არქიმანდრიტი კირილე ცინცაძე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
1856 წელს დაიბადა.
მისი წინაპრები სასულიერო უწყებას ეკუთვნოდნენ.სასწავლებელში არ უსწავლია. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მონასტერში ისწავლა.
1887 წლის 8 თებერვალს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა.
1889 წლის 7 მაისს, თავისივე თხოვნით, შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესეს.
1891 წლის 2 ივლისს ამავე მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად კირილე ეწოდა. ამავე წლის 1 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 8 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი.
1892 წლის 20 აპრილს აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მონასტერში დაინიშნა.
1898 წლის 21 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1899 წლის 31 დეკემბერს შუამთის მონასტერზე მიწერილი, ნადოკრის წმინდა არჩილ მეფის სახელობის სკიტში განამწესეს.
1900 წლის 25 აპრილს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერშია გადაიყვანეს.
1900 წლის 22 მაისიდან თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერშია.
1901 წლის 1 მარტს დავით გარეჯის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრად დანიშნეს.
1903 წლის 15 მარტს ისევ აწყურის თეთრი გიორგის მონასტერში განამწესეს.
1910 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1913 წლის 1 ნოემბერს შუამთის მონასტერში დაინიშნა.
1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით, სამახსოვრო მედალით დაჯილდოვდა.
1916 წლის 21 ივნისს ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე) სწერს შუამთის მონასტრის ხაზინადარს მღვდელმონაზონ მალაქიას (წიკლაური) - „მიმაჩნია რა საჭიროდ, სამსახურის საჭიროებისათვის, შუამთის მონასტრის მღვდელმონაზონის კირილეს და ალავერდის მღვდელმონაზონის ზენონის გადაყვანა ერთმანე- თის ადგილზე, წინადადებას გაძლევთ ხვალვე წახვიდეთ ალავერდში, თანვე იახლოთ მღვდელმონაზონი კირილე და ჩამო- ართვათ მღვდელმონაზონ ზენონს და ჩააბაროთ მღვდელმონაზონ
კირილეს ყოველივე ქონება ალავერდის, უძრავი და მოძრავი. ამასთანავე, საჭიროა განუმარტოთ მამა კირილეს, რომ ისარის მხოლოდ მღვდელმონაზონი ალავერდისა და მას არ აქვს უფლება ჩემდა უკითხავად ვისიმე ან დათხოვნა ან მიღება მონასტერში, ან გაცემა მონასტრის კუთვნილი ადგილებისა იჯარით, რომ იგი მღვდელმონაზონი კირილე ვალდებულია ყური უგდოს ალავერდში მცხოვრებ შეგირდებს და მორჩილებს და ასწავლოს მათ ტიბიკონი და გალობა, რომ იგი მოვალეა არ შეუშვას ალავერდის ეზოში არავინ, რომელსაც არაფერი საქმე არ აქვს ამ მონასტერში. ამასთანავე ვაუწყებ, რომ მწირბერი თეოდორე სერდუმალაშვილი, რომელიც დროებით იყო შუამთაში, ისე ალავერდში დამიბრუნებია, ხოლო მორჩილი ალავერდისა ნიკოლოზ შერმაზანიშვილი სრულიად დამსთხოვია ალავერდიდან”.
1917 წელს, თავისივე თხოვნით, ისევ შუმათის მონასტერში დააბრუნეს.
1927 წელს შუამთის მონასტერი კომუნისტებმა დახურეს და მამა კირილე იძულებული გახდა, სხვებთან ერთად დროებით დაეტოვებინა მონასტერი.
1927 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის მელქისედეკის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, იგი ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, საცხოვრებლად კი აწყურის თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიაში გადავიდა. 1929 წელს იღუმენის ჩოდება მიენიჭა.
1932 წლის 5 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკაეშირებით, ენქერით დაჯილდოვდა.
1933 წლის სექტემბერში, ალავერდის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა და იმავე ხლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დროს, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.
1940 წლის იანვრის თვეში ჟურნალი '”მებრძოლი ათეისტი“ იუწყებოდა: „1939 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში თეთრი გიორგის (თელავის რაიონი) ტაძარში, სალოცავად ჩამოსულმა ოჯახმა “ადათ-ჩვეულების თანახმად“ ეკლესიის ეზოში ცხვარი დაკლა. კირილე მღვდელმა მლოცველებისაგან მოითხოვა, წესისამებრ მისთვის “კუთვნილი“ ცხვრის ბეჭის, შიგნისა და ტყავის მიცემა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი მიიღო. აღშფოთებულმა მღვდელმა ეკლესიის ეზოს დატოვება მოსთხოვა “მლოცველებს” და როდესაც საწადელს ვერ მიაღწია, მათი ურთიერთობა ჩხუბში გადაიზარდა. “მლოცველებმა მღვდელი ფიზიკურად შეურაცხყვეს“. ალბათ, ადვილი მისახვედრია, თუ ვინც იყვნენ ეს "მლოცველები". სასტიკად ნაგვემი არქიმანდრიტი კირილე 1940 წლის 21 იანვარს ქ. ახმეტაში გარდაიცვალა.
წყარო: გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" არქივი
სურათზე: არქიმანდრიტები მელქისედეკ ცელაძე, კირილე ცინცაძე და იღუმენი სტეფანე გიგოლაშვილი