სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10700

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
შიშნიაშვილი  გიორგი იოსების ძე, 1869-1946წწ. წინამძღვარი მღვდელი მოღვ. სოფ. ქედის წმ. გიორგის  ეკლესია შიშნიაშვილი  გიორგი იოსების ძე, 1869-1946წწ. წინამძღვარი მღვდელი მოღვ. სოფ. ქედის წმ. გიორგის  ეკლესია
ბმულის კოპირება



გვარი შიშნიაშვილი სია

დედოფლისწყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

34       ბეჭდვა

შიშნიაშვილი გიორგი იოსების ძე, 1869-1946წწ. წინამძღვარი მღვდელი მოღვ. სოფ. ქედის წმ. გიორგის ეკლესია



1869 წელს სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა.

1887-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1894 წლის 10 ოქტომბერს ნინოწმინდის სამრევლო სკოლის მასწავლებლად განამწესეს.

1896 წლის 10 თებერვალს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წლის 1 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1901 წლის იანვარში ამავე სოფლის საკვირაო და ქალთა სკოლების გამგედ დაინიშნა.

1901 წლის 6 მაისს საგვერდულით დაჯილდოედა.




1902 წლის 22 იანვარს ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

1903 წლის 17 აპრილს ჯიმითის სამრევლოს სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1905 წლის 5 თებერვალს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. ამავე წლის 22 მაისს სიღნაღის განყოფილების საქართველოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტში აირჩიეს.

1903 წლის 17 აპრილს სკუფიით დაჯილდოედა.

1907 წლის 25 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და ბოდბის ორკლასიან სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1908 წლის 6 თებერვალს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა და ამავე წლის 24 თებერვალს ეგზარქოსს ნიკონისაგან მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1909 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1911 წლის 11 ოქტომბერს ბოდბის ობრაზცოვის ორკლასიან სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს.

1912 წლის 20 სექტემბერს სიღნაღის განყოფილების საქართველოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე.

1923-24 წლებში ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. მღვდელი გიორგი 1946 წლის 5 მაისს გარდაიცვალა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2024
ბოლო რედაქტირება 29.01.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0