მღვდელი ალექსანდრე ლავრენტის ძე ერაძე
დაიბადა 1901 წ. თბილისში სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. 1926 წ. დაამთავრა რკინიგზის ტექნიკუმი. 1920-1947 წლებში იყო საერო სამსახურში. 1947-1949 წლებში ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიის დიაკონი. 1949-1951 წლებში სიონის ეკლესიის დიაკონია. 1951-1952 წლებში ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში იყო ეკლესიის წინამძღვარი.
1952 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელი.