სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10530

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
მანუჩარ კვირკველია დ.1978წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა დაბ. ოზურგეთი მანუჩარ კვირკველია დ.1978წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა დაბ. ოზურგეთი

მაქს.წარმატება 30 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი კვირკველია სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

მანუჩარ კვირკველია დ.1978წ. ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა დაბ. ოზურგეთი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
3
1
3
მანუჩარ კვირკველია (დ. 12 ოქტომბერი, 1978, ოზურგეთი) — ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი 2014 წლის დეკემბრიდან.

ბიოგრაფია
მანუჩარ კვირკველიამ ჭიდაობა დაიწყო მშობლიურ ქალაქში, ოზურგეთში. ნაციონალურ დონეზე პირველი წარმატებების შემდეგ გადავიდა თბილისის დინამოში, სადაც დაიწყო ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავედ ჩამოყალიბება. პარალელურად იყო სტუდენტი და გამოიმუშავებდა ჭიდაობით. ამის გამო ის თურქეთის ლიგაშიც ჭიდაობდა.

საერთაშორისო ტატამზე პირველად გავიდა 24 წლის ასაკში მსუბუქ წონით კატეგორიაში ფინეთის ევროპის ჩემპიონატზე. აქ მან ფინალამდე მიაღწია, სადაც დამარცხდა თურქ სერეფ ეროღლუსთან და დაიკავა მეორე ადგილი. იმავე წელს აიღო მესამე ადგილი მოსკოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. 2003 წლის ბელგრადის ევროპის ჩემპიონატზე ის კვლავ სერეფ ეროღლუსთან დამარცხდა და დაიკავა მე-5 ადგილი. მაგრამ იმავე წელს შესანიშნავად იასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე და გახდა ტურნირის გამარჯვებული. ჩემპიონობისკენ გზაზე დაამარცხა ძველი მეტოქე, 1997 წლის მსოფლიო ჩემიპიონი, სერეფ ეროღლუ და 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, პოლონელი რიჩარდ ვოლნი. 2004 წელს გამოტოვა ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ მონაწილეობა მიიღო იმავე წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებში. ეს ოლიმპიადა შავ ლაქად დარჩა მის კარიერაში. დამარცხდა გამანადგურებელი ანგარიშით 1-11 სერეფ ეროღლუსთან და მიიღო დისკვალიფიკაცია არასპორტული საქციელისათვის.

2005 წლიდან გადაინაცვლა ერთი საფეხურით უფრო მძიმე წონით კატეგორიაში. ახალ წონით კატეგორიაში ჭიდაობა თავიდან გაუჭირდა. ევროპის ჩემპიონატზე ვენაში აიღო მე-7 ადგილი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში - მე-10 ადგილი. 2006 წელს ევროპისა (მოსკოვში) და მსოფლიოს (გუანჯოუში) ჩემპიონატებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. 2007 წელს სოფიაში მოიგო თავისი მეორე საერთაშორისო ტიტული და გახდა ევროპის ჩემპიონი. იმავე წელს ცუდად გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბაქოში და მე-20 ადგილს დასჯერდა.
2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად წარმატებით გაიარა კვალიფიკაცია რომში. 2008 წლის 13 აგვისტოს კი, ფინალურ ორთაბრძოლაში დაამარცხა ჩინელი ჩან იონხიანი, გაიმარჯვა რა პირველ რაუნდში ანგარიშით 6-0 , მეორეში კი — 3-0 და გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. კვირკველიამ პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

2014 წლის 26 დეკემბრიდან არის საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი[1].
2004 წლამდე ასპარეზობდა 66 კგ წონითი კატეგორიაში, 2004 წლიდან — 74 კგ. წონითი კატეგორიაში.
2002 - მე-2 ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ფინეთი
2002 - მე-3 ადგილი , მსოფლიოს ჩემპიონატი, მოსკოვი
2003 - მე-5 ადგილი , ევროპის ჩემპიონატი, ბელგრადი
2003 - 1 ადგილი , მსოფლიოს ჩემპიონატი,
2004 - მე-3 ადგილი , მსოფლიოს თასი, ალმათი
2004 - დისკვალიფიკაცია, ოლიპიადა, ათენი,
2005 - მე-7 ადგილი , ევროპის ჩემპიონატი, ვარნა
2005 - მე-10 ადგილი , მსოფლიოს ჩემპიონატი, ბუდაპეშტი,
2006 - მე-3 ადგილი , ევროპის ჩემპიონატი, მოსკოვი
2006 - მე-3 ადგილი , მსოფლიოს ჩემპიონატი,
2007 - 1 ადგილი , ევროპის ჩემპიონატი, სოფია
2007 - მე-20 ადგილი , მსოფლიოს ჩემპიონატი, ბაქო
2008 - 1 ადგილი , ოლიპიური თამაშების კვალიფიკაცია, რომი
2008 - მე-2 ადგილი , ოქროს გრან-პრი, ბაქო
2008 - 1 ადგილი , პეკინის ოლიმპიური თამაშები



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 25.07.2022
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16