საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30 ნოემბერი 2011წ გვ.18
მღვდლები -– მათე და იოანე მაღრაძეები
ჯავახეთში, ასპინძის რაიონის სოფელ ნიჯგორში XVI ს-ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას. მწერალი გიორგი ზედგენიძე მას დედის ტაძრადაც მოიხსენიებს. ეს ტაძარი, დედის თხოვნით, გამაჰმადიანებულ ქართველს იუსუფ ბეგ აბაშიძეს აუგია. ტაძარი პატარაა, რათა შეუმჩნეველი დარჩენილიყო თურქებისათვის, რომელთაც იმჟამად დაპყრობილი ჰქონდათ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია. ტაძრის. ეზოში საფლავებია მიმოფანტული. ერთ საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია მღვდელ მათე მაღრაძის სახელი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა. მღვდელი მათე ვასილის ძე მაღრაძე 1877 წელს, ჯავახეთში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. მაღრაძეები წარმოშობით იმერეთიდან, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვანიდან იყვნენ. მამა მათეს წინაპარი ბერო მაღრაძე, ჯავახეთში, სოფელ ხიზაბავრაში მამიდასთან ჩასულა. მას მოსწონებია იქაურობა და” სამუდამოდ დარჩენა გადაუწყვეტია. იგი უშვილო ცოლ-ქმარს, მღვდელ ფირფილაშვილს და მეუღლეს შეუფარებიათ. ხიზაბავრა საბატონო სოფელი იყო და როცა ბატონმა ბეროს ცხენის წართმევა დაუპირა, იგი გამოქცევია მას და სოფელ საროში ნათელმირონებთან შეუფარებია თავი. აქ მას სამოსახლო მიუღია, ცოლი შეურთავს და გამრავლებულა. იმ უბანს დღესაც ბეროაანთს ეძახიან. სწორედ ბეროს შვილიშვილი იყო მედავითნე ვასილ მაღრაძე. ვასილ მაღრაძემ სწავლა-განათლება სოფელში, ადგილობრივი მღვდლის დახმარებით შეისწავლა. დაქორწინდა და ეყოლა ორი შვილი: პავლე და სალომე. მსახურობდა მედავითნედ ჯავახეთის სოფლებში. სამწუხაროდ, იგი ადრეულ ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო, რომელთანაც კიდევ ორი შვილი: იოანე და მათე შეეძინა. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში იგი სოფელ საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1892 წელს ტოლოშის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, საიდანაც 1899 წლის 29 აპრილს მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა. მამა ვასილის ორმა ვაჟმა სასულიერო გზა აირჩია. მამამ უმცროსი ვაჟი მათე საროს ეკლესიის წინამძღვარს, მლვდელ სოლომონ უსტიაშვილს მიაბარა, რომელმაც მას საფუძვლიანად შეასწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1900 წლის 16 მაისს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დანიშნა. ამავე წლის 31 ოქტომბერს პირველ მედავითნედ დაადგინეს.
მარჯვნივ მოაჯირის უკან დგას მღვდელი მათე მაღრაძე (იმჟამად მედავითნე). სავარაუდოდ ზის მღვდელი სოლომონ უსტიაშვილი.
1905 წლის 12 მარტს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან. ამ პერიოდში მათე დაოჯახდა. მისი მეუღლე პელაგია ოქრომელიძე, სოფელ მუსხიდან იყო. მათ ექვსი შვილი, სამი ვაჟი და სამი ასული შეეძინათ: არჩილი, ვასილი, შაქრო, მარიამი, ლუბა და ირინე. ს XX საუკუნის 10-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს. 1919 წლის 10 იანვარს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მღვდლად დაასხა ხელი და საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრ; განამწესა. 77% იმ პერიოდში მესხეთ-ჯავახეთში თურქთა შემოსევების გამო სასულიერო პირთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ მათე მღვდელი მეზობელ სოფლებშიც ასრულებდა საეკლესიო წესებს. იგი პატივისცემითა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმ მხარეში. მამა მათეს შვილიშვილი, ქალბატონი ჯილდა გოგოლაძე იხსენებს: „მრავალი წლის შემდეგ, რომელიმე სოფელში რომ მოვხვდებოდით მისი შთამომავლები, ასაკოვანი ხალხი ერთმანეთს გადაულაპარაკებდა, ესენი მათე მღვდლის შვილიშვილები არიანო, ფეხზე წამოდგომით მოგვესალმებოდნენ მათე პაპას პატივისცემის ნიშნად და ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვებოდნენ მასზე“. 1919 წელს თურქეთის ჯარებმა გადალახეს საზღვარი და სამცხე-ჯავახეთს შემოესივნენ. ზოგიერთმა გამაჰმადიანებულმა ქართველმა მხარი აუბა მტერს და მათთან ერთად აწიოკებდნენ სოფლებს იტაცებდნენ ცხვარ-ძროხას, სარჩო-საბადებელს, ხოცავდნენ ხალხს, აუპატიურებდნენ ქალებს. უიარაღო, გამწარებული მოსახლეობა იძულებული გახდა აყრილიყო და გახიზნულიყო, თავის გარიდება ბაკურიანისკენ მიმავალი გზით სცადეს. საროს ხალხთან ერთად მამა მათეს ოჯახმაც დატოვა სოფელი. გზაზე ფეხით მიმა-
საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30 ნოემბერი 2011წ გვ.19
მღვდლები -– მათე და იოანე მაღრაძეები (გაგრძელება)
ვალთ ძლიერმა სეტყვამ მოუსწრო. ერთმანეთში აიარა ქალი, კაცი, ბავშვი, საქონელი. თავი ვერაფერს შეაფარეს. ზოგმა ბაკურიანამდე ვერც ჩააღწია, გზაში დაიღუპა. ბაკურიანში ჩასულებმა სხვადასხვა მხარეში ჰპოვეს თავშესაფარი. მღვდელი მათე სოფელ ყვიბისში, ერთ ღვთისნიერ ოჯახს შეეხიზნა. მათე მღვდელმა ერთხანს ყვიბისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურა, მაგრამ მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი (მათეს დედა, მეუღლე, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი) დიდხანს ვერ დააწვებოდა ტვირთად ღარიბ მასჰინძელს, ამიტომ დროებით ახალციხეში, დის დანატოვარ სახლში გადასახლდნენ. მაშინდელმა მენშევიკურმა მთავრობამ მესხეთში მოთარეშეთა ასალაგმავად ჯარი შეიყვანა. ქართული ჯარის აქტიური მოქმედებების შემდეგად ნელ-ნელა მშვიდდებოდა იქაურობა, მაგრამ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა, ამიტომ ლტოლვილები მასიურად დაბრუნებას ვერ ბედავდნენ. ვინც ვერსად მოიკიდა ფეხი, შინ დაბრუნება არჩია და შიშით და მალვით მიაღწია მშობლიურ სახლ-კარამდე, ზოგმაც გაუძლო გასაჭირს, არ მიატოვა სოფელი და არ ჩააქრო მამაპაპისეული კერა. ასე თანდათან ივსებოდა დაცარიელებული სოფლები. ერთ დღეს ახალციხეში მამა მათეს თანასოფლელი ესტუმრა და უთხრა, რომ საროსა და სხვა სოფლებში ბევრი იყო მოუნათლავი, ჯვარდაუწერელი, ბევრიც ს ჯესის აუგებლად დაკრძალული და სთხოვა, წაჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ იყო (ციება ჰქონდა), თანაც იცოდა მღვდელი თუ მტერს გადაეყრებოდა, არ დაინდობდნენ, მაინც უარი არ თქვა და გაჰყვა მრევლს. ჩამოიარა სოფლები ჯვარდასაწერს ჯვარი დაწერა, მოუნათლავები მონათლა, მიცვალებულები ქრისტიანული წესით დამარხა და რამდენიმე დღის შემდეგ ეტლით გაემგზავრა ახალციხისკენ. მეეტლეს ნაამბობის მიხედვით, ოჯახის წევრები ასე იხსენებდნენ შემდეგ ამ ამბავს: „გზაზე ორმოცის ციხესთან“ ეტლს წინ გადაუდგნენ თავზეხელაღებული გამაჰმადიანებული ძმები ორბელიანები კასიმოღლები და მამა მათეს ჩასვლა უბრძანეს. „რას სჩადით, ეს ხომ მათე მღვდელიაო“, იყვირა მეეტლემ. „სწორედ მაგას ვეძებთო“, უპასუხეს. „რას მერჩითო“, უკითხავს მათე პაპას. შენმა ბიძაშვილმა ურთიერთშეტაკების დროს ჩვენი ძმა მოკლა, ეგეც რომ არ იყოს, მღვდელი რად გვინდა, მოლა ხომ გვყავსო. გაისმა თოფის გასროლის ხმა, სასიკვდილოდ დაჭრილმა მოძღვარმა ერთი კი აჰხედა ცას და ჩაიკეცა. მეეტლემ მტკვრის პირას დაასვენა მიცვალებული და ზედ სილა მიაყარა. ამ ტრაგიკული დღიდან დაახლოებით 40 დღე გავიდა. საროელები დაკარგულ ახლობლებს ეძებდნენ (შინ მოუსვლელებს უკვე ცოცხლებში აღარ კითხულობდნენ) და მტკვრის ნაპირებს მიუყვებოდნენ, იქნებ სადმე წაწყდომოდნენ მიცვალებულებს, რომ მიწისთვის მიებარებინათ. მათ ამაღლებული ადგილი შეამჩნიეს და მიხვდნენ, რომ იქ შეიძლება ვინმე ყოფილიყო, გათხარეს და მაშინვე იცნეს მათე მღვდლის გაუხრწნელი ცხედარი. ცოცხალივით გამოიყურებოდაო, უთქვამთ მამა მათეს დედისათვის. დამწუხრებულმა დედამ ახლობლების დახმარებით წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გადაასვენა შვილი“. გავიდა დრო. სოფლებში სიმშვიდემ დაისადგურა. მათე მღვდლის განახევრებული ოჯახი საროში დაბრუნდა. მოძღვრის დედა შვილის სიკვდილის შემდეგ დარდისგან მალე გარდაიცვალა, სამივე ვაჟი კი ეპიდემიამ იმსხვერპლა. დარჩა მეუღლე ქვრივად, სამ ქალიშვილთან ერთად. მან, ლვთის შემწეობით, ღირსეულად აღზარდა სიკვდილს გადარჩენილი ქალიშვილები, ხოლო მოწამეობრივად აღსრულებული მამა მათეს ხსოვნა დიდხანს შემორჩა მესხეთ-ჯავახეთის მკვიდრთა მახსოვრობას. სხვანაირად წარიმართა მისი ძმის, მამა იოანეს ბედი.
მღვდელი იოანე და მისი მეუღლე ეკატერინე ამირანიძე შვილებთან ერთად, უკანა პლანზე - მარგალიტა თამარი. შუაში ალექსი და მარიამი. 1914 წლის 01 იანვარს.
იგი 1864 წელს დაიბადა. დაამთავრა ხერთვისის ერთკლასიანი სასწავლებელი. 1891 წლის 12 ოქტომბერს იგი ტოლოშის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1892 წლის დეკემბერში საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1894-1898 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. სამშობლოში დაბრუნებული იოანე დაოჯახდა ეკატერინე ამირანიძეზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: თამარი, მარგალიტა, მარიამი და ალექსი. 1898 წლის 3 ოქტომბერს იოანე კვლავ საროს სამრევლოში მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1900 წლის 21 თებერვალს ტოლოშის სამრევლოში გადაიყვანეს. 1902 წლის 16 თებერვალს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. ამავე წლის 23 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ახალციხის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1904 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) იოანე დიაკვნად აკურთხა. 1905 წლის 7 აპრილს საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1906 წლის 14 აგვისტოს ქვემო ხვითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 8 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის ეპარქიაში, სოფელ ბუშატის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1907 წლის 1 სექტემბერს მამა იოანემ, საკუთარი სახსრებით, სოფელში სამრევლო-საეკლესიო სკოლა დააარსა, სადაც თავადვე ასწავლიდა ბავშვებს უსასყიდლოდ. 1916 წლის 21 აპრილს იგი ქვემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმ-
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30 ნოემბერი 2011წ გვ.20
მღვდლები -– მათე და იოანე მაღრაძეები (დასასრული)
შობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც 1920 წლის ზაფხულამდე მსახურობდა. რეი 1916 წელს მოძღვარი დაქვრივდა. რამდენიმე წლის შემდეგ მან მეორე (კოლი, ეკატერინე ფეიქრიშვილი შეირთო, რომელთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა: გიორგი, ქეთევანი და ალექსანდრა. ა შემდგომ წლებში მამა იოანე ახმეტისა და პანკისის რაიონის სხვადასხვა სოფლებში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. : XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, საშინე- ლი დევნისა და შევიწროების მიუხედავად, მამა იოანეს ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია. : 1928 წლის 26 დეკემბერს ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიას შემაშფოთებელ “ წერილს უგზავნის: უმდაბლესად მოგახსენებთ საკათალიკოსო სინოდს შემდეგს, ა. წ. აგვისტოში პანკისის მღვდელი სვიმონ დაქიშვილი, როდესაც “ ის ღამით ბრუნდებოდა სახლში მღვდელთმოქმე- “ დების შესრულების შემდეგ, გამთენიისას იპოვეს მდინარე ალაზანში დამხრჩვალი. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს კი სოფელ მატანის მღვდელი “ იასონ ასათაშვილი ღამე გაუწვევიათ ავადმყოფის საზიარებლად და როდესაც სახლში ბრუნდებოდა, ბოროტმოქმედებს გზაში მოუკლავთ. ამის გამო ალავერდის საეპარქიო საბჭომ, მიიღო რა მხედველობაში აღნიშნული შემთხვევები, მიმდინარე თვის 25-ში, სხდომაზე გამოიტანა შემდეგი განჩინება. აღძრულ იქნას შუამდგომლობა საკათალიკოსო სინოდის წინაშე, რათა სამღვდელოებას მიეცეს უფლება დაბინდებიდან გამთენიამდე არ შეასრულოს არავითარი მღვდელთმომმედება. ძმაო მიხეილ (საუბარია დეკანოზ მიხეილ ნაცვლიშვილზე), სიჩქარით მაცნობე წმინდა სინოდის გადაწყ- ვეტილება ამ საქმის შესახებ. სამღვდელო კანდიდატიც გვყავს პანკისში გასაგზავნი, თორემ მოლები აგვიკლებენ. მატანშიც მღვდელი აღარ არის, რადგან, როგორც წეღან ავღნიშნე, ორი კვირის "წინ მოკლეს. გვინდა შობის დღესასწაულზე მღვდელი გვყავდეს, დროზე გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მატანის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოს მოვლა მამა იოანე მაღრაძეს დაევალა. 1929 წლის დასაწყისში იგი ს მიავლინეს კიდეც აღნიშნულ სამრევლოში.