სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
იონა (იოანე) გაბრიელის ძე გედევანიშვილი 1737-1821წწ მიტროპოლიტი; წარმ. მცხეთა; იონა (იოანე) გაბრიელის ძე გედევანიშვილი 1737-1821წწ მიტროპოლიტი; წარმ. მცხეთა;

1737-1821 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი გედევანიშვილი სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

89       ბეჭდვა

იონა (იოანე) გაბრიელის ძე გედევანიშვილი 1737-1821წწ მიტროპოლიტი; წარმ. მცხეთა;


მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821
| ნაწილი

მიტროპოლიტი იონა, ერისკაცობაში – იოანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი 1737 წელს, ქართლის სამეფოში, თავადის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა გედევანიშვილების უძველეს თავადურ გვარს, რომლის დამაარსებელი, ლეგენდის თანახმად, იყო გედეონი, რომელიც ძმასთან, ელიოზთან, ერთად
მსახურობდა რომის იმპერიის ჯარებში და ქრისტეს ჯვარცმის დროს გოლგოთის მთაზე იმყოფებოდა. ძმებმა ჩამოიტანეს უფლის კვართი საქართველოში და მისცეს თავის დას, მართალ სიდონიას, რომელმაც ეს კვართი გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა. წყაროების თანახმად, გედევანიშვილები ცხოვრობდნენ საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში, ფლობდნენ მიწებს სოფელ გოროვანში, სასხორსა და ქორდში (ეს უკანასკნელი სოფელი იონას მშობლებს და ახლო ნათესავებს ეკუთვნოდა), რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ საქართველოს სამეფო კარსა და აღმოსავლეთ საქართველოს (მცხეთის) კათოლიკოს-პატრიარქების კარზე. სარდალები იყვნენ იონას ბაბუა გიორგი (ქართლის მეფის ერაკლე I-ის კარზე; 1688-1703), მამა გაბრიელი და ბიძა - ზაზა (ვახტანგ VI-ის კარზე; ქართლის ჯანიშინი 1703-17 14, ქართლის მეფე 1720–1724 წლებში), ძმები -შიოშ, გიორგი და იოსები; ხოლო ბიძას -–– პაატას  მოლარეთუხუცესის პოსტი ეკავა. პატარა იოანემ სწავლა-განათლება ქ. თბილისში, კათოლიკოს ანტონ I-ის (ბაგრატიონი) უშუალო ხელმძღვანელობით მიიღო. აქ მან საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი, ასევე, სამეცნიერო-საფილოსოფოსო საგნები. 1753 წელს კათოლიკოსმა ანტონ I-მა 16 წლის იოანე მცირე სქემაში აღკვეცა და დიაკვნად აკურთხა. 1756 წელს, ანტონის გასამართლების გამო, დიაკონი იოანეც მის თანმხლებთა სიაში აღმოჩნდა და მასთან ერთად გაემგზავრა რუსეთში. 1757 წლის 17 მარტს ისინი სანკტ-პეტერბურგში ჩადიან. რუსეთში ჩასულმა ანტონმა უწმიდესი სინოდის წინაშე წარდგენილი ბრალი გააქარწყლა და 1757 წლის 1 დეკემბერს ანტონ | ვლადიმირის ეპარქიის მმართველად განამწესეს. იგი ეპარქიას 1762 წლის ჩათვლით განაგებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მამა იოანეც მასთან იმყოფებოდა. სავარაუდოა, რომ მისი მონაზვნად აღკვეცა იონას

10-1  საპატრიარქოს უწყებანი N10 24ივნისი-7ივლისი 2021წ გვ.22
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (გაგრძელება)

სახელდებით და მღვდლად ხელდასხმაც ამავე პერიოდში მოხდა. 1763 წელს, უკვე მღვდელ-მონაზონი, იონა კათოლიკოსთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. კათოლიკოსმა ანტონ I-მა მღვდელ-მონაზონი იონა მცხეთის წმ. ჯვრის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1775 წელს ეპისკოპოსსდ დაასხა ხელი და რუისის კათედრაზე მიტროპოლიტის პატივით დაადგინა. თ. ჟორდანიას ქრონიკების II ტომში ვკითხულობთ:1780 წელს განჰკვეთეს იონა მროველი (გედევანოვი), ერთად მიქაელ თფილელთან და გაიოზთან“. როგორც ჩანს, 1780 წელს საეკლესიო კრებამ მეუფე იონას ეპარქია და ხარისხი ჩამოართვა და მღვდელმსახურება აუკრძალა. იგივე ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ეს დასჯა გამოწვეული იყო მეუფე იონას „მეფის ქალიშვილებისადმი უღირსი დამოკიდებულობის გამო“. დასჯილი მღვდელმთავარი დავით გარეჯის ლავრაში გამოკეტეს. მიტროპოლიტყოფილი იონა იქიდან გაიპარა და იმერეთში ჩავიდა, მაგრამ არც იქ შეიწყნარეს და ისევ ქართლს დაბრუნდა. ახლა მას გარეთუბნის წმ. გიორგის სახ. ტაძრის ეზოში (იგულისხმება ახლანდელი ქაშვეთის ეკლესია, რომელიც იმ დროს თბილისის უბნად არ ითვლებოდა -- გ.მ.) მიუსაჯეს ცხოვრება. იგი აქედანაც გაიპარა და ახალციხეში წავიდა. ახალციხის ფაშამ კი კონსტანტინეპოლს გააგზავნა. ეს დაახლოებით 1782 წელს მოხდა. საქართველოში იმჟამად არსებული ინფორმაციით, ანტიოქიის პატრიარქი მისი ჯავახეთის ეპარქიის მმართველად დანიშვნას აპირებდა. ამასთან დაკავშირებით ანტონ კათოლიკოსი კონსტანტინეპოლის პატრიარქ პროკოფი I-ს (პელეკასისი) წერილს უგზავნის და აფრთხილებს, რომ „მღვდლობისაგან განშიშვლებულმა“ იონამ ვერ მოახერხოს მისი და ანტიოქიის პატრიარქთა მოტყუება. შემორჩენილია წერილის ასლი, რომელიც ანტონ კათოლიკოსმა კონსტანტინეპოლის პატრიარქ პროკოფის გაუგზავნა: 
„ყოვლად უწმიდესს მეუფეს, მსოფლიო პატრიარხს და საზოგადოს მამას, უფალს: 1 ყოვლადუწმიდესო მეუფეო, მიიღე პატივისცემაი მამობრივი ჩვენ მდაბალთაგან„ და შემდგომად ყოვლითურთ კუალთა საღმრთოთა მოძღვრებისა თქვენისათა, ესე ვითარითა ჰაზრითა, ვითარ იგი შედგომილ
იყო ტიმოთე საღმრთოთა მოძღვრებათა პავლესთა: ვითხოვ სამსახურებელისა მიმართ და თაყვანის საცემელისა სულისა, რომელნიცა
გცხო შენ საცხებელითა სამოციქულოითა, რათა ეგოს საღმრთო ეგე უმაღლესი იერარხობითი კათედრა თქუენი შეუძვრელად და ეკლესიაში, რომელ ააგო მოძღვარმან შენმან კლდესა ზედა უჭეშმარიტესის სარწმუნოებისასა, და გარწმუნა შენ, რათა დაცვულ იქმნას განურყვნელად ენათაგან მწვალებელთასა, რომელ არიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ვითარ იგი აღთქმულ არს სიძისაგან ეკლესიისა: მიზეზი აწინდელისა ყ-დ უწმიდესობის თქვენისადმი წიგნის ამის მორთმევისა ესე არს: მიტროპოლიტი რუისისა იონა, რომელი იყო ერთის რომელიმე ზემო ივერიასა შინა ეპარხიისა, შეკრებულთა ეპისკოპოსთა პალატსა შინა სამეფოსა, რომელთა შორის პირველ მჯდომარე ვიყავი, სიბოროტეთა თანა ჰხსენებულის მის იონასთა, რომელსაცა აქუნდეს შემასმენელნი წარმოდგომიღნი, წინაშე კრების შემწამებელნი, წინაშე ჩვენსა სხუა და სხვათა ბრალთანი,
და ჩვენ განმსჯელთა შესმენათასა, შედგომილთა ხმათა მამათა კანონთათა დამხობილ ვჰყავით იონაი სამღვდელმთავროსაგან პატივისა, და განკვეთილ მღვდელობისაგან, დაღათუ ანათემას არა მივეცით: ხოლო შემდგომად დამხობისა წარვგზავნეთ იგი მონასტერსა შინა ღირსისა მამისა დავითისსა უდაბნოს გარესჯისასა, რომლისაცა განჩინებას უმოწყალესობამან მეფის ჩვენისაგან ქვე მოაწერა, და სამეფოითა ბეჭდითა თვისითა დაამტკიცა: მაგრამ, თქმული იგი იონა, განპარულ იქმნა მონასტრით იდუმალ, და წარვიდა იმერეთად,

10-2  საპატრიარქოს უწყებანი N10 24ივნისი-7ივლისი 2021წ გვ.23
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (გაგრძელება)

არარად მრაცხველი ღირსად მის ზედა განჩინებულისა, სადაცა მისრულ 
არა შეიწყნარეს, არცა მეფემან  იმერეთისმან, და არც ეპისკოპოსთა მუნებურთა, და ქართლად ესე წარმოგზავნეს: და ოდეს იგი მოვიდა ქართლად, არა დავაყენეთ ქართლსა შინა ყოფისაგან, რათა არა უმეტესითა მწუხარებითა თქას ეგე ვითარი იგი, დაინდა ჰსცხოვრებდა იგი ეზოსა შინა ეკლესიისა წმიდისა მთავარ მოწამისა გიორგისსა გარეგან ქალაქის ტფილისისა, განკვეთული მღვდელობისაგან: ხოლო განკვეთა მღვდელობისაგან იონასი და განშიშვლება სამღვდელმთავროისაგან პატივისა, არა დროებითა განვაჩინეთ, არამედ ვიდრე სიკვდილადმდე იონაისი, რომელიცა შესაფერ იყო ბრალთა მისთა: კვალად განიპარა
იონა მუნითგანცა სადა იგი სცხოვრებდა და წარვიდა ახსიხად (იგულისხმება ახალციხე -– გ.მ.), რომელიცა შეწყნარებულ იქმნა ახსიხის ფაშისგან
ვეზირის, და მისგანვე წარმოგზავნილ კოსტანტინეპოლიდ, და გვესმა ვითარმედ ესე ვითარი ჰაზრი კაცსა მას განკვეთილსა და არღარა მღვდელსა, ვითარმედ ჰნებავს შეტყუებით მიღებაი ეპარხიისა ახსიხისა, ანუ ჯავახეთისა, უნეტარესობისაგან მისის პატრიარხის ანტიოხიისა: ხოლო ჩუენ სარწმუნოდ მსმენელთა მისი ესე ვითარითა ჰაზრითა
წარმოსვლისათა, ვაუწყებ სიმდაბლით ყ-დ უწმინდესსა მეუფებას თქუენსას, ვითარმედ კაცი იგი იონა განკვეთილ არს მღვდელობისაგან, და განშიშვლებულ მღვდელმთავრობითისა პატივისგან,
და რათა არა კაცმან ესე ვითარმან, ჰქმნას შეტყუებაი რაიმე მზაკუარი წინაშე ყ-დ უწმიდესობისა თქუენისა და წინაშე უნეტარესობისა მისის ანტიოხიელ პატრიარხისა". სამწუხაროდ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა პროკოფიმ (1784-1789) და იერუსალიმის პატრიარქმა აბრაამმა (1775-1787) არ გაითვალისწინეს კათოლიკოს ანტონის წერილი და თხოვნა, იონას მღვდელმთავრის ხარისხი დაუბრენეს და შესაბამისი წერილებიც გამოგზავნეს საქართველოში. მიტროპოლიტმა იონამ ოთხი თვე დაჰყო სტამბოლს, 1785 წლის დეკემბერში მას მიტილინიაში ვხედავთ, შემდეგ შემოივლის თითქმის მთელ  მართლმადიდებლურ აღმოსავლეთს, ქალაქებს - იაფასა და  იერუსალიმს, ათონის მთას, კუნძულებს: პატმოსს, სამოსს, ლესბოსს, ქიოსს, ლემნოსს, კვიპროსს, როდოსს, თენედოსს, კეფალონიას და სხვ., ასევე, ამავე წლებში
იგი მოივლის ევროპას. ჩავა ვენეციაში, ვენასა და პოლონეთში; 1787 წელს საბერძნეთში, ნეაპოლსა და ტრიესტში, აქ იგი შეხვდება საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ იოსებ II-ს (1765-1790), აქედან ვენეციაში ჩავა, შემდეგ ქ. ალექსანდრიაში, სადა; ინახულებს ალექსანდრიის მომაკვდავ პატრიარქ გერასიმ III-ს (გიმარისი 1783-1787/ 1788), პატრიარქი გერასიმ III ასევე „გაათავისუფლებს“ მას სასჯელისაგან. ის კი გააგრძელებს მოგზაურობას. მოინახულებს ბეირუთს, დამასკოს,
ეგვიპტეს, ესტუმრება სინას ნახევარკუნძულს. წმ. დიდმოწამე ეკატერინეს მონასტერში მიტროპოლიტმა იონამ, მონასტრის ძმების თხოვნით, რამდენიმე ბერი აკურთხა დიაკვნად და მღვდლად; წმ. ეკატერინეს მონასტერში მან ოთხი თვე იცხოვრა. 1790 წლის ოქტომბერში კი ის უკვე ვენაში ჩანს. აქედან ქ. იასის გავლით მოლდავეთში ჩადის, სადაც შეხვდა იმერეთის მეფე დავით გიორგის ძის ელჩს, ცნობილ პოეტ ბესიკ გაბაშვილს. ასევე, მოლდავეთში, გრაფ გრიგოლ პოტიომკინის კარზე შეხვდება ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის ელჩს, არქიმანდრიტ გაიოზს (ბარათაშვილი). გრიგოლ პოტიომკინის ნებართვით, მოლდოვა-ვლახეთის ეგზარქოსმა, ეპისკოპოსმა ამბროსიმ (სერებრენიკოვი, 1789-1791) მეუფე იონას სამართავად გადასცა ქ. იასის მახლობლად მდებარე წმ. პანკრატის მონასტერი. მიტროპოლიც იონას მმართველობისას ეს მონასტერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სავანე მოლდავეთის სამთავროში. 1791 წლის დეკემბერში რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ისგან მეუფე იონამ მიიღო კიევში ჩასვლის ნებართვა. იგი დაინიშნა მძიმედ დაავადებული კიევის მიტროპოლიტ სამუელის (მისლავსკი; 1783-1796) ქორეპისკოპოსად, ცხოვრობდა კიევ-პეჩორის ლავრაში და აქედან ხელმძღვანელობდა ეპარქიის საქმეებს,

10-3  საპატრიარქოს უწყებანი N10 24ივნისი-7ივლისი 2021წ გვ.24
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (დასასრული)

მათ შორის აღასრულა სასულიერო პირთა ხელდასხმები (1792 წლის დასაწყისი 1794 წლის გაზაფხული). კიევშივე დაენიშნა მას წელიწადში 600 მანეთი პენსია.

11 საპატრიარქოს უწყებანი 8-21ივლისი 2021წ გვ.22 
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821
II ნაწილი

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მიტროპოლიტ იონას ჰქონდა გარკვეული დიპლომატიური სტატუსი, რომელიც მას ანტონ I-მა ან ერაკლე II-მ მისცეს,
რაც ცოტა საეჭვოა, რადგან სწორედ ერეკლეს ბრძანებით დასაჯა იგი ანტონ კათოლიკოსმა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთში მოგზაურობისას იგი შეხვდა მართლმადიდებლური ეკლესიების
თითქმის ყველა მეთაურს და ყველგან დიდი პატივით იქნა მიღებული; მკვლევარები აქ ითვალისწინებენ არა მხოლოდ მეუფე იონას პიროვნულ თვისებებს: განათლებას, პრაქტიკულ ინტელექტს, კომუნიკაბელურობას, მომხიბვლელობას, დიპლომატიურ შესაძლებლობებს, არამედ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე I-ის დიდ ავტორიტეტს, რომელიც მას მოპოვებული
ჰქონდა მთელ აღმოსავლეთსა და ევროპაში. მიტროპოლიტი იონა განსაკუთრებით საზეიმოდ მიიღეს ათონის წმიდა მთაზე. ათანასეს დიდი ლავრის მოლოცვის შემდეგ, იგი ეწვია ივერონის მონასტერს, სადაც ერთი თვე დაჰყო და ქართულ ხელნაწერებზე იმუშავა. საბერძნეთში სტუმრობის შემდეგ, მეუფე იონა დამასკოში გაემგზავრა, სადაც მიიღო შენდობის ფურცელი ანტიოქიელი პატრიარქ დანიელისგან (1767-1791), რომელმაც, ეს, თავის მხრივ, წერილობით აცნობა ანტონ I-ს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიევში ცხოვრებისას მას მთავარეპისკოპოსად აღიარებდნენ და არა მიტროპოლიტად. ამისთვის მან რუსეთის უწმიდეს სინოდში წერილი გააგზავნა და ითხოვა, რომ არ წართმეოდა მიტროპოლიტის პატივი. მას მოწმეებად დაუდგნენ იმჟამად რუსეთში მყოფი სხვა ქართველი
მღვდელმთავრები, ეპისკოპოსი გაიოზი (ბარათაშვილი) და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი მაქსიმე (აბაშიძე). 1793 წლის 1 სექტემბერს სინოდმა შეკითხვა გაუგზავნა ეპისკოპოს გაიოზს, რომელმაც  დაამოწმა, რომ როდესაც იგი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა, მართლაც ნახა იქ იონა რუისისა და სურამის მიტროპოლიტის ხარისხში, ხოლო 1793 წლის 22 დეკემბერს კათალიკოსმა მაქსიმემ მოახსენა სინოდს, რომ იმერეთიდან ქართლში გადასვლის დროს, იხილა „იგი იონა მროველი რუისისა, დაისადგურა მასთანვე, ვითარცა მიტროპოლიტთან.
ამა ხარისხზე იგი ნამდვილ იყო აღყვანილ კათოლიკოზისა და მეფისაგან“.
1795 წლის აპრილში მიტროპოლიტი იონა თხოვნით მიმართავს სინოდს, რომ დროებით, კიევიდან მოსკოვში სამკურნალოდ გადასვლის ნება დართონ. როგორც ჩანს, იგი მძიმედ დასნეულებულა. ექიმებს განუცხადებიათ მკურნალობას ხანგრძლივი დრო დასჭირდებაო. ყოველივე ამის გამო, მეუფე იონას მოსკოვში სამუდამოდ დარჩენა გადაუწყვეტია. ამით
უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ მოსკოვში დროებით ჩასული იონა ადგილობრივ მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტ პლატონს (ლევშოვი) სთხოვს ღვთისმსახურების შესრულების ნებართვას, მაგრამ მას განუმარტეს, რომ მისი თხოვნა იმ შემთხვევაში იქნებოდა შეწყნარებული, თუ სინოდი მოსკოვში მუდმივად ცხოვრების ნებას მისცემდა. ამის შემდეგ, კიევის მიტროპოლიტ სამუელის რჩევით, მეუფე იონა მოელაპარაკა რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრსა და ნოვგოროდის მიტროპოლიტ გაბრიელს (პეტროვი; 1775-1800), რომლის შუამდგომლობის საფუძველზე, 1795 წლის 25 ნოემბერს იგი მოსკოვში ჩავიდა და ჩუდოვოს მონასტრის, მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (რომელ არს ხონა) ქმნილი სასწაულის სახ. ტაძართან არსებულ კელიაში დასახლდა, ხოლო მსახურებას კრემლის ღვთისმშობლის მიძინებისა და ხარების ტაძრებში აღასრულებდა. მაგრამ
იქვე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ იონას არ შეეძლო მოეთხოვა გასამრჯელო და უნდა დაკმაყოფილებულიყო თავისი პენსიით. სინოდის ეს განკარგულება მოსკოვში მიუღიათ 1795 წლის 24 დეკემბერს, სინოდის კანტორის 31 დეკემბერის განკარგულების თანახმად, იონასთვის ხელწერილი ჩამოურთმევიათ, რომ ღვთისმსახურებისათვის გასამრჯელო არ მოეთხოვა. ამრიგად, 1795 წლის აპრილის შემდეგ მეუფე
იონას მოსკოვში დროებით ცხოვრების ნებართვა მიუღია, ხოლო 1795 წლის 31 დეკემბრიდან იგი მუდმივად დასახლდა ქ. მოსკოვში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეუფე იონას საარსებო წყაროს შეადგენდა მხოლოდ 600 მანეთიანი პენსია, რომელსაც იგი 1814 წლამდე იღებდა. 1814

11-1  საპატრიარქოს უწყებანი 8-21ივლისი 2021წ გვ.23
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (გაგრძელება)

წელს მას პენსია 1000 მანეთამდე გაეზარდა. 1817-1819 წლებში მისი პენსია 2000 მანეთს შეადგენდა, ხოლო 1819 წლიდან გარდაცვალებამდე იგი 4000 მანეთს იღებდა. 1803 წელს მიტროპოლიტი იონა მოსკოვში შეხვდა საქართველოდან გადმოსახლებულ სამეფო ოჯახის წევრებს: დავით ბატონიშვილს, (ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის ვაჟს), დარეჯან დედოფალს და სხვებს. იგი დაესწრო დარეჯანის დასაფლავებასაც, რასაც 1807 წლის 24 ნოემბერს წერილით ატყობინებს მის შვილს, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ანტონ II-ს (ბაგრატიონი). 1813 წელს მიტროპოლიტი იონა საცხოვრებლად მოსკოვის ნათლისღების სახ. მონასტერში გადავიდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა სადღესასწაულო საეკლესიო მსახურებებზე და სხვა ღონისძიებებზე: კერძოდ, ის ესწრებოდა 1818 წლის 14 ივლისს არქიმანდრიტ ევგენის (კაზანცევი) და 1821 წლის 10 მარტს არქიმანდრიტ
ათანასეს (ტელიავევა) ეპისკოპოსად ხელდასხმის მსახურებას. 1821 წლის 5 ივნისს მონაწილეობდა მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ჯილდოების გადაცემაში და ა.შ. მოსკოვში ცხოვრების პერიოდში მეუფე იონა აქტიურად იყო დაკავებული საგამომცემლო საქმიანობით: კერძოდ, მისი მხარდაჭერითა და მეცადინეობით, 1805 წელს მოსკოვში,
სინოდის სტამბაში, დაიწყო და 1808 წლამდე გაგრძელდა „სადღესასწაულოს“ ბეჭდვა ვარლაამ მთავარეპისკოპოსის თაოსნობით, დიმიტრი ბაგრატიონის, იონა მროველ მიტროპოლიტ გედევანიშვილის და აზნაურ გიორგი პაიჭიძის შრომით. 1812 წელს ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების და გადაწვის გამო წიგნების ბეჭდვა დროებით შეფერხდა, მაგრამ მოკლე დროში ქალაქის აღდგენასთან ერთად აღდგა სტამბაც და 1815 წელს დაიბეჭდა „ლოცვანი“, რომელზეც ვკითხულობთ: „გედევანიშვილის სარდალ გაბრიელის ძის საფასით, იონას მიტროპოლიტისათა სტამბაში მუშაობითა პეტრე ქებაძის შვილისათა“. 1816 წელს მოსკოვშივე დაიბეჭდა „ახალი აღთქმა“ რუსეთის ბიბლიური საზოგადოების ხარჯით. ამ ბიბლიური საზოგადოების წევრი იყო მიტროპოლიტი იონა მთავარეპისკოპოს დოსითეოსთან (ფიცხელაური) და მოქვის მთავარეპისკოპოს პაფნუტისთან (ხოზიაშვილი) ერთად. ის კულტურულ საქმიანობასაც ეწეოდა. ყოველ შემთხვევაში, იმ დროის ცნობილი ემიგრანტი, დიმიტრი ბაგრატიონი მის შესახებ წერდა: „საღმრთო წერილთა ტრფიალი სტამბით გვიმრავლებს ლოცვებსა, წამკითხველთაგან გულმხურვლად ცოდვათა აღსახოცებსა, მადლობა შევსძღვნათ სანუქფოდ ამის მომრთმევსა, მბოძებსა, იონას მიტროპოლიტსა, სიუხვით
გასაოცებსა“. მიტროპოლიტი იონა 1821 წლის 4 აგვისტოს,ღამის სამ საათზე დამბლის დაცემით გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს მოსკოვის ღვთისმშობლის საფარველის სახ. მონასტერში. 1821 წლის 17 აგვისტოს სპეციალურმა კომისიამ აღწერა განსვენებულის ქონება. აღწერის დროს იპოვეს იონას ანდერძი, რომლის ორიგინალი არ შენახულა. ანდერძის სრული თარგმანი შესრულებულია ქართველი მთავარეპისკოპოსის დოსითეოსის (ფიცხელაური) მიერ. იგი 1821 წლის 20 ივნისით თარიღდება (დაცულია რუსეთის ძველი საბუთების სახელმწიფო არქივში). შემორჩენილია, აგრეთვე, მეუფე იონას ქონების აღწერილობაც. როგორც ამ აღწერილობიდან ჩანს, იგი დაჯილდოვებული ყოფილა წმ. ანას |
ხარისხის ორდენით. იმავე აღწერილობაში, სხვათა შორის, აღნიშნულია ...........სამწუხაროდ, იონას წიგნებიდან მხოლოდ რამდენიმე ცალი შემორჩა. აქ შეგვიძლია დავასახელოთ, მაგ., „სადღესასწაულო“, დაბეჭდილი ხუცური შრიფტით 1805წ. „სადღესასწაულოს დაბეჭდვის საქმეში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ იონას ანდერძში მოხსენებულ პოეტ დიმიტრი ბაგრატიონს და თვითონ იონას, რომელიც ამ შემთხვევაში ცენზორი ყოფილა. აგრეთვე შემორჩენილია მისი ნაქონი „საღმრთო მსახურება“. წიგნი მომცრო ზომისაა, შეიცავს ქართულ-ოსურ პარალელურ ტექსტებს. ორივე ტექსტი ნუსხა-ლხუცური შრიფტითაა დაბეჭდილი. საყურადღებოა, რომ მეუფე იონას არ ჰქონია არცერთი რუსული წიგნი, არ მოიპოვება მისი ხელით რუსულად დაწერილი არცერთი დოკუმენტი. დაცულია
მხოლოდ მისი რუსული ხელრთვა, სადაც შეცდომებია. აღნიშნულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იონა რუსულ ენას მცირედ ფლობდა. მიტროპოლიტმა იონამ დაგვიტოვა მნიშვნელოვანი ჩანაწერები, სადაც აღწერილია მისი მოგზაურობა.
თხზულება იწყება თბილისიდან კონსტანტინოპოლამდე მგზავრობის აღწერით, ამას მისდევს კონსტანტინოპოლისა და მთაწმიდის მონასტერთა მიმოხილვა. მერე ავტორი აგვიწერს იერუსალიმამდე მგზავრობას.
იერუსალიმს და ქრისტეს საფლავს, არქიპელაგოსის
კუნძულებს, ვენეციასა და მისთა გარემოს, ალექსანდრიასა და ეგვიპტეს. სინას მთას, ქ. ვენას, პოლონეთსა და მის ქალაქებს, მოლდავეთს და კერძოდ ქ. იასას. ამის შემდეგ იწყება მიმოხილვა და აღწერა რუსეთის

11-2  საპატრიარქოს უწყებანი 8-21ივლისი 2021წ გვ.24
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (დასასრული)

იმ ქალაქების, სადაც მას ცხოვრება მოუწია. ესაა კიევი, დიდებული ლავრით და მოსკოვი. საინტერესოა აკადემიკოს კ. კეკელიძის აზრი ამ თხზულებასთან დაკავშირებით. იგი აღნიშნავს, რომ: „თხზულება საინტერესო შრომას წარმოადგენს; მას ატყვია ბეჭედი ნამდვილი ტურისტის ნაწარმოებისა: იონა გვიხატავს ბუნების სურათებს, ვაჭრობა-მრეწველობას, მცხოვრებთა ზნეჩვეულებას, შესანიშნავ შენობებსა და ნაშთებს, მოგვითხრობს ყველა საყურადღებო ამბავს, რომელიც ამა თუ იმ ადგილთანაა დაკავშირებული. ხანდახან ის კრიტიკულ ნიჭსაც იჩენს: ყველაფერი რაც მას გაუგონია, ბრმად როდი სჯერა, ხან ვრცლად მოგვითხრობს, ხან მოკლედ, მაგრამ შემთხვევას არ უშვებს რომელიმე ღირსშესანიშნავ ადგილს ან ფაქტს შეეხოს. მისი ენა საკმაოდ მხატვრულია, მას ეტყობა რუსულის მძლავრი გავლენა. თხზულებაში გხვდება ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „ლოდკა, კროვატი, კარეტა, ოსტროვი, პრიხოდი, რუნკა, ოტკა, აფონსკი, პეჩერსკი, კნიაზი“ და სხვ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ერუდიციითა და მეცნიერული ორიენტაციის მხრივ იონას შრომა საყურადღებო და მნიშვნელოვანია ანალოგიურ თხზულებათა შორის“.
1852 წელს ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა ეს ნაშრომი წიგნად გამოსცა სახელწოდებით: „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა.“ იონას მოგზაურობა დაწერილი უნდა იყოს 1807 წლამდე, რადგან დარეჯან დედოფალი ცოცხლად არის მოხსენიებული (დარეჯანი გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს). ამავე დროს იგი საქართველოს მთავარმართებელ პავლე ციციანოვს გარდაცვლილად წ” მოიხსენიებს (ციციანოვი 1806 წლის თებერვალში მოკლეს ბაქოსთან). შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს ნაწარმოები დაწერილია 1806-1807 წლებში.

გედევანიშვილი იონა – (1737-1821), საეკლესიო მოღვაწე. აღიზარდა ანტონ კათალიკოსის კარზე. იყო მცხეთის ჯვარის მონასტრის არქიმანდრიტი, მერე — რუისის მიტროპოლიტი. დანაშაულისთვის საეკლესიო კრებამ ეპარქია ჩამოართვა. ამას მოჰყვა მისი გაქცევა საქართველოდან შემოიარა მთელი სამართლმადიდებლო აღმოსავლეთი, იყო კონსტანტინოპოლში, მოლდავეთში. ბოლოს რუსეთში დამკვიდრდა. იქვე გარდაიცვალა. თავისი ხანგრძლივი მოგზაურობა (1805-10 წწ) აღწერა სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოებში „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“. ნაწარმოებში დაცულია საინტერესო (ცნობები ნანახი ქვეყნების ბუნების, ხალხის ზნე-ჩვეულებათა და ისტორიულ ძეგლთა შესახებ.

იონა გედევანიშვილი, მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა, თბ., 1852.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.12.2023
ბოლო რედაქტირება 22.02.2026
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0