ელგუჯა მაღრაძე (1927-1999) დაიბადა თბილისში. დაამთავრა საკავშირო იურიდიული ინსტიტუტი 1949 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1952 წელს.
სხვადასხვა დროს იყო ჟურნალ"ნიანგისა" და "მნათობის" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, საქართველოს გამსახკომის თავმჯდომარე, საქლიტფონდის დირექტორი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. 1951 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი; 1963 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "მეველე"; ინგლისურიდან თარგმნა მაინ რიდის, ჯ. გოლზუორთის, ა.კ. დოილის, ტ. თ. მელორის და სხვათა ნაწარმოებები. ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970).
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.647
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1997 - ღირსების ორდენი
- 1997 - ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- გრიგოლ ორბელიანი : ბიოგრ. რომანი; წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1989. - 480გვ.
- მოძღვარი : ილია ჭავჭავაძის დაბადების 150 წლისთავის გამო (ავტორი). - თბილისი, 1987. - 39გვ.
- გულითა მართლით : Ad imo pectore (ავტორი). - თბილისი , ნაკადული, 1977. - 45გვ.
- სრბოლა ცხოვრებისა : ლ. გოთუას ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1976. - 39გვ.
- გოდება ანუ ცხოვრება დავით გურამიშვილისა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1976. - 374გვ.
- მეველე (დათა მიქელაძე) : ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1963. - 225გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007889/