სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გავაშელიშვილი მიხეილ თევდორეს ძე 1855-1912წწ მღვდელი დაბ. სოფ. ღები, ონი გავაშელიშვილი მიხეილ თევდორეს ძე 1855-1912წწ მღვდელი დაბ. სოფ. ღები, ონი

1855-1912 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გავაშელიშვილი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

310       ბეჭდვა

გავაშელიშვილი მიხეილ თევდორეს ძე 1855-1912წწ მღვდელი დაბ. სოფ. ღები, ონი

გავაშელიშვილი მიხეილ – (1855, სოფ. ღები, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია (ახლანდელი ონის მუნიციპალიტეტი, – 22.03.1912, ქ. ქუთაისი), მღვდელი, პედაგოგი, პუბლიცისტი.


დაიბადა მღვდელ თეოდორე გავაშელიშვილის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა. ცოდნის გაღრმავების მიზნით მან სწავლა თბილისში, იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა. გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში შეისწავლა. 1881 წ. 29 აგვისტოს ქუთაისის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელმა (ქიქოძე) გავაშელიშვილი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 6 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიურ კუთხეში, ღების მაცხოვრის ტაძარში განაწესა. 1888 წ. გავაშელიშვილი იმერეთის საეპარქიო მმართველობის რაჭის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1889 წ. 20 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1890 წ. 19 დეკემბერს, ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, იგი ონის მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა.

გავაშელიშვილის ზედამხედველობის პერიოდში მისი გულმოდგინე შრომისა და მეცადინეობის შედეგად ხუთი ახალი სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა კუდაროში, ძეგლევში, ფუტიეთში, შავრასა და ხონჭიორში.

1893 წ. გავაშელიშვილის ეკლესიის ერთგული სამსახურისთვის სკუფია უბოძეს. 1897 წ. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიაში ჩატარებულ პირველ საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ამავე წლის 13 ივნისს სამკერდე ვერცხლის მედალი ებოძა. 1898 წ. 6 ივნისს კამილავკით, ხოლო 1903 წ. 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

გავაშელიშვილი თანამშრომლობდა იმჟამად გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან. მრავალი საინტერესო ისტორიულ-ეთნოგრაფიული, პედაგოგიური ხასიათის მასალა გამოაქვეყნა გაზ. „ივერიასა“ და სასულიერო ჟურნალ „მწყემსში“ („მიხაკო ღებელის“ და „რივნის თაველის“ ფსევდონიმებით). პრესაში ასევე შეხვდებით სტატიებს მთის რაჭაში მისი მოღვაწეობის შესახებ.

გავაშელიშვილმა ღებელთა უდიდესი სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა. სოფელში მცხოვრები ძველი თაობის წარმომადგენელთა გადმოცემით, იგი იყო კაცთმოყვარე, ცოდვა-მადლის გამკითხავი, სამართლიანი, უბიწო და ღრმად განათლებული მოძღვარი.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

ჟურნ. „მწყემსი“, 1891, №6; გაზ. „ივერია“, 1901, №65;

სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №40418; საქმე №42O36; საქმე №47986.

მაჩურიშვილი გ., ტოგონიძე ლ., XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი 1855-1912წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

მღვდელი მიხეილ თეოდორეს ძე გავაშელიშვილი 1855 წელს რაჭაში, სოფელ ღებში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 
აქვე მიიღო პირველდაწყებითი განათლება; შემდეგ მამამ იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა.
რომელიც მიხეილმა წარჩინებით დაასრულა. ცოდნის გაღრმავების მიზნით მან სწავლა 
თბილისში, იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა სამასწავლებლო სკოლაში გააგრძელა. 
1880 წელს მიხეილი დაქორწინდა ქუთაისში მცხოვრებ მინადორა ბაბად-ოღლიზე (აქვე მოკლედ უნდა აღინიშნოს მინადორას წარმომავლობაზე. 
მამა მიხეილის შმთამომავლების გადმოცემით, ეს პატარა გვარი დასახლებულა ქ. ქუთაისში XVI-XVII საუკუნიდან, მიუღიათ ქრისტიანობა და გაქართველებულან, 
თუმცა თავისი ძველი გვარი არ შეუცვლიათ. მამა მიხეილმა იგი ქუთაისში სწავლის პერიოდში გაიცნო და თავისი ცხოვრებაც 
მას დაუკავშირა), რომელმაც სამი შვილი გაუჩინა: გიორგი, ვლადიმერი და მარიამი. 1881 წლის 29 აგვისტოს ქუთაისის 
გვ201 

წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მიხეილი დიაკვნად 
აკურთხა, ხოლო. ამავე წლის 6 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიურ კუთხეში, ღების მაცხოვრის სახელობის 
ეკლესიის წინამძღვრად განამწესა· 
1889 წელს მამა მიხეილი იმერეთის საეპარქიო მმართველობის რაჭის განყოფილების წევრად აირჩიეს და ამავე წლის 20 ოქტომბერს საგვერდულით დააჯილდვეს. 
1890 წლის 19 დეკემბერს, მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, იგი ონის მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა.
მამა მიხეილის ზედამხედველობის  პერიოდში მისი გულმოდგინე შრომისა და მეცადინეობის შედეგად რაჭის მაზრის მრავალ სოფელს მოეფინა სწავლა-განათლების შუქი.
ამ ხნის მანძილზე ხუთამდე ახალი სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა კუდაროში, ძეგლევში, ფუტიეთში, შავრასა და ხონჭიოში. 
როგორც კი სადმე საკმე გაჭირდებოდა· მამა მიხეილი მაშინვე იქ გაჩნდებოდა და საქმის ვითარებას გულდასმით სწავლობდა. 
გვ202
1891 წლის დასაწყისში სოფელ კუდაროს სკოლის გამგის, მღვდელ
ექვთიმე მაისურაძის თანაშემწის, მასწავლებელ ვასილ ტიმოთეს ძე იაშვილის (შემდგომში – სომიწოს ეკლესიის მღვდელი, დახვრიტეს 1937 წელს) საჩივარი შემოვიდა.
მან განაცხადა: „რამდენიმე თვეა უქმად ვზივარ, რადგან ოსები სკოლაში ბავშვებს აღარ აგზავნიან“. ადგილზე საქმის გამოსარკვევად მამა მიხეილი ონის ოლქის მთავარხუცეს.
დეკანოს ალექსი გიორგობიანთან ერთად გაემგზავრა. დეკანოზმა ალექსიმ ოსებს ჰკითხა: „მე გავიგე, ვითომც თქვენ სკოლაში ბავშვებს აღარ გზავნით. ძლიერ ვსწუხვარ, 
რომ წიხლი გიკრავსთ ბედნიერებისათვის. თქვენი შვილებისათვის იმდენად საჭიროა სწავლა, რამდენათაც ცოდვილთათვის ცხონება. 
ამას წინათ ყოვლადსამღვდელო გაბრიელი აღტაცებული დარჩა ამ სკოლაში ნასწავლი თქვენი პაწია ბალღების ცოდნით. თუ გახსოვთ, ლოცვა-კურთხევასთან ერთად მათმა მეუფებამ მადლობაც გიძღვნათ,
რომ თქვენ თქვენს შვილებს პირჯვრის გამოსახვა, ლოცვების წარმოთქმა და მცირე წერა-კითხვა შეასწავლეთ. დღეს რაღა პასუხს აძლევთ ან ღმერთს 
ან მეუფეს, რომ შვილების აღზრდაზე ხელი აგიღიათ და შესულხართ ცოდვაში, თუ ამ კეთილ საქმეს მეტი სიცოცხლე არ ელოდა თქვენში, რისთვის გასწიეთ შრომა, რისთვის ააგეთ სკოლის შენობა?“ 
როგორც გამოირკვა მღვდელი და მასწავლებელი ხშირად არ იმყოფებოდნენ თავის ადგილზე და გაკვეთილებიც ამიტომ 
ცდებოდა. თუმცა ბოლომდე ვერც მათ დაადანაშაულებდი. 
კუდაროს ხეობაში 15-მდე პატარა სოფელია მიმოფანტული (დაახლოებით – 250 კომლი), რომელთაც მხოლოდ ერთი მღვდელი 
ემსახურებოდა და ისიც ფრიად დატვირთული ყოფილა ყოველდღიურად თავისი საეკლესიო წესებით. რაც შეეხება სკოლის 
მასწავლებელს, იგი სხვა სოფლიდან იყო მოსული, ცოლ-შვილთან ერთად და წლიდანწლამდე უჭირდა უსასყიდლოდ მუშაობა. 
მამა მიხეილმა გამოთქვა აზრი, მღვდლისათვის მედავითნედ ისეთი ვინმე დაენიშნათ, რომელსაც ოთხი კლასი ექნებოდა დამთავრე-
გვ203
ბული, ხელფასს კი 12 თუმანს მისცემდნენ. ამის გარდა კიდევ სხვა შემოსავალიც დაემატებოდა და შეძლებდა გვარიანად ეცხოვრა და სკოლის საქმეც მოეწესრიგებინა.
1893 წლის აღდგომას მამა მიხეილს ერთგული სამსახურისათვის სკუფია უბოძეს. 
1897 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიაში ჩატარებულ პირველ საყოველთაო 
აღწერაში, რის გამოც ამავე წლის 13 ივნისს სამკერდე ვერცხლისფერი მედალი ეწყალობა. 
1898 წლის 6 ივნისს კამილავკით, ხოლო 1903 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 
მამა მიხეილი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამად გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან. მრავალი საინტერესო ისტორიულეთნოგრაფიული, 
პედაგოგიური ხასიათის მასალა გამოაქვეყნა მან გაზეთ „ივერიასა და სასულიერო ჟურნალ „მწყემსში“· 
პრესაში ასევე შეხვდებით სტატიებს მთის რაჭაში მისი მოღვაწეობის შესახებ. 
აი, რას წერდა 1901 წელს გაზეთ „ივერიაში“ ვინმე ოქროპირ ლობჟანიძე მამა მიხეილის შესახებ: „სოფელი ღები თავისი 
გარეგანის შეხედულებით მშვენიერ სურათს წარმოადგენს: ორსამსართულიანი 
ძველი ქვითკირის შენობები, შიგადაშიგ მაღალ-მაღალი ექვსშვიდსართულიანი კოშკები, 
დიდი გუმბათიანი ქვითკირის ეკლესია, ქვითკირსავე სამ


გვ204
რეკლო–გალავნით. აქ ნიადაგი მეტად მწირი და უმოსავლოა, რის გამოც ხალხის უმეტესობა უფრო ვაჭრობას მისდევს. მართალია, 
ბარის სოფლებთან შედარებით, სწავლა განათლების 
მხრივ ეს სოფელი დაქვეითებულია, მაგრამ, სამაგიეროდ, რაჭის 
მთის სოფლებში პირველ სოფლად ითვლება. სხვა მთის სოფლებში, მაგალითად: ჭიორაში, გლოლასა და უწერაში არსად 
არავითარი სკოლის ჭაჭანება არ არის და ღებში კი კარგა ხანია ერთკლსიანი სამინისტრო სკოლა არსებობს, 
სადაც ყოველ წლობით ასამდე მოსწავლე ბავშვი იყრის თავსა. ღებელებმა ამ ბოლო დროს ისე შეიგნეს სკოლის სარგებლობა, 
რომ იმედია მოკლე ხანში აქ ორკლასიანი სკოლაც დაარსდეს. 
პირველივე კვირიაკე დიდმარხვისა ღებელებმაც ლოცვითა, სინანულითა და აღსარებით გაატარეს. მიუხედავად ცუდი ამინდებისა, ხალხი ბლომად დადიოდა ეკლესიაში, 
ეზიარა 600-მდე სული, ზიარების შემდეგ მღვდელმა მიხეილ გავაშელიშვილმა 
გრძნობით სავსე სიტყვა წარმოსთქვა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება იქონია მსმენელებზე და აღძრა მათ გულში წრფელი 
სურვილი კეთილ შეწირულებისადმი. მოძღვარმა თავისი სიტყვა ასე დაამთავრა: „სულიერნო შვილნო! დიდად მოხარული 
ვარ, რომ დღეს ამოდენა ხალხმა მიიღეთ წმინდა საიდუმლო ზიარებისა, იმედი მაქვს, არ გამაწბილებთ და ამ სიხარულთან 
ერთად თქვენს მოძღვარს შემდეგის თხოვნის აღსრულებითაც გამახარებთ. აწინდელი წმინდა ჯურჯელი, რომლიდგანაც თქვენ 
წმინდა ზიარება მიიღეთ, ძლიერ პატარაა ამოდენა ხალხის დასაკმაყოფილებლად, რადგანაც ყოველს ამ დროს ამოდენა 
ხალხი იკრიბება და ხან კიდევ მეტიც, საჭიროა უფრო დიდი ბარძიმი. გთხოვთ, თქვენის სულის საოხად და თქვენთა ძეთა და 
ასულთა სადღეგრძელოდ შეძლებისდაგვარად გაიღოთ წვლილი 
ამა წმინდა ბარძიმის მოსაპოვებლად“. 
ამის თქმა და აღსრულება ერთი იყო: ვინ 11 მანეთი შემოსწირა, ვინ – 10, ვინ – 7, ვინ – 5 და სხვა და ამნაირად ამ 
დღესვე სიით შეიკრიბა 109 მანეთი და ბევრმა კიდევ შემდეგი
გვ205
სათვის აღუთქვა მოძღვარს შეწირულების მიტანა. ეჭვი არ არის, მალე 15 თუმნამდის შეიკრიბება, რითაც ეკლესია საჭირო 
ნივთს მოიპოვებს“. 
კიდევ რამდენიმე წელი ღირსეულად ატარა მღვდლობის მძიმე, მაგრამ ტკბილი უღელი მამა მიხეილმა და ღებელთა უდიდესი 
სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა. სოფელში მცხოვრები ძველი თაობის ხალხის გადმოცემით, იგი ყოფილა კაცთმოყვარე, 
ცოდვა-მადლის გამკითხავი, სამართლიანი, უბიწო და ღრმად განათლებული მოძღვარი. სამწუხაროა, რომ იგი ადრეულ ასაკში 
გარდაიცვალა. 
1912 წელს გაზეთი „სახალხო გაზეთი“ თავის ერთ-ერთ ნომერში მოკლედ წერდა: „მარტის 24-ს ქუთაისში ცივ სამარეს 
მიაბარეს მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი. განსვენებული თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“ „მიხაკო ღებელის“ და 
„რივნის თაველის“ ფსევდონიმებით“. 
შემორჩენილია მამა მიხეილის რამდენიმე ქადაგება, ერთ-ერთი მათგანი ეხება მაზიარებლებს, იგი მოძღვარმა 1894 წელს წარმოთქვა:
„შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით“. სულიერნო შვილნო და საყვარელნო მოწაფენო! ღვთის შეწევნით თქვენ ყველანი უკვე 
მომზადებულნი ხართ წმინდა საიდუმლო ზიარების მისაღებად. მოვედით შიშით და ძრწოლით, 
მოვედით მტკიცე სარწმუნოებით, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი ქრისტესი და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი 
მისი. არა პური და ლვინო გეძლევისთ თქვენ ამჟამად საჯჭმელად, არამედ ნამდვილი ხორცი და სისხლი ქრისტესი, როემლიც 
არის დამწველი ცეცხლი უღირსთა. იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველნი ვართ უღირსნი და უძლურნი წინაშე ღვთისა, გარნა 
ვხდებით ღირსნი წმინდა საიდუმლო ზიარებისა განუსაზღვრელითა და აღურაცხელითა მოწყალებითა ღვთისათა. ვინაიდგან 
წმინდა ზიარება ცეცხლი არს უღირსთა შემწველი, ამისათვის ნურავინ იკადრებთ, ძმანო, კადნიერებით მისწრაფებას წმინდა 
გვ206

ბარძიმისაკენ, რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად გექმნას თქვენ საიდუმლო ესე. დღეს აქ 
ამ ქრისტეს სერობაზე, ჩვენ ყოველნი უნდა ვიყვნეთ სიმდაბლით და გულწრფელის მონანიებით. 
თაყვანი ვსცეთ წმინდასა საიდუმლოსა, ვითარცა თვით ღმერთსა; უკანასკნელად შევსტიროთ ცოდვათა მოტევებისათვის 
და კრძალვით შევეხნეთ წმინდასა ბარძიმსა, ვითარცა იესო ქრისტეს გვერდსა, საიდანაც გარდამოხდა სისხლი და წყალი. 
ზიარების შემდეგ ვყოთ თაყვანისცემა წინაშე მაცხოვრის ხატისა და 
შევსწიროთ მას მადლობა დიდისა მისისა მოწყალებისათვის. 
ამიერიდგან იყოს განუშორებელი ჩვენის გულიდამ ის აზრი, რომ ჩვენთანა არს ქრისტე: მას ვილოცავდეთ, მას ვადიდებდეთ 
და მასთან გვქონდეს საუბარი, ვითარცა ღვთის მიმღებთ. ეს დღე შერაცხეთ ერთადერთ თქვენს დიდებად, ერთადერთ თქვენს 
ბედნიერებად და სასიხარულო დღესასწაულად. მიხვიდეთ რა თავიანთ სახლებში, ეცადეთ, ძმანო, არ შებღალოთ თქვენ შორის 
დამკვიდრებული სიწმინდე. დღეს ღვთის მიმღებთ საღამოზე არ განაგდოთ იგი – თქვენის უძღებებით, უზომო სმით და 
უმართებულო ლაპარაკით,ვინაიდგან ენა და პირი თქვენი განსწმინდა იესოს სისხლმა და ხორცმა. ერიდეთ ყოველგვარ 
საცდუროვანებას, რათა არა დაჰკარგოთ ნაყოფი წმინდა ზიარებისა. იქონიეთ მსჯელობა კეთილ საქმეებზე, წარმოიდგენდეთ 
დიდსა მოწყალებასა ღვთისასა და უღირსებასა თქვენსა, დღევან-
გვ207
დელი თქვენი სიხარულის მონაწილედ გახადეთ უბადრუკნიც, ეცით საზრდელი მშიერთა და ხელი შემწეობისა მიაწოდეთ 
გაჭირვებულთა ქვრივთა და ობოლთა. აჰა, მოვალს თქვენდა ყოვლისმპყრობელი უფალი თქვენი დამბადებელი და მაცხოვარი თავისი მადლით, 
თქვენ განსაკურნებლად, განსაძლიერებლად და განსანათლებლად. ეცით თაყვანი საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა და სთქვით: 
„მრწამს უფალო და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვნებად, 
რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი 
შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, 
სიტყვით და საქმით, ცნობით და უმეცრებით. 
და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ“. 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.11.2023
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0