სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ალექსანდრე ლუკას ძე გაბუნია 1880-1969წწ. პროტოპრესვიტერი, სასულიერო პირი
ბმულის კოპირება



გვარი გაბუნია სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

324       ბეჭდვა

ალექსანდრე ლუკას ძე გაბუნია 1880-1969წწ. პროტოპრესვიტერი, სასულიერო პირი

გაბუნია ალექსანდრე – (26. 10. 1880, ქ. თბილისი, 08. 03. 1969, იქვე) პროტოპრესვიტერი.


დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. 1888-1897 წწ. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, რომელიც არ დაუმთავრებია. 1893-1899 წწ. თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო. 1899 წ. 26 თებერვალს სოფელ სალიანის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1900 წ. 19 მაისს ყარსის მაზრაში ღვთისმშობლის საფარველის ტაძარშია. 1901 წ. 14 დეკემბერს დაბა ნუხის სამი მღვდელმთავრის ტაძარში გადაიყვანეს და დიაკვნად აკურთხეს. 1902 წ. 1 მაისს ქ. ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში განამწესეს დიაკვნად. 1906 წ. 23 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და განჯის მაზრაში, დაბა გოლიცინის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვრად და სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო რჯულის პედაგოგად დანიშნეს. 1908 წ. 12 მარტს სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრე გაბუნია სოფელ პატარა ლილოს წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს. 1909 წ. საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წ. 25 ოქტომბერს სკუფია უბოძეს.

1914-1918 წწ., მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ფრონტზე №484 საველე ჰოსპიტალში სამხედრო კაპელანად მსახურობდა. ომის მსვლელობისას თავდადებული სამსახურისთვის წმ. ანას II და წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენები, ხოლო 1917 წ. 6 იანვარს გამშვენებული ჯვარი უბოძეს. 1918 წ. მაისში კვლავ საქართველოში დაბრუნდა და სოფელ პატარა ლილოს ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გამგე-მასწავლებლად დაინიშნა. 1920 წ. მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძრის მღვდელმსახურია. 1920 წ. ალექსანდრე გაბუნია მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატის სტატუსით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლ. კრებას ესწრებოდა. 1922 წ. იანვარ-თებერვალში თბილისის კუკიის წმ. ნინოს ტაძრის მღვდელმსახური იყო, ხოლო 1922 წ. 15 თებერვალს ისევ სოფელ პატარა ლილოს სამრევლოში დააბრუნეს.

1923 წ. 30 ნოემბერს უარი თქვა მღვდელმსახურებაზე, ანაფორა გაიხადა და 1924 წ. 6 იანვარს სოფ. პატარა ლილოს სკოლაში გამგის მოადგილედ და მასწავლებლად დაინიშნა. 1924 წ. ოქტომბერში თბილისის №29 სკოლაში საქმის მწარმოებელი იყო. 1929-1939 წწ. თბილისის №2 საშ. სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. პარალელურად, 1931 წ. 1 ოქტომბრიდან, ალექსანდრე გაბუნია მუშათა განათლების კომბინატში მოლარე-მოანგარიშე, ხოლო 1932 წ. 29 ნოემბრიდან თბილისის ქართულ პედაგოგიურ სასწავლებელში მოლარე-ინკასატორი იყო. 1939 წ. 16 ივნისს მოლარედ დაინიშნა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1941 წ. 28 აგვისტოდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მოლარეა.

1944 წ. 17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე), პირადი თხოვნის საფუძველზე, მღვდლის ხარისხში აღადგინა და მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1947 წ. 3 აპრილს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაიყვანეს. 1948 წლიდან საპატრიარქოს სამეურნეო ნაწილის გამგეობა ჩააბარეს და დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1950 წ. 6 დეკემბერს მეორე გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1951 წ. 31 იანვარს სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინეს. 1952 წ. 13 აპრილს ენქერი და მიტრა უბოძეს. 1955 წ. იანვარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) პროტოპრესვიტერის პატივი უბოძა. 1963 წ. 28 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ წმ. გიორგის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1967 წლიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, ასაკისა და ავადმყოფობის გამო, პენსიაზე გავიდა. ალექსანდრე გაბუნია დაკრძალულია თბილისის ვაკის სასაფლაოზე.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

სუიცა, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე №17; ფ. 1880, აღწერა 4, საქმე №25;

პროტოპრესვიტერ ალექსანდრე გაბუნიას საოჯახო არქივი;

журн.«Духовный Вестник Грузинского Экзархата»,1899,№7-8; 1900, №14-15; 1902, №1; №11; 1906,№6;

журн. «Вестник Грузинского Экзархата», 1914, №20.


პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია 1880-1969წწ. XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე ლუკას ძე გაბუნია 1880 წლის 26 ოქტომბერს (ძველი სტილით) თბილისში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. 
1888-1897 წლებში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, მაგრამ. არ დაუმთავრებია. 
1893-1899 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტია· 
გვ198

1899 წლის 26 თებერვალს სალიანის წშინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა 
1900 წლის 19 მაისს ყარსის მაზრაში. გრენადერის სამრეკლოში გადაიყვანეს. 
1901 წლის 14 დეკემბერს ნუხის სამი მღვდელმთავრის (წმინდა ბასილი დიდი, წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი და წმინდა იოანე ოქროპირი) 
სახელობისეკლესიაში დაადგინეს და დიაკვნად აკურთხეს.
1902 წლის 1 მაისს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესეს. 
1906 წლის 23 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და განჯის მაზრაში. გოლიცინის ეკლესიის წინამძღვრაღ და სამრევლო-საეკლესიო სკოლის მას- 
წავლებლად დანიშნეს. 
1908 წლის 12 მარტს პატარა ლილოს  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 
1909 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1914 წლის 25 სექტემბერს სკუფიით დაჯილდოვდა. 
1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ფრონტზე N484 საველე ჰოსპიტალში 
სამხედრო მღვდლად მსახურობდა. ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის წმინდა ანას II და წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენები, 
ხოლო 1917 წლის 6 იანვარს განმშვენებული ჯვარი უბოძეს· 
1918 წლის გაზაფხულიდან დაბრუნდა საქართველოში ღა პატარა ლილოს ერთკლასიანი სამრევლო სკოლის გამგე–მასწავლებლად დაინიშნა. 
1920 წელს მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად 
გადაიყვანეს. მღვდელი ალექსანდრე მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატის სტატუსით ესწრებოდა 1920 წლის 27 ივნისს
გვ199
გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკცლესიის მეორე საეკლესიო კრებას. 
1922 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის 
მღვდელმსახურია, ხოლო 1922 წლის 15 თებერვლიდან ისევ პატარა ლილოს სამრევლოში დააბრუნეს. 
1922 წლის 30 ნოემბერს მამა ალექსანდრემ უარი თქვა მღვდელმსახურებაზე, გაიხადა ანაფორა და 1924 წლის 6 იანვრიდან პატარა ლილოს სკოლაში გამგის 
მოადგილედ და მასწავლებლად დაინიშნა. 1924 წლის ოქტომბერში თბილისის N29 სკოლაში საქმისმწარმოებლად განამწესეს. 
1929-1939 წლებში თბილისის N2 სკოლაში მუშაობდა. პარალელუორად, 1931 წლის 1 ოქტომბრიდან მუშათა განათლების კომბინატში მოლარე-მოანგარიშე, 
ხოლო 1932 წლის 29 ნოემბრიდან თბილისის ქართულ პედაგოგიურ სასწავლებელში მოარე–ინკასატორი იყო. 
1939 წლის 16 ივნისს თბილისის ინდუსტრიალურ ინსტიტუტში მოლარედ დაინიშნა. 
1941 წლის 28 აგვისტ(ოდან თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მოლარეა. 
1944 წლის 17 მაისს კათოლიკოს-პატრიარქმა , კალისტრატემ 
(ცინცაძე) მღვდლის ხარისხში აღადგინა  და მანგლისის ყოვკლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების 
სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრაღ დანიშნა. 
1947 წლის 3  აპრილის თბილისის სიონის ყოვოადწმინდა ღვთისეშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო 
ტაძარში გადაიყვანეს 1948 წლიდან სამეურნეო ნაწილის გამგეობა ჩააბარეს· ამავე დროს, დეკანოზის 
წოდება მიენიჭა 1950 წლის 6 დეკემბერს გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1951 წლის 31 იან


გვ200
ვარს სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინეს. 
1952 წლის 13 აპრილს ენქერითა და მიტრით დააჯილდოვეს. 
1953 წლის 25 აგვისტოს სიონის ტაძრის დეკანოზად დაამტკიცეს· 
XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს პროტოპრესვიტერის მაღალი პატივი უბოძეს. 
1963 წლის 28 აგვისტოს წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 
1967 წლიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, ასაკისა და ავადმყოფობის გამო, პენსიაზე გავიდა.
პროტოპრესვიტერის ალექსანდრე 1969 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. წირვა და ანდერძის წესი შესრულდა 
სიონის საპატრიარქო ტაძარში, საიდანაც მისი ნეშტი ვაკის სასაფლაოზე წაასვენეს.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.10.2023
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0