სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
დავითაშვილი გრიგოლ, 1841-1888წწ. დეკანოზი, დაბ. სოფ. ქვემო ჭალა, კასპი დავითაშვილი გრიგოლ, 1841-1888წწ. დეკანოზი, დაბ. სოფ. ქვემო ჭალა, კასპი

1841-1888 წწ. გარდ. 47 წლის

ბმულის კოპირება



გვარი დავითაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

272       ბეჭდვა

დავითაშვილი გრიგოლ, 1841-1888წწ. დეკანოზი, დაბ. სოფ. ქვემო ჭალა, კასპი

დეკანოზი გრიგოლ დავითაშვილი 1841-1888წწ

დეკანოზი გრიგოლი 1841 წელს ქართლში, გორის მაზრაში,სოფელ ქვემო ჭალაში, აზნაურ როსტომ გრიგოლის ძე დავითაშვილისა და სარა 
გიორგის ასულის ოჯახში დაიბადა. ოჯახში შემონახულია თავად გიორგი ამილახვარის მიერ როსტომ დავითაშვილის სახელზე 1847 წელს გაცემული 
ნასყიდობის სიგელი მიწის ორი ნაკვეთის მიყიდვის შესახებ. დავითაშვილების ოჯახი ახლოს იყო თავად ამილახვრებთან. ასევე არსებობს 
თავად გიორგი ამილახვარის შვილის – ბარძიმის მიერ მამა გრიგოლისათვის ბოძებული სიგელი, სადაც აღნიშნულია: „შენ, 
ჩვენს საყვარელს, ერთგულს და საიმედოდ საგულვებელ ძმას, გრიგოლს შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათ.. მე და 
შენ ერთმანეთი გვიყვარდა, რომელსაც ღმერთი შემაძლებინებს შენზედ მარადის, გაბედნიეროს ღმერთმან ჩემს სიყვარულის 
და ერთგულებასა შინა არ მოგიშალოს ჩვენგან“. 
გრიგოლი 8 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამამ ითავა, პატარა გრგოლმა დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი შემდეგ კი 
სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო· სემინარიის წარჩინებით დასრულების შეშდეგ გრიგოლი მალევე დაოჯახდა· მისი მეუღლე  
გახლდათ მარიამ შდივნიშვილი. იგი ფრიად განათლებული პიროვნება იყო, ზეპირად იცოდა ,„ვეფხისტყაოსანი“. მამა გრიგოლს 
და მარიამს ჰყავდათ შვიდი შვილი სამი ვაჟი - ალექსანდრე, იოანე, ნიკოლოზი (მისი მეუღლე იყო ვალენტინა იშხნელი. დები 
იძხნელების უფროსი და) და ოთხი ასული. მათი უმცროსი ასული მელანია დავითაშვილი 1924 წლის 6 სექტემბერს დახვრ
გვ327

იტეს სხვა ქართველ ახალმოწამეებთან ერთად ტირიფონას ველზე, აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის
მიღების გამო. 
XIX საუკუნის 60-იან წლებში გრიგოლი საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად 
აკურთხა, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ოსეთის სასულიერო კომისიაში განამწესა. იგი სოფელ ჯავის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე ოლქის მთავარხუცესობა დაეკისრა. ახალგაზრდა, 
მონდომებული და ენერგიით აღსავსე მოძღვარი დიდი შემართებით იწყებს მისიონერულ მოღვაწეობას. წლების განმავლობაში მან მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. 
ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მას მრავალი ჯილდო უბოძეს, მათ შორის, „სახარება”, რომელიც 
ქრისტიანობის გავრცელებისათვის ეწყალობა. ამ სახარებაზე მამა გრიგოლის ხელით ჩაწერილია ერთი საინტერესო ცნობა 
მიწისძვრის შესახებ: „ჩყპა (1881) წელსა, აგვისტოს 12-ს, შუადღის უკან, საათის ხუთის ნახევარზე იძრა მიწა. ჯავის ციხე ჩამოინგრა. 
მიწისძვრა განმეორდა შუაღამეს. 12-დან 13 აგვისტომდე მიწა იძრა შვიდჯერ“. 
წლების განმავლობაში მამა გრიგოლი კეთილსინდისიერად აღასრულებდა თავის მოვალეობას საქართველოს მთიანეთში, 
სადაც თავისი მოღვაწეობითა და პატიოსანი მოძღვრობით ოსურ მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ყოველივე ამის გამო 
მოძღვარს მრავალი მტერი და მოშურნე გაუჩნდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჯავის ოლქის ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა 
„მთიული მღვდლის“ ფსევდონიმით ცილისმწამებლური წერილი
გვ328
"გამოაქვეყნა იმჟამინდელ პრესაში, იგი მამა გრიგოლს მრავალ ბრალდებას უყენებდა: „მე გახლავართ მღვდლად გორის მაზრაში, 
ჯავის საბლაღოჩინოში, სადაც გვყავს, ჩვენდა საუბედუროდ, ბლაღოჩინად მღვდელი გრიგოლ დავიდოვი. ჩვენ ვმსახურობთ 
ოსებში და ჯამაგირს გვიგზავნის „ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება“. ეს ჯამაგირი უნდა მივიღოთ ოთხ თვეში ერთხელ, მაგრამ რვა თვე გაივლის ხოლმე, 
რომ ვერაფერს ვღებულობთ. მეტი არაფერი შემოსავალი გვაქვს ამ მთის ხალხიდგან და არც ნება გვაქვს მთავრობისაგან, რომ ავილოთ, ან ვინ 
მოგვცემს, რადგან თვითონაც ღარიბი ხალხია. 
ბატონი ბლაღოჩინი გვაწვალებს, მინემ იმისგან მივიღებდეთ, სამი-ოთხი დღე იმის კარებზე უნდა ვიდგეთ და მემრე ბევრის 
გინების და ლანძღვის შემდეგ იქნება გვეღირსოს იმისაგან ჯამაგირის მიღება, ისე გვამუნათებს, თითქო თავის ჯიბიდან 
იძლეოდეს ის დალოცვილი. ახლა მამა ბლაღოჩინს ბატონ ეგზარხოსთან დაუბეზღებივართ, თავიანთ მრევლში არ დაიარებიანო და ცოლ-შვილი იქ არა ჰყავთო 
და ამიტომაც ჯამაგირს ნუ გამოუგზავნითო. აგერ ორ წელიწადზე მეტი გადის, რომ ბატონ ბლაღოჩინს მოუვიდა ფული სახლის გასაკეთებლად „ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოებისაგან“ იმათის მღვდლებისათვის, 
მაგრამ სად გააკეთა, ის ფული თვითონ მიირთვა და უფულოდ ვერაფერი გაკეთდა... იქნება ბატონ ეგზარქოსმა მიაქციოს ყურადლება და დაგვიხსნას ამ ბლაღოჩინისაგან“. 
მამა გრიგოლმა იმავე გაზეთის ფურცლებზე საკადრისი პასუხი გასცა ცილიმწამებელს: „ბატონო რედაქტორო! თქვენი 
პატივცემული გაზეთის N41-ში წავიკითხე საჩივარი ერთი მღვდლისა, რომელიც მრავალ ბრალდებას მიყენებს. ვსარგებლობ შემთხვევით და ხალხსა და საზოგადოებას 
მინდა ვაუწყო. ჯამაგირები რომ დროზედ არ მოსდით, მაგაში ეჭვი არ არის. მაგაზედ მე თვითონ მიჩივლია რამდენჯერმე ერთ ალაგსაცა და მეორე ალაგასაცა, 
მაგრამ რა ვქნა, ჩემი რა ბრალია!... 
გვ329
სახლები არ გვივარგაო – მაშ, როგორ სცხოვრებდნენ იმ სახლებში, რომლებსაც ეხლა სწუნობენ ადრინდელი პატივცემულნი მოღვაწენი! 
ადრეც ბევრ მწუხარებას ითმენდნენ მთაში, მაგრად რადგან ესმოდათ თავიანთი სამღთო მოვალეობა
იმითი ყველას ითმენდნენ. თუ სახლებზედ არის საჩივარი,აბა ერთი ჩემი სახლიცა ნახეთ, როგორია, ლამის ჭერი და კედლები 
თავზედ დაგვაწვეს, ზამთარში ცეცხლი ვერ დაგვინთია და ათი სული სიცივით ვიხოცებით. 
როცა გვეღირსება ჯამაგირების მოსვლა, ბლაღოჩინი გვაწვალებსო. ვინა ვლანძღე, ვინ ვაწვალე, სამი დღე კარებზედ 
ვინ ვალოდინე, რატომ იმ პირს არ მიჩვენებს ეგ პატიოსანი მამა? 
სახლების ასაშენებული ფულები მოუვიდა, ფული შეჭამა და სახლები კი არ აგვიშენაო, ეგეც ერთი აშკარა ტყუილი ავტორისა. 
როდის, ვისგან და ან რამდენი სახლების ასაშენებელი ფულები ან არქიერისაგან უნდა მიმეღო, ან ,,ქქრისტიანობის 
აღმადგენელ საზოგადოებისაგან“, აბა, იკითხეთ ერთი – მართლა მაგ საგანზედ ფულები როდესმე გამომიგზავნეს?“ 
1883 წლიდან მღვდელი გრიგოლი მესხეთში, ქ. ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე 
ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. თურქეთის ტყვეობაში იყო გამოცდილი მოძღვრის მოვლინება მათ კუთხეში. თავისი ნიჭისა და 
ქადაგების წყალობით მან აქაც მრავალი მონათლა და აზიარა ქრისტეს სარწმუნოებას· ამ საქმეში მამა გრიგოლის მატერიალურად დაეხმარა სპარსეთში. 
რუსეთის საელჩოს კარის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ევსევი (ცაბაძე), რომელიც პირიოდულად უგზავნიდა მას 150 მანეთს იმ განზრახვით, 
რომ დაესაჩუქრებინა ის მაჰმადიანი ქართველები, რომელნიც მოინათლნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე. მამა ევსევი თავის წერილში  
მამა გრიგოლს სწერდა: „როგორც თქვენ დაინახოთ საუმჯობესოდ და საჭიროდ, ისე დაასაჩუქრეთ ხოლმე ახლად დანათ
გვ330
ლულნი და როცა ამ საგანზედ ფული შემოგელევათ, და კიდევ მაცნობეთ მოგაწვდით“. თავის მხრივ, ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის 
საკათედრო ტაძარში 1884 წლის 18 ოქტომბერს წარმოთქმულ ქადაგებაში დეკანოზი გრიგოლი აღნიშნავდა: გულითა და სულით ვისურვებთ, რომ ამ ჩინებულის, 
პატიოსანის მაგალითის მიმბაძავნი სხვანიც აღმოჩენილიყვნენ (გულისხმობს მამა ევსევის დახმარებას – რედაქცია). ჩვენ ქვეყანაში “ ქართველთა ტომნი ხრმალის და
ცეცხლის საშუალებიით ათი ათასობით არიან მაჰმადიანთაგან მიქცეულნი მაჰმადიანთ სარწმუნოებაზე და მეცადინეობა მათის ისევ მართლმადიდებლობაზე 
მოქცევისათვის არის საღმრთო მოვალეობა ყველა ქრისტიანისა, რომელსაც კი უყვარს თავისი მამული და სარწმუნოება და არის ნამდვილი შვილი ქვეყნისა ეკლესიისა.
ცხადია რომ მაჰმადიანთ მოქცევა მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე არის პირდაპირი მოვალეობა სამღვდელოებისა: მათ უნდა უქადაგონ ჩააგონონ ქრისტეს
წმინდა სარწმუნოება და დანათლონ. ჩვენ სრულიადაც არ ვართ იმ ჰაზრისა, რომ სამღვდელოება გარეშე მაყურებელივით იყოს, იმ დროს, როდესაც 
გარეშე პირნი ზრუნავენ მაჰმადიანთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოქცევას და მატერიალურად მათის ცხოვრების გაუმჯობესობას. ახლად 
დანათლულთ ცხოვრების ნივთიერად გაუმჯობესობას დიდი გავლენა ექნება მაჰმადიანთ მართლმა


გვ331
დიდებელ სარწმუნიებისადმი მოქცევაზე და სასურველ ნაყოფსაც მოიტანს. სიტყვის გაგრძელებისა რომ არ გვეშინოდეს, 
რამდენსამე მაგალითს მოვიყვანდით იმის შესახებ, რომ ახლად დანათლულები, რადგანაც შიშისა გამო ვეღარ მიქცეულან საცხოვრებლად წინანდელ 
თავიანთ საზოგადოებაში, და არც აქვთ მამული რომ სხვაგან დასახლდენ და რადგანაც არა აქვთ შეძლება, რომ ხელი მოიწყონ საცხოვრებლად, 
ეს ახლად დანათლულები კარი-კარს დადიან და მოწყალებას თხოულობენ. 
ამათი დამნახავი, რომელი მაჰმადიანიღა ისურვებს მონათვლას? ამის გამო, არამცთუ აღარავინ სურვობს მაჰმადიანთაგანი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოქცევას 
და იშვიათიღა არის, რომ მაჰმადიანი მოინათლოს, რომელნიც მოინათლნენ, იმათაც კი უსაყვედურებენ და ნიშნს უგებენ: „მოინათლენით და რა სარგებელი ნახეთო, 
კარი-კარს დაწანწალებთ და მოწყალებას თხოულობთოო...“ 
აი, ეს უმთავრესი გარემოება უშლის ხელს სამღვდელოებას, აღასრულოს თავისი სამღრთო მოვალეობა და მოიყვანოს მაჰმადიანნი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზედ. 
ამ დაბრკოლების ასაცილებლად უნდა ცდილობდეს, ვისაც ჰსურს, რომ გამრავლდეს მართლმადიდებელთ რიცხვი ჩვენს 
მხარეში და მეტადრე მართლმადიდებელი ქართველობა, რომელსაც იმდენნი მოაკლდენ უწინ, ჟამთა ვითარების გამო“. 
1884 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ გაითვალისწინა მღვდელ გრიგოლის ღვაწლი დედაეკლესიის 
წინაშე და ერთგული სამსახურისთვის მას დეკანოზის წოდება, მიანიჭა. 
განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მოქმედებდა მამა გრიგოლი სამხრეთ საქართველოში მომძლავრებული 
სომხების წინააღმდეგ. 1828 წელს, ახალციხისა და ახალქალაქის მხარეების შემოერთების შემდეგ გენერალ ვასილ ბებუთოვისა
და რუსეთის იმპერიის მოხელეების აქტიურობის შედეგად მოსახლეობის უმეტესობა სომხები იყვნენ იმპერიამ ამ მხარეში 
გვ332
30 000 სომეხი ჩამოასახლა, მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა· მამა გრიგოლს, როგორც ამ ოლქის მთავარხუცესს, ევალებოდა წესრიგი 
დაემყარებინა მრევლში და არ დაეშვა რაიმე ზედმეტი გაუგებრობა. 
1884 წელს ჟურნალ „მწყემსში“ დაიბეჭდა ანონიმი ავტორის ცილისმწამებლური წერილი: ,,პატივი მაქვს თქვენის პატივცემული გაზეთის „მწყემსის“ საშუალებით, 
ვაცნობო ახალციხის ბლაღოჩინს, მამა გრიგოლ დავიდოვს, რათა ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს იმ ურიგო სომხების საქციელს, 
რომელთაგან ახალციხესა და მის მაზრაში მცხოვრებ ქართველთ დიდი დაბრკოლება ეძლევათ საფარის ღვთისმშობლის ტაძარში, ღამის თევის დროს. 
აქ ყოველ წლივ საშინელი ჩხუბი იმართება ხოლმე სომეხთ და ქართველთ შორის. ამ ჩხუბს მრავალჯერ ხანჯლის ტრიალი მოჰყვება“. 
ბოლოს უცნობი ავტორი, დარიგებას იძლევა, მივაქციოთ ჯეროვანი ყურადღება ამ უწესობის მოსპობას და დავანიშვნინოთ ხოლმე, ვისგანაც რიგია,
ჩაფრები ანუ გზირები მსვიდობიანობის დასაცველადო.
მამა გრიგოლმა საპასუხო წერილში ამხილა ანონიმი ავტორი და განუმარტა: „გულითად მადლობას განვუცხადებ პატივცემულ ავტორს რწმუნებულ ჩემდამი ეკლესიის 
კეთილ წარმატების თანაგრძნობისათვის. ამასთანავე, დიდად ვსწუხვარ, რომ ბატონ ავტორს აქამდინ არ შეუტყვია, რომ მე შარშანვე, 
1883 წელსა აგვისტოს 4-სა, N153-თა მივიქეცი ოფიციალურის ქაღალდით ბატონ ახალციხის მაზრის მმართველთან, რომელსაც ვთხოვდი, 
რომ დაენიშნა ჩაფრები მშვიდობიანობის დასაცველად საფარის ეკლესიისა და ვარძიის მონასტრის დღეობაზე, 15-ს აგვისტოს, რადგან ამ დღესასწაულზე ხალხის 
სიმრავლისა გამო, მართლა მოხდება ხოლმე ხანდისხან შფოთი. კეთილსულიერმა და ყოვლად პატივცემულმა ბატონ ახალციხის მაზრის 
მმართველმა, რომელიც ფრიად მოყვარულია მშვიდობიანობისა და ცდილობს, რომ რწმუნებულ მისდამი მაზრაში მშვიდობიანობა სუფევდეს, 
მიაქცია ყურადღება ჩემს თხოვნას და დანიშნა, როგორც საფარის ეკლესიის, ისე ვარძიის მონასტრის 
გვ333
დღეობაზე მშვიდობიანობის დასაცველად ჩაფრებიც, გზირებიც და ჩინოვნიკიც თვალყურის სადევნელად. ამის გამო, როგორც
საფარაში, ისე ვარძიაში, ამ ეკლესიების დღეობას, წარსულს··· 1883 წელსა, არავითარი უწესობა არ მომხადარა, და პატივცემული 
ავტორი ტყუილათ შიშობს“.
დეკანოზი გრიგოლი 1888 წლის 14 ნოემბერს, 47 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. დეკანოზი დავით ღამბაშიძე მისი
გარდაცვალების შესახებ თავის ჟურნალ ,,მწყემსში'' წერდა: „ჩვენ გვაცნობებენ, რომ გარდაიცვალა ქ. ახალციხის საკრებულო სობოროს დეკანოზი,
ბლაღოჩინი მამა გრიგოლი დავიდოვი. მამა დავიდოვი აგერ თითქმის 25 წელიწადი იქნება, რაც მხურვალე მონაწილეობას იღებდა მართლმადიდებელ 
ქრისტიანობის გავრცელებისათვის კავკასიაში. განსაკუთრებით განსვენებულმა ბევრი იშრომა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა გაევრცელებია მთიულ ოსებს შორის“.
დეკანოზი გრიგოლი დიდი პატივით დაასაფლავეს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ეკლესიაში. ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში. 
 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0