სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ჩიჩუა ბართლომე (ბესარიონი)  1804-1864წწ ეპისკოპოსი  გარდ. მარტვილი ჩიჩუა ბართლომე (ბესარიონი)  1804-1864წწ ეპისკოპოსი  გარდ. მარტვილი

1804-1864 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ჩიჩუა სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

290       ბეჭდვა

ჩიჩუა ბართლომე (ბესარიონი) 1804-1864წწ ეპისკოპოსი გარდ. მარტვილი


ბართლომე (ჩიჩუა ბესარიონი) – (დ. 1804 – გ. 15.12.1864, სენაკის მაზრა, დაბა მარტვილი), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსი.

დაიბადა თავად ხახუ ჩიჩუას ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1820 წლიდან ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1834-1836 წლებში ჯრუჭის მონასტრის მორჩილია. 1836 წლიდან კვლავ ხობის მონასტერშია.


1837 წლის 30 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი სწერდა სამეგრელოს ეპისკოპოს გიორგის (კუხალაშვილი): „გარდაცვალებულის თავადისა ჩემისა ხახუ ჩიჩუას ძე მორჩილებასა შინა მყოფი ბესარიონ ჩიჩუა შემოვიდა რა ჩემთან თხოვნითა თვისითა და განმიცხადა რა, რომელ წრფელისა სურვილისა გამო, თვისისა მეთექვემეტესა წელსა შობიდგან თვისისა შესულა მორჩილებასა შინა და დაუყვიეს მას შინა თოთხმეტი წელი. მთხოვა ნების მიცემა და წარწერა ვისდამიცა ჯერ არს აღკვეცად და ხელდასხმად მისსა, ადგილსა მყოფოს ხოფის მონასტერსა შინა მღვდელმონაზონის თომასსა. ვითარისა თხოვნისა გამო ვითხოვ რა მორჩილისა ბესარიონ ჩიჩუას საეროს ცხოვრებისაგან, ვაძლევ მას ამით ნებას შესვლად შავსა სასულიერო წოდებასა შინა და თქვენ წარმოგიგზავნი რა არზასა მისსა, მოგიწერ, უკეთუ სასულიეროს მხრით დაბრკოლება არა ნახო რა მას შინა, მაშინ წარადგინო, სადაცა ჯერ არს სია ნამსახურებათა მისისა და გამოითხოვო მისთვის აღკვეცა ბერობისა სქიმისა და კურთხევა დიაკონობისა და მღვდელმონაზონობისა“. ერთი წლის შემდეგ, 1840 წლის 31 დეკემბერს, მარტვილის საკათედრო ტაძარში სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილი) მორჩილი ბესარიონი ბერად აღკვეცა და სახელად ბართლომე უწოდა (შემდგომში იგი მაინც ბესარიონის სახელით მოიხსენიებოდა), 1841 წლის 30 მარტს კი დიაკვნად აკურთხა. 1846 წლის 1 ოქტომბერს სამეგრელოს ეპისკოპოსის, ანტონის (დადიანი) ხელდასხმით მღვდლად ეკურთხა. 1850 წლის 14 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1854 წლის 14 მარტს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1854 წლის 1 აგვისტოს დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით. 1857 წლის 7 მარტს ბართლომე ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და არქიმანდრიტის პატივში აიყვანეს. 1863 წლის 1 იანვარს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი), გორის ეპისკოპოს გერონტისა (პაპიტაშვილი) და იმერეთის ეპისკოპოს წმ. გაბრიელის (ქიქოძე) ხელდასხმით ეპისკოპოსად ეკურთხა და სამეგრელოს სავიკარიო ეპარქიის მმართველად დაინიშნა.

1863 წლის 22 იანვარს ბართლომემ პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღასრულა მარტვილის საკათედრო ტაძარში, სადაც მას სამღვდელოების სახელით ეპისკოპოსად ხელდასხმა მიულოცა დეკანოზმა ლუკა გაწერელიამ: „ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! სახარულევანი შემთხვევა, რომელსაცა მოელოდა კათედრა ესე, სრულ იქმნა სანუგეშოდ სამეგრელოს საზოგადოებათა. დაუსაბამომან განგებულებამან ღვთისამან, კეთილმნებებელობითა ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისათა აღმოგირჩიათ თქვენ, სამეგრელოს შვილი, მწყემსმთავრად მისვე მინგრელიის ეპარქიისა. ჩვენ ვსასოებთ, რომელ მმართველობა და მწყსვა თქვენი ამა ეპარქიასა შინა იქმნებიან კეთილნი და ნაყოფიერნი, ვითარცა ძველთა მღვდელმთავართა, ჩვენთა მემამულეთა, რომელნიცა, შეძლებისაებრ მათისა, ფრიად მეცადინეობდნენ განმტკიცებისათვის ყოვლისა ქრისტიანობრივისა წესისა სამეგრელოს შინა“.

ბართლომეს მღვდელმთავრობა ხანმოკლე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა მან, როგორც მღვდელმთავარმა, სამეგრელოს მრევლში დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში.

გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

„საქართველოს სასულიერო მახარებელი“, 1865, №199-200;

სცსა, ფონდი 489, აღწერა 1, საქმე №6138; საქმე №17704.

„საპატრიარქოს უწყებანი“, 2009, №10.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0