სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
დადიანიძე ვასილ ილიას ძე 1864-1937წწ დეკანოზი, დაბ. სოფელი შერთული, გორი დადიანიძე ვასილ ილიას ძე 1864-1937წწ დეკანოზი, დაბ. სოფელი შერთული, გორი

1864-1937 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება



გვარი დადიანიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

294       ბეჭდვა

დადიანიძე ვასილ ილიას ძე 1864-1937წწ დეკანოზი, დაბ. სოფელი შერთული, გორი

დეკანოზი ვასილ დადიანიძე 1864-1937წწ 

დეკანოზი ვასილ დადიანიძე 1864 წელს 1 იანვარს გორის მაზრის სოფელ შერთულში დაიბადა. ადრეულ ასაკში გარდაეცვალა მამა ილია. 
შვიდი წლისას საშინელი განსაცდელი შეემთხვა მამისაგან დატოვებული ქონებისა და მიწის ხელში ჩაგდების მიზნით ბოროტისმყოფელებმა მისი მოკვლა მოისურვეს და 
მძინარეს თავში კეტი ჩაარტყეს. ღვთის წყალობით, სიკვდილს გადარჩენილი პატარა ვასილი დედის ნათესავებს – ინდუაშვილებს თბილისში წაუყვანიათ და იქ 
აღუზრდიათ. ვასილმა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა.


ხოლო 1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, 
რომლის დაშთავრების შემდეგ, 1890 წლის 8 ოქტომბერს გორის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად განამწესეს· 
1891 წლის 5 ივლისს ამავე სასწავლებლის საშუალო მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 
1897 წლის აგვისტოში ვასილი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და 31 აგვისტოს ამავე სასწავლებელში არსებული წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 

1901 წლის 6 მაისს საგვერდულით, ხოლო 1903 წლის 15 აპრილს სკუფიით დაჯილდოვდა. 
რამდენიმე წლის შემდეგ დაინიშნა აღნიშნული სასწავლებლის ზედახედველად და სულიერ მოძღვრად. 
1908 წლის 6 მაისს – კამილავკით, 1914 წლის 6 მაისს კი – 
გვ325
ვასილ დადიანიძე - დეკანოზი. ელენე გრძელიშვილი (მეუღლე ვასილ დადიანიძის) - დაამთავრა კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი. თამარ დადიანიძე - ექიმი. ქეთევან დადიანიძე - ექიმი, მუშაობდა ბავშვთა N1 საავადმყოფოში პედიატრად. ილია დადიანიძე - სამხედრო, მენშევიკების არმიის ოფიცერი. პეტრე დადიანიძე - მათემატიკოსი, მენშევიკურ არმიაში იყო მოხალისედ.ალექსი დადიანიძე - რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომი. ნინო დადიანიძე - ფიზიკოსი, პედაგოგი. 

სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 
1919 წლის 10 მარტს გორის სასულიერო სასწავლებელში 28-წლიანი ერთგული
და თავდადებული მოღვაწეობისათვის ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა  (კაჭახიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა.
1921 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, გორის სასულიერო სასწავლებელი დაიხურა. აქედან იწყება
დეკანოზ ვასილის დევნა-შევიწროება. ამას დაერთო ისიც, რომ სოფელ ტყვიავში კომუნისტების მიერ წაქეზებულმა პირებმა
სიცოცხლეს გამოასალმეს მისი უფროსი ვაჟი ილია, როშელიც ქართული ჯარის ოფიცერი იყო. 
1922 წლიდან იგი დასახლდა თავის სოფელში. 1929 წელს მთავრობამ ჩამოართვა სახლი, ქონება და გამოაძევა მშობლიური 
სოფლიდან. მამა ვასილი იძულებული გახდა, საცხოვრებლად თბილისში, თავის შვილებთან გადა
გვ326
სულიყო. დეკანოზი ვასილი 1937 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ვაკეში, სამოქალაქო სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0