სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 ღვინიაშვილი ლეონტი ილიას ძე, 1872-1935წწ. წინამძღვარი მღვდელი,მოღვ. სოფ. ვანთის მაცხოვრის ხელქმნელი ხატის ეკლესია  ღვინიაშვილი ლეონტი ილიას ძე, 1872-1935წწ. წინამძღვარი მღვდელი,მოღვ. სოფ. ვანთის მაცხოვრის ხელქმნელი ხატის ეკლესია

1872-1935 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ღვინიაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ღვინიაშვილი ლეონტი ილიას ძე, 1872-1935წწ. წინამძღვარი მღვდელი,მოღვ. სოფ. ვანთის მაცხოვრის ხელქმნელი ხატის ეკლესია


1872 წელს დაიბადა. 1888-94 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1894 წლის 1 მაისს 
სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 6 მაისს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ვანთის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1899 წლის 4 ივლისს მღვდელი ლეონტი თელავი-სიღნაღის სასწავლო კომიტეტში დეპუტატად აირჩიეს.
1902 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო - 1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. ამავე წლის 10 ივლისს კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.



1912 წლის 9 თებერვალს თელავის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
1915 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1917 წლის სექტემბრიდან ალავერდის ეპარქიის საეპკარქიო საბჭოს წევრია.
1918 წლიდან ახმეტის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარად დაინიშნა და სამკერდე ოქროს ჯვრით 
დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრისა და 1920 
წლის 27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებზე.
1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
1920 წელს ახსმეტის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
1922 წლის სექტემბერში და 1924 წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორჯერ დააპკატიმრეს და რამოდენიმე თვე ციხეში გაატარა. 
1924 წლის აპრილიდან შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1929 წლის აღდგომას ალავერდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) ენქერით დააჯილდოვა.
1931 წლის მარტში ქ. თელავის „ღვთაების” სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად დაინიშნა.
1933 წლის აღდგომას ალავერდის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და 
უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მიტრით დაჯილდოვდა. დეკანოზი ლეონტი 1935 წლის 6 მარტს (მეორე ვერსიით 7 აპრილს) გარდაიცვალა. იგი თელავის საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0