მღვდელი იასე ბიჭიას ძე ლაბაძე
დაიბადა 1892 წელს სოფელ შროშაში (ზესტაფონის რაიონი) ჯერ სწავლობდა სოფლის სკოლაში, 1908-1909 წლებში გელათის სამონასტრო სასწავლებელში. 1909-1920 წლებში იყო შროშის ეკლესიის მედავითნე, 1922-1923 წლებში დიაკვანი, 1923-1925 წლებში ხარაგაულის რაიონის სოფელ ჩხერთუბნის მღვდელი, 1925-1927 წლებში შროშის ეკლესიის მღვდელია, 1927-1944 წლებში იძულებით განმოსილია. 1944 წლიდან გარდაცვალებამდე იყო უბისის ეკლესიის წინამძღვარი. ოჯახი ცხოვრობდა სოფელ შროშაში.