სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სახალხო გმირი
ძმები იესე, გიორგი, გაბრიელ (ბუღარა) ოტიას ძე მამალაძე 1800-იანი წლები სახალხო გმირი სოფ. ხევი, (ბუქსიეთი) ჩოხატაური ძმები იესე, გიორგი, გაბრიელ (ბუღარა) ოტიას ძე მამალაძე 1800-იანი წლები სახალხო გმირი სოფ. ხევი, (ბუქსიეთი) ჩოხატაური
ბმულის კოპირება

სახალხო გმირი

გვარი მამალაძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

ძმები იესე, გიორგი, გაბრიელ (ბუღარა) ოტიას ძე მამალაძე 1800-იანი წლები სახალხო გმირი სოფ. ხევი, (ბუქსიეთი) ჩოხატაური

ძმები იესე, გიორგი, გაბრიელ (ბუღარა) ოტიას ძე მამალაძე

,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა.

ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ.

ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“

იური სიხარულიძე

 ადამიანთა ტაცებისა და სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მე-18 - მე-19 საუკუნეთა მიჯნაზე მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში, სახელი გაითქვეს ბუღარა მამალაძემ და მისმა ძმებმა. ძმები - იესე, გაბრიელ (მეტსახელად ,,ბუღარა“) და გიორგი მამალაძეები სოფელ ხევში (გუბაზეულის ხეობა, აწინდელი ჩოხატაურის რ-ნი) ცხოვრობდნენ და მამაცურად უკეტავდნენ გზას ეგზომ მომრავლებულ ჯეთ-აბრაგებს.

გმირ ძმებზე წერილობითი დოკუმენტებიც საკმაოდაა შემონახული და ფოლკლორული (პოეტური და პროზაული)

მასალებიც. ერთ-ერთ ხალხურ ლექსში ამგვარადაა აღწერილი მათი თავგანწირული ბრძოლა:

გიორგობა ღამე იყო,

გაისმოდა ზარის რეკა,

ბახმაროს მთებს ცადაზიდულთ

წამოესხათ თოვლის თექა.

ასეთ დროს ჩვეულებრივ იკეტებოდა საუღელტეხილო გზები და ხალხსაც მოსვენების იმედი ეძლეოდა, მაგრამ, თურმე:

სწორედ ამ დროს უპირებდა

მამალაძეს სიკვდილს მტერი,

გაახვიეს ცეცხლში ფაცხა,

დააძგერეს კედლებს ჯგვერი.

ღამეა და სოფელს ძინავს,

ძილი კრთება თოფის ხმაზე,

მოემზადნენ საბრძოლველად,

ესე ადის სათავანზე.

გიორგი კარს ჩაუსაფრდა,

ბუღარა კი გადის კარში,

ერთი თოფიც გაისროლა,

ხმალიც დაჰკრა თათარს თავში.

ბუღარას პირველად ,,კუნტი დედა“ და პატარები გაუხიზნავს, შემდეგ კი მამის (ოტია მამალაძის) გასაყვანად მიბრუნებულა, მაგრამ ამაოდ, - მშობელი უკვე მოკლული დახვედრია:

იმ დროს, როცა თათრის რისხვა

ხალხს მალავდა შესაფარში,

მომხდურებმა მისი ფაცხა

გაახვიეს ცეცხლის ალში.

ძმები ესე და გიორგი

მყის გაიჭრნენ მტრებთან კარში,

გაიმართა ცხარე ბრძოლა,

ბევრი დასცეს თოფით მაშინ.

ამ შეტაკების დროს მტრის რაზმის ბაირაღტარი შევარდნილა ღია სახლში, იგი ბუღარას დაეძებდა

 მაგრამ გმირის ნაცვლად საპყარ მოხუცს წასდგომია თავს და მოუკლავს...

გამოუდგნენ ძმები თათრებს,

მთელი ღამე სდიეს მტერსა

და თელვანში დაეწივნენ,

ამოეყო თავი მზესა.

მეწინავემ ზემო მთიდან

დაიძახა თურმე ესა:

ამოვედით, ძმებო, ჩვენც და

ამოვიდა ჩვენი მზეცა.

ნაადრევი აღმოჩნდა მტრის სიხარული. ამის დაძახება და ბუღარას თოფის დაჭექებაც ერთი იყო, რასაც ბაირაღტარის სიკვდილი მოჰყოლია.

სხვებმა ხელი ხმალს გაიკრეს

გაიმართა მუსვრა-ჩეხვა,

და თელვანის მკაცრს ჭიდილში

ბევრი გულის შეწყდა ფეთქვა...

ძმები გამარჯვებულნი დაბრუნდნენ სოფელში.

ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი და უფრო მძიმე ბრძოლა მოუგიათ მამალაძეებსა და მათ რაზმს, რაც ძირითადად ახლობლებისა და თანასოფლელებისაგან შედგებოდა.

სახელოვანი ძმების ღვაწლს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩვენს დროში: დაიწერა სტატიები (იური სიხარულიძის, მამია დუმბაძის, გიორგი კეკელიძის, ომეხი უჯმაჯურიძის, ჭიჭიკო მამალაძის და სხვა), გამოვლინდა ხალხური ლექსები (ი. სიხარულიძე), შეიქმნა სიმღერა (დაამუშავა ლოტბარმა არსენ პაიჭაძემ) და პიესაც (დრამატურგ მიხეილ ჯაფარიძის) და ა.შ.

ბუღარა მამალაძისა და მისი ძმების მამაცურმა ბრძოლამ თავის დროზე დიდი როლი შეასრულა იმ ხანგრძლივ და მძიმე ომში, რაც გადაშენებით ემუქრებოდა ჩვენს ხალხს.

წიგნიდან ,,სახალხო გმირები“ 1995  წელი

მადლობა ზაზა კაზოს ძე შარაშენიძე, სოფ ჯვარცხმას, ჩოხატაური მკვიდრი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.11.2023
ბოლო რედაქტირება 03.11.2023
სულ რედაქტირებულია 1

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0

447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0

მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0

კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0

ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0