მღვდელი დიმიტრი ნაუმის ძე კაკუბავა
დაიბადა 1878 წელს გალში. 1908-1919 წლებში იყო ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მედავითნედ. 1919-1922 წლებში ტყვარჩელის თორმეტი მოწამის სახელობის ეკლესიის მღვდელია. 1922-1929 წლებში ბედიის ღვთისმშობლის ეკლესიაშია, 1929-1932 წლებში რეჩხინის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარია, 1932-1953 წლებში იძულებით განმოსილია. 1953 წლიდან გარდაცვალებამდე გუდაუთის რაიონის ლიხნის ეკლესიის წინამძღვარია. ოჯახი ცხოვრობდა გუდაუთაში.