სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ვარდიაშვილი  ლევან იოსების ძე, 1873-1935წწ. წინამძღვარი თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი, მოღვ. სოფ. ნაფარეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ვარდიაშვილი  ლევან იოსების ძე, 1873-1935წწ. წინამძღვარი თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი, მოღვ. სოფ. ნაფარეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

1873-1935 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ვარდიაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ვარდიაშვილი ლევან იოსების ძე, 1873-1935წწ. წინამძღვარი თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი, მოღვ. სოფ. ნაფარეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია



1873 წელს მედავითნის ოჯახში დაიბადა.

1891- 97 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1897 წლის 3 აგვისტოს დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.




1898 წლის 11 დეკემბრიდან 1899 წლის ჩათვლით ასწავლიდა ქართულ ენას დიდუბის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში.

1900 წლის 11 თებერვალს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 18 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ნაფარეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. ამავე წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა ნაფარეულის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნა.

1900 წელს თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

1901 წლის 13 ნოემბერს საგვერდულით, ხოლო 1909 წელს - სკუფიით დაჯილდოვდა.

1916 წლის 20 მაისს კამილავკა უბოძეს.

1917 წლის 12 იანვარს თბილისის სანთლის ქარსნის საქმის მწარმოებლად და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.

1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახსურად გადაიკვანეს 1928 წლიდან თავი დაანება მღვდლობას და აღარ ირიცხება რომელიმე სამრევლოს მოძღვრად. დეკანოზი ლევანი 1935 წლის 10 მარტს გარდაიცვალა. იგი 14 მარტს თბილისში, ვერის სასაფლაოზე დაასაფლავეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0