ეპისკოპოსი პიროსი (ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1874 წლის 10 ნოემბერს, გორის რ-ნ სოფ. დისევში. მან დაწყებითი სასულიერო განათლება მიიღო ალავერდის მონასტერში, ხოლო შემდეგ, თბილისის სასულიერო სასწავლებელში.
1890 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1893 წელს გადავიდა სტრავროპოლის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1896 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1900 წელს დაამთავრა ღმრთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. 1900 წლის სექტემბერში აღიკვეცა ბერად, პიროსის სახელით. ამავე წელს ხელდასხმულ იქნა ბერ-დიაკონად, მღვდელ-მონაზვნად და ეჭირა სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა. 1905 წლის 9 ივლისს დადგინდა მოწამეთას წმ. დავითისა და კონსტანტინეს სახ. მონასტრის წინამძღვრად, ხოლო 1907 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1909 წლის 29 მაისის წმ. სინოდის დადგენილებით დაინიშნა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავით-გარეჯის უდაბნოს წინამძღვრად. 1915 წლის 10 დეკემბერს იგი გამორჩეულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად; ქიროტონია შესრულდა 1916 წლის 15 იანვარს, პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ლავრაში. იგი ასევე მსახურობდა იმერეთის ეპარქიაში, სადაც დაინიშნა მონასტრების კეთილმოწესედ, ასევე მღვდელმსახურთა და მედავითნეთა გამომცდელი კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ ეჭირა სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა; იყო "საქართველოს საეგზარხოსოს მოამბის" რედაქტორი. 1916 წლის 24 მარტს, ეპისკოპოსი პიროსი დაინიშნა საქართველოს ეპარქიაში, მესამე ქორეპისკოპოსად. 1917 წლის სექტემბერში გამართულმა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ, იგი აირჩია ალავერდის სამღვდელმთავრო კათედრაზე, სახელწოდებით "ალავერდელი". 1922 წლის 23 აპრილს მას დაემართა დამბლა. ღმრთივმიიცვალა 1922 წლის 28 აპრილს, ქ. თელავში. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, წესი აუგო ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ.
ეპისკოპოსი პიროსი დაკრძალეს 30 აპრილს, ალავერდის საკათედრო ტაძარში.
ვულოცავთ ანგელოზის დღეს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას მეუფე პიროსს და შევთხოვთ მრავალმოწყალე უფალს, რათა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და ღირსი პიროს ბრეთელის მეოხებით, შეიწყალოს და მარადიულ სიხარულში დაავანოს ეპისკოპოს პიროსის უკვდავი სული.
შეგვეწიოს მისი წმიდა ლოცვები!
ტექსტი მოამზადა თეოლოგიის მაგისტრანტმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ
ეპისკოპოს პიროსის წარმოდგენილი ფოტო გახლავთ მიტროპოლიტ გაიოზის (კერატიშვილი) პირადი ფოტოარქივიდან
ეპისკოპოსი პიროსი, ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე, დაიბადა 1874 წლის ნოემბერს სოფელ დისევში (გორის მაზრა). 7 წლისა მამამ მიაბარა ალავერდის მონასტერს, სადაც მიიღო დაწყებითი სასულიერო განათლება თავისი პაპის, მღვდელ-მონაზონ სილვესტერის მიერ (ცნობილი მკაცრი ცხოვრებით), რომელიც იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმა. მალე ის შეიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, კურსის დასრულების შემდეგ, 1890 წელს, გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1893-94 სასწავლო წლებში გადავიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში და დაამთავრა 1896 წელს სემინარიის სტუდენტის ხარისხით, იმავე წელს შევიდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1900 წელს დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, 1900 წლის სექტემბერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პიროსი, ამავე დროს აკურთხეს ჯერ იერო-დიაკვნად, შემდეგ მღვდელ-მონაზვნად; 1900 წლის 14 ნოემბერს დაინიშნა კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის ინსპექტორად, 1902 წლის 10-17 მაისს სინოდის დადგენილებით დაინიშნა გორის სასულიერო სასწავლებლების უფროსის თანაშემწედ, 1905 წლის 9 ივლისს მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად, 1907 წელს აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, 1909 წლის 29 მაისის წმ. სინოდის დადგენილებით დაინიშნა საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორის წევრად და დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრად.
1915 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა ალავერდის ეპისკოპოსად, 1916 წლის 15 იანვარს მოხდა კურთხევა ეპისკოპოსად პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში ალავერდის ეპისკოპოსად, ეპისკოპოსმა პიროსმა მღვდელმთავრად კურთხევის დროს წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა: "ლმობიერად თავს მოვიდრეკ რა წინაშე ღვთის განგებისა, მე მთელი ჩემი არსებითა ვმადლობ უფალსა, რომ მან გადამიწყვიტა შევწირო ჩემნი დღენი დიდსა სამღვდელმთავრო ხარისხში ამ კათედრასა, რომელიც სახელგანთქმულია ქრისტიანული, თავდადებულ ღვაწლთა ჩემის სამშობლოს მოსაქმე ადამიანთა. ჭეშმარიტად კათედრა იგი მდიდარია ბრწყინვალე მშრომელებითა, რომელნიც სხივმოსილ გზა მაჩვენებელ ვარსკვლავივით მიუძღოდნენ ჩემს თანამემამულეებს სასუფევლისაკენ ღვთისა. აი, ჩემს თვალწინ დიდების ბრწყინვით მეხატებიან ღირსი მამა იოსებ ალავერდელი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში განამტკიცა ქრისტიანობა კახეთში, ასაფლავია ალავერდის ტაძარში. ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც მიიღო მოწამებრივი სიკვდილი ლეკთაგან 1480 წელს, ეპისკოპოსი ვარსანოფი, რომელმაც მეთხუთმეტე საუკუნეში უქადაგა ქრისტიანული სარწმუ-ნოება ლეკთა, რომელთაგან ბევრი მოაქცია ქრისტიანობაში, ეპისკოპოსი ზენონი, რომელმაც მოიარა ადგილი მაცხოვრის ვნებათა და ჯვარზე სიკვდილისა და რომელიც უკან დაბრუნებისას თურქებმა დაატყვევეს, მაგრამ მაინც ღირს იქმნა ამავე ტაძარში დასაფლავებისა. ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა და რომელმაც მოიტანა ალავერდის ტაძარში რუსეთის პატრიარქის იობისაგან შეწირული წმინდა ხატები და საეკლესიო სამკაული. ჩემსავე თვალთა წინა მე მეხატებიან მოწამებრივი გვირგვინებით გასხივოსნებულნი კეთილმორწმუნე დედოფალი კახეთისა ქეთევანი, რომელიც აწამა შაჰ-აბასმა სპარსეთში 1624 წელსა ქრისტეს სარწმუნეობის მტკიცედ დაცვისათვის, მეფე ალექსანდრე, ძე ღვთისა, რომელიც ვერაგობით მოჰკლეს კახეთში, რუსის ელჩის ტატიშჩევის თვალწინ და სხვა. ვიგონებ რა იმ დიდებულ და ღვაწლშემოსილებს, დიდებულთ სარწმუნოებით, თავდადებით და ვადარებ რა ჩემ თავს იმათ, მე ცხადად ვგრძნობ ჩემ უძლურებას და უღირსებას, მე ვგრძნობ, რომ ჩემი მცირე ძალთა და მცირე ცხოვრების გამოცდილებით, ვერ შევძლებ იმ დიდს და საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც მავალებს მე ჩემი ახალი სამსახური. მე ვიცი, რომ ამ სამსახურის გზაზე გადამეღობებიან ის ბოროტი ვერაგობანი, რომელიც გაშლილია და კვლავ გაიშლება ამ გზაზე ბოროტი სულისა და სიბნელისაგან დასაღუპავად ეკლესიის შვილთა. ვითვალისწინებ რა ყველა ამას და სხვაგვარ დაბრკოლებათა ჩემი სამსახურის ასპარეზზე, წყნარად გევედრებით თქვენ, ღვთივგაბრძნობილნო, აღვსილნო ცხოვრების გამოცდილებით მწყემსმთავარნო ეკლესიისა ღვთისა, აღავლინეთ უმაღლესი მწყემსმთავარ უფლისა იესო ქრისტესადმი წმიდა ლოცვანი თქვენნი, რათა გამაბრძნოს მე და გამხადოს მე, უღირსი მსახური მისი, ძლიერი, სამართლიანი და წყნარი სადიდებლად წმიდისა მართლმადიდებელ ეკლესიისა და სასარგებლოდ აწ ტანჯულის ჩემი ძვირფასი სამშობლოსი".
მსახურობდა იმერეთის ეპარქიაშიც, დაინიშნა მონასტრების კეთილმოწესედ და იმ პირთა გამოსაცდელი კომისიის თავმჯდომარედ, რომელთაც ეკავათ მღვდელმსახურებისა და მედავითნეთა ადგილები, ხოლო საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარის ამხანაგის და ქართულ ენაზე საეკლესიო და საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემის კომიტეტის თავმჯდომარე, სინოდურ კრებასთან არსებული ღვთისმშობლის საძმოს თავმჯდომარე "საქართველოს საეგზარხოსოს მოამბის" რედაქტორი და სხვა. 1916 წლის 24 მარტს დაინიშნა საქართველოს ეპარქიაში მესამე ქორეპისკოპოსად; 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარქიო კათედრაზე სახელწოდებით "ალავერდელი".
1921 წელს საქართველოში ბოლშევიკები გაბატონდნენ. დაიწყო ეკლესია-მონასტრების შევიწროება. უსაფუძვლო ბრალდებით დააპატიმრეს პიროს ეპისკოპოსიც. 1922 წელს კომუნისტები იმდენად გათავხედდნენ, რომ ალავერდის მონასტერში დასვენებული წმინდა გიორგის ოქროს ხატი გაძარცვეს. ალავერდის საგანძური იქაურ მამებს ტაძრის თაღში ჩაუშენებიათ. მაგრამ გამცემს რა დალევს! კომუნისტებმა სამალავს მიაგნეს, საგანძური თელავში გადაიტანეს და დაპატიმრებულ მეუფე პიროსს მოსთხოვეს, ხელი მოეწერა ამ სიწმინდეების სახელმწიფოსთვის გადაცემის აქტზე, რაზეც მან მტკიცე უარი თქვა. მაშინ ალავერდის სიწმინდეები თბილისში გადაგზავნეს, ხოლო ეპისკოპოსი კომკავშირელებს აცემინეს და დასისხლიანებულ-დასახიჩრებული კიბის ქვეშ დაამწყვდიეს. გულმა ვეღარ გაუძლო და 23 აპრილს ქრისტესთვის წამებული ამბა ალავერდელი პიროსი წარდგა საყვარელი უფლის წინაშე. იგი დაკრძალეს 30 აპრილს ალავერდის საკათედრო ტაძარში, ეპისკოპოს პეტრეს საფლავის მარცხნივ, წესი აუგო ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, რომელიც ალავერდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით იქნა გაგზავნილი.
გამოყენებული ლიტერატურა:
სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში;
გიორგი მაჩურიშვილი, ალავერდის ეპარქია 1917-2007 წლებში;
გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა.
ზვიად ჟვანია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან;
მადლობა ნუგზარ (ნუკრი) ხადურს თანამშრომლობისთვის დაბ. 1964წელს გორში, მეუფე პიროსი იყო ნუკრის, მამის იულონის, მამის სამსონის დედის მაიკო ოქროპირიძის (მეუღლე ზაქარია) ბიძა.
საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ. გვ. 17.
ეპისკოპოსი პიროსი(ოქროპირიძე) 1874-1922
ეპისკოპოსი პიროსი — ერისკაცობაში მათე ოქროპირიძე 1874 წლის 1 ნოემბერს, გორის მაზრაში, სოფელ დისევში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. მამა იოანე ანდრიას ძე ოქროპირიძე წლების განმავლობაში მსახურობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის სხვადასხვა ტაძრებში (ბოლოს იკორთის ეკლესიის მედავითნე იყო), ხოლო დედა — ეკატერინე იოანეს ასული, დიასახლისი გახლდათ. 7 წლის პატარა მათე აღსაზრდელად მიაბარეს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდა ბიძამისი, მღვდელ-მონაზონი სილიბისტრო (ოქროპირიძე), გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) უფ-როსი ძმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ასკეტური და სულიერი ცხოვრებით. 1886 წელს მან სწავლა თბილისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა. 1890 წელს თბილისის სემინარიაში ჩაირიცხა, საიდანაც 1894 წელს სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ. 18.
ეპისკოპოსი პიროსი(ოქროპირიძე) 1874-1922(გაგრძელება)
გადავიდა, რომელიც 1896 წელს დაამთავრა და ამავე წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. 1900 წლის 7 მაისს მათე ოქროპირიძემ აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. თავისი ბიძის, ეპისკოპოს ალექსანდრეს ლოცვა-კურთხევით, განათლებული და ენერგიული ახალგაზრდა სწავლის დამთავრებისთანავე საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში. 1900 წლის 14 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ბერად აღკვეცა და ღირსი მამის, პიროს ბრეთელის პატივსაცემად სახელად პიროსი უწოდა. ამავე თვის 20 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 25 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი. 1900 წლის 14 ნოემბერს მღვდელ-მონაზონი პიროსი დროებით კავკასიაში მართ- ლმადიდებლობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად დაინიშნა, ხოლო 1901 წლის 22 იანვარს ოფიციალურად დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1900 წლის 25 დე- კემბერს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) საგვერდულით დააჯილდოვა. 1902 წლის 22 მაისს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ დაინიშნა. 1905 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.
ამავე წლის 9 ივლისს იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. 1907 წლის 14 იანვარს, გორის ეპისკოპოს პეტრეს (კონჭოშვილი) წარდგინებით, არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ამავე წლის 30 იანვარს იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაადგინეს. 1907 წლის 23 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამღვდელო კადრების მოსამზადებელი კომისიის თავჯდომარედ დანიშნა. 1909 წლის 13 ივნისს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 29 სექტემბერს, ქართლ-კახეთის ეპარქიაში სამღვდელო კადრების მოსამზადებელი კომისიის წევრი გახდა, ხოლო 31 ოქტომბერს — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის განახლების კომიტეტის წევრი. 1910 წლის 4 თებერვალს ქართულ ენაზე საღვთისმსახურო წიგნების შესწორებისა და გამოცემის კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს. ამავე წლის 21 აგვისტოდან საეკლესიო მუზეუმის საზოგადოების წევრია. 1911 წლის 7 დეკემბრიდან 1915 წლის 16 თებერვლამდე შიომღვიმის მონასტერსაც წინამძღვრობდა. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1915 წლის 10 დეკემბერს გამოირჩიეს ალავერდის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1916 წლის 17 იანვარს პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. შემორჩენილია მეუფე პიროსის სიტყვა, რომელიც მან მღვდელმთავრად კურთხევის დღეს წარმოსთქვა: „ლმობიერად თავს მოვიდრეკ რა წინაშე ღვთის განგებისა, მე მთელი ჩემი არსებითა ვმადლობ უფალსა, რომ მან გადამიწყვიტა შევწირო ჩემნი დღენი დიდსა სამღვდელმთავრო ხარისხში ამ კათედრასა, რომელიც სახელგანათლებულია ქრისტიანული, თავდადებული ღვაწლითა ჩემის სამშობლოს მოსაქმე ადამიანთა. ჭეშმარიტად, კათედრა იგი მდიდარია ბრწყინვალე მშრომელებითა, რომელნიც სხივმოსილ გზამაჩვენებელ ვარსკვლავივით მიუძღოდნ ჩემს თანამემამულეებს სასუფეველისაკენ ღვთისა. აი, ჩემს თვალწინ დიდების ბრწყინვით მეხატებიან ღირსი მამა იოსებ ალავერდელი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში დანერგა კახეთში ქრისტიანობა, ასაფლავია ეპისკოპოსი ალავერდის ტაძარში, იოანე, რომელმაც მიიღო მოწამებრივი სიკვდილი ლეკთაგან 1480 წელს, ეპისკოპოსი ბარსანოფი, რომელმაც მეთხუთმეტე საუკუნეში უქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება ლეკთა, რომელთაგან ბევრი მოაქცია ქრისტიანობაში, ეპისკოპოსი ზენონი, რომელმაც მოიარა ადგილი მაცხოვრის ვნებათა და ჯვარზე სიკვდილისა და რომელიც უკან დაბრუნებისას თურქებმა დაატყვევეს, მაგრამ მაინც ღირსი იქმნა ამავე ტაძარში დასაფლავებისა. ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში ცხოვრობდა და რომელმაც მოიტანა ალავერდის ტაძარში რუსეთის პატრიარქის იობისაგან შეწირულნი წმიდა ხატები და საეკლესიო სამკაული. ჩემსავე თვალთა წინა მე მეხატებიან მოწამეობრივი გვირგვინით გასხივოსნებულნი კეთილმორწმუნე დედოფალი კახეთისა ქეთევანი, რომელიც აწამა შაჰაბასმა სპარსეთში, 1624 წელს, ქრისტეს სარწმუნოების მტკიცედ დაცვისათვის, მეფე ალექსანდრე — ძელევანისა, რომელიც ვერაგობით მოკლეს. ვიგონებ რა იმ დიდებულ და ღვაწლ შემოსილებს, დიდებულთ სარწმუნოებით, თავდადებით და ვადარებ რა ჩემს თავს იმათ, მე ცხადად ვგრძნობ ჩემ უძლურებას და უღირსებას, მე ვგრძნობ, რომ ჩემი მცირე ძალითა და მცირე ცხოვრების გამოცდილებით, ვერ შევძლებ იმ დიდს და პასუხისმგებელ საქმეს, რომელსაც მავალებს მე ჩემი ახალი სამსახური. მე ვიცი, რომ ამ სამსახურის გზაზე მე გადამეღობებიან ის ბოროტი ვერაგობანი, რომელიც გაშლილია და კვლავ გაიშლება ამ გზაზე ბოროტი სულისა და სიბნელისაგან დასაღუპავად ეკლესიის შვილთა. ვითვალისწინებ რა ყველა
11-2 საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ. 19.
ეპისკოპოსი პიროსი(ოქროპირიძე) 1874-1922(გაგრძელება)
ამას და სხვაგვარ დაბრკოლებათა ჩემი სამსახურის ასპარეზზე, წყნარად გევედრებით თქვენ, ღვთივგაბრძნობილნო, აღვსილნო ცხოვრების გამოცდილებით მწყემსმთავარნო ეკლესიის ღვთისა, აღავლინეთ უმაღლესი მწყემსმთავარის უფლისა იესო ქრისტესადმი წმიდა ლოცვანი თქვენნი, რათა გამაბრძნოს მე და გამხადოს მე, უღირსი მსახური მისი, ძლიერი, სამართლიანი და წყნარი, სადიდებელად წმიდისა მართლმადიდებელ ეკლესიისა და სასარგებლოდ აწ ტანჯულის ჩემის ძვირფასი სამშობლოსი“.
ეპისკოპოსად კურთხევის პირველივე წელს მეუფე პიროსმა თითქმის მთელი კახეთი შემოიარა და პირადად მოინახულა თავისი სამწყსო. სადაც კი მივიდოდა მეუფე, ყველგან წირვას ატარებდა, ქადაგების დროს მარტივად განუმარტავდა ხალხს სარწმუნოებრივ საკითხებს, სულიერად დააპურებდა და ნუგეშს სცემდა მღვდელმთავრის ხილვას მონატრებულ მრევლს. 1916 წლის ივნისის თვეში მეუფე პიროსმა იმოგზაურა ფშავში და მოილოცა იქაური ეკლესიები. ამის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვინმე ფ. სხვიტორელის (მღვდელ ფარნაოზ ზაბახიძის ფსევდონიმი) წერილი, სადაც მოკლედ არის აღწერილი ეს მომლოცველობა. ვითარების სიცხადისათვის მოგვყავს ციტატა ამ წერილიდან: „4 ივნისს, დილით გაემგზავრენ „ლაშარის ჯვარისაკენ“. ლაშარში აუარებელი ხალხი დაუხვდა. შეკრებილ მლოცველთ მისმა მეუფებამ შესაფერი დარიგება მისცა და შემდეგ დაათვალიერა ღირს შესანიშნავი ადგილები ლაშარისა. იმავე დღეს მისი მეუფება მიბრძანდა თამარის მონასტერში. მეორე დღეს მწირველი ბრძანდებოდა. ნაწირვებს დაურიგა მლოცველთ „ლოცვანები, წმიდა გიორგის ხატები და წმიდა თამარის ცხოვრება“, რომელიც გამოცემულია მისი მეუფების საფასით. თავის სიტყვაში, სხვათაშორის, აღნიშნა, რომ ეს ხატობა ძველ დროს- თან არის დაკავშირებული და ყველასაგან პატივით მოპყრობას მოითხოვსო. შემდეგ უსურვა ხალხს, „ღმერთმა ინებოს ბარელთ მთიელთაგან (თქვენგან) ესწავლოს თამარის პატივისცემაო“. თამარის მონასტრის მდუმარება მისს მეუფებას ძალიან მოეწონა და ბევრნა-ირი აზრები გამოსთქვა. თამარიდან მისი მეუფება უკან დაბრუნდა და გზადაგზა ინახულა შუქორ ეკლესია. შუქოდან შებრძანდა შუაფხოში. იმავე საღამოს შუაფხოს ეკლესია ინახულა. მეორე დღეს, წირვის შემდეგ გრძნობიერი დარიგება მისცა ხალხს. იმავე დღეს, სადილის შემდეგ, ყოვლადსამღვდელო გამოემგზავრა ქვევით. ორწყალში მის მეუფებას შეხვდნენ ხევსურებისაგან დაძარცვული ფშაველები. გაეძარცვათ ოცი კაცი და შვიდი ცხენი წაერთმიათ. იმავე დროს, ამტკიცებდნენ, რომ გზა შეკრული იყო ავაზაკებისაგან. ბოქაული და ხალხი შეჩოჩქოლდნენ და ბჭობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. მაგრამ მისმა მეუფებამ გამოიჩინა გულადობა ― „მომეცით ჩემი პანაგია და კუნკული, წავალ წინ და მესროლონო“. ღვთის მად- ლით, გავიარეთ მშვიდობიანად, არა მომხდარა რა. ხევსურეთისაკენ მისი მეუფება ვეღარ წაბრძანდა, რადგან ახალი ნაწვიმი იყო და გზები გაფუჭებული. ამიტომ ფშავიდან პირდაპირ ერწოში გაემგზავრა. ეს მეორე შემთხვევაა მღვდელმთავრის მოგზაურობისა ამ კუთხეში“. (1912 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) იმოგზაურა ფშავ-ხევსურეთში). მეუფე პიროსი სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა 1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოველში ჩატარებულ საგანგებო წირვაში, სადაც აღდგენილად გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველმა საეკლე- სიო კრებამ იგი დაამტკიცა ალავერდის ეპარქიის მმართველად, ალავერდელი ეპისკოპოსის სახელწოდებით. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და ისტორიკოსი, ზაქარია ჭიჭინაძე მის შესახებ წერდა: „ეპისკოპოსი პიროსი ცხადლივ მბაძველია თავის წინაპრების, განსვენებულის ალექსანდრესი და აწ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ლეონიდის. ეს ორი წინაპარი მას სარკედ უდგას თვალწინ, ერთს ჰბაძავს საქმიანობით და მეორეს სიტყვით, ენერგიით, კალმითა და სხვაც კეთილ სამაგალითო კარგის მოქმედებით.
11-3 საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ. 20.
ეპისკოპოსი პიროსი(ოქროპირიძე) 1874-1922(დასასრული)
ალექსანდრე ეპისკოპოსი რომ მოსწრებოდა მის მღვდელმთავრობას, მაშინ იგი წელში გაიშლე- ბოდა, გამაგრდებოდა, მით უფრო, რადგან პიროსის დაინახა ვდალეონიდის მსგავს მოღვაწედ. დიახ, ჭეშმარიტად რომ პიროსი არის სრული სახე და განხორციელება ალექსანდრე ეპისკოპო-სის და ლეონიდის. ბევრს სასიკეთო მხარეთა გარეშე პიროსმა კალმით შრომაშიაც ადრე გამოი- ჩინა ნიჭი და არქიმანდრიტობის დროს, ქართულ ენაზედ დასტამბა მრავალი წიგნი, მათ შორის ხელმძღვანელო ძველი აღთქმის საღვთო წერილის შესწავლისა“ (მოსეს ხუთწიგნეული), „მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმის შესწავლა“, „განმარტება პავლე მოციქულის ეპისტოლეთა“, „განმარტება მათეს სახარებისა“, „განმარტება მარკოზის სახარებისა“, „ათი მცნება“, „სარწმუნოება და მისი უარის მყოფელნი ჩვენში“ და სხვა. გარდა ამისა იგი აქტიურად თანამშრომლობდა იმ პერიოდში გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „მწყემსი“, „შინაური საქმეები“ და სხვა“. 1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების შემდეგ სამღვდელოებასა და ეკლესიას უმძიმესი წლები დაუდგა. ძლიერ შეავიწროვეს ალავერდის ეპარქია და მისი მმართველი, ეპისკოპოსი პიროსი. 1922 წლის გაზაფხულზე ალავერდის მამათა მონასტერში დასვენებული წმინდა გიორგის ოქროს ხატი პირწმინდად გაძარცვეს. თვალ-მარგალიტი და შეწირულობა წაიღეს. მილიციამ ტაძრის ხა- ზინადარს, მღვდელმონაზონ ზენონს (სუმბაძე) ბოროტმოქმედებთან თანამზრახველობაში დასდო ბრალი, რადგანაც გასაღები მასთან ინახებოდა. მამა ზენონი თელავის კომისარიატში წაიყვანეს და ოთხი დღე-ღამის განმავლობაში საპყრობილეში ამყოფეს, მეხუთე დღეს, მისდა გასაკვირად, გაათავისუფლეს. მამა ზენონი მაშინვე მეუფე პიროსის სანახავად გაეშურა, მაგრამ გზაზე მეტად შემაშფოთებელი პროცესია იხილა. ოცი შეიარაღებული საბჭოთა მილიციელი შვიდ ფაეტონს უკან მიჰყვებოდა და თან დატუსაღებული მღვდელთმთავარი მიჰყავდათ. მათ მამა ზენონსაც უბრძანეს, უკან გაყოლოდათ. ალავერდის ტაძარში მისულებს საშინელი ვითარება დახვდათ – საგანძურის სამალავის კედელი გამოენგრიათ და სიწმინდეებს იქვე მაგი- დაზე ახარისხებდნენ. ამ პროცესს თბილისიდან ჩამოსულ პარტიულ ხელმძღვანელთა გარდა მიმდებარე სოფელთა კოლექტივის თავჯდომარეებიც ესწრებოდენ. შემდგომში მთელი ეს საგანძური თელავში გადაიტანეს და მეორე დღეს ეპისკოპოს პიროსს მოსთხოვეს ხელი მოეწერა ამ სიწმინდეთა სახელმწიფოსათვის გადაცემის აქტზე, რაზედაც ალავერდელი მღვდელთმთავრისაგან მტკიცე უარი მიიღეს. ალავერდის სიწმინდეები თბილისში გადააგ- ზავნეს, ხოლო მეუფე პიროსი ჯერ კომკავშირელებს აცემინეს, შემდეგ კი სისხლიანი და დასახიჩრებული, კიბის ქვეშ დაამწყვდიეს. ეს მოხდა 1922 წლის 23 აპრილს. ამბა ალავერდელი პიროსი, პატრიოტი და უაღრესად განათლებული პიროვნება — შეურაცხყოფილი და ნაგვემი კიბის ქვეშ აღესრულა. საქართველოს ეკლესიაში იგი იყო პირველი მღდელთმთავარი, რო-მელიც კომუნისტების ხელით საჯაროდ აღესრულა ქრისტეს სარწმუნოებისა და ეკლესიის ერთგულებისათვის.