სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12189

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სენაკელი კალანდარიშვილი ნიკოლოზი, არისტარქო. სასულიერო ოჯახი სენაკელი კალანდარიშვილი ნიკოლოზი, არისტარქო. სასულიერო ოჯახი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი კალანდარიშვილი სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

82       ბეჭდვა

სენაკელი კალანდარიშვილი ნიკოლოზი, არისტარქო. სასულიერო ოჯახი

საპატრიარქოს უწყებანი N10 20-26მარტი 2008წ გვ.18


ლეგენდად  ქცეული სახეები

ნეტა თუ უძლებს რაიმე დროს? ძველ ფოტოებს, გაყვითლებულ ფურცლებს რომ უყურებ, გარკვეული სიხარული გეუფლება, წარსულს უკავშირდები, თითქოს სიკვდილი აღარ არსებობს. ცოცხლდებიან გარდასული სახეები და თავიანთი ცხოვრებით ისევ გვახსენებენ მაღალ იდეალებს, ზნეობრივ პრინციპებს, თავგანწირვას. ჩვენს წინ ასეთი პიროვნებების ფოტოებია, საუკუნის წინანდელი: ბაბუა — ნიკოლოზ კალანდარიშვილი, შვილი — არისტარქო კალანდარიშვილი, შვილიშვილი – ნიკოლოზ არისტარქოს ძე კალანდარიშვილი. სენაკში, ერთ-ერთ უბანში, კალანდარიშვილები კომპაქტურად სახლობენ. იქვე ახლოს, გორაკზე მათი საგვარეულო ეკლესიაც დგას წმინდა გიორგის სახელობისა. ამ ეკლესიიდან ორასიოდე მეტრში, საკალანდარიშვილოს უბანში იდგა ნიკო კალანდარიშვილის სახლი. იგი ქვითა და აგურით ნაგები ორსართულიანი უზარმაზარი შენობა იყო. მას გარს ერტყმოდა 8500-მდე კვადრატული მეტრი უმშვენიერესი ეზო, სადაც მწვანე მოლი ბიბინებდა, ხარობდა ხეხილი, ყვავილნარი თავისი დამატყვევებელი სილამაზითა და სურნელებით. სენაკის მაზრაში ასეთი კარ-მიდამო ბევრ ცნობილ თავად-აზნაურსა და წარჩინებულს არ ჰქონდა. სახლში ხშირი იყო სტუმრიანობა, მუდამ ტრიალებდნენ მსახურები, მოახლეები. ნიკოლოზ კალანდარიშვილი გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპარქიებში ცნობილი და გავლენიანი სასულიერო მოღვაწე იყო. ის მარტვილის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სამეგრელოს საეპარქიო კანცელარიაში მწერლად. მსახურობდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიაკვნად, მღვდლად. იყო თეკლათის დედათა მონასტრის მღვდელი, დეკანოზი, მთავარხუცესი. ის წლების მანძილზე გახლდათ ახალ სენაკის ორკლასიანი სკოლის, სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი და ამ უკანსასკნელი სასწავლებლის გამგეობის სრულუფლებიანი წევრი ეპარქიის სამღვდელოებისაგან. სენაკის სასულიერო სასწავლებლის გამგებლობაში სრულუფლებიანი ხმით შედიოდა ერთი წარმომადგენელი სამღვდელოებისა. ის ესწრებოდა გამოცდებს, უფლება ჰქონდა დასწრებოდა მასწავლებლების გაკვეთილებს, თვალყური ედევნებინა აღზრდის საქმისათვის. ჩვეულებრივ, სამღვდელოება თავის წარმომადგენლად სასწავლებელში ირჩევდა ცნობილ და ავტორიტეტულ სასულიერო პირს. უმთავრესად დამსახურებულ დეკანოზს. მე მახსოვს სამი ასეთი წარმომადგენელი სამღვდელოებისა: ნიკოლოზ კალანდარიშვილი, გიორგი ბერიძე და ანტონ კეკელია – იგონებდა შემდეგში ამ სასწავლებლის ყოფილი მოსწავლე, ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იპოლიტე ვართაგავა და იქვე იხსენებდა: ნიკო კალანდარიშვილი თვითონ სენაკელი იყო, დამსახურებული და დიდად ავტორიტეტიანი დეკანოზი. ის ძველი „კურსოვნიკი“ იყო, ანუ სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული. სასულიერო სასწავლებლის ყველა საგანი კარგად იცოდა. გამოცდებს ხშირად ესწრებოდა, მაგრამ მისი დასწრება გამოცდებზე მოწაფეებს ძლიერ ეჯავრებოდათ. ის იყო არაჩვეულებრივად ძუნწი ნიშნების დასმაში. არავის არ ახსოვდა, რომ ნიკოს გამოცდებზე რომელიმე მოწაფისათვის „ხუთი“ დაეწერა. მისი ჩვეულებრივი და უცვლელი ნიშანი იყო „სამი“.აი, სწორედ ამისათვის მთელ მოწაფეობას ეჯავრებოდა. ნიკოს უცვლელი „სამი“ აბათილებდა მასწავლებლისა და ასისტენტის კარგ ნიშნებს. მოწაფეები პირდაპირ დღესასწაულობდნენ, როდესაც ნიკო რაიმე მიზეზის გამო გამოცდას არ ესწრებოდა. ნიკოს, რასაკვირველია, ეს სიბოროტით როდი მოსდიოდა. ის გულწრფელად დარწმუნებული იყო, რომ მოწაფე მეტის ღირსი არ იყო. ჩვენს დროშიო – ამბობდა ნიკო — „უფრო მტკიცედ ვსწავლობდითო“. უნდა ითქვას, რომ მისი ამ თვისებების – უმაგალითო შრომისმოყვარეობის, თავისი მოვალეობისა და მოწოდების შეგნების, ყოველი საგნის არსში ღრმად და საფუძვლიანად წვდომისა და ეროვნული სულისკვეთების მათდამი გადაცემის გამო, შემდეგში ცხოვრების ვრცელ ასპარეზზე გამოსული მისი ყოფილი მოსწავლეები ნიკოს დიდად ემადლიერებოდნენ ხოლმე.  ნიკოლოზ კალანდარიშვილს სოფელ ნატოჩაოში სამრევლო სკოლა ჰქონდა გახსნილი. ის იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასულიერო წარმომადგენლობათა ყრილობის დეპუტატი სამაზრო ხელისუფლებაში. ეპარქიაში სხვადასხვა კომისიების წევრი თუ ხელმძღვანელი. ეკლესია-მონასტრების განახლებისა და გაძ-ლიერებისათვის დაუცხრომელი მზრუნველი. ის წლების განმავლობაში იყო სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ამგები საინიციატივო კომიტეტის წევრი. მას თავის მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ

10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 20-26მარტი 2008წ გვ.19

ლეგენდად  ქცეული სახეები( გაგრძელება)

 

გამოეცხადა მადლობა სასულიერო ხელისუფალთაგან. მათ შორის იყო იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელიც, რომელიც ხშირად სტუმრობდა მის ოჯახს. იგი დააჯილდოვეს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით, სამკერდე ოქროს ჯვრით, 1890 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1892 წლის 13 ნოემბერს გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა: „ამას წინად ჩვენს დაბაში გარდაიცვალა ბლაღოჩინი დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი. განსვენებული ფრიად წარჩინებული, სასარგებლო და გავლენიანი კაცი იყო მთელს სამეგრელოში. უიმისოდ თითქმის არავითარი საზოგადო საქმე არ გაკეთდებოდა არა თუ სამღვდელოებაში, არამედ მოქალაქეთა შორისაც. იმისი უდროოდ სიკვდილი დიდად სამწუხაროდ შეექმნა მთელს სენაკის მაზრას და განსაკუთრებით იმის საბლაღოჩინო მრევლსა და ახალ სენაკსაც. სხვათა შორის, მისის მოთავეობით დაწყებულ ეკლესიას წარსულ თვის უკანასკნელ რიცხვებში ბალავარი (საძირკველი) უკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ გრძნობით აღსავსე სიტყვა წარმოსთქვა იმის შესახებ, თუ რაოდენი შრომა მიუძღოდა განსვენებულს ეკლესიის აშენებისათვის. აგრეთვე მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მოქალაქეებს დაავალა ყველაფერი ეღონათ და უკან არ დაეწიათ ეკლესიის ასაშენებელი ხარჯის წინაშე. ეკლესია კარგი გეგმითაა დაწყებული“. ნიკოლოზ კალანდარიშვილის საქმეები მისმა შვილმა – არისტარქომ გააგრძელა. ნიკოსა და მის მეუღლეს ევდუქსია დიმიტრის ასულს სამი შვილი ჰყავდათ: არისტარქო, ეპისტიმა და ვიქტორი. მათ შორის უფროსი არისტარქო იყო.


არისტარქო ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილი

იგი 1869 წელს დაიბადა სენაკში, 1890 წლის 4 ივლისს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ამავე წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დაამტკიცა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1891 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) პარალელურად დანიშნა ამავე ასწავლებლის მოსამზადებელი კლასის მესამე განყოფილების მასწავლებლად. არისტარქომ თავის მოვალეობებს თავი ჩინებულად გაართვა. ის სასწავლებელში მოწაფეთა დისციპლინას თვალყურს ადევნებდა, აღმზრდელობითსა და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. მისი ორგანიზატორული ნიჭისა და გულისხმიერების გამო მეუფე გრიგოლმა გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასულიერო სასწავლებლის სასწავლო საბჭოს თავჯდომარედ დანიშნა. ამ საბჭოს გადაწყვეტილებით 1892 წლიდან 1900 წლამდე თითქმის ყოველ წელს მოწმდებოდა ზუგდიდისა და სენაკის მაზრების სკოლები, მათი სასწავლო და საფინანსო საქმიანობა. 1892 წლის 6 დეკემბერს დაიწყო არიტარქო კალანდარიშვილის სასულიერო მოღვაწეობა. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა ის ახალ სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 11 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი. 1894 წლის მაისში სენაკისა და ხობის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. არისტარქო მუდამ საეკლესიო ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა. ის არაერთხელ აირჩიეს სასულიერო ოლქის ყრილობის დეპუტატად, ამ ყრილობის თავჯდომარედ, სხვადასხვა კომისიების თავჯდომარედ, ხაზინადრად. იგი იყო საეპარქიო ქარხნის ახალსენაკის საწყობის გამგე. სანთლის წარმოებისა და მისი აღრიცხვის საოლქო კომისიის წევრი. 1895 წელს სამეგრელოს მოსახლეობა ღვარცოფებისა და ზვავებისაგან საგრძნობლად დაზარალდა. ქუ- თაისის სამხედრო გუბერნატორის განკარგულებით არისტარქო სენაკის სამაზრო კომიტეტის წევრად დაინიშნა. ამ კომიტეტს დავალებული ჰქონდა ცენტრალური მთავრობის სუბსიდიებისა და ნებაყოფლობითი შეწირულობების საჭიროებისამებრ განაწილებისადმი კონტროლი, მეთვალყურეობა, რომლებიც მოსახლეობისადმი დახმარებას ითვალისწინებდა. ამ კომისიაში კეთილსინდისიერი მუშაობისათვის საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) იგი 1896წლის 14 მაისს სკუფიით დააჯილდოვა. 1897 წელს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა არისტარქო სენაკის მაზრის სანიტარული აღმასრულებელი კომიტეტის წევრად დანიშნა, ხოლო ეპისკოპოსმა გრიგოლმა – გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო-სამონასტრო ხაზინის 1896 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის შემმოწმებელი საოლქო კომისიის თავჯდომარედ. 1897 წელს სამეგრელოს სასულიერო მოღვაწეთა 33-ე საოლქო ყრილობამ არისტარქო აირჩია სრულ უფლებამოსილ პირად ეზრუნა მარტვილიდან 12 წლის წინ

10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 20-26მარტი 2008წ გვ.20


დეკანოზი არისტარქო კალანდარიშვილი და გურია სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპიიძე

ლეგენდად  ქცეული სახეები( გაგრძელება)

სენაკში დაქირავებულ შენობაში გადმოტანილი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის შესაბამისი შენობის შესასყიდად, ხოლო მის პარალელურად ახალსენაკის ახალი ტაძრის სამშენებლო კომიტეტის წევრად, ხაზინადრად და საქმის მწარმოებლად დაინიშნა. არისტარქო კალანდარიშვილის მოღვაწეობა ძირითადად სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას უკავშირდება. ეს ეკლესია ქალაქის ბაღში ვეება ცაცხვებითა და ჭადრებით, კვიპაროსებითა და მაგნოლიებით დაჩრდილულ ადგილას იდგა. პირველი ძველი ეკლესია აქ 1873 წელს აუგიათ, ხოლო 1882 წელს გაფართოების მიზნით მისთვის ხის ბრაბელებიც მიუშენებიათ. არისტარქომ, ახალი ტაძრის მშენებლობის კომისიამ დიდი ორგანიზატორული მუშაობა გააჩაღეს მშენებლობისათვის საჭირო თანხების მოსაძიებლად. სენაკელებმა შემოწირულობები უხვად გაიღეს. 1905 წელს აქ საზეიმოდ აკურთხეს თეთრი კირქვით ნაგები უზარმაზარი ეკლესია, რო- მელსაც აქაურები „სობოროსაც“ უწოდებდნენ. აქ ძველი ეკლესიის ეზოში სამხედრო პატივით იყვნენ დაკრძალულნი 1877-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული სენაკელი მეომრები, მათ შორის თურქეთთან ბრძოლაში დაღუპული ოფიცერი, აკაკი წერეთლის სიძე ― თავადი ალექსანდრე დადიანი. ეს ადგილი სენაკელთა უმთავრესი უმთავრესი თავშეყრის ადგილი იყო. ბაღში ყვაოდა მშვენიერი ყვავილნარი, დეკორატიული მცენარეები. მისი ბილიკები და ეკლესიამდე მისასვლელი გზა წითელი აგურით იყო მოკირწყლული. აქ იმართებოდა სახალხო სეირნობები. აქაურობა გახლდათ ახალსენაკის „გულის ფეთქვის აჩქარებული თუ შენელებული მაჯის მაჩვენებელი“. ამ ეკლესიასთან არსებობდა ქალთა და ჭაბუკთა ორკლასიანი სასწავლებლები. მათ დაემატა არისტარქოს დიდი გარჯითა და პირადი სახსრებით გახსნილი ქალთა ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლაც. იგი მთელ სამეგრე-ლოში ერთ-ერთი „საქალებო სკოლა“ იყო, სადაც ჯეროვანი ყურადღება ექცეოდა ქართული ენის სწავლებას. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობის პერიოდში სრულიად გამოვლინდა არისტარქოს პიროვნული თვისებები: ორგანიზატორული ნიჭი, ღვთით მომადლებული ქადაგების არაჩვეულებრივი ძალა. ის სამწყსოზე დაუღალავად ზრუნავდა, ქვრივობლებს ეხმარებოდა, რამაც მას უდიდესი ავტორიტეტი და გავლენა მოუპოვა. ამიტომაც წერდა ეპისკოპოსი გრიგოლი: „არისტარქო, ძალზე კარგად ასრულებს თავის სამწყსოებრივ მოვალეობებს. ძალიან კარგად წარმოსთქვა მიმდინარე წელს (იგულისხმება 1896 წელი) რვა თავისი შესანიშნავი ქადაგება“. იგი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის 1906 წელს წმინდა ანას III, ხოლო 1914 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. (გაგრძელება შემდეგ ნომერში)

11 საპატრიარქოს უწყებანი N11 27მარტი-2აპრილი 2008წ გვ.18


მამა არისტაქო სენაკის ქალთა სასწავლებლის პედაგოგებთან და აღსაზრდელებთან

ლეგენდად  ქცეული სახეები( გაგრძელება)

(გაგრძელება) დასაწყისი №10-ში

არისტარქო კალანდარიშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაშიც. ის იპოლიტე ვართაგავას რეკომენდაციით საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო გამგეობის სხდომაზე ამავე საზოგადოების წევრად აირჩიეს. იგი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, სენაკის განყოფილების მიერ სენაკში გახსნილი პირველი „სამეგრელოს საჯარო წიგნსაცავი ბიბლიოთეკის“ გამგეობის წევრიც. არისტარქოს უამრავი საქმე ჰქონდა, მაგრამ ის უაღრესად სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. მის ოჯახში თავს იყრიდნენ მაშინდელი არისტოკრატიისა და სენაკში სტუმრად ჩამოსული ინტელიგენციის

11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 27მარტი-2აპრილი 2008წ გვ.19

ლეგენდად  ქცეული სახეები( გაგრძელება)

 

1917 წლის საეკლესიო კრება, კირიონი ანტონ გიორგაძე, არისტახო კალანდარიშვილი

წარმომადგენლები. მასთან სტუმრობდა რუსეთის სინოდის მრისხანე ობერ-პროკურორი კონსტანტინე პობედონოსცევი. იგი არისტარქოს ზედამხედველობის ყოფნის პერიოდში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში პედაგოგ თუთბერიძის ლათინური ენის გაკვეთილს დაესწრო, გაეცნო მასწავლებლებს, სასწავლო პროცესს და მეტად კმაყოფილმა მადლობა გამოუცხადა მის კოლექტივს. ახალარისტარქოსა და მის მეუღლეს, ნატალიას (ის ზუგდიდის მაზრის უფროსის მოადგილის ქალიშვილი იყო) ოთხი შვილი ჰყავდათ: მარიამი (გარდაიცვალა ჩვილობის ასაკში), ნიკოლოზი, ირაკლი და ზოია. ნიკოლოზი და ირაკლი ფოთის გიმნაზიის მოწაფეები იყვნენ, ზოია სენაკის სამრევლო სკოლის მოწაფე არისტარქო ზრდიდა თავის ძმასაც ვიქტორს, რომელიც 17 წლით მასზე უმცროსი იყო. ვიქტორი ძმის ხარჯით სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. ამ სასწავლებლის ამთავრების შემდეგ ის თბილისში, პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. არისტარქო და ნატალია ზრდიდნენ ობოლ პელაგიასაც, რომელსაც საკუთარი ოჯახის წევრად თვილდნენ. ასე გრძელდებოდა არისტარქო კალანდარიშვილის ოჯახის ბედნიერი ცხოვრება საქართველოს გასაბჭოებამდე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სენაკში მთლიანად შეიცვალა ცხოვრება. არისტარქოს ოჯახს მრავალი უბედურება დაატყდა თავს. მისი უფროსი ვაჟი ნიკოლოზი, სამხედრო სასწავლებლის იუნკერი, 1921 წელს კოჯრის მისადგომებთან წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი თბილისის ცენტრში, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში კაკრძალეს სხვა იუნკერებთან ერთად. საქართველოში ანტირელიგიური კამპანია დაიწყო. 1922 წელს ჩეკისტებმა არისტარქო სხვა სასულიერო პირებთან ერთად მოსახლეობაში საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპა- განდისათვის დააპატიმრეს, თუმცა ბრალდებები ვერ დაუმტკიცეს და მალევე გაათავისუფლეს. მომდევნო წელს სენაკში კონფერენცია ჩატარდა. მას ოთხასამდე მღვდელმსახური ესწრებოდა. სამღვდელოების უმრავლესობა ხელისუფლების დიქტატს   დაემორჩილა და მისთვის სასურველი რეზოლუცია მიიღო. არისტარქო კალანდარიშვილი კი ამ კონფერენციას არ დასწრებია. მან საკუთარ პრინციპებს არ უღალატა. თავისი მრწამსის ერთგული დარჩა. 1923 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს სენაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მის ადგილზე კომკავშირელთა საზაფხულო სცენა მოაწყვეს. ეკლესიებს მასუირად ანგრევდნენ, დახურეს სასულიერო სასწავლებლები, სასულიერო პირებს კაბის გახდას აიძულებდნენ... დადგა 1924 წელი. აჯანყებულმა მოსახლეობამ ახალსენაკი აიღო. ხალხი წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე შეიკრიბა. არისტარქომ და ვაჭარმა შურღაიამ ჭაობიდან, ეკალ-ბარდებიდან რის ვაივაგლახით ამოიტანეს წმინდა გიორგის ეკლესიის გადაგდებული ზარი, რომელიც ჭადრის ტოტზე ჩამოკიდეს. საზეიმო პარაკლისი არისტარქომ გადაიხადა. მან ხალხს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ სიხარული ხანმოკლე გამოდგა. ბოლშევიკებმა აჯანყება სისხლში ჩაახშეს. 500-მდე სენაკელი შეეწირა საგანგებო „ტროიკების“ მიერ უწიგნური და გაუმართავი ხელით დაწერილი განაჩენების სისრულეში მოყვანას. დახვრიტეს არისტარქო კალანდარიშვილიც. დახვრეტის წინ თურმე ითხოვდა: „მე მომკალით, ხალხს ნუ დასჯითო...“ მის ოჯახს მთელი ქო-ნება, მამული, სახლ-კარი ჩამოართვეს. მის სახლში 70 წლის მანძილზე მანქანა-ტრაქტორთა (მ.ტ.ს.) იყო. სადგური ეს სახლი დღესაც დგას, დაცალიერებული, დაძველებული, ეზოში ახლაც ხარობს ბებერი ხეები, რომლებიც საქართველოს ისტორიის უმძიმესი დღეების მომსწრეა. შემოგვრჩა ძველი ალბომი სათაყვანებელი ადამიანების სურათებით. არისტარქო კალანდარიშვილის ხელნაწერი. მისი ულამაზესი ხელმოწერა, პატარა სასანთლე, რამდენიმე ხატი, არისტარქოს შვილის ნიკოლოზის ვიოლინო, მისი სიმწიფის ატესტატი, რომელიც ფო-თის გიმნაზიის დამთავრებისას გადაეცა. ეს ჩვენთვის სანუკვარი ნივთებია, რადგან ღირსეულ წინაპრებს გვაგონებს, გარდასული ჟამის სურნელებას ინახავს. დრომ ვერ დაამარცხა ეს ადამიანები. პირიქით, დიდების შარავანდედით შემოსა. დღეს კი არისტარქო კალანდარიშვილის შვილიშვილი, ქალბატონი ზოია იგონებს: ჩემს ბავშობაში მახსოვს, ჩვენს სახლში კედელზე ეკიდა ახალგაზრდა კაცის გადიდებული სურათი. მე არ ვიცოდი, ვინ იყო და მამას ვკითხე: ეს კაცი ვინ არის, მეთქი.


ეს ჩემი ძმა, კოლია (ნიკოლოზი) კალანდარიშვილია

მერე სად არის ახლა?

ახლა მკვდარიაო, – მიპასუხა მამამ.

აბა, სასაფლაოზე წამიყვანე, საფლავი მიჩვენესად გვაქვს საფლავი, ვინ მოგვცა?!

 ის იუნკერი იყო, 24 წლის, უცოლშვილო. კოჯრის მისადგომებთან, წითელი არმიასთან ბრძოლაში სხვა მებრძოლებთან ერთად დაიღუპა. ისინი საქართველოს და მოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. ცხედრები არავის მისცეს. მთავრობის სახლის ადგილას სობორო (ტაძარი) იყო და მის გალავანთან ყველა ერთად ჩამარხესო.

11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 27მარტი-2აპრილი 2008წ გვ.20

ლეგენდად  ქცეული სახეები(დასასრული)

 

იუნკერი ნიკოლოზ კალანდარიშვილი

1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, განაგრძობს ქალბატონი ზოია,  მემორიალზე 1921 წელს სა-ქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა სიაში ბიძაჩემის სახელი და გვარი ამოვი-კითხე. მე იმ წუთას სევდიანი და ამავე დროს ამაყი ვიყავი, რადგანაც მისი გმირული სულისკვე-თება არ დაკარგულა. ის გაიხსენეს, მისი სახელი ისტორიაში დარჩა. თან მახლდა ჩემი შვი-ლისშვილი ნინო შენგელია, რომელმაც მემორიალი ყვავილებით შეამკო. სანთლებიც დავან-თეთ, როგორც 9 აპრილს, ასევე 1921 წელს დაღუპულებთან. ამბობენ, მადლი არ იკარგებაო. ზოია კალანდარიშვილის ვაჟმა, ზაზა შენგელიამ, რომელსაც წლების მანძილზე მაღალი თანამდებობები ეკავა, თბილისის მერიის დახმარებით, წმინდა მეფის მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობის ტაძარი აღადგინა. არისტარქოს ძმის, ვიქტორის შვილი გივი კალანდარიშვილი თბილისში ცნობილი კარდიოლოგი იყო და მრავალ ადამიანს სრულიად უანგაროდ მკურნალობდა. მასზე ამბობდნენ, მთელი ქალაქის პულსი ხელში უჭირავსო. არისტარქოს შვილიშვილი იყო ნიკოლოზ (არგო) ჯაფარიძეც, ცნობილი პედიატრი. ის ბებიას-თან, არისტარქოს მეუღლესთან იზრდებოდა. იგი გულმართალი არისტოკრატი კაცი იყო, ჩინებული ექიმი. მისმა ვაჟმა, ირაკლი ჯაფარიძემ, რომელიც დღეს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო არტისტია, მუსიკის შესწავლა ნიკოლოზ კალანდარიშვილის (იუნკერის) ვიოლინოთი დაიწყო. ეს ვიოლინო არ დადუმებულა.

მოამზადეს თამარ კიკნაველიძემ და რევაზ გრიგოლავამ. 



დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი 1838-1892

დეკანოზი ნიკოლოზ მარკოზის ძე კალანდარიშვილი 1838 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. თეკლათში მღვდლის ოჯახში დაიბადა. სენაკში, ერთ-ერთ უბანში, კალანდარიშვილები კომპაქტურად სახლობენ. იქვე ახლოს, გორაზე მათი საგვარეულო წმ. გიორგის ტაძარიც დგას. ამ ეკლესიიდან ორასიოდე მეტრში, საკალანდარიშვილოს უბანში იდგა დეკანოზ ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახლი. იგი ქვითა და აგურით ნაგები ორსართულიანი უზარმაზარი შენობა იყო. მას გარს ერტყმოდა 8500-მდე კვადრატული მეტრი უმშვენიერესი ეზო, სადაც მწვანე მოლი ბიბინებდა, ხარობდა ხეხილი, ყვავილნარი თავისი დამატყვევებელი სილამაზითა და სურნელებით. სენაკის მაზრაში ასეთი კარ-მიდამო ბევრ ცნობილ თავად-აზნაურსა და წარჩინებულს არ ჰქონდა. ნამსახურებათა სიაში დეკანოზ ნიკოლოზს უწერია, რომ ჰქონდა უძრავი ქონება სახლ-კარი სოფ. თეკლათსა და დაბა ახალ სენაკში, მიწა სრულად 18 ქცევა. სასულიერო პირი გახლდათ მამამისი, მღვდელი მარკოზ კალანდარიშვილი. იგი 1793 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. საეკლესიო წიგნი და წერა სუჯუნის წმ. გიორგის სახ. საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1815 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და ხორგის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. მამის არჩეული გზა გააგრძელა მისმა ვაჟმა –– ნიკოლოზმა, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1857 წლის 12 ნოემბრიდან 1866 წლის 7 ოქტომბრამდე სამეგრელოს საეპარქიო კანცელარიაში მწერლად მუშაობდა. 1865 წლის 1 ნოემბერს ერთგული და სასარგებლო სამსახურისთვის საეპარქიო მმართველობამ 40 მანეთით დაასაჩუქრა. 1866 წლის 8 ოქტომბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ნატოჩაოს წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. 1866 წლის 7 დეკემბრიდან 1873 წლის 30 სექტემბრამდე იყო დეპუტატი სასულიერო მთავრობიდან საეკლესიო საქმეებზე სენაკის სამაზრო განყოფილების საბჭოში. 1866 წლის 12 დეკემბრიდან 1873 წლის 1 იანვრამდე თავისი სოფ. ნატოჩაოში საკუთარ სახლში სამრევლო–საეკლესიო სკოლას ამუშავებდა. 1867 წლის 7 ივნისს სენაკის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

29-1  საპატრიარქოს უწყებანი N29 18-24 ოქტომბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი 1838-1892 (გაგრძელება)

1867 წელს მისი მეცადინეობით ახლიდან გადაიხურა ნატოჩაოს ტაძარი.


1868 წლის 2 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. დეკანოზი ნიკოლოზი ეპარქიაში ცნობილი და გავლენიანი სასულიერო გურია-სამეგრელოს მოღვაწე იყო. იმ პერიოდში სამეგრელოში არ ყოფილა წამოწყებულა რაიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომ მას მონაწილეობა არ ჰქონოდა მიღებული. 1868 წლის 7 სექტემბრიდან 1872 წლის 23 იანვრამდე იყო არჩეული წევრი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოში. 1872 წლის 10 თებერვალს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მმართველი საბჭოსაგან სიგელით დაჯილდოვდა. 1870 წელს თავისი ხარჯებით ნატოჩაოს ეკლესიაში ახალი კანკელი გამართა. 1873 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1874 წელს საეპარქიო მმართველობამ იმ კომისიის წევრად აირჩია, რომელსაც დაევალა სენაკის, ზუგდიდის და ლეჩხუმის მაზრებში ახალი სამთავარხუცესო ოლქების ჩამოყალიბება. 1878 წლის 15 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1880 წლის 3 თებერვალს მთავარხუცესის თანამდებობაზე 12-წლიანი უმწიკვლო და დამსახურებული მოღვაწეობისთვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1880 წლის 26 ივნისს ისევ აირჩიეს სასულიერო სასწავლებლის გამგეობის სრულუფლებიან წევრად. მამა ნიკოლოზი აქტიურად ესწრებოდა გამოცდებს, გაკვეთილებს, თვალყურს ადევნებდა აღზრდის საქმეს. ჩვეულებრივ, სამღვდელოება თავის წარმომადგენლად სასწავლებელში ირჩევდა ცნობილ და ავტორიტეტულ სასულიერო პირს. უმთავრესად დამსახურებულ პირებს: „მე მახსოვს სამი ასეთი წარმომადგენელი სამღვდელოებისა: ნიკოლოზ კალანდარიშვილი, გიორგი ბერიძე და ანტონ კეკელია“ – იგონებდა შემდეგში ამ სასწავლებლის ყოფილი მოსწავლე, ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იპოლიტე ვართაგავა და იქვე იხსენებდა: „ნიკო კალანდარიშვილი თვითონ სენაკელი იყო, დამსახურებული და დიდად ავტორიტეტიანი დეკანოზი. ის ძველი „კურსოვნიკი“ იყო, ანუ სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული. სასულიერო სასწავლებლის ყველა საგანი კარგად იცოდა. გამოცდებს ხშირად ესწრებოდა, მაგრამ მისი დასწრება გამოცდებზე მოწაფეებს ძლიერ ეჯავრებოდათ. ის იყო არაჩვეულებრივად ძუნწი ნიშნების დასმაში. არავის არ ახსოვდა, რომ ნიკოს გამოცდებზე რომელიმე მოწაფისათვის „ხუთი“ დაეწერა. მისი ჩვეულებრივი და უცვლელი ნიშანი იყო „სამი“. აი, სწორედ ამისათვის მთელ მოწაფეობას ეჯავრებოდა. ნიკოს უცვლელი „სამი“ აბათილებდა მასწავლებლისა და ასისტენტის კარგ ნიშნებს. მოწაფეები პირდაპირ დღესასწაულობდნენ, როდესაც ნიკო რაიმე მიზეზის გამო გამოცდას არ ესწრებოდა. ნიკოს, რასაკვირველია, ეს სიბოროტით როდი მოსდიოდა. ის გულწრფელად დარწმუნებული იყო, რომ მოწაფე მეტის ღირსი არ იყო. ჩვენს დროშიო – ამბობდა ნიკო -– „უფრო მტკიცედ ვსწავლობდითო“. უნდა ითქვას, რომ მისი ამ თვისებების – უმაგალითო შრომისმოყვარეობის, თავისი მოვალეობისა და მოწოდების შეგნების, ყოველი საგნის არსში ღრმად და საფუძვლიანად წვდომისა და ეროვნული სულისკვეთების მათდამი გადაცემის გამო, შემდეგში ცხოვრების ვრცელ ასპარეზზე გამოსული მისი ყოფილი მოსწავლეები ნიკოს დიდად ემადლიერებოდნენ ხოლმე". 1880 წლის 8 აგვისტოს სენაკის წმ გიორგის ეკლესიის გადიდებისა და ახლიდან გადახურვისათვის საეპარქიო მმართველობამ მადლობა გამოუცხადა. 1880 წლის 10 სექტემბერს ახალი სენაკის ორკლასიანი ნორმალური სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1887 წლის 10 დეკემბრამდე იმუშავა. 1881 წელს იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასულიერო ყრილოა) ბის დეპუტატი სამაზრო ხელისუფლებაში. 1882 წლის 27 ოქტომბერს ახალი სენაკის წმ. გიორგის

29-2  საპატრიარქოს უწყებანი N29 18-24 ოქტომბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი 1838-1892 (გაგრძელება)

ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1879 წლის 13 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1883 წლის 31 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი სამახსოვრო ჯვარი გადასცა. იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) მიერ 1883 წელს დამტკიცებულ სასწავლებელთა ოლეის სამღვდელოების ჟურნალის მიხედვით, სამეგყრილობის რელოს სასულიერო სასწავლებელში წევრის თანამდებობაზე ერთგული სამღვდელოების ყრილობის მმართველობის მოღვაწეობისთვის მადლობა გამოეცხადა. 1884 წელს ამავე სასწავლებლის სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1885-1886 წლებში საეპარქიო ხელმძღვანელთა დავალებით იყო სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის 1873-1880 წლების ეკონომიკური ანგარიშების რევიზიის კომიტეტის თავმჯდომარე. 1886 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დანიშნა ეპარქიის საეკლესიო ხაზინის შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშთა შემამოწმებელი სარევიზიო კომიტეტის წევრად, ხოლო 1887 წლის 2 დეკემბერს 3405 ბრძანებით -- ამ კომიტეტის თავმჯდომარედ გადაიყვანა. 1888 წლის 24 აპრილს და 1889 წლის 9 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1890 წლის 5 მაისს კი დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ნიკოლოზი 1892 წლის სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ნატოჩაოს წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაკრძალეს. მისი დაკრძალვა სახალხო გლოვად იქცა. დასაფლავებისთვის საგანგებო კომიტეტი არჩეული, რომელმაც, სხვა საჭირო ღონისძიებებთან ერთად ცერემონიალის გეგმაც შეიმუშავა. საინტერესოა, რომ ამ გეგმაში აღნიშნული იყო: დაკრძალვის დღეს დილის 7 საათზე სენაკისა და რედუტ-კალეს ყველა ეკლესიაში დაიწყება ზარების სამგლოვიარო რეკვა, ხოლო 8 საათზე იქნება გამოსვენება ცხედრისა, სენაკის წმ. გიორგის სახ. ეკლესიიდან; 2) წინ წავა ფარნები, სანთლები, კუბოს თავი, დრომები და დიდი ჯვარი; ვს შემდეგ დეპუტაციები ქუთაისის გუბერნიიტ დეპუტაციები ქალაქებისა და მაზრებისა; 5 მგალობელთა გუნდნი: ახალსენაკის სასულიერო სასწავლებლისა, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლისა, სენაკის სამოქალაქო სასწავლებლისა; 6) სხვა ქრისტიანეთა სასულიერო წოდება; 7 მართლმადიდებელი სარწმუნოების სამღვდელოება; 8) ცხედარი. ჯვარის სანთლები; 9) მიცვალებულის ახლობლები და ნათესავები; 10) უმალლესი წოდება, ინტელიგენცია, თავადაზნაურთა წინამძღოლები, ქალაქის თავები, კერძო დაწესებულებათა მფლობელები და მანდილოსნები; 11) სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის, სამურზაყანოსა და იმერეთის თავადაზნაურობა; I2) ახალსენაკის თავადაზნაურობა, აქაურ საერო დაწესებულებათა წარმომადგენელნი და მოხელენი; 13) სოფლების წარმომადგენლები; 14) დანარჩენი საზოგადოება; 15) მოსწავლენი: ოზურგეთისა და ახალსენაკის სასულიერო სასწავლებლებისა, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლისა, ახალსენაკის საქალაქო ნორმალური სასწავლებლისა, საეკლესიო-სამრევლო სკოლებისა; 16) ახალსენაკის სამხედრო გარნიზონი ორ რიგად; 17) სენაკიდან ნატოჩაოს ეკლესიამდე ცხედარი ხელით; გარდაცვლილის სახლის ეზოში მცირე პანაშვიდი; 18) ნატოჩაოს წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში წირვა და წესის აგება. დაკრძალვის დღეს სენაკის ქუჩები ხალხით იყო გაჭედილი. დილის 7 საათზე ახალსენაკის, თეკლა-


29-3  საპატრიარქოს უწყებანი N29 18-24 ოქტომბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი 1838-1892 (დასასრული)

თის, ზუგდიდის მაზრის, რედუტ-კალის, სხვა სასულიერო ოლქებისა და ფოთისა და მარტვილის საკათედრო ტაძრებმა და ეკლესიებმა ზარების რეკვა ატეხეს. დეკანოზ ნიკოლოზის ცხედარი სენაკის ეკლესიიდან გამოასვენეს. პროცესიას მოჰყვებოდა 250-მდე მლვდელი და ბერმონაზონი. ცხედარს წინ მიუძღოდნენ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) და ოლქის მთავარახუცესები, დეკანოზები და მონასტრის წინამძღვრები. კუბოს მიჰყვებოდნენ ახლობლები და ნათესავები, სენაკის მაზრის უფროსი და თავადაზნაურობის მარშალი. მრავალი გამოსათხოვარი სიტყვა წარმოითქვა იმ დღეს. მათ შორის აღსანიშნავი იყო ეპისკოპოს გრიგოლის სიტყვა, რომელმაც სათანადო პატივი მიაგო დეკანოზ ნიკოლოზის დიდ ღვაწლს დედაეკლესიაში სამსახურისათვის. იმავე წლის 13 ნოემბერს გაზ. „ივერია“ იუწყებოდა: „ამას წინად ჩვენს დაბაში გარდაიცვალა ბლაღოჩინი დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი. განსვენებული ფრიად წარჩინებული, სასარგებლო და გავლენიანი კაცი იყო მთელს სამეგრელოში. უიმისოდ თითქმის არავითარი საზოგადო საქმე არ გაკეთდებოდა არა თუ სამღვდელოებაში, არამედ მოქალაქეთა შორისაც. იმისი უდროოდ სიკვდილი დიდად სამწუხაროდ შეექმნა მთელს სენაკის მაზრას და განსაკუთრებით იმის საბლაღოჩინო მრევლსა და ახალ სენაკსაც. სხვათა შორის, მისის მოთავეობით დაწყებულ ეკლესიას წარსულ თვის უკანასკნელ რიცხვებში ბალავარი (საძირკველი) უკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ გრძნობით აღსავსე სიტყვა წარმოსთქვა იმის შესახებ, თუ რაოდენი შრომა მიუძღოდა განსვენებულს ეკლესიის აშენებისათვის. აგრეთვე მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მოქალაქეებს დაავალა ყველაფერი ეღონათ და უკან არ დაეწიათ ეკლესიის ასაშენებელი ხარჯის წინაშე. ეკლესია კარგი გეგმითაა დაწყებული“. დეკანოზ ნიკოლოზს ჰყავდა მეუღლე ევდუქსია დიმიტრის ასული (დაბ. 1841წ.) და შვილები: დეკანოზი არისტარქო (1868-1924წწ.) ასევე ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს), ეპისტიმია (დაბ. 1869/1872წ.), ვიქტორი (დაბ. 1886წ.).



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.09.2025
ბოლო რედაქტირება 22.01.2026
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0