სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ხელაშვილი  მიხეილ იოსების ძე, გარდ.1909წ.  წინამძღვარი, დეკანოზი მოღვ. ქ.თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი ხელაშვილი  მიხეილ იოსების ძე, გარდ.1909წ.  წინამძღვარი, დეკანოზი მოღვ. ქ.თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი
ბმულის კოპირება



გვარი ხელაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

ხელაშვილი მიხეილ იოსების ძე, გარდ.1909წ. წინამძღვარი, დეკანოზი მოღვ. ქ.თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი

1891 წლის 29 აპრილის სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოედა.

1896 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასწავლო კომიტეტში, თელავის სასულიერო სასწავლებლის წარმომადგენლად დაინიშნა.

1898 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამავე წლის 1 ოქტომბერს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 25 იანვარს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

1902 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით, ხოლო 1903 წლის 6 მაისს კი - წმინდა ანას II ხარისხით დაჯილდოვდა. დეკანოზი მიხეილი 1910 წლის 7 იანვარს I(ძვ. სტ.) გარდაიცვალა.




მეორე მღვდელი - იოანე ისააკის ძე შიუკაშვილი 1841 წელს დაიბადა.

1868 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ზემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1874 წელს სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1876 წელს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ეკლესიაში განამწესეს.

1879 წელს თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1892 წლის 6 ივნისს სკუფიით დაჯილდოვდა.

1895 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1910 წლის იანვარში თელავის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დე

კანოზის წოდება მიენიჭა.

1913 წლის აღდგთმას წმინდა ანას III ხარისის ორდენით დაჯილდოვდა.

1917 წლიდან ალავერდის საეპარქიო საბჭოს წევრია.

1920-21 წლებში ქვემო ხოდაშენის სამრევლოში მსახურობს.

მისი შემდგომი ბედი უცნობია. მესამე მლვდელი - გიორგი ეგნატეს ძე მრევლიშვილი 1845 წელს დეკანოზის ოჯახში დაიბადა.

1863-69 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1870 წლის 1 მარტს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 8 მარტს - მღლვდლად დაასხა ხელი და ხორხელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1870 წლის 5 ოქტომბერს თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1871 წლის 3 აპრილს არტოზანის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1874 წლის 23 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1877 წლის 5 ნოემბერს, 1880 წლის 13 ივნისსა და 1884 წლის 30 მაისს კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1882 წლის 27 აპრილს სკუფია უბოძეს.

1884 წლის 1 სექტემბერს რუისპირის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1892 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1894 წლის 3 აპრილს თელავის საკათედრო ტაძრის მღვდელმსაურად დაინიშნა.

1896 წლის 26 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ახალი შენობის მშენებლობის დროს გამოჩენილი ყურათღებისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1896 წლის 1 იივისს ისევ აირჩიეს თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კრმტტეტის წევრად.

1899 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით-გრამოტით დააჯილდოვა.

1899 წელს მეორედ, ხოლო 1902 წლის 23 ივლისს ზედიზედ მესამედ აირჩიეს სასწავლებლის მმართველ კომიტეტში.

1905 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მღვდელი გიორგი 1909 წლის თებერვალში გარდაიცვალა, მაგრამ რადგანაც ყოვეი წლის კალენდარი ერთი წლით ადრე იწერებოდა იგი კვლავ შეიყვანეს 1910 წლის სიაში. ჰყავდა მეუღლე ოლღა ონოფრეს ასული - დაბადებული 1851 წელს და ერთი ვაჟი ნიკოლოზი - დაბადებული 1873 წელს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0