მღვდელსქემმონაზონი სიმონი (ერისკაცობაში სოლომონი) დაიბადა 1857 წელს, სოფელ ჭყვიშში (ამჟამინდელი ვანის რაიონი), ივანე ბაღდავაძის ოჯახში. რამდენიმე წლის შემდგომ ადიდებულმა რიონმა საშინლად წალეკა სოფელი ჭყვიში. დაზარალებული ოჯახები გადმოსახლდნენ სამტრედიის მახლობლად. ახლად დასახლებულ ადგილს ქოსნათი (ამჟამინდელი ახალსოფელი) ეწოდა. ყმაწვილი სოლომონი ყურადღებას იჩენდა ღვთისმსახურებისადმი, ხშირად სტუმრობდა გელათისა და მოწამეთას მონასტრებს. თანატოლებისაგან გამოირჩეოდა ნიჭითა და სწავლის სურვილით.
მოწიფულ ასაკში იგი დაოჯახდა, მაგრამ მალევე ეწვია დიდი განსაცდელი - მისი მეუღლე მშობიარობისას გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც. დაქვრივებული სოლომონი რწმენით შეხვდა მწუხარებას და ბერად შედგომა გადაწყვიტა. მისი გადაწყვეტილება ერთმა გარემოებამ შეაფერხა, უეცრად გარდაეცვალა ერთადერთი ძმა, რომელსაც დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი - ივანე. ობოლი ძმისშვილის აღზრდა სოლომონმა იტვირთა. წლების მანძილზე ზრუნავდა იგი ყმაწვილის კეთილდღეობაზე. სოლომონმა მახლობელი სოფლებიდან შემოკრიბა სწავლას მოწყურებული პატარები და დააარსა საშინაო სკოლა, სადაც თავად ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას, ისტორიას, არითმეტიკას, გეოგრაფიასა და სხვა საგნებს. ამასთანავე, დიდ ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ აღზრდას, ზრდილობას, უფროსისადმი პატივისცემასა და ქართული სუფრისა და მოლხენის სათანადო წესრიგს. ის პატარები, რომლებიც შორეული სოფლებიდან იყვნენ, ხშირად სოლომონის სახლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდებოდნენ მშობლებთან. გონების გაწვრთნასთან ერთად, სოლომონი ბავშვებს შრომისადმი სიყვარულს უნერგავდა. მეცადინეობის შემდგომ ყველა შრომობდა, ზოგი შეშას ჭრიდა, ზოგს წყალი მოჰქონდა, საქონელს უვლიდა, მიწას ამუშავებდა. სოლომონი დიდი სიყვარულითა და ზომიერი სიმკაცრით გამოირჩეოდა, არ უყვარდა უშნო ცელქობა და ღლაბუცი. ყოველდღიურ საზრუნავში გადიოდა დრო, ყმაწვილები გაიზარდნენ. ბევრმა მათგანმა ზედმიწევნით იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, „თამარიანი“. ბიჭებმა დაასრულეს სწავლა და ოჯახებს მოეკიდნენ.
სასულიერო ცხოვრების დასაწყისი
მას შემდეგ, რაც სოლომონმა პირნათლად აღასრულა ვალი ოჯახის წინაშე, გელათის მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად. ახლადდაქორწინებულ ძმისშვილს გადაუფორმა თავისი კუთვნილი მიწები, სახლი და ქონება. 1890-იანი წლების ბოლოს იგი ბერად აღიკვეცა და სახელად სიმონი ეწოდა. მცირე ხანში აკურთხეს მღვდელმონაზვნად. 1901 წელს მამა სიმონმა გადაწყვიტა იერუსალიმში წმინდა ადგილების მოლოცვა და შემდგომ ათონის წმინდა მთის ქართველთა სავანეში დამკვიდრება. წასვლის წინ მოინახულა თავისი გაზრდილი ივანე, რომელსაც უკვე ორი თვის გოგონა ჰყავდა.
ათონის მთაზე სამოღვაწეოდ მიმავალი ქართველები უპირველესად იერუსალიმს მოილოცავდნენ. მამა სიმონმა აისრულა სანუკვარი ოცნება და მოინახულა პალესტინის უწმიდესი ადგილები. შემდეგ გემით გაემგზავრა ქალკედონის ნახევარკუნძულისაკენ. რამდენიმე დღეში გემმა ათონის მთას მიაღწია. მამა სიმონმა კითხვა-კითხვით მიაგნო წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეს, რომელიც ივერთა მონასტრის შორი-ახლოს მდებარეობდა. ქართველთა სავანეში ნებისმიერი თანამემამულის ხილვა დიდ სიხარულს იწვევდა, მაგრამ საძმო განსაკუთრებით გაახარა მღვდელმონაზვნის შემომატებამ. ათონზე იმ დროისთვის ქართველ ძმათა რიცხვი 50-ს აღწევდა. ივერთა მონასტრის ბერძენი არქიმანდრიტების მხრიდან შევიწროების მიუხედავად, ქართველთა სავანეში სანიმუშო წესრიგი სუფევდა. ყოველდღე აღესრულებოდა ლიტურგია, ღამისთევის მსახურება ძველი ქართული რვა ხმათა გალობით სრულდებოდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის გამგებელი მღვდელსქემმონაზონი იონა (ხოშტარია) თითქმის ყოველდღე იყო მწირველი. საძმოს სულიერ მოძღვრობას უწევდა იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი მამა, მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი - ღირსი მამის ალექსი შუშანიას სულიერი მოძღვარი) - აღზრდილი და განსწავლული გელათის მონასტერში.
მღვდელსექმმონაზონი ათანასეს (ალექსი ბაქრაძე) დიდი ღვაწლით მონასტერში აღორძინდა მწიგნობრობა, კალიგრაფია. ათეულობით დამზადდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული უძველეს ხელნაწერთა ასლები. მამა სიმონს ძირითად მორჩილებად მზარეულობა განუწესეს. პერიოდულად იგი იყო მწირველი სავანის ეკლესიაში.
ქართული და ბერძნული მხარის დაპირისპირება
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის არსებობა ივერთა მონასტრის ბერძენ ბერებს ძლიერ აშფოთებდათ. ერთი მხრივ, სინდისი ამხილებდათ, როდესაც ქართველებს ქართულ მონასტერში არ უშვებდნენ, მეორე მხრივ, მონასტრის მმართველობისა და მისი უზარმაზარი შემოწირულობების დაკარგვის შიში ჰქონდათ. ყოველივე ამას ხელს უწყობდა თავად მონასტრის გადაგვარებული შინაგანაწესი. ივერთა მონასტრის დამაარსებელ წმინდა მამათა მიერ განწესებული ტიპიკონი უკანონოდ იყო შეცვლილი ახალი განაწესით ე.წ. იდიორითმით. მონასტერს აღარ ჰყავდა წინამძღვარი, მის ნაცვლად რამდენიმე არქიმანდრიტი-„ეპიტროპოსი“ რიგრიგობით განაგებდნენ მონასტრის საქმეებს. ასევე ერთმანეთში ინაწილებდნენ მდიდარ შემოსავალს. იმ დროისათვის მონასტრის საძმო 150 კაცს ითვლიდა, რომელთა უმეტესობა თავისი სურვილისამებრ ცხოვრობდა. იმის გამო, რომ აღარ იმართებოდა საზოგადო ტრაპეზი, ყველა თავის სენაკში იმზადებდა საჭმელს. არსებობდა უკიდურესად უპოვარიც და ასევე ფუფუნებაში მცხოვრები ბერები. ზოგიერთ არქიმანდრიტს მოსამსახურეებიც კი ჰყავდა. ხშირი იყო უთანხმოებანი დაპირისპირებული ბერების ჯგუფებს შორის. ერთსულოვანნი მხოლოდ ქართველთა წინააღმდეგ იყვნენ. ბერძნებთან მორიგებას აფერხებდა ქართველი ბერების მოთხოვნა: აღმდგარიყო ივერთა მონასტრის დამაარსებელი წმინდა მამების წესი. რადგან ქართველ მამებს აშინებდათ წმინდა მამათა შეჩვენება მათი განწესებულის დამრღვევისადმი. ეს მოთხოვნა ბერძენი არქიმანდრიტებისათვის წარმოსადგენადაც ძნელი იყო. რომ არა რუსეთის იმპერიის შიში, რომლის მოქალაქეებადაც ითვლებოდნენ ქართველი ბერები, დაუყოვნებლივ მოიშორებდნენ აბეზარ ქართველებს. მანამდე კი შესაფერის ვითარებას ელოდნენ. მათ განრისხებას ზრდიდა ის ფაქტიც, რომ რუსეთის მთავრობამ საქმის მოგვარებამდე, მცირე ნაწილი რუსეთიდან შემავალი შემოსავლისა ქართველთა სავანეს მიაკუთვნა.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის სამართლებრივი სტატუსი ფრიად არამყარი იყო. სავანე ოფიციალურად ირიცხებოდა, როგორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი. ქართველთა სავანის წინამძღვარმა, იღუმენმა ბენედიქტე ბარკალაიამ ეს სენაკი 1860-იან წლებში დროებით თავშესაფრად შეიძინა. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ქართველებს, ნამდვილ ივერიელებს, ივერთა მონასტერში არ შეუშვებდნენ და ეს სამარცხვინო დავა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ათონის მთაზე მოქმედი კანონით კი სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღუდული იყო, დედა მონასტრის ნებართვის გარეშე ძმათა რიცხვის გაზრდა, ან, თუნდაც, რაიმე შენობის აგება მკაცრად ეკრძალებოდათ. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ. ქართველთა ეკლესიას მოანგრიე გუმბათი, არ აძლევდნენ ზარის დარეკვის ნებას. სასმელი წყლის მილებით გაყვანას და შეშით სარგებლობას უკრძალავდნენ. თავს იმით იმართლებდნენ, რომ იცავდნენ ათონის მთის განაწესს, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი მოვალეობა კი სრულად ავიწყდებოდათ. ქართველ ბერებს აკვირვებდათ ამგვარი სისასტიკე, მაგრამ ითმენდნენ უკეთესი მომავლის იმედით.
გადიოდა წლები. მამა სიმონი ყოველდღიური მსახურებით იყო დაკავებული. პერიოდულად ლოცვა-კურთხევით აღსავსე წერილებს უგზავნიდა ძმისშვილ ივანეს (სამწუხაროდ, ამ წერილებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია). ახარებდა მისი ოჯახის გამრავლება. მამა სიმონი ყურადღებას არ აკლებდა მშობლიურ სოფელს. მისივე დახმარებით აშენდა ეკლესია, რომელსაც ძმისშვილი ივანე პატრონობდა, ეხმარებოდა მოძღვარს და უვლიდა ეკლესიას. შემდგომ წლებში მამა სიმონმა ეკლესიას გამოუგზავნა ულამაზესი, ცისფერი მღვდლის სრული შესამოსელი, ასევე ვერცხლის ბარძიმი, ფეშხუმი, ჯვარი და ღვთისმსახურებისათვის საჭირო სხვა ნივთები.
1905 წლის მაისში ღვთივგანისვენა მღვდელსქემმონაზონმა თეოდოსიმ (ერისთავი), რაც განსაკუთრებული დანაკლისი იყო როგორც მამა სიმონისათვის, ასევე მთელი საძმოსათვის. იმავე წლის ოქტომბერში მამა სიმონი ათონის მთაზე მომხდარ არნახულ მიწისძვრას შეესწრო, რომლის შედეგად ძლიერ დაზიანდა ათონის მონასტრები, მათ შორის, განსაკუთრებით ივერთა მონასტერი. ნახევრად დაინგრა ათსაუკუნოვანი წმინდა ექვთიმეს კოშკი, გაიპო გუმბათები, თითქმის ბოლომდე დაინგრა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, კარის ღვთისმშობლის ეკლესიას გუმბათი მოერღვა. საკვირველად გადარჩა ქართველთა სავანე. მღვდელსქემმონაზონმა იონამ მძიმე მარხვა განუწესა საძმოს. მწარე დღეების გარდა, ხშირი იყო სამახსოვრო დღეებიც. ათონს ხშირად სტუმრობდნენ მოღვაწეები საქართველოდან, ასევე ევროპის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები. საქართველოდან იგზავნებოდა სასულიერო და საერო შინაარსის ჟურნალ-გაზეთები.
ბერძენი ბერების უსამართლობით განაწამები ქართველები თავის დასაცავ გზებს ეძებდნენ. ივერთა მონასტრის არქიმანდრიტები ყოველ ოთხ წელიწადში ცვლიდნენ მოსკოვის მეტოქის მმართველს. სწორედ ამ მეტოქიდან შემოსდიოდათ უზარმაზარი შემოწირულობანი. ყოველი ახალი მმართველი უნდა დაემტკიცებინა სულთანს და რუსეთის საელჩოს (ქალკედონის ნახევერკუნძული, სადაც მდებარეობს ათონის მთა, 1913 წლამდე ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა).
როდესაც მოაწევდა ეს დროს მღვდელსქემმონაზონი იონა ჩადიოდა კონსტანტინეპოლში და რუსეთის ელჩსა და კონსულს სთხოვდა შუამდგომლობას. ამ თხოვნებმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ბერძენი ბერები ქრთამით იკაფავდნენ გზას. სამაგიეროდ, ქართველებზე გაბოროტებულებმა 1911 წელს საჩივარი შეიტანეს ათონის მთის უმაღლეს მმართველ ორგანოში - პროტატში: - „ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ მიიღოთ ზომები: ან დაგვიმორჩილეთ და განდევნეთო“. ქართველი ბერები გამოდევნისგან იმხანად ოსმალეთში მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (ნამორაძე) იხსნა. იგი დაუკავშირდა სულთანის კართან დაახლოებულ მუსულმან ქართველებს გვარად ირემაძეებს და მათი საშუალებით გაიგზავნა ათონზე მოთხოვნა - თავი დაენებებინათ ქართველი ბერებისათვის. საბედნიეროდ, ივერთა მონასტერში არსებობდნენ ბერძნები ბერები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ დევნილ ქართველებს. მაგალითად, ბერი გრიგოლი და ბერი პართენი, რომელთაც სამასი ოქრო ასესხეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველ ბერებს.
შემდგომ წლებში, პოლიტიკური ვითარება ბალკანეთში მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო ჯერ ბალკანეთის, ხოლო შემდეგ პირველი მსოფლიო ომები. ევროპა სისხლისღვრამ მოიცვა. ათონის მთაზე ვითარებას ისიც ძაბავდა, რომ მრავალეროვანი ათონის მაცხოვრებლების მშობლიური ქვეყნები ომში დაპირისპირებული აღმოჩნდა. რუსეთის 1917 წელს მომხდარმა რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა ვითარება. ათონზე შეწყდა შემოწირულობანი, რომელზეც მთელი ათონის მთა მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. მსოფლიო ომის გამო, გაუარესდა ეკონომიკური ვითარება, ჩამოვარდა შიმშილობა.
ათონის ივერთა მონასტრიდან ქართველთა გამოდევნა
1918 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობის ანტიეკლესიური რეფორმების შედეგად, ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვა. ბუნებრივია, მათ შორის იყო ივერთა მონასტრის მამულებიც, რომლებსაც ბერძენი ბერები განაგებდნენ. საქართველოს მთავრობაზე განრისხებულმა არიქმანდრიტებმა ათონელ ქართველებზე იყარეს ჯავრი. 1918 წლის მიწურულს, მღვდელსქემმონაზონი იოანს (ხოშტარიას) გარდაცვალების შემდეგ ქართველებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის დატოვება მოსთხოვეს. მამა სიმონი ძმობამ გამოირჩია ქართველი ბერების დროებით მმართველად. დიდი სადარდებელი და საფიქრალი დაეკისრა მამა სიმონს. მრავალჯერ ეახლა იგი, მღვდელმონაზვნებთან - იოანე (მაისურაძე) და მელეტისთან (თოფურია) ერთად, ივერთა მონასტრის არქიმანდრიტებს, მრავალჯერ ევედრა ქართველი ძმების სახელით, მაგრამ ბერძნებს ქართველთა მოშორება მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი. 1919 წლის 9 მარტს ივერთა მონასტრის მმართველი ბერები ჯარისკაცების თანხლებით მივიდნენ იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. მამა სიმონს ძალით წაართვეს გასაღებები და დაეპატრონენ სავანესა და მის ქონებას. ქართველ ბერებს მიეცათ უფლება, გაეტანათ პირადი ნივთები და ბიბლიოთეკის ნაწილი, ხოლო დანარჩენი ქონება, სურსათის მარაგის ჩათვლით, მიითვისეს. ქართველები დარჩნენ უბინაოდ, ყოველგვარ ნუგეშს მოკლებულნი. მამა სიმონი გაეშურა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვართან - არქიმანდრიტ მისაილთან თავშესაფრის სათხოვნელად. რუს ბერებთანაც გართულებულიყო ურთიერთობა, რადგან ზოგიერთი რუსი ბერი 1917 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენას „რასკოლს“ უწოდებდა. არქიმანდრიტმა მისაელმა ქართველ ბერებს შესთავაზა სტეფანე პირველმოწამის სკიტში დაბინავება. ეს სენაკი ხევში, მეტად მოუხერხებელ და ნესტიან ადგილზე მდებარეობდა. რამდენიმე ბერმა უარი განაცხადა იქ ცხოვრებაზე, მაგრამ არჩევანი არ იყო. ქართველი ბერების ნაწილმა გადაწყვიტა ათონის მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მძიმე და ცრემლიანი იყო განშორება, მამები თითქოს გრძნობდნენ, რომ ვეღარ ნახავდნენ ერთმანეთს.
ბოლო წლები
1920 წელს 9 ქართველი ბერი მღვდელსქემმონაზონ სიმონის წინამძღვრობით დასახლდა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სავანეში. მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობდნენ მოღვაწეები საარსებო საკვების მოპოვებას. ცხრა ბერიდან სამი ღრმადმოხუცი იყო და, ბუნებრივია, ფიზიკური შრომა აღარ შეეძლოთ. შრომას ნაჩვევი მამა სიმონი გაორმაგებული ძალით იღვწოდა. ბერები თიბავდნენ ბალახს, აგროვებდნენ კაკალს, შემდგომ ყიდდნენ და ასე, წვალებით ცხოვრობდნენ. მძიმე შრომამ და ცუდმა პირობებმა მამა სიმონი დააავადა. 1926 წელს იგი შეუძლოდ შეიქნა და იძულებული გახდა, პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში ემკურნალა. მამა სიმონი უკვე 69 წლის იყო, ამიტომაც აღარ მოსდევდა ჩვეული ჯანმრთელობა. პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა მამა სიმონს დარჩენა შესთავაზეს, რადგან სტეფანე პირველმოწამის სავანეში დაბრუნება მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. ქართველმა ძმებმაც სთხოვეს საავადმყოფოში დარჩენილიყო და დაჰპირდნენ, რომ ხშირად ინახულებდნენ მას. რამდენიმე თვეში მამა სიმონი მომჯობინდა და უკვე შეძლო პანტელეიმონის მონასტრის სატრაპეზოში წამუშავება. რუსმა ბერებმა სენაკიც დაუთმეს სატრაპეზოსთან ახლოს. ყველამ შეიყვარა კეთილი, სათნო, მლოცველი და დარდიანი მოხუცი ტრაპეზარი. წმინდა სტეფანე პირველმოწამის სენაკში მომხდარმა 1932 წლის ხანძარმა და ბერი ბართლომეს დაღუპვამ გული მოუკლა მოხუცს. ბოლო წლებში სენაკიდან იშვიათად გამოდიოდა. 1942 წელს პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში მშვიდობით მიაბარა სული უფალს მღვდელსქემმონაზონმა სიმონმა.
სქემმღვდელმონაზონი სვიმონი ბაღდავაძე 1857-1942წწ, XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
სქემმღვდელ-მონაზონი სვიმონი, ერისკაცობაში – სოლომონ ბაღდავაძე, 1857 წელს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში, ივანე
ბაღდავაძის ოჯახში დაიბადა მისი დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ადიდებულმა რიონმა სოფელი ჭყვიში წალეკა.
დაზარალებული ოჯახები სამტრედიის მახლობლად გადასახლდსენ. ახლად დასახლებულ ადგილს „ქოსნათი“ (ამჟამად – ახალსოფელი) ეწოდა. მათ შორის იყო ბაღდავაძეთა ოჯახიც.
ყმაწვილი სოლომონი ყურადღებას იჩენდა ღვთისმახურებისადმი, ხშირად სტუმრობდა ბელათისა და მოწამეთას მონასტრებს. თანატოლებისაგან გამოირჩეოდა ნიჭითა და სწავლის
სურვილით. მოწიფულ ასაკში დაოჯახდა, მაგრამ მალევე დაატყედა თავს განსაცდელი – მისი მეუღლე მშობიარობისას გარდაიცვალა, ბავშვის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. დაქვრივებული
სოლომონი რწმენით შეეგება მწუხარებას და ბერად შედგომა გადაწყვიტა. მისი გადაწყვეტილება ერთმა გარემოებამ შეაფერხა, უეცრად გარდაეცვალა ერთადერთი ძმა, რომელსაც დარჩა
მცირეწლოვანი ვაჟი – ივანე. ობოლი ძმისშვილის აღზზრდა სოლომონმა ითავა. იგი წლების განმავლობაში ზრუნავდა ყმაწვილის კეთილდღეობაზე. სოლომონმა მახლობელი სოფლებიდან
შემოკრიბა სწავლას მოწყურებული პატარები და დააარსა საშინაო სკოლა, სადაც თავად ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას,
ისტორიას, არითმეტიკას, გეოგრაფიას და სხვა საგნებს. ამასთანავე, დიდ ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ აღზრდას, ზრდილობას,
უფროსისადმი პატივისცემას. ის პატარები, რომლებიც შორეული სოფლებიდან იყვნენ. ხშირად სოლომონის სახლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შმაბათ-კვირას ბრუნდებოდნენ მშობლებთან.
გონების გაწვრთნასთან ერთად, სოლომონი ბავშვებს შრომისადმი სიყვარულს უნერგავდა. მეცადინეობის შემდეგ ყველა შრო-
გვ147
მობდა, ზოგი შეშას ჭრიდა, ზოგს წყალი მოჰქონდა, საქონელს უვლიდა, მიწას ამუშავებდა. სოლომონი დიდი სიყვარულითა და
ზომიერი სიმკაცრით გამოირჩეოდა, არ უყვარდა უშნო ცელქობა და ღლაბუცი. ყოველდღიურ საზრუნავში გადიოდა დრო, ყმაწვილები გაიზარდნენ.
ბევრმა მათგანმა ზედმიწევნით იცოდა „ვეფხვისტყაოსანი“, „თამარიანი“. ბიჭებმა დაახრულეს სწავლა და ოჯახებს მოეკიდნენ.
სოლომონმა დავაჟკაცებულ ძმისშვილს უთხრა: „შენთან აწი, როგორც სტუმარი, ისე მოვალ. შენ უკვე ვაჟკაცი ხარ და თანაც, მე რომ მინდოდა, ისეთი დადექიო“.
მას შემდეგ, რაც სოლომონმა პირნათლად აღასრულა ვალი ოჯახის წინაშე, გელათის მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად.
თავისი კუთვნილი მიწები, სახლი და ქონება კი ახლად დაქორწინებული ძმისშვილს გადაუუფორმა.
XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს სოლომონი ბერად აღიკვეცა და სახელად სვიმონი ეწოდა. მცირე ხანში იგი ჯერ
დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი – მღვდლად დაასხეს ხელი.
1901 წელს მამა სვიმონმა გადაწყვიტა იერუსალიმის წმინდა ადგილების მოლოცვა და შემდგომ ათონის წმინდა მთის ქართველთა სავანეში დამკვიდრება.
წასვლის წინ მოინახულა თავისი გაზრდილი ივანე, რომელსაც უკვე ორი თვის გოგონა ჰყავდა.
გამომშვიდებისას პატარა აკვანში ატირებულა და როდესაც დედას დამშვიდება დაუწყია, მამა სვიმონს უთქვამს, იტიროს
ბავშვმა, გამყვეს ივანეს ბავშვის ხმაო.
ათონის მთაზე სამოღვაწეოდ მიმავალი ქართველები, უპირველესად, იერუსალიმს მოილოცავდნენ. მამა სვიმონმა აისრულა
სანუკვარი ოცნება და მოიხილა პალესტინის უწმინდესი ადგილები. შემღეგ გემით გაემგზავრა ქალკედონის ნახევარკუნძულისაკენ. რამდენიმე დღეში გემმა ათონის მთას მიაღწია.
მამა სვიმონმა კითხვა-კითხვით მიაგნო წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანეს, რომელიც ივერთა მონასტრის ახლოს მდებარეობდა· ქართველთა სავანეში
ნებისმიერი თანამემამულის ხილვა დიდ სიხარულს იწვევდა, მაგრამ საძმო
გვ148
განსაკუთრებით გაახარა მღვდელ-მონაზვნის შემომატებამ. ათონზე იმ დროისათვის ქართველ ძმათა რიცხვი 50-ს აღწევდა.
ივერთა მონასტრის ბერძენი არქიმანდრიტების მხრიდან შევიწროების მიუხედავად,
ქართველთა სავანეში სანიმუშო წესრიგი სუფევდა. ყოველდღე აღესრულებოდა ლიტურგია,ღამისთევის მსახურება – ძველი ქართული რვა
ხმათა გალობით. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის გამგებელი, სქემმღვდელმონაზონი იონა (ხოშტარია) თითქმის ყოველდღე იყო მწირველი. საძმოს სულიერ
მოძღვრობას უწევდა იმ დროის ერთ–ერთი უდიღესი მამა, სქემმღვდელ-მონაზონი თეოდოსი (ერისთავი) – აღზრდილი და განსწავლული გელათის მონასტერში
(მამა თეოდოსი იყო ღირსი მამის, ალექსი შუშანიას სულიერი მოძღვარი).
სქემმღვდელ-მონაზონი ათანასეს (ალექსი ბაქრაძე) დიდი ღვაწლით მონასტერში აღორძინდა მწიგნობრობა, კალიგრაფია.
ღამზადდა ივერთა შონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული ·უძვე ჯიეს ხელნაწერთა ათეულობით ასლი.
მამა სვიმონს ძირითად მორჩილებად მზარეულობა განუწესეს. პერიოდულად იგი იყო მწირველი სავანის ეკლესიაშიც.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის არსებობა ივერთა მონასტრის ბერძენ ბერებს ძლიერ აშფოთებდათ· ერთი მხრივ,
სინდისი ამხილებდათ, როდესაც ქართველებს ქართულ მონასტერში არ უშვებდნენ, მეორე მხრივ, მონასტრის მმართველობისა
და მისი უზარმაზარი შემოწირულების დაკარგვის შიში ჰქონდათ. ყოველივე ამას ხელს უწყობდა თავად მონასტრის გადაგვარებული შინაგანაწესი.
ივერთა მონასტრის დამაარსებელ წმინდა მამათა მიერ განწესებული ტიპიკონი უკანონოდ იყო შეცვლილი
გვ149
ახალი განაწესით, ე· წ. იდიორითმით. მონასტერს აღარ ჰყავდა წინამძღვარი, მის ნაცვლად რამდენიმე არქიმანდრიტი „ეპიტროპოსი“ რიგრიგობით განაგებდა მონასტრის საქმეებს.
ასევე ერთმანეთში ინაწილებდნენ მდიდარ შემოსავალს. იმ დროისათვის მონასტრის საძმო 150 კაცს ითვლიდა, რომელთა უმეტესობა
თავისი სურვილისამებრ ცხოვრობდა. იმის გამო, რომ აღარ იმართებოდა საზოგადო ტრაპეზი, ყველა თავის სენაკში იმზადებდა
საჭმელს. არსებობდნენ უკიდურესად უპოვარი და ფუფუნებაში მცხოვრები ბერები. ზოგიერთ არქიმანდრიტს მოსამსახურეებიც
კი ჰყავდა. ხშირი იყო უთანხმოება დაპირისპირებული ბერების ჯგუფებს შორის. ერთსულოვანნი მხოლოდ ქართველთა წინააღმდეგ იყვნენ.
ბერძნებთან მორიგებას აფერხებდა ქართველი ბერების მოთხოვნა: აღმდგარიყო ივერთა მონასტრის დამაარსებელი წმინდა მამების წესი, რადგან ქართველ მამებს აშინებდათ
წმინდა მამათა შეჩვენება მათი განწესებულის დამრღვევისადმი.
ეს მოთხოვნა ბერძენი არქიმანდრიტებისთვის წარმოსადგენადაც ძნელი იყო. რომ არა რუსეთის იმპერიის შიში, დაუყოვნებლივ
მოიშორებღნენ „აბეზარ“ ქართველებს. მანამდე კი შესაფერის დროს ელოღნენ. მათ მრისხანებას ამწვავებდა ის ფაქტიც, რომ რუსეთის
მთავრობამ საქმის მოგვარებამდე რუსეთიდან გამოგზავნილი შემოსავლის მცირე ნაწილი ქართველთა სავანეს მიაკუთვნა.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის სამართლებრივი სტატუსი ფრიად სუსტი იყო. სავანე ოფიციალურად ირიცხებო-
და, როგორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი. ქართველთა სავანის წინამძღვარმა, იღუმენმა ბენედიქტემ
(ბარკალაია) ეს სენაკი XIX საუკუნის 60-იან წლებში დროებით თავშესაფრად შეიძინა. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ქართველებს,
ნამდვილ ივერიელებს, ივერთა მონასტერში არ შეუშვებდნენ და ეს სამარცხვინო დავა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ათონის
მთაზე მოქმედი კანონით კი – სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღუდული იყო. დედამონასტრის ნებართვის გარეშე ძმათა რიცხვის გაზრდა
ან თუნდაც რაიმე შენობის აგება, მკაცრად
გვ150
იკრძალებოდა. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნიენ. ქართველთა ეკლესიას მოანგრიეს გუმბათი,
არ აძლევდნენ ზარის დარეკვის, სასმელი წყლის მილებით გამოყვანის და შეშით სარგებლობის უფლებას. თავს იმით იმართლებდნენ, რომ
ათონის მთის განაწესს იცავდნენ, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი მოვალეობა კი სრულიად ავიწყდებოდათ. ქართველ ბერებს
აკვირვებდათ ამგვარი სისასტიკე, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედით ყველაფერს ითმენდნენ.
გადიოდა წლები. მამა სვიმონი ყოველდღიური მსახურებით იყო დაკავებული. პერიოდულად ლოცვა-კურთხევით აღსავსე წერილებს
უგზავნიდა ძმისშვილ ივანეს (სამწუხაროდ, ამ წერილებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია). ახარებდა მისი ოჯახის გამრავლება.
მამა სვიმონი ყურადღებას არ აკლებდა მშობლიურ სოფელს. მისივე დახმარებით აშენდა ეკლესია, რომელსაც ძმისშვილი
პატრონობდა, ეხმარებოდა მოძღვარს და უვლიდა ეკლესიას. შემდგომ წლებში მამა სვიმონმა ეკლესიას გამოუგზავნა მღვდლის სრული შესამოსელი,
ცისფერი, ულამაზესი ნახელავი. ასევე ვერცხლის ბარძიმი, ფეშხუმი, ჯვარი და ღვთისმსახურებისათვის საჭირო სხვა ნივთები
გვ151
1905 წლის 25 მაისს ღვთივგანისვენა სქემმღვდელ-მონაზონმა თეოდოსიმ (ერისთავი), რაც განსაკუთებული დანაკლისი იყო როგორც მამა სვიმონისათვის,
ასევე მთელი საძმოსათვის. ამავე წლის ოქტომბერში მამა სვიმონი ათონის მთაზე მომხდარ არნახულ მიწისძვრას შეესწრო,
რომლის შედეგად ძლიერ დაზიანდა ათონის მონასტრები, მათ შორის, განსაკუთრებულად – ივერთა მონასტერი. ნახევრად დაინგრა ათსაუკუნოვანი წმინდა ექვთიმეს კოშკი,
გაიპო გუმბათები. თითქმის ბოლომდე დაინგრა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, კარის ღვთისმშობლის ეკლესიას გუმბათი მოერღვა. საკვირველად გადარჩა
ქართველთა სავანე. სქემმღვდელ-მონაზონმა იონამ მძიმე მარხვა განუწესა საძმოს.
მწარე ღღეების გარდა, ხშირი იყო სამახსოვრო დღეებიც· ათონს ხშირად სტუმრობდნენ მოღვაწეები საქართველოდან, ასევე
ევროპის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები.
საქართველოდან იგზავნებოდა სასულიერო და საერო შინაარსის ჟურნალ-გაზეთები.
ბერძენი ბერების უსამართლობით განაწამები ქართველები თავის დასაცავ გზებს ეძებდნენ. ივერთა მონასტრის არქიმანდრიტები ყოველ ოთხ წელიწადში ცვლიდენ მოსკოვის
მეტოქის მმართველს სწორედ ამ მეტოქიდანშემოსდიოდათ უზარმაზარი შემოწირულებანი. ყოველი ახალი მმართველი უნდა დაემტკიცებინა სულთანს და რუსეთის საელჩოს
(ქალკედონის ნახევარკუნძული, სადაც მდებარეოობს ათონის მთა, 1913 წლამდე ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა).
როდესაც ეს დრო დგებოდა, სქემმღვდელ-მონაზონი იონა ჩადიოდა კონსტანტინოპოლში და რუსეთის ელჩსა და კონსულს
სთხოვდა შუამდგომლობას. ამ თხოვნებძა შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ბერძენი ბერები ქრთამით იკაფავდნენ გზას.
სამაგიეროდ, ქართველებზე გაბოროტებულმა 1911 წელს საჩივარი შეიტანეს ათონის მთის უმაღლეს მმართველ ორგანოში – პროტატში: „ქართველები არ გვემორჩილებიან
და გთხოვთ, მიიღოთ
გვ152
ზომები: ან დაგვიმორჩილეთ, ან განდევნეთო“. ქართველი ბერები გამოდევნისაგან იმხანად ოსმალეთში მყოფმა არქიმანდრიტმა
და მათი საშუალებით გაიგზავნა ათონზე მოთხოვნა, თავი დაენებებინათ ქართველი ბერებისათვის. საბედნიეროდ, ივერთა მონასტერში მოღვაწეობდნენ ისეთი
ბერძენი ბერები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ დევნილ ქართველებს. მაგალითად, გრიგოლი და პართენი, რომელთაც სამასი ოქრო ასესხეს გაჭირვებაში
ჩაცვენილ ქართველ ბერებს.
შემგდომ წლებში პოლიტიკური ვითარება ბალკანეთში მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო ჯერ ბალკანეთის, ხოლო შემდეგ პირველი მსოფლიო ომები.
ევროპა სისხლისღვრამ მოიცვა. ათონის მთაზე ვითარებას ისიც ართულებდა, რომ მთაწმინდის მრავალეროვანი მცხოვრებლების მმობლიური ქვეყნები ომში ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ. რუსთის 1917 წელს მომხდარმა რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა ვითარება. ათონზე შეწყდა შემოწირულებანი, რომელზეც მთელი ათონის მთა
მნიშვნელოვანწილად იყო ლამოკიდებული. მსოფლიო ომის გამო, გაუარესდა ეკონომიკური ვითარება, ჩამოვარდა მიმშილობა.
1918 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობის ანტიეკლესიური რეფიორმების შედეგად ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვა. ბუნებრივია,
მათ შორის იყო ივერთა მონასტრის მამულებიც, რომლებსაც ბერძენი ბერები განაგებდნენ. საქართველოს მთავრობაზე განრისხებულმა არქიმანდრიტებმა ათონელ ქართველებზე იყარეს
ჯავრი. 1918 წლის მიწურულს, სქემმღვდელ-მონაზონი იონას (ხოშტარია) გარდაცვალების შემდეგ, ქართველებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანის დატოვება მოსთხოვეს.
ქართველი ბერები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მამა სვიმონი ძმობამ გამოარჩია ქართველი ბერების დროებით მმართველად.
დიდი სადარდებელი და საფიქრალი დაეკისრა მამა სვიმონს. მრავალჯერ ეახლა იგი, მღვდელ–მონაზვნებთან- იოანესა
გვ153
(მაისურაძე) და მელეტისთან (თოფურია) ერთად, ივერთა მონასტრის არქიმანდრიტებს, მრავალჯერ ევედრა ქართველი ძმების
სახელით, მაგრამ ბერძნებს ქართველების მოშორება მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი.
1919 წლის 9 მარტს ივერთა მონასტრის მმართველი ბერები ჯარისკაცების თანხლებით შივიდნენ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანეში.
მამა სვიმონს ძალით წაართვეს გასაღები და დაეპატრონენ სავანესა და მის ქონებას. ქართველ ბერებს მიეცათ უფლება, გაეტანათ პირადი ნივთები და ბიბლიოთეკის ნაწილი, ხოლო დანარჩენი ქონება,
სურსათის მარაგის ჩათვლით,მიითვისეს. ქართველები უბინაოდ, ყოველგვარ ნუგეშს მოკლებულნი დარჩნენ· მამა სვიმონი თავშესაფრის სათხოვნელად გაეშურა წმინდა
პანტელეიმონის სახელობის მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ მიხაილთან. იმ დროს რუს ბერებთანაც გართულებული იყო ურთიერთობა,
ზოგიერთი მათგანი 1917 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას „რასკოლს“ უწოდებდა. არქიმანდრიტმა მიხაელმა ქართველ ბერებს სტეფანე პირველმოწამის
სენაკში დაბინავება შესთავაზა· ეს სენაკი ხევში, მეტად მოუხერხებელ და ნესტიან ადგილზე მდებარეობდა. რამდენიმე ბერმა უარი განაცხადა იქ ცხოვრებაზე· მაგრამ სხვა არჩევანი
არ ჰქონდათ·
ქართველი ბერების ნაწილმა გადაწყვიტა ათონის მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მძიმე და ცრემლიანი იყო განშორება, მამები თითქოს გრძნობდნენ, რომ ვეღარ ნახავდნენ
ერთმანეთს.
1920 წელს 9 ქართველი ბერი, სქემმღვდელ-მონაზონ სვიმონის წინამძღვრობით, დასახლდა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სავანეში.
მოღვაწე ბერები მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობდნენ საარსებო საკვების მოპოვებას· ცხრა ბერიდან სამი
ღრმად მოხოუცი იყო და, ბუნებრივია, ფიზიკსური შრომა აღარ შეეძლო. შრომას ნაჩვევი მამა სვიმონი გაორმაგებული ძალით
იღვწოდა· ბერები თიბავდნენ ბალახს, აგროვებდნენ კაკალს, ყიდდნენ და ასე, წვალებით ცხოვრობდნენ. მძიმე შრომამ და ცუდმა
გვ154
პირობებმა მამა სვიმონი დააავადა. 1926 წელს იგი შეუძლოდ შეიქნა და იძულებული გახდა, წმინდა პანტელეიმონის სახელობის
მონასტრის საავადმყოფოში ემკურნალა. მამა სვიმონი უკვე 69 წლის იყო, ამიტომ აღარ მოსდევდა ჩვეული ჯანმრთელობა.
წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრის ბერებმა მამა სვიმონს დარჩენა შესთავაზსეს. რადგან წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის სავანეში დაბრუნება სიცოცხლეს მოუსწრაფებდა.
ქართველმა ძმებმაც საავადმყოფოში დარჩენა სთხოვეს და დაჰპირდნენ, რომ ხშირად ინახულებდნენ. რამდენიშე თვეში მამა სვიმონი მომჯობინდა და უკვე შეძლო მონასტრის