ბლიაძე ილარიონი 1865-1931წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ბერეთისა, ჭიათურა
არქიმანდრიტი ილარიონი (ბლიაძე) 1865-1931წწ. XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
არქიმანდრიტი ილარიონი, ერისკაცობაში – იოსებ სისოს ძე ბლიაძე, 1865 წელს ჭიათურის მაზრის სოფელ ბერეთისაში, გლეხის
ოჯახში დაიბადა. მამამისს, სისო ბლიაძეს, პირველი ცოლი ისე გარდაეცვალა, რომ მასთან შვილი არ შესძენია· სიკვდილის წინ
გვ168
თურმე მეუღლეს მისთვის უთხოვია, ჩვენ რომ ქორწილი გვქონდა, იმ დღეს ჩვენს სოფელში მუმლაძეებს გოგო გაუჩნდათ და ის რომ წამოიზრდება,
აუცილებლად მოიყვანე ცოლადო. მართლაც, როდესაც ფეფენია მუმლაძეს შესაფერისი ასაკი შეუსრულდა, მუმლაძეების ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად,
სისომ იგი ცოლად შეირთო. ფეფენიამ მეუღლეს 7 შვილი აჩუქა: გიორგი, იოანე, იოსები, ალექსანდრე, დავითი და ორი ასული. ამათგან ერთი
იყო მღვდელ იოანე ციცქიშვილის მეუღლე. ხოლო მეორე – მღვდელ სვიმონ ჭუმბურიძის მეუღლე.
იოსებმა დაამთავრა ყვირილის ნორმალური ორკლასიანი სასულიერო სასწაილებელი, რის შემდეგაც მუშაობა დაიწყო სოფელ ლიჩში გადამწერლად.
იქვე დაქორწინდა ნუცა კვიჟინაძეზე, შეეძინა ოთხი შიილი: ეფემია, კალისტა, ქსენია და დავითი.
1894 წელს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს – გარდაეცვალა მეუღლე.
იოსებმა შვილები თავის უფროს ძმას მიაბარა აღსაზრდელად სოფელ ვერტყვიჭალაში. თვითონ კი ბერად აღკვეცის სურვილით გელათის მონასტერში წავიდა.
რამდენიმეწლიანი საბერო მორჩილების გავლის შემდეგ იოსებმა საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი.
1899 წლის 9 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონშა (დადიანი) მორჩილის შტატში დაადგინა.
1900 წლის 4 აპრილს არქიმანდრიტმა სერაპიონმა (ახვლედიანი) მორჩილი იოსები ბერად აღკვეცა და
სახელად ილარიონი უწოდა. იმავე წლის 15 ოქტოებერს იმერეთის იპისკოპოსმა ლიეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა,
გვ169
1904 წლის 9 მაისს კი მღვდლად დაასხა ხელი.
1905 წლის 30 მაისიდან 1911 წლის 15 ივლისამდე მამა ილარიონი ხელმძღვანელობდა გელათის მონასტერში სანთლის ქარხანას, სადაც
გულმოდგინე და ბეჯითი შრომისათვის 1905ც წლის 7 ოქტომბერს მეუფე ლეონიდესაგან მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა, ხოლო 1907 წლის 9 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1907 წლის 19 იანვარს კი მასვე ჩააბარეს მონასტრის ეკონომოსის თანამდებობაც. 1910 წელს მამა ილარიონს სინოდალურ კანტორაში უჩივლა ამავე მონასტრის იღუმენმა სოფრომმა (თალაკვაძე).
მართალია, იგი გაამართლეს, მაგრამ შემდგომში მუდმივად აწყდებოდა გარკვეულ პრობლემებს მონასტერში. ამის
გვ170
გამო, იძულებლი გახდა 1911 წლის 16 მაისს მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტერში გადასულიყო.
ამავე წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა ილარიონი ესწრებოდა 1917 წლის 1-5 სექტემბერს გამართულ ბერმონაზონთა შეკრებას
და 1917 წლის 8-17 სექტემბრის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ კრებას·
1919 წელს იღუმენის წოდება მიენიჭა და კაცხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის
წინამძღვრაღ დაინიშნა.
1921 წელს კომუნისტებმა დაარბიეს კაცხის მონასტერი და მამა ილარიონი იძულებული გახღა, სხვა
ბერებთან ერთად, მონასტერი დაეტოვებინა. ამავე წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარიმ (ლეჟავა) იგი ღორეშის სამრევლოში განამწესა.
1925 წელს ქუთათელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) ამაშუკეთის ოლქის მთავარხუცესად დააღგინა მღვდელი იოანე
ციცქიშვილი და თანაშემწედ იღუმენი ილარიონი დაუნიშნა.
უღვთო ხელისუფლებამ აქაც არ მოასვენა მონასტრიდან გამოძევებული ბერი, რამდენჯერმე დაურბიეს ეკლესია, ხატები
და საღვთისმსახურო წიგნები დაუწვეს, ბოლოს ტაძარიც დაუკეტეს.
მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს მუქარით აღსავსე ბარათებს უგზავნიდნენ· „ბერი კუბოში“ - ასეთი სათაურით
იწყებოდა ეს მკრეხელური წერილები. თუმცა მამა ილარიონი, რომელსაც მონასტერში მრავალწლიანი მოღვაწეობისა და მოსაგრეობის შედეგად გადატანილი ჰქონდა
ეშმაკისა და მაცდურის არაერთი შემოტევა, მშვიდად და უდრტვინველად იტანდა ბოროტისგან აღძრულ ყოველგვარ დაბრკოლებას·
1930 წელს ქუთათელ—გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა (ჭელიძე) ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის
მამა ილარიონს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. გამუდმებულმა დევნა-შევიწროებამ, მუქარამ და დაძაბული ცხოვრების წესმა
მოძღვარს ჯანმრთელობა შეურყია.
1931 წლის დეკემბერში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, მან მშვიდად მიაბარა სული უფალს,