(დ. 1 ნოემბერი, 1941, კვახჭირი, ქუთაისის რაიონი — გ. 12 ივლისი, 2018)
თამაზ წივწივაძე (1942-2018) დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს.
1975 წლიდან იყო ჟურნალ "ცისკრის" დამატების - "ნობათის" რედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან ალმანახ - "საუნჯის" კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორია; 1997 წლიდან - საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი - 2001 წლიდან); 1969 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; კონიუნქტურული, მხატვრულად მდარე ლიტერატურისადმი შეურიგებელმა, იუმორითა და სარკაზმითაც გამძაფრებულმა წერილებმა მას თავიდანვე მკითხველის აღიარება მოუტანა; მისი წერილები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურული პრესის ფურცლებზე; მან პოლიტიკურ სატირას დიდი მნიშვნელობა შესძინა; იგი თანამედროვე ქართულ მწერლობაში ამ ჟანრის გამორჩეული წარმომადგენელია. მისი კრიტიკული წერილების კრებულებიდან აღსანიშნავია "მართალს ვიტყვი..." (1980), "ფრთხილად, წინ მკითხველია" (1986), "ლოზუნგების ქვეყანა" (1991), "ერთ საშუალებას კიდევ ვცდი" (1991).
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.964
ბიბლიოგრაფია
- ახლა თქვენი დროა; აფერისტი "კლეტკებში" : პუბლ. წერილების კრებული (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2001. - 486გვ.
- ერთ საშუალებას კიდევ ვცდი : ლიტ. წერილები (ავტორი) // წ. 2. . - თბილისი, მერანი, 1991. - 396 გვ.
- ლოზუნგების ქვეყანა : წერილები (ავტორი) // წ. 1. . - თბილისი, მერანი, 1990. - 447 გვ.
- ფრთხილად, წინ მკითხველია.... (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1985. - 455გვ.
- მართალს ვიტყვი : კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1980. - 191გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009699/