მღვდელი ვასილ ივანეს ძე ხახიშვილი
დაიბადა 1876 წელს სოფელ ხოვლეში (კასპის რაიონი). დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1902 ჩააბარა სასულიერო სემინარიის გამოცდები ექსტერნად. 1902-1914 წლებში ასწავლიდა ქვაბისხევის მონასტრის სკოლაში, იყო მედავითნე მთაწმინდაზე. 1914-1917 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1917-1952 წლებში საერო სამსახურშია, 1952 წლიდან გარდაცვალებამდე იყო დიდგორის ეკლესიის მღვდელი.