სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ქარსაველი ალექსანდრე შალვას ძე, დაბ. 1864წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ.  სოფ. ომალოს მთავარანგელოზთა ეკლესია ქარსაველი ალექსანდრე შალვას ძე, დაბ. 1864წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ.  სოფ. ომალოს მთავარანგელოზთა ეკლესია
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ქარსაველი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

25       ბეჭდვა

ქარსაველი ალექსანდრე შალვას ძე, დაბ. 1864წ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ომალოს მთავარანგელოზთა ეკლესია

1864 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თელავის საქალაქო სასწავლებელი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი შიო-მღვიმეს მონასტერში შეისწავლა.

1885 წელს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის მედავითნედ დაინიშნა.

1888 წელს ხევსურეთში, გუდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.

1890 წელს ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1891 წლის 14 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე სამრევლოში მედავითნის შტატში დაადგინა.

1896 წლის 28 თებერვალს მაღრანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს.

1898 წლის 20 იანვარს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითხედ დაადგინეს.

1900 წლის 17 მარტს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს.

1900 წლის 27 ნოემბერს თელავის „ღვთაების” სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა.

1903 წლის 16 ივლისს პირველ მედავითნედ დაადგინეს.

1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ომალოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1910 წელს გოგაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1914 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1914 წლის 29 აგვისტოს გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ჰყავდა მეუღლე მარიამ სვიმონის ასული დაბადებული 1874 წელს და ერთი ქალიშვილი თეოდოსია დაბადებული 1902 წელს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0