სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
დარჩია გიორგი 1869-1937წ.  არქიმანდრიტი. სოფ. ჯუმათი, ოზურგეთი რეპრესირებულია დარჩია გიორგი 1869-1937წ.  არქიმანდრიტი. სოფ. ჯუმათი, ოზურგეთი რეპრესირებულია

1869-1937 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება



გვარი დარჩია სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

დარჩია გიორგი 1869-1937წ. არქიმანდრიტი. სოფ. ჯუმათი, ოზურგეთი რეპრესირებულია

გიორგი – (დარჩია გიორგი),1869, სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, – 22.12.1937), საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი.


არქიმანდრიტი გიორგი (დარჩია)  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

დაიბადა გლეხ ზურაბ დარჩიას ოჯახში. ჯუმათის მონასტრის ბერებთან სიახლოვემ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და ყმაწვილობაშივე გადაწყვიტა, სიცოცხლე ეკლესიის მსახურებისთვის მიეძღვნა. 1896 წ. 1 მარტს იგი მცხეთის წმ. ჯვრის მამათა მონასტერში მორჩილად მიიღეს, სადაც წმ. მღვდელმთავარ ალექსანდრეს (ოქროპირიძე) თაოსნობით მონასტრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გიორგიმ მორჩილების წლები მუხლჩაუხრელ შრომაში გაატარა. 1900 წ. 17 ნოემბერს მორჩილი ბეთანიის მონასტერში გადაიყვანეს. 1901 წ. 9 მარტს წმ. დავით გარეჯელის მონასტერში განაწესეს. 1901 წ. 18 მარტს, მარიამ მეგვიპტელის კვირას, გარეჯის მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად მისივე ნათლობის სახელი – გიორგი უწოდეს. 1901 წ. 25 მარტს, ბზობის დღესასწაულზე, გარეჯის მონასტერში დიაკვნად აკურთხეს. იმავე წლის დიდ ხუთშაბათს სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) მღვდლად დაასხა ხელი და გარეჯის მონასტრის საძმოში დაადგინა. 1901 წ. 5 აპრილს წმ. მღვდელმთავარმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) გიორგი მცხეთის ჯვრის მონასტრის კეთილმოწესედ დანიშნა. ახლად ნაკურთხი მოძღვარი ცდილობდა ცოდნის გაღრმავებას და მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნებს ეცნობოდა. 1901 წ. 25 ოქტომბერს წაიკითხა წმ. იოანე ოქროპირის „იოანეს სახარების თარგმანება“, რომელსაც შემდეგი მინაწერი გაუკეთა:


„ღმერთო, მიეცი სულსა მისსა მას სუფევა ზეციერი,

ვინც იშრომა წიგნი ესე, სასმენელად მშვენიერი;

დაგვიტოვა სულის საზრდოთ, ვით მანანა ზეციერი.

წამკითხველნო, ჩვენც ვეცადოთ, რომ შევიქმნათ ზეციერი.

მღვდელ-მონაზონი გიორგი, მამულობით ჯუმათელი,

გვაროვნობით ვარ დარჩია და ტომითა ებრაელი.

წავიკითხე წიგნი ესე, თარგმანება სახარების;

აწ წამკითხველს ღმერთს გაფიცებ,

რომ ღირსი მყოს მოხსენების“.

1907-1908 წწ. იგი ათონის წმ. მთაზე ქართველთა სავანეში სამოღვაწეოდ გაემგზავრა. იქ ჩასული ბერი თანამემამულეებმა დიდი სიხარულით მიიღეს, რადგან ახალგაზრდა და შრომისმოყვარე მღვდელ-მონაზონი დიდად საჭირო იყო ქართველთა სავანისთვის. ათონზე ბერძენ და ქართველ ბერთა შორის უთანხმოება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ბერძენ ბერებს აშინებდათ იქ ქართველთა მომრავლება, რადგან იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ივერთა მონასტრის კუთვნილების საკითხი დადგებოდა და ყველანაირად უშლიდნენ ხელს ქართველ მოღვაწეებს. სამწუხაროდ, ამ უსიამოვნო დაპირისპირების აღმოსაფხვრელად ვერ გამოინახა საერთო ენა. გიორგის ადარდებდა ეს მდგომარეობა და ცდილობდა, ვითარება სასიკეთოდ შეეცვალა: წერილებს სწერდა ქართველ მღვდელმთავრებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომელთაც დახმარებასა და შუამდგომლობას სთხოვდა. იგი დაუყოვნებლივ შეუდგა ბერძნული ენის ათვისებას და მცირე ხანში ბრწყინვალედ შეისწავლა როგორც სასაუბრო, ასევე საღვთისმსახურო ბერძნული. გიორგი დაუმეგობრდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკარს, ბერძენ არქიმანდრიტ იოაკიმეს, რომელიც, თავის მხრივ, დაახლოებული იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოაკიმე III-სთან. გიორგის მისი მეშვეობით ივერთა მონასტერში ქართველ ბერთა უფლებების აღდგენა სურდა. იგი რამდენჯერმე ჩავიდა კონსტანტინოპოლში და პირადად ნახა პატრიარქი. ამასთან დაკავშირებით მას ხშირი მიმოწერა ჰქონდა ქართველ სასულიერო თუ საზოგადო მოღვაწეებთან. სხეც-ში დაცულია ერთი წერილი, რომელსაც 1911 წ. 10 ნოემბერს გიორგი წმ. აღმსარებელი ვასილ კარბელაშვილს სწერდა: „მამაო ვასილი, ღმერთს ვსთხოვ თქვენს ბედნიერებას სამშობლოითურთ ამ წმ. ათონში. ერთი წერილი მოგწერე შარშან და მიიღე თუ არა, არ ვიცი. მე ბევრი საქმე მაქვს შენთან და ახლა გავიგე, რომ ცოცხალი ბრძანებულხარ. ალბათ არ მიგიღია წერილი, თორემ ვერ დაითმენდა შენი სამშობლოს მოყვარე გული მოუწერლობას. მგონია, აგრეთვე წერა-კითხვის საზოგადოებასაც მოვსწერე და არც იმათ მომცეს პასუხი და დიდად მიკვირს, არ ვიცი რას მიეწერება ამნაირი გულციობა და უყურადღებობა. თუ წერილი არ მიუღიათ, მაშინ სხვა არის. და ახლა კიდევ საეგებიოდ მიმაჩნია ეს წერილი და თუ მიიღო, იმ შემთხვევაში მაშინვე მომწერე წერილი და ადრესი თქვენი და შემდეგ მოგწერთ კარგ ამბებს. ჩემი ადრესია, თურქეთი, ძველი ათონი, ივერიის მონასტერი, გრამატიკუ ო. იოაკიმუ, გადასაცემად გიორგი მღვდელ-მონაზონ ქართველს. წერილს საჩქაროდ ველი თქვენგან. შემდეგ გაგაგებიებთ აქაურ გარემოებას კარგათ... აქ ბევრი რამე არის საინტერესო და საჭირო საცნობი, სხვა შემდეგ იყოს, თქვენი მომხსენებელი და ბედნიერების მსურველი მღვდელ-მონაზონი გიორგი“. იმჟამინდელმა დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ და შემდგომში დაწყებულმა ბალკანეთისა და პირველმა მსოფლიო ომებმა ხელი შეუშალა გიორგის კეთილი ჩანაფიქრის განხორციელებას.


XX ს. 10-იანი წლების ბოლოს გიორგი საქართველოში დაბრუნდა. 1920 წ. 11 ივნისს ბორჩალოს მაზრაში, სოფ. რეხის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის წინამძღვრად განაწესეს. გიორგიმ თავისი პატიოსანი მოღვაწეობითა და უმწიკვლო მსახურებით მალევე დაიმსახურა მრევლისა და მოსახლეობის სიყვარული. ბერძნული წირვა-ლოცვის ზედმიწევნით ცოდნა დიდად გამოადგა მოძღვარს ეროვნებით ბერძენი მრევლის შემოსაკრებად. ყველა, განურჩევლად ეროვნებისა, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მას და ეკლესიაც ღვთისმსახურებისას ყოველთვის სავსე იყო ხალხით. ხელისუფლება ხელსაყრელ დროს ეძებდა მის დასაპატიმრებლად. 1926 წ. ნოემბერში ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ცილისმწამებლური და მკრეხელური ბრალდების საფუძველზე პროცესი მოაწყო, რომელიც აქტიურად შუქდებოდა გაზეთ „კომუნისტის“ ფურცლებზე სათაურით – „წალკის სასწაულთმოქმედთა პროცესი“. სასამართლო 18-23 ნოემბერს სოფ. ბარმაქსიზში (ყოფილი ეძანი, ამჟამად წალკა) მიმდინარეობდა. გიორგიმ უკანასკნელ გამოსვლაში თავი დამნაშავედ არ ცნო, სასამართლოს მოსთხოვა, შეეწყვიტათ ყალბი ბრალდებები და გაემართლებინათ უდანაშაულონი. 23 ნოემბერს შედგა უკანასკნელი სხდომა, რომელზეც წაიკითხეს განაჩენი. გიორგის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. უცნობია, თუ სად გააგრძელა მან მსახურება საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, თუმცა 1928 წ. 4 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ (ციცქიშვილი) ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული მოღვაწეობისთვის მას არქიმანდრიტის პატივი მიანიჭა. იგი ამ დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურთა შორის იხსენიება. 1935 წ. გიორგის უკვე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში, ქობულეთის მხარეში, სოფ. აჭყვის წმ. გიორგის ბერძნული სამრევლოს წინამძღვრად ვხედავთ, სადაც მოძღვარმა ასევე დიდი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა. გიორგი რეპრესიებს ვეღარ გადაურჩა 1937 წ. ნოემბერში იგი დააპატიმრეს, 16 დეკემბერს კი სამეულის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10-ე მუხლებით (აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მას დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი 22 დეკემბერს აღასრულეს.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი



წყაროები და ლიტერატურა

ჟურნ. „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანი“, 1896, №7; 1901, №1; №8; გაზ. „კომუნისტი“, 1926, №265; №269; საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №1165; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების არქივი, საქმე №37426, ოქმი №68; სცსა, ფ. 489, აღწერა 6, საქმე №1421; სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის უწყებათა კრებული, 1928; სხეც., ვასილ კარბელაშვილის ფონდი, საქმე №393.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა A-4, თბ., 1954.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


არქიმანდრიტი გიორგი (დარჩია)  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

არქომანდრიტი გიორგი, ერისკაცობაში - გიორგი ზურაბის ძე დარჩია, XIX საუკუნის 70-იან წლებში გურიაში, სოფელ ჯუმათში დაიბადა. 
ღრმადმორწმუნე ოჯახში პატარა გიორგის ბავობიდანვე სამშობლოსა და ღვთის სიყვარულს უნერგავდნენ· 
ჯუმათის მონასტრის ბერებთან სიახლოვემ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და სრულიად ახალგაზრდამ გადაწყვიტა, სიცოცხლე 
ღვთისათვის მიეძღვნა. 
1896 წლის 1 მარტს იგი მორჩილად მიიღეს მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც წმინდა მღვდელმთავარ ალექსანდრეს (ოქროპირიძე) თაოსნობით დიდი 
აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობღდა· გიორგიმ მორჩილების წლები მუხლჩაუხრელ შრომაში გაატარა. 
1900 წლის 17 ნოემბერს მორჩილი გიორგი ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 
1901 წლის 9 მარტიდან წმინდა დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში განამწესეს ღა იგი მალევე 
ბერად აღკვეცეს იმ პერიოდში გარეჯის წინამძღვარი იყო ათონის მთის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანის ყოფილი წინამძღვარი,
იღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია), რომლის ლოცვა-კურთხევითა და რჩევით, მამა გიორგი ათონის წმინდა მთაზე ქართველთა სავანეში სამოღვაწეოდ გაემგზავრა.
გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე იგი მღვდლად აკურთხეს. იქ ჩასული ბერი თანამემამულეებმა დიდი სიხარულით მიიღეს, რადგან 
ახალგაზრდა და შრომისმოყვარე მღვდელ-მონაზონი დიდად საჭირო იყო ქართველთა სავანისათვის. 
ათონის წმინდა მთაზე ბერძენ და ქართვეო ბერთა შორის უთანხმოება წლების განეავლობაში გრძელდებოდა. ბერძენ ბერებს აშინებდათ ქართველთა მომრავლება 
ათონის მთაზე, რადგან იცოდნენ რომ ადრე თუ გვიან ივერთა მონასტრის კუთვნილების საკითხი დადგებოდა და ყველანაირად უშლიდნენ ხელს 
ქართველ მოღვაწეებს. სამწუხაროდ, ამ უსიამოვნო დაპირისპირების 
გვ339

აღმოსაფხვრელად ვერ გამოინახა საერთო ენა. მამა გიორგის ადარდებდა ეს მდგომარეობა და ცდილობდა, ვითარება სასიკეთოდ შეეცვალა: წერილებს სწერდა ქართველ მღვდელმთავრებს, 
საზოგადო მოღვაწეებს. რომელთაც დახმარებასა და შუამღგომლობას სთხოვდა. იგი დაუყოვნებლივ შეუდგა ბერძნული ენის ათვისებას და მცირე ხანში ბრწყინვალედ შეისწავლა როგორც 
სასაუბრო, ასევე საღვთისმსახურო ენა. მამა გიორგი დაუახლოვდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკარს, ბერძენ არქიმანდრიტ იოაკიმეს, რემელიც თავის მხრივ, დაახლოებული იყო 
კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოაკიმე III-სთან. მამა გიორგის მისი საშუალებით სურდა ივერთა მონასტერში ქართველ ბერთა უფლებების აღდგენა. იგი რამდენჯერმე ჩავიდა კონსტანტინოპოლში 
და პირადად ნახა პატრიარქი, მაგრამ დაძაბულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, შემდგომში დაწყებულმა ბალკანეთისა და პირველმა მსოფლიო ომებმა ხელი შეუშალეს მამა გიორგის ჩანაფიქრის 
განხორციელებას. 
XX საუკუნის 10-იან წლებში მამა გიორგი საქართველოში დაბრუნდა და ჭყონდიდის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა· 
XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია) მას იღუმენის წოდება მიანიჭა და ბორჩალოს 
რაიონში, სოფელ რეხის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა გიორგიმ თავი
გვ340
სი პატიიოსანი მოღვაწეობითა და უმწიკვლო მსახურებით მალევე დაიმსახურა მრევლისა და მოსახლეობის სიყვარული. ბერძნული წირვა-ლოცვის ზედმიწევნით ცოდნა დიდად გამოადგა 
მოძღვარს ეროვნებით ბერძენი მრევლის შემოსაკრებად. ყველა, განურჩევლად ეროვნებისა, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მას და ეკლესიაც ყოველთვის სავსე იყო ღვთისმსახურებისას. 
ხელისუფლება ხელსაყრელ დროს ეძებდა მის დასაპატიმრებლად. 
1926 წლის ნოემბერში ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ცილისმწამებლური და მკრეხელური ბრალდების საფუძველზე ყოვლად საზიზღარი პროცესი მოაწყო, რომელიც აქტიურად შუქდებოდა 
გაზეთ „კომუნისტის'' ფურცლებზე. სათაურით - „წალკის სასწაულთმოქმედთა პროცესი“. გთავაზობთ ნაწყვეტებს ამ საგაზეთო პუბლიკაციებიდან· სადაც კარგად ჩანს, თუ რა მძიმე დრო 
გამოიარა სამღვდელოებამ და როგორ პირობებში უხდებოდათ მათ მოღვაწეობა: „გასული წლის ზაფხულში წალკის რაიონში ადგილი ჰქონდა შემდეგ მოვლენას. 
აღნიშნული რაიონის სასულიერო წოდებამ ანგარების მიზნით მცხოვრებთა შორის გაავრცელეს ხმები, რომ მათ მიერ აღმოჩენილია მთელი რიგი 
სამლოცველოები, სადაც ხდება ,,სასწაულები“. „წმინდა მამების“ მთავარი საქმიანობა გამოიხატება იმაში, რომ ავრცელებენ ხმებს „წმინდანების“ სასწაულებრივი მოქმედების შესახებ. 
აგიტაციამ გაჭრა მორწმუნეთა შორის და დაიწყეს ავი-ზნის სიმულაცია ,,წმინდანების“ დანახვის დროს. რაიონში არ დარჩენილა არც ერთი სოფელი, სადაც 100-200 კაცი არ ყოფილიყო 
შეპყრობილი ავი-ზნით. საბრალდებო დასკვნა ამ საქმის შესახებ შემდეგს ამბობს: 1925 წლის ივლისის თვეში რეხა და ავრანლოს სოფლებს შუა, რეხას მცხოვრებმა თომა სოლომონის ძე 
საბაძემ ბერ-მონაზონ გიორგი დარჩიას შთაგონებით „აღმოაჩინა“ სამლოცველო. თომა საბაძე და მისი დედა ეფემია იყვნენ უღარიბესი მცხოვრებნი სოფელ რეხასი. საბაძის დედა ეწეოდა 
მკითხაობას და ექიმბაშობას. მათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუდგა გიორგი დარჩია და ამ მიზნით 
გვ341
ხელი მიჰყო „სასწაულების აღმოჩენას“. ერთი თვის წინათ, ამ სასწაულების ,„აღმოჩენისას“, თომა საბაძემ ამცნო გლეხებს, 
რომ მას ძილში გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელმაც თითქოს მიუთითა იმ ადგილზე, სადაც წინათ იმყოფებოდა ეკლესია და 
სადაც ინახებოდა ,,წმინდა ნეშტები“. მაგრამ პირველ ხანებში გლეხობა არ უჯერებდა დარჩიას „წმინდანებს“. დარჩიამ, როგორც, 
გეოლოგმა, კარგად იცოდა წალკის რაიონის მდებარეობა. მანვე იცოდა, რომ ეხლანდელი სამლოცველოს ადგილას წინეთ იყო 
სამლოცველო, რომლის შენობა დროთა ვითარებაში დაფარულ იქნა მიწაში. სამლოცველოში დარჩია და საბაძე რამდენიმვ 
გლეხის თანდასწრებით ხშირად დადიოდნენ და პარაკლისებს იხდიდნენ. 
თომა საბაძე აცხადებს, რომ მას ღამე მოეჩვენა ღვთისმშობელი და უბრძანა აღმოეჩინა მიწის ქვეშ ,,წმინდა ხატები“. 
თომამ ღვთისმშობლის ბრძანება ვერ შეასრულა და დაისაჯა იმით, რომ ერთხელ ის იჯდა ბუხართან, რომელშიაც ქვაბით 
იხარშებოდა ქაში, თომას ჩამოეძინა და უეცრად დაეჯახა ქვაბს. უკანასკნელი გადაბრუნდა და თომას თავი დაეწვა. ის 
აცხადებდა, რომ ქვაბი სასწაულების ძალით თვითონ აიწია და მას გადაასხა წყალი. ამის შემდეგ დარჩიამ და საბაძემ მოიწვიეს კალატოზი მუშები; 
რომლებმაც გათხარეს ის ადგილი, რომელშიც იყო „წმინდანები“. აღმოჩნდა ქვები, რომელზედაც გამოხატული იყო ადამიანის სახეები.
ამის შემდეგ გლეხები დიდად დაინტერესდნენ დარჩიას და საბაძის ქადაგებით, რადგან მათ მიერ ნაწინასწარმეტყველი მოვლენები „ხორციელდებოდა“ ცხოვრებაში. 
გავიდა ხანი. დარჩიამ და საბაძემ საჯაროდ განაცხადეს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი ნეშტი (ადამიანის გასანთლული ძვლები) არის სამკურნალო თვისებებით აღჭურვილი. 
სამლოცველო საჯაროდ აკურთხა დარჩიამ. სოფლებში ხმები გავრცელდა, რომ რეხას სამლოცველოში არიან ,წმინდანები“, რომელნიც 
კურნავენ მუნჯებს, უხილავენ თვალებს ბრმებს და სხვ. დიდძა
გვ342

ლი ხალხი დადიოდა სამლოცვლოში და მიჰქონდათ შემოწირულობანი. ასე მაგალითად, დარჩია თითო მლოცველისაგან ღებულობდა 50 კაპიკს, ეფემია საბაძე იდგა 
ეკლესიასთან და ურჩევდა მლოცველებს, ფული შეეწირათ „წმინდანების“ სასარგებლოდ. სამლოცველომ დიდად გაითქვა სახელი, რის გამოც დარჩიას, საბაძის და 
კომპანიის მატერიალური მდგოარეობაც დიდად გაუმჯობესდა. 
„წმინდა მამები“ სანთლებსაც ყიდდენ. მაგალითად, ოთხ კვირაში მათ აიღეს 109 მანეთი. სამლოცველოსთან მოწყობილი იყო საქეიფო 
შენობა არღნებით, ზურნებით და სხვ. აღნიშნულ შენობაში ეფემია საბაძე (55 წლის მოხუცი) და დანარჩენი ახალგაზრდა 
ქალები ნახევრად ტიტვლები ცეკვავდნენ. ახალგაზრდა ქალები ქეიფის შემდეგ ფეხმძიმე აღმოჩნდნენ. დარჩიას და საბაძის 
გამდიდრებამ მადა აღუძრა რაიონის სხვა მღვდლებსაც. ამ მიზნით, ამ ,,წმინდა“ საქმეს ხელი მიჰყვეს ბლაღოჩინმა დეკანოზმა ნიკოლოზ გრიგოლიადისმა 
და მისმა თანაშემწემ მღვღელმა კონსტანტინე პარასკევოვმა. 
„წმინდა მამების“ საქმე ამ ახლო ხანებში გაირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ოლქის სასამართლოს მიერ წალკაში. 
პროცესი იქნება საზოგადოებრივ საჩვენებელი“. 
1926 წლის 18 ნოემბერს სოფელ ბარმაქსიზში შედგა სასამართლო პროცესი. სხდომა გაიხსნა 12 საათზე, მოსამართლეთა 
შემადგენლობა: თავჯდომარე – ბერიშვილი, პროკურორები – ჯანჯღავა და კატანოვი, საზოგადო ბრალმდებელი – ხოჯამიროვი, 
დამცველი – ტერ-გრიგორიანი, ექსპერტები – შენგელაია და 
გვ343
დევიძე. პირველ სხდომას დაესწრო 1000-მდე გლეხი. საქმე მდგომარეობდა შემდეგში: ,,შარშან, ზაფხულში, თბილისის მაზრა 
ში შემავალ და ბერძნებით დასახლებულ წალკის რაიონსა და მის ახლოს მდებარე გორის მაზრის სოფელ რეხაში, სამღვდელოებას, 
ზოგიერთი გლეხის თანამონაწილეობით, გაუხსნია მთელი რიგი „სასწაულთმოქმედი“ სალოცავებისა და წყაროებისა, რომლის გარშემოც ახდენენ ათასგვარ სასწაულებს 
(წმინდანთა. გამოცხადება, სნეულთა განკურნება და სხვ.). მთელ ამ მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა სოფელ რეხის ეკლესიის წინამძღოლმა, ბერმა  
გიორგი დარჩიამ, რომელიც მუშაობდა იმავე სოფლის გლეხების – თომა და ეფემია საბაძეების საშუალებით. მათ მიბაძეს სოფელ ბეშტაშენის მცხოვრებმა თეკლე სპიროვამ, 
მღვდელ ნიკოლოზ გრიგორიადისის დახმარებით, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. 
გაცილებით კარგად მოაწყო საქმე სოფელ გუნია-კალას მღვდელმა კონსტანტინე პარასკევოვმა, ვინმე ალექსანდრა  
დემურჩიევას მონაწილეობით, ხოლო სოფელ ბაშკოვოში მოქმედებს დიაკონი ხარლამპი კურდოვი და მღვდელი თეოდორე 
კარიბოვი. საერთოდ, „წალკელ სასწაულთმოქმედთა“ საქმეზე. პასუხისგებაში მიცემულია 26 კაცი, რომელთაც ბრალად ედებათ რელიგიური ფანატიზმის გაღვივება წალკის 
რაიონის გლეხურ მასაში, თავის ანგარების მიზნით, რასაც შედეგად მოჰყვა გლეხების მასიური გაყვლეფა. საბრალდებო სკამზე სხედან: 
მღვდლები – თეოდორე კარიბოვი, კონსტანტინე პარასკევოვი, ნიკოლოზ გრიგორიადისი, გიორგი დარჩია, ნიკოლოზ სიმონოვი 
და გლეხები – დემურჩიევა, ფულოვა, კურდოვი, სპირიდონ საბაძე, თომა საბაძე, ნალბანდოვი, ქრისტეფორე ათანასოვი, მათე 
ათანასოვი, აზნაუროვი, კოდრაკოვი, საბა კესოვი, ჯეირანოვი, ჯაგალოვი, კალაჯიევი, კონოსოვი, კელასოვი, ჩაპოზოვი, ეფემია _ 
საბაძე, ლევან პოპოვი, ივანე პოპოვი და თეკლე სპიროვა.  
წინასწარ გამოძიებაზე არც ერთმა მათგანმა არ ცნო თავი დამნაშავედ. ექსპერტებმა შენგელაიამ და ალექსანდრე დევიძემ 
გვ344
განაცხადეს, რომ თომა საბაძე ეპილეპტიკია, ხოლო დანარჩენი ბრალდებულები – ეფემია საბაძის, თეკლე სპიროვას, ფულოვისა და დემურჩიევას გარდა,
რომელნიც ისტერიით არიან დაავადებულნი – ყველა ჯანსაღები არიან“. 
მამა გიორგიმ უკანასკნელი გამოსვლაში თავი დამნაშავედ არ სცნო და სასამართლოს მოსთხოვა, შეეწყვიტათ ყალბი ბრალდებები და გაემართლებინათ უდანაშაულონი. 
23 ნოემბერს შედგა უკანასკნელი სხდომა. რომელზეც წაიკითხეს განაჩენი ყველა მღვდელსა და თომა საბაძეს მათი სოციალური საშიშროებისა და აგრეთვე იმის გამო, რომ მათ 
დარჩენას თბილისის, წალკის, ახალციხისა და ბორჩალოს მაზრებში შეეძლო გამოეწვია მომხდარის განმეორება, სისხლის სამართლის 24-ე მუხლის მესამე შენიშვნის შესაბამისად, 
ზემოაღნიშნული მაზრებიდან გასახლება მიუსაჯეს. 
მიუხედავაღ სასამართლოს გადაწყვეტილებისა მამა გიორგის არც კი უფიქრია იქაურობის მიტოვება. იგი დროებით განერიდა სიტუაციას და მალე კვლავ დაბრუნდა თავის სამრეკლოში
1928 წლის აღღგომაას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ (ციცქიშვილი) ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული მოღვაწეობისათვის მას არქიმანდრიტის 
წოდება მიანიჭა. 
XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, გამუდმებული დევნისა და შევიწროების შემდეგ, ხელისუფლებამ არქიმანდრიტი გიორგი 
აიძულა, დაეტოვებინა აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთში გადასულიყო. 
1935 წელს შედგენილ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის აღწირილობაში მამა გიორგი აჩკოვის წმინდა გიორგის სახელობის აღწერილ ეკლესიის წინამძღვრად არის მოხსენებული. 
1937 წელს დაწყებულ რეპრესიებს უკვე ვეღარ გადაურჩა მრავალტანჯული მოძღვარი. უღვთო ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა და სამეულის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის 
კოდექსის 58- 10-ე მუხლებით (აგიტაცია, პროპაგანდა რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) – 
დახვრეტა მიუსაჯა, განაჩენი დაუყოვნებლივ აღასრულეს. 
გვ345

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.12.2023
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0