომელიც ეს მეორე წელიწადია, რაც დაარსდა, მაგრამ მკითხველი კი ნაკლებად მოეძებნება. იგი მოთავსებულია სასამართლოს შენობაში და მეთაურობს თვით მომრიგებელი მოსამართლე. მეთაურობა მეთაურობაა და სამკითხველოს ღიად ძვირად ნახავთ. წარწერაც მშვენიერია კარებზე: ცაგერის უფასო სამკითხველო. – “რის სამკითხველო, ღია ჩვენ ვერა ვნახეთ, ვერცა რა მკითხველებია შიგ და უფასო იქნება, აბა ფასს ვინ დაადებს – სთქვა მოსწრებულად ერთმა კაცმა, როდესაც ხსენებული წარწერა წაიკითხა, ალბად, ამას სხვებიცა ჰგრძნობენ და კარებზე მიუწერიათ საუკუნოდ იყოს შენი განსვენება, უფასო სამკითხველოვ!” ივ. მარგიანის წერილების უმრავლესობაში აღწერილია მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა. იგი ყოველთვის დროულად ეხმაურებოდა უამინდობით თუ სხვა მიზეზებით გამოწვეულ მოუსავლიანობის შემთხვევებს და გამოსავალს ეძებდა. ერთ- ერთი ასეთი შემთხვევა ყოფილა 1893 წელს და როგორც ივ. მარგიანი წერს, „ამ გარემოების გამო ივერია” დიდ მწუხარებას აცხადებდა და სურვილს გამოთქვამდა ყოველივე საქმის გარემო- ებს დაწვრილებით გაეგო“. ამის პასუხად ივ. მარგიანი გაზეთში „ივერია“ აქვეყნებს წერილს (2), რომელშიც მოთხრობილია ზემო სვანეთის მთელი რიგი სოფლების მოსახლეობის დამშევის შესახებ: „საქმე იქამდისინ მივიდა, რომ ზოგიერთნი ბალახისაგან აკე- თებდენ ერთგვარ საჭმელს ფაფას და იმას სჭამდენ. შემდგომში,” როდესაც გზა გახსნეს მთაგრეხილზედ (ლატფარზედ), ყოველი დამშეული სვანი გაექანა ლეჩხუმისაკენ, სადაც დიდის წვალებით შოულობდა სიმინდს და მოჰქონდა შინ სახლობის გამოსაკვებად. ამგვარად სვანებმა დროებით სული მოიბრუნეს, მაგრამ ვისაც არც ცხენი ჰყავს, არც ფული მოეძევება, რომ ორიოდე კაკალი 

გვ107

სიმინდი მოეზიდნა ლეჩხუმიდან ოჯახის გამოსაკვებად, დარჩა უსახსროდ და უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდა. ეს გარემოება, რასაკვირველია, არ დარჩა უყურადღებოდ. მაზრის უფროსმა ბ-მა ალშიბაიამ აცნობა ეს სამწუხარო მდგომარეობა გუბერნა– ტორს, თვითონ კი თავის ხელით შეუდგა შეწირულობის მოკრეფას ლეჩხუმში და შეჰკრიფა ორი ათასამდე ფუთი სიმინდი...“. როგორც ირკვევა, ,,უმაღლესმა მთავრობამ“ სვანებს უპროცენტოდ ასესხა 4000 მანეთი, მაგრამ სვანებმა” ამ შემოთავაზებაზე « უარი განაცხადეს არა თავის ნებით, არამედ „სხვისი ჩაგონებით“ (არ აკონკრეტებს – თ. ლ.). ასეთი წვალებით გატარებულ ზამ- თარს და ზაფხულს, როგორც ავტორი წერს, დაემატა ის, რომ ჯერ იყო და გვიან დადნა თოვლი, მერე კი მთელი ორი თვე ისე გავიდა, ერთი წვეთი წვიმაც არ მოსულა. გვალვამ ნამუშევარი ერთიანად გაახმო. „შარშანდელ მოუსავლიანობას წლევანდელი დაემატა და ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდება ეხლა სვანეთი, თუ შემწეობასა არსაიდან არ აღმოუჩნდა. იმედია ჩვენი თანამოძმენი მაინც არ დაგვივიწყებენ და შემწეობას აღმოგვიჩენენ საიდანმე. ისიც ძალიან შემწეობად ჩაითვლება, სხვათა შორის, რომ სვანებს სადმე სამუშაო უშოვნონ, მაგალითად რკინის გზებზე მიწის თხრა და სხვაგან. ამასთან კიდევ ერთი უბედურება დაგვემატა, 10-12 აგვისტოს ს. ხალდეში გაჩნდა საქონლის ჭირი და ორ დღეში 18-მდე ძროხა დახოცა. ეს ჭირი საქონელს გამოჰყოლია რაჭიდან და სულ მუსრს ავლებს“. ისევ სვანეთის დუხჭირ რეალობაზე მოგვითხრობს ივ. მარგიანი 1898 წელს გამოქვეყნებულ წერილში (5): „ვერაფერი ნუგეში მოგვიტანა სვანებს წლევანდელმა წელიწადმა: ჯერ იყო და ავდრიანობამ შეგვაწუხა, ნამუშევარი აღარ დაამწიფა რიგიანად, მერე იყო და, თაგვებმა და წვრილმა კალიამ მოსავალი გაგვიოხრა. მე თვითონ, ამ სტრიქონების დამწერი, ვიყავი იმის მოწმე, რომ მოსავ–

გვ108

ლის მოწევის დროს მკელებს კალია წინ მიუძღვოდა ჯარივით და შრომას უმსუბუქებდა; თითქმის მოსავლის ნახევარს თაველი აღარ ჰქონდა შერჩენილი. მართალია, კალია ჩვენში აქამდისაც ჰბუდობდა, მაგრამ ამგვარი არავის არ ახსოვს. ეს სამი წელიწადი ვაკვირდები ამ მოვლენას, მაგრამ წრევანდელმა დაკვირვებამ და კალიის კვერცხების სიმრავლემ დამარწმუნა, რომ ბოლოს და ბოლოს საქმე სახუმაროდ არ მიდის, ამანაც თქვენი ჭირი წაიღოს, რაც მოვიწიეთ საზრდო, ისიც ზოგი დაგვილპა-გაგვიქრა, ზოგიც თაგვებმა გაგვინადგურეს; მინდვრიდგან შინაც გვესტუმრნენ და უზრუნველად შეექცევიან ჩვენს ოფლით ნაშრომს. ხშირმა წვი- მებმა ხომ არც ნამუშევარი გაგვალეწინა, არც თივა მოგვატანინა შინ; ზოგან კი მოუმკელი ქერ-პური თოვლმა სრულიად დააწვინა და გააფუჭა. ენკენის თვის 10-15-დგან დაგვიდგა თბილი ამინდე- ბი, თორემ 20 აგვისტოდგან დამოკიდებული 10 ენკენის თვემდის ნამეტანმა სიცივემ შეგვაწუხა, თითქმის ბარადაც მოსთოვა, მთაში ხომ ლაპარაკი არ უნდა. ერთი სიტყვით, უამისოთაც გათახსირე- ბული ჩვენი ცხოვრება ქვეითდება.
ეს რამდენიმე წელიწადია ჩვენმა სვანეთმს შიმშილი გამოსცადა, ახლა არის და, სულის მოთქმას რომ მოველოდით, უარესი მოგვივიდა; არც ჩვენმა ნამუშევარმა იხეირა, არც ჩვენს მეზობელს დაუდგა ამ ბოლოს ხანს კარგი წლები, აქამდის სიმინდს ლეჩხუმი გვაწვდენდა, ეხლაკი, ვგონებ, თითონ ის ჰსაჭიროებს ხელის გამართვას. ისევ იძულებული შევიქენით ქუთაისიდგან და ქვემო იშერეთიდგან ვზიდოთ სიმინდი, მაგრამ რა უნდა ვქნათ, ან განს რამედ დაფასდება ჩვენი ცხოვრება, როდესაც ორი კვირა ოთხის ფუთი სიმინდის მოსატანად გზაზედ ვათევთ ღამეს ღია ცის ქვეშ და ცოლშვილი კი ღვთის ანაბარას არის დატოვებული?! ან რა უნდა ჰქნას მხოლოდ ოთხმა ფუთმა იმისთანა მრავალწევრიანს ოჯახში, როგორიც არის სვანის ოჯახი? ეგეც თქვენი ჭირის სანაცვლო იყოს, მაგარი ის არის, რომ იმასაც ვერ ვშოულობთ ხეირიან ფასად ვიღაც ჩარჩ-ბაცაცების მეოხებით.“

გვ109

ავტორი თავისი წერილის ამ ნაწილს იმედიანად ამთავრებს: „თუმცა ყველა ეს უბედურება თაგვზედ გვაწევს, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავთ, ვისი იმედი გვაქვს, არც ჩვენ ვიცით... მაგრამ როგორ არ უნდა ვიქონიოთ იმედი, როდესაც ჩვენს მიყრუებულ, მიტოვებულს ქვეყანას ხანდახან საუკეთესო სტუმარნი ეწვევიან ხოლმე და გვგონია, ჩვენც განათლებაში ჩავდგამთ ფეხსაო. პრო- ფესორნი, ნასწავლნი, ბობოლა და შესანიშნავნი კაცნი ჩვენსკენ მორბიან და იმედი გვაქვს, რასმე გაგვიკეთებენ“.
ამ სტრიქონების წაკითხვისას გიჩნდება აზრი, რომ ივ. მარგიანის მუდმივი ზრუნვა სვანეთის განათლებაზე და გზების მოწესრიგებაზე, ამ საქმის ამაგდარი ადამიანების კეთილად მოხსენიება, სვანეთის ბუნების აღწერა და ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის ნარკვევების გამოქვეყნება (12-17), ემსახურებოდა სვანეთის დანარჩენ სამყაროსთან ინტეგრირებას, ამასთანავე – ამ კუთხეში მოგზაურთა მოზიდვას და ტურიზმის განვითარების პერსპექტივას, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა მოსახლეობის სოციალურ პირობებს. გამოთქმული მოსაზრების დასადასტურებლად მოგვყავს მცირე ამონარიდი სვანეთის მისეული გეოგრაფიული აღწერიდან (12):
„რამდენიმე ვერსის სიგრძეზედ გაჭიმული ქვასავით მაგარი ყინულის მინდორი (მყინვარის აღწერაა – თ. ლ.), რომლის ზედაპირი დაფენილია ხან ნემსივით წვეტიანი ყინულებით, ხან უზარმაზარი რკინისა და კაჟის ქვებით, ხან მიწით, ხან რით. ეს ნაშვავებია; აგერ ნემსივით წვეტიანს ყინულზხედ წამოსკუპულა უშველებელი ქვა, რომლის (ზაფხულობით) ტემპერატურა ადნობს გარს“ შემოვლებულს ყინულს, ბოლოს ვეღ·პრ იმაგრებს თავს და შემაძრწუნებლის ხმაურობით ვარდება ვეშაპისებურ ხახადაღე- ბულს საყინულის მუცელში და იკარგება უფსკრულში, სადაც მას უარესი დღე ადგება. ამ უზარმაზარ საყინულიდგან გამოდიან სვანეთის ღრიალა და ცივი მდინარეები. ზაფხულობით ეს მდინარეები მუქი ფერისაა. ეს იმიტომაა, რომ საყინულე, რომელიც 

გვ110

შეუმჩნევლად ქვევით და ქვევით მიიზლაზნება, აწვება მის ქვეშ მდებარე ქვებს, მტვრად აქცევს მათ, რის გამოც წყალს მუქი ფერი ეძლევა, და უერთებს მის ქვეშ მიმდინარე წყალს, რომელსაც მიაქვს ეს შეზავებული მადნეულობა, გადის კლდე—ღრანტეებში, სადაც უარესი დღე ადგება, ქაფდება. იკვრის ბურთსავით, ისვრის ვეებერთელა ზვირთებს, გადაჰქუხს და იქაურობას ელეკე-


ბა. რასაკვირველია, ამის გამო ქვიშაში ბევრი მადნეულობაა შერეული. ამ ბუნების სავსებით კალმით აღწერა არ შეიძლება. მკითხველი მხოლოდ მაშინ მიხვდება ამას და შეიგრძნობს, როდესაც თავისი თვალით ნახავს მათ, ამ უსულო ვეშაპებს და მათზედ მოგზაურობით გაძღება.. რაო? განა ყინულზედ მოგ ზაურობა 

გვ111

შეიძლებაო? იკითხავს ზოგიერთი მკითხველი. დიახ, სასიამოვნო (ჩემთვის და სხვისთვის არ ვიცი, მკითხველო!) სანახაობას წარ- მოადგენს საყინულეზედ მოგზაურობა“.
მყინვარის ამგვარი აღწერა და დედაჩემის ერთი მონათხრობი, რომელზედაც ქვემოთ მოგახსენებთ, ვფიქრობ მეტყველებს იმაზე, რომ ივანე მარგიანს გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონოდა მთამსვლელობაში.
მხედველობაში მაქვს გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით თეთნულდის დალაშქვრა 1929 წლის 7 აგვისტოს, რომლის დროსაც დაიღუპნენ სიმონ ჯაფარიძე და პიმენ დვალი. მწვერვალზე ასვლის წინ ჯგუფი გიორგი ნიკოლაძის, სიმონ ჯაფარიძისა და პიმენ დვალის შემადგენლობით სწვევია ივანე მარგიანს თხოვნით – მონაწილეობა მიეღო ამ ექსპედიციაში. დედაჩემის მონათხრობით, ბაბუა, მიუხედავად ასაკისა (57 წლის), მზად იყო გაჰყოლოდა ჯგუფს, მაგრამ ბებიამ, ვარვარა ბერიძემ, ძლივს გადააფიქრებინა ეს განზრახვა. ამ ტრაგედიას რომ ივანე მარგიანი აცდა, დედაჩემი ბებიას წინათგრძნობას უკავშირებდა, თუმცა არსებობდა სა- ფუძვლიანი არგუმენტებიც. ამ დროს ივანე მარგიანს ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა განვლილ ცხოვრებაში გადატანილი სულიერი ტრავმებით. მისი დისშვილი, თინათინ გვარლიანი-იოსელიანისა იხსენებს, რომ 1926-27 წლებში ივანე მარგიანს რევმა- ტიზმი აწუხებდა და მას „მჟავე წყლის“ თბილი აბაზანებით მკურნალობდა დისშვილი ნინუცა გვიშიანი-გვარლიანისა.
კვლავ მინდა დავუბრუნდე ივანე მარგიანის მუდმივი ზრუნვის საგანს – სვანეთის მოსახლეობის მძიმე სოციალურ პრობლემებს. ამინდის ჭირვეულობისა და მოსახლეობისათვის მისგან მიყე- ნებულ ზარალზე ივ. მარგიანი ქვემო სვანეთში ბლაღოჩინობის პერიოდშიც კვლავ განაგრძობს პრესისთვის ცნობების მიწოდებას: „როგორც ზემოთ მოგახსენეთ, აქეთკენ აპრილში ძლიერ ცუდი ამინდები დაგვიდგა. 11-17 აპრილამდე სთოვდა. დანარჩენს დღე- ებში წვიმდა კოკისპირულად თითქმის ორი კვირის განმავლობა- 

გვ112

ში. ამის გამო ატეხილმა სიცივეებმა აყვავებული ხეხილი დასწვა, ჯეჯილი გააყვითლა და უამისოდაც მიმჭლევებული საქონელი სი კვღილის პირას მიაყენა, რადგან საკვების სიძვირეა და გარეთ კი ვერაფერს ვერ შოულობს“ (14).
„მთელ ლაშხეთის საზოგადოებას (400 კომლია) მოედო საქონლის ჭირი – თურქული და გაჭირვებაში ჩააგდო, არ იცის კაცმა, ან პური რითი გალეწოს, ან თივა რითი მოიტანოს, ან შეშა რითი მოზიდოს და ან სხვა საჭიროებას რითი გაუმკლავდეს. სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირიო, – სწორედ საწყლებსაც ასე ემართებათ, რადგან ყურადღებას არავინ არ აქცევს. ასეთსავე მდგომარეობაშის სოფლების ოყურეშისა და მახურას საქონელი“ (20).
სვანეთის შეჭირვებული მდგომარეობის გადმოსაცემად ივ. მარგიანი თავის ორ წერილში აღწერს ცაგერის ბაზრობას, რომელიც აქ ყოველწლიურად იმართებოდა სექტემბრის თვეში:
„ენკენობა (ბაზრობა) ცაგერში იწყებს 14 ენკენისთვეს და გრძელდება დამლევამდისინ. ამ დროისთვის მოდიან ლაილაშსა, ქუთაისსა, ხონსა, რაჭასა და სამეგრელოდან ვაჭრები, რომელთაც მოაქვთ სხვადასხვა გვარი უბრალო საქონელი და სოფლელებს ძვირფას ნივთებად ატყუებენ. აქ ერეკებიან სვანეთსა და ჩრდილო კავკასიიდან (ესენი მაჰმადიანები არიან) უამრავ ხარსა და ცხენს, რომელიც ბლომად საღდება, მაგრამ რათ გინდათ, მეორე დღეს უთუოდ მოგპარავენ. არსად იმდენი ცხენი არ იპარება, რამდენიც ენკენობის დროს მთელს ლეჩხუმის მაზრაში! ისე რომ ამ ენკენობას ჯერჯერობით ზარალის მეტი არა მოაქვს რა..“ (19). აქვე ნათქვამია, რომ ლეჩხუმის დამაკავშირებელი მურის ზიდის დაზიანების გამო მებორნეები ქვეითად მოსიარულეს 2 კაპიკს ახდევინებენ, ცხენოსანს კი – 5 კაპიკს. „ენკენობისთვის ბოგირი გააკეთეს კერძო კაცებმა იმ პირობით, რომ, ქვეითისათვის ქირა არ უნდა გადაეხდევინებინათ, მაგრამ პირობა არავინ არ აასრულა“ – დასძენს წერი·ლის ავტორი. 

გვ113

მომდევნო კორესპონდენციაში (20) ივ. მარგიანი კვლავ ეხება ცაგერის ბაზრობის თემას: ,მკითხველებს მოეხსენებათ, რომ ცა- გერში ”ენკენობა'' იმართებსას ხოლმე. ვერც წლეულს მოგვიტანა რაიმე კეთილი ამ ენკენობა-ბაზრობამ, რომელმაც 14-18 ენკენ. გასტანა. ისევ ის უვაჭრობა, ისევ ის ქურდობა, ჯიბგირობა, უსაქმო კაცების ხეტიალი და ცხენების წვალება-ჯირითი და მეტი არაფერი. ყველაზე უფრო ნაზარალევი დარჩნენ სვანები, რომელთაც მსხვილი საქონელი მოსდენეს გასაყიდად, მაგრამ გასაღე- ბით კი ვერა გაასაღეს რა და თითო საქონელზე ათ-ათი შაური მაინც გადაახდევინეს ბეითალებმა“
ივანე მარგიანს მოსახლეობის შეჭირვებულ მდგომარეობაზე არანაკლებად აწუხებს მძიმე სოციალური პირობებით გამოწვეული ზნეობის დაქვეითება, რაზედაც გულისტკივილით საუბრობს იგი ზემოთ ციტირებულ 1903 წლის 8 იანვრის წერილში |191: „მოგახსენეთ, რომ ქურდობა სვანეთშიც გახშირდა მეთქი. ამან თქვენი ჭირი წაიღოს, სხვაგვარი დანაშაულობაც ბევრია: კაცის ჩეხა, ფიცის გატეხა, მიხდომა, გალანძღვა, მოტაცება, ძალადობა და სხვა. ერთის სიტყვით, ყოველივე ცუდი გადამდებ სენსავით მოედო სვანეთს, მეტადრე ლაშხეთისა (სადადიანო სვანეთშია) და მესტიის (თავისუფალ სვანეთშია) საზოგადოებებს. ყველაზედ უფრო შესამჩნევი გარემოება ფიცის გატეხაა, იმიტომ რომ ძველად სვანს ფიცი ძლიერა სწამდა. ფიცის გატეხვა ძველად ძვირადა ხდებოდა და თუ ვინმე გასტეხდა, იმ სოფელში ვეღარ იცხოვრებდა და შორს უნდა გადახვეწილიყო. ამ გარემოების მეოხებით (ფიცის გატეხით) ბევრი დანაშაული რჩება დაუსჯელად, რადგან მოწმე სიცრუეს დაუზარელად ამბობს. მიზეზად ამ მოვლენისა გაზეთებსა და სასამართლოებში ბევრს რასმეს ასახელებენ, სხვათა შორის, სარწმუნოების დაცემასაც. ვერ ვიტყვით, რომ ამასაც არ ჰქონდეს წილი ამ მოვლენასთან, მხოლოდ ჩვენ მოვიხსენიებთ ერთ გარემოებას. 

გვ114

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სვანს ფიცი ძლიერა სწამდა და ეხლაც სწამს, მაგრამ ეხლანდელ ფიცს ის არჩევს ,,ფიცის ფურცლის ფიცს” (ასე ეძახის ეხლანდელ ფიცის მიღებას). საქმე ის არის, რომ სვანეთში ორგვარი ფიცი იყო: ერთი უბრალო “ლინბა- ლან” (წარმოსდგა სიტყვა ნაბან -ისგან), – მართლაც ფიცის მიღებისას ხატის ნაბანს ასმშევდნენ; მეორე, უფრო მძლავრი ფიცი იყო, გარცამ” (წარმოსდგა სიტყვა გარდაცემა -სგან) ეს უკანას- კნელი ასე ხდებოდა: გამოასვენებდნენ ეკლესიიდან რომელსამე ძლიერს ხატსა (“უცხვ'' – უცხო) და დაასვენებდნენ ჯოხზედ, რომლის ქვეშაც უნდა გასულიყვნენ დაფიცებულნი დასამტკიცებლად თავიანთის ფიცისა. ხატის დამჭერი იგივე დამფიცებელი, ამბობდა სვანურად შემდეგს სიტყვებს: დიდო ღმერთო! ყოვლის მოწესე (დამბადებელი) შენა ხარ! ეხლა ეს შენა გფიცულობს: თუ გატეხოს და გულში შეცვალოს (ფიცი), – ციდან წვიმა და თოვლი მოდის, მიწიდან მოლი და ბალახი ამოდის; წყალს ქვა მოაქვს; დიდი წყალი ქვიშას იდებს; – შენმა გამტეხმა ამდენი თეთრი ხარი და თეთრი ცხვარი გიძღვნას, მაღალო ღმერთო, მაინც ამის ამოუგდებლად ნუ დადგები: სააქაოს სიცოცხლე მოუსპე, ცუდი სენი შეჰყარე, რომ მოკვდეს; საიქიოს ცხონება არ მისცე; ქრისტესათანა წილი ნუ ექნების, ფისის ტბასა და ჭირში ჩააგდე. დღეს მე ამ კაცს ვაფიცებ და ვერ გაიტანოს (არ შეასრულოს), ასე მოეპყარი. ქრისტემ რომ თავისი მოციქულები იახლოს და ღვთის მშობელმა სეფისკვერი მოიღოს, ამა ფიცის გამტეხი კაცის ამოუგდებლად არ დარჩე!” მართლაც გადაცემასა ჰგავს ეს ფიცი და არცაა საკვირველი, თუ მას ვერც წინადა სტეხავდნენ და ვერც ეხლა.“ ზემოთ მოყვანილი ამონარიდით, მართალია, ჩვენ ოდნავ გავცდით თემას, მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკის ძველი ჟურნალ- გაზეთების ფონდი ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, რომ მომავალში მოსალოდნელია შეუძლებელი აღმოჩნდეს მათი გამოყენება, 

გვ115

და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ფიცის რიტუალის სრულად გადმობეჭდვა, ვინიცობაა მომავალში ამით გარკვეული სამსახური გავუწიოთ ეთნოლოგებს.
ივანე მარგიანი გულგრილი არ იყო მარტოოდენ თავისი მშობლიური კუთხის პრობლემების მიმართ; იმდენად ჰქონდა გათავი სებული კონკრეტული პიროვნებებისა და მათი ოჯახების ტრაგედია, რომ თავის წერილებში მოუწოდებდა მთავრობას და საზოგა- დოებას მათთვის შემწეობის აღმოჩენისაკენ. აი რას წერს იგი ერთ-ერთ კორესპონდენციაში (5):
„..სხვათა შორის ოთხმა ალპინისტმა 5-10 ენკენისთვეს გადააბიჯეს სვანეთით ნალჯიკისკენ, მაგრამ ცუდმა ამინდმა უსწრო და უბედურება დატრიალდა. თვითონ მოგზხაურებმა რამდენიმე მხლებლებით ძლივს მოასწრეს მთაზედ გადაბიჯება, მაგრამ დანარჩენებმა, რომელნიც ბარგს მოსდევდნენ, სვანეთის შეუწყნარებელის ბუნების ძალა გამოსცადეს. თოვლი, ქარბუქი იქამდის გაძლიერებულიყო, რომ ვერც კაცი, ვერც ცხენები ადგილიდან ვერ დაძრულან. ბოლოს სასტიკმა ბუნებამ მაინც თავისი ჰქნა და რამდენიმე მსხვერპლი შეიწირა. აწ განსვენებულმა პლატონ ჯანელიძემ, რომელიც ლეჩხუმის მაზრის სამმართველოში ჰმსა- ხურობდა და მგზავრებს ახლდა, ვერ გაუძლო ამ ძალას, სიცივეს გაეყინა და იქვე გაშეშებულიყო, ორ სვანს სიცივის გამო ხელ-ფეხი დასწვოდათ, სამი ცხენი, ჯორი და ორი ვირი იქვე დამკვდარიყვნენ თოვლზედ... ალპინისტებმა უშველეს თავს, მაგრამ რაღა ეშველებათ განსვენებულის წვრილ ცოლ-შვილს? მგონია, ალპინისტების მოგზაურობა იმათ ვერ არჩენს. განსვენებულს ბევრი უმსახურია ამგვარ მოგზაურთათვის თავის სიცოცხლეში, ბოლოს დროს მაინც იმათ სამსახურში ამ წუთისოფელს მოაკლდა და ცოლ-შვილი დააობლ-დააქვრივა. ამიტომ ჩემის ფიქრით, იმის ცოლ-შვილს, თუ სადმე სამართალია, შემწეობა უნდა მიეცეს ვისგანაც ჯერ არს. იმედია, ზემოთ მოხსენებული ალპინისტები, როგორც განათლებულნი, წვრილ ცოლ-შვილის ცოდვას 

გვ116

არ ანახვინებენ სოფელს და მისცემენ როგორმე სახსარს ცხოვრებისას.“
მომდევნო წერილში ვკითხულობთ ერთ-ერთი მასწავლებლის 25 წლიანი დაუფასებელი შრომის შესახებ (20):
„სხვის პიროვნების გათელვის შესახებ საუბარმა გაგვახსენა ერთი ამბავი რომელიც, ვგონებ, უგულოსაც მოჰგვრის სიბრალულს. ერთი აქაურთაგანი, გვარად პ. ხენი ოცდახუთი წელი მსახურობდა სოფლის მასწავლებლად ხან რაჭას, ხან ლეჩხუმსა და ბოლოს დროს შვიდი წელი სვანეთშიაც (ლაშხეთში). რაც ძალა და ღონე შესწევდა, თავს არ ზოგავდა და 25 წლის განმავლობაში წვრილ-შვილით დატვირთულმა ბევრი წვალება გამოიარა იმ იმედით, რომ ბოლოს რაიმე შემწეობა მიეღო, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. რაღაც უბრალო მიზეზის გამო, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ მოახვიეს თავზე, სამსახურიდან დაითხოვეს სრულიად უსახსროდა და ულუკმაპუროდ. წარმოიდგინეთ, მკითხველო, მდგომარეობს ცოლ-შვილით დატვირთულის კაცისა, რომელსაც 25 წელი ხალხის სამსახურში გაუტარებია და ოჯახის კეთილ დღეობისთვის ერთიც არ უზრუნვია, და დღეს კი, სიბერის დროს, უსახსროდ დარჩენილა. აი, ამგვარს მდგომარეობაში ჩავარდნილი იძულებული შეიქმნს სხვაგან წასულიყო და დღიური მუშაობით თავი და ოჯახი ერჩინა. ცალკე ჯაფამ, ცალკე ფიქრმა – ყველა ამან თავისი ქმნს და საცოდავი მასწავლებელი ჭკუიდან შეიშალა. უნდა გენახათ, რა აუწერელს სანახაობას წარმოადგენდა: სახე დაღრეჯოდა, თმა გათეთრებოდა და სიმწრისგან საზარლად ღმუოდა. ეს იყო 25 წლის შრომისა და ჯაფის ჯილდო.“
მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრმა ივ. მარგიანი მიიყვანა საკრედიტო ამხანაგობის შექმნის იდეამდე და მის რეალურ განხორციელებამდე. ამის შესახებ მოგვითხრობს წერილი სათაურით – „რით ვუშველოთ სოფელს ფულის საჭიროების დროს“ (33). 

გვ117

„ჩვენი სოფელი ფულით ღარიბია. გლეხს ხარი, ან ცხენი მოუკვდა, ანა და სახლი დაეწვა, გადასახადზე ადგიან, გინა სხვა რამ საჯიროება მიადგა და სამიოდე თუმანი ეჭირვება, ის იძულებული ხდება ხვეწნა მუდარით გაიქცეს სოფლის წურბელასთან და ფული ისესხოს დიდი სარგებლით, რომელიც ხშირად 40- 50%-მდე ადის. სვანეთში, მაგალითად, წელიწადში მანეთზედ 60 კაპიკსაც ახდევინებენ სარგებელს. არ უნდა ბევრი საუბარი, რომ გლეხკაცობა ამ მხრით დიდ გასაჯირშია ჩავარდნილი.
საქმის შველა კი ადვილია. ამისათვის საჭიროა გაიხსნას საკრედიტო ამხანაგობა, რომელსაც მიზნად ის აქვს, რომ სოფლის მცხოვრებთ საჭიროების დროს შეღავათიან პირობებში მიაწოდოს სესხი.“
ამის შემდეგ წერილის ავტორი იძლევა კონკრეტულ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოხდეს საკრედიტო ამხანაგობის ჩამოყალიბება და მისი ფუნქციონირება. მიუთითებს, რომ სარგებელი გატანილ ვალზე 5-დან 12%-მდე უნდა იყოს.
„ამხანაგობის საქმეები, რომ რიგზე წავიდეს, საჭიროა სათავეში ჩაუდგნენ პატიოსანი, საქმის მოყვარული, მცოდნე და კეთილგონიერნი პირნი. ძლიერ სასურველიას სოფლის სამღვდელოებამ მიიღოს მხურვალე მონაწილეობა ამგვარ დაწესებულებაში.
საჯიროა საქმიანობა, საჭიროა ხელი ჩავკიდოთ სოფლის კულტურულ ცხოვრებას, დავაარსოთ ამხანაგობანი საკრედიტო, ალკოგოლთან საბრძოლველი, კოოპერატიული, ბიბლიოთეკა-სამკითხველო და სხვანი, სადაც ხალხი მონახავს საუკეთესო საზრდოს“. ივანე მარგიანს მოჰყავს ცაგერის საკრედიტო ამხანაგობის მაგალითი: „21 ივნისიდან ამა 1912 წლისა ჩვენი მეთაურობითა და სამსონ ასათიანის დიდი მეცადინეობით გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომლის გამგეობის თავჯდომარედ მე აღმირჩია ერთხმად კრებამ.“ წერილში მოტანილია აგრეთვე ცაგერის საკრედიტო ამხანაგობის მოკლე ფინანსური ანგარიში, რაც ცხადყოფს ამხანაგობის წარმატებულ საქმიანობას. მიღწეულით აშკარად კმა- 

გვ118

ყოფილი ივ. მარგიანი აღნიშნავს – „ხალხი აღტაცებულია, რომ ამისთანა საქმე მოეწყო“ და მოჰყავს მოსახლეობის მიერ გამოთქმული მადლიერების სიტყვები: ,,ბატონო მოძღვარო, ურიის ხელში სული გვძვრებოდა, თუმანი რომ გვდომოდა, სამი თუმნის ვექსილი უნდა მიგვეცა; დროზე რომ მიიტანდი ფულს, მევალე განგებ გვემალებოდა, რომ, რა არის, ვადას გადასცილდეს და ვექსილი გაასაჩივროს! ეხლა გვეშველა! დიდი მადლობელი ვარ, მამაო, რომ შრომობ ჩვენთვის! რამდენადა ღირს, რომ მევალე ვეღარ წამართმევს ლუკმას!“.
წერილში ბოლოს საუბარია მომავალ გეგმებზეც: „რადგან ვხედავთ, რომ საქმე კარგად მიდის, გვინდა კოოპერატიულ ნიადაგზე სახმარებელი მაღაზიაც დავაარსოთ, რათა ამით ვაჭრების კლანჭებიდან გამოვძვრეთ...“.
ივ. მარგიანი, როგორც თავისი ქვეყნის ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი, გარდა იმისა, რომ ხალხის ინტერესებს იცავდა, ამასთანავე, ვერ ეგუებოდა მოსახლეობაში ღრმად გამჯდარ ზოგიერთ მავნე ტრადიციასა და ჩვეულებას. ამ წიგნის ფორმატი არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა კონკრეტული მაგალითი გავაშუქოთ. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა შევჩერდეთ ივ. მარგიანის ერთ წერილზე, რომელშიც კარგად იგრძნობა ავტორისათვის დამახა- სიათებელი მაღალპროფესიული მიდგომა განსახილველი საკით- ზის მიმართ. ეს არის სტატია – „ორიოდე სიტყვა სვანეთში უკანონოდ შეთვისებულთა შესახებ“ (8): ,„ერთმა მაღალი თანამდებობის რუსმა, როდესაც სვანეთის შესახებ შემეკითხა და ნასიამოვნები დარჩა ჩემის პასუხით, აი რა სთქვა: ეგ ყველაფერი კარგი, აქედანვე მაქვს წარმოდგენილი, რომ სვანეთის ბუნება საუცხოო სანახავია, მაგრამ ერთი ნაკლი კი ღდიდი სჯირს სვანეთს; იმგვარი მოვლენაა, რომელიც სვანეთს ზნეობრივად ამცირებს; ეს არის უკანონოდ შეთვისება და მრავალ-ცოლობა. მე ამ სიტყვებმა ჟრუანტელივით დამიარა. მოვისურვე ამეხსნა მესაუბრისათვის წინააღმდეგი და დამერწმუნებია, რომ ის შეცდომაში შეუყვანიათ,

გვ119 

მაგრამ რადგან ვიცოდი, რომ მესაუბრეს ვერ დავაჯერებდი დავანებე თავი; ავდექი, ჩამოვართვი ხელი და თან მოვახსენე: ნახვამდის, ჩემო ბატონო, მაგრამ ვეცდები მალე შეგატყობინოთ ჩემი აზრი ამ საქმის შესახებ და იმედი მაქვს ამ საგანს თქვენ სხვანაირად შეხედავთ, თუმცაღა უარს ვერ ვიტყვი, მართლაც სვანეთში უკანონოდ შეთვისებულთა რიცხვი ბლომად არის მეთქი, ხოლო რაც შეეხება მრავალცოლობას, ეგ სიმართლეს არის მოკლებული“.
წერილი ეხება სვანეთში ერთ დროს გავრცელებულ საზარელ ჩვეულებას: მდედრობითი სქესის პირმშოს დამშევით მოკვდინებას, რაც კეთდებოდა იმ ცრუ რწმენის გამო, რომ ამის შემდეგ გაჩნდებოდა ვაჟი. ავტორს მიაჩნია, რომ ამ მოვლენის „უტყუარი მიზეზი ის არის, რომ ყოველი გაუნათლებელი ხალხი მამრობით სქესს აძლევს უპირატესობას მდედრობითის წინაშე.“ ყოველივე ამან გამოიწვია მდედრობითი სქესის ხელოვნური შემცირება. მოტანილია 1886 წლის სტატისტიკური სურათი სვანეთის 11 საზოგადოებაში. საშუალოდ მთელ საბოქაულოში ქალები შეადგენდნენ მოსახლეობის 29,6%-ს. ეს გარემოება განაპირობებდა უცოლოების მიერ სხვისი კანონიერი ცოლების ნებით თუ ძალით მოტაცებას ანუ უკანონოდ შეთვისებას. ივ. მარგიანი, განიხილავს რა არსებულ მდგომარეობას და ამ მოვლენის უარყოფით შედეგებს, პუნქტებად აყალიბებს თავის ზხედვას ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, რომლის საფუძველია მიზეზების თავიდან აცილება და არა უხეში ჩარევა და მკაცრი ადმინისტრირება:
,,1. ფიცხელი ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ამიერიდან აკვანში არ ინიშნებოდნენ ბავშვები და არც იმ დრომდე, რომელიც დანიშნულისა ასაკის დროდ. უნდა დაინიშნონ ხოლმე ჯვარის წერის წინად, ქალ-ვაჟის ნებაყოფილობით·· ”

ამ პრობლემას ჯერ კიდევ 1883 წელს აქტიურად გამოეხმაურა ივ. მარგიანის მამა, დეკანოზი გიორგი მარგიანი (,,დროება“ 25 იანვარი, N17, გვ2-3).

გვ120
2. შენიშნულია, რომ ქალსა და ვაჟს ძალას აყენებენ. ბევრის მითქმა-მოთქმის შემდეგ ვითომ აგონიერებენ და ისე სწერენ ჯვარს. ამგვარს შემთხვევაში მღვდელი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს და ჯვარი არ დაწეროს. თან იმას უნდა ეცადოს, ორივე მხარეს შუა კმაყოფილება ჩამოაგდოს, ჯვარის წერის გარდა.
3. დაევაულოთ მღვდლებს აუხსნან მრევლს ჯვარის წერის საიდუმლოს მნიშვნელობა საზოგადოდ და ცოლ-ქმრობისა კერძოდ. ამას რასაკვირველია, მხოლოდ იმისთანა მღვდლები შესძლებენ, რომელთაც სვანური იციან, უფრო ბუნებითი სვანნი.
4. ცვედანების რიცხვი, როგორც ჩივიან ქალები და ხანდახან თვით კაცებიც ამბობენ, სვანეთში ძლიერ ბევრია. თითქმის უმეტესი ნაწილი იმ ცოლთა, რომელთაც კანონიერი ქმარი მიუტოვებიათ და სხვასთან შეთვისებულან უკანონოდ, მიზეზად ქმრის ცვედა- ნობას ასახელებენ (კაცები, რომლებიც ცვედანობის უარს ვერ აცხადებენ, ბრალს ცოლებსა სდებენ და ამბობენ ფვოლმა მოგვ- წამლაო''). ამის გამო სასურველია მკურნალების შემწეობით გამოირკვას, თუ რამდენად მართალია ასეთი ბრალდება.
5. ამიერიდან სასტიკად აღეკრძალოთ მოტაცება და ამის ჩამდენი ადმინისტრაციული წესით გადასახლებული იქმნას ვადით სხვა ქვეყანაში.
6. უკანონოდ შეთვისებულთა შორის ურევიან იმისთანანი, რომელთა განშორება აუცილებლად საჭიროა. ამით ვათავებთ ჩვენს წერილს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სიტყვები თუ ბევრად ვერავის ვერაფრად გამოადგება, სხვებს მაინც გამოიწვევს საბაასსოდ და იმათი ორიოდე სიტყვა საქმეს დაეხმარება.“ – დასძენს ივანე მარგიანი.

გვ121

პირველი სვანური ფოლკლორული ანსამბლი

ახალგაზრდობაში დედისგან ხშირად მსმენია, რომ სვანური სიმღერის და ცეკვის გუნდი 1928 წელს ჩამოუყალიბებია და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში გაუმართავს კონცერტები ბაბუას – ივანე მარგიანს. ოჯახში შემონახული ფოტოები ადასტურებენ ამ ფაქტს, მაგრამ საბჭოთა პერიოდის ოფიციალური პრესა და აუდიო-მედია სვანური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის პირველ ხელმძღვანელად მურზაყან დადეშქელიანს მოიხსენიებდა.
ამის მიზეზი იყო ის, რომ ივანე მარგიანმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები საპყრობილეში გაატარა, როგორც პოლიტიკურმა პატიმარმა (ამის შესახებ ზემოთ იყო ნათქვამი).
ივანე მარგიანის დაპატიმრების შემდეგ სვანეთის ეთნოგრაფიულ ანსამბლს სათავეში ჩაუდგა მურზაყან დადეშქელიანი, რომელსაც მანამდე გუნდის წევრობასთან ერთად ადმინისტრატორის ფუნქციები ჰქონდა დავალებული. შემდეგ იგი შეცვალა პლატონ დადვანმა. ბუნებრივია, რომ პოლიტპატიმრის, ივანე მარგიანის, სახელი სვანეთის სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიული ანსაბლის ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიაში შემდგომში აღარ მოიხსენიებოდა და არც არავის უცდია ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად არქივიღან ეს თემა სამზეოზე გამოეტანა.
ეს მხოლოდ 1973 წელს მოხერხდა, როცა გიორგი ავალიანმა და გიორგი ზურაბიანმა წიგნში „ეთნოგრაფიული წერილები სვა- ნეთზე“ (36) თავი მოუყარეს ლაზარე დადუანის, ბესარიონ ნიჟა-

*ლაზარე დადუანის შთამომავლობა ამჟამად დადვანებად იწერებიან (36). 

გვ122

რაძისა და ივანე მარგიანის მიერ პრესაში გამოქვეყნებულ ეთნოგ- რაფიული ხასიათის ზოგიერთ წერილს. ავტორები აღნიშნავენ, რომ ივანე მარგიანმა „პირველმა ჩამოაყალიბს ზემო სვანეთის


სკამებზე სხედან: ჯაჭვლიანი, მურზაყან დადეშქელიანი, ივანე მარგიანი (გუნდის ხელმძღვანელი), -?, -?;
დგანან: ქავზათ გირგვლიანი, იესავ ფარჯიანი, გადრანი, ათლარ შუკვანი, სიმონ გასვიანი, ბესო ხაჭვანი, მარგველანი, ივეჩიანი, ხარძიანი;
სხედან წინა რიგში: გირგვლიანი, სები გულედანი, აბესალომ იოსელიანი, ალექსი ფილფანი. სიმღერისას და ცეკვის გუნდი, რომელიც თბილისში ჩამოიყვანა. მათ აქ კონცერტები გამართეს ოპერისა და ბალეტის თეატრში, შემდეგ კი საგასტროლოდ გაემგზავრნენ საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში და, სხვათა შორის, მოსკოვში კრემლის სვეტებიან

*გუნდის წევრების ვინაობა დააზუსტა გივი ნიკოლოზის ძე მარგიანმა. 

გვ123

დარბაზშიც წარდგნენ მაყურებლის წინაშე“. მოგვიანებით გამოქვეყნდა 1928 წლის ქართულ და რუსულ პრესაში მოძიებულ მასალებზე აგებული ჩემი წერილები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ ივანე მარგიანის მიერ პირველი სვანური ფოლკლორული ანსამბლის ჩამოყალიბების ფაქტს (58; 59). 



ანსამბლის ჩამოყალიბებას, როგორც ირკვევა, ბიძგი მისცა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ექსპედიციამ სვანეთში. 

გვ124

თვით  ანსამბლის შექმნის იდეა შესაძლოა ივანე მარგიანს გაუჩნდა 1903 წელს, როდესაც მღვდელმა პოლიევქტოს კარბელაშ- ვილმა სვანეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად იმოგზაურა ლეჩხუმ-სვანეთში პროფესორ ალექსან- დრე ხახანაშვილთან და კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილთან ერთად. პ. კარბელაშვილის ექსპედიციას გარკვეულ მონაკვეთზე მეგზურობას უწევდა იმ დროს ლაშხეთის ოლქის ბლაღოჩინი ივანე მარგიანი. კარბელაშვილის დღიურების სერიაში „სვანეთში ორი კვირით“ ხშირად შეხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ოჯახებში სტუმრობისას მოისმინეს და ჩაიწერეს სვანური სიმღერები.
გაზეთი „კომუნისტი“ 1928 წლის 13 ივლისს იუწყება: „სვანური ხალხური სიმღერების ჩასაწერად სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ლარისა ქუთათელაძის ხელმძღვანელობით გაგზავნილი ექსპედიცია უკვე ჩავიდა სვანეთში. კონსერვატორიის ცნობით, ექსპედიცია ამჟამად მუშაობს ლახამულაში“.
მოგვიანებით თვით ივანე მარგიანი, აჯამებს რა სვანების მომღერალთა გუნდის გამოსვლებს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრში და ერევანში, 1928 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „კომუნისტი“ (34)  წერს: „სვანური (ძველი ქართული) სიმღერების ფართო საზოგადოებისადმი გაცნობისა და გუნდის შექმნის იდეა დაიბადა სვანეთში ამ რამდენიმე წლის წინედ, მაგრამ მას საძირკველი ჩაეყარს წელს სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორის ლარისა ქუთათელაძის სვანეთში მოსვლით; მას ბევრი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმის დაგვირგვინებაში. მის განხორციელებას ხელი შეუწყო აგრეთვე სვანეთში საბჯოთა რუსეთიდან  ზავრების (დენისოვა, ლობაჩოვი და სხვ.) მოსვლამაც. მათ გამოსთქვეს სურვილი მოგვეხდინა სიმღერების დემონსტრაცია მოსკოვ-ლენინგრადისა და საბჭოთა კავშირის სხვა ადგილებში, ვინაიდან ამ საქმეს ისინი აძლევენ ეთნოგრაფიულ და პოლიტიკურ მნიშვნელობას.“ 

გვ125

ამის შემდეგ ივანე მარგიანი აღწერს, თუ როგორ მოხერხდა გუნდის გამგზავრება თბილისში და შემდეგ ერევანში – „20 კაცისაგან შემდგარმა გუნდმა თავს იდვა ამ საძნელო და სიმ- პატიური საქმის განხორციელება. ცოტა ფულით (ადგილობრივმა აღმასკომმა და კოოპერ. გამგეობამ მოგვცეს ავანსი 500 მანეთპმდე) იგი ჩამოვიდა თბილისში. საოპერო თეატრში 26 ოქტომბერს ჩატარებულმა კონცერტმა დაგვანახა, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე სვანურმა ცეკვა-სიმღერამ და საკრავებმა. ერევანში სამჯერ გამართულმა კონცერტმაც მოლოდინს გადააჭარბა და საზოგადოება დიდი აღტაცებით მიეგება გუნდს. სვანურმა გუნდმა ფართო საზოგადოებას უჩვენა ძველი ხალხური ცეკვა-სიმღერა და საკრავები ისე, როგორც ამას მღერის სვანი სახნისთან, ჭირში და ლხინში. ეს მისი დიდი დამსახურებაა. საჭიროა მას აღმოეჩინოს ფინანსური და მორალური დახმარება“ (34).
გაზეთში „კომუნისტი“ (1928.26.10) გამოქვეყნებულ წერილში „სვანების მომღერალთა გუნდი“, რომელსაც ხელს აწერს „სვანი“ (აქ: აკაკი მარგიანი – თ. ლ.), მოთავსებულია ივანე მარგიანის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ფოტო. სურათის ცენტრში ზის ივანე მარგიანი სამოქალაქო ტანსაცმელში, მის ხელმარჯვნივ – მურზაყან დადეშქელიანი. სურათზე ამოვიცანით პოეტ რევაზ მარგიანის ალალი ბიძები ვალო და ბუთული მარგიანები. წერილში აღნიშნულია, რომ „სვანეთიდან თბილისში ჩამოვიდა 18 კაცისგან შემდგარი მომღერალთა გუნდი, რომელიც დღეს ოპერის· თეატრში გამართავს კონცერტს. შესრულებული იქნება სვანური სიმღერები, ფერხული, შუშპარა; სვანები დაუკრავენ აგრეთვე ჩანგსა და ჭიანურზე. გუნდის მიზანია გააცნოს ფართო საზოგადოებას სვანური ხალხური სიმღერები, რომელთაც მრავალი ასეული წლების ისტორია აქვს. გუნდი შესდგება გლეხებისაგან, მას ხელმძღვანელობს სვანი ივ. მარგიანი, გუნდი მიემგზავრება მოსკოვ-ლენინგრადში, სადაც გამოითქვს სურვილი სვანური 

გვ126

სიმღერების მოსმენისა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სვანეთიდან მომღერალთა გუნდი გამოდის სცენაზე“ (63) (ხაზგასმა ჩემია – თ. ლ.). 


ამ მასალებიდან ირკვევა, რომ 1928 წლის ოქტომბერში თბილისში ჩამოსული მომღერალთა გუნდი პირველი სვანური ანსამბლია და მისი ჩამომყალიბებელია ივანე მარგიანი. იმავე წერილში ავტორი (,,სვანი“) განმარტავს სვანური სიმღერების შინაარსს: ,,სიმღერები საგმირო ხასიათისაა: სვანი უმეტეს წილად გმირობა-ვაჟკაცობას უმღერის, სიყვარულზე ის ნაკლებად მღერის, მაგრამ აქაც გმირობას ჩაქსოვილი. მრავალი ასეული წლების წინეთ სვანი ისე მღეროდა, როგორც ახლა მღერის. 

გვ127

სვანეთის განსაკუთრებული გეოგრაფიული პირობების (კარჩაკეტილობა) გამო სიმღერები დღემდე შენახულია შეულახავად. სიმღერების მუსიკალური მხარე მდიდარია ჰანგებით და მსმენელზე ღრმა შთაბეჯღდილებას სტოვებს.“
ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ გუნდს, რომელსაც ივანე მარგიანი ხელმძღვანელობდა, იმდენად ფართო რეპერტუარი ჰქო- ნია, რომ საკონცერტო საღამოებს მთლიანად ავსებდა. 1928 წლის 25 ოქტომბრის ,,ზარია ვოსტოკა“ იტყობინებოდა, რომ: ,,26 ოქ- ტომბერს სახ. ოპერაში შედგებს ხალხური სვანური სიმღერის გუნდის პირველი კონცერტი. პროგრამაშის მხოლოდ სვანური ხალხური სიმღერები.“
ოპერაში გამართულ კონცერტს გამოეხმაურა გაზეთი ,რაბოჩაია პრავდა“ (1928, 28 ოქტომბერი) (64):
„სახელმწიფო ოპერის თეატრში 26 ოქტომბერს გამართულ სვანეთის ხალხურ მომღერალთა და მუსიკოსთა გუნდის კონცერტს უნდა მივესალმოთ, როგორც უდავო კულტურული მნიშვნელობის მოვლენას. სვანების კულტურული მიღწევების შესახებ, რომლებიც გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ასე ახლოს არიან ჩვენთან, მაგრამ ასე შორს (სულ უკანასკნელ დრომდე) ზამთრის თვეების განმავლობაში კულტურულ სამყაროსთან ურთიერთობისაგან მათი მოწყვეტილობის მიხედვით, უმეტესობამ იცოდა მხოლოდ ყურმოკვრით და არა მათ კულტურასთან უშუალო ზიარებით.
საასნგარიშო კონცერტი ძალიან საინტერესო გამოდგა არა მჭოლოღ ეთნოგრაფიული, არამედ წმინდა მუსიკალური თვალსაზრისითაც. სვანური ჰანგების სილამაზე გუნდის მიერ გამოვლინდა დახვეწილად და ბრწყინვალედ. სვანების მუსიკა მეტყველებს ამ ხალხის უძველეს და საკმაოდ განვითარებულ კულტურაზე; ეს მუსიკა ეფუძნება ჩვენთვის (ევროპული მუსიკის ნიმუშებზე აღზრდილებისათვის) ახალ ჰარმონიას, ზოგჯერ ყურის მჯრელს“.. მაგრამ მასში ბევრია კოლორიტულობა, ბევრია “საკუ- 

გვ128

თარი? – რაც მუსიკოს-სპეციალისტებისათვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს.
" სვანეთის ბუნებამ თავისბ კვალი დაამჩნია სვანების ეროვნულ ვოკალურ მუსიკას. საფერხულო სიმღერები და საცეკვაო მუსიკაც კი დიდ წილად გაჟღენთილია სვანეთის მთების სიმკაცრით და ჩვეულებრივთან შედარებით დაბალ ტემპში სრულდება.
რამდენადმე განსხვავებული შთაბეჭდილება მოახდინა ინსტრუმენტულმა მუსიკამ: საოცრად რბილად, ლამაზად ჟღერდა თავისებური სვანური ინსტრუმენტები.
შემსრულებლებს – გუნდს, მოცეკვავეებს, დამკვრელებს დიდი მოწონებით შეხვდნენ“ – (სედოი).
გუნდის მომზადების დონეზე მეტყველებს 1928 წლის გაზეთის „იზვესტია“ – 28 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული ს. ბუგოსლავსკისა და ვ. ივინგის სტატიები ,სვანების მუსიკა და ცეკვები“ (65). ჩვენი აზრით, ეს არის მაშინდელ პრესაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული ხასიათის სტატია, რომელიც აშუქებს გუნდის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ღირსებებს. მასში ვკითხულობთ:
„სოფილ''-ის მიერ ორგანიზებულ ეთნოგრაფიულ საღამოზე ნაჩვენები იყო საქართველოს სსრ ლეჩხუმის მაზრაში მცხოვრები სვანების ტომის თავისებური მუსიკალურ-ყოფითი ხელოვნება. სიმღერების, ინსტრუმენტული ნომრების და ცეკვების შემსრულებლად წარმოსდგა სვან მამაკაცთა გუნდი. ჩვენ დავესწარით სვანებში შემონახულ ძალიან ძველი მუსიკალური კულტურის ჩვენებას. აქ ჯერ არ არის განცალკევებული სიმღერა, ცეკვა, მოქმედება, სვანური სიმღერების ბგერათრიგი მცირე მოცულობისაა, მელოდიური ფრაგმენტები შეკუმშულ-ლაკონიური და სადაა.
სვანების სიმღერაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია კავკასიაში გაბატონებულ არაბულ-სპარსულ მუსიკას. სვანეთის სიმღერა – ეპიკურად წყნარია, პირქუშია, მკაცრად დიატონურია (ანუ ბგერათრიგში ძირითადად ტონებია და მხოლოდ ერთი-ორი ნახე-

გვ129

ვარტონი), თავისუფალია დახვე წილი მელოდიური კაზმულობისაგან, ახასიათებს მარტივი რიტმი.
სვანეთის სიმღერების თავი სებურებების ნიშანია აღმო სავლეთ საქართველოს სიმღერებისათვის დამახასიათებელი სამხმიანი აკორდული წყობა.
მამაკაცთა გუნდში ზედმიწევნით სუფთად (ეგრეთ წოდებულ ნატურალურ” ბგერათა სისტემაში) ჟღერს მაჟუორული და მინორული სამხმოვანება და იშვიათად დისონირებული ბგერათშეთანხმებები; მკაცრად ისმის პარალელური სამხმოვანებები. სვანების სიმღერაში ნათლად აირეკლა მათი მებრძოლი ყოფა (ბრძოლა გარეშე მტრებთან და თავადებთან).“
სერგეი ბუგოსლავსკი
სვანურ ცეკვებს იმავე სათაურის ქვეშ აანალიზებს ვ. ივინგი. მისი შეფასებები იმდენად მოულოდნელია, რომ გაკვირვებული რჩები – როგორ მოახერხა პროვინციული ანსამბლის ხელმძღვანელმა გუნდის ასეთ მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადება (ნუ დავივიწყებთ იმასაცკ, რომ გუნდის მზადება დაწყებულია იმავე წლის ზაფხულში):
„სვანების ცეკვები პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: გასართობი ხასიათის, მხედრული და კულტურული.
ცეკვების ფორმებიდან ჭარბობს ფერხული. მონაწილეები ერთმანეთის წელზე ხელჩაკიდებულები ჩვეულებრივ განლაგდებიან წრეზე, ნელი რხევით ათანაბრებენ ერთმანეთს შორის მანძილს, რის შემდეგაც საერთო სიმღერის ქვეშ იწყება ცეკვა. ფერხული საზოგადოდ მოძრაობს მარცხნიდან მარჯვნივ, თუ არ ჩავთვლით ნაწილობრივ საპირისპირო მოძრაობას, რაც გამოწვეულია მარც- ხენა ფეხიდან შესრულებული ფიგურებით. ტემპი თანდათან უფრო ვითარდება. მოცეკვავეთა წრე ხან შეიკვრება, ხან ფართოვდება. მოძრაობის საერთო ქარგის სიმარტივის მიუხედავად, ყველა სვანი ერთსა და იმავე მოძრაობას ერთდროულად ასრულებს 

გვ130
თითქმის უზადო სიზუსტით, რაც დაამშვენებდა ჩვენს კორდებალეტს. ზოგჯერ ფერხულის წრეში შემოდის ერთი ან ერთბაშად ორი მოცეკვავე, რომლებიც იშვიათად ცეკვავენ ხელჩაკიდებულნი, არამედ უფრო ხშირად ერთმანეთის პირისპირ. ფეხების მოძრაობა აქ უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ფერხულში. აქ შეხვდებით ცერებზე შეხტომასაც (пуанты), რაც ჩვეულებრივ მხოლოდ ცეკვის ხელოვნური ფორმისათვის ანუ კლასიკური ბალეტისათვის არის დამახასისთებელი. შეუდარებელი სირბილე, სიმარდე და ძალა ცეკვას საუცხოო შნოს ანიყებენ. ყოველნაირად უნდა მივესალმოთ “როფილის თაოსნობას აჩვენოს მოსკოვს ეროვნულ უმცირესობათა ცეკვები. ისეთი ცეკვების ჩვენებამშ როგორც. სვანურია, ბევრი რამ შეიძლება მისცეს იმ ჩვენ ბალეტმეისტერებს, რომლებიც ისურვებდნენ თავიანთი დადგშებისათვის გამოეყენებინათ ნამდვილი კავკასიური ცეკვები“-
ვ. ივინგი
ამ სიტყვების წაკითხვამ გამახსენა, რომ სვანეთში ყოფნისას ტყეში მაჩვენეს ადგილი, სადაც თურმე ივანე მარგიანი გუნდს ავარჯიშებდა. როგორც თვითმხილველები აღნიშნავდნენ, მას გაბმული ჰქონდა თოკები სხვადასხვა მოძრაობის შეზღუდვა-დაფიქსირებისათვის.
ივანე მარგიანის ოჯახში შემორჩენილია მოსკოვის გასტროლების დროს გადაღებული ფოტო, რომლის უკანა გვერდზე იკითხება გუნდის არასრული სია: ხელმძლვანელი – ივანე მარგიანი (სურათის ცენტრში). მონაწილენი: მურზაყან დადეშქელიანი (ივ. მარგიანის მარჯვნივ), სიმონ გასვიანი, ალექსი ფილფანი, სები გულედანი, აბესალომ იოსელიანი, ბესო ხაჭვანი, იესავ ფარჯიანი, ზხარძიანი, მარგველანი, მაზარ გადრანი, ათლარ შუკვანი, გირგვლიანი, ივეჩიანი, ჯაჭვლიანი, ქავზაი გირგვლიანი*

*გუნდის არასრული შემადგენლობა დაზუსტებულია ივანე მარგიანის ძმისშვილის, გივი ნიკოლოზის ძე მარგიანის მიერ. იხ. ფოტო გვ. 123 

გვ131

1928 წლის 4 ნოემბერს გაზეთი ,კომუნისტი“ აქვეყნებს „ი. მ-ნი“-ს წერილს (35) სათაურით ,მომღერალ სვანთა გუნდი სტუმრად მესანგრეთა ასეულთან“.
„29 ოქტომბერს სვანების მომღერალთა გუნდმა მესანგრეთა ასეულის პატივსაცემად ასეულის კლუბში გამართა უფასო კონცერტი. ეს ის ასეულია, რომელმაც ბევრი შრომა გასწია ჯვარის მიმართულებით გზის გაყვანაზე და რომელიც შეფათ აყვანილი ჰყავს სვანეთში მულახის თემს. მესანგრეთა რაზმი აღტაცებით შეხვდა გუნდს. პირველად მოკლე სიტყვით გამოვიდა გუნდის მონაწილე ამხ. ს. გულედანი, რომელმაც მადლობით აღნიშნა მესანგრეთს ღვაწლი სვანეთის გზის გაყვანაში და გამოსთქვა სურვილი მტკიცე განუყრელი კავშირისა სვანეთსა და ასეულს შორის. შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დასტოვა მსმენელებზე. კონცერტის დასრულებისას სამადლობელი სიტყვით გამოვიდა ამხ. ფოკინი, რომელმაც აუწერა მსმენელებს სვანეთის მდგომარეობა. ბოლოს ასეულმა შეასრულა სიმღერა გუნდის პატივსაცემად ჩვენი გზა დიდია, რომელიც მესანგრეთა მიერ პირველად ნამღერევი იყო სვანეთში ყოფნის დროს და რომელშიაც სვანეთის ბუნებასთან ერთად აღწერილია მესანგრეთა მუშაობის სიძნელენი გზის გაყვანის დროს. მესანგრეებმა დიდი აღტაცებით გაისტუმრეს გუნდი, რომელმაც “ოშო- რერას” (მარში) სიმღერით დასტოვა დარბაზი.“
ამრიგად, 1927-1929 წლების ქართული და რუსული პრესის გაცნობა საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ქართული მუსიკა- ლური ფოლკლორის ისტორიაში პირველად ივანე მარგიანმა ჩამოაყალიბა სვანური ეთნოგრაფიული გუნდი და გააცნო ფართო საზოგადოებას ამ კუთხის ცეკვისა და სიმღერის ნიმუშები.
სვანურ ხალხურ სიმღერებს მრავალი ასეული წლის ისტორია აქვს და ამიტომ ზემოთ ნათქვამი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ უფრო ადრე, სვანეთის სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა პერიოდში არ იყვნენ მუსიკალური ნიჭით გამორჩეული პი- 

გვ132

როვნებები, რომელთა თაოსნობით იკრიბებოდნენ სვანური სიმღერის მცოდნე თანამოაზრე ადამიანები პატარ-პატარა გუნდებად. ამას უთუოდ ხელს უწყობდა სვანეთში გავრცელებული ზარის შესრულების ტრადიცია მიცვალებულის პანაშვიდზე და დასაფ- ლავების დროს.
სხვა საქმეა ივანე მარგიანის მიერ იმდროინდელი ზემო სვანეთის გამორჩეული სვანი მომღერალ-მოცეკვავეების, ხალხურ საკრავებზე შემსრულებლების ოცკაციანი ანსამბლის ჩამოყალიბება 1928 წლის ზაფხულში, სისტემატური რეპეტიციების გამართვა და ფართო საზოგადოებისათვის სვანური ცეკვისა და სიმღერის ნიმუშების გაცნობის მიზნით ოქტომბერ-ნოემბერში თბილისში, ერევანში, მოსკოვსა და ლენინგრადში გუნდის გასტროლების ორგანიზება.
ივანე მარგიანის ერთ-ერთი შვილიშვილი, ნელი მარგიანი-ასამბაძისა, იხსენებს, რომ მისი მამის, დიდიმ მარგიანის, ოჯახში შემონახული იყო ივანე მარგიანის ხელმძლვანელობით შესრულებული სვანური სიმღერების გრამფირფიტები, რომლებიც დრო- ებით სარგებლობისათვის წაუღია ჩვენთვის უცნობ ეთნოგრაფს და შემდგომ აღარ დაუბრუნებია (თუ შემთხვევით სადმე შემონა- ხულია ეს ფირფიტები, უმორჩილესი თხოვნაა, დაუბრუნდეს ისინი ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრს). უკანას- კნელ ხანებში ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მოსკოვის ცენტრალურ ფონოარქივში მიკვლე- ულიყო ივანე მარგიანის გუნდის მიერ შესრულებული რვა სიმღერის ჩანაწერი. 

გვ133

ივ. მარგიანის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან
მაგის რა ბრალია?!
(ფსიქოლოგიური ეტიუდი სვანეთის ცხოვრებიდამ)
თიბათვის ცხელი დღეები იდგა... ცა სარკესავით მოწმენდილიყო და კაშკაში გაჰქონდა; ღრუბლების ნატამალიც არ მოსჩანდა მის სივრცეში; მხოლოდ ხანდახან მაღალ მთის წვეროზედ გამოჩნდებოდა ღრუბლის ნაჭერი და ისევ მალე გაჰქრებოდა, მიიმალებოდა, იქ, სადღაც შორს, ზესკნელში. იქით-აქეთ სვანეთს უზარმაზარი მთები ამაყად გადასცქეროდნენ. დიდი ხანია ამ მთებს არ გადაუხდიათ თავზე ნისლის ზეწარი და ახლა, დარწმუნებული თავის სიმშვენიერეში, თითქოს გვეუბნებიან: ,,მოდით დასტკბით ჩვენის სილამაზით, სანამდის დრო გაქვთ, თორემ ისევ ნისლითა და ბურუსით შევიმოსებითო!.."
დიახ, მთებს მართლაც გადაეხადათ ზამთრის ზეწარი და მშვენიერ სანახაობას წარმოადგენდნენ... პატარა დიდს შეჰხაროდა და დიდი პატარას, გამდნარი თოვლის წყალი ჩხრიალ-კრიალით მირბოდა ბარისაკენ, თანდათან დიდდებოდა და ბოლოს, უერთდებოდა გამხეცებულ ინგურს, რომელიც ათას ნაჩქერებს ისროდა, ქვიდან ქვაზე ქურციკივით ხტოდა, ჰქაფდებოდა, იკვრებოდა ბურთივით, იბნეოდა წვრილ ნამად და ნაზი ფერადით აჭრელებულ ბალახიან ველებს რწყავდა, თან გაჰქონდა მედიდური გრიალი, რომელიც ხან 

გვ134

ხმამაღლა გაჰკიოდა და ხან მიდუმდებოდა, თითქო ისვენებსო, და იქაურობას აღვიძებდა. ლატფარის მთაც ამავე სანახაობას წარ- მოადგენდა; ის თავის სიმაღლიდგან სიამაყით გადმოსცქეროდა არემარეს და დილის მზის სხივების გვირგვინი შემოეკრიფა; აქა- იქ ვაკეებში, სადაც მზეს თავისი სხივები საკმარისად ვერ მიეწვდინა, ისევ დარჩენილიყო თოვლი და იქაურობას სულ სხვა ფერს აძლევდა. წმინდა ანკარა წყაროები ჩამოჩუხჩუხებდნენ და რაღაცა გამოუთქმელი სიტკბოებით უალერსებდნენ კაცის ყურს; მთის ჩიტებსაც გამოეღვიძნათ და ჭიკჭიკით ქებას უძღვნიდნენ ბუნების ძალა-გამჩენს. მშვენიერი დღე იყო, ერთი იმისთანა დღეთაგანი, რომელსაც კაცი ნეტარებაში შეჰყავს და სიამოვნებას აღუძრავს მთელს სხეულში. სიჩუმე მეფობდა, რომელსაც ხანდახან არღვევ- და მდ. ინგურის ღრიალი და ყორნის უშნო დამაღონებელი ყრანტალი. სანატრელია ამ დროს ამ ადგილებში ყოფნა. მათ იმისთა- ნა ზეგავლენა აქვთ კაცზედ, რომ ეს უკანასკნელი უნებლიეთ ემორჩილება მათ ბუნების ძალას და სიამოვნებას ეძლევა; ისინი ამგვარად არამც თუ მარტო ადამიანზედ, არამედ პირუტყვებზედაც კი მოქმედებენ. მართლაც, როგორ არ უნდა მიიზიდოს პატი- ოსანი პირუტყვები მსუქანმა, ნოყიერმა მწვანე ბალახმა, შემკულმა ათას ფეროვანი ყვავილებით და სურნელებით?.. როგორ არ უნდა მოხიბლონ ამ გვარმა ადგილებმა მათი გული?
აგერ უეცრად ერთს ფრიალო კლდის წვეროზედ გამოჩნდა ხარლაღი, რომელიც ისე გამოიზნიქა კლდეზე, რომ კაცი იფიქრებდა – გადმოვარდნას აპირებსო; მაგრამ ის ერთბაშად შედგა და ამაყად დაიწყო იქით-აქეთ ცქერა. რა თავისუფლებასა ჰგრძნობდა ამ დროს ეს პატიოსანი პირუტყვი, მკითხველო!.. მე და შენ როდის ვეღირსებით ამგვარ თავისუფლებას! ამ დროს მისი გული გარდა ნეტარებისა, პატიოსნებისა, უმანკოებისა, თავისუფლებისა, სიყვარულისა და გულჩვილობისა არა რას გრძნობდა, მის გულში 

გვ135

არ ჰქონდა ადგილი არც მტარვალობას, არც უსამართლობას, არც სხვა ცუდ აზრებს! ასე ამაყად აეღო მაღალი თავი და თითქოს ღმერთს მადლობას სწირავდა თავისუფლების მონიჭებისათვის, შემდეგ ხან ძირს დაუშვებდა თავს და ხან მაღლა ასწევდა. გავიდა რამოდენიმე წამი და იმავე კლდის წვეროზე გამოჩნდა ჯიხვის ჯოგი, რომელიც ისეთს მშვენიერ სანახაობას წარმოადგენდა, რომ ადამიანს რაც უნდა წყლული გული ჰქონოდა, დაამშვიდებდა. ჯოგი მოწინავე ჯიხვის თაოსნობით პატარა ხანს შეჩერდა, შეუშვირა გული გამაგრილებელ ნიავს, მერმე იქით-აქეთ გაიფანტა, ერთი კლდიდან მეორეზე გადახტა და ბალახს დაუწყო წიწკვნა. ეს გადახტომ-გადმოხტომა ისე მარდათ ხდებოდა, რომ კაცს გააკვირებდა; პაწაწინა ჯიხვებიც დიდებს ჰბაძავდნენ და თავისუფლად ნავარდობდნენ. აგერ ერთს ადგილას პაწაწინა ჯიხვი შეჩერდა, რადგან მეორე ადგილას გადახტომა ვერ მოახერხა, და ცქმუტუნი შექმნა, უფროსი ჯიხვი მოუბრუნდა და, წაუწოდა თავისი მოკაუჭებული მსხვილი რქები, პატარამ თავისი მხრით მოსდო რქები უფროსის რქებს, ამ უკანასკნელმა ასწია მაღლა თავი და ერთი თვალის დახამხამებაში თავისი საყვარელი შვილი შეორე მხარეს გადმოსვა; ისინი მხიარულებაში და ნეტარებაში იყვნენ.. ბუნებაც მხიარულობდა და ხელს უწყობდა მათ.
კაცი რომ შორიდან ამ მთის ქედს დააკვირდეს, შეამჩნევს დაკლაკნილ ვიწრო ბილიკს, რომლით სიარული თუ არა შეჩვეულ სვანს, სხვას ძალიან გაუჭირდება. აი სწორედ ამ გზაზედ იმ დროს, როდესაც პატიოსანნი პირუტყვნი ნეტარებაში იყვნენ, გამოჩნდა ორი ჩრდილი; მოწინავეს მოხერხებული და დინჯი სიარული ამტკიცებდა, რომ ის ამ მთის შვილი უნდა ყოფილიყო და მამაკაცის სქესს ეკუთვნოდა, აგერ მგზავრნი ისევ ჩამოეფარნენ გორაკს, მერე კიდევ გამოჩდნენ და იმავე სახით განაგრძეს სიარული. ერთს ოდნავ ჩაღრმავებულ ადგილს რომ გაუსწორდნენ, 

გვ136

მოწინავემ თავისთვის ჩაიბუტბუტა „შვენდბაავ ჯაარხ“ (შეგინდოსთ ღმერთმა) და გაუდგა გზას. ორნივე მგზავრნი დაღონებულნი მიაბიჯებდნენ, ხმას არ იღებდნენ და სახეზედ მჭმუნვარე- ბა ეტყობოდათ. აშკარა იყო რომ ორივეს რაღაც დარდები აწვათ გულზე. როდესაც მგზავრები მიუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც ჯიხვის ჯოგი იყო გაფანტული, უცბათ მოწინავე ჯიხვმა ასწია  თავი მაღლა, ამაყად გადაიხედა იმ მხარისკენ, საიდანაც მგზავრები მოდიოდნენ, მერე რაღაც უცნაური ხმაურობა ამოუშვა, გაიქნია თავი, მრისხანე სახე მიიღო, თითქოს ემუქრებოდა თავის ნეტარების დამრღვევს და აუდგა აღმართს. მას დაედევნა მთელი ჯოგი და რამოდენიმე წუთის შემდეგ მიიმალა. მგზავრებმა ძალაუნებურად მოჰკრეს თვალი ჯოგსა, მაგრამ ორნივე ისე შეეპყრო რაღაც ფიქრებს, ორნივე ისე დაღონებულნი მიდიოდნენ, რომ არც ერთმა არ მიაქცია მას ყურადღება. სვანი ძნელათ თუ გაუშვებს ხელით გან ამისთანა შემთხვევას, რომ არ ისარგებლოს მით და რომ ერთი ,,ნათხვიარე“ (ნანადირევი) მაინც არ გადმოაგდოს, მარა აქამდის არ სცალოდა ჩვენს მგზავრებს. ისინი სულ სხვაზე ფიქრობდენ. რა იყო მიზეზი მგზავრების მჭმუნვარებისა, ჩაფიქრებისა? რას შეეპყრო ორთავეს გული? ქალის ზანტი წყნარი სიარული, მოდიდო მუცელი, დამჭლევებული ლოყები და წითელი ცხვირი ამტკიცებდა, რომ ის არა ჩვეულებრივს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო.. დიახ ის ამჟამად ავადმყოფი იყო... მაგრამ განა ავადმყოფობა ამისთანა დაღს დაასვამს ადამიანს?! ის ნელ– ნელა მიაბიჯებდა, ხან, რომ ვეღარ შესძლებდა სიარულს, შესდგე- ბოდა, ხან გაუჩქარებდა ფეხს, მაგრამ მალე დასუსტდებოდა და ისევ შეჩერდებოდა, ზოგან დაქანცული დაეცემოდა დედა მიწაზედ და ქვითინს მოჰყვებოდა. როგორც გამოცდილება ამტკიცებს, ყოველგვარ მწუხარებას ცრემლები უფრო შეამსუბუქებენ ხოლმე, საცოდავი ქალიც ამ აზრს დასთანხმებოდა და ღაპაღუპით გად-

გვ137

მოუშვებდა ხოლმე ცხარე ცრემლებსა. ამ მდგომარეობაში რჩებოდა ხოლმე ის, სანამ თანამგზავრი, მისი ძმა ზურაბი, არ დაუბ- რუნდებოდა ხოლმე უკან და არ ააყენებდა, ისევ ლანძღვა-გინებით. – ახია შენზედ ეგ წვალება, ახია! პატიოსან ოჯახის შერ- ცხვენისთვის შენ ყველაფერი გეკუთვნის! არავითარი სატანჯველი არ არის შენთვის დიდი! ახია, გეკუთვნის! – ამ სიტყვებზედ ძმა წამოაყენებდა დას, რომლის პასუხი ვაება და ქვითინიღა იყო, და გაუდგებოდნენ გზას. ამ ვაი ვაგლახით ააღწიეს მათ მთის წვერს. სადაც ერთს ადგილას ორი ქვა ჯვარედინათ, ესე იგი გარდიგარდმო, დაედოთ. ზურაბმა მოიხადა ნაბდის ქუდი, პირჯვარი გამოისახა და სთქვა სვანურათ: „დიდებუ აჯხედა ხოშაამ ღერბათ, ერე ამავ შვიდებდ ანუხ!“ (დიდება შენდა მაღალო ღმერთო, რომ აქამდისინ მშვიდობით მოგვიყვანე!). მის მაგალითს მიჰყვა ქალიც და შემდეგ ორივე დაეშვნენ თავდაღმართზე. აქ ბუნება იმავე სილამაზით იყო შემკობილი, როგორც მთის მეორე მხრით. რამოდენიმე ხნის სიარულის შემდეგ მგზავრებმა წყაროს მახლობლათ მოისვენეს. ამწვანებული ბალახი იქაურობას ამშვენებდა და სურნელოვანებას ჰფენდა. ანკარა წყაროს ჩუხჩუხი მედგრად გაისმოდა და ბუნებას აღვიძებდა; წყაროს მოშორებით გაღმა მეორე მხრით თოვლის წყალი გადადიოდა კლდიდან ხმაურობით, ჩანჩქერად იქცეოდა, გზაზედ წვრილს ნამებად იქცეოდა, კლდის ნაპირებსა რწყავდა და ხევამდე ვეღარ აღწევდა; ამის მეოხებით აქა-იქ ბალახებს ამოეყოთ თავი და თითქოს გადმომჩქეფარე წყალს შეჰხარიან და მადლობას უძღვნიან იქით-აქეთ ირხეოდნენ. ამ ადგილს ისეთი მაღალი მდებარეობა უჭირავს, რომ იქიდან ხევში გადახედვა ძნელია, კაცს თვალებს აუჭრელებს და შიშის ჟრუან- ტელი მთელს სხეულში დაურბენს. მგზავრებმა გაიგრილეს გული ცივი წყლით და მერე იქვე მოშორებით ჩამოსხდნენ; ქალი წამოწ- ვა თუ არა იმ წამსვე საშინელი ქვითინი მორთო; ქვითინზედ

გვ138

კვნესა მოჰყვა, გული მალ-მალ უცემდა და თავისუფლად ამოსუნ- თქვას უშლიდა. ვინ იცის, მკითხველო, რასა ჰგრძნობდა ამ დროს ეს საწყალი სუსტი არსება?.. ვინ იცის, რა სტანჯავდა მას, რა ჰქეჯნიდა მაჯლაჯუნასავით?..
ეს რომ ამ მდგომარეობაში იყო, ულმობელი ძმა სასტიკათ ჰკიცხავდა მას და ეუბნებოდა: – ახია, შენზედ ახია, შენ შეარცხვინე პატიოსანი ოჯახი. შეარცხვინე შენი ძმა, ის მამა, რომელმაც გამოგზარდა, რომელიც მთელს ხევში პატიოსნებითაა განთქმული, შენ შებღალე დედაშენის ხსენება, სული, შენ შეარცხვინე შენი ძმები, დები, ნათესავები, შემარცხვინე მეც, შენი ძმა.. რომელიც მთელი ოჯახის პატიოსნებით ვამაყობდი და რომელსაც ყველგან დიდი მიღება და სალამი მქონდა, მაგრამ იცოდე, რომ ამიერითგან შენ ჩემი და აღარ ხარ და მე შენი ძმა!. რა პასუხს აძლევ შენს პატიოსანს ოჯახს, მოხუცებულს მამას?! განა ამიერითგან შენ ღირსი ხარ, იმას მამა დაუძახო?! არა, არა... ათასჯერ არა. შენ დაკარგე სამუდამოთ მამა, ძმები, დები, ნათესავები და ყოველივე ბედნიერება! ამ სიტყვებმა ქალს დანასავით გაუარეს და მწარეთ დაუსერეს გული; მერე შეინძრა, წამოჰყო თავი და მტირალის ხმით დაიწყო: მტარვალნო, მტარვალნო!.. რას მერჩით მე სუსტ არსებას!. ვსთქვათ დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, ვსთქვათ მე შევარცხვინე მთელი ოჯახი, მამა ჩემი, შეგარცხვინე თქვენც, ძმები, დები!.. მაგრამ ნუთუ თქვენში არ მოიპოვება მცირეოდენი ნაპერწკალი ადამიანის შებრალებისა!? ნუთუ არა ჰფიქრობთ, რომ ამაში ისევ თქვენ მამაკაცნი ხართ დამნაშავენი?!.. განა არ იცით რომ ამაში ისევ თქვენ გედებათ ბრალი?!.. სხვა არა იყოს რა წარმოიდგინეთ ჩემი თავი, როგორც უცხო, უპატრონო, უცნობი, საწყალი ადამიანი; წარმოიდგინეთ და ნუთუ არ შემიბრალებთ მე საწყალს მე უბედურს!?.. ოხ ღმერთო ჩემო! ამ სიტყვების შემდეგ ის დაეშვა პირქვე და მორთო ქვითინი. ძმა მოშორებით იჯდა

გვ139

და დაფიქრებული გაჰყურებდა მთებს. იმან წარბიც არ შეანძრია დის ლაპარაკზედ და ერთხელაც არ შეხედა, მისი ფიქრები, გონე- ბა სულ სხვაზედ იყო მიქცეული. ქალს მშობიარობის ტკივილმა მოუარა, საწყალი ოხრავდა მალ-მალ, ხან წამოდგებოდა, ხან გვერდზედ გადაბრუნდებოდა და საშინლად იტანჯებოდა. „მაღალო ღმერთო! რა დავაშავე ამისთანა, რომ უპატრონოდ დამაგდე და ერთი მომვლელიც არა მყავს!?..“ წაიბუტბუტა მან ჩუმად და წამოიწია ზეზე.
ამ წვალებაში გაატარა მან რამოდენიმე წამი. ამასობაში ტკივილი თანდათან ემატებოდა და უძლიერდებოდა; გონება ეკარგებოდა და გული უსუსტდებოდა.. პატარა ხნის შემდეგ გაისმა რაღაცა კნავილი. ამ ხმაურობამ ჩაფიქრებული ძმა გამოარკვია და გადახედა დას... ის მიხვდა რაშიც იყო საქმე, თვალი მოაშორა და რამოდენიმე მანძილზედ განშორდა; მას მაშინვე ფერი შეეც- ვალა, თვალები დაუსისხლდა, გაშმაგებულ ნადირსავით, გულმა მალ-მალ დაუწყო ცემა და თმა აებურძგლა... კნავილმა თანდათან იმატა და ბოლოს კაცი ადვილად გაარჩევდა, რომ ეს ხმა ახლათ დაბადებულის ტირილი იყო.. ძმამ კიდევ ერთხელ გადახედა თავის დას, რომელსაც მუხლებზე ახლად დაბადებული ეწვინა. დედა ეფერებოდა შვილს, თავზედ ხელს უსვამდა და ძონძებში ახვევდა. მგონია ვაჟია! თავისთვის წაიბუტბუტა ძმამ, მერე წამოდგა და ბავშვისაკენ წასვლა დააპირა, მაგრამ უცებ შეჩერდა, ცოტა დაფიქრდა, სახე დაეღრიჯა და თავზედ ხელი იტაცა. ეტყობოდა რაღაც სულიერ ბრძოლაში იყო და ჯერ კიდევ ვერ გაერკვია საკითხი. ამ მდგომარეობაში დარჩა ის პატარა ხანი, მერე ასწია მაღლა თავი და დას მიუბრუნდა: რატომ უმალ შენ არ გახდი სიკვდილის მსხვერპლი!.. დაიყვირა ძმამ და გაექანა დისკენ. მან ერთი თვალის დახამხამებაში გამოსტაცა ბალღი დედას ხელიდგან და გადაისროლა უფსკრულში, უზარმაზარ კლდის 

გვ140

ღრიანკებში, სადაც კაცის თვალი ძლივს ჩასწვდებოდა: მხოლოდ კნავილიღა იყო ბავშვის უკანასკნელი ანდერძი.. დედამ ამის დანახვაზედ ერთი მაგრად შეჰკივლა, იტაცა თავში ხელები და გაექანა იქითკენ, საითკენაც მისი შვილი გადაისროლა ულმობელმა და შეუბრალებელმა ძმამ... უღმერთო! მაგის რა ბრალია!? შვილი! – იყო უკანასკნელი სიტყვები ქალისა ძმისადმი მიმართული. ერთი წუთიც არ გასულა ამ სიტყვების თქმის შემდეგ, რომ საცოდავი დედა გადაეშვა უფსკრულში. საცოდავმა შვილთან სიკვდილი არჩია და მას გადაჰყვა!..
სიჩუმე ჩამოვარდა... ბუნებამ, თითქოს ყურიც არ შეიბერტყა ამ ამბავზე, და ისევ იმ მშვენიერს სანახაობას წარმოადგენდა... მხო- ლოდ დრო გამოშვებით ცივი ქარი დაჰბერავდა ხოლმე მთის წვერების ახლომახლო მომცურავი ღრუბლების ნაჭრებს გაჰფანტავდა თითქოს განგებ, რომ ეს ამბავი მცხოვრებლებთათვის გადაეცათ.
ამ მოულოდნელმა, ზარდამცემმა ამბავმა ძმას გრძნობა დაუკარგა და მთელი სხეული აუკანკალა. მღელვარება ნებას არ აძლევდა ხმა ამოეღო, ფეხები ეკეცებოდა... ფერი ხშირად ეცვლებოდა, დასჩერებოდა მიწას და ხმას არ იღებდა... დროგამოშვებით მას რაღაც იდუმალი ხმა ჩასძახოდა, მერმე ისევ შესწყდებოდა და ვერ გამოეცნო რა ხმა იყო ეს ზხმა, ან ვის ეკუთვნოდა. – უღმერთო, მაგის რა ბრალია! მოესმა ძმას უფრო გარკვევით. ეხლა კი ადვილად გაარჩია, ვის ეკუთვნოდა ეს ხმა და სულიერი ტანჯვისაგან სახე უფრო დაეღრიჯა, ამ მდგომარეობაში დაჰყო მან რამოდენიმე წამი, შემდეგ უცბად გაიქნია ხელი და თავისთვის წაიბუტბუტა: თენგიზ! ორი ადამიანის სისხლი არ შეგერგება და გაბრაზებული გაუდგა გზას...
დედაშვილი სამუდამოდ დაიკარგნენ, მათი გვამი მას შემდეგ კაცს თვალით აღარ უნახავს, ორივენი გაჰქრნენ, ორთავეს ერთი 

გვ141

ბედი ეწვია... მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ, ამ ადგილებზედ რომ გაგევლოთ შეამჩნევდით, რომ იქ სადაც დედაშვილი დაიღუპნენ, ყორნები მხიარულად დაფრინავდნენ და საზარელი, გულმოსაკლავი ყრანტალი გაჰქონდათ!.. ვინ იფიქრებდა, რომ ორ საცოდავ ქმნილებას სამშობლო მიწაში დამარხვა არ ეღირსებოდა!?.. რა დააშავეს დედაშვილმა ამისთანა, რომ სამშობლო მიწა-წყალს მოაკლდნენ და ფრინველების საკენკი შეიქმნენ!?.. შენ მაინც, უსუ- სურო არსებავ! უცოდველო ანგელოზო, რა დანაშაული მიგიძღო– და ამისთანა!?
შუაღამე ახლოვდებოდა. ცა ვარსკვლავებით მოფენილიყო, მთვარე საკმაოდ ანათებდა და მშვენიერს სახეს აძლევდა სვანეთის მა- ღალსა და წვრილს კოშკებსა. მდ. ინგურს შესაზარი ღრიალი გაჰქონდა და მას ბანს აძლევდნენ მთები. თოვლით შემოსილი „ვიშბა“ (უშბა – თ. ლ.), მთვარის შუქით განსპეტაკებული, მშვენიერს სანახაობას წარმოადგენდა, სიამაყით გადმოყურებდა დარაჯსავით იქაურობას; სიჩუმე გამეფებულიყო ახლომახლო. ტყეებში პირუტყვთ და მფრინველთ თითქოს შეეწყვიტათ მოძრაობა, მხოლოდ ხანდახან გამოისმოდა ჭოტის უშნო ყვირილი... სოფელ მ-ს კიდევ არ ეძინა და მხიარულობდა; ყოველი სახლიდან გაისმოდა ცეკვა-სიმღერა. ეტყობოდა, დღეობა ჰქონდათ. სოფლის განაპირას იდგა ერთი ლამაზი კოშკიანი სახლი; გარს მოდიდო ეზო ჰქონდა შემორტყმული და შიგ სხვადასხვა ხეხილები იდგა. ეზოს ერთს კუთხეში, სახლის მახლობლად, კანაფი ეთესა და გარშემო წკნელით იყო შემოკავებული, რათა საქონელს არ დაეზიანებინა ნამუშევარი. მეორე კუთხეში ლალჩა* (ცალმანგი) იდგა, იმის წინ მოდიდო კალო იყო გადაჭიმული. მის მოშორებით „ლუშხატი“

*ხის სამკუთხიანი შენობა, რომელსაც მეოთხე მხარე ღია აქვს და რომელშიც ნამუშევარს ინახავენ.

გვ142

(სადაც საქონელი ჰყავდათ ღამით) იდგა შიგ და რამოდენიმე ხარი, ძროხა, ცხვარი, და სხვა საქონელი ემწყვრია. ყველა სახ– ლებიდან ცეკვა-სიმღერა, ხარხარი, ოხუნჯობა და ხმაურობა ის- მოდა და მთელს სოფელს ეფინებოდა. მაგრამ ყველაზე მხიარუ- ლება სოფელში ამ სახლის მკვიდრთ ეტყობოდათ: ქალების მწყობრი სიმღერა ჰაერს აპობდა და ტკბილ მომალხენელ ხმებათ სწვდებოდა მსმენელის ყურს. ახლო მახლო მთები და ლამაზი კოშკები ბანს აძლევდნენ მათ, თითქოს მათთან ერთად მხიარულებაში მონაწილეობას იღებდნენ. ამ დროს იმ ადგილას, სადაც ,,ლალჩა”“ იდგა, ყორეზედ გამოჩნდა კაცის ჩრდილი. რომელიც სწრაფათ ჩამოხტა და შენობას მიეფარა. მთვარიანი ღამე იყო და უცნობი როგორც ეტყობდა, სცდილობდა რამენაირად შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ამიტომ ის ხან კედელს მიეკვრებოდა, ხან ჩაჯდებოდა და ხან ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა.
პატარა ხნის შემდეგ სახლის კარები გაიღო და ერთი კაცი ცალ მხარეზე ჭურჭელ შედგმული უცნობისაკენ გაემართა.
– აქეთკენ მოდის! – სთქვა თავისთვის უცნობმა, შეიძლება ის არის! რაც უნდა იყვეს იარაღი მზად უნდა ვიქონიო!.. ის თუ იქნა. მით უკეთესი! – ამ სიტყვებზე მან იძრო თოფი, შეაყენა ჩახმახზე და მოიმარჯვა. მერმე სხვა იარაღი გაისწორა და სული განაბა. ჭურჭლოსანი კაცი მიდიოდა სიმღერ სიმღერით და ისე გაიარა უცნობის მახლობლად, რომ ერთიც არ მიუხედია მისკენ, ცოტა რომ გაშორდა უცნობმა წაიბუტბუტა ის არ არის სხვაა ვიღაც, წყალზედ მიმავალი. ეს სთქვა და უფრო მიეკრა შენობის კედელს, პატარა ხნის შემდეგ წყალზედ მიმავალი კაცი დაბრუნდა იმავე გზით და სიმღერით შევიდა სახლში, ,,კარგია რომ ვერ შემამჩნია“' სთქვა უცნობმა თავისთვის, ,მაგრამ ეხლა კი დროა ჩემს განზრახვის შესრულებას შევუდგე“ მერმე დაიჩოქა, მოიხადა ქუდი და წარმოსთქვა: ,„მაღალო ღმერთო, მთავარ ანგელოზო და წმინდა 

გვ143

გიორგი თქვენა ხართ მოწმე, რომ – დედაშვილი ამ კაცის მიზეზით დავღუპე და ცოდო ავიკიდე: ამავე მიზეზით მე განვიზრახე მაგ კაცის მოკვლა, რადგან პატარა ბავშვის სისხლი არ მასვენებს და ყოველთვის მელანდება, თქვენ შემინდევით ცოდვილსა!.. მერმე სწრაფათ წამოხტა, წადგა წინ, ხანჯალი მოიმარჯვა და სხვა ხმით დაიძახა: 
– თენგიზ, ოო თენგიზ! ამოიხედე ერთ ხანს!
რადგან სახლში ხმაურობა იყო, ამიტომ მას რამოდენჯერმე დაჭირდა დახმაურება, ბოლოს გადმოდგა ვიღაც ქალი დერეფან- ზეღ და ჰკითხა:
– ვინ ხარ? რატომ არ შემობრძანდები?
– თათარყანი ვარ, თენგიზის ნახვა მსურს, ფრიად დიდი საქმე მაქვს, გამოვიდეს.
– ძალიან კარგი მაგრამ რატომ არ შემობრძანდებით?
წაიბუტბუტა ქალმა და შეაღო კარები. პატარა ხანს შემდეგ იმავე დერეფანზედ გამოჩნდა მაღალი ტანის, ზორბა ყმაწვილი კაცი და დაიძახა:
– ღამე მშვიდობისა! სტუმარი ღვთისაა და რატომ არ შემოხვალ?
ამ სიტყვებზე ყმაწვილი კაცი დაეშვა დერეფნის კიბეებზედ სტუმრისაკენ, ზურაბმა ამასობაში მოიმარჯვა ხანჯალი, ცოტა უკან დაიწია და შენობის ჩრდილოს მიეფარა; გულმა მალ-მალ უწყო ცემა და სახეზედ ცივმა ფერმა გადაჰკრა. თენგიზი მიუახლოვდა და გაკვირვებული შეეკითხა:
– ვაჟო ზურაბი არა ხარ? რატომ არ შემოხვალ.
– ზურაბი ვარ და ვიქნები, კიდეც და ეს კი შენ ძაღლო! სთქვა ზურაბმა და ხანჯალი გულში ტარამდის ჩასცა. საწყალმა ,,მიშ- ველეთ“-ის დაძახებაღა მოასწრო და მაშინვე დაეცა მიწაზე. ეგ კიდევ არა კმარა შენთვის, შე ბოროტო! სთქვა ზურაბმა და 

გვ144

დაახალა ზედ გულზე დამბაჩა. დამბაჩის გავარდნა და მისი გაქცევა ერთი იყო. ხმაურობაზე გამოცვივდნენ სახლითგან წივილ კივილით და შემდეგი სანახაობა წარმოუდგათ: სისხლის მორევში მცურავ თენგიზს ხახა დაეღო, კისერი მოგრეხოდა, ცალი მკლავი უკან ქონდა გადაგდებული, ცალი ხელი ჭრილობაზე მიედო და ფეხები ძალზე გაეჭიმა.. ზურაბს კი იდუმალი ხმა. მაინც კიდევ ჩასძახოდა: ,,მაგის რა ბრალია?!"

* * *

ამ ამბის შემდეგ რამდენიმე წელიწადმა გაიარა. ზურაბი მოხუცდა, წელში მო·იხარა და ლოგინად ჩავარდა. მისი ჩავარდნილი თვალები, გამხდარი ფერ-მკრთალი პირის სახე, გაფითრებული და უსიცოცხლო გამომეტყველება ამტკიცებდა, რომ ბევრი რამე გა- დახდენოდა თავზედ და აუარებელი ტანჯვა-წვალება, ვაი ვაგლახი გამოევლო. მოხუცებული ზურაბი გრძნობდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო და ამიტომ ერთ საღამოს მოიხმო თავისი შვილები შვილის-შვილებითურთ. მთელი ოჯახი შეიკრიბა ავადმყოფის სარეცელის წინ, რათა გულის დადებით მოესმინათ მოხუცის უკანასკნელი დარიგება და სიტყვა სახლის უფროსისა. ზურაბმა წამოდ- გომა დააპირა, მაგრამ ვერ შესძლო და ცალი ხელით ანიშნა თავის უფროს შვილს მექაის, ახლოს მისულიყო, რომ უკანასკნელი ლოცვა-კურთხევა მიეღო. შვილი მოვიდა, ჩაეკრა მამას გულში და ღაპა- ღუპით გადმოუცვივდა ცრემლები, მოხუცებულს მამასაც წამოერია ცრემლები, მაგრამ ისევ მალე შეიმაგრა თავი, ცალის ხელით შვილი მოიშორა და ხმის კანკალით უთხრა:
– ტირილი დედაკაცთ წესია! მოდი, მომიგდე ყური. ჩემი დღენი გავლე, სამარეში ფეხი ჩავდგი; ბევრი რამ გადამხდენია თავზედ, შენ კი ახლა შედიხარ ცხოვრებაში... 

გვ145

აქ ზურაბი შეჩერდა, მწარედ ჩაახველა და კვლავ განაგრძო.
– მე ყოველთვის პატიოსნებისა და ჩვენი გვარის ნამუსის მფარველი ვიყავი. ღმერთმა იცის, რომ კაცისთვის ცუდი არა მიქნია რა უმიზეზოდ. გვარს და პატიოსნებას გაუფრთხილდით, ერთობა გქონდეთ.. ძნელია, როცა კაცს გული სხვის სისხლში აქვს გასვრილი, მაგრამ უფრო ძნელია, თუ პატიოსნებას არ დაიცავ და სისხლს არ აიღებ. 
შვილო მექაი, ერთი საიდუმლო უნდა გაგიმჟღავნო და გეხვეწები გვარეულობის სამარცხვინოდ სისხლი აუღებელი არ დაგრჩეს!. ეს არის ჩემი ხვეწნა, მხოლოდ ესა!
ამ სიტყვებზე მექაის ფერი ეცვალა და გაკვირვებით შეხედა მამას. ავადმყოფმა კვლავ განაგრძო ნელის ხმით:
თენგიზ ჯაჭვლიანი მოვკალ... რას შეკრთი შვილო? დიახ, მე მოვკალი.. მაგრამ იმათაც არ შეგარჩინეს სისხლი და შენი უფროსი ძმა მოჰკლეს.. თქვენ ეს არ იცოდით, მე კი დაწვრილე- ბით ყველაფერი ვიცოდი და გიმალავდით.
– რას ამბობ მამაჩემო? გაოცებით გააწყვეტინა მამას შვილმა საუბარი. – მოითმინე, სიტყვა დამასრულებინე, ამ ამბავს მხოლოდ მეორედ ვამბობ ჩემს სიცოცხლეში. მე რომ ჩემი და აღათი, ღმერთმა აცხოვნოს, გადაღმა სვანეთში მომიკვდა, საწყალმა გზაში შვილი ჰშობა, მგონია ვაჟი იყო, მე – კი ულმობელმა ადამიანმა, სირცხვილის ასაცდენად გამოვტაცე დედას ხელიდგან შვილი და კლდიდან გადავისროლე. საცოდავმა აღათიმ კი შვილთან ყოფნა ირჩია და ისიც თან გადაჰყვა. მისი უკანასკნელი სიტყვები ეს იყო: „უღმერთო! მაგის რა ბრალიაო“.
ეს ხმა ეხლაც ყურში მიწივის და არ მასვენებს, სულს მიხუთავს...

გვ146

ამ ამბავმა ძალიან შემაწუხა, დამაფიქრიანა და გადავწყვიტე თენგიზ ჯაჭვლიანი მომეკლა და ამით ჩემის დის სისხლი გამომესყიდნა, შური მეძია. როგორც გადავწყვიტე, ისე ავასრულე და თენგიზი სწორედ ისეთ დროს მოვკალი, როდესაც სრულ სიამოვ- ნებაში იყო. ეგ ვალი გადავიხადე, მაგრამ უმანკო ბავშვის სიკვდილი – კი არ მეპატივება!.. იმისი ცოდვა ეხლაც მტანჯავს!.. აქ მოხუცმა მწარედ ჩაახველა და შემდეგ განაგრძო:
– მაგრამ შენი ძმის სისხლი ისევ აუღებელია, შური უძიებელია!.. ჩემი შვილი ჯაჭვლიანებმა ფარულად, დიაცურად მოკლეს. მაგრამ შური მაინც იძიეს. ეხლა, ჩემო შვილო, ჩემი ხვეწნა და ანდერძი ის არის, რომ პირველად ჩემის სულისათვის ილოცოთ და ამით ცოდვები შემიმსუმბუქოთ. მეორე, ჯაჭვლიანებს ძმის სისხლი არ შეარჩინოთ და თქვენც შური იძიოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საზოგადო ჭირის დროს, მტრის შემოსევის დროს, შური უნდა დაივიწყოთ და ერთად უნდა იმოქმედოთ. დიდი შერცხვენაა, ვინც საზოგადო საქმის დროს კერძო საქმეს ემსახურება და შურს მაშინ იძიებს, – ის ხალხის მოღალატეა. მეტი ლაპარაკი აღარ შემიძლიან.. მოდი, შვილო, მაკოცე. თვალცრემლიანი მექაი მივიდა მამასთან და გადაეხვია. ასე დარჩნენ გადახვეულნი რამდენსამე ხანს, შემდეგ შექაი წამოდგა და მწარე ქვითინი დაიწყო. ამ ქვითინს მთელმა ოჯახმა შეუერთა თავისი ქვითინი. ზურაბმა ერთი მწარედ ამოიოხრა, მერე გაიზმორა და „უღ-მერთო... მა...გისი... რა... ბრა...ლია!'' წაიბუტბუტა კანკალით, სული განუტევა.

გვ147

საშინელი დანაშაული
(თარგმანი რუსულიდან)

მხოლოღ ერთად ერთი მსუბუქი კვამლი, ამომავალი სახლიდან, ნაცრის ფერსა სდებდა თოვლით დაფენილს ვაკე მინდორს. მძიმე ტვირთისაგან წელმოხრილი და ღარიბულად ჩაცმული მოხუცი მიდიოდა დიდი შარა გზით. შევიდა თუ არა მახლობელ სოფელში, ის გაჩერდა ერთი ქოხის წინ, რომელიც შუაგულ სოფელში იდგა და ჯოხის წვერით გაუბედავად დააკაკუნა ფანჯარაზე. უცბათ გაიღო ფანჯრის პაწაწინა თვალი და იქიდგან გლეხის მოხუცი ქალი მკვახე ხმით შეეკითხა:
– რა გინდა?
– დედილო, მიუგო მგზავრმა, შორი გზა მაქვს, მაგრამ ეხლა კიდეც ღამდება, ამბობენ რომ აქ ბევრი მგელი იცისო, და...
– შემოდი, მიუგო დედაბერმა მგზავრს.
ბერიკაცი შევიდა ქოხში. ხატის წინ მბჟუტავი ბაზმაკი მთელ ოთახს მკრთალ სინათლესა ჰფენდა. მოხუცმა მუხლი მოიდრიკა ხატის წინ, პირჯვარი გამოისახა და წარმოსთქვა:
– ვსთხოვ უფალ ღმერთს დიასახლისო, ერთი ასად მოგაგოს სტუმართმოყვარეობისათვის.
– დაჯექი, მიუგო დიასახლისმა, და გათბი!
შემდეგ დედაბერმა გაშალა სუფრა, შემოიტანა მეორე ოთახიდან ცოტა რამ სანოვაგე და მიიწვია ბერიკაცი ვახშმათ – „რაც 

გვ148

ღმერთს მოეცა“. ჭამის დროს სტუმარმა ჰკითხა სახლის პატრონს სახელი.
– მართა ფეოდოროვნა პეტროვიჩი!.. მიუგო დიასახლისმა.
უცნობმა ვერ შესძლო აღელვების დაფარვა: მან ასწია მაღლა თვალები და შეაშტერდა დედაკაცს, რომელმაც გამასპინძლების ფაცი-ფუცში ვერაფერი შენიშნა.
– მე ქვრივი ვარ, ყოველ შემთხვევაში მე მაინც ასე მგონია. ჩემი ქმარი, ეს ოცდაათი წელიწადია, შორს ქვეყნებში წავიდა ბატონთან ერთად, რომელიც ჰპირდებოდა მას გამდიდრებას. მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა, ალბათ მოკვდა. დავრჩი მარტოთ- მარტო და ცდა არ დამიკლია, რომ როგორმე თავი მერჩინა. ვსცხოვრობდი სიღარიბეში მარტოხელა და როგორც ხედავ, ბედმა არ გამიღიმა!..
– შენ კი გიყვარდა შენი ქმარი, მარია ფეოდოროვნავ?
– ჩვენ სიყვარულით შევუღლდით.
– ღმერთი დაგიბრუნებს მას ერთ მშვენიერ დღეს.
– გისმინოს უფალმან! შენ რაღა გქვიან?
ბერიკაცი ერთხანს გაჩუმდა, მერე გააქნია თავისი ჭაღარა თავი და სთქვა:
– მე თვითონ არ ვიცი ჩემი სახელი... დამავიწყდა რამდენი ტანია, რომ ის არავის წარმოუთქვამს? როგორც შენი, აგრეთვე ჩემი ხვედრიც ნაღვლიანია... მე ბევრი მიჯაფნია, ბევრ მხარეს ვყოფილვარ ბედის საცდელად, მაგრამ ვერსად თავშესაფარიც ვერ ვი პოვე,რომ თავი მიმედრიკა. დედაბერმა სინანული იგრძნო სტუმარისადმი.
– დაგიგებ აქვე ლოგინს, წაილაპარაკა მან, და შეგიძლია თავისუფლად იძინო წასვლამდე.
– მადლობ, დედილო!.. 

გვ149

მის შემდეგ მან ამოიღო მოწიწებით ხალთიდგან პაკეტი, გადასცა დედაბერს და უთხრა:
– შეინახე ეს ხვალამდის, თუ ვეღარ გავიღვიძო, ეგ შენ გეკუთვნოდეს. ესაა ყოველივე, რაც რომ მე მაბადია და არც ინანებ ჩემს ასე კეთილად მოპყრობასა.
დაწოლისას დედაბერმა ის ძვირფასი ნივთი ბალიშ ქვეშ შეინახა, მაგრამ ძილი არ ეკარებოდა: სურდა გაეგო მიბარებული ნივთის ვითარება. – რა უნდა იყოს მასში? რა საკუთრების პატრონი იყო ეს ღარიბი მგზავრი, რა განძი მიაბარა მას? ის უთავბოლოდ ატრიალებდა საიდუმლო პაკეტს, სინჯავდა, არყევდა, მაგრამ ვერაფერი გაეგო, შეიძლება უცნობმა დაცინა მას? ბოლოს ვეღარ მოითმინა, ფრთხილად გახსნა ბაწრის ნასკვები და მერე თვით პაკეტიც. “უცბად გაკვირებით წამოიყვირა: მას ხელიდან გაუვარდა ბანკის ბილეთების კონა: მათი რიცხვი სამასს აღემატებოდა. დედაბერმა რამდენჯერმე გადაარჩია ბილეთები აკანკალებული ხელით და კიდეც დასთვალა. უცნობი მდიდარი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ ის ფიქრებად გადაიქცა: როგორი იქნება მისი ცხოვრება – ეს ფულები რომ ყველა მას ეკუთვნოდეს... მან წარმოიდგინა თავისი თავი ქალაქურად მორთულ პატარა სახლში, ისე როგორც ეს მას ენახა ქალაქში ბატონებისას ბოსტანში მომუშავედ ყოფნის დროს. ის ფიქრობდა – თუ როგორ იქირავებდა მოსამსახურე ქალს, რომელიც მის მხედველობის ქვეშ იმუშავებდა... და სხვა... მოეპარა? – ეხლა ამ აზრმა გაიტაცა ის... რა კარგი იქნება, რომ შეძლებდეს იგი ასე გაუფრთხილებლად მობარებული ქონების დაპატრონებას... მაგრამ როგორ? ის ხომ ასე ადვილად არ გაამარცვინებს ვისმეს თავსა! ის ხომ მაშინვე უჩივლებდა მოწესესთან, რომელიც სახლს დასინჯავდა და ბილეთებს ნახავდა... მერმე საპყრობილე... კატორღა.. ცუდი საშუალებაა!.. 

გვ150

– არა და ეგებ როგორმე მოეხერხებინა მგზავრის მასთან დარჩენა? რა იქნებოდა, რომ წინადადება მიეცა მგზავრისათვის დარჩენილიყო მასთან?! თითქო არც იცის მან მისი სიმდიდრის ამბავი?.. მაგრამ დახე!.. ეს საკვირველი კაცი, რომელიც დაფლეთილ ტანისამოსში თავის ზხალთიანად დახეტიალობდა გზა და გზა, თავის დღეში არ დასთანხმდება სადმე დაბინავებას; გარდა ამისა ის ხომ ქმრიანია? ქმრის სიკვდილი ხომ მისი წინასწარი უბრალო განზრახვა იყო, რომელიც არაფრით არ მტკიცდებოდა. – რომ აღარ გაიღვიძოს?.. დედაბერს გაახსენდა სტუმრის სიტყვები: – ,,თუ ვეღარ გავიღვიძო, პაკეტი შენ გეკუთვნოდესო“... მან მანქანებრივ შეაშტერა თვალები იქვე ახლო კედელზე დაკიდებულ ცულს, რომელიც ყოველთვის მზათა ჰქონდა მას თავდასხმის დროსთვის. არავის არ დაუნახავს ამ კაცის აქ შემოსვლა... ორმოს გათხრას დიდი დრო არ უნდა.. ცოტაოდენი თოვლიც მაღლა გადაეფარება და შეუმჩნეველი საფლავი იქნება.
სტოლზე მდებარე ბილეთების შეხედვა მას ამხნევებდა... ერთ ხელში აიღო ცული, მეორეში სასანთლე და წავიდა ძირს... უცნობს მშვიდობიანად ეძინა და მხოლოდ მისი სწორი სუნთქვა არღვევდა ღამის სიწყნარეს... დედაბერი მივიდა ხატის წინ ანთებულ ბაზმაკთან და გააქრო. მერე მიბრუნდა ლოგინისაკენ, დასდგა სასანთლე, ასწია ცული და ერთი მძლავრი შემოკვრით უცნობს თავი გაუპო.. ცულის სიმძიმემ წააქცია სკამი„ რომელზედაც უცნობის ტანისამოსი ელაგა და ჯიბიდან რაღაც ქაღალდები გამოსცვივნდა... ეს ქაღალდები აკრიბა და სათითაულოდ დაუწყო კითხვა. უეცრად წამოიკივლა დედაბერმა, მერმე წაბარბაცდა და იატაკზე დაეცა... – დედაბრისაგან მოკლული ქალი აღმოჩნდა მისი ქმარი. 

გვ151

გამოყენებული ლიტერატურა
ივანე მარგიანის ბიბლიოგრაფია

1. მუჟალელი. სოფელი მუჟალი (ზემო სვანეთი). გაზეთი „ივერია“, 1891, 25 სექტემბერი,  N204, გვ. 2;
2. ივ. მუჟალელი. სვანეთი. გაზეთი „ივერია“, 1893, 5 ოქტომბერი, N212, გვ. 2;
3. ინ-მანი. სვანეთი. გაზეთი „ივერია“, 1895, 8 მარტი, N52, გვ. 2;
4. ი. მარგიანი. წერილი სვანეთიდგან. გაზეთი „ივერია“, 1897, 21 აგვისტო, N171, გვ. 2;
5. ი. მარგიანი. წერილი სვანეთიდან. გაზეთი „ივერია“, 1898, 19 მარტი,  N60, გვ. 2-3;
6. ი. მარგიანი. სვანეთი, სკოლების გახსნა. გაზ. „ცნობის ფურცელი“ 1898, 31 ოქტომბერი,  N667, გვ. 2-3;
7. ივანე მარგიანი. ს. წყალტუბო. გაზეთი „ივერია“, 1899, 28 სექტემბერი,  N208
8. მღვდ. ი. მარგიანი. ორიოდე სიტყვა სვანეთში უკანონოდ შეთვისებულთა შესახებ. გაზ. „ივერია“, 1900, 3 მაისი, N95, გვ. 1-3;
9. მღვდ. ი. მარგიანი. ბუნებითი სვანი იღუმენი მ. თეოფანე. ჟ. „მწყემსი“, 1900, N12 გვ. 3-4; -.
10. მღ. ი. მარგიანი. ორიოდე სიტყვა სვანეთის სამღვდელოების შესახებ. ჟ. „მწყემსი“, 1901, N16, გვ. 7-9;
11. მღ. ი. მარგიანი. დღეს მაინც უნდა ვიფიქროთ რამ ამ ძველი ნაშთების შესაფერად დაცვის შესახებ! ჟ. ,,ქმწყემსი“, 1901, N16, გვ. 5-6;
12. მღვდ. ი. მარგიანი. სვანეთი. ჟ. „მოგზაური“, 1902, N6, გვ. 365-371;
13. მღვდ. ი. მარგიანი. სვანეთი. ჟ. „მოგზაური“, 1902, N7-8, გვ. 424-433;

გვ152

14. ბლ. მღვდ. ი. მარგიანი. წერილი სვანეთიდან. გაზ. „,ცნობის ფურცელი“, 1902, 8 ივნისი, N1831;
15. ი. მარგიანი. ვინ იყვნენ ,,პაპ“-ები, ანუ ,,ბაპ“-ები. ჟ. ,,მწყემსი“, 1902, N1,3,4;
16. ი. მარგიანი. ისტორიული და გეოგრაფიული აღწერა სვანეთისა. ჟ. „მოგზაური“, 1903,  N1-2, გვ. 14-24;
17. ი. მარგიანი. ისტორიული და გეოგრაფიული აღწერა სვანეთისა. ჟ. „მოგზაური“, 1903, N11-12, გვ. 276-286;
18. ბლ. მღვდ. ი. მარგიანი. წერილი რედაქციის მიმართ. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 18 ოქტომბერი, N2296, გვ. 4;
19. ვინც უნდა ვიყვე. სვანეთის რამე-რუმე. გაზ. ,ცნობის ფურცელი“, 1903, 8 იანვარი, N2034, გვ. 2-3;
20. ი. მა-ნი. ლეჩხუმ-სვანეთის რამე-რუმე. გაზ. ,,ცნობის ფურცელი“, 1903, 17 ოქტომბერი, N 2295, გვ. 4;
21. ბლ. მღვდ. ი. მარგიანი. ორიოდე სიტყვა სვანური ენის შესახებ. ჟ. „მოამბე“, 1903, N7, განყ. 2;
22. სვანი – ბ. მ-ნი სვანეთის იმერეთის ეპარქიიდან დაშორების გამო. გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 23 ოქტომბერი, N2301, გვ. 3-4;
23. სვანი – ბ. მ-ნი: რა ენაზე ადიდებდნენ და ადიდებენ სვანები ღმერთს. გაზეთი „ივერია“, 1904, 4 თებერვალი, N28, გვ. 2;
24. მღვდელი. წერილი ლეჩხუმიდან. გაზ. „შინაური საქმეები“, 1910, N23, გვ. 12-13;
25. ბლ. მღვდ. ი. მარგიანი. ,,გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი: კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცი- ლისწამებანი, გმობანი“ (მათე 15, 19). გაზ. ,,შინაური საქმეები“, 1911, N22, გვ. 8-9;
26. სვანი. სვანეთის ჭირისუფალს ბ. ლეონადოს. გაზ. ,,შინაური საქმეები“, 1911, N12, გვ. 4-6;
27. ბლ. მღვდ. ი. მარგიანი. მადლობის გამოცხადება. გაზ. ,,შინაური საქმეები“, 1911, N8, გვ. 16; 

გვ153

28. ბლ. მღვდ. ი. მარგიანი. ვინ იყვნენ „ბაპ“-ები, ანუ “პაპ“-ები. გაზ. ,„შინაური საქმეები“, 1911, N26, გვ. 2-3; N30, გვ. 13- 15, N31, გვ. 13-14;
29. სვანი. სვანური ენა და ახალი აშორდია. გაზ. ,შინაური საქმეები“, 1911, N25, გვ. 6-7;
30. ბლაღ. მღვდელი ი. მარგიანი. ქართული ლექსიკონის შემუშავების შესახებ. გაზ. „შინაური საქმეები“, 1911, N9, გვ. 12-13;
31. მღვდ. ი. მარგიანი. მაგის რა ბრალია. გაზ. ,„ივერია“, 1897, N24, 25, 26; გაზ. „შინაური საქმეები“, 1911, N18, გვ. 11-13; N19, გვ. 12-15;
32. ბლ. მღვდელი ი. მარგიანი. საშინელი დანაშაული (რუსულიდან). გაზ. ,შინაური საქმეები“, 1911, N39, გვ. 9-11;
33. ბლაღ. მღვდელი ი. მარგიანი. რით ვუშველოთ სოფელს ფულის საჭიროების დროს. გაზ. ,შინაური საქმეები“, 1912, N38, გვ: 7-9;
34. ი. მარგიანი. მომღერალთა სვანური გუნდის გარშემო. გაზ. „კომუნისტი“, 1928, 13 ნოემბერი;
35. ი. მ-ნი მომღერალ სვანთა გუნდი სტუმრათ მესანგრეთა ასეულთან. გაზ. ,,კომუნისტი“, 1928, 4 ნოემბერი; სხვა წყაროები
36. გ. ავალიანი, გ. ზურაბიანი. ეთნოგრაფიული წერილები სვა- ნეთზე. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973, 196 გვ.;
37. ლ. ტოგონიძე, გ. მაჩურიშვილი. დეკანოზი იოანე მარგიანი. გაზ. ,„,საპატრიარქოს უწყებანი“, 2006, N41, გვ. 19; 38. ე. გაბლიანი. ძველი და ახალი სვანეთი. „სსსრ სახელმწიფო გამომცემლობა“, ტფილისი, 1925, გვ. 143;

გვ154

39. ეპისკოპოსი გრიგოლი. მოგზაურობა სვანეთში ეკლესიათა მოსა- ნახულებლად (1893). ჟ. ,,ხვამლი“, 2007, N2(16), გვ. 25-26;
40. ს. მუჟალის მღვდელი გ. მარგიანი. სვანეთი, 9 იანვარს. გაზ. „დროება“, 1883, 25 იანვარი, N17, გვ. 2-3;
41. ე. გაბლიანი. ზემო სვანეთი. გაზ. „ივერია“, 1904, 2 დეკემბერი, N276, გვ. 2;
42. ექვთ. თაყაიშვილი. არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ- სვანეთში 1910 წელს· პარიზი, 1937, 440 გვ
43. მღ. პ. კარბელაშვილი. სვანეთში ორი კვირით, გაზ. „ივერია“, 1903, N197, გვ. 2;
44. მღ. პ. კარბელაშვილი. სვანეთში ორი კვირით. გაზ. „ივერია“, 1903, N193, გვ. 1-2;
45. მღვდელი. ,,..და მთავრობის მოყვარებისასა ნუ მიმცემ მე”. გაზ. „შინაური საქმეები“, 1912,  N8, გვ. 10-11;
46. ე. გაბლიანი. თავისუფალი სვანეთი. ,„სახელგამი“, ტფილისი, 1927, გვ: 127;
47. მღვ. არსენი ონიანი და სხვ. ,თქვენო მაღალკურთხევავ...“ გაზ. „შინაური საქმეები“, 1912, N8, გვ. 13;
48. მღ. პ. კარბელაშვილი. სვანეთში ორი კვირით. გაზ. „ივერია“, 1904, N68, გვ. 1-2;
49. ლაჯანელი ბანოვანი. წერილი ლეჩხუმიდან. გაზ. ,,ცნობის ფურცელი“, 1903, N2247, გვ. 3;
50. ავტორის გარეშე. ტფილისი. გაზ. „ივერია“, 1903, 9 ოქტომბერი, N215, გვ. 2;
51. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კრებები. წიგნი III, თბილისი, 2003, გვ. 96;
52. რ. გუჯეჯიანი. ,,ერთობილნი სვანნი“ საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ. დეკანოზი იოანე მარ- გიანი. „თეოლოგიის კათედრა 5 წლისაა“, სამეცნიერო კონფერენციის მასალათა კრებული, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, თბილისი, 2007, გვ. 104-113;

გვ155 

53. რ. გუჯეჯიანი. ღმერთო ადიდენ ერთობილი საქართველო, გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“, N23, 2006, 15-21 ივნისი, გვ. 12-13; 54. გ. გასვიანი. ქართველი ხალხის დაქუცმაცების და რუსიფი- კაციის იმპერიული პოლიტიკა. ჟ. ,,მნათობი“, 1999, N11-12, გვ· 121—129;
55. ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა მორიგი კრება. გაზ. „ივერია”, 1903, 10 აპრილი, N77;
56. ს. კეკელიძე. ქართული ენის გამოდევნა სვანეთის სამრევლო სკოლებიდან. გაზ. „ივერია“, 1905, 29 მარტი, N39, გვ. 1;
57. ავტორის გარეშე. ნარკვევი. გაზ. „ივერია“, 1903, 7 სექტემბერი, N273, გვ. 3;
58. თ. ლეჟავა. ვინ იყო ივანე მარგიანი? ჟ. „ჩვენი მწერლობა“, 2006, N12, გვ. 41-44;
59. თ. ლეჟავა. ივანე მარგიანი. გაზ. „რაეო“, 2006, N12(145), გვ. 4; 2006, N13 (146), გვ. 16;
60. თ. ლეჟავა. ერთიანი ქართული თვითშეგნება და ივანე მარგიანი. ჟ. „ჩვენი მწერლობა“, 2007, N5, გვ. 30-33;
61. თ. ლეჟავა. მამა იოანე მარგიანის მოღვაწეობის აქამდე უცნობი დეტალები. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2007,N15, გვ. 19-20; 62. თ. ლეჟავა უნებლიე შეცდომა თუ დასანანი მიკერძოება? „ლიტერატურული საქართველო“, 2007, N42, გვ. 8;
63. სვანი. სვანების მომღერალთა გუნდი, გაზ. ,,კომუნისტი“, 1928, 26 ოქტომბერი, გვ, 4; 

გვ156

შინაარსი
რედაქტორისაგან -----5
წინასიტყვაობის მაგიერ -----11
ივანე მარგიანის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები -----13
ზოგიერთი ცნობა ივანე მარგიანის წინაპრების და დედმამიშვილების შესახებ -----25
ივანე მარგიანის სასულიერო მოღვაწეობა -----46
ივანე მარგიანი ერთიანი ქართული თვითშეგნების შესახებ  -----77
მშობლიური კუთხის მოჭირნახულე -----90
პირველი სვანური ფოლკლორული ანსამბლი -----122
ივანე მარგიანის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან -----134
მაგის რა ბრალია?! -----148
საშინელი დანაშაული გამოყენებ ული ლიტერატურა -----152

გვ157

გამომცემლობა აგორა
გთავაზობთ

მხატვრული პროზა

ფლირტი - ელექსირი, ირინა ასათიანი, 2008 ბრძოლის ველის განვრცობა. მიშელ უელბეკი, 2006, ფრანგულიდან თარგმნა გ. ეკიზაშვილმა
სკორტების მზე, ლორან გოდე, 2007, ფრანგულიდან თარგმნა ნინო ახვლედიანმა
პატარა შარტრეზი, პიერ პეჟუ, 2007, ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა
ეს რომ მართალი იყოს, მარკ ლევი, 2008 , ფრანგულიდან თარგმნა გურანდა დათაშვილმა

საბავშვო ლიტერატურა

ბროკას ქუჩის ზღაპრები, პიერ გრიპარი, 2007, ფრანგულიდან თარგმნა მაია ვარსიმაშვილმა-რაფაელმა
ჯადოსნური ზღაპრები, ალექსანდრე დიუმა, 2007, ფრანგულიდან თარგმნეს თამარ ხოსრუაშვილმა და ნატა ბალავაძემ
პირაღმა მდინარე, ჟან-კლოდ მურლევა, 2007, ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა
ძაღლი ძაღლი, დანიელ პენაკი, 2008, ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა
პოეზია ბილიკები, გიორგი ეკიზაშვილი, 2006

გვ158

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.10.2023
ბოლო რედაქტირება 14.03.2024
სულ რედაქტირებულია 38





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0