საპატრიარქოს უწყებანი N22 17-23 ივნისი 2010წ. გვ. 18
,,მარტო შენი თავი არუნდა გიყვარდეს“ დეკანოზი გენადი წივწივაძე 1899-1976
დეკანოზი გენადი — ერისკაცობაში ნესტორ ნესტორის ძე წივწივაძე 1899 წლის 14 იანვარს (მეორე ვერსიით, 1898 წლის 6 აპრილს), დაბა ხონში დაიბადა. მამამისი ნესტორ პავლეს ძე წივწივაძე — ვაჭრობით არჩენდა ოჯახს, ხოლო დედა ნატალია იოსების ასული წივწივაძე დიასახლისი გახლდათ. პატარა ნესტორმა პირველდაწყებითი განათლება დაბა ხონის ვაჟთა გიმნაზიაში მიიღო. 1914 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში, ქ. ვლადიკავკაზის სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა. 1915 წელს ავადმყოფობის გამო საქართველოში დაბრუნდა და სწავლა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გააგრძელა, რომელიც 1917 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1917-19 წლებში თბილისის უმცროს მეთაურთა სამხედრო სკოლაში სწავლობდა. 1920 წელს, მენშევიკური მთავრობის მმართველობის პერიოდში, ქუთაისის ქვეითთა ლეგიონში უმცროს მეთაურად დაინიშნა. 1921 წელს მეორე ბრიგადის შტაბში სატელეფონო სადგურის უფროსად გადაიყვანეს. 1922 წელს თავისივე თხოვნით გაათავისუფლეს სამხედრო სამსახუ-რიდან. 1923 წელს ბათუმის ერთ-ერთ სასწავლებელში საქმეთა მმართველად დაიწყო მუშაობა. 1923 წლის 18 დეკემბერს ავადმყოფობის გამო სამსახურს ჩამოშორდა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. 1924 წელს ნესტორმა მსახურება დაიწყო სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მომდევნო წელს კერძო დიაკვნად დაადგინეს. 1927 წელს ბოდბის ეპარქიაში, ეპისკოპოს სტეფანესთან (კარბელაშვილი) განამწესეს, სადაც უფროს კერძო დიაკვნად და საქმეთა მმართველად დაინიშნა. 1928-30 წლებში ისევ სიონის საპატრიარქო ტაძრის იპოდიაკონია. ამასთან, ნესტორი თბილისის საბალეტო სკოლაში აგრძელებს სწავლას, რომლის დასრულების შემდეგ, 1930 წელს, აზერ-
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 17-23 ივნისი 2010წ. 19
მარცნიდან მღვდელი ალექსანდრე გულიაშვილი (ამჟამად არქიმანდრიტი ანტონი), დეკანოზი პახუმ ობოლაძე, ცენტრში დეკანოზი გენადი წივწივაძე.
,,მარტო შენი თავი არუნდა გიყვარდეს“ დეკანოზი გენადი წივწივაძე 1899-1976(გაგრძელება)
ბაიჯანში, ქ. ბაქოს ქართულ თეატრში საბალეტო გუნდის ხელმძღვანელად იწყებს მუშაობას. 1933 წელს იგი თბილისში დაბრუნდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, სიონის საპატრიარქო ტაძარში აგრძელებს კერძო დიაკვნად მსახურებას. 1937 წელს უწმინდესმა კალისტრატემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანა. ამავე წელს შავი ხავერდის სკუფიით დააჯილდო- ვეს. ეკლესიაში მსახურებასთან შეთავსებით, 1938 წელს, ანტირელიგიურ მუზეუმში მეცნიერ მუშაკად და საფონდო განყოფილების გამგედ იწყებს — მუშაობას. 1940 წელს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1942 წლის 13 მაისს მეორე მსოფლიო ომში რიგით ჯარისკაცად გაიწვიეს. ნესტორი ჩრდილოეთ კავკასიში იბრძოდა. 1943 წელს მძიმედ დაიჭრა და სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დააწვინეს. 1944 წელს, როგორც სამამულო ომის ინვალიდი, ჯარიდან გაათავისუფლეს და ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს (ხოლო უკვე სასულიერო ხარისხში მყოფი მამა გენადი, 1965 წელს, გერმანიასთან გამარჯვების 20 წლისთავთან დაკავშირებით, სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა). 1946 წელს გამოჯანმრთელებული ნესტორი ისევ დედაეკლესიას დაუბრუნდა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში განაგრძო ღვთისმსახურება. 1950 წლის იანვარში უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე) და კერძო დიაკონი ნესტორი მის პირად მდივნად დაინიშნა. 1952 წელს ოჯახური მდგომარეობის გამო დროებით თავი გაანება სასულიერო სამსახურს და როგორც სამამულო ომის ინვალიდს, პენსია დაენიშნა. 1955 წლის 10 ოქტომბერს, თავისი მოძღვრის რე- კომენდაციით და ლოცვა-კურთხევით, სამღვდელო კომისია გაიარა და ამავე წლის 30 ოქტომბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) იგი ჯერ დიაკვნად აკურთხა, ხოლო 4 ნოემბერს — მღვდლად დაასხა ხელი, სა- ხელად გენადი უწოდა და თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ასურეთში მოსიარულე მღვდლად განამწესა. თავდაპირველად, მამა გენადი წირვა-ლოცვებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კონსტანტინოვკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღასრულებდა. 1956 წლიდან კი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებში გადაყვანის გამო, იგი პერიოდულად სიონის საპატრიარქო ტაძარში ჩადიოდა ღვთისმსახურებებზე დასასწრებად. 1958 წლის მარტში იისფერი სკუფიით დაჯილდოვდა. მამა გენადის თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თბილისის მაშინდელ სამღვდელოებასთან. ძირითადად, მას ბოლნისში ყოფნა უწევდა და მათთან ურთიერთობას წერილების საშუალებით ახერხებდა. მის პირად არქივში შემორჩენილია რამდენიმე წერილი, სადაც ის წარმოჩინდება, როგორც მეტად უბრალო მოძღვარი და კარგი ადამიანი: მარცხნიდან: მღვდელი ალექსანდრე გულიაშვილი (ამჟამად არქიმანდრიტი ანტონი) და დეკანოზი პახუმ ობოლაძე. ცენტრში: დეკანოზი გენადი წივწივაძე „დეკანოზო, მამაო პახუმ! გისურვებთ ცოლ-შვილით ყოველივე კარგს. მე წერილი გამოგიგზავნეთ, რატომ პასუხს არ იძლევით. ნეტავი ვიცოდე, რა ქვის გული გაქვს, არა კაცი არ გაინტერესებს თქვენი თავის მეტი. არც ასე არ ვარგა, ჩემო პახუმ. ავ-კარგიანი უნდა იყო, სუყველა უნდა მოიკითხო, მარტო შენი თავი არ უნდა გიყვარდეს. მამაო პახუმ, ძალიან მაინტე- რესებს მაქაური ამბები. როგორ ბრძანდებით? მისი უწმინდესობა გადმოვიდა მაქ თუ არა? მამა ირაკლის წერილი მივწერე, პასუხი არ მომცა. ხომ იცი, ჩვენი კაცი დიდობას რომ მიიღებს, მერე არა კაცი არ უნდა. ჩემი აზრით, სასულიერო დარგში ადამიანმა რაც დიდობა მიიღოს, უფრო კადრებიანი, ლმობიერი და მოსიყვარულე უნდა იყოს. სხვა როგორ ხარ, ჩემო პახუმ, როგორ ჩატარდა შენი სანყენებო (ალბათ დაბადების დღეს გულისხმობს) ძალიან მაინტერესებს.
მარცხნიდან დეკანოზი გენადი წივწივაძე, დეკანოზი პახუმ ობოლაძე, დეკანოზი გრიგოლ ცერცვაძე, დეკანოზი ალექსანდრე ერაძე, დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი.
მომიკითხე ჩემი მამობილი, მამა ალექსანდრე, ირაკლი და სუყველა. იცოდე, წერილი მოიწერე, სვეტიცხოვლობას თუ ვინმე აკურთხეს. იყავი სულ კარგად. პახუმ, მე ძალიან ავათ ვიყავი, ეხლა კარგათ ვარ. მშვიდობით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენი კეთილის მდომი მღვდელი ნესტორ წივწივაძე. ბოლნისი, 1959 წლის 12 სექტემბერი“. XX საუკუნის 60-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) მამა გენადი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1973 წლის დასაწყისში დეკანოზი გენადი კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ (დევდარიანი) ქ. ბორჯომში განამწესა. ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირში ჩვეულებრივი ამბავი იყო მორწმუნეთა დარბევა
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 17-23 ივნისი 2010წ. 20
,,მარტო შენი თავი არუნდა გიყვარდეს“ დეკანოზი გენადი წივწივაძე 1899-1976(დასასრული)
და წირვა-ლოცვის დროს ეკლესიებიდან ახალგაზრდების გამორეკვა. ეკლესიის მსახურებს არაერთხელ გამოუთქვამთ პროტესტი ამგვარი უკანონობისა და უზნეობის გამო, მაგრამ ეს პრო- ტესტი იმპერიული უზნეობის აღზევების წლებში მუდამ რჩებოდა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. მეტიც, ყოველი ამგვარი დაუმორჩილებლობის შემდეგ მოკლე ხანში ხდებოდა რომელიმე ეკლესიის, მღვდელმთავრის ან რიგითი სასულიერო პირის დარბევა, დაწიოკება, რომელთა ინიციატორები ყოველთვის დაუდგენელნი რჩებოდნენ. გამონაკლისი არც მამა გენადი ყოფილა. ბორჯომის რაიონში ჩასულ მოძღვარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მტრულად დაუწყო ყურება, გახშირდა დასმენები, ცილისმწამებლური გამოხდომები, რის შემდეგაც მამა გენადი იძულებული გახდა მომდევნო წელს ქალაქ ხონში (იმჟამად ქ.წულუკიძე) მშობლიურ სახლში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა მოღვაწეობა, მისი ეს გადაადგილება შეუმჩნეველი არ დარჩენილა ათეისტური ხელისუფლებისთვის. ამასთან დაკავშირებით, 1975 წლის 18 მარტს წულუკიძის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე გ. კუხალეიშვილი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს წერდა: „წულუკიძის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომი გაცნოებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გასული წლიდან მოქმედებს არარეგისტრირებული რელიგიური კულტმსახური წივწივაძე ნესტორ ნესტორის ძე, რომელიც მორწმუნეებთან ეწევა კულტმსახურებას. რაისაბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილებიდან მიმდინარე წლის 1 იანვრიდან წარდგენილი აქვს რელიგიური წესების შესრულებიდან საშემოსავლო გადასახადი, მისი შემოსავლების მიხედვით“. დეკანოზ გენადის აღსასრული დღემდე ბუნდოვანია. იგი რამდენიმე დღე არ გამოჩნდა ქალაქში, ნათესავებმა და მეზობლებმა მოიკითხეს და ვერსად იპოვეს. ამის შემდეგ სახლში მიაკითხეს და როდესაც შიგნით შევიდნენ, იგი გარდაცვლილი იპოვეს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა გენადის უკვდავი სული.