სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
 ევაგრე დიასამიძე დაბ. 1887 წ. არქიმანდრიტი. დაბ. სოფ.სარო. ასპინძა  ევაგრე დიასამიძე დაბ. 1887 წ. არქიმანდრიტი. დაბ. სოფ.სარო. ასპინძა
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი დიასამიძე სია

ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

436       ბეჭდვა

ევაგრე დიასამიძე დაბ. 1887 წ. არქიმანდრიტი. დაბ. სოფ.სარო. ასპინძა

არქიმანდრიტი ევაგრე დიასამიძე


დაიბადა 1887 წელს ასპინძის რაიონ სოფელ საროში. ხერთვისის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა მედავითნეობის კურსებზე თბილისში. 1912-1914 წლებში თბილისის დარიის მონასტრის იეროდიაკონია. 1914-1919 წლებში თბილისშია. 1919-1921 წლებში ახალციხის რაიონის საფარის მონასტერშია, 1921-1930 წლებში მარტყოფის მონასტერშია. 1930-1947 წლებში სიონის ეკლესიის მღვდელმონაზონია, 1947-1951 წლებში ისევ მარტყოფშია, 1951-1952 წლებში კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიაშია. 1952-1954 წლებში მცხეთის სვეტიცხოველშია. 1954-1955 წლებში ისევ კუკიის ეკლესიაშია. 1955 წლიდან საგარეჯოში დოდოს მონასტერშია. 1968 წელს ითხოვს პენსიაზე გასვლას. წავიდა თავის სოფელში, საროში სადაც მალე გარდაიცვალა.

საპატრიარქოს უწყებანი N38 15-21ოქტომბერი 2004წ გვ.16

არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე) (1887-1976)

XXსაუკუნის საქართველოს ეკლესიის ღირსეული მოღვაწე. 1903 წლიდან მსახურობდა საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში: მარტყოფში, დავით გარეჯში, საგარეჯოში, ღვაწლმოსილი აღესრულა მშობლიურ მხარეში- ჯავახეთში.


არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე) 1887-1976
ერისკაცობაში ანდრია დიასამიძე 1887 წელს დაიბადა. 1903 წლიდან თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გახდა. 1911 წლის 24 ნოემბერს მამკოდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1913 წლის დიდმარხვაში თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად ევაგრე ეწოდა. იმავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1914 წლის 3 ივლისს უკანა ფშავში, თამარისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდლად დაასხა ხელი და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში განამწესა. 1916 წლის 11 მაისს მარტყოფის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1922 წელს, როდესაც კომუნისტებმა მარტყოფის მონასტერი დაარბიეს და ბერები განდევნეს, მამა ევაგრე თბილისში გადმოვიდა და კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა. 1924 წელს, მისივე თხოვნით, დროებით, მამკოდის მიტოვებულ მონასტერში მოღვაწეობს. 1925 წლიდან ისევ თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში გაამწესეს, როგორც უშტატო მღვდელმსახური. XX საუკუნის 20 იანი წლების ბოლოს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1947 წლის ბოლოს მარტყოფის მამათა მონასტერში გადაიყვანეს და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1955-1972 წლებში საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად მსახურობს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მშობლიურ მხარეში, ჯავახეთში — სოფელ აწყურში გაატარა, სადაც 1976 წელს ღვაწლმოსილი აღესრულა. ფოტო გადაღებულია 1972 წელს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.10.2023
ბოლო რედაქტირება 03.09.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0