სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
აბაშიძე გაბრიელი (გიორგი) დაბ. 1878-დაახლ. 1930-იანი წწ. არქიმანდრიტი 1899 წელი ათონის მთა აბაშიძე გაბრიელი (გიორგი) დაბ. 1878-დაახლ. 1930-იანი წწ. არქიმანდრიტი 1899 წელი ათონის მთა
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი აბაშიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

20       ბეჭდვა

აბაშიძე გაბრიელი (გიორგი) დაბ. 1878-დაახლ. 1930-იანი წწ. არქიმანდრიტი 1899 წელი ათონის მთა

გაბრიელი – (აბაშიძე გიორგი), (დაახლ. 1868-XX ს. 30-იანი წწ.), საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, არქიმანდრიტი.


სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ კი ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში. სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი ქუთაისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა. 1892 წელს მონაზვნად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმ. მთაზე მიიყვანა. იქ იგი ქართველთა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში მივიდა, სადაც წლების განმავლობაში მოღვაწე სულიერ მამებთან მოსაგრეობამ მას მონაზვნური ცხოვრების საკმაოდ კარგი გამოცდილება შესძინა. ათონზე მისი მასწავლებელი იყო კოსტანტინეპოლის ყოფილი პატრიარქი იოაკიმე III, რომელთანაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. მან ასევე დაამთავრა ათონის საღვთისმეტყველო სკოლა. პეტრე კონჭოშვილი მასზე თავის წიგნში „მოგზაურობა წმიდა ქალაქს იერუსალიმსა და წმიდა ათონის მთაზედ“, წერდა: „მონაზონი გაბრიელი (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით ახალგაზრდა, გარნა განვითარებული და მცოდნე ბერძნულის ენისა“.


1899 წ. შემოდგომაზე, გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ბერმონაზვნობის განმტკიცების მიზნით, ათონის წმ. მთიდან რამდენიმე ქართველი ჩამოვიდა და გარეჯის უდაბნოში დამკვიდრდა. მათ შორის იყო მორჩილი გიორგიც. 1899 წ. 15 დეკემბერს გარეჯის მონასტერში ეპისკოპოსმა ლეონიდემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. 17 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 1901 წ. 2 აგვისტოს დავით გარეჯის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1901 წ. 12 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი. 1902 წ. 23 იანვარს გარეჯის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინეს. 1902 წ. 14 დეკემბერს ზედაზნის მონასტერში გაამწესეს. 1903 წ. 17 იანვარს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წ. 21 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წ. სექტემბრიდან, ცოდნის გასაღრმავებლად სწავლა გააგრძელა ყაზანის სასულიერო აკადემიაში, სადაც 1907 წ. მისიონერული ფაკულტეტი დაამთავრა. 1908 წ. სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალ მსმენელად მიიღეს, სადაც 1909 წ. 25 მაისამდე დარჩა. 1909 წ. 16 ივლისს ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის საძმოში ჩაირიცხა. 1909 წ. 20 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიაში არსებულ წმ. ანდრია მოციქულის ეკლესიაში დაინიშნა მღვდლად. 1909 წ. 1 დეკემბერს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების საბჭომ ბათუმის ოლქის მისიონერად და სოფელ ხულოს ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1910 წ. 22 თებერვალს, როგორც ბათუმის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების ყრილობაში. 1912 წ. 12 თებერვალს განაწესეს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში, სადაც დაევალა მედავითნეობისა და გალობის მასწავლებლობა. 1912 წ. 5 ივლისს ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წ. 15 მაისს არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა.


საბერძნეთში, ათონის წმ. მთაზე გაზრდილმა გაბრიელმა მონასტერში მკაცრი დისციპლინა დაამყარა და ტიპიკონიც საკმაოდ დაუმძიმა იქ მოღვაწე ძველ ბერებს. ამან გამოიწვია მათთან დაპირისპირება, რომელიც თანდათან ღვივდებოდა, რადგან დათმობას არცერთი მხარე არ აპირებდა. ამასთან დაკავშირებით, 1912 წ. დეკემბერში მონასტრის კრებულის ზოგიერთმა წევრმა და გლეხების ერთმა ნაწილმა უჩივლა გაბრიელს. სწორედ ამ პერიოდში მონასტერში ერთი კვირით იმყოფებოდა მთავარხუცესი, დეკანოზი იოსებ წერეთელი, რომელმაც თავად ნახა ყველაფერი და შემდეგ ჟურნალის ფურცლებზე წერდა: „დღეს მონასტრის ბერებსა და ახალ წინამძღვარს შორის დიდი უთანხმოება და შფოთია, რით დაბოლოვდება, ღმერთმა უწყის! სამწუხაროდ ჩემდა, ჩემს იქ ყოფნაში მამა წინამძღვარი არ იმყოფებოდა მონასტერში, თორემ უთანხმოების მიზეზს შევიტყობდი და ჩემს აზრს გამოვსთქვამდი. ღმერთმა ქმნას, მათ შორის მშვიდობის ანგელოზს ჩამოევლოს! ადგილობრივი საზოგადოება ამ უთანხმოებით დიდად გულნატკენია“.


1913 წ. იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) საქმის გასარკვევად შექმნა კომისია, რომელიც მონასტერში ჩავიდა. ადგილზე მისულმა პირებმა ადგილობრივი გლეხებისგან საპირისპირო მოსაზრებები მოისმინეს და გაბრიელი კვლავ წინამძღვრად დატოვეს. 1913 წ. სექტემბერში გაბრიელის თაოსნობით მონასტერში გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი.


1917 6. გაბრიელის წინააღმდეგ კვლავ დაიწერა საჩივარი. ამჟამად ბერები და გლეხები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ და საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა, საქმის გამორკვევა ქელიშის მონასტრის წინამძღვრისთვის, იღუმენ პავლესთვის (ჯაფარიძე) და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლის, იაკობ ცინცაძისთვის დაევალებინათ. ადგილზე სიტუაციის გარკვევის შემდეგ კომისიამ დაასკვნა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზრუნველთაგან“.


1917 წ. მაისში საეკლესიო მმართველობამ გაბრიელი გაათავისუფლა მონასტრის წინამძღვრობიდან და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა, სადაც 1917 წ. ივნისის ბოლომდე დარჩა, ხოლო იმავე წლის 1 ივლისს მან იმერეთის ეპარქიალურ კომიტეტს ამ თანამდებობიდანაც სთხოვა გათავისუფლება, რაზედაც 5 ივლისს თანხმობა მიიღო. მას უფლება მისცეს დროებით თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში ეცხოვრა. უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩა იგი ამ მონასტერში, ან სად გააგრძელა შემდგომ მოღვაწეობა. XX ს. 20-იან წლებში ანჩისხატის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში წერდა, რომ ყოფილი არქიმანდრიტ გაბრიელი ბუღალტრად მუშაობდა და ამით ირჩენდა თავს. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №53111; საქმე №55624; საქმე №457648; საქმე №60018; ქცსა, ფ. 21, აღწერა 1, საქმე №26701

გაზ. „სახალხო ფურცელი“, 1912, №687;

გაზ. „შინაური საქმეები“, 1913, 05;

ჟურნ. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2009, №31;

კონჭოშვილი პ., „მოგზაურობა იერუსალიმსა და ათონის მთაზე“, თბ., 2010.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.18

არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)

არქიმანდრიტი გაბრიელი — ერისკაცობაში გიორგი სამსონის ძე აბაშიძე იმერეთში 1868 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, სადაც მისიონერული კურსები დაამთავრა. შემდეგ იყო სანკ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალი მსმენელი. მონაზვნად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე წაიყვანა და ქართველთა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანეში მივიდა. წლების განმავლობაში აქ მოღვაწე სულიერ მამებთან მოსაგრეობამ მას მონაზვნური ცხოვრების საკმაოდ კარგი გამოცდილება შესძინა. აი, რას წერს მის შესახებ დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი თავის წიგნში — „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ“: „მონაზონი გაბრიელი (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით ახალგაზრდა, გარნა განვითარებული და მცოდნე ბერძნულის ენისა“. 1899 წელს შემოდგომაზე გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, ათონის წმიდა მთიდან რამდენიმე ქართველი ჩამოვიდა საქართველოში ბერმონაზვნობის განმტკიცების მიზნით და დავითგარეჯის უდაბნოში დამკვიდრდა. მათ შორის იყო მორჩილი გიორგიც. 1899 წლის 15 დეკემბერს დავითგარეჯის მონასტერში მეუფე ლეონიდემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. ამავე წლის 17 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 1901 წლის 2 აგვისტოს დავითგარეჯის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. ამავე წლის 12 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი. 1902 წლის 23 იანვარს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაადგინეს. 1903 წლის 17 იანვარს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წლის 21 ივლისს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1909 წლის 13 ივლისს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის საძ- მოში ჩაირიცხა. 1909 წლის 20 სექტემბრიდან თბილისის  სასულიერო სემინარიაში არსებულ წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიაში დადგინდა. ამავე წლის 1 დეკემბერს, კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი

31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.19

არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)(გაგრძელება)



საზოგადოების საბჭოს მიერ, ბათუმის ოლქის მისიონერად და ხულოს ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წლის 22 თებერვალს, როგორც ბათუმის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა გუ- რია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო ყრილობაზე. წლის 13 თებერვალს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში განამწესეს, სადაც მედავითნეობისა და გალობის მასწავლებლობაც დაევალა. ამავე წლის 5 ივლისს, წმინდა სინოდის დადგენილეთ, ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და 15 ივლისს არ- ქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1913 წლის სექტემბერში, მამაგაბრიელის თაოსნობით, მონას-ტერში გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი. აი, რას წერს ამის შესახებ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ ამავე მონასტრის მორჩილი მედავითნე ფარნაოზ ზაბახიძე: „ჯრუჭის მონასტერში გაიხსნა ერთ კლასიანი სამრევლო სკოლა. ოც სექტემბერს ამ სკოლაში სწავლა დაიწყო. ორმოცამდე ადის მოსწავლეთა რიცხვი. ეს პირველი წელიწადია და მომავლისთვის მოსალოდნელია ერთი სამად მეტი იყოს, რადგანაც ეტყობა სწავლის მსურველი ბევრია. სკოლა ყველას ხლოვება და ბავშვებს შეუძლიათ თავის სახლიდან არონ. ამის მოლოდინში ამ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მამა გაბრიელს აზრადა აქვს მომავალი წლიდან ორ კლასიანად გადააკეთოს. ამ მონასტერშივე მამა არქიმანდრიტმა დაარსა ორი წლის   სამედავითნეო კურსი, რომელიც იმერეთის ეპარქიაში არ არსებობდა. ჯერჯერობით მოსწავლე შვიდამდის არის და თანდათან მთხოვნელთა რიცხვი უფრო მატულობს, რადგან მონასტერში სწავლა უფასო იქნება მაშინ, როდესაც ქუთაისში სამედავითნეოდ მომზადებისათვის ორას-სამასი მანეთი არ ჰყოფნის. მამა არქიმანდრიტ გაბრიელსა ჰსურს შეიძინოს რამოდენიმე მიწის სამუშაო მანქანები, რომელიც პირველად სამონასტრო ადგილში იმუშავებს და თუ გამოდგა, ადგილის მიხედვით, მცხოვრებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ მანქანებით. ჯრუჭის მონას- ტერი მთავრობის მიერ პირველ ხარისხოვანად არის მიწერილი და, მართლაც, ეს მონასტერი ყველა ქართულ მონასტრებს აღემატება სიმდიდრით, როგორც ეკლესიური ძვირფასი სამკაულით, ისე სხვა უძრავი ქონებით, რადგან ამ მონასტრის ქონება ხაზინაზე არ გადასულა და ისევ მონასტერს აქვს შენარჩუნებული. თუ ყოველთვის ისეთი ხალხის გულშემატკივარი წინამძღვარი ეყოლება ამ მონასტერს, როგორიც არის მამა გაბრიელი, ბევრი რამე შეუძლიან გააკეთოს მონასტრისა და ხალხის სასარგებლოდ“. საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე გაზრდილმა მამა გაბრიელმა, წინამძღვრად დანიშვნისთანავე მონასტერში მკაცრი წესრიგი დაამყარა და ტიბიკონიც საკმაოდ დაუმძიმა იქ მოღვაწე ძველ ბერებს. ამასთან დაკავშირებით, 1912 წლის დეკემბერში მონასტრის კრებულის ზოგიერთმა წევრმა და გლეხების ერთმა ნაწილმა საჩივარი შეიტანა მის სახელზე. აი, რას წერდა ანონიმი ავტორი ჟურნალ „შინაური საქმეებში“ — „შობაახალ წლის შუა რიცხვებში ქუთაისის რკინის გზის სადგურზე შევხვდი ოთხს თუ ხუთს ბერს. მე გასაკვირვლათ დამირჩა ამდენი ბერის ერთად მოგზაურობა და ისიც სუყველა მოხუცებულების მისთანა ცუდ ამინდში, როგორიც იყო იმ დღეებში. მე მისალმების შემდეგ ვკითხე, თუ რომელი მონასტრიდან ბრძანდებით-თქო. ჯრუჭის მონასტრიდან გახლავართო ნაღვლიანად მომიგეს. მერე გამოვკითხე მათი მგზავრობის მიზეზი. ბოლოს ერთმა დაიწყო: „ჩვენ, ბატონო, გახლავართ ჯრუჭის მონასტრიდან. ჩვენ მონასტერში სულ შვიდი მღვდელ-მონაზონი ვართ, წეს-წყობილებაც ჩვენს მონასტერში იმნაირივეა, როგორც სხვა იმერეთის მონასტრებში. დღემდის ავათ იყო, თუ კარგად, ვცხოვრობდით ჩვენს მონასტერში და ღვთის ვედრებაში ვატარებდით ჩვენს დღეს, მაგრამ ეს ექვსი თვეა, ჩვენი ცხოვრება აღარ ღირს და ყველა სიკვდილს ვნატრობთ. ამ ექვსი თვის წინეთ ჩვენ გამოგვიგზავნეს ახალი არქიმანდრიტი აბაშიძე. მოსვლისთანავე მამა არქიმანდრიტმა დაგვიწუნა წირვალოცვა. თქვენ წირვა-ლოცვა არ გცოდნიათ და ახლა უნდა ისწავლოთო. რაღა დროს ჩვენი სწავლა არის ახლა, ბატონო, კაცები მოვხუცებულვართ და ჩვენი წირვა-ლოცვა კაცს არ დაუწუნია. ხშირათ ბრძანდებოდნენ ხოლმე ჩვენს მონასტერში ეპისკოპოსები გაბრიელი, ლეონიდე და ბესარიონი-თქო. მაგრამ არ მიიკარა ჩვენი სიტყვები. მერე აგვიტყდა, როგორ თუ მოხუცებულებს შტატი დაგიკავებიათო. თქვენ ად- გილზე ყმაწვილები უნდა მოვიყვანო და ჯამაგირიც და შემოსავალიც ჩემს ნებაზე უნდა იყოსო. დღეიდან არავითარ შემოსავალს არ ელოდოთ და არც ჯამაგირსო. ჩვენ ამაზე არ დავყაბულდით, ის გაბრაზდა და ნიკოლოზობას, ექვს დეკემბერს, წირვის შემდეგ, სახალხოთ გამოგვიცხადა, დღეიდან ეკლესია დაკეტილი იქნებაო და აი, ხალხოვო, მიმართა ხალხს: ეკ- ლესია სავსეა ყოველიფრით და თუ რამე დაიკარგა, ბერებს იქით გზა არ მაქსო. ეკლესია კი დღეიდან დაკეტილი იქნებაო. თითო ძროხა თუ ვისმე გაგვაჩნდა, აღარ გაგვაშვებია და ყოლების ნება აღარ მოგვცა. ერთ დღეს დაიჭირა და სოფლის პომოშნიკის ხელით

31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.20

არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)(დასასრული)

საჩხერის პრისტავთან აგზავნიდა, მაგრამ უშველოს ღმერთმა ისევ იმ პომოშნიკს, იმან დაუშალა. ბატონო, სირცხვილი იქნება, ბერების ძროხები რომ პრისტავთან წავიყვანო, ქვეყანა რას იტყვისო. ყველამ ნახევარ ფასში დავკარგეთ. თითო-ოროლა ტარო სიმინდი ვისაც გვქონდა — წაგვართვა, ბოსტნები შემოგვირღვია და შეშა ცეცხლზე დასწვა. ყოველ დღე მონასტრიდან გვითხოვს. ეხლა ყოვლადსამღვდელოსთან მივდივართ და იმის წინ უნდა მოვიკლათ თავი, თუ არ გვიპატრონაო“. ეს ბერები იყვნენ — მღვდელ-მონაზონი იასონი (წერეთელი), მღვდელ-მონაზონი ბენიამენი (ბერეკაშვილი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ზაბახიძე), მღვდელ-მონაზონი დიმიტრი, მღვდელ-მონაზონი იონა, მღვდელ-მონაზონი სვიმონი (გოცაძე). უთანხმოების შესახებ საუბრობს ამავე ჟურნალის ფურცლებზე დეკანოზი იოსებ წერეთელი, რომელიც ერთი კვირით იმყოფებოდა მონასტერში და თავისი თვალით ნახა ყველაფერი: „დღეს მონასტრის ბერებსა და ახალ წინამძღვარს შორის დიდი უთანხმოება და შფოთია, რით დაბოლოვდება, ღმერთმა უწყის! სამწუხაროდ ჩემდა, ჩემს იქ ყოფნაში მამა წინამძღვარი არ იმყოფებოდა მონასტერში, თორემ უთანხმოების მიზეზს შევიტყობდი და ჩემს აზრს გამოვსთქვამდი. ღმერთა ქმნას, მათ შორის მშიდობის ანგელოზს ჩამოევლოს! ადგილობრივი საზოგადოება ამ უთანხმოებით დიდათ გულ-ნატკენია“. 1913 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) საქმის გასარკვევად შექმნა კომისია, რომელიც მონასტერში ჩავიდა. ადგილზე მისულ პირებს ადგილობრივმა გლეხებმა საპირისპირო უთხრეს და მამა გაბრიელი კვლავ წინამძღვრად იქნა დატოვებული. 1917 წელს საჩივარი კიდევ დაიწერა, ამჟამად ბერები და გლეხები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ და საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა, საქმის გამორკვევა ჭელიშის წინამძღვრისათვის,იღუმენ პავლესთვის (ჯაფარიძე) და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლის, იაკობ თომას ძე ცინცაძისათვის დაევალებინათ. ადგილზე სიტუაციის გარკვევის შემდეგ კომისიამ გააკეთა დასკვნა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზურნველთაგან“. 1917 წლის მაისში საეკლესიო მმართველობამ მამა გაბრიელი გაათავისუფლა მონასტრის წინამძღვრობიდან. ჩვენს ხელთ არსებული საბუთებიდან ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწია მონასტრიდან წამოსულ არქიმანდრიტ გაბრიელს ან სად გააგრძელა მოღვაწეობა. 1921 წელს საქართველოში  დამყარდა წითელი რეჟიმი და ხელისუფლება სამღვ დელოების დევნა-შევიწროებაზე გადავიდა. ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას, მღვდლობა მიატოვა და საერო სამსახურში დაიწყო მუშაობა. იგივე ბედი ეწია  მამა გაბრიელსაც. 1930 წლის იანვარში, ანჩისხატის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში წერს, რომ ჯრუჭის  მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, არქიმანდრიტი  გაბრიელი, რომელიც მუშაობდა ბუღალტრად ერთ- ერთ დაწესებულებაში და თავს ამით ირჩენდაო, გაათავისუფლეს სამსახურიდანო. სავარაუდოდ, ამბის შემდეგ მამა გაბრიელი მალევე გარდაიცვალა.



არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი

1913 წლის სექტემბერში არქიმანდრიტ გაბრიელის თაოსნობით მონასტერში გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ იმავე მონასტრის მორჩილი, მედავითნე ფარნაოზ ზაბახიძე (შემდგომში მღვდელი): „ჯრუჭის მონასტერში გაიხსნა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. ოც სექტემბერს ამ სკოლაში სწავლა დაიწყო. ორმოცამდე ადის მოსწავლეთა რიცხვი. ეს პირველი წელიწადია და მომავლისთვის მოსალოდნელია ერთი სამად მეტი იყოს, რადგანაც ეტყობა, სწავლის მსურველი ბევრია. სკოლა ყველას ეახლოვება და ბავშვებს შეუძლიათ თავის სახლიდან იარონ. ამის მოლოდინში ამ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მამა გაბრიელს, აზრადა აქვს, მომავალი წლიდან ორკლასიანად გადააკეთოს. ამ მონასტერშივე მამა არ-

7-1  საპატრიარქოს უწყებანი N7 7-20აპრილი 2022წ გვ.21
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი (გაგრძელება)



ქიმანდრიტმა დააარსა ორი წლის სამედავითნეო კურსი, რ-იც იმერეთის ეპარქიაში არ არსებობდა. ჯერჯერობით მოსწავლე შვიდამდის არის და თანდათან მთხოვნელთა რიცხვი უფრო მატულობს, რადგან მონასტერში სწავლა უფასო იქნება, მაშინ, როდესაც ქუთაისში სამედავითნეოდ მომზადებისათვის ორას-სამასი მანეთი არ ჰყოფნის“. მამა არქიმანდრიტ გაბრიელსა ჰსურს, შეიძინოს რამდენიმე მიწის სამუშაო მანქანები, რომელიც პირველად სამონასტრო ადგილში იმუშავებს და, თუ გამოდგა, ადგილის მიხედვით, მცხოვრებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ მანქანებით. ჯრუჭის მონასტერი მთავრობის მიერ პირველ ხარისხოვანად არის მიწერილი და, მართლაც, ეს მონასტერი ყველა ქართულ მონასტრებს აღემატება სიმდიდრით, როგორც ეკლესიური ძვირფასი სამკაულით, ისე სხვა უძრავი ქონებით, რადგან ამ მონასტრის ქონება ხაზინაზე არ გადასულა და ისევ მონასტერს აქვს შენარჩუნებული. თუ ყოველთვის ისეთი ხალხის გულშემატკივარი წინამძღვარი ეყოლება ამ მონასტერს, როგორიც არის მამა გაბრიელი, ბევრი რამე შეუძლიან გააკეთოს მონასტრისა და ხალხის სასარგებლოდ“. 1915წლის 26იანვარს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა ქართველი მწერალი აკაკი წერეთელი. 5 თებერვლიდან,
პანაშვიდების დროს, მუდმივი თანამწირველი იყო არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც ამ დღეს ჩამოჰყვა სამგლოვიარო მატარებელს თბილისში. მან საღამოს პანაშვიდშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძალზე დაღლილი იყო. იგი შემოსილი გამოჰყვა საჩხერიდან სამგლოვიარო პროცესიას. გზადაგზა, სადაც მატარებელს დეპუტაციები უხვდებოდნენ, არქიმანდრიტი გაბრიელი მატარებლიდან მუდმივ სადგურებზე გადმოდიოდა და ლოცვა-კურთხევას აძლევდა შეგროვილ ხალხს. მატარებელში მყოფმა წარმომადგენლებმა შენიშნეს, რომ არქიმანდრიტი გაბრიელი სწუხდა. ამაზე მან მოკლედ უპასუხა: „მოვალე ვარ, ასე მოვექცე დიდებულ მამულიშვილის ხსოვნას; კათალიკოსი რომ გვყავდეს, ისიც ასე მოიქცეოდაო“. 1915 წლიდან ისევ განახლდა საჩივრების წერა არქიმანდრიტ გაბრიელის წინააღმდეგ. 1915 წლის 10 სექტემბერს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკები) მიმართულების გაზეთ „თანამედროვე აზრში“ უცნობი კორესპონდენტი, ფსევდონიმით „ქანოშვილი“, ჯრუჭის წინამძღვრისა და ადგილობრივ გლეხების დაპირისპირებაზე წერდა: „ყოველი კუთხიდან ისმის დაჩაგრულთა ქომაგის ხმა, მაგრამ ამ დალოცვილ ჯრუჭის უდაბნოელებზე კრინტსაც
არავინ სძრავს. უძველესი მონასტრის გამგე, არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც კვერთხით ხელში ქრისტეს დიად მოძღვრებას ქადაგებს,თვისი მოქმედებით სრულიად მოწინააღმდეგეთ გამოდის, მაგალითებს აქვე ვასახელებ: სამესამედო საღალოთ დადებული ყანები სანახევროდ
გახადა; განუზომელ სივრცის ყანებს თვით მომუშავეთ არაგვინებს; ველად გაშვებულ ადგილებში გლეხებს საქონელს აჭერინებს და სასყიდელს ახდევინებს; წელს მთებში პურები არავის დაათესინა, რადგან მონასტრის კალოზე გლეხებისაგან მიზიდული პურები, გლეხებმავე არ გაულეწეს; ბესარიონ ჩიღვინაძე ორ დღესა და ღამეს თავის ეზო ყანების სარაგავათ ჰყავდა დაჭერილი; ამ დროს ჩიღვინაძის ოჯახს სარჩო შემოაკლდა
და მისი პატარა, 12-13 წლის ქალი, დღე და ღამის ძებნის შემდეგ, შიმშილით უსულგულოთ, ტყეში დაგდებული ნახეს; მოხუც ბერებს დღიურ საზრდოს გირვანქობით ურწყავს. ყველა ამას სჩადის
იმ დროს, როდესაც მის განკარგულებაში არსებული მონასტრის შემოსავალი ჩვეულებრივზე ერთი-ორათ სჭარბობს. მოკლეთ რომ ითქვას, 200 მეკომურის სოფ. მოხველების, ცხომარეთელების, ქვემოხეველების და უზუმთელების მდგომარეობა კატორღისებურ ცხოვრებას წარმოადგენს,
მაგრამ უფლება ძლევა-მოსილი ბატონ-პატრონი არქიმანდრიტი გარშემო გლეხთა გაჭირვებაზე ერთხელად არ დაფიქრებულა. სხვას გარდა იქამდისაც კი აღწევს მისი თვითნებობა, რომ სახელმწიფო გზაზე მიმომსვლელ გლეხებს პასპორტებს სთხოვს დარაჯის პირით. ადგილობრივ გლეხთა ცხოვრება, მათდა საუბედუროთ, სამონასტრო მამულთან მჭიდროთ დაკავშირებულია და მამა არქიმანდრიტიც კარგათა გრძნობს თავს. რომ უმამულო გლეხები გასავალ გზას დაშორებული არი-

7-2  საპატრიარქოს უწყებანი N7 7-20აპრილი 2022წ გვ.22
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი (გაგრძელება)

ან. დიდ ბობოლათა და ბრწყინვალეთათვის მუდამ სუფრა გაშლილი აქვს და გლეხთათვის კი ნასუფრალს არ იმეტებს. იმედია, სასულიერო მთავრობა გლეხთა უმწეო მდგომარეობას გამოესარჩლება“. 1917 წლის გაზაფხულზე ჯრუჭის მონასტერში საჩივარი კიდევ დაიწერა, ამჟამად ბერები და გლეხები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკები) მიმართულების გაზეთ „ერთობაში“ უცნობი ავტორი, ფსევდონიმით „ბიდაურელი": „ღარის წყალი (საჩხერის რაიონი). 10 აპრილს შესდგა ჯრუჭის მონასტრის გარშემო სოფლელების და მონასტრის კრებულის ყრილობა, რომელსაც მიზნათ დასახული ჰქონდა მონასტრის წინამძღვრის მოქმედებაზე მსჯელობა. კრებაზე ბევრი საჩივრები გამოითქვა როგორც ხალხის, ისე კრებულის მხრით. გამოითქვა: კრებულის მიმართ უდიერად
მოპყრობა, ორასი კომლი, მონასტრის მამულში მომუშავე გლეხების მონობის უღელქვეშ ყოფნა; მონასტრის და მისი მამულების შემოსავლის, რაიცა წლიურად უდრიდა 4-5 ათას მანეთს, უკონტროლოდ ფლანგვა და ბევრი სხვა. კრებამ გამოიტანა შემდეგი რეზოლუცია: „მივიღეთ რა
მხედველობაში, რომ წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) თავის მიმართულებით და მორალური მხარეებით, არ შეეფერება მოწოდებას, მოეთხოვოს ქუთაისის საოლქო სასულიერო აღმასრულებელ კომიტეტსტს: 1) დაუყონებლივ გადაყენებულ იქნეს იგი თანამდებობიდან და მოეთხოვოს ანგარიში -- მონასტრის და მისი მამულის, დღიდან მისი დანიშვნისა ამ წლის პირველ მარტამდის; 2) დანიშნულ იქნეს მონასტრის და მისი მამულის დროებით მმართველად, ნდობით აღჭურვილი, აწინდელი ეკონომოსი აბიბოსი (მაჭუტაძე). დაადგინეს შესდგეს კომისიები, რომლებიც მოაწესრიგებს მიწების ღალის მინიმუმს. და ბოლოს, კრება მიესალმება-რა დროებით მთავრობას, ხელს უწვდის პეტროგრადის ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს და მოითხოვს მებრძოლ ერებთან სამშვიდობო ზავის შეკვრას, უანექსიოთ და უკონტრიბუციოთ. მისალმება გაიგზავნა პეტროგრადში დეპეშით“. საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა, საქმის გამორკვევა ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის, იღუმენ პავლესთვის (ჯაფარიძე) და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის
მასწავლებლის, იაკობ თომას ძე ცინცაძისათვის დაევალებინათ. ადგილზე სიტუაციის გარკვევის შემდეგ კომისიამ დაასკვნა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზურნველთაგან“. 1917 წლის მაისში იმერეთის ეპარქიალურმა მმართველობამ არქიმანდრიტი გაბრიელი გაათავისუფლა მონასტრის წინამძღვრობიდან და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1917 წლის 20 ივნისს ჭელიშის მონასტრის კრებული იმერეთის ეპარქიალურ კომიტეტს სწერდა: „ჩვენ, კრებული ჭელიშის მიძინების მონასტრისა, ვაძლევთ ამა მოწმობას ამავე მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ გაბრიელს, მას შინა, რომ იგი მობრძანდა მონასტერში
პირველად მაისის თვეში და რადგანაც მონასტრის ქონებათა სია ქონდა წაღებული იღუმენ პავლეს, ამიტომ მონასტერი მაშინ ვერ ჩაიბარა უსიოთ და გაემგზავრა იმ სიის მოსატანად. მეორეთ მობრძანდა ამ ივანობის თვეში და ბრძანდებოდა მონასტერში, ხოლო დღეს მიემგზავრება ქუთაისში და თბილისში მონასტრის საქმეების შესახებ, ხოლო
ყოველივე მონასტრის ქონება, სია და ღერბი ჩაბარებულია ამავე მონასტრის კაზნაჩეის იღუმენს მამა იოანეს და მონასტრის მოვლა და გამგებლობა დაგვავალა ჩვენ კრებულს და მოვალენი ვართ ყველანი მონასტერს მოუაროთ, რასა შინა ვამოწმებთ ამას ხელის მოწერითა და სამონასტრო ღერბის დასმითა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, არქიმანდრიტი გაბრიელი მაისის თვეში ჩასულა ჭელიშში,
მაგრამ მონასტრის ქონების სიის არქონის გამო, ჭელიშის სავანე ვერ ჩაიბარა. ივნისის თვეში ხელმეორედ ჩასვლის შემდეგ, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, მან აღარ ინება ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობა და 1917 წლის 1 ივლისს იმერეთის ეპარქიალურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა: „ვინაითგან მრავალ მიზეზისა გამო არ ძალმიძს ჭელიშის მონასტრის
მართვა-გამგეობა და ვმაცადინობ, რათა მიმიღონ თბილისის ფერისცვალების მონასტერში მღვდელმონაზონის ადგილზედ, ამისთვის, უმორჩილესად გთხოვთ, დღეიდან განთავისუფლებულ-მყოთ ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობიდან და მომეცეს შესაფერისი მოწმობა საცხოვრებლად რუსეთის სამფლობელოში. ამასთანავე, ვალდებული ვარ
მოვახსენო იმერეთის ეპარქიალურ კომიტეტს, რომ ყოველივე მონასტრის ქონება და ღერბი ჩაბარებული აქვსთ ჭელიშის მონასტრის კაზნაჩეის და
კრებულს, და იმ შემთხვევაში, როცა მე არ ვიმყოფები მონასტერში, იგინი ერთად მართავდნენ მონასტერს. დასამტკიცებლად ამისა, წარმოვადგენ
ამასთანავე კრებულის მიერ მოცემულ მოწმობას“. 1917 წლის 5 ივლისს იმერეთის ეპარქიალური კომიტეტის თავჯდომარემ, არქიმანდრიტმა ნესტორმა (ყუბანეიშვილი) იგი დაითხოვა წინამძღვრობიდან და მისცა შესაფერისი მოწმობა თბილისში წასასვლელად. ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად წავიდა არქიმანდრიტი გაბრიელი ან სად გააგრძელა მოღვაწეობა. ამ დროს ხომ იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი იყო და, ჩვენი აზრით, ბევრი სარგებელის მოტანა შეეძლო ავტოკეფალიააღდგენილი ქართუ-

7-3  საპატრიარქოს უწყებანი N7 7-20აპრილი 2022წ გვ.23
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი (გაგრძელება)

ლი ეკლესიისათვის და ტანჯული სამშობლოსათვის.გულსატკენია, რომ ვერ მოხერხდა ათონზე მიღებული მისი ცოდნისა და გამოცდილების ჯეროვანი დაფასება, მისი აკადემიური განათლების გამოყენება,
ენების ცოდნა. საეკლესიო საბუთების სიმწირიდან გამომდინარე, ვერ ვხატავთ ზუსტ სურათს, თუ რა გახდა სინამდვილეში მისი დევნის რეალური საბაბი, მართლა ეს საჩივრები იყო ამის მიზეზი და სხვა რაიმე
უფრო მნიშვნელოვანი გადაცდომები. ერთი რამ ფაქტია, აქედან მოყოლებული არქიმანდრიტი გაბრიელი საერთოდ გაქრა საეკლესიო ასპარეზიდან. 1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური დიქტატურა და ხელისუფლებამ სამღვდელოების დევნა-შევიწროება დაიწყო. ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას, მლვდლობა მიატოვა და საერო სამსახურში დაიწყო მუშაობა. როგორც ჩანს, იგივე ბედი ეწია არქიმანდრიტ გაბრიელსაც. 1930 წელს ანჩისხატის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში წერდა: „ეხლახან დაუთხოვიათ სამსახურიდან შეუმცირებიათ ყოფილი არქიმანდრიტი ჯრუჭის მონასტრისა გაბრიელ აბაშიძე! მაგრამ... ალბად ისევ მალე ჩასდგება სადმე“. უცნობია, თუ სად გააგრძელა მან მუშაობა და რით სულდგმულობდა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ.
როგორც ერთი საბუთიდან ჩანს, ყოფილი არქიმანდრიტი ქ. თბილისში, საბჭოს ქუჩა 32-ში ჰქონდა პატარა საცხოვრებელი ოთახი. 1930 წლიდან 1944 წლამდე მისი ცხოვრება ბურუსით არის მოცული. როგორც
საეკლესიო ისტორიიდან არის ცნობილი, 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის თაედასხმისგან შეჭირვებულმა ათეისტურმა ხელისუფლებამ თითქმის სრულად გაუქმებულ ეკლესიას წნება დართო, კვლავ გაეხსნათ დაკეტილი ტაძრები და სასულიერო სასწავლებლები. სამღვდელოებასაც მიეცა საშუალება, დაეკმაყოფილებინათ მორწმუნეთა რელიგიური მოთხოვნილებები და გაეგრძელებინათ ღვთისმსახურება. და აი, ამ ყველაფრით დაიმედებულმა და გახარებულმა გაბრიელ აბაშიძემ თავად შეახსენა თავი დედა ეკლესიას და მის იმჟამინდელ საჭეთმპყრობელს. აი, რას წერდა 1944 წლის 8 აგვისტოს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე): „მოციქულთა სწორის წმიდა ნინოს მეოხებით, მისი წილხვდომილი ივერიის ეკლესია,
თუმცა ძველად მრავალტანჯული, არსებობს და მუდამ იარსებებს. ამ ბოლოს დროს მტერს უნდოდა მისი განადგურება; სატანამ ყოველი ღონე იხმარა მის მოსასპობლად, მაგრამ, თქვენის ლოცვით, წმიდა ნინოს მფარველობით, ღვთის განგებამ ხალხი იხსნა მრავალი სახის ტანჯვებისაგან. ეკლესია ისევ მხურვალედ ღაღადებს, გალობს და აღავლენს ღვთისა მიმართ თავის ლოცვა ვედრებას: საქრისტიანოს კეთილდღეობისათვის, ქვეყნის მშვიდობის და ბედნიერებისათვის, ხალხთა სულიერი და ხორციელი კეთილ ცხოვრებისათვის, დიდი
სტალინის და მისი ძლევამოსილი ლაშქრის მტერთა ზედა გამარჯვებისათვის. საქართველოს ეკლესია, სამღვდელოება, ხალხის კულტურა, განათლება-მეცნიერება და ტექნიკა უკვე წარმატებული და ბედნიერია ისევე, როგორც მთელ დიდ საბჭოთა კავშირში. ვის არსებობაშიც არის ნამდვილი ქართული სისხლი, სიყვარული და ჭეშმარიტ ღვთისადმი და მისი წმინდანების მიმართ რწმენა და სასოება,
ისინი უნდა შემოკრბენ ეკლესიასთან და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს მშენებლობის საქმეში. ამისთვის, აქედან გამომდინარე, მეც, როგორც და რითაც შემიძლიან, მინდა ვემსახურო ჩემს ძვირფას სამშობლოს. ვაღვიარებ რა ამას, მოგახსენებთ შემდეგს. ჩემს მამაპაპეულ სოფელ ჭალაში, რომელიც მდებარეობს საჩხერის რაიონში, არის ძველად გაშენებული წმიდა გიორგის სახელწოდების კარგად შენახული ქვითკირის საყდარი. ღვთის განგებით, ამ ეკლესიის გვერდით, ცხონებულმა მამაჩემმა
ააშენა სახლი ორსართულიანი, ამ სახლს ახლავს საკმაოდ დიდი ეზო ვენახით და ხეხილებით. ამ ეკლესიას სჭირდება განახლება, პატრონობა და წირვა-ლოცვის აღვლენა. მე მწადიან, ჩემის შრომით, მეცადინეობით, სახსრით მოუარო ამ ტაძარს. ღვთის შეწევნით,

7-4  საპატრიარქოს უწყებანი N7 7-20აპრილი 2022წ გვ.24
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი (დასასრული)

თქვენის ლოცვა-კურთხევით და ნებართვით, სოფლელებთან შეთანხმებით, უნდა მოვიწვიოთ სამღვდელო პირი და გავაახლოთ ღვთისადმი ვედრება, წირვა-ლოცვა. გარდა ამ ეკლესიისა, ჩვენს სოფელში და მის მიდამოებში არის ბევრი ძველი ტაძრები, ზოგი მათგანი დაუნგრეველია, ზოგის კედლები ან სახურავები ჩამონგრეულია; ხალხი ამ ძველ ნაშთებს, წმიდა ადგილებს, მაგალითად: როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარს, მთაწმიდის ტაძარს და სხვებს, ახლაც დიდის სასოებით, რწმენით და მოწიწებით ეპყრობა, ხშირად დადიან იქ ღამის სათევად, სალოცავად და მსხვერპლის
შესაწირავად. ამ ძველ წმიდა ადგილებსაც თვალყურის დევნა და მოვლა სჭირდება. მე ამჟამად უკვე 72 წლის მოხუცი ვარ, მძიმე ცხოვრების ტალღები გამოვიარე, მაგრამ ოკეანემ ვერ შთამთქა. ახლა მე მჭირდება ღრმა, მყუდრო სულიერი ცხოვრება, ჩემი გავლილი ცხოვრების ანგარიშის შეჯამება და ნაკლულევანების, თუ მოვასწარი, გამოსწორება; ამიტომ მინდა ჩავიდე ჩემს მამაპაპეულს სოფელში და დაებინავდე მამაჩემის მყუდრო სახლში, ჩვენი ეკლესიის გვერდით, სადაც უნდა ვილოცო, ვილოცო, ბევრი ვოლოცო, რათა, მინამ ცოცხალი ვარ, ჩემი დიდი ცოდვე- 
ბი შევინანო და შენანებული, როცა  დრო მოვა, გავემგზავრო საიქიოს;
ხოლო სიცოცხლეში კი მინდა ჩვენს ძველ ეკლესიებს, როგორც ზევით მოგახსენეთ, ვემსახურო, უყარაულო და მოუარო. მოგახსენებთ რა ამას, თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, მაღირსოთ თქვენთან აღსარების ავლა, რათა ღმერთმა შემინდოს ჩემი დიდი ცოდვები და მოსანანიებლად ცოდვებისა დამადოთ ღირსეული ეპიტემია. თქვენი მდაბალი მორჩილი უღირსი სულიერი შვილი, ყოფილი არქიმანდრიტი გაბრიელი მთაწმიდელი  (ერისკაცობაში გიორგი სამსონის ძე აბაშიძე)“.
ამ წერილს მისმა უწმინდესობამ იმავე დღეს რამდენიმე სიტყვა წააწერა ზედვე: „დაცულ იქნას საქმეში“. ეს იყო და ეს. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ რა მოჰყვა მის ამ სინანულის წერილს, შეხვდა იგი კათალიკოს-პატრიარქს, ჩააბარა აღსარება და წავიდა თუ არა თავის მშობლიურ
სოფელში. საეკლესიო დოკუმენტებში ამის შესახებ აღარაფერია მოთხრობილი. არც მომდევნო წლებში შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სიებში ფიგურირებს
მისი სახელი და გვარი. ვინ იცის, იქნებ მოასწრო კიდეც აღსარების თქმა და განწმენდილმა, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს... იყავნ ნება შენი უფალო!



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.11.2023
ბოლო რედაქტირება 23.02.2026
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0