მღვდელი ბართლომე პორფირის ძე ოსიძე
დაიბადა 1865 წელს მარტვილში. 1880-1885 წლებში მარტვილის მონასტერშია. 1885-1895 წლებში იქვე მედავითნეობდა. 1895-1902 წლებში დიაკვანია, 1902-1911 წლებში იყო ალავერდის ოლქის სოფელ მოხაშის მღვდელი. 1911-1923 წლებში კვლავ მარტვილის მონასტერშია, 1923-1946 წლებში ეკლესიის დახურვის გამო უმუშევარია. 1946-1953 წლებში მარტვილის ეკლესიაშია. 1953 წლიდან გარდაცვალებამდე ნახარებაოს ეკლესიის მოძღვარია. ოჯახი ცხოვრობდა სოფელ ნახარებაოში.