სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გულაშვილი გიორგი,1870-1939წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კარდენახის ფერისცვალების ეკლესია გულაშვილი გიორგი,1870-1939წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კარდენახის ფერისცვალების ეკლესია

1870-1939 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გულაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

გულაშვილი გიორგი,1870-1939წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. კარდენახის ფერისცვალების ეკლესია

1870 წლის 13 იანვარს დაიბადა.

1885-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, საიდანაც V კურსიდან თელავის სასულიერო სასწავლებელში ეკონომოსად დაინიშნა. 1892 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1893 წლის 23 იანვარს ბახტრიონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. ამავე წლის 5 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბახტრიონის სამრევლოს წინამძღვრად დაადგინეს.

1894-98 წლებში თიანეთის მაზრაში არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში თელავის სასულიერო სასწავლებლიდან დეპუტატად მიავლინეს.

1899 წლის 21 იანვარს მელაანის ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1903 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1904 წლის 31 აგვისტოს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1909 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.

1911-17 წლებში იყო სიღნაღის მაზრის II ოლქის სამთავარხუცესოს საბჭოს წევრი.

1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა უბოძეს, ხოლო 1918 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

1919 წლის 28 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა.

1925 წელს კომუნისტების მიერ დანგრეული და გაპარტახებული კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესია აღადგინა და ამავე წლის 23 ივლისს განახლებული ტაძარი ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) ხელახლა აკურთხა.

1926 წელს ბოდბის ეპარქიის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში კვლავ მსახურობს. მისი შემდგომი ბედი უცნობია. დეკანოზი გიორგი 1939 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოში გარდაიცვალა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0