სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ხვილიშა VII-VIII საუკუნე წმინდა გიორგის ეკლესია ნასოფ. ხვილიშა ასპინძა სამცხე-ჯავახეთი ხვილიშა VII-VIII საუკუნე წმინდა გიორგის ეკლესია ნასოფ. ხვილიშა ასპინძა სამცხე-ჯავახეთი ხვილიშა VII-VIII საუკუნე წმინდა გიორგის ეკლესია ნასოფ. ხვილიშა ასპინძა სამცხე-ჯავახეთი
ბმულის კოპირება



ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

371       ბეჭდვა

ხვილიშა VII-VIII საუკუნე წმინდა გიორგის ეკლესია ნასოფ. ხვილიშა ასპინძა სამცხე-ჯავახეთი

ტაძარი აღმარულია შარაგზის ჩრდილოეთით, გზის მახლობლად. აგებულია საგანგებოდ მოწყობილ ორსაფეხურიან ცოკოლზე. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვითა და პირმოსწორებული, უხეშად დამუშავებული ბაზალტის სწორკუთხა ქვებით (გარე ზომებია: 13,6 X 15,3 მ.).

ტაძარში ორი შესასვლელია დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დარბაზული ეკელსიის გეგმა გამართულია მისი კორპუსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთით და სამხრეთით „გამოზრდილი“ სათავსოებით. ინტერიერში ტაძრის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების ორი წყვილითაა დაყოფილი სამ მონაკვეთებად. პილასტრებს შორის მანძილი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ პროპორციულად მცირდება, რითაც ისედაც გრძელი დარბაზი ილუზორულად უფრო გრძელი გვეჩვენება. აფსიდსწინა მონაკვეთი ბემას მოგვაგონებს. ამ სივრციდან ჩრდილოეთით დარბაზის მოცულობიდან „გამოზრდილ“ სამკვეთლოშია გასასვლელი, რომელიც აფსიდიანი მცირე დარბაზია. გრძივი კედლების რითმულ დანაწევრებას აძლიერებს თაღით შემოსაზღვრული მცირედ ჩაწეული კედელი. სამხრეთის კედელში, ყოველი ასეთი სიბრტყის შუა არეში, საკმაოდ მაღლა, გაჭრილია თითო სარკმელი. დარბაზი კიდევ ორი, საკურთხეველში და დასავლეთის კედელში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდება. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შელესილი, ნალისობის გარეშეა დარჩენილი კარგად გათლილი ქვიშაქვით ამოყვანილი კონქი, აფსიდის მხრები, სატრიუმფო თაღი, პილასტრები და საბჯენი თაღები. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია სამთაღიანი კანკელით.

ტაძრის ინტერიერი მაღალია და საკმაოდ ხალვათი, ჰაერით სავსე სივრცეა შექმნილი, რომელიც გარკვეული ასკეტური განწყობის მატარებელია. ეს ერთგვარი ლაკონურობა და სისადავე ტაძრის ფასადებზეც იგრძნობა.

ფასადებზე ეკლესიის კუთხეები და ღიობები ამოყვანილია კარგად გათლილი დიდი ზომის ქვიშაქვით, კედელი ნაგებია პირმოსწორებული ნაცრისფერი ვულკანური ქვით. ქვებს შორის ნაკერები გადალესილია ხსნარით. მორთულობა განაწილებულია კარებზე და სარკმლებზე. შემორჩენილი მარტივი პროფილის თაროსებრი კარნიზის ძველი ფრაგმენტები სამხრეთის ფასადზე დამუშავებულია მცირე თაღების ერთმანეთსიაგან ინტერვალით დაცილებული მწკრივით. აღმოსავლეთის ფასადის ფრაგმენტზე თარების ნაცვლად ერთ რიგად განაგებული ბრტყელი წრეების მწკრივია. სარკმელთა თავსართები თაროვანია ჰორიზონტალური კიდეებით, და მათ შიდა მხრიდან, თაღების, კბილანების ან წრეების უწყვეტი ზოლია ამოკვეთილი. შესასვლელები გადახურულია აქიტრავით და მორთულია ჰორიზონტალურკიდეებიანი თაღოვანი თავსართით, რომლის ზედაპირზე, სიმძიმის შესამცირებლად, ერთი ღარია დაყოლებული.

ტაძრის სამხრეთით, დამოუკიდებელი სათავსო სწორკუთხა გეგმით, დასავლეთის კედლის გარეშეა. მას არა აქვს აღმოსავლეთის სარკმელი. ნიკო ჩუბინაშვილი მას „სამლოცველო-სასანთლეს“ უწოდებს. აქ შესაძლოა ცალკე სამლოცველო იყო. სამხრეთის ფასადზე, საკმაოდ მაღლა, შუა სარკმლის მარჯვნივ, კედლის წყობაში წარწერიან ქვის ფილაა (სავარაუდოდ სხვა ნაგებობიდან მოტანილი). ერთსტრიქონიანი წარწერა შესრულებულია ლამაზი ასომთავრულით:


Ⴕ~Ⴄ ႧႭႣႭჂ~ႲႨ Ⴘ~Ⴄ

ექვ. თაყაიშვილმა წარწერა შემდეგნაირად წაიკითხა: „ქრისტე წმინდა თეოდორა შეიწყალე“

ფოტო ჯარჯი მაღრაძე-წუნდელი
ტექსტი გიორგი დვალიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0