სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ალექსი-მესხიშვილი დიმიტრი სოლომონის ძე 1778-1862წწ დეკანოზი წარმ. მესხეთი ალექსი-მესხიშვილი დიმიტრი სოლომონის ძე 1778-1862წწ დეკანოზი წარმ. მესხეთი

1778-1862 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მესხიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

93       ბეჭდვა

ალექსი-მესხიშვილი დიმიტრი სოლომონის ძე 1778-1862წწ დეკანოზი წარმ. მესხეთი

ალექსი-მესხიშვილი დიმიტრი სოლომონის ძე - (1778-1862), ტარასი არქიმანდრიტის ძმა, ანჩისხატის ტაძრის უკანასკნელი დეკანოზი (1808-1815), დიკასტერიის მწერალ-მწიგნობარი და „სიბრძნის ტრფიალი“ (H 224).

1795 წელს აღა-მაჰმადხ ანის მიერ თბილისის აოხრებისას გადაარჩინა ტაძრის ქონების ნაწილი. ერთხანს დავითგარეჯის ნათლისმცემლის მონასტერშიც მოღვაწეობდა. გაწაფული კალიგრაფი, „პირველი მწერალი მხედრულისა ხელისა“ ხელნაწერთა გამმართავიც იყო. დ. იცავს და აგრძელებს მესხიშვილთა ოჯახში დამკვიდრებულ სტილსა და წერის მანერას, ამავე დროს მისი ხელწერა ინდივიდუალობასაც არ არის მოკლებული. გადაწერილ ნუსხას დიმიტრი მხატვრულად აფორმებს ასომთავრული სათაური ასოებით. თავის სახელსაც ხვეული დაწერილობით ურთავს. დაკრძალულია ანჩისხატის ტაძარში ამბიონის მარჯვნივ.


მის მიერ გადაწერილი 20 ხელნაწერისა და საისტორიო დოკუმენტებიდან აღსანიშნავია: 1. იოანე ოქროპირის „ოქროს წყარო“, 1796 წ. (H 1074);

2. ბაუმეისტერის „ლოგიკა“, 1801 წ. (S 1156);

3. ანტონ I, გრამატიკა (S 1187];

4. დოგმატიკონი 1802 წ. (S 158);

5. ანდრია კესარიელი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების თარგმანება (S 1129).


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია



დეკანოზმა სოლომონმა ანჩისხატი თბილისიდან მთებში აიტანა ზურგით დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილი 1768-1862



მესხიშვილების გვარში მრავალი გამოჩენილი მოღვაწე ემსახურა ქართულ მწერლობას, რომელთაც შექმნეს შესანიშნავი კალიგრაფიული სკოლა და ხელი შეუწყვეს ჩვენი ლიტერატურის გამდიდრებას XVIII-XIX სს-ში, როგორც ახალ თხზულებათა თარგმნითა და დაღი ისე უკვე არსებულთა გადაწერით (კ. კეკელიე); წმ. აღმსარებელ, დეკანოზ პ. კარბელაშვილის ცნობით, მესხიშვილები წარმოშობით მესხეთიდან იყვნენ:
მღვდელი პეტრე მესხი მოჰყვა თავის ცოლ-შვილით სამცხიდან ხელთ-უქმნელს ანჩისხატს. 1674 წელს კათოლიკოსმა დომენტიმ მისცა ადგილი კანდელაკისა ანჩისხატის ტაძარში... მიიცვალა 1680 წელს. ამ დიდებული გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლდათ დეკანოზი დიმიტრი სოლომონის ძე ალექსი-მესხიშვილი, რომელიც 1768 წელს (მეორე ვერსიით
 1778 წელს) დაიბადა ქ. თბილისში. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, კატეხიზმო, გალობა, საეკლესიო ტიბიკონი, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება თავისი მამის, დეკ. სოლომონის ხელმძღვანელობით, ანჩისხატის ტაძართან არსებულ სასულიერო სემინარიაში ისწავლა.

მამამისი, დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე ალექსი-მესხიშვილი იყო ცნობილი კალიგრაფი, მხატვარი და მწიგნობარი. 1791-1808 წლებში წინამძღვრობდა ანჩისხატის ლვთისმშობლის შობის სახ. ტაძარს. იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს ანტონ I-ის (ბაგრატიონი) ნიჭიერი მოწაფე. იოანე ბატონიშვილი „კალმასობაში“, დეკანოზ ალექსის ვაჟების შესახებ წერდა: „ამათაც ისწავეს ხუცურისა და მხედრულის წერა, გარნა მხედრულის წერასა შინა ჯერეთცა არც ძველად და არც ახლად არვინ თქმულან უკეთეს ამათსა, და მეტადრე სოლომონ დეკანოზისა“.
თეიმურაზ ბაგრატიონის (გიორგი XII-ის ძის) ბიბლიოთეკის კატალოგში, რომელიც თეიმურაზისვე შედგენილია, სოლომონის მიერ გადაწერილი ერთი წიგნის შესახებ ნათქვამია: „მრგვალის ხელით ესრეთი წერილი არს, რომელ დღესაც, რომელნიც ქართველთაგანნი წერის ხელოვნებაში ქებულნი არიან, ყოველთავე ასე უთქვამს და ასე იტყვიან, რომელ ეგევითარი მშვე– ნიერი ხელით წერილი ძნელად შესაძლებელ არს, რომ დაეწეროს ვისმე, რომელნიც რჩეულნი და ჩინებულნი მწერალნი არიან ანუ ყოფილანო“.  1773 წელს დეკანოზი სოლომონი რუსეთშია. საფიქრებელია, რომ იგი გაჰყვა იქ კათოლიკოს ანტონ I-სა და ლევან ბატონიშვილს, რომლებიც იმპერატრიცა ეკატერინე II-თან გააგზავნა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ. 1789 წლის 29 ოქტომბერს დეკანოზმა სოლომონმა ხოტბით მიმართა დავით ბატონიშვილს (ეს სიტყვა დაბეჭდა მ. ჯანაშვილმა გაზ. „ივერიაში“ 1900წ.), შემდეგში საქართველოს სამეფოს მემკვიდრესა და რეგენტს, აგარიანებზე მისი გამარჯვების გამო (საეკლ. მუზეუმის ფონდი 355, წ. კ. საზ-ბის ფ. 3282).

ეს ხოტბა პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა შეცდომით ერეკლე მეფის ხოტბად მიიჩნია. აღნიშნული ქადაგება სქოლასტიკურ წესზე აგებული სიტყვის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ლექსი -– „ეტრფის მთებსა“, ამ ლექსს ერთხანად შეცდომით ბესიკ გაბაშვილს მიაწერდნენ (ს. გოოიდო გამოცემა, გვ. 28-29). 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ მილახის აოხრებისას დეკანოზმა სოლომონმა თავის შვილ დიმიტრისთან ერთად გამოიჩინა დიდი გულადობა მით, რომ ანჩისხატი, პირიღვთისად წოდებული და ტაძრის დიდ და ძველ სიწმინდედ მიჩნეული, საკმაოდ მოზრდილი და მძიმე, თბილისიდან მთებში წაიღო თავისი ზურგით სწორედ იმ წუთებში, როცა აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა თბილისში დაიწყეს მძვინვარება. მთებში ყოფნის პერიოდში იგი განაგრძობდა წიგნების გადაწერას, რაზედაც მეტყველებენ მის მიერ გადაწერილ ხელნაწერთა მინაწერები, „ეს სძლისპირი ჭირისაგან რომ ავიყარენით, მაშინ ვსწერე აქა იქ სოფლებში და თელავს“. მისი ხელით გადაწერილია ანტონ კათოლიკოსის „ლოგიკა“. იგი იყო მხატვარიც. მისი მხატვრობის ნიმუშს წარმოადგენს ანჩისხატის ტაძარში დაცული წმ.
დიდმოწამე ბარბარეს ხატი. 1802 წელს დეკანოზ სოლომონს ებოძა სამკერდე ოქროს ჯვარი, კამილავკა და 400 მან. პენსია სიკვდი-


21-1  საპატრიარქოს უწყებანი N21 21ივნისი-4ივლისი 2018წ გვ.19
დეკანოზმა სოლომონმა ანჩისხატი თბილისიდან მთებში აიტანა ზურგით დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილი 1768-1862 (გაგრძელება)

ლამდე. გადმოცემით დეკანოზს კამილავკა მას მერე აღარ დაუხურავს, რაც რუსის ჯარისკაცების ჩაყენებისას ეს ჯილდო თუმცა გამოაჩინა, მაგრამ უფროსებმა არავითარი ფასი არ დაადეს. გაზ. „კავკაზში“ (1846წ. ვვ, გვ. 132) დასტამბულია ცნობა, რომ როცა გიორგი მეფის დროს ქალაქში ჩაყენებულმა ლეკების დაქირავებულმა რაზმმა ქუჩაში შეხვედრისას დეკ. სოლომონს ქუდი მოხადეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, შევიდა მეფესთან და მოურიდებლად განუცხადა: „ურჯულონი ხალხსა და ქრისტეს მსახურთ თავს წამოგვასვიო“. 1803 წლის 27 იანვარს იოანე სამთავნელ-წილკნელი
მღვდელმთავრის წესის აგების დროს დეკანოზ სოლომონსა და სიონის დეკანოზს მოუხდათ ცილობა -– თავს რომელი დასდგომოდა. თბილელმა მიტროპ. არსენმა მხარი დაუჭირა თავის დეკანოზს და მოხდა მასსა და
სოლომონს შორის უთანხმოება, რის შედეგადაც სოლომონმა დატოვა ტაძარი (აქტები, II, 263). დეკ. სოლომონი 1808 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ანჩისხატის ტაძარში, ღვთისმშობლის ხატის წინ, ამბიონზე მარცხნივ. დეკანოზი დიმიტრი სოლომონის ძე ალექსი-მესხიშვილი კერძო დიაკონად 1793 წელს დაადგინეს. 1795 წელს თბილისის აოხრების დროს, მან მამასთან ერთად მთაში გახიზნა ეკლესიის სამკაულები, მათ შორის, ტაძრის სიწმინდე -- პირი ღვთისას ხატი. ნივთების წაღებისას დიმიტრი მტერმა დაჭრა. 3 წლის შემდეგ, 1796 წელს, იგი საქართველოს სასულიერო დიკასტერიის მდივნად დაინიშნა. 1804 წლის 8 თებერვალს წილკნელსამთავნელმა მიტროპ. გერვასიმ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის მეორე მღვდლად განამწესა. 1805 წლის 9 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ბაგრატიონი) ლოცვა-კურთხევით, ახტალელმა ეპისკოპოსმა იოაკიმემ მას დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1808 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ანჩისხატის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. შემორჩენილია ამის დამადასტურებელი სიგელიც, სადაც ვკითხულობთ: „წყალობითა ღმრთისათა. კათალიკოს-პატრიარხი მცხეთისა და
ყოვლისა საქართუელოისა და ეგრეთვე უსაშუალოდ მწყემსი ალავერდისა და ძე მეფისა ირაკლი მეორისა ანტონი წერილსა ამას გიბოძებთ შენ, ანჩისხატის დეკანოზის სოლომონის შვილს მღუდელს დიმიტრის. ასე, რომე რადგან მამაშენი დეკანოზი სოლომონ იმყოფება სნეულებასა შინა, ამისთვის დეკანოზობა ანჩისხატის ეკლესიისა შენთვის გვიბოძებია. მიზეზითა მით, რადგანაც მამა შენსა დეკანოზსა სოლომონს აქუნდა მრავალი ღუაწლ-დებულება ეკლესიასა მას ზედა, ამისთვის ჯეროვნად ვრაცხეთ და გიბოძეთ დეკანოზობა ანჩისხატის ეკლესიისა; და რათა მსგავსად
მამისა შენისა გაქუნდეს ღვწა და მოვლა ეკლესიასა მას ზედა ჩუენსა. ივნისის ე დღესა, წელსა 1808“.
1808-1815 წლებში დეკანოზი დიმიტრი იყო სასულიერო დიკასტერიის, ხოლო 1815-1861 წლებში საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი. 1817- 1852 წლებში საეკლესიო გუჯართა და ძველ საბუთთა
გამრჩევ კომისიაში რიგით წევრად მუშაობდა. მის მიერ გარჩეული და აღწერილია არაერთი სიგელ-გუჯარი. 1818 წლის 3 ოქტომბერს საეკლესიო გუჯართა და ძველ საბუთთა გამრჩევ კომისიაში გულმოდგინე სამსახურისათვის საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) წარდგინებით რუსეთის წმ. სინოდმა საქართველოს ეკლესიის შემოსავლებიდან დაუნიშნა მუდმივი პენსია, წელიწადში 200 მან. ვერცხლის ფული. 1822 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 1824 წლის 26 აპრილიდან 6 ივლისამდე, 1824 წლის 5 სექტემბრიდან 20
ოქტომბრამდე, 1825 წლის 30 სექტემბრიდან 23 ნოემბრამდე და 1826 წლის 24 მაისიდან 7 ივნისამდე და 1826 წლის 22 დეკემბრიდან 1827 წლის 1 აგვისტომდე ექვსჯერ იყო მივლენილი სიღნაღის ეპარქიაში საეკლესიო
შემოსავლების დასადგენად, საეკლესიო მამულების საბუთების მოსაწესრიგებლად და ბოდბისხევის საეკლესიო ყმათა საჩივრების განსახილველად. 1827 წლის
1 აგვისტოს დეკ. დიმიტრი სპეციალურ კომისიასთან ერთად გაიგზავნა დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ეპარქიის საეკლესიო შემოსავალ-გასავლების დასადგენად და აღსაწერად. 1828 წლის 21 ნოემბრიდან 1829 წლის 25 ივნისამდე მონაწილეობდა სასულიერო
დეპუტატად სამოქალაქო სასამართლოში, სადაც განიხილებოდა იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონისა (წულუკიძე) და გელათის არქიმანდრიტ ნიკოლოზის (ჩხეიძე) დაპირისპირების საქმე. ასევე ჭელიშის არქიმანდრიტ სვიმეონის (წულუკიძე) საქმე. 1833-1857
წლებში დეკანოზ დიმიტრის დიდი დავა ჰქონდა მცხეთის საეკლესიო აზნაურ მაღალაშვილებთან სახლების გამო. „იყო იმერეთს გამოძიებასა ზედა ერთბამად სხვათა წარგზავნილთა სინოდის კანტორისაგან გვამთათანა ქმნისათვის გამოძიებისა ანგარიშებისა გამო
იმერეთის ეკლესიის შემოსავალთასა ექვსის წლისათვის, რომელთაგანცა თვითოეულისა წლისა აღრიცხულ არს შემოსავალი კამერალნის აღწერისამებრ უმეტეს თერთმეტი ათასისა, და ხარჯი თითოეულისა წელსა
ყოფილ არს რვა ათასის რუბლისა ვერცხლის ფულისა, მუნვე იმყოფებოდა რეზოლუციის გამო სინოდის კანტორისა 1828 წლის 21 ნოემბრიდან 1829 წლის 25 ივნისამდე ვითარებითა დეპუტატისათა, სასულიერო მხრით, გამოძიებასა შინა წარმოებულსა სამხედრო სამოქალაქო მმართებლობისაგან, მოხსენებისა გამო
იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონისა, უკეთილშესაბამთა ვითომც ქცევათა ზედა, გაენათის მონასტრის

21-2  საპატრიარქოს უწყებანი N21 21ივნისი-4ივლისი 2018წ გვ.20
დეკანოზმა სოლომონმა ანჩისხატი თბილისიდან მთებში აიტანა ზურგით დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილი 1768-1862 (დასასრული)

არქიმანდრიტ ნიკოლოზისა და ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტ სვიმონისათა, საჩივარისა გამო არქიმანდრიტ ნიკოლოზისა, ყოვლადსამღვდელო მთავარეპისკოპოს სოფრონისა ზედა უკანონოდ ვითომც შედგენასა ზედა მისგან ბოროტგანზრახვათ სავნებელად არქიმანდრიტისა წერილთასა“. 1832 წლის 16 აპრილს კომისიის სხვა წევრებთან ერთად თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის ქონების დათვლა და სიის შედგენა დაევალა. 1832 წელს კომისიის სხვა წევრებთან ერთად რუსთავის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მიწებისა და შემოსავლების მწყობრში მოყვანა დაევალა. 1833 წლის 27 ნოემბრიდან 1836 წლის 15 ივლისამდე კომისიის სხვა წევრებთან ერთად დაევალა საქართველოს მეფეთა ძველი სიგელ-გუჯარების გასინჯვა. 1834 წლის 24 თებერვალს კომისიის სხვა წევრებთან ერთად სოფ. დიღომში არსებულისაეკლესიო შემოსავლების შემოწმება დაევალა. იმავე წელს თელავის მაზრასა და ერწოს მხარეში შეასრულა იგივე
დავალება. 1834 წლის 26 სექტემბრიდან 1839 წლამდე იყო ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირების მთავარხუცესი. 1837 წელს სიგელგუჯართა შემმოწმებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1839 წლის 20 იანვარს კომისიის სხვა წევრებთან ერთად გაიგზავნა მარტყოფში, რათა შეედგინა
გარდაცვლილი მიტროპ. სტეფანეს (ჯორჯაძე) დარჩენილი ქონება და აღეწერა იგი. 1840 წლის 25 ივნისს კომისიის სხვა წევრებთან ერთად დაევალა თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტების საჩივრის განხილვა, იმავე სემინარიის ინსპექტორის, მღვდელ-მონ. პორფირის წინააღმდეგ დაწერილი. დაჯილდოებული იყო: 1811 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1812 წელს -- ბრინჯაოს ჯვრით; 1816 წლის 31 მარტს ბრილიანტის თვლებით შემკული საარქიმანდრიტო ჯვრით; 1826 წლის 18 აპრილს ხავერდისფერი კამილავკით; 1830 წლის ! თებერვალს -– წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1834 წლის 24 თებერვალს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმ. ანას II ხარისხის კავალერიის ორდენით; 1843 წლის 29 მაისს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენით.   1862 წელს ჟურნალი „ცისკარი“ წერდა: „კვირას, 9 დეკემბერს, დილით ცხრა საათზედ, გარდაიცვალა ტფილისში, ხანგრძლივ ავათ მყოფობის შემდეგ ოთხმოცდა ცამეტი წლის მოხუცი, საქართველოიმერეთის უწმინდესის სინოდის კანტორის წევრი
და წინამძღვარი ანჩისხატის ხელთუქმნელი პირიმღვთისასი, დეკ. დიმიტრი ალექსიევ-მესხიევი“. დასაფლავებულია ანჩისხატის ტაძარში, მაცხოვრის ხატის წინ, ამბიონის მარჯვნივ. დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილის მეუღლე იყო სოფიო სოლომონის ასული (დაბ. 1787წ.) ჰყავდათ შვილები: პულხერია (გათხოვილი თელავის მაზრაში, სოფ. თოხლიაურში თავად ბაადურ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილზე), სარდიონი (დაბ. 1814წ.); პლატონი (დაბ. 1817წ.), ქეთევანი (დაბ. 1817წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1819წ.), მიხეილი (დაბ. 1827წ.).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.12.2023
ბოლო რედაქტირება 19.01.2026
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0