60 წლის ასაკში გარდაიცვალა შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახური, ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მიგინეიშვილი).
მამა მიქაელი თავისი სასულიერო მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში მსახურობდა, ბოლო 24 წლის განმავლობაში იგი ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
არქიმანდრიტ მიქაელს დაკრძალავენ სამშაბათს, 2021 წლის 23 ნოემბერს, ჯუმათის მამათა მონასტერში.