სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12139

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
კახიშვილი ნიკოლოზ პართენის ძე,  1870-1920წწ. წინამძღვარი მღვდელი დაბ. სოფ. ქისტაური (ახმეტა) კახიშვილი ნიკოლოზ პართენის ძე,  1870-1920წწ. წინამძღვარი მღვდელი დაბ. სოფ. ქისტაური (ახმეტა)

1870-1920 წწ. გარდ. 50 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კახიშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

კახიშვილი ნიკოლოზ პართენის ძე, 1870-1920წწ. წინამძღვარი მღვდელი დაბ. სოფ. ქისტაური (ახმეტა)



1870 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა.

1886-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

1892 წლის 15 სექტემბერს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ სტეფანწმინდის სამრველო სკოლის მასწავლებლად განამწესა. ამავე წლის 1 სექტემბერს თიანეთში ანალოგიური სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს.




1896 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1898 წლის 1 ოქტომბერს ახალსოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1903 წლის 30 დეკემბერს ნადარბაზევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის

წინამძღვრად დაადგინეს.

1904 წლის 11 ოქტომბერს გომეწრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინხამძღვრად დაინიშნა.

1906 წლის 1 სექტემბრიდან 1907 წლამდე ფშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესია.

1911 წლის ბოლოს მაღაროსკარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს.

1912 წლის 20 აპრილიდან ბერშუეთის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. ამავე წლის 17 ივლისს თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ამ სამრევლოდან.

1913 წლის 20 იანვარს ქისტაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი ნიკოლოზი XX საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში გარდაიცვალა.


მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი 1870-1920

მღვდელი ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილი 1870 წელს თბილისის გუბერნიაში, თიანეთის მაზრაში, სოფ. ქისტაურში გლეხის ოჯახში დაიბადა.
პირველდაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1892 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით. 1892 წლის 15 სექტემბერს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ ხევში, სტეფანწმიდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად განამწესა. აქტიურად მუშაობა გააჩაღა ახალგაზრდა პედაგოგმა სოფელში. მან დახმარებისათვის მიმართა აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწე
მაშინდელ მისიონერს, მლვდელ-მონაზონ ლეონიდეს (ოქროპირიძე, შემდგომში –– კათოლიკოსპატრიარქი) და ანდრია კობაიძეს. ორივე სიხარულით გამოეხმაურა ნიკოლოზს. მამა ლეონიდემ 15 მანეთი გაილო სკოლისთვის, ხოლო ანდ. კობაიძემ ათი ნომერი ჟურნალი „ჯეჯილი“ შეწირა და მომავალი წლისთვის კვლავ აღუთქვა გამოწერა. ჟურნალების შემოწირვით ნიკოლოზმა დაიწყო სახალხო წიგნთსაცავის დაარსების საქმე, რაც მალევე აღასრულა. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით იგი 1894 წლის 20 თებერვალს გაზ. „ივერიაში“: „ნება მიბოძეთ, თქვენის გაზეთის საშუალებით გულითადი მადლობა გამოვუცხადო ანდრია მამუკას ძე კობაიძეს, რომელიც ეს მეორე  წელია თავის ხარჯით უწერს საყმაწვილო ჟურნალს „ჯეჯილს“ ჩემდა რწმუნებულს სტეფანწმინდის სამრევლო სკოლას. ამასთანავე, ვაუწყებ მკითხველთ, რომ მე განვიზრახე დაარსება სკოლასთან წიგნთსაცავისა, რადგან იგი საჭიროა ხალხისათვის, როგორც თვით სკოლა. წიგნთსაცავს დიდი მნიშვნელობა ექნება ხალხის ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მხრივ და ააცილებს მომეტებულს ნაწილს, – კვირა-უქმით დუქნებში დროს გატარებას და უანგარიშოდ ფულის ხარჯვას სასმელში. სკოლა და წიგნთსაცავი ერთად უფრო მეტს შესძენენ
ხალხის განათლებისა და წინ-წაწევის საქმეს, ვიდრე მარტო სკოლა. სკოლის მნიშვნელობა უწიგნ-საცავოთ ერთი ორად მცირდება. ეს აზრი ყველასთვის მარტივია და მეტი განმარტება აღარაა საჭირო. იმედია ჩვენი პატივცემული
მწერლები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წიგნების მბეჭდავი ამხანაგობანი და კერძო კაცნი არ დაიშურვებენ ამ წიგნთსაცავისათვის მცირეოდენს დახმარებას წიგნებითა და ფულით. და შეეწევა ამ ხალხს, რომელშიაც აღიზარდა საქართველოს ნიჭიერი მწერალი
ალ. მოჩხუბარიძე“ (იგულისხმევა ალ. ყაზბეგი -გ: მ.).


1894 წლის 1 სექტემბერს იგი თიანეთის სამრევლო–საეკლესიო სკოლაში გადაიყვანეს. 1896 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახ. ტაძარში განამწესა.
1898 წლის 1 ოქტომბერს ახალსოფლის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1899 წელს გაზ. „ივერიაში“ უცნობი ავტორი წერდა: „ღვინო-არყით სავაჭრო დუქნები გაშენებულია აქ დიდის ქუჩის ორივე მხარეზედ, ეკლესიისა და სამაზრო სამმართველოს შუა.
დამთვრალის ხალხის ჟივილ-ხივილი და ლანძღვა-გინება ხშირად მოისმის როგორც სამმართველოს ეზოში, ისე ეკლესიაში. საჭიროა, რომ ამ გარემოებას ყურადღება მიექცეს. კანონით 40 საჟ. მაინც უნდა იყოს დაშორებული სამიკიტნო დუქანი ეკლესიაზედ; აქ კი ბევრი სამიკიტნო 15-
20-26 საჟნითაც არ არის დაშორებული.ისიც საყურადღებოა, რომ თითოეულს სამიკიტნოს ბაკიც აქვს, რის გამო საშინელი უსუფთაობაა შუა ბაზარში“. ამ წერილის გამო დიდი დაპირისპირება
დაიწყო თიანეთის ვაჭარ-მიკიტნებსა და მამა ნიკოლოზს შორის. ისინი თვლიდნენ, რომ მოძღვარი იყო ამ სტატიის ავტორი და მათ წინააღმდეგ მოქმედებდა. საქმე ისე გამწვავდა, რომ მამა ნიკოლოზმა წერილით მიმართა გაზ. „ივერიის“ რედაქციას. აი, რას წერდა იგი: „თიანეთში, ვინც ღვინო-არყით ჰვაჭრობს, ყოველ ახალ წლისთვის იღებენ ხოლმე დუქნების გაღების ნებას თვით სოფლის საზოგადოებისაგან და შემდეგ ადგილობრივ სამაზრო სამმართველოდგან. წარსული წლის ბოლო რიცხვებში, ჩვეულებისამებრ, თიანელმა მედუქნეებმაც წარუდგინეს სოფლის
განაჩენი თიანეთის მაზრის უფროსს და ითხოვეს მოწმობები, რათა ევაჭრათ უწინდებურად ღვინო-არყით და მიეღოთ, საიდგანაც ჯერ არს, სავაჭრო საბუთების ქაღალდები. ახალმა მაზრის უფროსმა თავ. ნ. ს. ჩოლოყაშვილმა ჯეროვანი ყურადლება მიაქცია დუქნების ადგილმ-

39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 27დეკემბერი-2იანვარი 2018წ გვ.19
მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი 1870-1920 (გაგრძელება)

დებარეობას და ზოგიერთებს სამიკიტნოების გაღების ნება არ მისცა „სასმელებით ვაჭრობის წესდების 338-ე მუხლის“ ძალით. რასაკვირველია, ამნაირი განკარგულება მაზრის უფროსისა არაფრად ესიამოვნათ ამ ვაჟბატონებს და, რომ მას ვერაფერი დააკლეს ამ კანონიერი განკარგულებისათვის, მე დამიწყეს მდურება და ჩხუბი. ერთი მათგანი დადის და დაურიდებლად, ვინ იცის, რაებს არ ლაპარაკობს ჩემზედ.
ამასთანავე, აქეზებს ხალხს, საჩივარი აღძრან ჩემზედ საეპარქიო მთავრობის წინაშე. ამნაირს გუნდრუკს მიკმევენ იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ, ვითომც მე ვიყო ავტორი იმ მოკლე შენიშვნისა, რომელიც ახალ ამბვად იყო მოთავსებული წარსულის წლის „ივერიის“ 258-ე ნომერში.  ამ შენიშვნამ მოსწყვიტა მათ (უფრო კი ერთ მათგანს) წელ-გული. ისინი დარწმუნებული
არიან ეხლაც, რომ ამ პატარა შენიშვნამ იქონია მაზრის უფროსზედ დიდი გავლენა და ამის გამო აღარ მოგვცა ღვინო-არყით ვაჭრობის უფლება იმ ადგილას, სადაც წინადა ვვაჭრობდითო. ამის გამო, უმორჩილესად ვთხოვ „ივერიის“ რედაქციას დამემოწმოს, რომ მე არა ვარ ავტორი
ზემოხსენებულის შენიშვნისა და მით დამიხსნას ამ გულ-დამწვარ მიკიტნების ცილისწამება-საყვედურისაგან“. მართლაც, იმავე წერილის
ქვევით ვკითხულობთ „ივერიის“ რედაქციის განცხადებას: „ვაცხადებთ, რომ მამა ნ. კახიშვილი არ არის აქ მოხსენებულ შენიშვნის ავტორი“. 1899 წლის 11 დეკემბერს შეიქმნა ნადოკრის წმ. არჩილ მეფის სახ. მონასტრის აღმდგენელი სპეციალური კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ვლადიმერ გძელიშვილი, ხოლო საქმის მწარმოებლად მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი დაინიშნა.
1903 წლის 30 დეკემბერს გორის მაზრაში, ნადარბაზევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1904 წლის 11 ოქტომბერს გომეწრის წმ. გიორგის
სახ. ტაძარში დაინიშნა. 1906 წლის 1 სექტემბრიდან 1907 წლამდე იყო ფშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესი. 1911 წლის ზაფხულში
რამდენიმე თვით შირაქის ველზე მდგარ სამხედრო ნაწილში საეკლესიო წესების შესრულება დაევალა. 1911 წლის 3 აგვისტოს დაბრუნდა გომეწარში. 1911 წლის შემოდგომაზე დროებით მსახურობდა მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში. 1911 წლის 30 სექტემბერს მამა ნიკოლოზი თავის შვილს არჩილს წერდა:  შენი წერილები ორი მივიღეთ. ჩვენ კარგადა ვართ. დედა ახმეტაშია, რთველზე. მე აქა ვარ, დუქანს ვაშენებდი და ეხლა კი აღარა მუშაობენ ოსტატები, რადგან მასალა აღარა მაქვს. თადო პარასკევასთან არის თელავში. სხვასთან იდგა
და იმას თავისთან დაუყენებია. მანიკო და თამარა სკოლაში დადიან და იმათ გულისთვის დეიდა თელავში წავიდა საცხოვრებლად. შენი ყვავილები ჟესტის ყუთით შინ გვიდგია. კარგად არის, ნუ გეშინიან. დედა რომ ამოვა კახეთიდან ,მაშინ გამოგიგზავნით ჩურჩხელებსაც და სხვასაც, რაც კი შეიძლება, შენ კარგად ისწავლე ოღონდ. ეგები იანვარში დაიჭირო ეგზამენი. მოიკითხე ყველანი. იასონაც. მაგათებიც კარგად არიან. ერთმანეთი არ გააჯავროთ. ჭკვიანად იყავით“. 1912 წლის 20 აპრილიდან მღვდელი ნიკოლო

39-2  საპატრიარქოს უწყებანი N39 27დეკემბერი-2იანვარი 2018წ გვ.20
მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი 1870-1920 (დასასრული)

ზი ბერშუეთის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში  მსახურობდა. იმავე წლის 17 ივლისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა ამ სამრევლოდან. 1913 წლის 20 იანვარს ქისტაურის წმ. ნინოს სახ. ტაძარში დაინიშნა, სადაც დაასრულა თავისი ამქვეყნიური სამსახური. მღვდელი ნიკოლოზი 1920 წლის 20 დეკემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე ვერა სვიმონის ასული (დაბ. 1875წ.) და შვილები: თინათინი (დაბ. 1896წ., გათხოვილი მატაანში ევგენი გიორგის ძე დალაქიშვილზე (1896-1937წწ.), ის იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოძღვრის, 1924 წელს აგვისტოს აჯანყების დროს დახვრეტილი დეკ. იოსების უმცროსი ძმა. თავადაც დახვრიტეს 1937 წელს), თადეოზი (1897-1923წწ., 1914 წელს წარჩინებით დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ განყოფილებაზე. 1923 წლის 10 ოქტომბერს მოკლეს დაუდგენელმა პირებმა, როდესაც იგი ახმეტიდან თიანეთში მიდიოდა), არჩილი (დაბ. 1899წ.), ნინო (დაბ. 1904წ.), მარგალიტა/მარგო (დაბ. 1907წ.).  

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.11.2023
ბოლო რედაქტირება 23.01.2026
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0