მღვდელი იოანე ხატიაშვილი 1854-1927
მღვდელი იოანე ვასილის ძე ხატიაშვილი 1854 წლის 2 იანვარს, ქ. თელავში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ყმაწვილმა იოანემ პირველდაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1878 წელს დაამთავრა. იმავე წლის 1 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად დაინიშნა. 1882 წლის 26 ივლისს იქედან გათავისუფლდა. 1882 წლის 15 სექტემბრიდან 1883 წლის 15 მაისამდე თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა. 1883 წლის 1 აგვისტოდან 1885 წლის 13 ოქტომბრამდე წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ასწავლიდა. 1886 წლის 23 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1886 წლის 2 მარტს მღვდლად დაასხეს ხელი და კონდოლის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1886 წლის 13 აგვისტოს კისისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. იმავე წლის
სექტემბრიდან კისისხევის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1892 წლის 17 აპრილს თელავის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაადგინეს. 1897 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. აქ მსახურების პერიოდში იგი იმავე ეკლესიასთან არსებული სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგი იყო.
მღვდელი იოანე თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული და ნაკითხი ადამიანი გახლდათ. ყოველი წირვის შემდეგ მრევლს უქადაგებდა, განუმარტავდა სახარებას და წმიდა წერილის რთულ ადგილებს, არ
იშურებდა სხვადასხვა სულიერი დარიგებას.როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში გაბატონებულ რუსიფიკატორულ პოლიტიკას ქართველი სასულიერო პირები უპირისპირდებოდნენ, მათ შორის იყო მღვდელი იოანეც. იგი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ ქართულ პრესასთან, სადაც ხშირად აქვეყნებდა
სხვადასხვა სახის მასალას. ერთ-ერთი ასეთი წერილი მან მივიწყებულ ქართულ დღესასწაულებს მიუძღვნა. იგი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ქართველები უგულისყუროდ ეკიდებიან თავიან წმინდანებს და დღესასწაულებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი ეს ქადაგება, თითქმის მთლიანად ეხმიანება დღევანდელ ვითარებას და შეიძლება ითქვას, რომ 115 წლის შემდეგაც დგას ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. სტატიის სათაურია „წმ. ნინო და მისის დღესასწაულის აღდგენა“: „ვაი იმ ერს, რომელსაც დაჰკარგვია ჯეროვანი პატივისცემა თავის შუქმფინარ მოღვანეთა ვაი, იმ სახელმწიფოს და სამეფოს, რომელსაც თავი არ მოსწონს მით, რომ მასაც ჰყოლია დიდებულნი გვამნი. ვაი, იმ საზოგადოებას, რომელიც მომავალს თაობას არ ასწავებს ღირსეულ პატივისცემას სამშობლოსათვის თავდადებულთა ამგვარნი სადიდებელნი და სათაყვანო გმირნი ჰყავთ ფრანგებს ჟანა-დარკი, რუსებს ალექსანდრე ნეველი, სლავებს კირილე და მეთოდე, სომხებს გრიგოლ განმანათლებელი, ქართველებს წმ. ნინო და სხვ. ამ მნათობთა სახელობაზედ აგებენ ტაძრებს, აწესებენ დღესასწაულებს, აარსებენ ათასგვარ კეთილსა და საქველმოქმედო საზოგადოებასა, თავშესაფარსა და ძმობასა. დღეს მთელი რუსეთი და სლავიანთა ტომი დღესასწაულობს დიდი მოწიწებით კირილესა და მეთოდეს ხსენებას.
ყოველი სომეხი მოვალეა, იდღესასწაულოს წმ. გრ. განმანათლებლის ხსენების დღე. მოსწავლე-ახალგაზრდობაც თავისუფალია იმ დღეს და სასწავლებლად არ მიდის, სომხობას რომ თავი დავანებოთ და ავიღოთ თუნდაც ახატნელი თათრები თელავის მახლობლად, იმათაცა აქვთ სკოლა, მაგრამ განა როცა ბაირამობაა, ან ყურბანას და ალიას დღე მოდის, მთავრობა უარს ეუბნება, არა, ყმაწვილები უთუოდ მოვიდნენ სკოლაშიო? სულაც არა. ისინი ამ დღეებში თავისუფალნი არიან. ჩვენ კი არა. ჩვენ ამ საქმეშიაც დაქვეითებული ვართ. წმ. ნინოს დიდებულ დღესასწაულზე ყველა უწყებაში საქმიანობაა, ყველა სასწავლებელში სწავლაა, ყველა სახელოსნოში მუშაობაა სადღაა ძველებური მისი თაყვანისცემა და მისი დღესასწაული?! ჩვენდა სასირცხვილოდ, ოც სოფელში ორგან არ სრულდება ამ დღეს წირვა და ორგან არ მოიპოვება მისი ხატი. თუ გვსურს, რომ ჩვენც ხალხი გვეთქმოდეს, თუ გვურს ჩვენმა ეროვნებამ თავისი ელფერი არ დაჰკარგოს, დროა თვალები მოვიფშვნიტოთ, ყურები გამოვიბერტყოთ, გამოვერკვეთ საღათას ძილიდან და ამჟამად ეს მოვიმოქმედოთ, რომ ხსენება წმ. ნინოსი ყოველ წლობით ჯეროვნად სრულდებოდეს ჩვენში. საჭიროა თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო კრებაზე იქმნეს დადგენილი, რომ ეთხოვოს მთავრობას, სადაც მოსახლეობს ქართველი ტომი, წმ. ნინოს დღესასწაული აღიარებულ იქმნეს უქმად, როგორც არის კირილესა და მეთოდეს ხსენების დღე. ამას გარდა, ურიგო არ იქნება გადიდებულ იქმნეს რამდენიმე ასი ცალი ხატი წმ. ნინოს ძველის ხატიდან და დაურიგდეს სამრევლო ეკლესიებს. აგრეთვე მიეწეროს ყველა ეკლესიის კრებულს, რომ ამ დღეს წირვა სრულდებოდეს ლი
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2019წ გვ.18
მღვდელი იოანე ხატიაშვილი 1854-1927 (გაგრძელება)
ტანიით, წმიდის ცხოვრების მოძღვრებით 1901 წელს თელავის მაზრაში ზედიზედ რამდენიმე ეკლესია გაიძარცვა, საიდანაც წაიღეს ძვირფასი ოქრო-ვერცხლით დამზადებული ნაკეთობანი, ძველი შესამოსელნი და საეკლესიო სამკაული. 1902 წლის იანვარში ბოროტმოქმედებმა გაძარცვეს კურდღელაურის კავთის ეკლესია, რომელიც მთლად დააცალიერეს ძვირფასეულობისგან. სხვათა შორის, წაიღეს ძველისძველი კაკლის ხის ბარძიმი, ძვირფასად მოჭედილი. ამ ამბებით შეწუხებული მოძღვარი გაზეთი „ივერიის“ ფურცლებზე წერდა: „საქმე სწორედ ასე გახლავთ და ადრე აღარ არის, ვიზრუნოთ რამე და ეს რამე, ჩემის მოსაზრებით ის არის, ყოველს ეკლესიის კრებულს ბინა ჰქონდეს თვით ეკლესიის ეზოში. მხოლოდ მაშინ შიში აღარაფრისა მოელის ჩვენს ტაძრებს, როდესაც მის მახლობლად იცხოვრებს სამი-ოთხი კომლი და მღვდელსაც შეძლება ექნება თვალყური ადევნოს ღამის ყარაულს, თორემ ეხლა ოცს მღვდელში ორი არ სცხოვრობს ეკლესიის სიახლოვეს და რა ჰქმნან, როგორ უპატრონონ ტაძარს, რომელშიაც ხშირად ძვირფასი საისტორიო და საარქეოლოგიო განძია დაკრძალული!“. 1902 წლის 9 დეკემბერს მამა იოანე ბარისახოს ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს და ფშავ-ხევსურეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1902-1906 წლებში იყო ბარისახოს სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი. 1904 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1904 წლის 6 ივნისს სკუფია უბოძეს. ურთულეს პირობებში უწევდა მღვდელ იოანეს მთაში მსახურება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთიანეთი დღეს რა მძიმე პირობებშია, და XX ს-ის დასაწყისში ხომ მთლად გაუსაძლისი ვითარება იყო, არც გზები, არც სკოლები, არც საავადმყოფოები.
ექიმი სანთლით საძებარი იყო. ხალხის ამ მძიმე პირობების შემხედვარე მოძლვარი ცდილობდა ქართველი საზოგადოებისათვის და ხელისუფლებისთვის ხმა მიეწვდინა, რათა მეტი ყურადღება და დახმარება ალმოეჩინათ მივარდნილი კუთხისთვის. თვით სასულიერო პირებიც კი, რომლებიც მთაში ბარიდან იყვნენ გამოგზავნილი, ფრიად გაჭირვებულ მდგომარეობაში იყვნენ და ძლივს ახერხებდნენ თავიანთი
მოვალეობის აღსრულებას. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით, მლვდელი იოანე ქართული პრესის ფურცლებზე: „საქმე სწორედ სამწუხაროდ არის დაყენებული და რა ეშველების, ან ვინ უშველის, ეს არის საკითხი? მაგალითებისათვის შორს არ გვინდა წასვლა: შარშან ზამთარს გახდა ავად ფილტვების ანთებით სოფ. როშკის მღვდელი და მთელის
სამოცის ვერსის მანძილზე რაინდულად თავგადადებით მანდილ-მოსხმულმა მისმა თანამეცხედრემ ხუნჩებით გადმოვლო მთის მწვერვალები და საკაცით ჩამოიყვანა ცოცხლად ბარად საშველ ალაგას. ასეთივე დღე დაადგა სოფ. ხახმატის მღვდელს და დღესაც ვერ გათავისუფლებულა, და რა ესენი, დღე ისე არ გაივლის, ვინმე ხევსური არ იდგეს ჩემ კარზედ და არ მემუდარებოდეს: ბალღი, ცოლი, მამა, დედა და სხვა მყავს ავად და თუ რაიმე წამალი მოგეპოვების, გვიწილადეო. რა ვქნათ, ჩვენ, დამეხილებმა, რომ ვერ ვაკმაყოფილებთ მათს თხოვნას.
ძველად ყოფილა აქ რაღაც აფთიაქი და შემდეგ დაკეტილა. ჩვენი სათხოვარი ეს არის: მოგვხედეთ, გვიპატრონეთ, დაუნიშნეთ ფშავ-ხევსურეთს ერთი გამოცდილი ფერშალი თავის აფთიაქით, რომ უბრალო წამლობის ღირსნი მაინც შევიქნეთ. მანამდე კი ყველას ვთხოვ: ქართველს, რუსს, სომეხს, ყველა მეაფთიაქეს და წამლების გამყიდველს, კეთილ მონას, ნუ დაიშურებენ თავიანთ წვლილს გვიწყალობონ ცოტა რამ წამლეულობა და გამოგზავნონ ამ მისამართზე: თიანეთის გავლით, სოფ. ბარისახო, სკოლის აფთიაქი“. 1904 წელს მღვდელ იოანეს მეცადინეობით ბარისახოში დაარსდა უფასო წიგნთსაცავ-სამკითხევლო,
საიდანაც ორივე ხეობის მცხოვრებთ შეეძლოთ ესარგებლათ წიგნებით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება და თანადგომა აღმოუჩინეს „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, ბატონებმა: ბურჭულაძემ, კალანდაძემ და ანდრონიკაშვილმა, რომლებმაც ჟურნალ „მოამბის“ ნომრები შეწირეს სამკითხველოს. ეპისკოპოსმა კირიონმა 1904 წლის ჟურნალი
„ჯეჯილი“ გამოუწერა. მღვდელმა იოანემ მადლობა გადაუხადა ყველა კეთილისმოსურნეს და შემდეგი თხოვნით მიმართა მათ: „ჩვენი საზოგადოების წევრებს, ნამეტნავად მგოსნებს, ვთხოვ, შეაგროვონ
ძველი და ახალი წიგნები, ყდიანი და უყდო, ორიგინალური და ნათარგმნი, აქ ყველა გამოსადეგია და მოგვაწოდონ. იტყვით, ნუ სწუწუნებთო; რა ვქნათ, რომ გვესაჭიროება? ათი ათასი სული მაინც ვართ ამ ორ ხეობაში და ერთადერთი წიგნთსაცავი გავიჩინეთ და რითაც და როგორც შეიძლება, როგორ არ შევავსოთ? დღე ერთია და მთხოვნელი ასი, „ქაღალდი გექმნება რამე საკითხიო“, „ომისა რა იცი, წაგვიკითხე“, „მოგვეცი რამეო!“ რას იზამ ამ შემთხვევაში: უარს ეტყვი, სინდისი გქენჯნის, მისცემ და მეორე აღარა გაქვს, რომ სხვა მთხოვნელიც დააკმაყოფილო“. 1904 წელს მღვდელი იოანე ხევსურეთიდან გამოეხმაურა რუსეთში მყოფი ეპისკოპოს კირიონის
(საძაგლიშვილი) წინადადებას და წერდა: „ივერიის“ 35-ში არის ფელეტონად დაბეჭდილი საგულისხმო წერილი ეპ. კირიონისა „უცხო სიტყვების ხმარება ქართულ ენაში“, რომლითაც იგი მიგვიწევს
მკითხველთ სამუშაოდ, რათა ცნობაში იქმნეს მოყვანილი ჩვენ მამა-პაპათაგან ძველადვე ნაანდერძევი ძვირფასი და მდიდარი ჩვენი სალექსიკონო საუნჯე. ამასთანავე, აცხადებს, რომ საქმე წლეულობით დაიწყოს აღმოსავლეთ საქართველოდან და დიდი ყუ- რადღება მიექცეს ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთს, სა-
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2019წ გვ.19
მღვდელი იოანე ხატიაშვილი 1854-1927 (გაგრძელება)
დაც უფრო შეუცვლელად დაცული უნდა იყოს სიწმინდე ჩვენის ძველის ქართულის ენისაო. ამ საქმეში მონაწილეთ პატივცემული ავტორი აღუთქვამს შრომის საფასს და ჰპირდება გაუგზავნოს მომზადებული დავთარი რიგზედ სიტყვების ჩასაწერად. მე, როგორც დროთა ვითარებისა
გამო, გამგე სასულიერო უწყებისა, ორის ხეობისა ფშავის და ხევსურეთისა
ჩემდა მონდობილის საქმისა გამო მაქვს დაახლოებითი (ცხოვრება ხსენებულ თემებთან, ვუცხადებ დიდს სურვილს ბ-ნ ეპ. კირიონს
და მის მიერ დანიშნულს სარედაქციო კომისიას, მივიღო წილადი შრომა ხსენებულს სიმპატიურს დაწყობილებაში უსასყიდლოდ,
მხოლოდ გამომეგზავნოს ჩასაწერი დავთარი". 1906 წლის 2 სექტემბერს ბოდბისხევის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძარში დაადგინეს. 1908
წლის 16 თებერვალს ველისციხის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრისა და სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1908 წლის I ოქტომბრიდან ასწავლიდა საღვთო სჯულს ველისციხის ორკლასიან სამინისტრო სკოლაშიც. 1911 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. მღვდელი იოანე იყო მხურვალე ავტოკეფალისტი და ქართულ პრესაში რამდენიმე წერილიც გამოაქვეყნა ამ თემასთან დაკავშირებით. აი, რას წერდა იგი 1907 წელს ჟურნალ „მწყემსში“ გამოქვეყნებულ თავის სტატიაში „საქართველოს სამღვდელოების მიმართ“: „პატივცემული მწერალი ნ. თ. „მწყემსის“ მე-7 ნომერში, სათაურით - „ჩვენი საეკლესიო საკითხის გამო“, არჩევს დეკ.-პროფ. ტიტოვის წერილს, რომელიც ბოლოვდება ამგვარად: „ყოველ შემთხვევაში, საკითხი საქართველოს ავტოკეფალობისა საბოლოოდ უნდა გადაწყდეს მომავალ სრულიად რუსეთის ადგილობრივ კრებაზე“, იძლევა კითხვას გაიგზავნონ ჩვენი წარმომადგენელნი ამ კრებაზე თუ არა? და თვითონვე იძლევა პასუხს: „ჩვენ საქმე არა გვაქვს რუსეთის ეკლესიასთანო“, მაშასადამე, არც უნდა ვინმე გაიგზავნოს. დასკვნა ცხადია. გაუკადნიერდები პატივცემულს მწერალს, რომ
ეს დიდი შეცდომაა და დიდ ზარალსაც გვიქადის. კმარა ჩვენთვის მთელი საუკუნის ძილი, დრო არის გამოვიფშვნიტოთ თვალები, გამოვიხედოთ ჩვენი ბუნაგიდან, შევხედოთ დღის სინათლეს. არავის არ
მისცემს ამ დროს კეთილს კარჩაკეტილი განცალკევებული ცხოვრება და მოქმედება. აღარც დროს არის, მივდიოთ სირაქლემას პოლიტიკას. ჩვენ ამჟამად უნდა შეუდგეთ მოქმედებას და გამარჯვება
შემდეგ გვეღირსება. ჩვენ რომ არ დავესწროთ რუსეთის ადგილობრივ საეკლესიო კრებას, ამით რას მოვიგებთ? სრულიად არაფერს. წაგებით კი
ბევრს წავაგებთ. აი, როგორ? თუ მაშინ, როდესაც ჩვენი წარმომადგენელნი იყვნენ წინასწარ კრებაზედ (იგულისხმება 1905-1906წწ. გამართული კრება, სადაც მონაწილეობდნენ ეპისკოპოსები: კირიონი და ლეონიდე, ალ. ცაგარელი და ალ. ხახანაშვილი -– გ.მ), არ დაირცხვინეს და ყოველი სიმყრალე წამოანთხიეს სტეფანე ბულგაკოვმა და იოანე ვოსტორგოვმა, მაშინ, როცა ჩვენგანს არავის დაინახავენ, ხომ სულ უწმინდურობით აგვივსებენ უბე-კალთას და თავზედაც ლაფს დაგვასხამენ. მაგალითი წინ გვიდევს: უკანასკნელ კრებაზედ, როგორც თქვენ ამბობთ, რომ აღარავინ ნახეს მოპირდაპირედ, აღვირი აიხსნეს და გაცეცხლებული გული კარგად იჯერეს ჩვენზედ, კრებაც ერწმუნა მათ და მიიღო ვოსტორგოვის ფურნეში გამომცხვარი პროექტით რეცეპტი საქართველოს ეკლესიის
ჩახრჩობისა. მაშასადამე, რას უნდა მოველოდეთ მომავალს კრებაზედ იმავე პირთაგან, როცა ჩვენგანს ის აღარავის დაინახავს? ამით ხომ მივეცემით ხელში კანონისტებს -- დააკანონონ ჩვენი ეკლესიის გაუქმება. „შიში არ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“ “– უთქვამს ჩვენს დიდს მოძღვარს შოთას. ჩვენ უკან კი არ უნდა შევდრკეთ, არა,
მას უნდა მახვილითა და წათებით მივეტევნეთ და თუნდ კიდეც მუცელში ჩაედოს, განუპოო იგი და ცოცხალი გადმოვაგდებინოთ... დღეს უკანასკნელად აღბორგებულია ჯოჯოხეთი მის საუკუნოს ჩასანთქმელად. ისწრაფეთ, კეთილნო მსახურნო, მის აღსადგენად“.
9-3 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2019წ გვ.20
მღვდელი იოანე ხატიაშვილი 1854-1927 (დასასრული)
1918 წელს მღვდელი იოანე ისევ ველისციხის სამრევლოში მსახურობდა. 1919 წლის 4 ნოემბერს იგი უადგილოდ იყო და გომეწრის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დანიშნვა ითხოვა. 1920-1922 წლებში იყო ალავერდის საეპარქიო საბჭოს მდივანი, კანცელარიის გამგე და კურდღელაურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძლვარი, სადაც ჩანს 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროსაც. 1921 წლის 11 ივნისს შეიქმნა ალავერდის ეპარქიის ქვრივ-ობოლთა სამზრუნველო, დეკანოზ იოანე შიუკაშვილის თავმჯდომარეობით,მისი წევრები იყვნენ: დეკანოზი იროდიონ შავლიაშვილი, მღვდელი იოანე ხატიაშვილი და სარდიონ ალადაშვილი. მღვდელი ხატიაშვილი ასრულებდა მდივნის მოვალეობასაც. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და რეპრესიებს შემდეგ, როგორც საეკლესიო საბუთებიდან ჩანს, მას აღარსად უმსახურია. 1926 წლის 16 თებერვალს
შედგენილ ალავერდის ეპარქიის მოქმედი სამღვდელოების რიგებში იგი აღარ ფიგურირებს მღვდელი იოანე 1927 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია თელავის საერო სასაფლაოზე. ჰყავდა მეულლე - სოფიო იოსების ასული (დაბ. 17.10.1866წ.), და შვილები: შალვა, ელიზბარი, ქეთევანი, ნინო, იოსები, ეკატერინე.
1890 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და თელავის „ღვთაების” სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
1897 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.
ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1904 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წლის 6 ივნისს სკუფია
უბოძეს. 1908 წელს ველისცინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1911 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.
1919-22 წლებში ალავერდის საეპარქიო საბჭოს მდივანია. მღვდელი იოანე 1927 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა.