სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12092

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
იოანე მიხეილის ძე თუშმალიშვილი, 1861-1924წწ მღვდელი მოღვაწეობდა მარტყოფში, დახვრიტეს 1924 წელს; იოანე მიხეილის ძე თუშმალიშვილი, 1861-1924წწ მღვდელი მოღვაწეობდა მარტყოფში, დახვრიტეს 1924 წელს;

1961-1924 წწ. გარდ. -37 წლის

ბმულის კოპირება



გვარი თუშმალიშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

იოანე მიხეილის ძე თუშმალიშვილი, 1861-1924წწ მღვდელი მოღვაწეობდა მარტყოფში, დახვრიტეს 1924 წელს;

იოანე თუშმალიშვილი, 1861-1924წწ მღვდელი მოღვაწეობდა მარტყოფში, დახვრიტეს 1924 წელს;

მღვდელი იოანე თუმმალიშვილი 1861-1924
მარტყოფში მცხოვრები თუშმალიშვილების გვარიდან XIX-XX საუკუნებში რამდენიმე სასულიერო პირი მოღვაწეობდა, რომელთა მიერ აშენებულია მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია და ისტორიული ციხე-სიმაგრე, რომელიც ხალხურ ზეპირმეტყველებაში „თუშმალიანთ ციხის“ სახელს ატარებს. ციხე აგებულია XVIII ს-ის II ნახევარში, ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში, ლეკთაგან მარტყოფის მოსახლეობის დაცვის მიზნით. მის აშენებაში დიდად იღვაწეს და გაისარჯნენ თავად თუშმალიშვილები, რომლებიც თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ისგან დიდი დაფასებითა და პატივისცემით სარგებლობდნენ. „თუშმალიანთ ციხე“ ოთხი სართულისაგან შედგება.


კედელში დატანებულ ქვის კიბეს მეოთხე სართულზე ავყავართ. აქედან კარგად მოჩანს მთელი მარტყოფის ულამაზესი ხედები. ციხე-სიმაგრის სიმაღლე 15 მეტრს აღწევს, ხოლო კედლის სისქე 175 სმ-ს შეადგენს. ციხე აგებულია რიყის ქვით, მოსართავად კი ქართული აგურია გამოყენებული. ციხე-სიმაგრეს დატანებული აქვს სათოფურები და თანაბრად განლაგებული სალოდეები. განიერი სარკმელების წყალობით მეორე და მესამე სართულები საკმაოდ ნათელია, ხოლო მეოთხე ღიაა. სიმაგრის პირველი სართულის ფარგლებში ამოყვანილი იყო ჭა, რომელსაც მტრის ალყის შემთხვევაში სასმელი წყლით უნდა უზრუნველეყო შეხიზნული მოსახლეობა. ჭა ამჟამად გაუქმებულია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პარმენ ზაქარაია მარტყოფის ამ ციხეკოშკის შესახებ წერდა: „მორთულობის მრავალფეროვნებით ეს კოშკი ქართლ-კახეთის კოშკებისაგან გამოირჩევა, იგი უთუოდ ორიგინალური ნაგებობაა... XVIII საუკუნეში, განსხვავებით წინა საუკუნეებთან, შეიმჩნევა ციხეებისა და კოშკების მორთვის ტენდენცია. ასეთია, მაგალითად, ყვარელი, მუხრანი, ქორდი, ქსოვრისი და სხვ.“ რაც შეეხება თავად მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარს, იგი 1779 წელს საკუთარი ხარჯებით თავისსავე მამულში ერეკლე II-ის თუშმალის (მზარეულთმთავარი, აქედანაც წამოვიდა შემდგომში მათი გვარი –– მზარეულიშვილ-თუშმალიშვილი) დავითის ძემ გაბრიელ მაისურაძემ ააშენა. იგი ამავე ეკლესიის ეზოშია დასაფლავებული. 1899 წელს მღვდელ იოანე თუშმალიშვილის ლოცვა-კურთხევით და ადგილობრივ მცხოვრებთაგან შეგროვებული სახსრებით (430 მან.) ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთა დავით თუშმალიშვილმა. ტაძარზე მიწერილი იყო 170 კომლი. იქვე იყო სასაფლაოც. კომუნისტების პერიოდში ეს სალოცავი რძის ქარხანად გამოიყენეს, შემდეგ კი იავარქმნეს. აღდგენილია XX ს-ის 90-იანი წლების დასაწყისში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ძირითადად თუშმალიშვილთა გვარიდან გა-
21-1  საპატრიარქოს უწყებანი N 21 27მაისი-4ივნისი 2014წ გვ.18
მღვდელი იოანე თუმმალიშვილი 1861-1924 (გაგრძელება)
მოსული სასულიერო პირები მსახურობდნენ. პირველი მათგანი გახლდათ მღვდელი სოლომონ თუშმალიშვილი, რომელიც 1768 წელს ამავე ტაძრის ალმშენებლის გაბრიელის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. 1802 წელს რუსთველმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა. 1805 წელს რუსთველ-ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა · სტეფანემ  (ჯორჯაძე) მღვდლად დაასხა ხელი და მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. გარდაიცვალა1838 წლის 15 ივლისს. დასაფლავებულია მთავარანგელოზთა ეკლესიის ეზოში, მისი საფლავის ქვაზე არის ასეთი წარწერა: „ადამის ძლით წყევისა ხმამან მოაწია ჩემდაცა, რომელსა მესმა ხმა იგი შემოქმედისა: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც და... (აქ წარწერა ალარ იკითხება, შემდეგ გრძელდება) რომელი თქვენცა მომლოდინე ხართ და აუცილებელ არის გარნა თქუენდაცა. ამისთვის გთხოვთ, რათა იტყოდეთ სიტყვასა ამას: უფალო ქრისტევ, შეიწყალე მღვდელი სოლომონ გაბრიელის ძე თუშმალოვი, 1838 წლის თიბათვის 15“. შემდეგი მღვდელმსახური გახლდათ მიხეილ თუშმალიშვილი, რომელზეც ჯერჯერობით რაიმე ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მისი ვაჟი გახლდათ მღვდელი იოანე თუშმალიშვილი, რომელიც უკანასკნელი მოძღვარი გახლდათ ამ გვარში. იგი 1860/61 წელს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ორი კლასი. 1877 წელს, თავისი ნებით, სწავლა მიატოვა და აისორების ერთერთი ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1880 წლის 13 ივლისს ერევნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1881 წლის 28 ივლისს ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1885 წლის 4 დეკემბერს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა და ისევ ერევნის ტაძარში მედავითნის შტატში განამწესა. 1886 წლის 19 მაისს დიაკვნის შტატში დაამტკიცეს. 1888 წლის 22 ოქტომბერს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და კვლავ გახსნილი მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დანიშნა. 1900 წლის 8 ოქტომბერს მამა იოანეს ხელმძლვანელობით შეკეთდა მარტყოფის ეკლესია, რის გამოც ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) საგვერდულით " დააჯილდოვა. 1910 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა ეწყალობა. ჰყავდა მეუღლე -– მარიამ იოანეს ასული (დაბ. 1870წ.ე, და შვილები: სოფიო, ანა (27.06.1895), ეკატერინე (10.10.1897) და ვლადიმერი (1I.12.1910). მღვდელ იოანე თუშმალიშვილის მსახურებასა და მოღვაწეობას რამდენჯერმე გამოეხმიანა იმჟამინდელი ქართული პრესა. 1914 წელს გაზეთი „თემი“ წერდა: „მიმდინარე წლის დასაწყისში მარტყოფის მომხმარებელმა საზოგადოებამ გახსნა საწვრილმანო მაღაზია კოოპერატიულის საფუძველზე. ახლად გახსნილი მაღაზია აკურთხეს 6 იანვარს. კურთხევის შემდეგ მღვდელმა იოანე თუშმალიშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მოკლედ და მკაფიოდ განუმარტა, თუ რა დიადი მნიშვნელობა აქვს ამგვარ დაწესებულებას სოფლად. სამწუხაროდ, კურთხევას ხალხი ძალიან ცოტა დაესწრო; მიზეზი ის იყო, რომ ჯერ ერთი, ბევრმა არ იცოდა, და მეორეც, სწორედ იმ დროს მამასახლისმა სასოფლო ყრილობა გააჩაღა და მით ბევრს ხელი შეუშალა დასწრებოდა ამ მეტად სასარგებლო დაწესებულების კურთხევას, მაგრამ, რას იზამთ. მარტყოფის მომხმარებელი საზოგადოება, თუ, რასაკვირველია, მის სვებედის გამგეებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, უეჭველია, დიდს დახმარებას გაუწევს ხელმოკლე გლეხობას“. 1916 წელს „გიკალის ფსევდონიმით უცნობი ავტორი გაზეთი „საქართველოში“ აქვეყნებს მკაცრ წერილს სათაურით -- „ქართველი ვოსტორგოვები კიდევ არიან საქართველოში“, სადაც მკაცრად ილაშქრებს მამა იოანე თუშმალიშვილის წინააღმდეგ. აი, რას წერდა იგი: „დიაღ, „ვოსტორგოვები“ არიან კიდევ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენს ტანჯულ ქვეყანაში. უფრორე სავალალო ის არის, რომ ჩვენი ქართველი მამები, ერის „სულიერი მასწავლებელნი“ „ვოსტორგოვებენ“, მის ფეხის ხმას ასდევნებიან, ისედაც დაწიხლულ ენას -– სწიხლავენ და ცნობილი ტერმინით - „ძაღლის ენათი“ -- ამკობენ. ამ „ქართველ მამათა“ ლიდერად უნდა ჩაითვალოს სოფ. მარტყოფის მთავარანგელოზის მღვდელი მამა იოანე თუშმალოვი. საოცარია, მეტად საოცარი, რომ იმ დროს, რო-
21-2  საპატრიარქოს უწყებანი N 21 27მაისი-4ივნისი 2014წ გვ.19
მღვდელი იოანე თუმმალიშვილი 1861-1924 (გაგრძელება)
ცა ერში იღვიძებს მშობლიურ ენისადმი სიყვარული და ტრფიალი, იმ დროს, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფა- ლიის საკითხი ესე მწვავედ გვიდგა ცხვირწინ, როდესაც დიდი და პატარა ამ საკითხის გარკვევას აძლევს ძალას და ენერგიას, მაშინ, სწორედ ამ დროს მამა იოანე თუშმალოვი ხალხში აგიტაციას ეწევა მის წინააღმდეგ, სახალხოდ ჰგოდებს და გაჰკივის, „თუ ცოცხალი მაინც ვერ მოვესწარ ქართული ენის, ქართული წირვა-ლოცვის აღმოფხვრას, საფლავში მაინც ჩამომძახეთო“. სასოებით, მეტად დიდ სიყვარულით „ტკბილ“ ტენორით ასრულებს რუსულად ქართველ სოფელში, ქართულ ეკლესიაში რუსულ ასამაღლებელ საგალობელს. დასამტკიცებლად ყველა ზემოთ აღნიშნულისას, მოვიყვანთ მ. თუშმალოვის და სოფ. მარტყოფის მამასახლისის ივ. ებიტაშვილის შელაპარაკების ასლს, სადაც მ. თუშმალოვი ამტკიცებდა ქართული ენის, წირვა-ლოცვის და გალობის დაჩიავებას, დახავსებას და თითქმის რომ „ძაღლის ყეფას“ დაადარა, სამაგიეროდ, რუსული ენა-გალობა და წირვა-ლოცვა ცით მოვლინებულ წყალობით ჩვენ, ქართველთათვის ჩასთვალა. ჩვენ ამის საწინააღმდეგო, რომ რუსული ენა-გალობა მშვენიერია, რასაკვირველია, არა გვაქვს რა, მხოლოდ იმ ენის, რომელიც 3000 წელიწადზედ მეტია, რაც არსებობს, მოვიყვანთ მწერლის სტალინსკის სიტყვებს და რამდენიც გსურთ სხვა გამოჩენილ მკვლევართა და მწერალთა სიტყვებს, რომ „ქართული ენა ერთ-ერთი მდიდართაგანი ენაა; სილამაზით და ტკბილ-ხმოვანებით ფრანგულ და იტალიურ ენებს არ ჩამოუვარდება“ -- მეტად სამწუხაროა და დასაგმობი. შემდეგ წმ. მამა ანტონ მარტყოფელის მონასტრის დღეობაში 15-16 მარიამობისთვეს, სადაც რამდენიმე ათას ქართველ გლეხ-კაცობას და ინტელიგენციას მოეყარა თავი და ბევრი მათგანი შორის სოფლებიდან იყვნენ მოსულნი, მაგალითად, ქიზიყიდან, თიანეთის მაზრიდან და სხვა - ქართული წირვა-ლოცვა ვერ მოვისმინეთ, თუმცა ოთხი ქართველი მღვდელი იყო, მათ შორის, მამა იოანე თუშმალოვიც. ამ მამათა საქმე იყო ქართული წირვა-ლოცვა და არა დანგრეულ რუსულის ენით -–- „ღოსპოდი პომილუით“ -- გამასპინძლება ქართველთ მოზღვავებული სალოცავად გლეხკაცობისა, რომელნიც გამობენტერავებულნი იდგნენ ეკლესიაში და მოძღვრების ლოცვა-კურთხევისა არა გაეგებოდათ რა. სხვათა შორის, ეპისკოპოსმა ერევნისამ დამიანემ (I) მგრძნობიარე სიტყვა წარმოთქვა რუსულად, მთელი ნახევარი საათი ილაპარაკა და ყურს ვინ უგდებდა ან ვის ესმოდა - 5-ოდე რუს მლოცველს. იქ მყოფმა ქართველმა მამებმა არც ერთმა არ ინებეს ქართულად გადმოცემა ქართველ მლოცველთათვის, მაგრამ ეგეც კია, შესძლებდნენ გადმოცემას? სავალალოა, სავალალოა -–- ქართულ მონასტერში ერთი ქართული „უფალო შეგვიწყალენი“ ვერ მოისმინოს ადამიანმა. მაშ, მაგრათ, მამაო იოანე რუსულად, რუსულად -- რუსული გაძლევს პურს არსებობისას! დაბლათ! სულ დაბლათ, ქუდმოხდილმა, ელოლია- ვე ყოვლადსამღვდელო დამია- ნეს და სხვებს, შეასხი ქება-დიდება შენს ღმერთს, იოანე ვოსტორგოვს -– ეგებ როგორმე სკუფიის მაგივრად მიტრა მოგანიჭონ და დეკანოზად გაკურთხონ, მაგრამ ერთს გთხოვთ, მამაო იოანე, მხედველობაში იქონიოთ -–- სოფელი უძაღლო არ არის -–- გირჩევთ დიდი ჯოხით იაროთ“. გულისტკივილით უნდა ითქვას, რომ წერილის ავტორის ეს მკაცრი ტონი სავსებით გასაგებია და მისი მოყვანილი ამბავიც სიმართლეს შეიცავს, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული კოლონიური მმართველობის პერიოდში მსგავსი სიტუაცია იყო თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით და კერძოდ რომელიმე მღვდლის ბოლომდე ამ საქმეში დადანაშაულება არ შეიძლება, მაშინ ასეთი დრო იყო. 1921 წელს მღვდელი იოანე თუშმალიშვილი წარდგენილი იყო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებაზე, როგორც თბილისის მაზრის IV სამთავარხუცესო ოლქის დეპუტატი. კომუნისტური ხელისუფლების დამყარებამ ეკლესიას და სამღვდელოებას დიდი ზიანი მიაყენა. განუკითხავ თარეშს მრავალი სასულიერო პირის სიცოცხლე შეეწირა და მათ შორის იყო მღვდელი იოანე თუშმალიშვილიც. 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა სამღვდელობაც. მათ კავშირი ჰქონდათ აჯანყების ხელმძღვანელობასთან და დიდ დახმარებას უწევდნენ ამ ადამიანებს. გარეკახეთის ამბოხების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ნორიოს ფოსტის ხელმძღვანელი თეოდორე გაჩეჩილაძე და მარტყოფში მცხოვრები გრიგოლ თუშმალიშვილი, ასევე ვინმე ფურცელაძე. გრიგოლ თუშმალიშვილი მამა იოანეს ნათესავი გახ-
21-3  საპატრიარქოს უწყებანი N 21 27მაისი-4ივნისი 2014წ გვ.20
მღვდელი იოანე თუმმალიშვილი 1861-1924 (დასასრული)
ლდათ და ხშირად აკითხავდა მოძღვარს სხვადასხვა სახის დახმარებაზე, რაზედაც მამაოს უარი არ უთქვამს. აჯანყების დამარცხების შემდეგ მამა იოანე დააპატიმრეს და წაუყენეს ბრალდება, რომ იგი ეწეოდა აგიტაციას ხელისუფლების წინააღმდეგ, აჯანყებულებს ხშირად ეხმარებოდა სურსათ-სანოვაგით, თავის სახლში მალავდა მენშევიკური არმიის ყოფილ ოფიცრებს და, ამასთანავე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებულ აჯანყებაში. დაკითხვაზე მამა იოანემ თავიდან არ თქვა, რომ მას ჰქონდა ურთიერთობა გრიგოლ თუშმალიშვილთან და თავის სახლში რამდენჯერმე დამალა ის ოფიცრებთან ერთად, მაგრამ განმეორებით დაკითხვაზე მან ნაცნობობა აღიარა. შეკითხვაზე, თუ რატომ დამალა მან პირველად ეს ამბავი, პასუხი აღარ გასცა ბრალმდებელს. 1924 წლის 1 სექტემბერს, სამეულის განჩინებით, მამა იოანეს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე დღეს მოიყვანეს სისრულეში. მასთან ერთად დახვრიტეს სხვა სასულიერო პირებიც, დეკანოზი გიორგი ინაშვილი და მღვდელი ვასილ მაცუკაძე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.10.2023
ბოლო რედაქტირება 04.12.2025
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0