ბენედიქტე (ბარკალაია ვახტანგი) – (1834 – 23.12.1911, ხობის მონასტერი), სასულიერო მოღვაწე, იღუმენი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1834 წელს სამეგრელოში, სენაკის მაზრაში (ზუსტი ადგილი უცნობია), აზნაურის ოჯახში. მიღებული ჰქონდა დაწყებითი განათლება. იცოდა მცირეოდენი რუსული (სალაპარაკო). სამსახური მან სახალხო მილიციაში დაიწყო. 1858 წელს იუნკერმა ვ. ბარკალაიამ მონაწილეობა მიიღო სამხედრო ექსპედიციაში, რომელსაც რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში აწარმოებდა. ომის დროს, მილიცია ძირითადად წინა პოზიციებზე იბრძოდა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს ვახტანგი თავის ორ მეგობართან ერთად უღრან ტყეში იყო დაზვერვაზე და მტრის ალყაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი, ზურაბ კარტოზია, მძიმედ დაიჭრა. ყველას დაღუპვა ელოდა, მაგრამ უკუნეთმა ღამემ ხელი შეუშალა მტრის ძალებს. სწორედ ამ მძიმე წუთებში ვახტანგმა ღმერთს შესთხოვა, რომ თუ ის და მისი ამხანაგები გადარჩებოდნენ და სამშვიდობოს გავიდოდნენ, ბერად აღიკვეცებოდა და თავის სიცოცხლეს უფლის სამსახურში დაასრულებდა. მართლაც, გამთენიისას მოხდა სასწაული – მთიელები აღარ გამოჩენილან. მაშინ ვახტანგმა და მისმა მეგობარმა, დიმიტრი გაბუნიამ, დაჭრილი მეგობარი ზურგზე მოიკიდეს, 35 კმ. ფეხით ატარეს და მშვიდობით მიაღწიეს ძირითად ბანაკს. სამწუხაროდ, დაჭრილი ზურაბ კარტოზია მალევე გარდაიცვალა.
მოღვაწერობა ათონის მთაზე
ომიდან დაბრუნებულმა ვ. ბარკალაიამ ქ. სოხუმში ვაჭრობა წამოიწყო, რათა მცირეოდენი თანხა დაეგროვებინა და ღვთისადმი მიცემული ფიცი შეესრულებინა. რამდენიმე წელიწადში მან ყველაფერი გაყიდა და 1866 წელს პალესტინაში წმ. ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, იქიდან კი ათონის მთაზე მოხვდა, სადაც ქართულ მონასტერში მისულს მძიმე სურათი დახვდა. სავანე ბერძენ ბერებს მთლიანად ხელში ჩაეგდოთ და ქართველებს იქაურობას აღარ აკარებდნენ. ქართველი ბერთა მცირე ნაწილი ათონის მთის სხვადასხვა მონასტერში იყო გაფანტული. სამი მოხუცი ქართველი ბერი იქვე, მახლობლად, წმ. ილია წინასწარმეტყველის კელიაში ცხოვრობდა. ესენი იყვნენ: წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ძმა – სქემმონაზონი ბესარიონი (ქიქოძე), სქემმღვდელმონაზონი ქრისტეფორე (ახვლედიანი) და სქემმონაზონი გრიგოლი (რატიანი), რომლებიც მოხუცებულობის გამო უკიდურეს გაჭირვებასა და ტანჯვაში ცხოვრობდნენ. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სქემმონაზონ გრიგოლს ივირონის მონასტერში შესვლაც კი აკრძალული ჰქონდა.
საქართველოში დაბრუნებულმა ვ. ბარკალაიამ მორჩილ ბესარიონ ნოდიას დახმარებით იმერეთის ეპისკოპოს წმ. გაბრიელის (ქიქოძე), სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) და გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) ლოცვა-კურთხევით შეაგროვა საკმაოდ სოლიდური თანხა და 12 ქართველთან ერთად ათონის მთაზე ახალი ქართული სავანის დასაფუძნებლად გაემგზავრა. მართლაც, უდიდესი ძალისხმევის შედეგად მან მალევე შეძლო ათონის მთაზე სულიერი ცხოვრების აღორძინება. 1869 წელს ივირონის მახლობლად ვ. ბარკალაიამ შეიძინა მიტოვებული წმ. იოანე ღვთისმეტყველის სენაკი და იქ დაბინავდა, ვიდრე ქართველთა ძველ მონასტერს დაიბრუნებდნენ. ახალი სავანის აგებას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბერძენმა ბერებმა. მათ უარი განაცხადეს საშენი მასალის მიყიდვაზე, რამდენჯერმე დაანგრიეს აშენებული ტაძრის კედლები, ჩაანგრიეს მისასვლელი გზები და სხვ. დაახლოებით 1870 წელს ათონის მთის წმ. ილია წინასწარმეტყველის კელიაში მცხოვრებმა სქემმღვდელმონაზონმა ქრისტეფორემ ვ. ბარკალაია ბენედიქტეს სახელით ბერად აღკვეცა მცირე სქემაში. უცნობია, თუ სად მოხდა მისი კურთხევა დიაკვნისა და მღვდლის ხარისხში. აქედან იწყება ინტენსიური მუშაობა სავანეში ძველი ქართული სამონასტრო ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის.
იმ პერიოდში მთელ საქართველოში რუსი ეგზარქოსების მიერ განხორციელებული რეფორმების გამო ქართული მონასტრების მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ცვლილებები შეეხო სამონასტრო ცხოვრების ყველა ასპექტს, უმთავრესად კი – მის საარსებო წყაროს. რუსეთის საეკლესიო ადმინისტრაციის რეფორმამ უსამართლოდ ჩამოართვა საქართველოს მონასტრებს მრავალსაუკუნოვანი კუთვნილი ქონება და ამით დამოუკიდებლად არსებობის ყველა საშუალება მოუსპო. უფლებააყრილი მონასტრებისათვის არათუ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვა, არამედ ბერთა კრებულის შენახვაც კი შეუძლებელი გახდა. ბევრ ქართველ ბერს უჭირდა უკანონობასთან შეგუება და როდესაც ათონის წმ. მთის ქართველთა სავანეში მღვდელმონაზონ ბენედიქტეს მიერ ქართველი მოღვაწეთა თავმოყრის შესახებ ხმა გავრცელდა, მრავალ მათგანს გაუჩნდა იქ გამგზავრების სურვილი.
საქართველოს ყველა კუთხიდან მიეშურებოდნენ ბერები ათონზე სამოღვაწეოდ. გელათის, ჯრუჭის, კაცხის, მარტვილის, ხობის, გარეჯის, შუამთის ბერებმა სამშობლოსაგან შორს პოვეს მყუდრო თავშესაფარი. რუსული ეკლესიის წმ. სინოდის მმართველობა ათონის მთაზე არ ვრცელდებოდა. წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანე ქართველი მოღვაწეთათვის თავისუფალ საქართველოზე მლოცველთა სულიერი კუნძული შეიქნა. აღდგა მწიგნობრობა, კალიგრაფია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული სამხმიანი გალობის გამართვას. ბენედიქტეს საეკლესიო გალობის სათანადოდ მოწესრიგება ძალზე ესახელებოდა. ეს კარგად ჩანს მისი ერთ-ერთი წერილიდან: „ინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმან ისევე თავის წილხდომილი წრფელი ქართველნი მრჩობლ განამრავლოს და ვართ დღეს ოცდახუთი ქართველნი ბერებნი სამი მღვდელ მონაზონნი მწყობრნი ქართულით მგალობელნი“.
ათონის ივერთა მონასტრის ბერძენი ბერები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ათონზე ქართველთა გამრავლებას, რადგან იცოდნენ, ადრე თუ გვიან მოუწევდათ კანონიერ მემკვიდრეთათვის ივერთა მონასტრის მმართველობის გადაცემა. ქართველთა სავანემ მალე გაითქვა სახელი ათონის მთაზე. უჩვეულო კეთილხმოვანებით გამორჩეულმა გალობამ ბევრი დააინტერესა: „დავიწყებული ათონსა ზედა სახელი ივერიელთა აწ მადლითა ღვთისათა ცნობილ არს, და ჟამსა მცირესა სავანისა ამის არსებობისა ღვაწლი მონასტრისა ამის გამოჩნდების, რამეთუ სავანესა ამას შინა აწ მოგონებულ და განწყობილ არს დავიწყებული მამულისა ჩვენსა შინა საუცხოო საეკლესიო გალობა ქართული, ვითარცა ძველთა კათალიკოსთა ჩვენთა სობოროსა შინა და საუცხოვო განწყობილებითა და ტკბილ ხმოვანებითა გალობა ესე აწ ცნობილ იქმნა და ბერძენთა და რუსთა მიერ ათონისათა ფრიად საჩინო და მოწონებულ, რამეთუ ხორანი ქართველთა მგალობელთაგანი ტკბილსმენელობასა მისთვის მიწვეულ იქმნებიან ტაძართა შინა დიდთა ათონის მონასტერთა ბერძენთა და რუსთა მიერ, რომელნიცა აწ განკვირდებიან წარჩინებულისა და ტკბილ-სასმენსა ამას გალობასა ზედა,“ – წერდა ბენედიქტე 1880 წ.
ბენედიქტემ თავის თანაშემწე სქემმღვდელმონაზონ იონასთან (ხოშტარია) ერთად აღადგინა მრავალი კეთილი ტრადიცია, რომელიც სათავეს წმ. გიორგი მთაწმინდის დროიდან იღებდა. მან საქართველოში მოიძია ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები და ათონის სავანის ხარჯით მათ საფუძვლიანი განათლება მიაღებინა. აქვე ხდებოდა უძველესი ქართული ხელნაწერების გადაწერა. მონასტერში მოღვაწე ბერები ნაყოფიერად მუშაობდნენ და გულმოდგინედ ამრავლებდნენ ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერთა ასლებს, სხვადასხვა სასულიერო შინაარსის მქონე წიგნებს და საქართველოში გზავნიდნენ გამოსაცემად. ამ საქმით იყო დაკავებული ათონზე ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი სქემმღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია), რომელიც სწორედ მამა ბენედიქტემ წაიყვანა ათონზე კარგი და ლამაზი კალიგრაფიის გამო.
ბენედიქტე ბევრს მოგზაურობა და რუსეთსა და სტამბოლში, ასევე საქართველოში, რათა მაშინდელ უმაღლეს საერო და სასულიერო ხელისუფლებას ყურადღება მიეპყრო ქართველთა გაჭირვებული მდგომარეობისათვის. იგი სწერდა რუს და ქართველ გამოჩენილ მოღვაწეებს და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომელშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებას ივერთა სავანის დაარსება-განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამღვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა კანონიერი უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ.
1879 წელს ბენედიქტემ ქართველი ბერთა სახელით განცხადებით მიმართა მთავრობის ადგილობრივ ორგანოებსა და საქართველოს მთავარმართებელს ივერთა მონასტრის დაბრუნების შესახებ. 1879 წწლის 22 მაისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებამ განიხილა საკითხი, დაგმო ბერძენი ბერების მტაცებლური ძალადობა და ერთხმად დაადგინა: თავად-აზნაურთა წინამძღოლმა იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა ივერთა ლავრა დაუბრუნდეს ქართველი ბერთა ძმობას, ამასთანავე, ქართველ ბერებს მიეცეს უფლება მონასტრის იმ უძრავი ქონებით სარგებლობისა, რომელიც ჩვენს მეფეებს და, საეროდ, წინაპრებს სხვადასხვა საუკუნეში შეუწირავთ ივერთა ლავრისათვის.
მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გართულდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ქართული საზოგადოებისა თუ რუსული საერო და სასულიერო ხელისუფლების მხარდაჭერამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ბერძნები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ქართველთა ნაკვალევის მოსპობა-განადგურებას შეუდგნენ. ერთი ათონური ხელნაწერის ცნობით, 1883 წელს „ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფის და დედოფლების სახელი ამოხოცეს და ბერძნის დაწერეს, ვითომცა მათი მეფეები ყოფილიყოს. თორნიკეც ამოხოცეს“.
ბენედიქტეს ძალისხმევითა და მონდომებით XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართველთა სავანეში უკვე 50-ზე მეტი ქართველი ბერმონაზონი მოღვაწეობდა. მიუხედავად მწირველი მოძღვრების ნაკლებობისა (სამ-ოთხ კაცზე მეტი არ იყვნენ), წირვა-ლოცვა ყოველდღიურად აღესრულებოდა.
ათონის ქართველთა ახალი სავანე უამრავ შემოწირულებას იღებდა, რადგან ათონზე ცხოვრება და არსებობა დიდ ფინანსებს მოითხოვდა. სწორედ ამ პერიოდში ქართველმა ბერებმა კიდევ ერთხელ მიმართეს დახმარებისათვის რუსეთის მთავრობას, რომელმაც შეიწყნარა მათი თხოვნა და იმ შემოსავლებიდან, რომელიც ივერთა მონასტერს. ეძლეოდა როგორც დახმარება, 300 თუმანი განუწესა. ათონელმა ბერძნებმა მთავრობისგანაც მიიღეს ბრძანება, რომ ქართველები არ შეეწუხებინათ, მაგრამ ეს ყოველივე ამაო აღმოჩნდა. ისინი აიძულებდნენ ქართველებს, დაეტოვებინათ ათონის მთა, არ აძლევდნენ ნებას, გამოეყენებინათ შეშა, წყალი, აღედგინათ დაზიანებული შენობები.
მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტემ დიდი ამაგი დასდო ქართველთა მონასტერს, მას თანამოძმეებისგანაც მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუხდა. ზოგიერთებმა ფულის მითვისება დააბრალეს, ასევე განიკითხავდნენ მონასტერში ხშირად არყოფნის გამო. ამას გარდა, მოძღვარს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს – ჟურნალ „მწყემსის“ რედაქციამ იგი მატყუარად, მძარცველად და „შინაურ აშინოველად“ გამოაცხადა. ამ ცილისწამებისათვის ბენედიქტემ „ივერიის“ რედაქციას წერილით მიმართა და მკითხველს თავისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ივერთა მონასტრისათვის ასე განუმარტა: „ვისაც ქრისტეს სარწმუნოება და სამშობლო უყვარს, იმას ეცოდინება ჩემი მოღვაწეობა ჩემს მიერ აშენებულ სავანისათვის და ღვაწლი ივერთა მონასტრის ამოგებისათვის“.
ცხოვრების უკანასკნელი წლები
XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ბენედიქტე საქართველოშია. იგი სამეგრელოში, ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების მონასტერში აგრძელებს მოღვაწეობას.
1900 წლის 30 მარტს წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე, მღვდელმონაზონი ბენედიქტე გარეჯის ლავრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის პატივში იქნა აღყვანილი.
1901 წლის 18 აგვისტოს წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე, ბენედიქტე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან და სამეგრელოში ხობის მონასტრის უშტატო წევრად დაინიშნა.
საქართველოში ყოფნისას იგი დროს უქმად არ კარგავ და. ქართველი ბერთა მიმოსვლა და კავშირი ათონთან რომ არ შეწყვეტილიყო, მან რუსეთის მთავრობასა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) სთხოვა, ხობის მამათა მონასტრის ეზოში ორსართულიანი შენობის აგება, რომელიც ათონის წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის დაქვემდებარებაში იქნებოდა. მისი აზრით, ხობის მონასტერი „მთელ კუთხეს საუნჯედ შეექმნებოდა“ და ვისაც ათონზე წასვლა არ შეეძლო, სამონასტრო ცხოვრებას ამ მონასტერში გაივლიდა. აი, რას წერდა იგი ეპისკოპოს ალექსანდრეს 1902 წლის სექტემბერში: „როგორც თქვენს მეუფებას მოეხსენება, უძველესი დროიდან ათონის მთის სავანეებს გააჩნდათ თავისი მეტოქეები საქართველოში, რითაც ხორციელდებოდა ცხოველი კავშირი ათონის მთის მონასტრებსა და ქართულ სავანეებს შორის. ამის წყალობით, ათონის მთის მკაცრი და ასკეტური ცხოვრების ბერული წესი საქართველოშიც აღწევდა და განამტკიცებდა აქაურ მოღვაწეებს ქრისტეს მსახურებაში. სამწუხაროდ, უკანასკნელ საუკუნეებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ტრადიცია მოშალა და მეტოქეებიც გავერანდა და დაცარიელდა. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვრთოთ ნება ხობის მონასტრის ეზოში ავაშენოთ ორსართულიანი შენობა, სადაც გვექნება საშუალება ათონის მთის ბერებს საქართველოში მყოფობის ჟამს ვიცხოვროთ იქ, და ჩვენი არყოფნის პერიოდში კი ხობის მონასტრის საძმო გამოიყენებდა ამ შენობას თავისი შეხედულებისამებრ. ამჟამად მეც ამ მონასტერში ვდგევარ. ეს კარგი იდეა არანაირად არ იმოქმედებს ხობის მონასტერზე უარყოფითად, პირიქით, მხოლოდ სიკეთეს მოუტანს მას. ამასთანავე, წარმოგიდგენთ გეგმას ორსართულიანი შენობისას და უმდაბლესად გთხოვთ დაგვრთოთ ნება და ვიწყოთ მშენებლობა უახლოეს პერიოდში“.
ეპისკოპოს ალექსანდრეს მოეწონა ბენედიქტეს განზრახვა და 1902 წლის 28 ოქტომბერს დართო მშენებლობის დაწყების ნება, მაგრამ ხობის მონასტრის იმჟამინდელი წინამძღვრის უარის გამო და ისევ ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორის ჩარევით ეს კეთილი წამოწყება ჩაიშალა.
XX საუკუნის დასაწყისში ათონის მთის პრობლემებით დაინტერესდა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ხახანაშვილი, რომელმაც იმოგზაურა წმ. მთაზე. მან ქართველი ბერების მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია და გაზეთში „პეტერბურგის უწყებანი“ შესაბამისი წერილიც გამოაქვეყნა სათაურით: „როგორ უნდა გათავდეს ბერძენთა და ქართველთა საქმე ძველს ათონზე“.
ბენედიქტე გამოეხმაურა ამ სტატიას და წერილიც მისწერა ცნობილ მეცნიერს. ბენედიქტეს იმედი ჰქონდა, რომ პირადად შეხვდებოდა ა. ხახანაშვილს, მაგრამ ეს არ ეღირსა – 1911 წლის შემოდგომაზე მას მოულოდნელად დამბლა დაეცა და სამი თვის ავადმყოფობის შემდეგ, იმავე წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა.
გ. მაჩურიშვილი
Logo1.JPG ბენედიქტე მრავალმნიშვნელოვანი
წყაროები და ლიტერატურა
„დროება“, 1880, №126, №127, №128, 1882, №226, 236, №267-268;
„მწყემსი“, 1889, №12;
„საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანი“, 1900, №11; 1901, №19-20;
„შინაური საქმეები“, 1912, №1;
სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №52851.
„საპატრიარქოს უწყებანი“, 2012, №21;
Натроев A., Иверский монастырь на Афоне, вь Турции, на одном из выступов Халкидонского полуострова, Tфл., 1910.
საპატრიარქოს უწყებანი N21 31მაისი-6ივნისი, 2012წ გვ.17
სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) 1834-1911
„ვისაც ქრისტეს სარწმუნოება და სამშობლო უყვარს“
სქემიღუმენი ბენედიქტე, ერისკაცობაში -– ვახტანგ (ვახტა) ბარკალაია, 1834 წელს სამეგრელოში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა მცირეოდენი საერო განათლება. კარგად იცოდა რუსული სალაპარაკო ენა, რის გამოც 1857 წელს, სამეგრელოში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, მთარგმნელად მუშაობდა. ერთი პერიოდი ქ. სოხუმში ვაჭრობას მიჰყო ხელი, რამაც კარგი შემოსავალი მოუტანა. 1866 წელს ვახტანგი პალესტინაში წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, იქიდან კი ათონის წმინდა მთაზე მოხვდა, სადაც ივერონის მონასტერშიმისულს მძიმე სურათი დახვდა. სავანე ბერძენ ბერებს მთლიანად ხელში ჩაეგდოთ და ქართველებს იქაურობას აღარ აკარებდნენ. ქართველ ბერთა მცირე ნაწილი ათონის მთის სხვადასხვა მონასტრში გაფანტულიყო. სამი მოხუცი ქართველი ბერი იქვე, მახლობლად, წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის კელიაში ცხოვრობდა. ესენი იყვნენ: გაბრიელ ეპისკოპოსის ძმა სქემმონაზონი ბესარიონი (ქიქოძე), სქემმლვდელმონაზონი ქრისტეფორე (ახვლედიანი) და სქემმონაზონი გრიგოლი (რატიანი), რომლებიც მოხუცებულობის გამო უკიდურესი გაჭირვებით ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, სქემმონაზონ გრიგოლს ივერონის მონასტერში შესვლაც კი აკრძალული ჰქონდა. გასაოცარი გახლდათ ბერძენი ბერების ამგვარი მოქმედება, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქართველოში დიდი პატივით იყვნენ მიღებული ბერძენი არქიმანდრიტები, რომლებიც საქართველოში ქრისტეს საფლავის ადგილ-მამულებს განაგებდნენ. საქართველოში დაბრუნებულმა ვახტანგ ბარკალაიამ, მორჩილ ბესარიონ ნოდიას დახმარებით, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე), სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) და გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) ლოცვა-კურთხევით საკმაოდ სოლიდური თანხა შეაგროვა და 12 ქართველთან ერთად ათონის მთაზე ახალი ქართული სავანის დასაფუძნებლად გაემართა. მართლაც, უდიდესი ძალისხმევისა და ბრძოლის შედეგად ვახტანგმა მალევე შეძლო ათონის მთაზე სულიერი ცხოვრების აღორძინება. 1869 წელს ივერონის მახლობლად მან შეიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მიტოვებული სენაკი და იქ დაბინავდა, ვიდრე ივერთა ძველ მონასტერს დაიბრუნებდნენ. ახალი სავანის აგებას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბერძენმა ბერებმა. მათ უარი განაცხადეს საშენი მასალის მიყიდვაზე, რამდენჯერმე დაანგრიეს აშენებული ტაძრის კედლები, ჩაანგრიეს გზები და სხვ. დაახლოებით 1870 წელს ათონის მთის წმინდა ილია წინასწარმეტყველის კელიაში მცხოვრებმა სქემმლვდელ-მონაზონმაქრისტეფორემ ვახტანგი ბენედიქტეს სახელით ბერად აღკვეცა მცირე სქემაში. უცნობია, თუ სად მოხდა მისი კურთხევა დიაკვნისა და მღვდლის ხარისხში. აქედან იწყება ინტენსიური მუშაობა სავანეში ძველი ქართული სამონასტრო ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის. იმ პერიოდში მთელ საქართველოში რუსი ეგზარ-
ხობის მამათა მონასტრის საძმო 1910-იანი წლები; მარცხნიდან სხედან: მღვდელ-მონაზონი ლუკა (ნადარეიშვილი, შემდგომში - არქიმანდრიტი), მღვდელ.მონაზონი დიონისე (ათონზე ნამყოფი ბერად), სავარაუდოდ, მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დიმიტრი (პარკაია), უცნობი მღვდელ.მონაზონი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (გობეჩია) და ბერდიაკონი ალექსი (მირცხულავა, შემდგომში - არქიმანდრიტი).
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 31მაისი-6ივნისი, 2012წ გვ.18
სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) 1834-1911 (გაგრძელება)
ქოსების მიერ განხორციელებული რეფორმების გამო ქართული მონასტრების მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ცვლილებები შეეხო სამონასტრო ცხოვრების ყველა ასპექტს, უმთავრესად კი, მის საარსებო წყაროს. რუსული საეკლესიო ადმინისტრაციის რეფორმამ უსამართლოდ ჩამოართვა საქართველოს მონასტრებს მრავალსაუკუნოვანი კუთვნილება და ამით დამოუკიდებლად არსებობის ყველა საშუალება მოუსპო. უფლებააყრილი მონასტრებისათვის არათუ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვა, არამედ ბერთა კრებულის შენახვაც კი შეუძლებელი გახდა. ბევრ ქართველ ბერს უჭირდა უკანონობასთან შეგუება და როდესაც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში მღვდელ-მონაზონ ბენედიქტეს მიერ ქართველ მოღვაწეთა თავმოყრის შესახებ ხმა გავრცელდა, მრავალ მათგანს გაუჩნდა იქ გამგზავრების სურვილი. საქართველოს ყველა კუთხიდან მიეშურებოდნენ ბერები ათონზე სამოღვაწეოდ. გელათის, ჯრუჭის, კაცხის, მარტვილის, ხობის, დავით გარეჯის, შუამთის ბერებმა სამშობლოსაგან შორს ჰპოვეს მყუდრო თავშესაფარი. რუსეთის წმინდა სინოდის მმართველობა ათონის მთაზე არ ვრცელდებოდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე ქართველ მოღვაწეთათვის თავისუფალ საქართველოზე მლოცველთა სულიერი კუნძული შეიქნა. აღდგა მწიგნობრობა, კალიგრაფია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ქართული გალობის გამართვას დაეთმო. მამა ბენედიქტეს საეკლესიო გალობის სათანადოდ მოწესრიგება ძალზე ესახელებოდა. ეს კარგად ჩანს მისი ერთ-ერთი წერილიდან: „ინება ყოვლად წმიდა ღვთის მშობელმან ისევე თავის წილხდომილი წრფელი ქართველნი მრჩობლ განამრავლოს და ვართ დღეს ოცდახუთი ქართველნი ბერებნი სამი მღვდელ მონაზონნი მწყობრნი ქართული მგალობელნი". ივერთა მონასტრის ბერძენი ბერები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ათონზე ქართველთა გამრავლებას, რადგან იცოდნენ, ადრე თუ გვიან მოუწევდათ კანონიერ მემკვიდრეთათვის ივერთა მონასტრის მმართველობის გადაცემა. ქართველთა სავანემ მალე გაითქვა სახელი ათონის მთაზე. უჩვეულო კეთილხმოვანებით გამორჩეულმა გალობამ ბევრი დააინტერესა: ,,დავიწყებული ათონსა ზედა სახელი ივერიელთა აწ მადლითა ღვთისათა ცნობილ არს, და ჟამსა მცირესა სავანისა ამის არსებობისა ღვაწლი მონასტრისა ამის გამოჩნდების, რამეთუ სავანესსა ამას შინა აწ მოგონებულ და განწყობილ არს დავიწყებული მამულისა ჩვენსა შინა საუცხოო საეკლესიო გალობა ქართული, ვითარცა ძველთა კათალიკოსთა ჩვენთა სობოროსა შინა და საუცხოვო განწყობილებითა და ტკბილხმოვანებითა გალობა ესე აწ ცნობილ იქმნა და ბერძენთა და რუსთა მიერ ათონისათა ფრიად საჩინო და მოწონებულ, რამეთუ ხორანი ქართველთა მგალობელთაგანი ტკბილსმენელობასა მისთვის მიწვეულ იქმნებიან ტაძართა შინა დიდთა ათონის მონასტერთა ბერძენთა და რუსთა მიერ, რომელნიცა აწ განკვირდებიან წარჩინებულისა და ტკბილსასმენსა ამას გალობასა ზედა,“ –– წერდა მამა ბენედიქტე 1880 წელს. მამა ბენედიქტემ თავის თანაშემწე სქემმლვდელმონაზონ იონასთან (ხოშტარია) ერთად აღადგინა მრავალი კეთილი ტრადიცია, რომელიც სათავეს წმინდა გიორგი მთაწმინდელის დროიდან იღებდა. მან საქართველოში მოიძია ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები და ათონის სავანის ხარჯით მათ საფუძვლიანი განათლება მიაღებინა. აქვე ხდებოდა უძველესი ქართული ხელნაწერების გადაწერა. მონასტერში მოღვაწე ბერები ნაყოფიერად მუშაობდნენ და გულმოდგინედ ამრავლებდნენ ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებს, სხვადასხვა სასულიერო შინაარსის მქონე წიგნებს, და საბოლოოდ, საქართველოში გზავნიდნენ გამოსაცემად. ამ საქმით იყო დაკავებული ათონზე ქართული ეკლესიის მიერ ამჟამად წმინდანად შერაცხილი სქემმღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია), რომელიც სწორედ მამა ბენედიქტემ წაიყვანა ათონზე კარგი და ლამაზი კალიგრაფიის გამო. იღუმენი ბენედიქტე ბევრს მოგზაურობდა რუსეთსა და სტამბოლში, ასევე საქართველოში, რათა მაშინდელ უმაღლეს საერო და სასულიერო ხელისუფლებას ყურადღება მიეპყრო ქართველთა გაჭირვებული მდგომარეობისათვის. იგი წერდა რუს და ქართველ გამოჩენილ მოღვაწეებს და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომლებშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებას ივერიის სავანის დაარსება-განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამლვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა კანონიერი უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ. 1879 წელს მამა ბენედიქტემ ქართველ ბერთა სახელით განცხადებით მიმართა მთავრობის ადგილობრივ ორგანოებსა და საქართველოს მთავარმართებელს ივერთა მონასტრის დაბრუნების შესახებ. 1879 წლის 22 მაისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებამ განიხილა საკითხი, დაგმო ბერძენი ბერების მტაცებლური ძალადობა და ერთხმად დაადგინა: თავად-აზნაურთა წინამძღოლმა იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა ივერთა ლავრა დაუბრუნდეს ქართველ ბერთა ძმობას, ამასთანავე, ქართველ ბერებს მიეცეთ უფლება მონასტრის იმ უძრავი ქონებით სარგებლობისა, რომელიც ჩვენს მეფეებს, და საერთოდ, წინაპრებს სხვადასხვა საუკუნეში შეუწირავთ ივერთა ლავრისათვის. მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ქართვეული საზოგადოებისა და რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მხარდაჭერამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ბერძნები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ქართველთა ნაკვალევის მოსპობა-განადგურებას შეუდგნენ. ერთი ათონური
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 31მაისი-6ივნისი, 2012წ გვ.19
სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) 1834-1911 (გაგრძელება)
ხელნაწერის ცნობით, 1883 წელს „ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფის და დედოფლების სახე- ლი ამოხოცეს და ბერძნის დაწერეს, ვითომცა მათი მეფეები ყოფილიყოს. თორნიკეც ამოხოცეს“. მამა ბენედიქტეს ძალისხმევითა და მონდომებით XIX ს-ის მიწურულსა და XX ს-ის დასაწყისში ქართველთა სავანეში უკვე 50-ზე მეტი ქართველი ბერმონაზონი მოღვაწეობდა. მიუხედავად მწირველი მოძღვრების ნაკლებობისა (სამ-ოთხ კაცზე მეტი არ იყვნენ), წირვა-ლოცვა ყოველდღიურად . აღესრულებოდა. ათონის მთის ქართველთა ახალი სავანე უამრავ შეწირულებას იღებდა, რადგან ათონზე ცხოვრება და არსებობა დიდ ფინანსებს მოითხოვდა. სწორედ ამ პერიოდში ქართველმა ბერებმა კიდევ ერთხელ მიმართეს დახმარებისათვის რუსეთის მთავრობას, რომელმაც შეიწყნარა მათი თხოვნა და იმ შემოსავლებიდან, რომელიც ივერთა მონასტერს ეძლეოდა, როგორც დახმარება, 300 თუმანი განუწესა. ათონელმა ბერძნებმა ოსმალეთის მთავრობისგანაც მიიღეს ბრძანება, რომ ქართველები არ შეეწუხებინათ, მაგრამ მათი ძალადობის წინაშე ეს ყოველივე ამაო აღმოჩნდა. ისინი აიძულებდნენ ქართველებს, დაეტოვებინათ ათონის მთა, არ აძლევდნენ ნებას გამოეყენებინათ შეშა, წყალი, აღედგინათ დაზიანებული შენობები. მიუხედავად იმისა, რომ მამა ბენედიქტემ დიდი ამაგი დასდო ქართველთა მონასტერს, მას თანამოძმეებისგანაც მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუხდა. ზოგიერთებმა მას ფულის მითვისება დააბრალეს, ასევე განიკითხავდნენ მონასტერში ხშირად არყოფნის გამო და მოძღვარს დიდი განსაცდელები დაატყდა თავს. ჟურნალ „მწყემსის“ რედაქციამ იგი მატყუარად, მძარცველად და „შინაურ აშინოველად“ გამოაცხადა. ამ ცილისწამებისათვის მამა ბენედიქტემ „ივერიის“ რედაქციას წერილით მიმართა და მკითხველს თავისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ივერთა მონასტრისათვის განუმარტა: „ვისაც ქრისტეს სარწმუნოება და სამშობლო უყვარს, იმას ეცოდინება ჩემი მოღვაწეობა ჩემს მიერ აშენებულ სავანისათვის და ღვაწლი ივერთა მონასტრის ამოგებისათვის“. XIX საუკუნის 90-იან წლების ბოლოს მამა ბენედიქტე საქართველოშია. იგი სამეგრელოში, ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მონასტერში აგრძელებს მოღვაწეობას. 1900 წლის 30 მარტი-10 აპრილის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ნახარებაოს მონასტრის სქემმლვდელ-მონაზონი ბენედიქტე დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 1901 წლის 8-18 აგვისტოს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, მამა ბენედიქტე ავადმყოფობის გამო წინამძღვრობიდან გადადგა და სამეგრელოში ხობის მონასტრის უშტატო წევრად დაინიშნა. საქართველოში ყოფნისას იგი დროს უქმად არ კარგავდა. ქართველ ბერთა მიმოსვლა და კავშირი ათონზე რომ არ შეწყვეტილიყო, ამისათვის მან რუსეთის მთავრობას და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) სთხოვა, ხობის მამათა მონასტრის ეზოში აშენებულიყო ორსართულიანი შენობა, რომელიც ათონის მთის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრის დაქვემდებარებაში იქნებოდა. მისი აზრით, ხობის მონასტერი „მთელ კუთხეს საუნჯედ შეექმნებოდა“ და ვისაც ათონზე წასვლა არ შეეძლო, სამონასტრო ცხოვრებას ამ მონასტერში გაივლიდა. აი, რას წერდა იგი ეპისკოპოს ალექსანდრეს 1902 წლის სექტემბერში: „როგორც თქვენს მეუფებას მოეხსენება, უძველესი დროიდან ათონის მთის სავანეებს გააჩნდათ თავისი მეტოქეები საქართველოში, რითაც ხორციელდებოდა ცხოველი კავშირი ათონის მთის მონასტრებსა და ქართულ სავანეებს შორის. ამის წყალობით, ათონის მთის მკაცრი და ასკეტური ცხოვრების ბერული წესი საქართველოშიც აღწევდა და განამტკიცებდა აქაურ მოღვაწეებს ქრისტეს მსახურებაში. სამწუხაროდ, უკანასკნელ საუკუნეებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ტრადიცია მოშალა და მეტოქეებიც გავერანდა და დაცარიელდა. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვრთოთნება ხობის მონასტრის ეზოში ავაშენოთ ორსართულიანი შენობა, სადაც გვექნება საშუალება ათონის მთის ბერებს საქართველოში მყოფობის ჟამს ვიცხოვროთ იქ, და ჩვენი არ ყოფნის პერიოდში კი ხობის მონასტრის
21-3 საპატრიარქოს უწყებანი N21 31მაისი-6ივნისი, 2012წ გვ.20
სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) 1834-1911 (დასასრული)
საძმო გამოიყენებდა ამ შენობას თავისი შეხედულებისამებრ.
ამჟამად მეც ამ მონასტერში ვდგევარ. ეს კარგი იდეა არანაირად არ იმოქმედებს ხობის მონასტერზე უარყოფითად, პირიქით, მხოლოდ სიკეთეს მოუტანს მას. ამასთანავე, წარმოგიდგენთ გეგმას ორსართულიანი შენობისას და უმდაბლესად გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, დავიწყოთ მშენებლობა უახლოეს პერიოდში“. ეპისკოპოს ალექსანდრეს ” მოეწონა მამა ბენედიქტეს განზრახვა და 1902 წლის 28 ოქტომბერს დართო ნება მშენებლობის ” დასაწყებად, მაგრამ ხობის მონასტრის იმჟამინდელი წინამძღვრის უარის გამო და ისევ ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორის ჩარევით ეს კეთილი წამოწყება ჩაიშა- ლა. XX საუკუნის დასაწყისში ათონის მთის პრობლემებით დაინტერესდა ცნობილი ქართველი მეცნიერი და მკვლევარი ალექსანდრე ხახანაშვილი, რომელმაც იმოგზაურა წმინდა მთაზე. ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველი ბერების მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია და გაზეთ „პეტერბურგის უწყებანში“ შესაბამისი წერილიც გამოაქვეყნა სათაურით: „როგორ უნდა გათავდეს ბერძენთა და ქართველთა საქმე ძველს ათონზე“. მამა ბენედიქტე გამოეხმაურა ამ სტატიას და წერილიც მისწერა ცნობილ მეცნიერს: „თქვენო მაღალშობილებავ, მოწყალევო ხელმწიფევ ალექსანდრე სოლომონის ძევ ხახანაშვილო, მადლი კურთხევით გიკითხავთ უზენაესისა განგებასა, ვითხოვთ თქვენსა უვნებელსა ცხოვრებასა, თქვენი კეთილითურთ. თქვენ ათონისა მიწაზე ბრძანებულხართ ქართველთა ჩვენ სავანეში, და საწყალი ჩვენი მდგომარეობაცა გიხილავთ, როგორცა მწერს მამა იონა, ჩემი თანაშემწე, მონაწილეობასა შეძლებისადაგვარათ, როგორცა მამულის ერთგული ღებულობთ ჩვენი წინააღმდეგი, ბერძნისა ძმებისაგან შეიწროებასა. მაგრამა ძმებსა ვერ მოუხსენებიათ, სწორედ, რადგან იმათ საქმისაგანი არ იციან, ჩვენ ახლა ვთხოულობთ... იანვრის ოცამდის იმერეთში საქმეებისათვის დავრჩე მერმე გრანიცაში გეახლები“. სამწუხაროდ, იღუმენი ბენედიქტე ვერ ელირსა ალექსანდრე ხახანაშვილთან შეხვედრას. 1911 ” წლის შემოდგომაზე მას მოულოდნელად დამბლა დაეცა და ორი-სამი თვის ავადმყოფობის შედეგად, ამავე წლის 23 დეკემბერს აღესრულა. ჟურნალი „შინაური საქმეები“ გამოეხმაურა მის გარდაცვალებას და 1912 წლის პირველ ნომერში მცირე ნეკროლოგიც მიუძღვნა მას: 23 დეკემბერს გარდაიცვალა ცნობილი მღვდელ- მონაზონი ბენედიქტე (სოფელში ვახტა ბარკალაია). განსვენებულმა ძველ ათონზე ბერძნებისაგან შეიძინა და განაახლა ყოფილი ქართველთა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი. ბევრი იღვაწა, რომ ეს სავანე უზრუნველეყო ნივთიერად და მასთან დაებრუნებია დიდებული ივერიის მონასტერიც. ბევრი შეცდომა მოუვიდა მას ამ ეკლიან გზაზე, ბევრი შეიძლება თითონაც დააშავა, მაგრამ ერთი კი უეჭველია, რომ მან ჩასდგა საძირკველი და შესაძლებელი გახადა ბერძნის ბერებთან ბრძოლა და მათგან ივერიის მონასტრის დაბრუნების სურვილი აღძრა ქართველთა შორის. დღეს ამ საქმეზე მუშაობს ბევრი ჭეშმარიტი ქართველი და ვინ იცის, შეიძლება შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართველი მოღვაწენი ხელახლა ააყვავებენ ჩვენ დედამონასტერს, რომელსაც ამდენი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი სამშობლოს სარწმუნოების ზნეობრივად აღზრდა-განვითარებაში. განსვენებული არ ყოფილა ნასწავლი კაცი და ამ ზომამდე მოიყვანა საქმე, ეხლა ურიგო არ იქნება, რომ ამ საქმეს სათავეში ჩაუდგებოდეს და აწარმოებდეს ადგილობრივ ვინმე ჩვენი ნასწავლი ბერთაგანი. ეჭვგარეშეა, რომ ამით იგი მეტ მადლს ჩაიდენს და მეტ სახელს დაიმსახურებს ჩვენი ერის ისტორიაში, ვიდრე სხვა სამსახურით. სამკალი მზათაა, თუ მომკალი გამოჩნდება“.