იასონ თეიმურაზის ძე ლაბაძე 1864 - XXს-ის 10-იანი წლები მღვდელი
საპატრიარქოს უწყებანი N36 6-12 დეკემბერი 2018წ გვ.17
მღვდელი იასონ ლაბაძე 1864 -–- XXს-ის 10-იანი წლები
ცხადად ვნიშნავთ ხალხის გულგრილობას დაუდევრობას და გულცივობას ღვთის სიტყვისა და ცხოვნების საქმისადმი
მღვდელი იასონ თეიმურაზის ძე ლაბაძე 1864 წელს მოქალაქის ოჯახში დაიბადა. ბაბუა მღვდელი ჰყავდა. 1888 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სასწავლებელში მისი ჯგუფელი და მეგობარი გახლდათ საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), რომელმაც პატარა მოგონებაც დაგვიტოვა მამა იასონის შესახებ: -მეორე ქართველი მასწავლებელი იოსებ მექანარიშვილი (სამოქალაქო ისტორიას გვასწავლიდა და ფუნდამენტალურ წიგნთსაცავს განაგებდა) აღსანიშნავია სხვა მხრით: მან საფუძველი ჩაუყარა სემინარიაში სალიტერატურო საღამოების მოწყობას და პრიმიტიულ თეატრის გამართვას. ასეთ საღამოებს და წარმოდგენებს საშობაო არდადეგებში და ყველიერში ვმართავდით, მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით. მახსოვს:
მესამე კლასში რომ ვიყავით, წარმოვადგინეთ ილიას „დედა და შვილი“; დედას თამაშობდა იასონ ლაბაძე, შვილს მე. სადღაც ვიშოვეთ ფიცრები, გავმართეთ სცენა, დასაძინებელ ოთახიდან ჩამოვიტანეთ კრაოტი, ჩემთვის ვიშოვეთ ქულაჯა და ხმალი. დედა ნამდვილი „არტისტკა“ გამოდგა,
შვილი კი „ვერაფერი შვილი“; ..მეექვსე კლასში ახალი გადასულები ვიყავით, რექტორმა არქიმანდრიტმა პაისიმ (ვინოგრადოვი, შემდეგ -–– ტაშკენტის ეპისკოპოსი) გამოგვიცხადა: წელს ერთ-ერთი თქვენგანი უნდა გავგზავნოთ აკადემიაში, რადგან დეკ. პ. ჩუდეცკის მოკვლის შემდეგ არავინ გაგვიგ
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 6-12 დეკემბერი 2018წ გვ.18
მღვდელი იასონ ლაბაძე 1864 -–- XXს-ის 10-იანი წლები (გაგრძელება)
ზავნიაო; წინადადებას გაძლევთ, თქვენ თითონ დაასახელოთ, ვინ გაიგზავნოსო. რექტორის წინადადებას ყველა ცივად შეხვდა. არავის უნდოდა უმაღლეს სასწავლებელში წასვლა. ესევე გაგვიმეორა რექტორმა იანვარ-თებერვალში. ეხლა უკვე ვაჭრობა შეიქმნა: მოწაფეთა უმრავლესობა მე მასახელებდა, მე კიდევ ლაბაძეს (ყველაზე ბეჯითი იყო)..“ საბოლოოდ უწმინდესი კალისტრატე გაიგზავნა კიევში, მაგრამ როგორც ვხედავთ, იგი იასონ ლაბაძეს უფრო ბეჯით სტუდენტად მიიჩნევდა. 1888 წლის 30 ოქტომბერს ვლადიკავკაზის ეპ. იოსებმა (ჩეპიგოვი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ვლადიკავკაზის ეპარქიაში, მეხუთე სამთავარხუცესო ოლქში, დასახლება ურუხის ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძარში განამწესეს. ამასთან დაკავშირებით იგი ქართულ პრესაში წერდა: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ამბავს იკითხავთ. მე მივიღე მღვდლობის ადგილი თერგის ოლქის ერთ სტანიცაში, რომელიც ვლადიკავკასიდგან ორას ვერსზე არის მოშორებული. მრევლი შესდგება სამასი კომლისაგან. ოთხასი მანეთი ჯამაგირი მაქვს დანიშნული. ჯამაგირს გარდა, შემოსავალიც კარგი უნდა იქმნეს. ჩემს სამშობლოში მინდოდა მღვდლობის ადგილი, მაგრამ... ვერ ვიშოვე". თავის მხრივ, ჟურნალი „მწყემსი“ წერდა: „სემინარიაში კურსის შესრულებისთანავე რომ ადგილი ვერ იშოვოს კაცმა, იმიტომ თავის სამშობლო არ უნდა მიატოვოს და ცხრა მთას იქით არ უნდა გადაიკარგოს. მართალია, ჩვენს ქვეყანას გარდა სხვაგან ადგილიც კარგი შეიძლება იშოვოს კაცმა და ცხოვრებითაც ძლიერ კმაყოფილი დარჩეს, მაგრამ ყველანი, რომელთაც ჩვენი ეკლესია ზრდის და კაცათ გამოჰყავს, ზნეობითად ვალდებულნი არიან თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ და თავისი სამსახურით გადაუხადონ მას ხარჯი და ამაგი, კიდეც რომ მცირე ჯამაგირი ექმნესთ მათ“. წლების მანძილზე წარმატებით ასწავლიდა საღვთო სჯულს ადგილობრივ სასწავლებელში და ახლო-მახლო სკოლებში, რისთვისაც კავკასიის სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა. 1893 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1895 წლის 29 მაისს საქართველოს საეგზარქოსოში გადმოვიდა და დიდი თონეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1896 წლის 17 სექტემბერს სამთავროს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად დაადგინეს. სამთავროს მონასტერში მსახურების პერიოდში მღვდელი იასონი აქტიურ პედაგოგიურ და სამღვდელო მოღვაწეობას ეწეოდა. ხშირი ქადაგებებითა და დარიგებით მოძღვრავდა როგორც მონასტრის ქალთა სასწავლებლის მოწაფეებს, ისე მცხეთის მოსახლეობას. 1898 წელს გაზ. „ივერია“ მის შესახებ წერდა: „მცხეთა. კვირას, 10 მაისს, გამართულ იქმნა ჩვეულებრივი სახალხო კითხვა და აქაურ დედათა მონასტრის მღვდელმა ლაბაძემ ისაუბრა ხალხთან იმის შესახებ, თუ რა მავნე შედეგი აქვს ყველასათვის ცრუ-მორწმუნეობას,. ამას გარდა, ხალხს აჩვენებდნენ ცოცხალ სურათებს და უხსნიდნენ ყოველ სურათის მნიშვნელობას. დარბაზში მასწავლებელ ქალის კ. ი. ოქროპირიძის ლოტბარობით ჰგალობდა დედათა მონასტრის სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდი. კითხვას აუარებელი ხალხი დაესწრო და ყველანი ნასიამოვნები დაბრუნდნენ სახლში". მისი მსახურება შეუმჩნეველი არ დარჩენილა მაღალი იერარქიისთვის და დამსახურებული და ნაყოფიერი
მოღვაწეობისთვის იმავე 1898 წლის მაისში სკუფიით დაჯილდოვდა, ხოლო წლის ბოლოს თბილისის სასულიერო სემინარიის კარის წმ. ანდრია მოციქულის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და სემინარიის სულიერ მოძღვრად დაადგინეს. სწორედ მისი დანიშვნას დაემთხვა სემინარიის ტაძრის დღეობის (30 ნოემბერი) დიდი ზარზეიმით აღნიშვნა. სემინარიის არსებობის 83 წლის მანძილზე არავის ახსოვდა ასეთი ბრწყინვალე დღესასწაულობა. ამ დღეს სემინარიის ტაძარში
მწირველი იყო საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე (გოროდეცვკი), ეპისკოპოსების, ლეონიდესა და კირიონის, თანამწირველობით. გალობდა ორი გუნდი, რუსული და ქართული. ეგზარქოსმა მწუხრისა და ცისკრის ლოცვებშიც მიიღო მონაწილეობა. წირვა 10 საათზე დაიწყო. „განიცადეს“ დროს სიტყვა წარმოთქვა სემინარიის მოძღვარმა, მღვდელმა იასონმა: „დღევანდელ დღესასწაულობას, ხსენებას ღირს სადიდებელი ჩვენის მფარველის და მლოცველის წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში პირველად იქადაგა და გაავრცელა ახალი ღვთაებრივი სწავლა, შეშვენის, რომ რამდენიმე სიტყვა ითქვას აწინდელს მისიონერობაზე, ღვთის სიტყვის აწინდელს ქადაგებაზე და იმაზე, თუ როგორ უცქერის საერო წოდება ამ ქადაგებას. უნდა მადლობა შევსწიროთ უფალსა ღმერთსა, რომელიც ბრძნულად განაგებს ხალხის ცხოვნების საქმეს, რომ სიტყვა ღვთისა დღემდე გამუდმებით ვრცელდება მთელს ქვეყანაზე და სახარების სწავლა სულიერ მწყემსთა ძლიერი და მიმადლებული სიტყვით ვრცელდება ყველგან, სადაც კი სცხოვრებს ხალხი. თუ ერთის მხრით ჩვენ ვხედავთ ხალხის სარწმუნოებრივ-ზნეობრივს და
ეკლესიურს ცხოვრებაში არასასურველ და ფრიად სამწუხარო მოვლენათა “– მწვალებლობას და სხვადასხვა სექტანტების გამრავლებას, რომელიც
მაინც და მაინც დიდად გასაკვირი არ არის, ვინაიდგან უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების და ქადაგების და მისი წმ. მოციქულების
დროსაც ცხოვრობდნენ ცრუ წინასწარმეტყველნი, ცრუ მასწავლებელნი, რომელთაც ითმენდნენ,
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 6-12 დეკემბერი 2018წ გვ.19
მღვდელი იასონ ლაბაძე 1864 -–- XXს-ის 10-იანი წლები (გაგრძელება)
რა გასაკვირველია, რომ ჩვენს დროშიაც იყვეს ასეთი სამწუხარო მოვლენა, მაგრამ, ამავე დროს, ვხედავთ მრავალ პირთ,
რომელნიც გულსმოდგინეთ ავრცელებენ ქრისტეს სწავლამოძღვრებას და ღირსეულნი მოადგილენი არიან მოციქულთა, ვხედავთ მთელ მწყობრთა 4
სულიერ მეომართა, რომელნიც იფარავენ სარწმუნოებასა და ღვთის კეთილ მსახურებასა. ძლიერდება მისიონერობა, არსდებიან საზოგადოებანი და ძმობანი, შენდებიან სამისიონერო ეკლესიები, ხსნიან უფასო საეკლესიო სკოლებს, სამკითხველოებს, წიგნთ-საცავებს და სხვ.და ყოველივე ამას ჩადიან, რომ ხალხში გაავრცელონ სარწმუნოებრივ-ზნეობრივი სწავლა, რომ ასწავლონ და მოაქციონ შემცდარნი და განამტკიცონ ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებანი და მორწმუნე შვილნი. ამასთანავე, უნდა
შევნიშნოთ ის თავდადებული სიყვარული და გულსმოდგინება ამ დიადი საქმისადმი, რომელსაც ვამჩნევთ ჩვენს მისიონერთა მოღვაწეობაში. მეორეს მხრით, თუ ჩვენ ვერ ვხედავთ ქადაგების სასურველ ნაყოფს, პირიქით ვამჩნევთ, რომ ზოგნი შორდებიან მართლმადიდებელ ეკლესიას, არც ეს უნდა გვიკვირდეს... ძვირფასმა მადნეულმა, რომელიც ახლად ამოღებულია მიწიდან, უნდა ძლიერი ცეცხლი გაიაროს, რომ გამოაჩინოს თვისი ნამდვილი სიდიადე და ბრწყინვალება. ასე ღვთაებრივი
სწავლის საქმეც. მან უნდა განვლოს მრავალი განსაცდელი, ბრძოლა და დევნა, ვიდრემდის ჭეშმარიტება არ სძლევს, ხოლო ჭეშმარიტება ეწევა
თვით მადლი ღვთისა, რომელიც მოქმედებს ეკლესიის გულმოდგინე მწყემსთ მეოხებით. ქადაგებითი სიტყვის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და ან როგორ ნიადაგზე ითესება ღვთაებრივი სწავლის კეთილი თესლი. დავარდა თუ არა იგი რბილსა და მომზადებულს ნიადაგზე, ანუ ქვიანსა და ეკლიანს ნიადაგზე. ე. ი როგორც უცქერის
ხალხი ქადაგებით სიტყვას, როგორ ისმენენ ქადაგებას?.. უსწავლელი ხალხი, ანუ ცოტად ნასწავლი, რომელსაც აქვს მტკიცე სარწმუნოება და სასოება ღვთის მოწყალებისა, გულსმოდგინედ დაიარება ტაძრებში და ისმენს თავისი სულიერი მწყემსის სწავლა-დარიგებას და რჩევათა, რომელნიც დაფუძნებულნი არიან ღვთის სიტყვაზე. მაგრამ
არიან ისეთებიც, რომელნიც ისმენენ ღვთის სიტყვას და ქადაგებას ისე, როგორც ერთხელ უსმენდენ წმიდა მოციქულს პავლეს ბერძნები -- ათინელნი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ განათლებულნი ათინელნი იყვნენ კერპთაყვანისმცემელნი, ხოლო ჩვენი ქრისტიანენი არიან მართლმადიდებელნი. ათინელთ ქადაგების ნება მისცეს წმ. მოციქულს, რომ ამით მათ დაეკმაყოფილებიათ თავიანთი ცნობისმოყვარეობა და არა მიტომ, რომ შეეგნოთ ქრისტეს სწავლა. რაღაც ამის მსგავს ვხედავთ
ჩვენს დროშიაც, სახელდობრ, ცხადად ვნიშნავთ
ხალხის გულგრილობას, დაუდევრობას და გულცივობას ღვთის სიტყვისა და ცხოვნების საქმისადმი. ხოლო ცხოვნების საქმე ხომ ყველა კაცისათვის ერთი და იგივეა, რა წოდებისა და მდგომარეობისაც უნდა იყოს იგი? არის ერთი გამოცდილი საშუალება, რომელიც გამომფხიზლებელია დაუდევნელთა და გულცივთა, მაგრამ ეს საშუალება
სანატრელი არ არის. მე აქ სახეში მაქვს უბედურებანი, რომელნიც შეემთხვევიან კაცთა ცხოვრებაში და რომელნიც მოაგონებენ კაცთა ღმეთთსა, ეკლესიასა და ლოცვას. მაგრამ, ვიმეორებ, ეს საშუალება არავისთვის სასურველი არ არის, ხოლო სასურველი კია, რომ კაცს მუდამ ახსოვდეს ღმერთი და ეკლესია მაშინაც კი, როცა ის ბედნიერად
ცხოვრობს. თუ კაცი ადიდებს უფალსა, როცა იგი კეთილ დღეობაშია, ხოლო როცა სისაწყლეშია მოთმინებით იტანს მწუხარებას და სასოებს ღმერთზე, ღმერთი ეწევა ასეთ პირთ, ამინ“. მღვდელმა იასონმა 1904 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ის სემინარიის სტუდენტებს
შორის დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ყოველთვის მამაშვილურად უქადაგებდა მათ, სიმშვიდისა და სიბეჯითისკენ მოუწოდებდა, პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა და სხვ. როგორც
მოგეხსენებათ, იმჟამინდელ სემინარიაში ფართოდ
36-3 საპატრიარქოს უწყებანი N36 6-12 დეკემბერი 2018წ გვ.20
მღვდელი იასონ ლაბაძე 1864 -–- XXს-ის 10-იანი წლები (დასასრული)
იყო გავრცელებული რევოლუციური მოძლვრებები და მრავალი სტუდენტიც მოხიბლული იყო ამით. ახალი იდეებით შთაგონებულ ახალგაზრდებს ხშირად დაისვამდა წინ, ტკბილი საუბრებით (კდილობდა მათ დამშვიდებას და სწორ გზაზე დაყენებას. აი, რას უქადაგებდა იგი კურსდამთავრებულებს და მათ, ვინც ზაფხულის არდადეგებზე თავიან კუთხეს უბრუნდებოდა:
„თქვენ ეხლა წახვალთ და გაიფანტებით ჩვენი მხრის სხვადასხვა კუთხეებში და თქვენი ყოფნა გაუნათლებელ ხალხთა შორის ემსგავსება ძვირფას ელვარე ქვას, რომელიც ძევს მიბნელებულ ადგილს. ელვარე ქვას ბნელ ადგილზედაც კი შენიშნავს კაცი, თუ ეს ქვა განზრახ არ არის დაფარული რითამე. ასეთივე მნიშვნელობა გექნებათ თქვენც გაუნათლებელ ხალხში, -- თქვენ უნდა შეიტანოთ სინათლე და კეთილ-ქრისტიანული წესები გაუნათლებელი ხალხის ცხოვრებაში. სასიამოვნო მოწმობანი, სასიამოვნო ხმები თქვენს შესახებ, უეჭველია, თქვენს მეუფროსეთ, მასწავლებელთ და აღმზრდეთთ დიდად ასიამოვნებენ. წინააღმდეგ, ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ვინმემ თქვენზე რაიმე ცუდი სთქვას: „აი, სასულიერო სასწავლებლის მოწაფე რა საქმეებს ჩადის“.
ვისურვებ, რომ ეს არ მოხდეს“ (სამწუხაროდ, მამა
იასონის სურვილი სრულად არ გამართლდა, ზოგიერთმა ყოფილა თუ გარიცხულმა სემინარიელმა იქ მიღებული სწავლა-განათლება სათავისოდ გამოიყენა და შემდგომში რევოლუციის ცნობილი ლიდერებიც კი გახდნენ). მიუხედავად ამისა, რევოლუციურმა ტალღამ მაინც შეაღწია სასწავლებლის კედლებში, დაიწყო სემინარიის მოწაფეთა გამოსვლები და
დემონსტრაციები, რასაც ხელისუფლების მხრიდან
მკაცრი რეპრესიები მოჰყვა. მღვდელი იასონი „ცდილობდა დაეცვა თავისი ალსაზრდელები და ხშირად ეწინააღმდეგებოდა მათ მკაცრ დასჯას, რამაც მისი კარიერაც შეიწირა. 1911 წელს ქართული პრესა წერდა: „სინოდის ბრძანებით დათხოვნილ იქმნენ თბილისის სემინარიის ეკონომი მღვდელი ეპიფანე ჯაოშვილიდა სემინარიის ეკლესიის მღვდელი იასონ ლაბაძე. მათს ადგილას რუსები დანიშნეს“. 1911 წლის 1 ნოემბრიდან მლვდელ იასონს ისევ სამთავროს დედათა მონასტერში ვხედავთ, მაგრამ ამდენმა ნერვიულობამ და მძიმე სამუშაო პირობებმა მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია. სამთავროში ერთწლიანი სამსახურის შემდეგ, 1912 წლის 4 დეკემბერს, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით იგი შტატიდან დაითხოვეს და წელიწადში 300 მანეთი პენსია დაენიშნა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები იგი უშტატოდ მსახურობდა თბილისის ერთ-ერთ ტაძარში, სადაც დაასრულა თავისი მიწიერი სამსახური. მღვდელი იასონი, სავარაუდოდ, XX ს-ის 10-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე ლუბოვ მიხეილის ასული (დაბ. 1870წ.) და ერთი შვილი -– ვალერიანე (დაბ. 1889წ.).