სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ზაქარაშვილი ათანასე 1869-1967წწ არქიმანდრიტი  დაბ. სოფ. ნაგარევი, თერჯოლა ზაქარაშვილი ათანასე 1869-1967წწ არქიმანდრიტი  დაბ. სოფ. ნაგარევი, თერჯოლა

1869-1967 წწ. გარდ. 98 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ზაქარაშვილი სია

თერჯოლა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

422       ბეჭდვა

ზაქარაშვილი ათანასე 1869-1967წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. ნაგარევი, თერჯოლა

არქიმანდრიტი ათანასე (ზაქარაშვილი) 1869-1967

არქიმანდრიტი ათანასე, ერისკაცობაში- ვასილ ზაქარაშვილი, 1869 წლის 12 მაისს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ
ნაგარევში, გლეხ იორდანე ზაქარაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.
1881 წელს თორმეტი წლის ვასილი თბილისში ჩამო
გვ434

დის და მოჯამაგირედ იწყებს მუშაობას. 
1890-1895 წლებში ჩრდილო კავკასიაში, ქალაქ ვლადიკავკაზში გადადის სამუშაოდ. 
XX საუკუნის 10-იან წლებში ბერად შედგომის სურვილით გელათის მონასტერს მიაშურა. მომდევნო წლებში საბერო მორჩილება 
ჯერ შიომღვიმის ლავრაში,შემდეგ კი მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გაიარა.
1917 წელს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, მენჯის შუშანიების სავანეში მღვდელ—მონპზონმა
ალექსიმ (შუშანია) მორჩილი ვასილი ბერად აღკვეცა და სახელად ათანასე უწოდა. ამავე წელს მეუფე ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა,
ერთი თვის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და შიომღვიმის მონასტრის საძმოში განამწესა. მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, იგი 
დროგამოშვებით ასრულებდა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის მოადგილის მოვალეობას. 
1921 წელს ქუთაის–გაენათის ეპარქიაში გადავიდა და გელათის მონასტრის საძმოში განაგრძო მოღვაწეობა.
1923 წლის 5- 6 ივნისს, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გელათის მონასტერი დაიხურა და ბერმონაზვნებს აეკრძალათ იქ 
ცხოვრება. მამა ათანასე იძულებული გახდა, თავის მშობლიურ სოფელში ძმის ოჯახს შეკედლებოდა· აქ მან ააშენა ხის პატარა 
ქოხი, სადაც განმარტოებით ცხოვრობდა. სოფელ ნაგარევში იმჟამად ჯერ კიდევ მოქმედებდა გაბრიელ მთავარანგელოზის
სახელობის ეკლესია, სადაც მამა ათანასეს საშუალება მიეცა წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები აღესრულებინა· 
გვ435
1930 წელს სოფლის ხელმძღვანელობამ ეს ტაძარიც დახურა და სასუქის საწყობად აქცია. შემდგომ წლებში კი კინოკლუბად 
გადააკეთა. მამა ათანასე კვლავ უტაძროდ დარჩა, თუმცა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია მღვდელმოქმედება, იგი თავის პატარა ქოხში 
იღებდა მრევლს და განამტკიცებდა სარწმუნოებაში, ნათლავდა და აპატიოსნებდა მიცვალებულებს, 1934 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა 
სვიმონმა (ჭელიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მამა ათანასეს იღუმენის წოდება მიანიჭა. 
მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა, სასულიერო პირთა დევნა–შვვიწროებისა და ეკლესიების დარბევა 
განადგურებისა, მამა ათანასეს სოფელში ყველა დიდ პატივს სცემდა. გაჭირვებაში მყოფი მოძღვარი თავს ფიზიკური შრომით
ირჩენდა, ამუშავებდა პატარა ბოსტანს და ჰყავდა 70 ოჯახი ფუტკარი. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობიდან ფარულად ბევრიც ეხმარებოდა. 
1943 წელს, ხელისუფლების ნებართვის შემდეგ, შესაძლებელი გახდა კვლავ ამოქმედებულიყო ეკლესიები და სამღვდელოებას საშუალება მიეცა აღესრულებინა წირვა-ლოცვა და
საეკლესიო წესები. 
1945 წლიდან იღუმენი ათანასე ოფიციალურად მიწერილი იყო ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და 
პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს, სადაც პერიოდულად ჩადიოდა წირვა-ლოცვის ჩასატარებლად და მირონის წამოსაღებად.
ძირითადად თავის სოფელში ცხოვრობდა· 
1949 წლის 7 სექტემბერს ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ეპარქიის სამღვდელოების 
სულიერ მოძღვრად დანინიშნა. 
მამა ათანასემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები სოფელში გაატარა, სადაც 1967 წელს გბრდაიცვალა. მის დაკრძალვას დაესწრო მრავალი მღვდელმსახური და დიდი 
პატივით მიაბარეს მიწას. იგი დასაფლავებულია სოფელ ხაგარევის სასაფლაოს შესასვლელში, მარჯვენა მხარეს. მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძართან ახლოს.
გვ436 

შემორჩენილია მამა ათანასეს მიერ შედგენილი ანდერძი, რომელიც მან 1941 წლის იანვარში დაწერა. სავარაუდოდ, იმ პერიოდში იგი 
ავადმყოფობდა და ემზადებოდა ამ ქვეყნიდან გასასვლელად, რამაც გადააწყვეტინა ანდერძის დაწერა. 
უცვლელად გთავაზობთ ამ ანდერძს: 
„1941 წელსა იანვრის თხუთმეტსა (15) დღესა, დავწერე ეს ჩემი ანდერძი, მე იგუმენმა ათანასემ, იორდანეს ძე ზაქარაშვილმა. 
ვთხოვ ყველა ნათესავებს და მეგობრებს შენდობას, თუ ვისმეს რამე გაწყენიეთ ანუ შეგაწუხეთ ჩემს აქ ყოფნაშიდ. საყვარელნო ძმებო და დებო სულიერნო და 
ხორციელნო, მუხლმოდრეკით გთხოვთ, მაპატივოთ და მომიტევოთ ყოველივე ჩემი დანაშაულებანი და თქვენცა ჩემ მიერ 
იყვენით დალოცვილ და შენდობილი. დაგლოცოთ მამამ, ძემ და სულმა წმინდამ, ამინ! 
რადგან აქ მოაწია ჩემზედ ღვთის განჩინებამ, მე ვტოვებ ღვთის ბრძანებით ყოველივე ჩემ საცხოვრებელ ბინას და მივდივარ მსაჯულის წინაშე და 
ჩემს საკუთარ სახლს და ყოველივე ქონებას უტოვებ ჩემს ძმისწულს ზურაბს, რომელიც მე მყავს აყვანილი და დაწერილი კანონიერ შვილად. საყვარელო ძმებო, 
ჩემს დამარხვაზედ რაც შრომა გაწიოთ, მისი სასყიდელი მიიღეთ, ვანიას საჩუქრად მიეცით ხუთი ძირი ფუტკარი. საეკლესიო ნივთები რაც არის, თუ მიტროპოლიტშა არ მიიღო, 
მუზეუმში გადაეცით ყველაფერი. 
ნაგარევის ეკლესიის არის ორი სახარება და ბარძიმი და წიგნები, ზედვე აწერია დიდი ღვთისმშობლის ხატიც. 
დიდი კასროლი, ხერხი დიდი და პატარა ალმარი თუ გაიხსნას, გელათში გადაეცით, თვარა მუზეუმში. 
გვ437
ქართული ნაწერი წიგნები ბავშვებს მიეცით, იკითხონ. ჩემი ძველი სახარება ჰქონდეს, ქართული ნაწერია და იკითხოს ზურაბმა
ჩემდა მოსახსენებელად. ამასთან, უბარებ მას, თუ გაიხსნას ჩვენში ეკლესია, საეკლესიო ნივთები რაც არის, წიგნები და ხატები 
იქ მიეცით, ხოლო მაცხოვრის ხატი თვითონ ჰქონდეს სახლ ამასთან, ჩემი შესამოსით მე უნდა შემმოსონ მთლათ. ჩემი ტანის სამოსი, 
რაც მე არ დამჭირდება, რავარცა უფლობდეთ, ისრე გააწესრიგეთ· ჩემი გულის ჯვარი მაცხოვრის ხატთან ჩამოკიდეთ და ჰქონდეს ზურაბს ჩემდა 
მოსახსენებელად, ქარვაც ჰქონდეს, ღვთისმშობლის სანაწილეც ჰქონდეს მას. თუ იქნება ქუთაისში მიტროპოლიტი, უეჭველად მოიწვიეთ წესის 
აგებაზედ, მასთან რამდენიც იყოს მღვდელიც, ყველას ღირსეული გასამრჯელო მიეცით. ორმოცის საწირავი მიეცით მიტროპოლიტს. 
გაკურთხოთ უფალმა. | 
ძმებო და დებო, გადასახურავი არავის გამოართვათ, მე ჩემი ცხოვრება გამასვენებს. 
ჩემ საკუთარ ხელს ვაწერ, იგუმენი ათანასე, ყოფილი ვასილ ზაქარაშვილი, იორდანეს ძე, დაბალი არხიმანდრიტი“. 

ზედაზნის მონასტერი
ზედაზნის მონასტერი მდებარეობს ხმირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე, ზღვის დონიდან 1390 მეტრზე საგურამოს სამხრეთით. 
სამონასტრო კომპლექსში შედის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია· ციხე–გალავანი. კლდეში ნაკვეთი სენაკები. 
ზედაზნის მთას სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის – ზადენის სახელიდან· ისტორიული ცნობებით, ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის 
დასაწყისში (109 წ.) მდგარა ციხესიმაგრე, რომელიც არ შემორჩენილა.
გვ438 
VI საუკუნის შუა წლებში სირიიდან ჩამოსულმა მამათა ჯგუფმა, იოანეს მეთაურობით, შეარჩია „მთაი.. მახლობლად მცხეთის 
აღმოსავლეთით–რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო, აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ... აქ 
პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმინდად ეკლესიად, და დაემკვიდრნენ მუნ“· ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი.
მალე მან თავისი მოწაფეები აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა საქადაგებლად, თვითონ კი, ერთ-ერთ 
მოწაფესთან ერთად, ზედაზენზე დარჩა, სადაც გარდაიცვალა 570-იან წლებში. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს ნეშტი ჯერ თათას მონასტერში 
დაკრძალეს (მიაჩნიათ, რომ იოანეს მოწაფე თათას მიერ უნდა იყოს აშენებული ქასური წმინდა გიორგის სამნავიანი ბაზილიკა), მაგრამ მალე, წმინდანის 
ანდერძის თანახმად, დიდი პატივით დაასაფლავეს ზედაზენზე საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათოლიკოსმა კლემენტოსმა 
აქ სამნავიანი ბაზილიკა ააგო და იოანეს, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი ეგვტერი მასში ჩართო. 
როგორც ზედაზნის წინამძღვრების სიიდან ჩანს, იოანეს შემდეგ მონასტერში მოღვაწეობდნენ ილია დიაკონი. სამოელ დიდი, „რომელმან ქუაბი ქმნა ყუარისა”,
წინამძღვარი გაბრიელი, რომლის დროაც, IX საუკუნის I ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე. იოანე – „რომელი მოიკლა სარკინოზთაგან ზედაზენს 
შინა მახვილითა“, „მიქაელი, რომელმან სადიაკვნე აღაშენა, მეორე მიქაელი, რომელმან „აკლდამასა თანა“ ეგვტერი აღაშენა, ზაქარიამ 
X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „,მარანი ქვითკირითა ქმნა“ და სხვა. 
ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს იცავდა. 
1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკები და კახეთის მეფე კვირიკე IV-ის ლაშმქარი საბოლოოდ გაანადგურა. 
აქედან მოყოლებული, ზედაზენი მეფის ხელისუფლებას დაემორჩილა. 
გვ439

1479 წლიდან ზედაზნის მონასტერი გურამიშვილების საძვლე გახდა. მონასტრის წინამძღვრებადაც ამ გვარის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ.
ლეკების თარეშის შედეგად, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე, აქ დროებით შეწყდა სამონასტრო ცხოვრება, მაგრამ მალევე, კათოლის დომენტის
(ბაგრატიონი) ლოცვა-კურთხევით, კვლავ განახლდა წირვა-ლოცვა. მანვე განაახლა ეკლესია. ააგო სამრეკლო და ბერთა სენაკები.
XIX საუკუნის 80-იან წლებში რუსი ეგზარქოსების პერიოდში გაუქმებული და მოშლილი მონასტერი კვლავ განაახლა
გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე). მისი ხელშეწყობით აღდგა სამონასტრო ცხოვრება. ეკლესია გადახურეს 
,,რკინის სახურავით'', დასავლეთ კედელში გაჭრეს შესასვლელი, მოაწყვეს გასასვლელი საკურთხევლიდან სამკვეთლოში.
1911 წელს ვინმე არისტონ რამინიშვილმა მეგობართან ერთად იმოგზაურა ზედაზენზე. მისი ჩანაწერიდან ვიგებთ, თუ რა მდგომარეობაში იყო
მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში. აი,
გვ440
რას წერდა იგი გაზეთ „,კოლხიდაში“: „შარშან, შემოდგომის ერთ მშვენიერ დილას, მე და ჩემი ამხანაგი გავეშურეთ საგურამოდან 
ზხედაზნის მონასტრისკენ: ფეხდაფეხ მომიხთა მგზავრობა, ტყის გზით, აღმართ-აღმართ. როდესაც გავიარე შუა გზა, ტყეში, 
მარჯვნივ, შევნიშნე დანგრეული ეკლესია. მსხვილი ხის ტოტებს დაეფარა იგი და მისი გალავანი. გალავანში რომ შევედი, პირველად ჩემი ყურადღება 
მიიპყრო მსხვილმა ვაზებმა, რომელიც გველივით შემოხვეოდა მსხვილსა და მაღალ ხეებს. ძირს რომ დავიხედე, საფლავის ხავსმოკიდებული ქვები დავინახე, 
რომელზედაც წარწერა შევამჩნიე. დავუწყე კითხვა, მაგრამ ვერ გავარჩიე, რადგან ზოგიერთი ასოები არ ჩანდა. ძალიან დავინტერესდი: 
მინდოდა გამეგო, ვინ იყვნენ და რა იყვნენ „საფლავთა ქვეშემდებარენი“. საფლავის ქვები, ეტყობა, დიდი ხნის უნდა იყოს· 
საგრძნობლად გაუთხელებია ხავსსა და მიწას. ეკლესია შიგნით, ჩანს, ვიწრო ყოფილა. მხატვრობა შიგნით არ ჩანს. კედლები 
ერთი კუთხით არის ჩამონგრეული, დანარჩენი კედლები მთელი აქვს, ხელოვნურად გამოჭრილი ეკლესია ქვისაა. სახურავი დანგრეული აქვს.
ეტყობა სახურავი ნაჭერი თაღივით გადაშენებული ყოფილა. შესაძლებელია, ამ ეკლესიის ახლო ოდესმე სოფელი იყო გაშენებული, შემდეგ დროთა და ცხოვრების ჩარხის 
ტრიალის გამო, მცხოვრებთ არაგვის პირისაკენ დაეწიოსთ. 
როგორც გავიგე, ეს ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე ყოფილა აგებული. 
ერთი საათის შემდეგ მე და ჩემმა ამხანაგმა გზა განვაგრძეთ. მივუახლოვდით ზედაზნის მონასტერს თუ არა, იქვე გორაკზე 
ჩემმა თანამგზავრმა შემაჩერა და მითხრა: „ჩვენს ეგოსანს ილიას ამ გორაკზე უყვარდა ჯდომა და ცქერა არაგვის ხეობისა. 
დავსხდეთ და გადავიხედოთო“. გადავიხედეთ თუ არა, ჩვენს თვალწინ გადაიშალა მთელი არაგვის ხეობა და კავკასიონის 
ქედის ნაწილი. ნახევარ საათს ვუცქირე და სწორედ გეტყვით, ესთეტიკურად დავსტები, როდესაც, ცოტა ზედაზნის გადმოღმა 
ცივ წყაროს მივუახლოვდი, მარჯვნივ და მარცხნივ წიფლის 
გვ441
ხეებზე რუსული წარწერები შევამჩნიე. საღებავით ნაწერი და დანით ამოჭრილი ასოები მოჩანდა. ეს წარწერა იყო იმათი სახელი და გვარი, 
ვისაც ზედაზნის მონასტერი დაეთვალიერებინა. 
ერთი ქართული წარწერა ხეებზე არ შემხვედრია, თუმცა ხშირად შემხვდა ქართული გვარები, რუსული ასოებით დაწერილი
სადაც ქვის მილში წყალი გამოდის, იქ ხის ძირში ხის მოკლე ჯვარია ჩადებული. ამ წყაროდან ზედაზნის მონასტრამდე დაგვრჩა 
კიდევ ვერსის მეხუთედი და კიდევაც მივედით. ტაძრის გალავანს გადმოღმა გზაზე დასვენებულია ფიცრებს შუა წმინდა
იოანე ზედაზნელის ხატი, რომელზედაც დაწერილია რუსულად “იოან ზედაზენსკი“· შემდეგ შევედი ტაძრის გალავანში. გალავანში მოსეირნე წინამძღვარმა 
(ამ დროს მონასტრის წინამძღვარი იყო მღვდელ-მონაზონი იოანე (ქარსელაძე) რომ დამინახა, ჩემკენ წამოვიდა. გავეცანი და ვსთხოვე – დაეთვალიერებინა 
ჩემთვის გარეთ და შიგნით მონასტერი. მან თანხმობა გამომიცხადა და შევუდექით საქმეს. 
ციხეს, რომელიც გარშემორტემია მონასტერს მარტო აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით აქვს ნანგრევი კედლები, სხვა მხარეს კედლები სროულიად აღარ აქვს. 
იქვე ციხესთან აშენებულია მლოცველთა სახლი, რომლის კედლებიც შიგნით და გარეთ დაჯღაბნილია რუსულათ მლოცველთა სახელითა და გვარით. 
იქვე ახლოს ორსართულიანი პატარა ქვის შენობაა მიდგმული ციხეზე, რომელშიც წინამძღვარი და ბერები ცხოვრობენ. ტაძარი 
მოზრდილია. მისი ხელოვნურად ნაკეთები კედლები და ჭერი შეურყეველია. კედლებზე აქა–იქ თქვენ შენიშნავთ მხატვრობასა, 
მაგალითად – მოჩანს წმინდა გიორგისა და წმინდა ილიას სახე. ამათი სახე ურჯულო მტრებს დაუმახინჯებიათ, ამოჭრილი აქვთ 
თვალები„ ცხვირი და სხვა ნაწილები· საზოგადოდ უნდა ვსთქვა, რომ მხატვრობა ამ მონასტერში ბლომად ყოფილა, მაგრამ გადასულა. 
ტაძრის შიგნით დასაფლავებულია წმინდა "ოანე ზედაზნელი, რომლის საფლავზეც ქვის თაღია გადაყვანილი· იქვე დასაფლავებულია
იოანეს მოწაფე – წმინდა ილია. ტრაპეზი პატარაა, 
გვ442

მაგრამ კოხტა. ტრაპეზის წინ მარხია თავადი გივი ზაალის ძე გურამიშვილი (დაიბადა 1788 წელს და გარდაიცვალა 1854 წლის 13 იანვარს). 
ყველგან ხატებზე რუსულად აწერია წმინდანების სახელები· თითქოს რუსული მონასტერი იყოს, ვოსტორგოვმა და მისმა ძმებმა პოლიტიკა მონასტრებშიც კი გადაიტანეს.
ალბათ ხატების გარუსება სურდათ! 
სამხრეთით ტაძარს აქვს აგრეთვე სალარო. ჩრდილოეთით, ტაძრის შიგნით, მიწაა გათხრილი და მერე ქვით არის ამოშენებული. როდესაც
შევეკითხე წინამძღვარს, აქ რაღა არის-მეთქი, მან მიპასუხა: ,,აქ წმინდა წყალი სდის ხოლმე მარტო 7 მაისობით, როდესაც წმინდა იოანე ზედაზნელის
დღესასწაულიაო''. ტაძარში რომ შედიხარ, სამხრეთიდან, იქვე კარებში, დასაფლავებულია უწინდელი წინამძღვარი ამ ტაძრისა ალექსი 
გურამიშვილი და ერთი ვიღაც, რომლის ვინაობაც გამოურკვეველია, იქვე ტაძრის კარებში აყუდებულია შუაზე გატეხილი ლოდი, 
რაზედაც ასომთავრულით წარწერაა. 
წარსულ საუნეებში თუ ურჯულო მტრები არ უსვენებდნენ ამ ძვირფას ტაძარს, სძარცვავდენ და ანგრევდენ. მეოცე საუკუნეებში ქრისტიანი „მეგი აბრები“ სძარცვავენ,
მიაქვთ, რაც კი მათთვის გამოსადეგია, ბერებსაც შეურაცხყოფას აყენებენ. მაგალითად, იქითა წლებში წინამძღვარსა და ერთ ბერს უკან სხვილი
თოკით ხელები გაუკრეს ერთმანეთზე გადააბეს, ოთახში კარები
გვ443 
გამოუკეტეს და თვითონ არხეინად გაუდგენ გზას. საკვირველია ღმერთმანი! რა ქვის გული აქვთ ამ რაინდებს, რომ არც წარსული 
სწამთ და არც აწმყო?! ! 
ნეტარხსენებულმა ალექსანდრე ეპისკოპოსმა დაუტოვა ზედაზნის მონასტერს განსაზღვრული თანხა, რომლის სარგებლითაც, 
ე. ი. 360 მანეთით, ინახებიან აქაური 4 ბერი. საკვირველია, ასეთი მცირე ჯამაგირით როგორ უნდა იცხოვროს 4 კაცმა, მით უფრო, 
რომ მონასტერს არავითარი შემოსავალი არ აქვს?! რუსეთში, მონასტრებსა და ეკლესიებზე ათასობით იხარჯუება ფული. ჩვენი
ეკლესია-მონასტრები და მათში მოსამსახურენი კი გაჭირვებას განიცდიან. ერთმორწმუნეთა თანასწორობა და სიმართლეც ასეთი უნდა!
დიდ მადლობას ვწირავ ზედაზნის მონასტრის წინამძღვარს, რომელმაც საშუალება მომცა, დამეთვალიერებინა მონასტერი“.
ზედაზსნის მონასტრის აღდგენიდან – დღემდე წინამძღვართაგან და მონასტრის მმართველთაგან ცნობილნი არიან: მღვდელმონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) – 1888-1891 წლებში, 
მღვდელმონახონი ტიხონი (ხუციშვილი) – 1891-1892 წლებში, იღუმენი ლეონიდე (ოქროპირიძე) – 1892-1893 წლებში, იღუმენი გერასიმე 
(გაბუნია) – 1900-1906 წლებში, არქიმანდრიტი იოანე (ქარსელაძე) – 1906-1918 წლებში, არქიმანდრიტი მიქაელი (მანდარია). 
– 1915-1942 წლებშო და მისი ბოლო წინამძღვარი, იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე) – 1942-1I944 წლებში, რომელიც 2003  
წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდათა დასში შერაცხა. მისი გარდაცვალების შემდეგ. 1944 წელს. მონასტერში 
ბერული ცხოვრება შეწყდა. 
მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, 1990 წლის 20 მაისს, სრუოლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, სამღვდელოებასთან ერთად,
საზეიმოდ აკურთხა ზხედაზნის მამათა მონასტერი და მის წინამძღვრად მღვდელმონახონი იოანე (ორკოდაშვილი) დანიშნა. 
1994 წლის დასაწყისიდან 2001 წლის 18 აგვისტომდე მონასტერს წინამძღვრობდა 
გვ444
არქიმანდრიტი ექვთიმე (ლეჟავა), ამჟამად გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსი. 
2001-2007 წლებში მონასტერს განაგებდა არქიმადრიტი საბა (კუჭავა), ხოლო 2007 წლის 4 დეკემბრიდან მონასტრის წინამძღვრად 
არქიმანდრიტი გაბრიელი (ოტიაშვილი) დაინიშნა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.02.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0