კალანდარიშვილი ილარიონ 1900-იანი წლები მღვდელი სოფ. მაკნავეთი, ოზურგეთი შემდგომ განმოსილია
ოჯახთან ერთად 1890 წელი
შვილი დიმიტრი ილარიონის ძე კალანდარიშვილი 1884-1946წწ
დიმიტრი კალანდარიშვილი დაიბადა 1884 წელს ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში სასულიერო პირის ოჯახში.
უმაღლესი განათლება სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1911-1918 წლებში დიმიტრი კალანდარიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.
1917-1919 წლებში იგი გახლდათ ქალაქ ქუთაისის მოურავი, ხოლო 1919 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ დიმიტრი კალანდარიშვილი სენატის წევრად აირჩია და მოღვაწეობდა სენატის სამოქალაქო-საკასაციო დეპარტამენტში.
1930-იან წლებში დიმიტრი კალანდარიშვილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კურორტების სამმართველოს იურისკონსულის მოვალეობას ასრულებდა. ცხოვრობდა თბილისში ძმები ზუბალაშვილების ქუჩის (ყოფილი „სასამართლოს“ და ყოფილი „ძველი არსენალის“) N45-ში. ჰყავდა მეუღლე ელენე ლეიკფელდ-კალანდარიშვილი, რომელიც გახლდათ პეტერბურგის ქალთა უმაღლესი პოლიტექნიკური კურსების მსმენელი და რომელსაც დამთავრებული ჰქონდა თბილისის ინდუსტრიალური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით. დიმიტრის და ელენეს ჰყავდათ ორი ვაჟი: ვადიმე და ოთარ (ტონი) კალანდარიშვილები. ვადიმე გახლდათ ცნობილი სამთო ინჟინერი და ტყვარჩელის მაღაროების მთავარი მარკშეიდერი, ხოლო უმცროსი ძმა ოთარი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი და არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი.
დიმიტრი კალანდარიშვილი გარდაიცვალა 1946 წელს თბილისში და დაკრძალულია კუკიის ძველ სასაფლაოზე.
MEMBER OF ORGANIZATIONS
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-1918)
CONTACTS INFORMATION
Address: ძმები ზუბალაშვილების N45 (ყოფილი "სასამართლოს", ყოფილი "ძველი არსენალის" ქუჩა)
ინფორმაცია მოგვაწოდა ვასილ მიქაძემ (ოთარის (ტონი) შვილიშვილი, დედა ნანა კალანდარიშვილი)