ახვლედიანი ბენიამენი, (ბესარიონი) გრიგოლის ძე 1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი არქიმანდრიტი.
ახვლედიანი ბენიამენი, (ბესარიონი) 1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი არქიმანდრიტი.
ბენიამენი, (ახვლედიანი ბესარიონი) – (1823 - 14.05.1905, მოწამეთას მონასტერი), საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი.
ბიოგრაფია
დაიბადა სამეგრელოში, წარმოშობით აზნაურის, მღვდელ გრიგოლ ახვლედიანის ოჯახში. დაამთავრა სამეგრელოს ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. გალობა და საეკლელიო ტიპიკონი შეისწავლა მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში. 1850 წელს გაამწესეს ნამარნევის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მორჩილად. 1852 წლის 1 ივნისს მორჩილი ბესარიონ ახვლედიანი სამეგრელოს ეპისკოპოს ზაქარიას (დგებუაძე) ბერად აღკვეცას სთხოვს: „თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, რადგან ვხედავ თავსა თვისსა სრულ წლიანად და განწვრთნილად მონაზონებითსა ცხოვრებასა შინა, ამისთვის მსურს შევიმოსო სახე მონაზონებისა და შეუდგე ქრისტესა მეუფესა დიდებისასა, უკეთუ კეთილ ინებებს თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობა გამოთხოვასა საიდანაც ჯერ არს ბერად აღკვეცისათვის ჩემისა და კურთხევისათვის იეროდიაკონად, ამავე მონასტერში, რომელშიაც არავინ სჩანს იეროდიაკონობის თანამდებობისა აღმასრულებელი და დაცლილიცა არს ეხლა ადგილი იგი“.
საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ასაკის გამო (ჯერ კიდევ არ იყო 30 წლის) მორჩილ ბესარიონის თხოვნა არ დააკმაყოფილა. ერთი წლის შემდეგ, 1853 წლის 8 ივნისს, არქიმანდრიტი ტარასი (ელიავა) კვლავ სთხოვს სამეგრელოს ეპისკოპოს ზაქარიას მის აღკვეცას: „ამა წლის 20 მაისს ჩემთან შემოვიდა თხოვნა ნამარნევის უდაბნოს წინამძღვრის ბენედიქტესგან, რათა რწმუნებული მისდა მონასტრის მორჩილი ბესარიონ ახვლედიანი იქნეს აღკვეცილ და ხელდასხმულ დიაკვნად, რადგან ორი წელიწადია დიაკვნის ადგილი დაცლილია. საქმეებში აღმოჩნდა, რომ 1852 წლის 9 ივნისს განსვენებულ ეპისკოპოს ანტონს წარუდგენია თხოვნა ეგზარქოსთან მორჩილ ბესარიონის აღკვეცაზე. მაგრამ კანტორამ წლოვანების გამო დაიწუნა მისი კანდიდატურა. ან უკვე მორჩილი ბესარიონი შობიდგან არის 30 წლის, სასულიერო წოდების, სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში უსწავლია, შემდეგ ხუთი წელიწადი იმყოფება მონასტერში. ცხოვრობს უბიწოდ. კარგი ყოფაქცევით, იგი ღირსია ბერად აღკვეცისა და დიაკვნად ხელდასხმისა“.
1853 წლის 6 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ზაქარიამ მორჩილი ბესარიონ ახვლედიანი ბერად აღკვეცა და სახელად ბენიამენი ეწოდა (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო საბუთებში მამა ბენიამენი შემდგომშიც ყველგან ბესარიონის სახელით იწოდებოდა). 1853 წლის 11 ნოემბერს ეპისკოპოსმა ზაქარიამ იგი დიაკვნად აკურთხა და სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის მდივნად დანიშწა. 1859 წლის 9 აგვისტოს მღვდლად აკურთხეს და ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვრის დროებით შემსრულებლად დანიშნეს. ბენიამენი და ჯილდოებული იყო რუსეთ-თურქეთის 1853-1856 წლების ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით, 1861 წლის 14 დეკემბერს საგვერდული უბოძეს, 1864 წლლის 24 იანვარს წმ. სინოდმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა, 1865 წლის 24 სექტემბერს ცაგერის მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს. 1866 წლის 28 იანვარს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1869 წლის აღდგომას სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის აღდგომას არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1880 წლის 8 აგვისტოს მოწამეთას წმ. დავით და კონსტანტინეს მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც დანიშვნისთანავე დაიწყო მონასტრის კეთილდღეობისათვის ზრუნვა. 1880–1881 წლებში ააშენებინა ახალი ხის საწინამძღვრო სახლი და მოასწორებინა მონასტრის ეზო. 1882-1883 წლებში მონასტრის მთავარ ტაძარს ირგვლივ შემოსავლელი გაუკეთა და შესძინა მრავალი ახალი ნივთ-სამკაული. 1887–1890 წლებში ახალი ორ სართულიანი საწინამძღვრო ხის სახლი ააშენა. 1894 წლის 19 ოქტომბერს იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1894–1899 წლებში მისი ხელმძღვანელობით აშენდა სამსართულიანი კაპიტალური სასტუმრო სახლი და თავლა, ასევე განაახლა მონასტერში არსებული არგვეთის წმ. მოწამე მთავართა,. დავითის და კონსტანტინეს, წმ. ნაწილების ლუსკუმა. 1901 წელს მოახატვინა მონასტრის ტაძარი და გააკეთებინა ახალი ნიგვზის ხის კანკელი, ძველ ციხეში კი გამართა მეორე სამწირველო. 1902 წელს გაიყვანა რკინიგზის ბაქნიდან მონასტერში ჩამავალი საფაეტონო გზა.
1894-1904 წლებში ბენიამენი იყო იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესი.
ბენიამენი დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (1872), II (1884) და წმ. ვლადიმირის IV (1891) და III (1895) ხარისხის ორდენებით. 1902 წლის 6 მაისს უბოძეს იმპერატორის კანცელარიიდან გაცემული, თვლებით გამშვენებული ოქროს ჯვარი.
დაკრძალულია მოწამეთას მონასტერში.
გ. მაჩურიშვილი
Logo1.JPG ბენიამენი მრავალმნიშვნელოვანი
წყაროები
საცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №14863; №15439.
წყარო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია;
არქიმანდრიტი ბენიამენი -–- ერისკაცობაში ბესარიონ გრიგოლის ძე ახვლედიანი -–– ლეჩხუმის მაზრიდან იყო, იგი 1823 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1850 წელს ახალგაზრდა ბესარიონი ლეჩხუმში, ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის , მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1852 წლის 1 ივნისს მორჩილი ბესარიონი ბერად აღკვეცასთან დაკავშირებით თხოვნით მიმარ- თავს სამეგრელოს ეპისკოპოს ზაქარიას (დგებუაძე): „სიყრმიდგანვე ჩემისა მსურველი შესვლად შავს წოდებასაშინა, აღვიზარდე რა საღმრთოის წერილის კითხვასა შინა, წალენჯიხასა შინა მყოფს წინამძღვართან, შემდგომ მინგრელიის სასულიერო სასწავლებელსა შინა შევასრულე დადებული მას შინა კურსი. და შესრულებისთანავე მისისა, მეყსეულად, მე, დაფუძნებული ესეთსავე მსურველობას ზედა, შევედი ნება დართვითა თქვენისა ყოვლადუსამღვდელოესობისათა ნამარნევის მონასტერსა შინა მორჩილად და შემდგომ მისა განვატარებ მას შინა მორჩილებასა აგერ მეოთხესა წელსა. და აწ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, რადგან ვხედავ თავსა თვისსა სრულწლიანად და განწვრთნილად მონაზონებითსა ცხოვრებასა შინა, ამისთვის მსურს, შევიმოსო სახე მონაზონებისა და შეუდგე ქრისტესა მეუფესა დიდებისასა, უკეთუ კეთილ ინებებს თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობა გამოთხოვასა, საიდანაც ჯერ არს ბერად აღკვეცისათვის ჩემისა და კურთხევისათვის იერო-დიაკონად, ამავე მონასტერში, რომელშიაც არავინ სჩანს იერო-დიაკონობის თანამდებობისა აღმასრულებელი და დაცლილიცა არს ეხლა ადგილი იგი საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ, ასაკის გამო, მორჩილ ბესარიონის თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან იგი ჯერ 30 წლისა არ გახლდათ. ერთი წლის შემდეგ, 1853 წლის 8 ივნისს, ამჯერად უკვე არქიმანდრიტი ტარასი (ელიავა) მიმართავს ეპისკოპოს ზაქარიას (დგებუაძე): „ამა წლის 20 მაისს ჩემთან შემოვიდა თხოვნა ნამარნევის უდაბნოს წინამძღვრის ბენედიქტესგან, რათა რწმუნებული მისდა მონასტრის მორჩილი ბესარიონ ახვლედიანი იქნეს აღკვეცილ და ხელდასხმულ დიაკვნად, რადგან ორი წელიწადია დიაკვნის ადგილი დაცლილია. საქმეებში აღმოჩნდა, რომ 1852 წლის 9 ივნისს განსვენებულ ეპისკოპოს ანტონს წარუდგენია თხოვნა ეგზარქოსთან მორჩილ ბესარიონის
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13მაისი 2014წ გვ.20
აღკვეცაზე. მაგრამ კანტორამ წლოვანების გამო დაიწუნა მისი კანდიდატურა. აწ უკვე, მორჩილი ბესარიონი, შობიდგან არის 30 წლის, სასულიერო წოდების, სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში უსწავლია, შემდეგ ხუთი წელიწადი იმყოფება მონასტერში. ცხოვრობს უბიწოდ, კარგი ყოფაქცევით. იგი ღირსია ბერად აღკვეცისა და დიაკვნად ხელდასხმისა“. 1853 წლის 6 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ზაქარიამ მორჩილი ბესარიონი ბერად აღკვეცა და სახელად ბენიამენი ეწოდა (აქვე უნდა ალინიშნოს, რომ საეკლესიო საბუთებში მამა ბენიამენი ყველგან ბესარიონის სახელით მოიხსენიება, | მსგავსი რამ სხვა სასულიერო პირების შემთხვევაშიც გვხვდება იმ პერიოდში -- ავტორი). 1853 წლის 11 ნოემბერს მეუფე ზაქარიამ იგი დიაკვნად აკურთხა და სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის მდივნად დანიშნა. 1859 წლის 9 აგვისტოს ბერ-დიაკვან ბენიამენს მღვდლად დაასხეს ხელი და (ცვაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. ამავე წელს რუსეთ-თურქეთის (1853-1856) ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1861 წლის 14 დეკემბერს საგვერდული უბოძეს. 1864 წლის 24 იანვარს წმინდა სინოდმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1865 წლის 24 სექტემბერს ცაგერის მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს. 1866 წლის 28 იანვარს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1869 წლის აღდგომას სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1872 წლის 28 იანვარს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1879 წლის აღდგომას არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1880 წლის 8 აგვისტოს მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც დანიშვნისთანავე დაიწყო მონასტრის კეთილდღეობისათვის ზრუნვა. 1880-1881 წლებში ააშენებინა ახალი ხის საწინამძღვრო სახლი და მოასწორა მონასტრის ეზო. 1882-1883 წლებში მონასტრის მთავარ ტაძარს ირგვლივ შემოსავლელი გაუკეთა და შესძინა მრავალი ახალი ნივთ-სამკაული. 1884 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1887- 1890 წლებში ახალი ორსართულიანი საწინამძღვრო ხის სახლი ააშენა. 1891 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1894 წლის 19 ოქტომბერს იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1894- 1899 წლებში მისი ხელმძღვანელობით აშენდა სამსართულიანი კაპიტალური სასტუმრო სახლი და თავლა, ასევე განაახლა მონასტერში არსებული არგვეთის წმინდა მთავართა წმინდა ნაწილების ლუსკუმა. 1895 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის!III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 190! წელს მოახატვინა მონასტრის ტაძარი და გააკეთებინა ნიგვზის ხის ახალი კანკელი (რომელშიც ოთხი ვერცხლის ხატი იყო ჩასვენებული), ძველ ციხეში კი გამართა მეორე სამწირველო. 1902 წელს გააკეთა რკინიგზის ბაქნიდან მონასტერში ჩამავალი საფაეტონო გზა. 1902 წლის 6 მაისს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული გამშვენებული თვლებით მოჭედილი ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1904 წელს, მოხუცებულობის გამო, გათავისუფლდა იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესის თანამდებობიდან. არქიმანდრიტი ბესარიონი 1905 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მოწამეთას მონასტრის ეზოში, საფლავზე იყო ასეთი წარწერა: „მომიხსენე, მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა, წინამძღვარი მოწამეთას მონასტრის არქიმანდრიტი ბესარიონი, გარდაცვალებული 14 მაისს 1905 წელს, დაბადებითგან მესამეოცდათხუტმედ წელსა“. სტატიაში გამოყენებული ფოტოები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ