სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსი მამა სტეფანე ხირსელი (VI საუკუნე) ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. 27 დეკ. (9 იან.) მოღვწ. სოფ. ტიბაანი, სიღნაღი ღირსი მამა სტეფანე ხირსელი (VI საუკუნე) ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. 27 დეკ. (9 იან.) მოღვწ. სოფ. ტიბაანი, სიღნაღი
ბმულის კოპირება

წმიდანები

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

376       ბეჭდვა

ღირსი მამა სტეფანე ხირსელი (VI საუკუნე) ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი. 27 დეკ. (9 იან.) მოღვწ. სოფ. ტიბაანი, სიღნაღი

ხსენება 27 დეკემბერი ახ. სტილი 09 იანვარი

ნეტარი სტეფანე იყო ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი.


მისი ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმ. მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და ბუნებრივია, ანგელოზის მიერ არჩეული ერთ-ერთი ქარტიის მფლობელიც.




წმ. სტეფანე ღვთის მორჩილებითა და დიდი სიხარულით გამოემგზავრა ახალმოქცეულ ივერიაში.


ზედაზნის მთაზე დავანებულ მოწაფეებს იოანემ „მიუმცნო მცნება და სწავლა, რომლითა განამტკიცა იგინი“ და განუტევა საქადაგებლად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეს. „ზენონ და სტეფანე წარვიდნენ კახეთს და მოვლეს იგი ქადაგებითა ღუთისათა“.


წმ. სტეფანემ „აღაშენა სამყოფელი თჳსი ხირსის სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა“. ხირსა ქიზიყის მხარეშია. თუმცა ცალკეული მაგალითები ხირსელის სასწაულმოქმედი ცხოვრებისა აღარ არსებობს, უდავოა, რომ მან „უირცხუნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არისნ სასწაულნი“ ქმნილნი ასურელ მამათ მიერ. „შემდეგ მრავალს მოუღუაწებია ქვემო კახეთს“, ნეტარი მამა მშვიდობით აღესრულა. მის მიერ აღშენებულ მონასტერში „დაიდვა წმ. გუამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა“.

ტექსტი მოამზადა თეა კობახიძემ

„წმიდა 13 ასურელი მამა“, თბილისი, 2006 წ.


ტაძრის ხედი კავკასიონის ქედის ფონზე

ხირსის მონასტერი კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მდებარეობს. ამჟამინდელი ტაძარი IX-X საუკუნეებით თარიღდება, თუმცა მონასტერი აქ ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, ღირსმა სტეფანემ, დააარსა VI საუკუნეში. ხირსის ეკლესიაშია დაკრძალული სტეფანე ხირსელი. ვახუშტი ბატონიშვილი ხირსის მონასტრის შესახებ წერს: “კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმიდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე. ზის წინამძღვარი”. VI საუკუნეში აქ მცირე ეკლესია იყო, IX-X საუკუნეების მიჯნაზე, კახეთის მეფე კვირიკე I-ის ბრძანებით ის გუმბათოვან ეკლესიად გადაუკეთებიათ. XVI საუკუნის 40-იან წლებში, ლევან კახთა მეფის დროს, ეკლესია განაახლეს. ხირსის მონასტერი საუკუნეთა მანძილზე სამისიონერო ცენტრს წარმოადგენდა. იგი ერთ-ერთი ის სავანე იყო, საიდანაც ქართველი სასულიერო მოღვაწეები ქრისტიანობის შეტანას ცდილობდნენ დაღესტნელ ლეკებში. მონასტრის სახელწოდების ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით სამი ვერსია არსებობს: ერთი მოსაზრებით ხირსა უნდა წარმოდგებოდეს სიტყვა „ღირსიდან”, მეორე ვერსიით მას სახელი უნდა მიეღო იქვე გამომავალი პატარა მდინარე ხირსიდან, მესამე მოსაზრებით კი ხირსა ერქვა ადგილს პალესტინაში და შესაძლოა სირიიდან მოსულმა წმინდა მამამ სწორედ მისი სახელი დაარქვა მონასტერს.


ღირსი მამა სტეფანე ხირსელის საფლავი ტაძარში სოფ. ტიბაანი სიღნაღი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 09.01.2023
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0