სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი 1764-1815წწ რუსეთის გენერალი დ. ამბროლაური რაჭა

1764-1815 წწ. გარდ. 51 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი იაშვილი სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

495       ბეჭდვა

ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი 1764-1815წწ რუსეთის გენერალი დ. ამბროლაური რაჭა

ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი (დ. 15 ივლისი, 1764 ― გ. 20 ივლისი, 1815, სოფ. მურომცევო, დაკრძალულია სოფ. კოზელში, კალუგის გუბერნია)


— რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ლევან იაშვილის უფროსი ძმა. მსახურობდა ცხენოსან ათასეულში. მონაწილეობდა იმპერატორ პავლე I-ის მკვლელობაში. იმპერატორ ალექსანდრე I-ის განკარგულებით გადაასახლეს თავის მამულში (სოფ. მურომცევო, კალუგის გუბერნია). 1812 წელს სამამულო ომის დროს მიხეილ კუტუზოვის ნებართვით ჩაება ფრანგების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ იმპერატორ ალექსანდრე I-მა კვლავ თავის მამულში დააბრუნა.


1801 წლის 11 მარტს (ახალი სტილით 24 მარტს) შეთქმულაბმა მოკლეს რუსეთის იმპერატორი პავლე პირველი. შეთქმულთა შორის იყო ქართველი ვლადიმერ იაშვილიც...

ვლადიმერ იაშვილი (1764–1815) – რუსეთის სამხედრო მოხელე, პავლე პირველის მკვლელი    

     ეს ქართველი კაცი იყო ვლადიმერ იაშვილი. ვინ იყო ამ ქართული გვარ–სახელის მქონე კაცი? იგი იბრძოდა რუსეთ–თურქეთის ომში 1787–91 წლებში, ბენდერის, კინბურნის, ბრძოლებში, იზმაილის აღებაში. ებრძოდა პოლონელებნს 1792-94 წლებში. 1800წლიდან ირიცხებოდა პოლკოვნიკად ბოგდანოვის საცხენოსნო ბატალიონში.



  პავლე პირველმა 1801 წლის 18 იანვარს  გამოაქვეყნა მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ორმოციც არ იყო გასული 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაცვლილი გიორგი XII-ის გარდაცვალებიდან. სულ ორ თვეში კი თავადაც ემსხვერპლა საქართველოს წინაშე ჩადენილ ბოროტებას  – 1801 წლის 11 მარტს, შეთქმულებმა, სხვათა შორის, ქართველი კაცის მეთაურობით,  სიცოცხლეს გამოასალმეს.


      შეთქმულებას მეფის წინააღმდეგ ხელმძღვანელობდნენ პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორი გრაფი პალენი და ცნობილი საბრძოლო გენერალი ბენიგსენი. სხვა ვერსიით, ინიციატორთა შორის, პალენთან ერთად, იყვნენ ვიცე–კანცლერი პანინი და ადმირალი რიბასი. 

     იმისათვის, რომ პანინის გეგმა შესრულებულიყო, საჭირო იყო ალექსანდრეს თანხმობა. პანინის წერილი იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნასადმი ცხადყოფს, რომ თანხმობა, და ისიც წერილობითი, მიღებული იყო. ესე იგი,  ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე თანახმა იყო, ოღონდ  ყველაფერს უმტკივნეულოდ უნდა ჩაევლო – მეფე კი არ უნდა მოეკლათ, უნდა გადაეყენებინათ და ახალი იმპერატორი ალექსანდრე, დესპოტური და ქაოტური მმართველობის ნაცვლად, წესრიგს დაამყარებდა.

      11 მარტის საღამოს შეთქმულები ვახშმად შეიყარნენ.  აქ იყვნენ მკვლელობის თანამონაწილენი – ცხადია, იაშვილიც მათ შორის.

     თვით პავლეს ძლიერი ეჭვები კი ჰქონდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ კარგად დაცულ მიხეილის სასახლეში, სადაც იმპერატორი თავისი ოჯახიდან განცალკევებით ცხოვრობდა, შეთქმულები მაინც შეიჭრნენ და  მონარქი სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ მოვლენათა მემატიანე

ყველა ისტორიკოსის მიერ  ერთხმად სახელდება მეფის  უშუალო მკვლელი - პოლკოვნიკი ვლადიმერ იაშვილი (აქვე უნდა აღინიშნოს, არც ის ვერსია გამოირიცხებოდა, რომ ეს ხმა ბენიგსენს საგანგებოდ დაეყარა).  მოტივი თითქოს ის უნდა ყოფილიყო, რომ მას გაშმაგებულმა იმპერატორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.



        ვლადიმერ იაშვილი  გვარდიის ოფიცერი იყო და პეტერბურგის გარნიზონში მსახურობდა. სწორედ აქ უთავაზა მას პავლე I-მა ჯოხი, და შემდეგში იაშვილმა შური იძია. ისე  ყოფილა შეურაცხყოფილი, რომ თითქოს, მაშინაც კი, როცა დაუცავად დარჩენილმა იმპერატორმა თქვა, ოღონდ არ მომკლათ, გადადგომაზე ხელს მოვაწერო (და დანდობის იმედიც ექნებოდა), ვლადიმერ იაშვილს შეუძახია: "დიახ, დღეს ხელს მოაწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გვინდა, ხვალ კი ყველას ეშაფოტზე თავებს დაგვაყრევინებს".


        თითქოს ნათელია  მკვლელობის საბაბი - შეურაცხყოფა და პირადი შურისძიება. მაგრამ  1909 წელს, პავლეს მკვლელობიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ჟურნალმა "რუსსკაია სტარინამ" გამოაქვეყნა ვლადიმერ იაშვილის წერილი ახალი იმპერატორის, ალექსანდრე პირველისადმი, საიდანაც ნათელი ხდება მკვლელობის პოლიტიკური წინარეგანზრახულობა:


     "მეფეო, იმ დღიდან მოყოლებული, რაც მამათქვენი ტახტზე ავიდა, მე გადავწყვიტე თავი შემეწირა, თუკი ეს საჭირო იქნებოდა რუსეთის ინტერესებისათვის, ქვეყნისთვის, რომელიც დიდი პეტრეს სიკვდილის შემდეგ, ჯერ მედროვეების სათამაშოდ იქცა, შემდეგ - მსხვერპლადაც... ჩვენი ქვეყანა თვითმპყრობელობის ხელშია, მილიონობით ადამიანის ბედ-იღბალი ერთი ადამიანის ჭკუაზე და სულისკვეთებაზეა დამოკიდებული. პეტრე დიდს კი შეეძლო, მართლაც, ყოფილიყო თვითმპყრობელი, მისი ბრძნული მმართველობით ქვეყანა ისვენებდა, მაგრამ გენიოსები ხომ ესოდენ იშვიათია...


      ღმერთმა ხომ იცის, ჩვენ ხელები სისხლში პირადი გამორჩენის გამო არ გაგვისვრია. გვინდოდა მსხვერპლს სიკეთე მოეტანა. გაგვიგეთ, ჩვენ დიდი მოწოდება გვამოძრავებდა. ტახტზე რომ ზიხართ, თუკი ეს შესაძლებელია, იყავით პატიოსანი ადამიანი, რუსეთის მოქალაქე. გაიგეთ, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ადამიანს ყოველთვის აქვს გამოსავალი და სამშობლოს დაღუპვამდე ნუ მიიყვანთ.


       ადამიანს, რომელმაც რუსეთისათვის თავი გასწირა, შეუძლია თქვენ ასე გითხრათ. მე ახლა უფრო დიდი ვარ, ვიდრე თქვენ, იმიტომ, რომ არაფერი მსურს, არაფერს მოვითხოვ... მეფეო! მე ხელმწიფისათვის, სამშობლოსათვის ვარ, შვილისათვის კი - მამის მკვლელი!"


    წერილი ცხადყოფს, რომ  პავლე I-ის ნამდვილი მკვლელი რუსეთის თავგადაკლული პატრიოტი ვლადიმერ იაშვილი კი არა, იმპერატორი ალექსანდრე I იყო. მან ყველაფერი იცოდა და წინასწარ ხელები დაიბანა. შემდეგ კი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერ შუაში იყო, ამიტომაც შემდეგში "ცბიერი ბიზანტიელის" სახელიც დაიმსახურა.


     არც ერთი დაპირება ქვეყანაში მდგომარეობის შემსუბუქების შესახებ ახალ იმპერატორს არ შეუსრულებია. სწორედ ამან დააწერინა ვლადიმერ იაშვილს ესოდენ აღელვებული წერილი. მეორე მხრივ, მამისმკვლელ ალექსანდრეს, ეტყობა, მართლაც ქენჯნიდა სინდისი. ამიტომაც შეეცადა, ყველა შეთქმული, დიდი იქნებოდა თუ პატარა, თავიდან მოეცილებინა.სანქციები, რასაკვირველია, ვლადიმერ იაშვილსაც შეეხო.


      1803 წელს მას თანამდებობა დაატოვებინეს და იმპერატორ ალექსანდრე I–ის ბრძანებით პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თავის სოფელ მურომცევოში (კალუგის გუბერნია) გადაასახლეს. ამიერიდან მას ორივე დედაქალაქში, პეტერბურგში და მოსკოვში, ბინადრობის უფლებაც აღარ ჰქონდა. ასე იცხოვრა სოფელში გვარდიის პოლკოვნიკმა (სხვა ცნობით, გენერალ-მაიორმა) ვლადიმერ იაშვილმა მთელი 9 წლის განმავლობაში, დარწმუნდა, რომ ახალი მპერატორი არაფრით ყოფილა ძველზე უკეთესი. 1812 წელს, როცა რუსეთს ნაპოლეონი შემოესია, იაშვილმა თხოვნით მიმართა გენერალ შეპელევს, უფლება მიენიჭებინათ ფრანგების წინააღმდეგ საბრძოლველად, რის შემდეგაც კალუგის გუბერნიაში რაზმი ჩამოაყალიბა და ბრძოლაში ჩაება. მცირე ხნის მანძილზე მან დიდი წარმატება მოიპოვა  ელნიასთან ბრძოლითა და მისი გათავისუფლებით. ომში მისი მონაწილეობა სულ 45 დღე გაგრძელდა. როცა ეს ამბავი იმპერატორმა ალექსანდრე I -მა გაიგო, სასტიკად განრისხდა. მან უბრძანა კუტუზოვს, დაუყოვნებლივ განეშორებინა მისი მამის მკვლელი სამხედრო მოქმედებებისგან და დაებრუნებინა გასახლების ადგილას, რაც 1812 წლის 31 ოქტომბერს განხორციელდა. 1815 წელს, ვლადიმერ იაშვილი 50 წლისა გარდაიცვალა მურომცევოში.

Владимир Михайлович Яшвиль (Иашвили; груз. ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი; 15 июля 1764 — 20 июля 1815) — князь, генерал-майор, участник Русско-турецкой войны, участник дворцового заговора против императора Павла I

Из грузинского княжеского рода Иашвили. В 1784 года определён в Артиллерийский и Инженерный шляхетский кадетский корпус, откуда выпущен в 1786 году штык-юнкером в Бомбардирский полк, а затем в лейб-гвардии Артиллерийский батальон. Участвовал в Русско-турецкой войне: в боях при Бендерах, Кинбурне, во взятии Измаила. Находился в сражении с польскими конфедератами в 1792 году и против польских повстанцев в 1794 году .


 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.05.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0