სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ნათიძე  ვასილ გიორგის ძე, 1865-1956 წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ნუკრიანის წმ. გიორგის ეკლესია ნათიძე  ვასილ გიორგის ძე, 1865-1956 წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ნუკრიანის წმ. გიორგის ეკლესია

1865-1956 წწ. გარდ. 91 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ნათიძე სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

ნათიძე ვასილ გიორგის ძე, 1865-1956 წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ნუკრიანის წმ. გიორგის ეკლესია



1865 წელს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ნუკრიანში მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1881-87 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1888 წლის 30 ივლისს სოფელ მელაანში გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა

ბავშვებს.




1888 წლის 28 აგვისტოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს - მღვდლად დაასხა ხელი და ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში განამწესა.

1889 წლის 15 აგვისტოს ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1890- 96 წლებში ორჯერ აირჩიეს თელავი-სიღნაღის სასწავლო კომიტეტის დეპუტატად.

1894 წლის 24 აპრილს საგვერდულით დაჯილდოევედა.

1897 წლის 24 მაისს სიღნაღის სანთლის ქარხნის რევიზორად დაინიშნა.

1898 წლის 4 ოქტომბერს სკუფია უბოძეს.

1898 წლის 13 დეკემბერს ქ. სიღნაღის ლიანოზოვის დაწყებითი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1902 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1905 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტით უწყალობა.

1908 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

1913 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვედა. შემორჩენილია 1945 წლის 27 დეკემბერს შედგენილი პატარა ავტოგრაფი მამა ვასილზე, სადაც მოკლედ არის აღწერილი მისი მოღვაწეობა 1915 წლის შემდეგ: „1916 წლის მაისის 6 იგი აყვანილია დეკანოზობის ხარისხზედ. მსახურობს თავჯდომარეთ საეპარქიო სამოსწავლო განყოფილებისა და ზედამხედველათ სიღნაღის მაზრის სამრევლო შკოლებისა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დროს, პირველ ხანებში, განსაკუთრებით ეპისკოპოს სტეფანე და იოანე ბოდბელის დროს, მსახურობდა სიღნაღის მაზრის უკანა მხრის სოფლებში მთავარხუცესათ. განსვენებული პატრიარქის ქრისტეფორეს მობრძანების დროს ბოდბის ეპარქიაში, თანახმად ეპარქიის სამღვდელო კრების დადგენილებისა, რომელსაც თავჯდომარეობდა თვით პატრიარქი ქრისტეფორე ნუკრიანის წმინდა გიორგის ეკლესიაში, მისი პატრიარქული ლოცვა-კურთხევით დანიშნული იყო დროებით ბოდბის ეპარქიის მეთვალყურეთ და დაჯილდოებული ენქერით, რაც კარგათ მოეხსენება თვით მეუფე ეფრემსაც, რომელიც თან ახლდა პატრიარქს ჩემს ოჯახში ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობის დროს. დღევანდელამდე ღრმა მოხუცებულობის, 1863 წელში დაბადებულს დეკანოზ ნათიძეს ღვთისადმი სამსახური არ შეუწყვეტია”.

1926 წლის 24 დეკემბერს შედგა ბოდბის ეპარქიის კრება. კრებამ ერთხმად დაადგინა შემდეგი: „თანახმად დეკანოზ ვასილ ნათიძისა ეპისკოპოსი ბოდბის ეპარქიისა აღვანილ იქნას მიტროპოლიტის პატივში, ხოლო ეპისკოპოსი სტეფანეს ხარისხზე აყვანის საკითხი აღძრულ იქნას სათანადო შუამდგომლობით სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდში - კრების თავჯდომარე დეკანოზი ილია კობაიძე“, 1927 წლის ბოლოს შედგენილ ბოდბის ეპარქიის ტაძრებისა და სამღვდელოების სიაში მამა ვასილი სამი ტაძრის წინამძღვრად მოიხსენიება.

IV ოლქში არსებული სოფელ მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის - 250 კომლი, ტაძარი არ მოქმედებდა; სოფელ ჩალაუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - 150 კომლი, ტაძარი არ მოქმედებდა და სოფელზიარის „უსანეთის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - 85 კომლი, ტაძარი ხელახლა აკურთსა მეუფე სტეფანემ (კარბელაშვილი) 1927

წლის 10 ივლისს.

1943 წელს ეკლესიების ამოქმედების დროს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, მამა ვასილს დაევალა საეკლესიო წესების შესრულება სოფელ ნუკრიანსა და ჭოტოხში, ხოლო წირვა-ლოცვის ჩასატარებლად პერიოდულად ჩადიოდა ახალსოფლის (ძვ. გავაზის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. უკანასკნელად მოიხსენიება 1956 წლის დასაწყისში შედგენილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების სიაში. დეკანოზი ვასილი ამავე წელს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია სოფელ ნუკრიანის სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0