მღვდელი ნიკოლოზ ნესტორის ძე კიღურაძე
დაიბადა 1891 წელს ოზურგეთში. 1909 წელს დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი.1910-1917 წლებში იყო ბათუმის ეკლესიის მედავითნე, 1917-1949 წლებში თბილისის დიდუბის ეკლესიის მთავარდიაკონი, 1949-1951 წლებში სიონის ეკლესიის მთავარდიაკონი, 1951-1953 წლებში ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მთავარდიაკონი, 1953 ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მღვდელია. ოჯახი ცხოვრობდა თბილისში ბრძოლის ქ. N 44.