სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ვაშაძე ბესარიონ 1869-1937წწ დეკანოზი მოღვ. სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი დაბ. ჭიათურა ვაშაძე ბესარიონ 1869-1937წწ დეკანოზი მოღვ. სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი დაბ. ჭიათურა

1869-1937 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ვაშაძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

ვაშაძე ბესარიონ 1869-1937წწ დეკანოზი მოღვ. სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი დაბ. ჭიათურა

დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე 1869-1937წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

დეკანოზი ბესარიონი ჭიათურაში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მამამისი, იაკობ სიმონის ძე ვაშაძე, მღვდლის შვილი გახლდათ, 
იყო საშუალო ტანის კაცი, მოხდენილ წვერ-ულვაშს ატარებდა, და იმ დროისათვის საკმაოდ წიგნიერ ადამიანად ითვლებოდა.  
დედა – პელაგია გველესიანის ქალი, თეთრი პირისახით და ცისფერი თვალებით გამოირჩეოდა. ბესარიონი დედას ჰგავდა ცისფერი თვალები 
ჰქონდა და ჭიათურაში ულამაზეს კაცად ითვლებოდა. 
ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაბადებული ბესარიონი სიყრმის ასაკიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა სწავლა—გა
გვ408

ნათლებისადმი. მამამისმა ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ იგი სწავლის გასაგრძელებლად ფოთის ოთხკლასიან საქალაქო 
სასწავლებელში მიაბარა, რომელიც ბესარიონმა წარჩინებით დაასრულა. ახალგაზრდა და მკვირცხლი გონების პატრონი უყურადღებოდ არ დარჩენილა. 
ერთხელ მღვიმევის მონასტერში სტუმრობისას იგი შემთხვევით ნახა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), 
რომელსაც ძალიან მოეწონა ეს თავმღდაბალი,განათლებული და ლამაზი ახალგაზრდა და დაჟინებით მოსთხოვა მამამისს სასულიერო ხაზით 
ყოფნის გაეგრძელებინა მოღვაწეობა, თუმცა იმ ეტაპზე ეს ამბავი არ მოხერხდა. 
1895 წელს ბესარიონმა იქორწინა ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ჩიკვილაძეზე, რომელთანაც ოთხი შვილი ეყოლა: გიორგი, იაშა, გრიგოლი და ბაბო. 
1892 წელს მეუფე გაბრიელის ლოცვა–კურთხევით, ბესარიონი ქუთაისის მაზრის სოფელ სიმონეთის სასოფლო სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 
1893 წელს მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ელენეს (ჭუმბურიძე) თაოსნობით მონასტერთან დაარსდა სამრევლო-საეკლესიო სკოლა,
რომლის ხელმძღვანელობა ბესარიონ ვაშაძეს დაეკისრა. მრავალი წლის განმავლობაში იგი დაუღალავად იღვწოდა იმერეთში სწავლა-განათლების 
გაძლიერებისათვის და გლეხობასაც აქტიურად მოუწოდებდა, თავიანთი შვილები არ დაეტოვებინათ ცოდნის 
გარეშე· არ იშურებდა ენერგიასა და გამოცდილებას· რათა მოსახლეობაში ჩაენერგა წიგნისადმი სიყვარული და განათლების 
შუქი შეეტანა მათ ოჯახებში. 
1900 წლის 14 აპრილს ბესარი-
გვ409
ონს პედაგობგიურ დარგში თავდადებული მოღვაწეობისათვის წმინდა სინოდმა საგანგებო სიგელით მადლობა გამოუცხადა.
ბესარიონი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამად გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზნეთებთან. ხშირად აქვეყნებდა თავის 
საახრებებს. იმ პერიოდში, საქართველოში, კერძოდ, იმერეთშიც არსებობდა ორი ტიპის სასწავლებლები: სამრევლო–საეკლესიო
და სახალხო-სამინისტრო სკოლები. მოსახლეობაშიც ხშირად დავობდნენ, თუ რომელი სასწავლებელი უფრო იყო უკეთესი.
ამის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ 1901 წელს ბესარიონმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღწერილი აქვს ორივე ტიპის სასწავლებელი. 
აი, რას წერდა იგი: „საზოგადოებაში ხშირად შეხვდებით, რომ დავობენ ხოლმე – არა სამრევლო სკოლა სჯობდა არა სამინისტროო. 
ამ სკოლებიდან პირველი სასულიერო უწყებას ეკუთვნის მეორე - საერო განათლების სამინისტროს 
ერთსაცა და მეორესაც მიზნათ აქვთ, რომ ხალხში სწავლა-განათლება გაავრცელონ, ხოლო განსაკუთრებით სამრევლო
საეკლესიო სკოლების მიზანია განათლებასთან ერთად განამტკიცოს ხალხში სწავლა მართლმადიდებელ სარწმუნოებისა  
და ქრისტიანულ კეთილმსახურებისა, ზნეობრივად განასპეტაკოს და ახალგაზრდობა განუშორებლად წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას შეუკავშიროს. 
ამრიგად ორისავე ტიპის სკოლას მეტად მაღალი და სასარგებლო მიზანი აქვს ხალხის საკეთილდღეოდ, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ რომ თავისს
დანიშნულებას მტკიცედ ასრულებდენ. ეხლა მათს დღევანდელს მდგომარეობაზე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვასა. 
სამრევლო-საეკლესიო სკოლები საერო სკოლებთან შედარებით ბევრად ნორჩნი არიან. (რასაკვირველია, ჩვენ არა გვაქვს 
სახეში ის საეკლესიო სკოლები, რომლებიც წარსულს საუკუნეებში ეკლესიებთანა და მონასტრებთან იყვნენ გახსნილნი). 
საერო-სახალხო სკოლები ჩვენში 1371 წლიდან დაარსდნენ და სამრევლო-საეკლესიო სკოლები კი 1884 წლიდან. ე. ი. 
საეროსამინისტრო სკოლები 30-31 წლისა არიან, ხოლო სამრევლო 
გვ410

16-17 წლისა. ამიტომაც საერო განათლების სამინისტრო სკოლები ჯერჯერობით უფრო უზრუნველყოფილნი არიან, ვიდრე სამრევლო სკოლები და ეს ასეც
უნდა იყოს. ამიტომაც ამ უზრუნველყოფილ სკოლებში უფრო კარგი და მომზადებული მასწავლებლები მიდიან, სპეციალურად საპედაგოგო მოღვაწეობისათვის 
სამასწავლებლო სემინარიებში მომზადებულნი, ვიდრე სამრევლო-საეკლესიო სკოლებში. ზოგან სამინისტრო ორკლასიან, ეგრეთ წოდებულ ბესარიონ ვაშაძე 
ოჯახთან ერთად ნორმალურ სკოლებში, სამასწავლებლო ინსტიტუტიდანაც კი არიან მასწავლებლად. ამისთვის საერო განათლების სამინისტრო სკოლები რომ 
უფრო კარგ ნიადაგზედ იყვნენ დაყენებულნი, მაინც გასაკვირვალი არ არის, რადგანაც ნივთიერი მდგომარეობა თუ მასწავლებელთ მომზადება, 
ყოველივე ხელს უწყობთ. სამრევლო-საეკლესიო სკოლები კი ჯერ კიდევ უზრუნველვოფილნი არ არის, თუმცა ამ ბოლო დროს შესამჩნევად წინ 
მიდიან და თანდათან უმჯობესდებიან. ამიტომაც რიგიანი და საქმის მცოდნე მასწავლებლები იმ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში არასოდეს არ მიდიან, 
სადაც ჯამაგირი რიგიანი არ აქვთ, ნივთიერად სანახევროდ მაინც უზრუნველყოფილნი არ არიან. 
სამრევლო-საეკლესიო სკოლებში უმეტეს ნაწილად მასწავლებლობენ სწავლა-დაუმთავრებელნი და ეგზამენებით უფლება-მოპოებულნი, 
მაგრამ უკიდურესს შემთხვევაში მასწავლებლობას ასრულებენ აგრეთვე უფლება-მოუპოვებელი მედავითნეებიც, 
რომელთაც ეს მეორე თანამდებობა, ეჭვი არ არის, პირვე
გვ411
ლის შეძლებისამებრ პირნათლად შესრულებაში ხელს დიდად უშლის. ზოგან კი სასულიერო სემინარიებში კურსდამთავრებულნიც მიდიან მასწავლებლებად. 
მაგრამ დასაწყისს სკოლებში გული არ უდგებათ, რადგანაც უკეთესსა და თბილს სამსახურს მოელიან და დიდხანს არა რჩებიან. ამ მიზეზებისა გამო  
სასულიერო მთავრობა არავითარს საშუალებას არა ჰზოგავს, სკოლებს შესამჩნევად აუმჯობესებს, ნივთიერად ეხმარება, უზრუნველჰყოფს; ამას გარდა, 
როგორც უკვე ჟურნალ-გაზეთებმა გვაუწყეს, სასულიერო მთავრობას განზრახული აქვს, სასულიერო სამასწავლებლო სემინარია და ინსტიტუტები დააარსოს, 
საიდგანაც სამრევლო-საეკლესიო სკოლებისათვის სპეციალისტი მასწავლებლები გამოვლენ. ეს ორი გარემოება კი, ცხადია სამრევლო სკოლებს კარგს ნიადაგზედ
დააყენებს, მათს მომავალს განვითარებას ნორმალურ წრეში ჩააყენებს და შესამჩნევად ააყვავებს, განაკარგებს, რადგანაც უზრუნველყოფილს 
სამრევლო-საეკლესიო სკოლებში მაშინ მასწავლებლებად მხოლოდ ისინი წავლენ, რომელნიც საპედაგოგო მოღვაწეობისათვის სპეციალურად მომზადებულნი 
იქნებიან. ღმერთმა ინებოს ეს ჩვენი იმედები და მოლოდინი ხალხის სწავლა-განათლების საკეთილდღეოდ მალე განხორციელებულიყოს, რადგანაც 
დღესდღეობით ეს დამაბრკოლებელი მიზეზები საქმეს ძლიერ აბრკოლებენ“. 
1902 წელს ბესარიონს სამღვდელო მსახურებისაკენ მოუწოდეს და გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში 
მცირეოდენი მომზადების შემდეგ , იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე 
ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და დილიკაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის 
წინამძღვრად განამწესა. სამღვდელო ხარისხში მყოფი ახალგანრდა მოძღვარი თავის მოღვაწეობას ენერგიულად და დიდი შემართებით შეუდგა· 
ამასთანავე, კვლავ აგრძ
გვ412

ელებს მასწავლებლობას სოფელ დაბლა დილიკაურის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. იმ პერიოდში საქართველოს საეგზარქოსოში
გაჩნდა იდეა, რომ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში სასულიერო პირებმა საღვთო სჯულთან ერთად უნდა ასწავლონ მშობლიური ენაო. მამა 
ბესარიონი გაზეთ ,,ივერიის'' ფურცლებზე ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავდა:
„ყველა წინდახედულმა, ყველა შორს გამჭვრეტმა და ფხიზელი გონების ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სოფლის მღვდელს,
რომელსაც 100-200 კომლამდე მცხოვრები აბარია და მუდამ მზად უნდა იყოს, ხალხის სულიერი 
მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, სრულებითაც ვერ მოიცლის მისდამი რწმუნებულს სკოლაში, საღმრთო სჯულის გარდა, სამშობლო ენაც ასწავლოს. 
თუმცა თითოეულ ჩვენგანისათვის დიდად სასურველი და სასიამოვნოა სამშობლო ენის სწავლებაც შეგვეძლოს, 
მაგრამ, სამწუხაროდ, ეს აზრი არა თუ სისრულეში მოსაყვანად ძნელია, არამედ წარმოსადგენიც არ არის, ვინც კი 
ღრმად ჩაუკვირდება სოფლის სამღვდელოების სამსახურსა და მათს მდგომარეობას. 
საღმრთო სჯული და სამშობლო ენა – ორი საგანი ყველა საგნებზედ უმთავრესი და უპირატესია სკოლებში, მაშასადამე, 
ამ ორის უმთავრესის საგნის სწავლებას გაცილებით მეტი დრო, მეტი შრომა და მეცადინეობა სჭირდება, ვინემ სხვა საგნებს. 
შრომას და მეცადინეობას ნუ დავიშურებთ ჩვენის სკოლების საკეთილდღეოდ, მაგრამ სად არის ასეთი თავისუფალი ძვირფასი დრო. 
როდესაც სკოლაში ასწავლი გულდასმით და გულ
გვ413
დადებული, აგრე მოდის ერთი და გთხოვს: „მამაო, წამობრძანდი სახლი მიკურთხე“; მეორე გთხოვს: „მამაო, ბავშვი მიკვდება
და მომინათლე“; მესამე გთხოვს: „მამაო, ავადმყოფი მყავს, მიზიარე“; მეოთხე თხოულობს საეკლესიო საბუთების ამოწერილებას და სხვადასხვა, 
ვინ მოსთვლის, თუ რამდენი საჭიროიბა და მოთხოვნილება აქვს მღვდელს თავის მრევლში. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მღვდელი, 
თვითონაც დაბნეულია: დააკმაყოფილოს მრევლის თხოვნა, სკოლაში დაწყებული გაკვეთილები დარჩება, – არ დააკმაყოფილოს და, გაკვეთილებს თუკი 
დაამთავრებს, ვაი, იმისთანა დამთავრებას: ატყდება მღვდელზედ საყვედური და საჩივარი. ბავშვებიც ამ დროს იბნევიან და 
კარგად ვერ ითვისებენ გაკვეთილს. რაღა ამისთანა სწავლა და რაღა უსწავლელობა.. თუ მღვდელმა საღვთო სჯულის სწავლებისათვის იშოვა თავისუფალი 
დრო – დიდი ღვთის წყალობა არის, ხოლო სამშობლო ენა წინანდებულად მასწავლებელმა უნდა ასწავლოს, თორემ თუ სამშობლო ენის სწავლებაც 
საღვთო სჯულის მასწავლებელ მღვდელს დაევალა, მაშინ ერთის მაგივრად მან სამი საგანი უნდა ასწავლოს: 1) საღვთო სჯული, 2)
სამშობლო ენა, 3) სამშობლო ენის წერა, რადგანაც სამშობლო ენის შესწავლას წერაც თან უნდა მოჰყვეს და ერთი საათის მაგივრად მღვდელს სამი 
საათი სჭირდება. 
აბა, რა ჰქნას ასეთმა მღვდელმა? განა შეუძლია ერთსა და იმავე დროს ღარიბმა და წვრილი ცოლ-შვილის პატრონმა
მღვდელმა მრევლშიაც იაროს და თან ცოლ-შვილზეც იზრუნოს. ამასთანავე, სამი საათი სკოლას დაუთმოს? ჩემი აზრით და 
გამოცდილებით, ასეთი მღვდელი ვერც მრევლში იმსახურებს რიგიანად და სწავლების საქმეც ცუდად წაუვა, სკოლა დაიღუპება და წაუვა ხელიდან, 
რადგანაც „ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერს“, ერთსა და იმავე დროს ერთი მოსამსახურე ორ ბატონს პირნათლად და ბეჯითად ვერ 
ემსახურება“· მამა ბესარიონი ბევრს შრომობდა და სრუნავდა თავისი მრევლის სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. იგი ყოველი 
გვ414
წირვის შემდეგ შესაფერისი ქადაგებით მიმართავდა ხალხს და აძლევდა მათთვის საჭირო დარიგებებს. 
გარდა ამისა, დილიკაურის ეკლესიაში მის დანიშვნამდე ერთი მედავითნე მსახურობდა, რომელიც ამავდროულად მგალობელის ფუნქციასაც ითავსებდა. 
რაც არ უნდა კარგი მგალობელი იყოს ადამიანი, ყველას მოეხსენება, ერთი კაცის გალობა როგორი უშნო და ულაზათო გამოდის.
როგორც კი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა, მამა ბესარიონმა მაშინათვე მოიწვია გალობის მცოდნე მასწავლებელი, რომელმაც საკმაოდ კარგად იცოდა 
ქართული და რუსული საეკლესიო გალობა. ეს ადამიანი გახლდათ გვარად ხუსკივაძე, რომელმაც სკოლის შეგირდებს მცირე დროში შეასწავლა გალობა, 
შეადგინა მგალობელთა გუნდი და ეკლესიაშიც ამის შემდეგ მშვენიერი საგალობლები აღევლინებოდა. მამა ბესარიონს ასევე განზრახული ჰქონდა საკვირაო 
სკოლის დაარსებაც, მაგრამ იგი მალევე სხვა სოფელში გადაიყვანეს. 
1906 წელს ეპისკოპოსმა ლეონიდემ მამა ბესარიონი ზედა რგანის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა.
1907 წლის 22 ოქტომბერს მამა ბესარიონს მოულოდნელად გარდაეცვალა მეუღლე, ხოლო 1908 წლის 14 მარტს – მამა მიაბარა მღვიმშევის წმინდა 
ბარბარეს სახელობის საგვარეულო სასაფლაოს. მოძღვრისთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისი იყო. მიუხედავად ამისა, მან ოჯახის 
მთელი სიმძიმე თავის თავზე აიღო და დედის, პელაგიას დახმარებით ღირსეულად აღზარდა დედით დაობლებული შვილები. 
1907 წლის 12 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ 
(ოქროპირიძე) მამა ბესარიონი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დააჯილდოვა. 
1911 წლის 23 მარტს მას სკუფია უბოძეს· 
1916 წელს – კამილავკა, ხოლო 1922 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. როგორც მისი შვილი გრიგოლ ვაშაძე თავის მოგონებებში აღნიშნავს: 
„ბესარიონი მოყვარული იყო ლამაზი და მოხდენილი ჩაცმისა, სამოსელს ქუთაისში განთქმულ მკერავს, მიშა 
გვ415
მაჭავარიანს აკერვინებდა. ბუნებით ძალიან სუფთა და ფაქიზი ადამიანი, ყველასათვის სასიამოვნო მოძღვარი გახლდათ. ყოფილა 
ზედმიწევნით მხიარული ადამიანი. როგორც მოძღვარს, მას ხშირად უხდებოდა ლხინშიდაც ყოფილიყო და, უმთავრესად სუფრის თამადობა და 
გაძღოლაც უწევდა ასეთ შემთხვევაში ვლინდებოდა მისი მჭევრმეტყველებაც, მსუბუქი იუმორიცა და მოლხენის უნარიც. ამასთან ერთად, არ იყო ისეთი 
საზოგადოებრივი საქმე, მისი მონაწილე ან წამომწყები რომ არ ყოფილიყო“. 
1915 წლის 25 იანვარს (ძვ. სტ.), როდესაც საქართველოს მოუკვდა დიდი ქართველი პოეტი და სახოგადო მოღვაწე, აკაკი წერეთელი, 
მამა ბესარიონმა 3 თებერვალს დაბა ჭიათურაში გადაიხადა დიდი პანაშვიდი, რომლის დასრულების შემდეგ საკმაოდ 
ვრცლად ისაუბრა ამ დიდებულ ადამიანზე: 
„პატივცემულო საზოგადოებავ! აღარა გვყავს სამშობლოს დამამშვენებელი საუნჯე, აღარა გვყავს ქართველთა ერის გულის 
მესაიდუმლე და ჭირისუფალი, აღარა გვყავს საქართველოს მანათობელი ლამპარი, ქართული ლიტერატურის დედაბოძი, ქართველთა ეროვნების პატრიარქი, 
მამათმთავარი, დიდებული მგოსანი აკაკი.  
25 იანვარი საისტორიო თვე და რიცხვი შეიქმნა და შავი ასოებით აღიბეჭდება მგლოვიარე საქართველოს ისტორიაში· 
აკაკის გარდაცვალებამ შავი მწუხარე ზეწარი გადააფარა მისს საყვარელ საქართველოს, რომელსაც 57 წლის განმავლობაში  
თავს დასტრიალებდა ისე, როგორც ფარვანა პეპელა ღამის წყვდიადში თავს დასტრიალებს სანათურს, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ,  
თავს დასტრიალებდა სამშობლოს და შეჰგალობდა თავის ტკბილხმოვან ლექსებს ისე, როგორც მაისის ბულბული ტკბილი 
ხმით შეჰგალობს სუნნელოვანი ყვავილებით შემკულ მაისის ბაღს. საქართველო მას მიაჩნდა სამლოცველო ტაძრად და 
ქართველი ერი კი სათაყვანებელ ხატად, რომლის წინ აკაკი მუდამ ანთებული იყო წმინდა თაფლის სანთელივით და კიდეც 
დროთა ვითარებით დადნა და სამშობლოს სიყვარულში და 
გვ416
ერთგულებაში ჩაჰქრა. აკაკის თითოეული ლექსი აღსავსე არის მამულის სიყვარულით, ძმათმოყვარეობით და ერთობის ქადაგებით 
მისი თითოეული ლექსი ჰარმონიაა, სიმღერაა, მუსიკაა, რომელიც აცხოველებს და ატკბობს ყოველი ქართველი ადამიანის გულსა და გრძნობას. 
მისი ენა ყველასთვის მარტივია, გასაგებია სკოლებშიაც არ ყოფილა ისეთი მაგალითი, რომ ცნობისმოყვარე პატარა 6-7 წლის ბავშვებს ეკითხოსთ 
მასწავლებლებისათვის აკაკის ლექსიდან,რომ ესა და ეს სიტყვა რას ნიშნავსო? თუ ჩვენ სამშობლო ენა გვიყვარს, თუ ჩვენ ქართული ლიტერატურა გვიყვარს,
თუ ჩვენ სხვა განათლებულ ერებთან თავი მოგვაქვს, თუ ჩვენ ჩვენი ეროვნული ზნე–ჩვეულება და სული და გული შეგრჩენია, იმიტომ მხოლოდ,
რომ ჩვენ აღვიზარდეთ აკაკის პოეზიის ნიადაგზე და მის გავლენის ქვეშ. 
ბატონებო! როდესაც შვილებს მამა მოუკვდებათ და დედა კი ცოცხალი ჰყავსთ, ან დედა მოუკვდებათ და მამა კი ცოცხალი ჰყავსთ, ნახევრად ობლები არიან
და როდესაც დედ-მამა მოუკვდებათ, მაშინ კი შვილები სრული ობლები არიან – ესევე ითქმის ჩვენ საქართველოს ერზე: მეცხრამეტე საუკუნის პირველმა 
ნახევარმა საქართველოში წარმოშვა ორი დიდებული ბუმბერაზი მგოსანი,ანუ უკეთ რომა ვსთქვათ, საქართველოს ლიტერატურის ორი მეფე: ილია და აკაკი; 
თუ ილია ჭავჭავაძე აღმოსავლეთ საქართველოს ანათებდა; სულმნათი აკაკი წერეთელი, დღევანდელი ჩვენი გლოვა-მწუხარების გმირი – დასავლეთ 
საქართველოს მანათობელი ვარსკვლავი იყო და ორივენი ერთად კი – ერთ უღელ ქვეშ მთელ საქართველოს ანათებდნენ და აბრწყინებდნენ. მოგვიკლა ილია 
ბინძურმა ურწმუნო ხელმა და ჩვენ თავზარდაცემულნი ნახევრად დავობლდით და ნუგეშად მივჩერებოდით ჩვენს სიამაყეს - აკაკის. დღეს აღარც 
აკაკი გვყავს და საქართველო მთლად დაობლდა და სრულიად უნუგეშოდ ვგრძნობთ ჩვენს თავს, მით უმეტეს, რომ სწორედ იმ 
დროს დაგვეკარგა,როდესაც მისი ძვირფასი სიცოცხლე კიდევ ძალიან საჭირო იყო ჩვენი ბედშავი სამშობლოსათვის, ერთის 
გვ417
მხრით, მეორეს – მრავალი მისი ნიჭის თაყვანისმცემელნი მოსიყვარულე ქართველები ომში არიან გადახვეწილნი, ბრძოლის
ველზე საბედისწერო მდგომარეობას განიცდიან, რომელთაც აკაკიმ მოუწოდა და დაავალა, რომ მამა-პაპის ანდერძი მტკიცედ აღასრულონ 
დასაქართველო ვაჟკაცურად დაიცვან და მტრებს ხელში არ ჩაუგდონ. აი, ის მეომარნი ახალგაზრდა ქართველები ჟურნალ–გაზეთებიდგან ტყობილობენ 
აკაკის გარდაცვალებას, სულიერად იტანჯებიან, რომ თავის დიდებული მამულიშვილის დაკრძალვას ვერ ესწრებიან და შორიდან დანაღვლიანებულნი 
და გულგახეთქილნი დეპეშით სამძიმარს უგზავნიან მგლოვარე სამშობლოს და მიცვალებული მოჭირნახულე მგოსნის ნეშთს შორეული ქვეყნის კუთხეებიდგან
მოწიწებით თაყვანსა სცემენ. მაგრამ ქართველებო! თავი მითი ვინუგეშოთ, რომ აკაკიმ აურაცხელი და დაუფასებელი სალიტერატურო ნაწარმოები განძი 
დაგვიტოვა თუ დაბეჭდილი, თუ დაუბეჭდელი. ჩვენ მოუაროთ მის დატოვებულ პოეზიის განძს, გამოვცეთ ღირსეულად და მით აკაკის ხსოვნა და სახელი 
სამარადისოთ უკვდავი იქნება, სანამდისაც კი საქართველო და ქართველის ენა იარსებებს და არ მოისპობა. აკაკიმაც თავისი
თავი მუშაკ ფუტკარს შეადარა თავის ლექსში და ასრე სთქვა:
,,მე კი სხვა ვარ, სულ სხვა მუშა
და სხვა გვარად მოღვაწეო;
ზეცის მუშას მეძახიან,
არა ვარ მარტო სამიწეო''.
ჭეშმარიტად ჯერ სიცოცხლეშიაც ზეცას ეკუთვნოდა და მარტო სამიწე არ იყო და დღეს ხომ მაინც ყოველისფრად 
ზეცას ეკუთვნის და მისი გენიალი ნაწარმოებით და უკვდავი ლექსებით ხომ თვითონაც მარად უკვდავი რჩება. ხვალ და ზეგ 
დიდებული მგოსნის ცხედარს ჰგზავნიან დასაკრძალავად ჩვენი საქართველოს დედაქალაქ თბილისში სამშობლო სახლის 
კერიდან: თბილისში მას ტირილით შემოეგებებიან საქართველოს მგლოვიარე ერი, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენ
გვ418
ლები, მთელი საქართველოს და რუსეთის მწერლები და ინტელიგენტები და 8 თებერვალს კი სამუდამოდ დაკრძალავენ 
„ჩაფიქრებულ მთაწმინდაში“, სადაც განისვენებენ ჩვენი სამშობლოს მოამაგენი დიდებულნი ქართველნი დიმიტრი ყიფიანი 
და ილია ჭავჭავაძე. მათ ეხლა მგოსანი აკაკი წარუდგება და თავისი -მომხლიბლავი პირწყლიანი ტკბილი ქართული ენით 
უამბობს საქართველოს ჭირ-ვარამს და განუზიარებს მათ თავის გულისწყვეტას, რომ მას ულმობელმა სიკვდილმა არ დააცალა 
დაენახა თავისი საყვარელი სამშობლოს კეთილდლეობა და მშვიდობიანობა ამ საბედისწერო ომის შემდეგ და გულში ჩააყოლა 
ათასი მწარე ფიქრები ტურფა სამშობლოზე. ეხლა ვილოცოთ აკაკისათვის, რომ მან საუკუნოდ განისვენოს მართალთა 
თანა, სადა არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი”.
1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება, რასაც თან მოჰყვა ეკლესიებისა და სამღვდელოების 
დევნა-შევიწროება· მამა ბესარიონი მრავალჯერ დადგა განსაცდელის წინაშე. ხშირად ემუქრებოდნენ და მოსვენებას არ 
აძლევდნენ. ერთი-ორჯერ დააპატიმრეს კიდეც. თკმცა სარწმუნოებაზე გულანთებული მოძღვარი მაინც ვერ გატეხეს. ვერც 
ანაფორა გახადეს და მღვდლობაზეც უარი ვერ ათქმევინეს· ამ ამბავს მისი შვილი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე თავის 
მოგონებებში იხსენებს:„მახსოვს, 1922 წელს, მე მაშინ ჯერ კიდევ ჭიათურაში ვიყავი, აღდგომის წინა 


გვ419
დღით ზედა რგანის თავკაცები ეწვივნენ ბესარიონს და მორიდებით სთხოვეს, ეკლესიას ბეჭედი ავსხნათ და ქრისტეს აღდგომა 
ვიდღესასწაულოთო ეკლესია დაკეტილი და დალუქული იყო მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა კარგად იცოდა, რაც მოელოდა, უყოყმანოდ შეუდგა მზადებას. წირვა გადაიხადა, დამსწ ჩე 
სიტყვა-ქადაგებით მიმართა, დალოცა და ერთი თვე ჭიათურის „გეპეუში“ გაატარა. ამასაც არ დაჯერდებოდნენ, რომ შემთხვევით დიდ ალექსანდრესთან 
(ალექსანდრე საჩინოს ძე ვაშაძე) სტუმრად ჩამოსულ მამია ორახელაშვილს არ გაეწია დახმარება. შემდეგ ბესარიონი მიყვებოდა, რომ სააღდგომო წირვა 
ისეთი აღტყინებით მიდიოდა, ისეთი მხურვალე იყო, როგორც პირველყოფილი ქრისტიანების ლოცვები რომის კატაკომბებში, 
თანაც დასძინა – გარდა ყველაფრისა, აკრძალული ხილი ხომ უფრო გემრიელიაო“. 
XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა (ჭელიძე) ეკლესიაში მრავალწლიანი  
ღირსეული და ერთგული მოღვაწეობისათვის მამა ბესარიონს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 
დადგა ავად სახსენებელი XX საუკუნის 30-იან წლები. ხელისუფლება ყველანაირ ხერხს მიმართაკდა დაეკეტათ იმ დროისათვის ჯერ კიდევ ღიად 
შემორჩენილი ეკლესიები, სადაც მორწმუნეები სულიერ სახრდოს იღკბდნკნ ამ მძიმე წუთებში მამა ბესარიონი კვლავ უშიშრად განაგრძობდა მტარვალთა 
მხილებას და შეძლებისღაგვარად განამტკიცებდა შევიწროებულ და დაშინებულ მრევლს. მაგრამ უზარმაზარი იმპერიული მანქანის 
წინააღმდეგ რას გახდებოდა მოხუცებული მოძღვარი. ეს ის პერიოდია, როცა ანაფორის გახდა სენივით მოედო თითქმის მთელ 
საქართველოს ეკლესიას. სწორედ ამ დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკანასკნელად სცადა, გაეტეხა გაჯიუტებული მოძღვარი. 
თავისი ყოფილი მოსწავლეები მიუგზავნეს, რომლებიც მთავრობის სამსახურში ჩამდგარიყვნენ და ახალ ხელისუფლებას ასხამდნენ ხოტბას. 
ერთმა მათგანმა, ჭიათურის „გეპეუს“ 
გვ420
უფროსმა. გავლენიანმა პარტიულმა, რომელიც კარგად იცნობდა მამა ბესარიონს, ანაფორის გახდა ურჩია და სამაგიეროდ კარგ 
სამსახურს სთავაზობდა. მოძღვარმა მას ბრძნული პასუხი გასცა: „კომუნისტები ამაში მაინც ხართ პატივსაცემი, 
რომ სამღვდელო წრეების ჭეშმარიტი წმენდა მოახდინეთ. ის, ვინც უღირსი იყო და ანგარებით იყო დაკავშირებული რელიგიასთან, 
ადვილად ჩამოგვშორდა, ხოლო ვისთვისაც ქრისტიანობა იდეაა, მათ ანაფორას მაშინ გახდით, როცა ტყავსაც გააყოლებთ“. 
მალე ეს დროც დადგა. 
1937 წლის ნოემბერში დეკანოზი ბესარიონი დაბეზღების შსხვერპლი გახდა· მისივე სახლის ბინადარმა, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა, 
გვარად დარბაიძემ, რომელსაც მოძღვარმა, როგორც პედაგოგს, პატივი სცა და ორი ოთახი მიაქირავა, სიკეთე „სიკეთით“ გადაუხადა· მან 
შინსახკომში „დანოსი“ შეიტანა, რადგანაც ფიქრობდა, რომ რეპრესირებულის სახლს მთლიანად ჩაიგდებდა ხელში. 
მამა ბესარიონი დააპატიმრეს და ჭიათურის ციხეში გამოამწყვდიეს. მისი ბედ–იღბალი გადამთიელმა გამომძიებელმა, ვინმე სიმონიანცმა 
გადაწყვიტა· განჩინების თანახმად, მას დახვრიტა მიესაჯა, რაც უმალვე აღასრულეს. ეს მოხდა 1937 წლის 28 ნოემბერს. 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2024
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0