ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას. მამა არსენი მღვდლად განაწესეს სოფელ გარახის წმიდა გიორგის ეკლესიაში. აქ მსახურებას დაემთხვა რეპრესიების პერიოდი.
ამ დროს ეკლესიებიდან ჩხოროწყუს მილიციამ ჩაიბარა ვერცხლის ჯამები და სახანძრო ნაწილისთვის გადაუციათ. ინგრეოდა და პარტახდებოდა ეკლესიები. მამა არსენს სასულიერო მოღვაწეობა აეკრძალა.
მამა არსენი 1978 წლის ივლისში კვლავ შეიმოსა მღვდელმსახურის სამოსით. საუკუნეს მიღწეული მოძღვარი ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქმა მამა არსენი დიდი პატივით მიიღო. საუბრისას აღუნიშნავს“ ახლა რა ბრწყინვალედ გალობ და წარმომიდგენია ახალგაზრდობაში ადრინდელი მსახურებაო”. იმ დრიდან ჩხოროწყუელებს საშუალება მიეცათ აქტიურად მისულიყვნენ მოძღვართან.
მამა არსენი 1980 წლის 7 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია ზედა გარახის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში.
მამა არსენის შთამომავალმა რამაზ კვირკველიამ ეკლესიას დაუბრუნა არსენის ნაქონი სამღვდელო კონდაკი და კურთხევანი, რომელიც მათ ოჯახში ინახებოდა.
1888 – 1911 წლების მეტრიკულ წიგნებში გარკვეული მონაცემებია საერო და სასულიერო პირების შესახებ. 1901 წლის 8 სექტემბერს ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძეს მინაწერია გაუკეთებია, რომ მეტრიკული წიგნი კარგად არის ნაწარმოები, 1886 წლის მონაცემებით ეკლესია შედიოდა მოიდანახის საბლაღოჩინო ოლქში. სხვადასხვა დროს მართავდნენ ბლაღოჩინები: სამსონ ანჯაფარიძე ( 1884-1891 წწ ), დეკანოზი კონსტანტინე ბერიძე ( 1892-1911წწ),
მღვდელი ბესარიონ თოდუა ( 1906)
ზედა გარახის ეკლესიაში მსახურობდნენ მღვდელი ბესარიონ კვირკველია (1883-1980 წწ ) მღვდელი იესე კვირკველია ( 1883-1909 წწ ) მღვდელი კონსტანტინე კვირკველია ( 1901-1909 წწ ) მღვდელი სვიმონ კვირკველია (1908-1911 წწ ) დიაკონი ანდრია კვირკველია (1888-1906 წწ ) დიაკონი სოფრომ რომანოზის ძე კვირკველია (1897-1902 წწ ) მედავითნე კონსტანტინე კვირკველია (1908-1911 წწ ) მედავითნე თევდორე იოანეს ძე შენგელია (1908-1909 წწ )
1883-1892 წლებში მედავითნედ, ხოლო 1891-1897 წლებში დიაკონად მსახურობდა მოსე რომანოზის ძე კვირკველია,რომელიც შემდგომში მღვდლად აკურთხეს ფოთის საკათედრო ტაძარში და განამწესეს სოფელ კირცხის წმიდა გიორგის ეკლესიის მეორე მღვდლად. პირველ მღვდლად მაშინ მსახურობდა „მამლუქის“ ავტორი კონდრატე თათარაშვილი. მოსე შემდგომში მსახურობდა სოფელ ლიაში. 1903 წელს ის ხელისუფლებისგან დაჯილდოვდა წმინდა ანას ორდენით და ბიბლიით. მამა მოსე დეკანოზის ხარისხში აღესრულა 1937 წელს . განისვენებს ზუგდიდში.
ამავე მეტრიკული ჩანაწერებით ცალკეულ შემთხვევებში მღვდელმსახურებას ასრულებდნენ გაბრიელ შელია, გიორგი გეგეჭკორი, დიაკონი თადეოზ კვარაცხელია, მედავითნე სვიმონ დავითის ძე შონია. მედავითნეობის თანამდებობის აღმასრულებელნი: ნესტორ ახალაია და ლეონტი კვირკველია (1908)
ზედა და ქვედა გარახას ეკლესიებში ღვთისმსახურება 1924 წელს აიკრძალა და აქ კლუბები იქნა გახსნილი. შემდგომში შენობები დაშალეს. ამჟამად ამ ადგილებზე ნასახლარებია
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის ჟურნალი “მოამბე”