
მეუფე ილარიონი (დავით ნოდარის ძე ქიტიაშვილი დ.1957) მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი დაბ. ხაშური ქართლი
დაიბადა: 1957 წლის 22 ნოემბერს, ქ. ხაშურში.
ანგელოზის დღე: 2 დეკმბერი – ღირსი ილარიონ ქართველის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 02. 11. 1988
მღვდლად კურთხევა: 15. 02. 1999
ბერად აღკვეცა: 04. 11. 2000
ეპისკოპოსად კურთხევა: 03. 11. 2002
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 11. 2011
მიტროპოლიტობა ებოძა: 01. 09. 2013

სიაზე იმუშავა ცინდელიანი მარიამი (თამთა ოლეგის ასული) სქემმონაზონი.

აბრამიძე ლაზარე (ლევან) სქემიღუმენი დაიბადა 2023წ. მდგმ. 1985 წლის 1 მარტს დაბა სურამში.მორჩილის კაბით შემოსვა 2012 წლის 17 მარტი, ბერად აღკვეცა 2013 წლოს 9 იქნვარი ეწოდა სახელად ლუკიანე, დიაკვნად ხელდასხმა 2014 წ 9 იანვარი, დიდი სქემა 2014 წლის 15 ივნისი ეწოდა სახელად ლაზარე, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა 2015 წლის 22 ივნისი, მსახურობს სოფელ მულახში წმინდა გიორგის ტაძარში.

ამირანაშვილი ეფრემი(ირაკლი) მღვდელმონაზონი დაიბადა 1993 წლის 14 ივლისს ქ.რუსთავში. მორჩილის კაბით შემოსვა2009 წლის 31 მარტი, ბერად აღკვეცა 2014 წლის 25 მარტი,იეროდიაკვნად ხელდასხმა 2018 წლის 27 სექტემბერი, დიდი სქემა 2019 წლის 16 მარტი ეწოდა ეფრემი ეფრემ ასურელის საპატივსაცემოდ. მღვდელმონაზვნობა 2019 წლის 17 მარტი,მსახურობს სოფელ ნაკრაში, წმ თამარ მეფის სახ. ტაძარში
არღვლიანი ექვთიმე (გია ბიძინას ძე) სქემიღუმენი, დაიბადა 1987 წლის 28 აგვისტოს სოფელ ცხუმარში (მესტია), სქემიღუმენი ექვთიმე ერისკაცობაში გია ბიძინას ძე არღვლიანი დაიბადა 1987 წლის 28 აგვისტოს სოფელ ცხუმარში. 2011 წლის 7 აგვისტო მცირე სქემა იეროდიაკვნად კურთხევა 2011 წ 14 აგვისტო, 2012 წლის 14 იანვარი დიდი სქემა სახელად ეწოდა ექვთიმე, ღირსი ექვთიმე ათონელის საპატივსაცემოდ, 2012 წლის 19 იანვარს მღვდელმონაზვნად კურთხევა. მსახურობს სოფელ იფარში. 2023წ.
გალიმოვა ანა ბაკითბექის ასული, მორჩილი, დაიბადა 1997 წლის 6 აგვისტოს ქ. ასტანაში მესტიის მაცხოვრის აღდგომის საკათედრო ტაძარში არსებული მონასტრის წევრი.
გამდლიშვილი სალომე (ქეთევან ნოდარის ასული) სქემმონაზონი, დაიბადა 1962 წლის 25 იანვარს, მორჩილად შემოსვა 2017 წლის 18 აპრილი, მც. სქემა 2018 წლის 19 იანვარი, დიდი სქემა 2023 წლოს 17 დეკემბერი მესტიის მაცხოვრის აღდგომის საკათედრო ტაძარში არსებული მონასტრის წევრი.
გელაშვილი შიო (გოჩა ავთანდილის ძე) სქემიღუმენი, დაიბადა 1985 წლის 14 დეკემბერს ქ. ხაშურში, მორჩილის კაბით შემოსვა 2010 წ 13 თებერვალი, ბერად აღკვეცა მცირე სქემაში 2010 წ 27 მარტი ეწოდა ლაზარე, იეროდიაკვანი 2010 წ 6 მაისი ამავე წლის 21 ნოემბერს აღკვეცა დიდ სქეემაში და სახელად უწოდა შიო, ღირსი შიო მღვიმელის საპატივსაცემოდ, სქემმღვდელმონაზონის ხარისხი 2010 წ 23 ნოემბერი, 2011 წლიდან მსახურობს სოფელ ბეჩოში. 2023წ.

გიგანი დემეტრე (შალვა) სქემიღუმენი, დაიბადა 1987 წლის12 ოქტომბერს, მორჩილოს კაბით შემოსვა 2012 წლოს 23 თებერვალი, მცირე სქემაში აღკვეცა 2012 წლის 9 აგვისტო ეწოდა დავითი, იეროდიაკვნად კურთხევა 2012 წლის 26 აგვისტო, დიდი სქემა 2013 წლის 25 მარტი ეწოდა სახელი დემეტრე, წმინდა დემეტრე თავდადებულის საპატივსაცემოდ. სქემმღვდელმონაზონი 2013 წლის28 აპრილი. მსახურობს სოფელ ხაიშის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში. 2023წ.
გულედანი მარიამი ლევანის ასული, მორჩილი. დაიბადა 1992 წლის 7 სექტემბერს. ელია თეზბიტელის დედათა მონასტრის წევრი

დადვანი სპირიდონი (ელგუჯას ძე) მღვდელმონაზონი. დაიბადა 1991 წლის 7 ნოემბერს.ბერად აღკვეცა 2016 წელი, ბერ დიაკვნად კურთხევა 2022, მღვდლად ხელდასხმა 2023 წლის 7 აპრილი. მამაო მსახურობს სოფელ წვირმის ივერიის ღმრთისმშობლოს სახელობის ტაძარში.

იკაშვილი იოსები (მანუჩარ ალექსანდრეს ძე) სქემიღუმენი, დაიბადა 1978 წლის 23 თებერვალს ქ.ხაშურში მორჩილის კაბით შემოსვა 2009 წლის 8 აგვისტო, ბერად აღკვეცა 2010 წლის 7 იანვარი მც. სქემა ეწოდა სახელი მარკოზი, იეროდიაკვნად კურთხევა 2011 წ 20 მარტი, დიდ სქემაში აღკვეცა 2011 წ 21 სექტემბერი სახელად იოსები ეწოდა იოსებ ალავერდელის პატივსაცემად 2011 წლიდან მსახურობს სოფელ ეცერში. 2023წ.

კორძაია ნინო, სქემმონაზონი. დაიბადა 1949 წლის 22 აპრილს. 2010 წლის 19 იანვარს აღიკვეცა დიდ სქემაში, დედა ნინო მსახურობს წვირმში, სოფელ ფეხში.

კურტანიძე ეგნატე (გიორგი მიხეილის ძე) სქემარქიმანდრიტი, დაბ. 1978 წლის 8 ნოემბერს დაბა სურამი, ბერად აღკვეცა : 2003 წელს ეწოდა გრიგოლი მც. სქემაში, დიდი სქემა: 2003 წლის 23 ნოემბერი ეწოდა ეგნატე, მღვდელმონაზონი 2003 წ 4 დეკემბერი, იღუმენი 2006 წ 11 თებერვალი, არქიმანდრიტი 2011 წ 5 ოქტომბერი, 2004 წ 18 იანვარიდან სოფ: ლატალი 2023წ.
მაისურაძე ელენე (კონსტატნტინეს ასული), სქემმონაზონი. დაიბადა 1970 წლის 2 თებერვალს. მორჩილად შემოსვა 2015 წლის 19 იანვარი, მც.სქემა 2017 წლის 7 მაისი, დიდი სქემა 2023 წლის 17 დეკემბერი. დედაო არის ელია თეზბიტელის დედათა მონასტრის წევრი
მერლანი სიდონია (ლელა კანდიდის ასული) მონაზონი დაიბადა 1986 წლის 11 დეკემბერს. მორჩილად შემოსვა 2015 წლის 16 აპრილი, მც.სქემა 2018 წლის 14 ოქტომბერი, მესტიის საეპისკოპოსო რეზიდენცია.
ნიგურიანი გიორგი (გოჩა ალექსანდრეს ძე) დეკანოზი დაიბადა 1980 წლის 6 ივლისს მესტიაში. მორჩილოს კაბით შემოსვა 2007 წლის 3 ნოემბერი, დიაკვნად კურთხევა 2007 წლის 18 ნოემბერი, მღვდლად კურთხევა 2008 წლის 13 აპრილი, დეკანოზის ხარისხი 2011 წლის 5 ოქტომბერი, მსახურობს სოფელ ჭუბერში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში.
სამსიანი მანეფა (მაია ნუგზარის ასული)სქემმონაზონი. დაიბადა 1984 წლის 9 ნოემბერს სოფელ იელიში, მორჩილად შემოსვა 2015 წლის 2 მარტი, მც. სქემა 2016 წლის 5 აპრილი, დიდი სქემა 2023 წლის 17 დეკემბერი. დედაო საკათედრო ტაძარში არსებული დედათა მონასტრის წინამძღვარია.
სამსიანი მართა (ქეთევან მიხეილის ასული) სქემმონაზონი, დაიბადა 1989 წლის 5 დეკემბერს, მორჩილად შემოსვა 2015 წლის 14 მარტი, მც.სქემა 2018 წლის 10 ივლისი, დიდი სქემა 2023 წლოს 17 დეკემბერი. მაცხოვრის აღდგომის საკათედრო ტაძარში არსებული მონასტრის წევრი
ურუშაძე პავლე (თემური ჯუმბერის ძე)მღვდელმონაზონი, დაიბადა გურიაში. მორჩილის კაბით შემოსვა 2019 წლის 20 აპრილი, ბერად აღკვეცა 2019 წლის 12 ივნისი ეწოდა თომა, დიაკვნად კურთხევა 2020 წლის 15 ივლისი, დიდ სქემასი ეწოდა პავლე ავლე მოციქულის საპატივსაცემოდ, მღვდელმონაზვნობა 2020 წლის 23 ნოემბერი. მსახურობს მესტიის საკათედრო ტაძარში
ფილფანი ბასილი (ლევან გიორგის ძე) დეკანოზი, დაიბადა 1984 წლის 17 იანვარს სოფელ ლენჯერში. მორჩილის კაბით შემოსვა 2008, წლის 18 იანვარი, დიაკვნად ხელდასხმა 2008 წლის 12 ივლისი, მღვდლად კურთხევა 2008 წლის 23 ნოემბერი, დეკანოზის ხარისხი 2011 წლის 5 ოქტომბერი, მსახურობს სოფელ ლენჯერში.
ფირცხელიანი ბარბარე (თამარი სერგოს ასული) მონაზონი, დაიბადა 1987 წლის 20 ივლისს. მორჩილად შემოსვა 2019 წლის 3 ოქტომბერი მც.სქემა 2023 წლის 17 დეკემბერი ელია თეზბიტელის დედათა მონასტრის წევრი.
ფრიდონიშვილი ელისაბედი (შალვას ასული) იღუმენია. დაიბადა 1948 9 ოქტომბერს. მც.სქემა 2010 წელი, დიდი სქემა 2018 წლის 18 მარტი, იღუმენიას ხარისხი 2018წლის 10 ივლისი.
ფრიდონიშვილი ნონა (ლიანა შალვას ასული) სქემმონაზონი, დაიბადა 1945 წლის 3 ივლისს. მორჩილად შემოსვა 2020 წლოს 11 მაისი მც.სქემა 2020 წლის 11 ოქტომბერი, დიდი სქემა 2023 წლის 17 დეკემბერი, ელია თეზბიტელის დედათა მონასტრის წევრი.
ქარდავა გრიგოლი, მღვდელმონაზონი. დაიბადა 1981 წლის 9 იანვარს. მღვდლად ხელდასხმა 2020 წლის 11 ოქტომბერი.
ქურდაძე პეტრე (მათე) სქემიღუმენი, დაიბადა 1978 წლის 29 აგვისტოს ქ. ხაშურში. მორჩილის კაბით შემოსვა 2011 წლის 19 აგვისტო, მც. სქემაში აღკვეცა 2012 წ 14 ივნისი ეწოდა სახელი ტიმოთე.იეროდიაკვნად კურთხევა 2012 წლის 1 ივლისი, დიდი სქემა 2013 წლის 21 ოქტომბერი, სახელად ეწოდა პეტრე, წმინდა მოციქულ პეტრეს საპატივსაცემოდ, სქემმღვდელმონაზვნად ხელდასხმა 2012 წლის 13 დეკემბერი. მსახურობს მესტიის საკათედრო ტაძარში და საეპისკოპოსო რეზიდენციაში. 2023წ.
შამფრიანი ნიკოლოზი (დავით) ბერი, დაიბადა 1987 წლის 22 მაისს, ბერად აღკვეცა 2013 წლის 19 დეკემბერი.
ჩართოლანი გიორგი (რევაზ) სამსონის ძე სქემარქიმანდრიტი, დაბ. 1 აგვისტო 1960წ. მესტია დიაკვანი აგვისტო 1989წ. დეკანოზი 15 ოქტომბერი 1994წ. გაბრწყინვებული ჯვრის ტარების უფლება 2007. მესტია სეტის წმ. გიორგის ტაძარში(წინამძღვარი) 2023წ.
ციმინტია მარინე (მირანდა მურთაზის ასული) მონაზონი დაიბადა 1980 წლის 29 თებერვალს, მორჩილად შემოსვა 2019 წლის 3 ოქტომბერი მც.სქემა 2023 წლის 17 დეკემბერი, ელია თეზბიტელის დედათა მონასტრის წევრი

ცინდელიანი კვირიკე (სპარტაკ ირაკლის ძე) სქემიღუმენი 1985 წლის 1 თებერვალს სოფელ ნაკრაში, მორჩილის კაბით შემოსვა 2011 წლის 20 სექტემბერი, მც.სქემაში: 2012 წლის 12 აპრილი ეწოდა სახელი ზოსიმე, დიაკვნად კურთხევა : 2012 წლის 17 აპრილი, დიდ სქემაში აღკვეცა : 2012 წლის 24 აგვისტო და სახელად უწოდა კვირიკე, წმინდა მოწამე კვირიკეს საპატივსაცემოდ, სქემმღვდელმონაზვნად ხელდასხმა: 2012 წლის 26 აგვისტო, 2012 წლიდან მსახურობს სოფელ კალაში კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარში. 2023წ.
ცინდელიანი მარიამი (თამთა ოლეგის ასული) სქემმონაზონი. დაიბადა 1992 წლის 5 ივნისს. მორჩილად შემოსვა 2015 წლის 16 მარტი, მც. სქემა 2017 წლის 18 აპრილი, დიდი სქემა 2023 წლის 17 დეკემბერი. დედაო მსახურობს მესტიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში
ჯიშკარიანი გერასიმე (გოჩა) მღვდელმონაზონი, დაიბადა 1967 წლის 21 ივლისს.მცირე სქემა 2017 წლის 28 მაისი, დიდი სქემა, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა 2019 წლის 17 იანვარი. მსახურობს უშგულში ლამარიას მამათა მონასტერში.

მადლობა ელენე ბენიამინის (აბიკო) ასული ცინდელიანს თანამშრომლობისთვის
ფოტოზე მეუღლესთან გიორგი ხაჩიძესთან (ხატმწერი) და შვილებთან, სერაფიმესთან და დიონისესთან ერთად 2023წლის ფოტო
წიგნი ეძღვნება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის შექმნის ათ წლისთავს.
მადლიერებით გამთბარი ამ პატარა წიგნით გვინდა, ქრისტესმიერი სიყვარული გამოვხატოთ მეუფე ილარიონისა და სვანეთში მოღვაწე სასულიერო პირების მიმართ, რომლებმაც სიბნელიდან სინათლისაკენ, სიცრუიდან სიმართლისაკენ, სიკვდილიდან უკვდავებისაკენ მიმავალი გზა გვიჩვენეს. ქედს ვიხრით მათ წინაშე და შენდობას ვითხოვთ, თუკი ვერ შევძელით, დამსახურებისამებრ გადმოგვეცა მათი ლოცვითა და შრომით განვლილი გზა.
გვ3
გვ4
* * *
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი მხარე სვანეთი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. ის ქვეყნიერების შემოქმედს მარადიული თოვლით დაფარული მთების ციხე-სიმაგრეში მოუქცევია და, უმშვენიერეს კუთხესთან ერთად, მსასოებელი ხალხი, ამ მთათა მსგავსად, სიმტკიცითა და გაუტეხლობით დაუჯილდოებია. საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე ოდითგანვე თავისი ქვეყნის უღალატო მეციხოვნედ და ქართული კულტურის სავანედ ითვლებოდა. ათასი კოშკის მხარეში მუდამ ურყევად იდგნენ თავისუფლების სადარაჯოზე. სვანეთი ქრისტიანული, მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოს მყარი ბურჯი იყო ოდითგან. აქ ძნელბედობამ ბევრჯერ მოიმკო „მოსავალი“, მტერთან ერთად მკაცრ ბუნებას და სტიქიასაც ებრძოდა სვანი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საუკუნიდან საუკუნემდე ქმნიდა საქართველოს საამაყო ისტორიის ფურცლებს. საქართველოს ამ ყველაზე მი-
გვ5
უდგომელ კუთხეს არასოდეს უცხოვრია დედა-საქართველ საგან მოწყვეტილს, მამულის მაჯისცემის გარეშე, ამიტომაც ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას. სვანეთში არ არსებობს ალაგი, სადაც არ გრძნობ უფლის მყოფობას. ალბათ, წმინდა მოწამეთა ლოცვითაა გაჟღენთილი ყოველი ქვა, ლოდი, რომლითაც სულის სიმტკიცის მომცემი ულამაზესი ეკლესია-მონასტრები უშენებიათ, ზეცად აზიდულან ლოცვად და ადამიანთა შეწევნას შესთხოვენ უფალს. სვანეთის სულიერების საწყისებს მკვლევარები უძველეს დროს უკავშირებენ გადმოცემით, სვანეთში თვით იესო ქრისტეს მოწაფეებს წმინდა ანდრია პირველწოდებულს, წმინდა სვიმონ კანანელს, წმინდა მატათას უქადაგიათ და პირველი ეკლესიაც დაუარსებიათ. მიუხედავად ბევრი სირთულისა, სვანეთმა შესძლო, დანარჩენ საქართველოსთან ერთად, ეტვირთა, გაეზიარებინა და შეესისხლხორცებინა ქრისტიანობა, რომელიც, საუკუნეთა წიალიდან მომდინარე, დღემდე ქართველთა რწმენისა და ეროვნული ერთიანობის ფუნდამენტური ქვაკუთხედია. სვანეთში ყველა გზა ტაძრიდან ტაძრამდე მიდის... ფრესკებით მოხატული მცირე ზომის ეკლესია-მონასტრები, აქ დაცული ხატ-ჯვრებითა და ხელნაწერებით, ძველ ქართველ ოსტატთა მაღალ სულიერებასა და კულტურაზე მეტყველებენ. ზემო სვანეთი ბარისთვის, ადრიდანვე, საეკლესიო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა. ეს მხარე ცნობილი იყო, აგრეთვე, ხატწერის, ხესა და ლითონზე კვეთის სკოლებით. სვანეთის მხატვრული და სულიერი საგანძური უაღრესად მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია. ამ ძეგლების დიდი ნაწილი დაცულია სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც დაარსდა 1936 წელს. ამ მუზეუმის დაარსებამ უდიდესი როლი იქონია ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმეში. სვან საზოგადო მოღვაწეთა ერთმა ჯგუფმა, ეთნოგრაფ ეგნატე გაბლიანის თაოსნობით, მიიღო გადაწყვეტილება, დაეარსებინათ მუზეუმი და ამით ეხსნათ კულტურული
გვ6
მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებისაგან. 2 სწორედ ამიტომ, სვანეთს განძთსაცავს და ცოცხალ მუზეუმს უწოდებენ.
გვ7
გვ8
არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ სვანეთში დავანებული მართლმადიდებლური კულტურის საუნჯე უტოლდება მსოფლიოში ისეთ აღიარებულ საგანძურს, როგორიც სინასა და ათონის ეკლესია-მონასტრებში არსებული სიწმინდეების საცავებია. ეს კუთხე მეცნიერებისათვის ყოველთვის ითვლებოდა ნაყოფიერ სამუშაო ადგილად. „სვანეთში შემონახული ქრისტიანული აღმოსავლეთიდან, ბიზანტიიდან : და აღორძინების ხანის დასავლეთ ევროპიდან თუ სხვა ადგილებიდან შემოტანილი ნივთები მჭევრმეტყველი მოწმობაა იმისა, რომ ფეოდალურ სვანეთს, ჯერ კიდევ ჰქონია ცხოველი კულტურული ურთიერთობა მახლობელ თუ შორეულ ქვეყნებთან და არა მარტო საქართველოს სხვა კუთხეებთან." (გ. ჩუბინიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ქართული ხელოვნების ძეგლები). წმ. ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი.XII ს. წმ. იონა წინასწარმეტყველის ხატი.
სვანეთი თვით მეფე-დედოფლებისთვის ითვლებოდა საიმედო განძთსაცავად და, ამიტომ, აქაურ ტაძრებსა თუ სვანეთის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მუზეუმში მათ მიერ შემოწირული სიწმინდეები დიდი რუდუნებით ინახება.
სვანი კაცი, თუ საჭირო გახდებოდა, შვილს გასწირავდა და მასზე მიბარებულ საგანძურს ერთგულად დაიცავდა, რაც ჩვენი წინაპრების სულის სიმტკიცესა და პატიოსნებაზე მეტყველებს. თუმცა, სვანეთი მხოლოდ განძის შემნახველი როდი იყო. აქ ადგილზევე იქმნებოდა ხელოვნების შედევრები, რომლებიც დღეს ეროვნული კულტურის საგანძურს წარმოადგენენ.
ყველა ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო ქრისტიანობამ გადაარჩინა და ამ გადარჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სვანეთსაც.
მაგრამ, სადაც დიდია სიწმინდე, იქ ბოროტიც განსაკუთრებით იბრშძვის... ჟამთასვლა თავისას ითხოვდა, დროის ქარტეხილებმა ბევრი უბედურება მოუტანა საქართველოს და, მათ შორის, სვანეთს. თითქოს, ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა...
1811 წელს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ავ-
გვ9
ტოკეფალია გაუქმდა. მოყვრად მოსულმა მტერმა მძიმე კვალი დატოვა ჩვენს ქვეყანაში. მას აწვალებდა საქართველოს მდი- დარი წარსული, ქართული გენი, ქართული სული. აწვალებდა მარადისობასთან შერწყმული საქართველოს ფესვები. იკრძა- ლებოდა მართალი სიტყვა და, მაინც, თუ ვინმე გაბედავდა სიმართლის თქმას, მოწამეობრივი აღსასრულით, დიდების შარავანდედით განათლებული უერთდებოდა ზეციურ საქართველოს.
სწორედ ამ პერიოდმა დაატყო ყველაზე მძიმე კვალი სვანეთს. რუსი ეგზარქოსების ხელყოფით ჩვენი წინაპრების მიერ რუდენებით ნაშენებმა ბევრმა ტაძარმა იცვალა იერსახე. ამ პერიოდიდან არცთუ შორეული წარსულიდან იღებს სათავეს მრავალი წარმართული დღესასწაული სვანეთში. ესეც არ გვაკმარა მტარვალმა...
სისხლისფერმა სამოცდაათწლიანმა ბნელეთმა მოიცვა ჩვენი ქვეყანა. საქართველოში რა ღირებულებებიც გადაურჩათ უცხო დამპყრობლებს, მათი უმეტესი ნაწილი საბჭოთა რეჟიმმა გაასწორა მიწასთან. კომუნისტებმა მოახერხეს არა მარტო ცტაძრების, არამედ ადამიანთა სულიერების დანგრევაც. იდევნებოდნენ სასულიერო პირები, სვანეთში ჩაიკეტა ყველა ეკლესია-მონასტერი, შეწყდა ღვთისმსახურება. რწმენა, ქრისტიანობა ტაბუდადებული აღმოჩნდა. იდუმალებამ მოიცვა წინაპრების ლოცვით გაჯერებული ტაძრები. ხალხი ჩაკეტილი ტაძრის კარებთან ლოცულობდა. მხოლოდ მიუწდომელის კრძალვას იწვევდნენ ჩვენი სალოცავები. ათასწლოვანი ზარები არ ახმიანებდნენ ქრისტეს ხმას, აღარ მოუწოდებდნენ ხალხს ლოცვისკენ, განგაშზე თუ შემოჰკრავდნენ ხოლმე მხოლოდ...
ამ ულღმერთობის პერიოდში, 1989 წელს, ერობაში რეზო ჩართოლანი (ამჟამად დეკანოზი გიორგი) მეუფე კალისტრატეს (მარგალიტაშვილი) ლოცვა-კურთხევით იკურთხა მღვდლად და მშობლიურ კუთხეში – მესტიის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დაიწყო ლვთისმსახურება. მან საოცრად რთული და ეკლიანი გზა გამოიარა, მაგრამ, მიუხედავად სიძნელეე-
გვ10
ბისა, ქრისტეს სიყვარულით განმტკიცებული უძლებდა ყველა წინააღმდეგობას. თავდაპირველად მას მარტოს უწევდა ღვთისმსახურების ჩატარება. ის იყო მღვდელიც, მედავითნეც, მგალობელიც და მრევლიც... მაგრამ, მამა გიორგიმ უდიდესი მოთმინებით მოახერხა და შემოიკრიბა მრევლი.
1994 წელს, მამა გიორგი და მესტიის მკვიდრი ირაკლი ნიგურიანი (ამჟამად დეკანოზი იოსები) პატრიარქთან საქმიან შეხვედრაზე იყვნენ თბილისში. პატრიარქს ჩვეული გულისხმიერებით გამოუკითხავს მამა გიორგისთვის მისი მდგომარეობა და როცა გაუგია, რომ მოძღვარს არც სტიქაროსანი ჰყავდა და არც მგალობელი და მედავითნე, ალბათ, ღვთივგანბრძნობილმა პატრიარქმა განჭვრიტა ირაკლი ნიგურიანის სულიერი დამოკიდებულება ეკლესიისა და საკუთარი კუთხის მიმართ, ორივენი სიონში დაუბარებია საღამოს ლოცვაზე. ლოცვაზე მისულ ირაკლი ნიგურიანისთვის პატრიარქის სტიქაროსნებს ხელი ჩაუკიდიათ და პატრიარქის კურთხევით საკურთხეველში შეუყვანიათ. პატრიარქს მისთვის თავისი ხელით სტიქარი ჩაუცმევია და მამა გიორგისთვის უთქვამს: დღეიდან სტიქაროსანი გეყოლებაო... თუმცა, ირაკლი ნიგურიანისთვის ეს ფაქტი სრულიად მოულოდნელი და ბოლომდე გაუცნობიერებელი იყო. მამა გიორგის სურვილი ყოფილა, თავის სტიქაროსანს სასულიერო აკადემიაში ჩაებარებინა, მაგრამ პატრიარქს უთქვამს: ამისთვის ახლა სვანეთია ყველაზე დიდი აკადემია და იქ გაიაროს ეს სკოლაო. რა თქმა უნდა, პატრიარქის კურთხევისამებრ მოხდა ყველაფერი.
1996 წელს, ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე დიაკვნად და, იმავე წელს, ნიკოლოზობას, მღვდლად აკურთხა ირაკლი ნიგურიანი და იოსები დაარქვა. ოთხი წელი მსახურობდა მამა იოსები თავის მშობლიურ კუთხეში, ბევრი სულიერი შვილი გაზარდა და დააყენა ღვთის გზაზე, მათ შორის მამა გიორგი (ნიგურიანი), რომელიც ამჟამად ჭუბერის ანდრია პირველწოდებულის ტაძრის წინამძ-
გვ11
ღვარია. ის წლების განმავლობაში მამა იოსების სტიქაროსანი და მედავითნე იყო.
2000 წელს, იმჟამად ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოს დავითის (ტიკარაძე) კურთხევით, სასულიერო პირების სიმცირის გამო, მამა იოსები ცაგერში გადაიყვანეს. იმ დროს ცაგერისა და სვანეთის ეპარქიაში მხოლოდ ორი მღვდელი მსახურობდა – მამა გიორგი (ჩართოლანი) და მამა იოსები (ნიგურიანი). მათ, თითქოს, თანაბრად გაიყვეს ტვირთი და ერთი ზემო და მეორე კი ქვემო სვანეთში შეუდგა მძიმე, მაგრამ ტკბილი უღლის ტარებას.
ზემო სვანეთში კვლავ მარტო უწევდა მსახურება მამა გიორგის. იგი წირვა-ლოცვას, ძირითადად, მესტიის წმინდა გიორგის ტაძარში ატარებდა. ამ სულიერ ნუგეშს მოკლებული იყო სვანეთის დანარჩენ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. შეუძლებელი იყო, ერთ სასულიერო პირს, ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც სვანეთია, მოეხერხებინა ყველა სოფელში მსახურების ჩატარება. სოფლებში ტაძრები ისევ ჩაკეტილი და უმოქმედო რჩებოდა. უფლის სიყვარული დიდი იყო, მაგრამ რწმენა, თუმცა ნაწილობრივ, მაინც ჰგავდა მართლმადიდებლობას. წარმართული ელემენტებით შეზავებული ლოცვით გამოიხატებოდა ღვთის სიყვარული. ძირითადად, ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვით სრულდებოდა, თანაც ტაძრის ეზოში, ტაძრის კარებთან. ტაძარი, სალვთო წეს-განგებულებით დადგენილი ლოცვის ნაცვლად, დაფიცებასთან, დაწყევლა-შერისხვასთან ასოცირდებოდა.
ამქვეყნად წირვა-ლოცვაზე დიდი მსახურება არ არსებობს. ეს არის მწვერვალი ღვთის დიდებისა: ლიტურგიისას ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ამის სანაცვლოდ, ჩვენებური წეს-ჩვეულებით აღვლენილი ლოცვა, ხშირად, სამწუხაროდ, მოუნათლავი ადამიანის ხელითაც სრულდებოდა.
დიდია და მწყალობელი უფალი. კაცთმოყვარე ღმერთმა უნუგეშოდ არ დაგვტოვა. სრულიად საქართველოს კათალიკოს-
გვ12
პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2002 წლის 17 ოქტომბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია ცალკე ეპარქიად ჩამოყალიბდა და მის მწყემსმთავრად მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი) დაადგინეს. ვმადლობთ უფალს ამ დღისთვის.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიყვარულით ჩააბარა თავისი სამწყსო მეუფე ილარიონს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, 2002 წლის 3 ნოემბერს და ამ სიტყვებით მიმართა: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსო ილარიონ!
„დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა“.
მართლაც, დიდი, გამოუთქმელი და მიუწდომელია განგება ღვთისა, რომელმაც აგირჩია შენ ეპისკოპოსად ღვთივკურთხეულისა მესტიისა და ზემო სვანეთისა. დღეს განსაკუთრებული დღეა კიდევ იმით, რომ არის ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა ილარიონ დიდისა, ასევე ილარიონ ქართველისა. სულ რამდენიმე დღის წინ კი კანონიზირება მოხდა ილარიონ ახლისა. აი, ეს სამი ღირსი დიდი მამა დღეს აღავლენდა თქვენთვის ლოცვას, რათა უხვად გარდამოსულიყო თქვენზე მადლი სულისა წმიდისა, „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი". ღირსი მამა ილარიონი არის საოცარი მაგალითი დიდი მოღვაწეობისა.
თქვენთვის ცნობილია, რომ IV საუკუნეში მცხოვრები ილარიონ დიდი წავიდა უდაბნოში, ლოცვა-კურთხევა აიღო ღირსისა მამისა ჩვენისა ანტონი დიდისაგან და შეუდგა სულიერ მოღვაწეობას.
დლღეს თქვენ იწყებთ მოღვაწეობას ახალ სულიერ საფეხურზე და ამას ეწოდება მლვდელმთავრის მოღვაწეობა. წმინდა მამები ამბობენ, რომ მღვდელმთავრის ტვირთი მოწამეობრივ-
გვ13
ია, რადგან იგი პასუხს აგებს არა მარტო თავის სულისთვის, არამედ იმ მრევლისა და სამლვდელოებისთვის, რომელიც, უფლის განგებით, მას ჩაბარდა.
მესტია და ზემო სვანეთი არის საოცარი, სასიქადულო და საამაყო კუთხე საქართველოსი. იქ ცხოვრობენ ქართველები, რომელნიც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და იცავენ სიწმინდეს, იცავენ ჩვენს ხატებს, ჩვენს ჯვრებს.
სრულიად საქართველომ სწორედ ამ კუთხეს ანდო თავისი დიდი საუნჯე. შენ მიდიხარ იქ, სადაც ძლიერია ქართული სული, სადაც ძლიერია მართლმადიდებელი სარწმუნოება. მათ მხოლოდ ეკლესიურობა აკლიათ. მხოლოდ ეს უნდა ასწავლო შენ იქ მცხოვრებთ. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო. მიზანს რომ მიაღწიო, საჭიროა დიდი რწმენა, დიდი სიყვარული, დიდი მოთმინება, დიდი თავმდაბლობა და მორჩილება. ეს თვისებანი უნდა აჩვენო იქ მცხოვრებ ხალხს და, მე დარწმუნებული ვარ, ამ კუთხის სასწაულებრივი მოქცევაც მოხდება.
მართლაც, გამოუთქმელი და მიუწდომელია განგება ღვთისა, რომელმაც გამოგატარა შენ ცხოვრების გზა და მოგიყვანა სვეტიცხოველში, რათა უფალს მოეცა დიდი მადლი მღვდელმთავრობისა. ეს არის უდიდესი მადლი, რომელიც ეძლევა ამქვეყნად ადამიანს, სასულიერო პირს. შენ უნდა გაუფრთხილდე ამ მადლს და, არა მარტო გაუფრთხილდე, არამედ განამრავლო და გააძლიერო იგი სულიერი მოღვაწეობით, შენი დიდი რწმენითა და სიყვარულით. უფალი, რომელმაც მოგიწოდა ამისათვის, მოგცემს ძალას, რათა ღირსეულად იტვირთო ის ჯვარი, რომელიც მოგეცა შენ დღეს დიდ სვეტიცხოველში. მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ხელდასხმას ესწრებიან ხელისუფლების წარმომადგენელნი და მორწმუნენი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიიდან, რომელნიც ლოცულობდნენ ჩვენთან ერთად, რათა უხვად გადმოსულიყო შენზე მადლი სულისა წმიდისა. ახლა კი, მიიღე ეს კვერთხი, როგორც სიმბოლო ეპისკოპო-
გვ14
სის ძალაუფლებისა და მადლისა, როგორც სულიერი საყრდენი შენს მსახურებაში და დალოცე მრევლი, ერი და სრულიად საქართველო, რომელიც მოელის შენგან დიდ მოღვაწეობას. ამინ!“
დიდი პასუხისმგებლობით ჩაიბარა მღვდელმთავრის კვერ- თხი უკვე მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა და სულიწმიდის მადლით შემოსილმა მეუფე ილარიონმა შემდეგი სიტყვებით გამოუცხადა ნდობის გამართლება უწმინდესსა და სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრევლს, 2002 წლის 3 ნოემბერს, სვეტიცხოვლის ტაძარში:
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამანო, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულო შვილნო!
ადამიანის გონება ვერ მისწვდება ღვთის განგებასა და საიდუმლოებას, უსაზღვროა წყალობა ღვთისა, რომელმაც, თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, გამომირჩია მე, უღირსი მონა ღვთისა, ეპისკოპოსად მესტიისა და ზემო სვანეთისა.
დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. კარგად ვიცი, რომ ეს პატივი არ არის ჩემი დამსახურება, იგი ლვთისგან ნაბოძებია. ლმერთს ვთხოვ, ამ ძნელ დროს მადლიერების ისეთი გრძნობა მომცეს, რომ სი- ცოცხლის ბოლომდე სიხარულითა და მოწიწებით მამსახუროს მისი სახელის სადიდებლად.
დღეს, როდესაც ჩვენი ეპოქისათვის დამახასიათებელია წინააღმდეგობრივი სული, რომლითაც გაჯერებულია მთელი სამყარო, როცა ასე მძაფრად არის დაპირისპირებული ბოროტი და კეთილი, როცა ცხვრის ქურქში შენიღბულნი ღვარძლს თესავენ ადამიანების გულებში, ჩვენი გადამრჩენელი და ღმერთთან მიმყვანებელი მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვაა. ამ ურთულეს და უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების მოტანა შეუძლია მხოლოდ უფალს, წყაროს ყოველგვარი სიცოცხლისა
გვ15
და გამარჯვებისა. ამ პირობებში განურჩევლად დიდია ეკლესიის მსახურთა როლი, რომელთაც უცვლელად უნდა მიიტანონ ღვთის სიტყვა ადამიანებამდე.
მოძღვარსა და, მით უმეტეს, მღვდელმთავარს განსაკუთრებით უნდა ახასიათებდეს სიწმინდე, თავმდაბლობა და მშვიდობა. ვგრძნობ რა ამ უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენი უწმინდესობისა და ქართველი ერის წინაშე, ვეცდები, ვიყო ერთგული ჩვენი დედაეკლესიისა. ვევედრები ლმერთს, რათა მომანიჭოს განცდა თვისთა ცოდვათა.
კაცი ცოდვებითა და უწესობით კი არ უნდა ამაყობდეს, არამედ ღმერთს უნდა სთხოვდეს განკურნებას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვა მასთან ყოველთა მკურნალი.
ამ უდიდეს მოვალეობას მე ვიტვირთავ თქვენი მამამთავრობისა და წმინდა სინოდის შემწეობის იმედით. მე მჯერა, რომ არ მომაკლებთ თქვენს მზრუნველობას.
განვიცდი დიდ სიხარულს, რომ მსახურება მომიწევს საქართველოს ამ უმშვენიერეს მხარეში, რომელიც გამორჩეულია თავისი სიწმინდეებითა და ტრადიციებით. ამ მხარეს დღესაც ბევრი ტკივილის გადატანა უწევს და ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენს ერსა და ეკლესიას დღეს ბევრი რამ უჭირს, სამაგიეროდ აქვს უმთავრე-სი, ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობა და ძალა ლოცვისა და ეს ლოცვა განსაკუთრებულია მაშინ, რაჟამს თქვენ გვლოცავთ. უმორჩილესად გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და შეევედროთ უფალს, რათა მან შემაძლებინოს ეს უმძიმესი სამსახური ღვთისა და ჩემი მშობელი ხალხის წინაშე.
ბოლოს, მინდა, მადლობა გითხრათ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, აგრეთვე, მეუფე იობს, მეუფე დავითს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძლვით ჩემი სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებაში, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს იმ ნდობისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ჩემდამი. შემაძლებინოს უფალმა, ღვთისგან მონიჭებული მადლით,
გვ16
ერთგულად ვემსახურო მართლმადიდებელ დედაეკლესიას და ქართველ ერს!
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“
სვეტიცხოვლის მაცხოვრის წმინდა კვართი და პატრიარქის ტკბილი ნუგეში უკვალავდა გზას მეუფე ილარიონს სვანეთისაკენ.
ეს დღე უფალს ეკუთვნის მისდამი განუზომელი მადლიერებით, დაუვიწყარია ამ დღის მნიშვნელობა მესტიისა და ზემო სვანეთის ისტორიაში.
ასწლოვანი დუმილის შემდეგ, სვანეთის ყველა ეკლესია- მონასტერში ზარის რეკვა ისმის, დაირღვა უღმერთო სიჩუმე, უფალი უხმობს მრევლს ტაძრებისკენ.
თითქოს, ამ დღეს ელოდნენ შეჭირვების წლებს გამოვლილი ადამიანები, ღრმად მოხუცებულნი, რომლებმაც მოძღვრებს პირველი და უკანასკნელი აღსარება გაანდეს და სული უფალს ჩააბარეს, საუკუნო საგზლად კი წმინდა ზიარება წაიმძღვარეს წინ. ამ დღეს ელოდნენ მოუნათლავები, რომლებიც დღეს ქრისტეს ნათლით არიან შემოსილნი. ელოდნენ წესაუგებელი და პანაშვიდის მაცხოვნებელი მადლის გარეშე დარჩენილი მიცვალებულთა სულები, ელოდნენ ჯვარდაუწერელი ასაკოვანი თუ ახალგაზრდა წყვილები, ელოდნენ რკინის სეიფებში გამოკეტილი სიწმინდეები და ოჯახებში საგულდაგულოდ შენახული წმინდა ხატ-ჯვრები, რომლებიც, ლვთის მადლით, დლღეს ტაძრებს უბრუნდება.
ეპისკოპოსი მოციქულთა საქმის გამგრძელებელია, მათი მემკვიდრეა. მღვდელთმთავარი დღეს თავის სამწყსოში იმავეს აკეთებს, რასაც წმინდა მოციქულნი აღასრულებენ ქვეყნიური მოღვაწეობისას. ღვთაებრივი დადგენილებით, ათი წელია, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის ჯვარს ატარებს მეუფე ილარიონი. ათი წელია, სიმართლითა და ღვთისადმი მოშურნეობით მიუძღვის იგი თავის სამწყსოს ღვთის გზაზე.
გვ17
არ იყო იოლად გასავლელი ეს ათი წელი. იყო ბრძოლა, წინააღმდეგობები.. წლების მანძილზე რელიგიური რწმენის უგულვებელყოფამ ისე შეურია ერთმანეთს მართლმადიდებლური სწავლება და ხალხური ტრადიციები, რომ მორწმუნეთა ნაწილსაც კი უჭირს, ჭეშმარიტი რწმენისაგან განასხვავოს ცრურწმენა ანუ ხალხის მიერ გამოგონილი, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლობასთან. პავლე მოციქული ბრძანებს: „სჯული მაშინ არს კეთილი, უკეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი."
მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე, ხშირად იქმნებოდა დაბრკოლება ხალხის მიერ, მაგრამ სიყვარულით დათესილი კეთილი თესლი მაინც აღმოცენდა – ეპისკოპოსის სახით ხომ ქრისტე მოქმედებს. გამოილო მოთმინებამ და დაუცხრომელმა ლოცვამ ნაყოფი. დღეს ერი და ბერი ერთად აღასრულებს უფლისგან დაკისრებულ მოვალეობებს. მეუფე ილარიონის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცხოვრება ქრისტეს გზისთვის მოწოდებული ბევრი ადამიანისთვის გახდა მაგალითი. მისი ლოცვა-კურთხევით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მომრავლდნენ სასულიერო პირები და დღეს საღმრთო სიყვარულით შეკრული სულიერი ძმობის მადლით ხარობს ღვთის სიტყვას მოწყურებული ხალხი.
მიუხედავად იმისა, რომ უფროსი თაობის ცნობიერებას ატყვია ულმერთობის პერიოდის კვალი, შვილებს მოჰყავთ მშობლები ეკლესიაში, ცდილობენ, მშობლებს ჯვარი დასწერონ, ბებიები და ბაბუები უზიარებელნი არ წავიდნენ ამ ქვეყნიდან. საზოგადოებას, ეკლესიისაგან მრავალწლიანი გაუცხოების შემდეგ, კვლავ უბრუნდება სწორი რწმენა და სიღრმისეულ სულიერ განვითარებაზე ზრუნვა.
სულმა თავისთავად მოითხოვა ღმერთთან სიახლოვე. თანდათან ივსება ერთ დროს გამოცარიელებული და ისევ აღდგენილი ეკლესიები. „არის ჟამი ნგრევისა და არის ჟამი შენებისა.“ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში სულიერი და კულტურული
გვ18
მშენებლობის ხანა დადგა. შენდება ეკლესია-მონასტრები და განახლდა უძველესი ტაძრები, მავანნი და მავანნი ამბობენ, რა საჭიროა ახალი ტაძრების აშენება სვანეთში, უძველესი და უამრავი ტაძრის ფონზეო. ალბათ, მათ გასაგონად აღნიშნავს ერის მამა, წმინდა ილია მართალი: „წარსული მკვიდრი საფუძველია აწმყოსი, როგორც აწმყო მერმისისა.“ წინაპრების საამაყო წარსული ჩვენი ტაძრების ფრესკებში არეკლილა. მათ ჩაგვაბარეს მდიდარი აწმყო, ჩვენ კი მოვალენი ვართ, ჩვენი წინაპრების კვალდაკვალ ვიაროთ და მომავალ თაობას გადავცეთ ჩვენი შრომით და ლოცვით შექმნილი და კვლავ ილია გავიხსენოთ: „შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა.“
გვ19
გვ20
მესტიისა და ჯემო სვანეთის მთავარეპისკოპოსი ილარიონ ქიტიაშვილი (ბიოგრაფია)
ერისკაცობაში დავით ნოდარის ძე ქიტიაშვილი დაიბადა 1957 წლის 22 ნოემბერს, ქ. ხაშურში. 1974 წელს დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N3 საშუალო სკოლა. 1974-76 წლებში მუშაობდა ხაშურის რკინიგზის სავაგონო დეპოში, მუშად. 1976-/78 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური, 1980 წელს კი ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე (ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტი). აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი მან 1985 წელს დაამთავრა. განაწილებით მუშაობა დაიწყო ქ. ქუთაისში, ქარხანა „ავანგარდში“, ინჟინერ-ელექტრიკოსად. 1986-87 წლებში სამსახური გააგრძელა ხაშურის შუშის ქარხანაში, შემადგენელი საამქროს უფროს ზედამხედველად. 1989 წელს დაინიშნა ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკის გამოთვლითი ცენტრის უფროსად. 1989-95 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს გაზიფიკაციის სამინისტროსთან არსებული სასწავლო ცენტრის ფილიალებს ხაშურში, ქარელსა და ბორჯომში.
1997 წლიდან დავითმა აქტიური ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, მონაწილეობდა ეკლესია-მონასტრების აღდგენით სამუშაოებში. ამავე დროს, მან შეისწავლა მედავითნეობა. 1998 წლის 4 ნოემბერს, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა დავითს დიაკვნად დაასხა ხელი. 1999 წლის 15 თებერვალს შედგა მისი მლვდლად კურთხევა. 2000 წლის 4 დეკემბერს აღიკვეცა ბერად, ქოზიფას მამათა მონასტერში. სახელად ეწოდა ილარიონი. 2001 წლის 4 დეკემბერს მღვდელ-მონაზონ ილარიონს იღუმენის ხარისხი მიენიჭა. 2002 წლამდე მსახურობდა სოფელ წრომში, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, აგრეთვე, სოფელ ხცისში, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლის გ შობის სახელობის მამათა მონასტრის და სოფელ ახალსოფელ-
გვ21
ში, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად. 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდმა იგი მესტიისა და ზემო სვანეთის ახლადშექმნილი ეპარქიის ეპისკოპოსად გამოირჩია. 2002 წლის 3 ნოემბერს, სვეტიცხოვლის დიდ დტაძარში, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ილარიონს ეპისკოპოსად დაასხა ხელი, ხოლო 2011 წლის 14 ოქტომბერს მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიენიჭა.
გვ22
დეკანოზი გიორგი ჩართოლანი (ბიოგრაფია)

ერისკაცობაში რევაზ სამსონის ძე ჩართოლანი დაიბადა 1960 წლის 1 აგვისტოს, დაბა მესტიაში. 1977 წელს დაამთავრა მესტიის N1 საშუალო სკოლა. 1979-81 წლებში იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ჩააბარა თბილისის საესტრადო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელში. აქტიურად იყო ჩართული 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში. მუშაობდა მესტიის კულტურის სახლის დირექტორის თანამდებობაზე. 1989 წლის აგვისტოს თვეში მეუფე კალისტრატეს მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. ხოლო 1989 წლის 15 ოქტომბერს მოწამეთობას მეუფე კალისტრატეს მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1994 წელს დაჯილდოებულ იქნა დეკანოზის ხარისხით და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 2007 წელს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის ილარიონის მიერ დაჯილდოებულ იქნა გაბრწყინებული ჯვრის ტარების უფლებით. მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოებულ იქნა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ. დეკანოზი გიორგი ჩართოლანი არის მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი. იგი არის მესტიის ქრისტიანული და კულტსაგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გვ23
დაბა მესტია
მესტიის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი დაბის ცენტრში, სეტში მდებარეობს. ტაძარი, წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას ტაძართან ერთად, ზემო სვანეთის საერთო სალოცავს წარმოადგენდა. ამ ტაძარს განეკუთვნებოდა მნიშვნელოვანი ხატ-ჯვრები, რომლებიც ადგილობრივ სახელოსნოებში იყო შესრულებული. ამ ტაძარში ინახებოდა ,,ბედნიერი სვანეთის ერთობლივი ხევის დროშა''- ,,ლემი'', ძალაუფლების ნიშანი და ლაშქრის მთლიანობის სიმბოლო. XIII საუკუნის ვერცხლის მოჭედილი დროშის შუბის პირი წარმოადგენს სეტის წმ. გიორგის, ლატალის წმ. იონას და უღვირის მთავარანგელოზს.
წმინდა გიორგის ძველი, ორსართულიანი ტაძარი გამორჩეული ყოფილა სიდიდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ის მიწისძ-
გვ24
ვრას შეუწირავს.
XVII საუკუნის ბოლოს, ამავე ადგილას ახალი ერთსართულიანი ეკლესია აუშენებიათ. 1910 წელს, ექვთიმე თაყაიშვილმა ახალაშენებული ეკლესია მოინახულა, სადაც უკვე განძეულობა ინახებოდა
რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, სეტის წმ. გიორგის ეკლესია მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზს წარმოადგენდა.
ამჟამად, სეტის წმინდა გიორგის ტაძარი მოქმედია და მისი. წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ჩართოლანია ამ ტაძარში წარადგინა მეუფე ილარიონი მისმა მოძღვარმა, რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, 2002 წლის 7 ნოემბერს. წმინდა
გიორგის ეკლესიაში, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი და მესტიისა და ზემო სვანეთის მრევლი პირველად შეხვდა ერთმანეთს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 10 ნოემბერს ურბნელმა მიტროპოლიტმა „ურბნისობა" მესტიის წმინდა გიორგის.
საკათედრო ტაძარში აღნიშნა და წირვა აღავლინა. ეს არის ნათელი მაგალითი ურთიერთის ტვირთის ზიდვისა და სიყვარულის გაზიარებისა.
ბევრ სიძნელესთან იყო დაკავშირებული ახლადშექმნილი ეპარქიის ჩამოყალიბება, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც, მეუფე ილარიონის ჩამოსვლის დღიდან, გვერდში დგომითა და ერთგულებით გაიღეს სულიერი თუ მატერიალ-
ური შესაწირი ღვთის წინაშე. იმჟამად აქტიური მრევლისა და შემდგომში მესტიის რაიონის გამგებლის, ქალბატონ ნინო ჯაფარიძის მიერ ეკლესიისთვის გაწეული სამსახური ბევრისთვის გახდა მაგალითი.
2007 წელს, მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, მონდომებითა და დეკანოზ გიორგის (ჩართოლანი) ხელმძღვანელობით, განახლდა წმინდა გიორგის ტაძარი. შეიცვალა ქვის კანკელი, განახლდა ტრაპეზი, ჯიმშერ გუჯეჯიანის მიერ მოიხ-
ატა წმინდა გიორგის ტაძრის საკურთხეველი. მოხატულობის ხარჯების შემოწირვას ხელმძღვანელობდა თეზო ჯაფარიძე.
გვ25
სეტის წმიდა გიორგის ტაძრის საკურთხევლის მხატვრობა
2007 წლის 23 ნოემბერს იკურთხა განახლებული ტრაპეზი 2003 წლის 3 ნოემბერს, მეუფე ილარიონმა აკურთხა მესტიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, ტაძრის ქტიტორები არიან ვიქტორ ჯაფარიძე, ემზარ ჯაფარიძე და ოთარ ჩართოლანი
ტაძარი მოიხატა მერაბ ჩაკვეტაძის მიერ 2007 წლის აპრილიდან, მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსის ლოცვა კურთხევით, გამოდის ეპარქიის გაზეთი „უძლეველი მხედარი", რომელსაც სქიმარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) ხელმძღვანელობს.
2007 წლის 10 ნოემბერს, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა ილარიონმა აკურთხა მესტიაში ლეხთაგის ღვთისმშობლის
სეტის წმიდა გიორგის ტაძრის კანკელი
გვ26
მესტიის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
გვ27
მესტიის წმიდა ილარიონ ქართველის ტაძღის საკურთხევლის მხატვრობა
მესტია წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძღის საკურთხეველი მხატვრობა
გვ28
მესტია ილარიონ ქართველის ტაძარი
გვ29
გვ30
მესტია წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი
გვ31
მიძინების სახელობის ტაძრის განახლებული ტრაპეზი.
2008 წლის 5 მაისს, საეპისკოპოსო რეზიდენციის ეზოში იკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკველი. ტაძრის ქტიტორი ემზარ ჯაფარიძეა. ტაძრის მშენებლებმა, განსაკუთრებული მონდომებითა და ძალისხმევით, უმოკლეს დროში დაასრულეს ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. 2009 წლის 30 აგვისტოს, ტაძარი მიტროპოლიტ იობის, ეპისკოპოს ილარიონისა და ეპისკოპოს ეფრემის მიერ იკურთხა. აგრეთვე, მესტიის საეპისკოპოსო რეზიდენციის ეზოში აშენდა ილარიონ ქართველის სახელობის ტაძარი, რომელიც მეუფე ილარიონმა 2010 წლის 9 სექტემბერს აკურთხა. ტაძრის ქტიტორები არიან მთავარეპისკოპოსი ილარიონი და მამუკა უჯერაშვილი. მეუფემ ტაძრის გახსნაზე ქადაგების დროს აღნიშნა, რომ ეს პირველი ტაძარია სვანეთში, რომელიც ქართველი წმინდანის სახელზე არის აშენებული. შემთხვევით არაფერი ხდება. ანგელოზებრ მმარხველი და დაუცხრომლად მლოცველი საკვირველმოქმედი მამის, ღირსი ილარიონ ქართველის სახელით გამოარჩია უფალმა მეუფე ილარიონი – სულის ამამაღლებელ ცხოვრების გზაზე შემდგარ მთავარეპისკოპოს ილარიონს წმინდა ილარიონ ქართველი მფარველობს.
„მარხვითა და მღვიძარებითა ჰასაკსა დააჭნობდა, ლოცვითა და მარადის ლმრთისა ხედვითა უხორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრელა წარემატებოდა მოღვაწეობითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილსათა უდაბნოსა მას შინა, რამეთუ ყოველთავე უკვირდა ეგეოდენი შრომა მისი და მოთმინება.“
მფარველი ანგელოზის სახელზე, ლვთის სადიდებლად და ერის სასარგებლოდ, ააშენა წმინდა ტაძარი მეუფე ილარიონმა. 2011 წლის 2 აგვისტოს, მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსმა ილარიონმა მესტიაში, ლანჩვალში, აკურთხა წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია შემოწირა ეთერ ნიგურიანის ოჯახმა. ტაძრის მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამირან შელიამ. ასევე მონაწილეობა მიიღეს მარინა კახიანმა
გვ32
და დავით ჯაფარიძემ. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, ამ ტაძართან მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ბასილი (ფილფანი)·
გვ33